ემი, კიკი და კარლა - ოჯახური ვალდებულებებითა და საქმით გადატვირთული სამი ქალბატონი - ამბოხდებიან გამოწვევებისა და მოლოდინების წინააღმდეგ, რომელიც ყველა დედას ატყდება თავს საშობაოდ. ოჯახისთვს ბრწყინვალე დღესასწაულის მოწყობასთან ერთად, მათ თავიანთ დედიკოებსაც უნდა უმასპინძლონ...
ნიუ-იორკელი პოლიციელი ჯონ მაკკეინი თავის ცოლთან, ჰოლისთან შეხვედრას ცდილობს. როგორც კი ის ჰოლის ოფისთან მივა, შენობას ტერორისტები დაეპატრონებიან და მძევლებს აიყვანენ. ახლა მაკკეინმა მარტოდმარტო უნდა შეძლოს დატყვევებული ხალხის განთავისუფლება და ტერორისტების დამარცხება.
ინდიანა, 1940 წელი. ათი წლის რალფი ოცნებობს იდეალურ საშობაო საჩუქარზე – ნამდვილ წითელი მხედრის პნევმატიკურ შაშხანაზე. ბუზღუნა მამიკო და მზრუნველი დედიკო, რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგეები არიან, რადგან ეშინიათ, რომ მათი ბიჭუნა დაიზიანებს თავს! და მაშინ რალფი გადაწყვეტს სანტა კლაუსს მიმართოს თხოვნით...
ენერგიული ბიზნესმენი უილი დაპატიჟებს თავის საცოლეს და მის მშობლებს შობის შესახვედრად. ლამაზი ელისი ძალიან ნერვიულობს მომავალ დედამთილთან და მამამთილთან შეხვედრის წინ. ელისის მოგზაურობა კიდევ უფრო აუტანელი ხდება, როდესაც იგი ბარგს დაკარგავს და ტელეფონი გაუფუჭდება...
მოღალატე მამაკაცებთან ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ ,ლოს -ანჯელესელმა ამანდამ და ლონდონელმა აირისმა გადაწყვეტეს სახლები გაცვალონ. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ეს გაცვლა სასიყვარულო რომანების საწინდარი გახდებოდა...