დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ამერიკულ კამპუსებში გაუპატიურების თემაზე. ამ ფაქტების დამალვაზე, რომელსაც სტუდენტებისა და მათი ოჯახებისათვის კატასტროფული შედეგები ჰქონდა...
ადამიანების გულახდილი საუბრები დედამიწაზე ცხოვრების ერთ დღეზე. ცალკეული ადამიანების მონაყოლი,თავიანთ პირად ცხოვრებაზე, აერთიანებს და გვაჩვენებს მსოფლიო საზოგადოების ყოფას. სასაცილო და სევდიან, ტრაგიკულ და ოპტიმისტურ მონათხრობებს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ბევრი საერთო აქვს, მიუხედავად უზარმაზარი გეოგრაფიული დაშორებებისა. კადრები აწყობილია მოქმედი გმირების პასუხებით იმ კითხვებზე, რომელთაც მათ უსვამენ: რა გაქვთ ჯიბეში? რისი გეშინიათ? რა გიყვართ და ა.შ.
"ველურებად დაბადებულნი" გვიყვება ჯუნგლების სხვადასხვა დაობლებულ ცხოველთა ქცევითი ურთიერთობების შესახებ არაორდინალურ ადმიანებთან, რომლებიც პატრონობენ მათ და მიყავთ ისინი ზრდასრულობამდე. ფილმის სიუჟეტი იშლება ორ სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში. ნაწილი მოქმედებისა მიმდინარეობს ბორნეოს ტროპიკულ ტყეებში, სადაც ცნობილი პრიმატოლოგი დოქტორი ბირუტ გალდიკასი ახალშობილ ორანგუტანგებს ეხმარება; მოქმედების მეორე ნაწილი ხდება კენიის გვალვიან სავანეებში, სადაც ზოოლოგი დეიმ დაფნა შელდრიკი სპლიყვებთან მუშაობს...
მისი მასწავლებლები, მწვრთნელები, ბავშვობის მეგობრები და ბარსას თანაგუნდელები ჟურნალისტებთან, მწერლებთან და გამოჩენილ ხალხთან ერთად შეიკრიბებიან რესტორანში, რათა გაანალიზონ მესის პიროვნება მინდორზე და მის გარეთ...