ლარსონის ორი უკანასკნელი რომანის გმირი – ელისაბეტ სალანდრი, შვედეთის ერთ–ერთ ქალაქის საავადმყოფოში ინტენსიური დაკვირვების თერაპიას გადის. ის იბრძვის სიცოცხლისთვის არამარტო ფიზიკური გაგებით: როდესაც იგი თავს საკმაოდ კარგად იგრძნობს, მას სამი მკვლელობისთვის და ერთი მკვლელობის მცდელობისთვის სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. თავისი მეგობრის დახმარებით, ჟურნალისტის მიკაელ ბლომკვისტის მას მოუწევს თავისი უდანაშაულობის დამტკიცება.
ამბავი ვნებაზე, დანაშაულსა და სასჯელზე, რომელიც 1949 წლის ზაფხულში მოხდა. კალიფორნიის პატარა ქალაქის დალაქი ედ კრეინი, უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, მაგრამ მისი ცოლის, დორისის ღალატი შანსს აძლევს შეცვალოს იგი...
დაპირისპირება პოლიციის ინსპექტორსა და კრიმინალურ დაჯგუფებას შორის განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედებმა რამოდენიმე პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლეს. ინსპექტორი ვინგი ახალ მეწყვილესთან ერთად ცდილობს, შური იძიოს კოლეგების მკვლელობისათვის...
1959 წელს ახალგაზრდა ყმაწვილი სახელად კიტი და მისი არასრულწლოვანი მეგობარი გოგონა ჰოლი გარბიან სახლიდან გოგონას მამის მკვლელობის შემდეგ, რომელიც მათ შეხვედრებს უკრძალავდა. მონტანას უნაყოფო მიწებზე მგზავრობისას წყვილი დაუნდობელი მკვლელობების სერიას ჩაიდენს...
ტაკერი მუდმივად უიღბლობით გამოირჩევა.ვიეტნამის ომის ვეტერანი სასჯელს იმ მკვლელობისთვის იხდის, რომელიც არ ჩაუდენია. ერთ დღესაც მას კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ესტუმრება.იგი მას თავისუფლებას პირდება, თუ ციხეში კონკრეტულ პირს მოკლავს...
ჯეი დიკშტასა პოლიციელია, რომელსაც ერთი წუთის სიცოცხლეც ვერ წარმოუდგენია სამსახურის გარეშე, ყოველი დილა მისთვის დანაშაულთან ბრძოლით იწყება. და აი, ჯეი ყველაზე საპასუხისმგებლო დავალებას იღებს – მან ბაიკერი ქურდები უნდა დააკავოს...
ჰავაიზე მცხოვრებ ჯეკს თითქოს ყველაფერი აქვს რაც სჭირდება. თუმცა მისი ცხოვრება იცვლება, როდესაც მაცდურ ქალბატონს ხვდება, რომელიც სთავაზობს რამდენიმე წუთით უცხო სახლში შევიდეს და იქიდან მდიდარი გამოვიდეს.
სამხრეთ ამერიკელი პოლიციის დეტექტივი ცდილობს დაიჭიროს მიწისქვეშა მარქსისტული დაჯგუფების ლიდერი ევეკილა. დეტექტივი უკვე 12 წელია ცდილობს კვალზე გასვლას, ერთხელაც ის გაიცნობს ცეკვის მასწავლებელს იოლანდას, რომელიც მთელს მის ცხოვრებას ცვლის...
"მაგარ ბიჭებზე" გადაღებული უამრავი ფილმის პაროდია, რომლის მოქმედებაც მაფიის გავლენიანი რეკეტირის ირგვლივ ვითარდება. RN როდესაც პოლ ვიტის თავისი კლანის საქმეებში გასარკვევად დახმარება დასჭირდება, ექიმ ბენ სობელს მხოლოდ რამოდენიმე დღე აქვს მისი ემოციური კრიზისიდან გამოსაყვანად და კვლავ ბედნიერი განგსტერის მდგომარეობაში დასაბრუნებლად....
ფილმში მრბოლელი მოჩვენება: შურისძიების სული - ნიკოლას ქეიჯი კვლავ ჯონი ბლეიზის როლს ასრულებს. ამ გმირის მამაცი ხასიათის ახალებური წარმოჩენით, ჯონი კვლავ ეშმაკის წყევლას ებრძვის, რამაც იგი დაქირავებულ მკვლელად აქცია. იგი ყველაფერს რისკავს, როდესაც მეამბოხე ბერთა ჯგუფის ლიდერს შეეკვრება, რათა პატარა ბიჭი ეშმაკისგან დაიფაროს და თან შესაძლოა თვითონაც სამუდამოდ გათავისუფლდეს ეშმაკის წყევლისგან...
მცოდნე ხელებში სილამაზე - საშიში იარაღია. და ჯოელი თავის სილამაზეს მთლიანად იყენებდა. ყველაფერი ერთხელ მაკულას ბარში დაიწყო, როდესაც რენდიმ პირველად დაინახა ის...
პარიზი, 1930. ცნობილი დეტექტივი ვიდოქი ალქიმიკოსი მკვლელის მსხვერპლი გახდა. მისი ახალგაზრდა მეგობარი შურისძიების მიზნით გამოძიებას საკუთარ თავზე იღებს.
ქუჩის გამოცდილების მქონდე ფედერალური აგენტის მიზანია ლამაზი მარტოხელა დედა და მისი შვილი ციხიდან გაცეული დამნაშავისგან დაიცვას, რის გამოც იძულებული ხდება გამოგონილი ადამიანი, სამხრეთელი ბებია ზედმეტსახელად"ბიგ მამა" განასახიეროს...
მშვენიერი კარმენ კოლსონი და მისი მეუღლე უეინი "ინციდენტის" მომსწრეები გახდნენ, რის შემდეგაც მათ ფედერალური მოწმეთა დაცვის პროგრამა იცავს. მათ ჰგონიათ, რომ საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა გამოცდილი დაქირავებული მკვლელის და ახალგაზრდა, ფსიქოპატი ქილერის სამიზნედ იქცევიან...
ფილმის მთავარი გმირი არის საგანძურებზე მონადირე ჯეი სი ზედმეტ სახელად შევარდენი. ცნობილი ანტიკვარები სთავაზობენ მას რომ მოიძიოს ექვსი იშვიათი ქანდაკება რომლებიც წარმოადგენენ ცხოველთა თავებს. თავის დროზე ეს ბრინჯაოს სკულპტურები იყო 12 ცალი, რომლებიც წარმოადგენდნენ ზოდიაქოს ნიშნებს და ისინი ამშვენებდნენ შადრევანს რომელიც იყო პეკინში ”ზაფხულის” სასახლეში. 1860 წელს ომის დროს ეს სასახლე იქნა დარბეული და გაძარცვული ფრანგების და ინგლისელების მიერ, ხოლო ქანდაკებები დაკარგული...
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც ფოსტის დაყაჩაღებისათვის 7 წელს მიუსჯიან და საბოლოოდ ოცდაათწლიანი პატიმრობა უწევს ცალკე საკანში, სადაც მას შეცვლის მისი ალტერ ეგო, ჩარლზ ბრონსონი...
ელმო მაკელროი ამერიკელი ქიმიკოსია, რომელიც ინგლისში ჩადის იმისათვის რომ მისი სპეციალური ფორმულა გაყიდოს, რომელსაც წესით "51 შტატის სტადიაში" გადაყავხარ. მაკელროის ეს ახალი პროდუქტი 51-ჯერ უფრო ძლიერ შეგრძნებას განიჭებს ვიდრე ნებისმიერი ეიფორიის შეგრძნება, სიამოვნება ან არაფხიზელი მდგომარეობა, მაგრამ მის გეგმას, სწრაფი მოგების მიღებისა და წარმატების შესახებ, სასაცილო შეფერხებები უშლის ხელს, როდესაც იგი ლივერპულში ჩარჩება საეჭვო თანმხლებ პირებთან და ყოფილ შეყვარებულთან ერთად, სადაც ტყუილების და ორმაგი გარიგებების უცნაურ ისტორიებში გაეხვევა.
მოქმედება ვითარდება ამერიკის სამხრეთში, ვირჯინიაში ფრანკლინის ხანაში. სპირტიანი სასმელებით არალეგალურად მოვაჭრე განგსტერებს პრობლემები ექმნებათ კანონთან.
1986 წელი, ინდიანას შტატი, სიუჟეტის ცენტრშია ადამიანი, რომელიც 4 წელი იჯდა მკვლელობისთვის ციხეში, ახლა ის უკვე გარეთაა და ცდილობს თავიდან შეეგუოს ცხოვრებას. მას უნდა საყვარელ ქალზე დაქორწინება, თუმცა პირველ რიგში შური უნდა იძიოს უმცროსი ძმის მკვლელზე...
ნარკოტიკებთან ბრძოლის ოფიცერი მოკლულია, საქმის გამოძიება კი წინ ვერ მიდის და ამიტომ დეტროიტის პოლიცია ნიკ თელისს აბრუნებს, რომელიც 18 თვის წინ სამსახურიდან დაითხოვა. თელისი ჰენრი ოაქსს,აგრესიულ პოლიციელს შეუერთდება და ერთად ისინი ამ ჩახლართულ საქმეს იძიებენ...
ფილმი მოგვითხრობს ადამიანის აფექტურ მდგომარეობაზე, როდესაც ის პასუხს არ აგებს თავის ქმედებებზე. ამ ფილმში კი ეჭვიანობის საფუძველზე ვარდება მთავარი გმირი აფექტის მდგომარეობაში, რომელის საერთაშორისო სახელწოდებაა - ამოკი. .
ალექსი უკრაინელი იმიგრანტია, რომელიც ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად, რათა უკეთესი შესაძლებლობები ჰქონოდა. იგი მის მშობლებს ინტერნეტ მაქინაციებით ინახავს...
ბრიტანული დინამიური კომედია ოთხი მეგობრის შესახებ, რომლებსაც დიდი ფული სჭირდებათ, მას შემდეგ რაც პოკერის საეჭვო პარტია წააგეს. ბრიტანული იუმორი, თავისებური გმირები და დაუჯერებელი სცენები - ამ ყველაფერმა რეჟისორ გაი რიჩის სახელი გაუთქვა.
ფილმში დეტალურადაა აღწერილი მთავარი გმირის, კეინის ამბავი და მისი ზაფხული იმ წელს, როდესაც მან სკოლა დაამთავრა. ეს ისტორია დაწვრილებით აღწერს ქალაქში ცხოვრების დღევანდელ უხეშ რეალობას...
ტომ რიპლი ცდილობს მეგობარი დაარწმუნოს დაბრუნდეს სახლში, დაანებოს თავი მოგზაურობას და ფულის ხარჯვას. ტომის ოცნებაა ჰქონდეს ბევრი ფული და საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. სიმდიდრისგან გაზულუქებული მეგობრისგან თავგაბეზრებული ტომი გადაწყვეტს მოიცილოს ის თავიდან. მას გადაწყვეტილი აქვს თავად დაეპატრონოს ყველაფერს რაც მეგობარს ეკუთვნის.
ინსპექტორი ლი და დეტექტივი კარტერი ჰონგ კონგში მიემგზავრებიან დასასვენებლად, მაგრამ ამერიკის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობა აიძულებს მათ კვლავ საქმეს მოჰკიდონ ხელი...
კრისი მეგობრებთან ერთად ავტოკატასტროფაში ხვდება. კომაში გატარებული 4 წლის შემდეგ ნერვიული მოშლილობის კომპლექსებით იტანჯება. სამუშაოდ ბანკში დამლაგებლად ეწყობა. კრისს თავდაჯერებულობას ახალი მეგობარი გარი ჰმატებს, მაგრამ არ არის გამორიცხული ის სპეციალურად შედიოდეს ნდობაში ინვალიდთან, რათა ბანკთან უფრო ახლოს მივიდეს...
როდესაც ბენუა ბრისეტის გვამს კვებეკის და ონტარიოს საზღვარზე, ბილბორდზე იპოვნიან, ამ საქმის გამოძიება ორ პოლიციელს მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ მათ აბსოლუტურად განხვავებული სტილი, შემართება და სალაპარაკო ენა აქვთ, მონრეალელი დევიდ ბუშარი და ტორონტოელი მარტინ უორდი იძულებულები არიან ითანამშრომლონ...
უორდმა და ბუშარდმა უნდა გამოიძიონ მანქანის გატაცება, მაგრამ ეს ასეთი მარტივი დანაშაული არაა. აღმოჩნდება, რომ მოპარული მანქანა დაგეგმილი ტერორისტული აქტის ნაწილია...
ინტერპოლი ცნობილ აფერისტს - ენტონი ციმერს ეძებს, რომელიც მაფიისთვის ფულის გათეთრებით არის დაკავებული. ახლახან მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რამაც მისი გარეგნობა მთლიანად შეცვალა. ერთადერთი, რაც მას ახლა ძველ სახესთან აკავშირეს, ეს მისი საყვარელი ქალი - კიარაა. ეს კიარასაც ესმის და ყველას დასანახად ინტრიგას აბამს ფრანსუასთან. ის იგივე სიმაღლის და წლოვანებისაა, რაც ციმერი. ეს კი მაფიისთვის და სპეცსამსახურებისთვის საკმარისი არგუმენტია მის მოსაკლავად...
ჯეი სვანი, დეტექტივი, დაბრუნდა თავის მშობლიურ პროვინციაში და დაიწყო სასტიკი დანაშაულის გამოძიება. მან უნდა იპოვოს დამნაშავე ეჭვმიტანილი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში, რომლის ცხედარი იპოვეს გზატკეცილის ქვეშ...
სკინჰედების ადგილობრივი ბანდის ლიდერი - დერეკ ვინიარდი, თავის რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის სიმართლეში დარწმუნებული, სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც თეთრი ფერის კანი არ აქვს. დერეკის დამოუკიდებლობა და გამბედაობა მის უმცროს ძმაში დენის აღტაცებას იწვევს, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მაგრამ ორი შავკანიანი ბიჭის, მხეცური სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, რომელიც დერეკმა ჩაიდინა, ძმების გზები ერთმანეთისგან მოაშორა: დერეკი ციხეში აღმოჩნდება, დენი კი გააგრძელებს ძმის საქმეს მანამ, სანამ ძმების გზები კვლავ არ გადაიკვეთება...
კოლექციონერი ვერ უძლებს ცდუნებას და ქირაობს ქურდებს ხელოვნების ძვირფასი ნიმუშის მოსაპარად, რომლის ფასიც მილიონობით დოლარია. ქურდობა ისე სუფთად და მარტივად ვერ მოხდება, როგორც იყო დაგეგმილი. თავში ჩარტყმის შედეგად კოლექციონერს ამნეზია ემართება...
ვეტერან პოლიციელს, დეტექტივ როჯერ მარტაფს მეწყვილედ არანორმალურ ტიპს, მარტინ რიგსს მიამაგრებენ. რიგსი ცოლის სიკვდილის შემდეგ შეირყა, რამაც საბოლოოდ თავზეხელაღებული გახადა. იგი ყოველთვის მზად არის ნებისმიერ რისკზე წასასვლელად. ორ პოლიციელს ახლა მათი პირველი ერთობლივი საქმე აქვთ გამოსაძიებელი.
ჯულიანი სარფიანად ცხოვრობს, ასაკით დიდ ქალბატონთან - მიშელთან ერთად ლოს ანჯელესში. იგი ნამდვილი ჟიგოლოა. ის უპრობლემოდ ლაპარაკობს ექვს ენაზე, ძალიან მომხიბლველი და მაცდუნებელია. მაგრამ ერთხელაც მის ერთ-ერთ კლიენტ ქალბატონს გარდაცვლილს პოულობენ, მას კი მკვლელობაში სდებენ ბრალს...
"მაიამის პოლიცია" 80-ანი წლების ტელესერიალზე დაფუძნებული ფილმია, სადაც აღწერილია დეტექტივების კროკეტისა და ტუბის ოსტორია, მათი პირადი და პროფესიული სახიფათო ცხოვრება...
"დიდი ფსონი" არის ბრიტანელი რეჟისორის, გაი რიჩის მეორე ფილმი, რომელშიც აღწერილია მისი პირველი ფილმის "ბანქო, ფული და ორი ლულა"-ს მსგავსი ჩახლართული ისტორია. ნაჩვენებია ორი ერთმანეთზე გადახლართული ამბავი: პირველი მოტაცებულ ბრილიანტის ძიებაზე, მეორე კი კრივის პრომოუტერზე, რომელსაც ფსიქოპატ განგსტერთან პრობლემები აქვს...
ალ პაჩინო დეტექტივ დორმერის როლს ასრულებს და ცდილობს თავის თანაშემწესთან ერთად პატარა ქალაქში ჩვიდმეტი წლის გოგონას მკვლელობა გამოიძიოს. დორმერის დამხმარე ახევე გამჭრიახე ადგილობრივი პოლიციის დეტექტივი ელი ბური ხდება. გამოძიება წინ მიდის, და მალე პოლიციელებს ეჭვმიტანილიც გამოუჩნდებათ. ეს უოლტონ ფინჩია – რომანტიული შეხედულებების ადამიანი, რომელიც სხვებისგან განცალკევებით ცხოვრობს...
მწერალ კატრინ ტრამელს კვლავ პრობლემები აქვს სასამართლოში, მიზეზის გამოსაკვლევად სკოტლანდ იარდი მას ფსიქიატრ დოქტორ მაიკლ გლასს უნიშნავს. მისი წინამორბედის, დეტექტივი ნიკ კარანის მსგავსად გლასსაც ითრევს მაცდური თამაში...
ლოს-ანჯელესის პოლიციელი ჯეიმს კარტერი ეჭვმიტანილის დაკავებისას უხეშ შეცდომას უშვებს. ამის გამო ის საგზაო პოლიციაში გადაყავთ. ამ დროს ჰონკონგელი პოლიციელი, ინსპექტორი ლი ახალ დავალებას იღებს: მან უნდა დაიცვას ჩინეთის ელჩი, რომელიც ლოს-ანჯელესში მიემგზავრება სისხლის სამართლის სამიტზე სიტყვის წარმოსათქმელად...
ბეტმენი კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ფსონებს მაღლა სწევს. ლეიტენანტ ჯიმ გორდონთან და პროკურორ ჰარვი დენტთან ერთად იგი ცდილობს ქალაქის ქუჩებში კრიმინალური ფორმირებების თარეში აღმოფხვრას. ეს პარტნიორობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მანამდე, სანამ ისინი ქაოსში არ აღმოჩნდებიან. ამ ქაოსს გენიოსი კრიმინალი, ქალაქ გოთჰემის დამწიოკებელი ჯოკერი გამოიწვევს...
Based on the true story that shocked a nation in the summer of 1988 and revealed the scandalizing amount of errors committed by the media and the police in a half-baked attempt to rescue hostages.
ჯიმი კილმარტინი ყოფილი ქურდია, მაგრამ ახლა ის ცდილობს პატიოსნად იცხოვროს მეუღლესთან ერთად. მაგრამ ერთ დღეს ბრუნდება მისი ბიძაშვილი რონი, რომელიც მას სარფიან საქმეს სთავაზობს...
მარტინ სკორსეზე მაფიის ბოსის დაცემას გვიჩვენებს. ფილმი ნახევრად დოკუმენტურ სტილშია გადაღებული და აზარტული თამაშების სამოთხეში, ლას-ვეგასში ცხოვრებასა და მის წიაღში ჩამოყალიბებული მაფიის შესახებ მოგვითხრობს...