იაკობ სინგერი, რომელიც დაიჭრა ვიეტნამში, ბრუნდება სახლში, ნიუ-იორკში. მას არ ასვენებს მოგონებები ვაჟიშვილსა და ომზე. იაკობი ნელნელა კარგავს კონტროლს რეალობაზე. მისი მდგომარეობა ხდება კიდევ უფრო მძიმე, როდესაც ის იგებს, რომ მის ფრონტელ მეგობრებს აწუხებთ ასეთივე ჰალუცინაციები...
ფილმის მთავარი გმირი ფედერალური საგამოძიებო სისტემის აგენტი,ჯოა, რომელიც ცდილობს შეცვალოს მისი ცხოვრება. იგი დაკავებულია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდების გადარჩენით. მას პოლიტიკოსი მიმართავს, რომლის ქალიშვილიც დაიკარგა. ჯო შეთქმულებებისა და კორუფციის ქსელში ეხვევა...
დალასი, ტეხასის შტატი. ტერორისტის ბომბი შენობას ანადგურებს. ფბრ–ს აგენტები, ფოქს მალდერი და დანა სკალი იდუმალ შეთქმულებას წააწყდებიან, რომელიც ბევრად სახიფათოა იმაზე, რაც მათ ადრე გადახდენიათ...
მეუღლის გარდაცვალებიდან შვიდის წლის შემდეგ კომპანიის დამაარსებელი აოიამა იწვევს მოსასინჯად მსახიობებს, რათა იპოვოს სასურველი ქალი და დაიწყოს ახალი ცხოვრება...
მარტოხელა დედა ტელი პარეტი ეძებს თავის 8 წლის ვაჟიშვილს, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიკარგა. სტრესის გადასატანად ის ფსიქოანალიტიკოსს მიმართავს, რომელიც მხარდაჭერის ნაცვლად ცდილობს დააჯეროს, რომ შვილი მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი და ფსიქიკის მოშლილობის ბრალია. ტელი პოულობს ადამიანს ანალოგიური პრობლემებით, რომელმაც ქალიშვილი დაკარგა. ახლა მათ ერთად უნდა დაამტკიცონ, რომ მათი მოგონებები არ არის ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფი...
გაბედული ფიზიკოსი იწყებს მოგზაურობას წარსულში, ცდილობს შეაჩეროს ამოუცნობი ქალი არ მოიპაროს მისი გამოგონება. მაგრამ ის აღმოაჩნეს გასაოცარ სიმართლეს მანქანზე, ქალსა და საკუთარ გაბზარულ რეალობაზე...
კანადელი რეჟისორი ვინჩენცო ნატალის დებიუტი კლაუსტრაფობიის მომგვრელი ფილმით, სადაც შვიდ ერთმენეთისთვის უცნობ ადამიანს მოწყვეტენ ყოველდრიურ ცხოვრებას და მისტიურ სასიკვდილო კუბში მოათავსებენ, მათი საერთო მიზანი კი გადარჩენაა. თრილერის და ფსიქოლოგიური დრამის ჟანრის ნაზავი, დაბალბიუჯეტიან ფილმში რომელმაც საკულტო სტატუსი მოიპოვა...
შიში, ტყუილი და ცინიზმი – სასამართლო დრამის მთავარი თემებია. ჩიკაგოელი არქიეპისკოპოსის მკვლელობაში ბრალს ახალგაზრდა ბიჭს სდებენ, რომელიც მის მიმართ არსებული ყველა მტკიცებულების მიუხედავად, ბრალდებას უარყოფს და ადვოკატს თავის უდანაშაულობაში არწმუნებს. სიტუაცია თანდათან იძაბება. სასამართლო პროცესის დროს საქმეში ყოფილი საყვარლების გვარები ამოტივტივდება. ესენი არიან პროკურორი ჯენეტ ვიეიბლი და ადვოკატი მარტინ ვეილი.
ოჯახში, რომელმაც ომში შვილი და ძმა დაკარგა, უცნობი მიდის. მან თავი გააცნო თითქოს გარდაცვლილთან ერთად მსახურობდა და სთხოვა რამოდენიმე დღით დარჩენა, რათა ახლოს გაეცნო ისინი...
დაჭრილი ლეკვის გადარჩენა ბობ საგინოვსკისთვის კეთილი საქმის ნაცვლად, დიდ პრობლემებში გარევის დასაწყისად იქცა: პატრონისთვის, ბარის გიჟი მეპატრონისთვის, რომელშიც ბობი მუშაობს, უბედური ცხოველის დაბრუნება, ძაღლის უთუო სიკვდილს ნიშნავს. არ დაბრუნება – ნიშნავს გარჩევებს, არა მხოლოდ ბოსთან, არამედ მაფიასთან, რომელიც ბარს თავისი ბინძური მიზნებისთვის იყენებს. გარდა ამისა, აქვეა იდუმალი ნადია, რომელმაც ლეკვის ტანჯვა გულთან ახლოს მიიტანა და რომელიც აშკარად თავისი ბნელი წარსულის დაფარვას ცდილობს...
როზმარის ჩვილი რომან პოლანსკის მიერ გადაღებული კლასიკური ფსიქოლოგიური თრილერია. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის. მალე როზმარი ხვდება, რომ მისი ახალშობილი ბავშვი დაუცველია უცნაური მეზობლების გარემოცვაში...
ახალგაზრდა მეგობართა ჯგუფი ღამეს გაატარებს ტყეში უცნაური სახლის კედლებში. დახურულ კარს მიღმა, რაღაც უცნაური და საშინელი ხდება. ახალგაზრდებს აღარ ჰყოფნით იმის დრო, რომ გაარკვიონ, თუ რა ემუქრება მათ, თუმცა ერთადერთი, რაც მათ იციან ისაა, რომ მათი დრო იწურება...
საპირისპირო წევა – ეს პროფესიონალი მეხანძრეების ტერმინია. ამ წევის შედეგად დაიღუპება ბრაიანის და სტივენის მამა. სტივენისგან განსხვავებით, ბრაიანი უარს იტყვის მეხანძრეს კარიერაზე, მაგრამ ბედისწერა ისე განკარგავს, რომ ძმები ერთ ჯგუფში აღმოჩნდებიან. მათ შორის დაძაბული ურთიერთობებია. მალევე უმცროსი ძმა წავა გუნდიდან, იმისათვის რომ გამომძიებელს მანიაკი დააჭერინოს...
თამაშში ყოველთვის რამდენიმე ფიგურა მონაწილეობს. ერთერთი მათგანი ჯეისონ ბორნია, მეორე–სრულყოფილი აგენტი– კენეტ კიტსონი. მათი შესაძლებლობები უსაზღვროა. მაგრამ იდელაური იარაღიც კი გამოდის ზოგჯერ მწყობრიდან...
მომავალში ადამიანები იზოლაციაში იცხოვრებენ და ერთმანეთთან მხოლოდ სუროგატი რობოტების მეშვეობით დაამყარებენ ურთიერთობას. პოლიციელს (ბრიუს უილისი) მრავალი წლის განმავლობაში პირველად უწევს სახლიდან გასვლა სუროგატის მკვლელობის გამოსაძიებლად.
უფროსკლასელი მეგობრების დაჟინებული თხოვნით დაიწყებს ონლაინ თამაშს სიმართლე ან გაბედვა, სადაც მისი ყველა მოქმედება მანიპულირებული ხდება ანონიმური დაჯგუფების მიერ...
სემინარიის სტუდენტი მაიკლ კოვაკი ვატიკანში ეგზორციზმის რიტუალის შესასწავლად მიემგზავრება. რომში ის შეხვდება მამა ლუკას, რომელიც მას რწმენის ბნელ მხარეს გაუხსნის...
ორი ვეტერანი ნიუ-იურკელი დეტექტივი ფიქრობს, რომ ბოლო დროს მომხდარ და ძველ, წესით გახსნილ მკვლელობას შორის კავშირი არსებობს. შესაძლოა სერიულ მკვლელთან გვაქვს საქმე და გამოდის, რომ უდანაშაულო ადამიანია ციხეში?
ინდიას მამის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მათ ოჯახში, ბიძია ჩარლი ბრუნდება. მამის ძმას ინდია არასოდეს იცნობდა. იდუმალებით მოცული ჩარლი სულ უფრო მეტ ინტერეს უღვიძებს ინდიას.
ოკეანის სიღრმეების დაპყრობა განძით სავსე ჩაძირული გემების ძიებაში, წყალქვეშა თავგადასავლების მოყვარულის და მისი ენამახვილი თანამგზავრის ჩვეული საქმიანობაა, მაგრამ როდესაც ეს ორნი ულამაზეს ექიმ ქალს შეხვდებიან, ისინი ექსტრემალურ თავგადასავალში ამოყოფენ თავს.
16 წლის ბავშვის ჯონ პოლ გეტი III-ის გატაცების ამბავი და სასოწარკვეთილი დედის ცდა, რომ დაარწმუნის მისი მილიარდერი ბაბუა ჟენ პოლ გეტი, რათა გადაიხადოს გამოსასყიდი...
როდესაც ყოფილი მძარცველი - მაკდუგალი უძვირფასესი ნახატის მოპარვაშია ეჭვმიტანილი, სადაზღვევო გამომძიებელი ვირჯინია ბეიკერი მახეს დააგებს, რომ ეჭვმიტანილი გამოიჭიროს. თუმცა ჯინი სულაც არ არის ის, ვინც ერთი შეხედვით სჩანს. მალე ის და მაკი საუკუნის ძარცვას ერთად დაგეგმავენ...
ადვოკატი, რომელმაც პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობის სერიოზული სამხილი იპოვა, ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს კორუმპირებულ თანამშრომელთა მიერ იდევნება...
იაპონიაში მიმავალი რობის გამოსამშვიდობებელ საგამოს საზარელი ამბავი არღვევს - რაღაც გაურკვეველი დაესხა თავს ნიუ-იორკს. არმია უძლურია გიგანტური მონსტრის წინაშე. მანჰეტენი დახურულ ზონადაა გამოცხადებული, მაგრამ ცენტრალური პარკის მახლობლად რობის შეყვარებულია გასაჭირში...
წლების მანძილზე ტარდებოდა "ეგზორციზმის" რიტუალები და მორწმუნენი ამაში ფულს იღებდნენ. მორწმუნე მარკუს კოტონი მრავალი წელია მოგზაურობს და განდევნის ეშმაკს შეპყრობილებისგან. იგი მარტო ლოცვებით კი არ განკურნავს პაციენტებს, არამედ მათზე სხვადასხვა გზით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს. მორიგი ეგზორციზმის ჩატარებვისას მას თან მიჰყავს ტელევიზია, რომ ეს სანახაობა გააშუქონ...
ახალგაზრდა ქალი რეიჩელი ყოველ დილით მატარებლით კოტეჯთან ჩაივლის და ხედავს ერთი შეხედვით იდეალური წყვილის ცხოვრებას. ერთ დღეს იდილია დაირღვევა და რეიჩელი უნებურად ჩაებმება საინტერესო ისტორიაში...
ახალგაზრდა ტელე-რეპორტიორი და მისი ოპერატორი ღამის მორიგეები არიან და სახანძრო სადგურიდან სიუჟეტს აკეთებენ. მოხუცი ქალბატონისგან სატელეფონო ზარია და ამბობს რომ საკუთარ სახლში ჩაიკეტა. ისინი ადგილზე მივლენ, სადაც საზარელი კივილის ხმები ესმით. ეს ყველაფერი საშინელ კოშმარში და დრამატულ რეპორტაჟში გადაიზრდება...
მეცნიერთა ჯგუფი დედამიწაზე კაცობრიობის წარმოშობის საიდუმლოს მიაგნებს. ამისათვის ისინი დედამიწის ყველაზე ბნელ ადგილებში მოგზაურობენ, სადაც სასტიკ ბრძოლაში მონაწილეობა უწევთ, ადამიანთა მოდგმის მომავლის გადასარჩენად...
მოხერხებულ ნიუ-იორკელ პიარ მენეჯერს, რომელიც სატელეფონო ჯიხურში ტელეფონს უპასუხებს ეუბნებიან, რომ თუ ყურმილს დაკიდებს მას მოკლავენ და პატარა წითელი ლაზერული შუქი იმის დასაბუთებაა, რომ სატელეფონო ზარის ავტორი არ ხუმრობს.
მას შემდეგ, რაც ტრიში და მისი ძმა დერი, ძველი მიტოვებული ეკლესიის სარდაფში აღმოჩენას გააკეთებენ, სახლში მიდიან... მაგრამ ჩვეულებრივი სამანქანო მოგზაურობა მათთვის უბედურებად გადაიქცევა... თინეიჯერებზე არაადამიანური ძალა ნადირობს..
სასიკვდილოდ დაჭრილი და ამნეზიით დაავადებული ჯეისონ ბორნი მეთევზემ გადაარჩინა. მას არაფერი გააჩნია გარდა შვეიცარული ბანკის ანგარიშის ნომრისა. იგი ცხოვრების აღდგენას იწყებს, მაგრამ ხვდება, რომ ხალხის უმეტესობას რომლებსაც ის აწყდება მისი სიკვდილი სურთ. ბორნი მალე აღმოაჩენს, რომ მას მსოფლიო დონის ჯაშუშის შესაფერისი ფიზიკური და მენტალური მონაცემები აქვს, მაგრამ გასარკვევი ის არის, თუ ვისზე მუშაობდა იგი აქამდე...
ნიუ-იორკთან ახლოს წარმოიშვება კრატერი, რომელიც დედამიწაზე ზებუნებრივი არსებების შემოსასვლელი გახდება. მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი უცნობია, ხოლო საფრთხე რომელსაც ისინი წარმოადგენენ, კაცობრიობისთვის დიდია. ინგრევა შენობები, ხალხი დაშინებულია, ქალაქი პანიკის ზღვარზეა. ამ რთულ და თითქმის უიმედო სიტუაციაში მთელი იმედი აშშ-ის ეროვნული უშიშროების აგენტებზეა, რომლებიც ბოროტ ძალებს დაუპირისპირდებიან. მებრძოლები, მოქალაქეებს პირდებიან, რომ გაუმკლავდებიან საფრთხეს და არ დაუშვებენ სხვა სამყაროს არსებების მიერ ჩვენი პლანეტის დაპყრობას…
ახალგაზრდა ფსიქიატრი იწყებს მუშაობას ფსიქიატრიულ ინსტიტუტში, მალე ის აღმოაჩენს ცვლილებებს, რომელთა შესახებაც არაფერი ახსოვს. ედგარ ალან პოს მოთხრობის ეკრანიზაცია...
ერთ დღეს, წარმატებული სარეკლამო აგენტი როჯერ ტორნჰილი შეცდომით დაზვერვის აგენტი კეპლანი ეგონებათ, რომელსაც არავინ იცნობს სახეზე და ყველას მისი მოკვლა უნდა. თავზარდაცემული როჯერი გაქცევას ცდილობს...
2035 წელს დამნაშავე ჯეიმს ქოულის მეცნიერები ნებაყოფლობით წარსულში გაამგზავრებენ, რათა გაიგოს საიდან წარმოიშვა სასიკვდილო ვირუსი, რომელმაც წინა ათწლეულში თითქმის მთელი დედამიწის მოსახლეობა იმსხვერპლა, მაგრამ როდესაც ქოული 1996-ის ნაცვლად შემთხვევით 1990-ში მოხვდება, დაიჭერენ და საგიჟეთში დაამწყვდევენ. იგი ფსიქიატრს, ვირუსების ცნობილი ექსპერტის შვილს შეხვდება.
მწერალი შემთხვევით ვიდეოჩანაწერებს იპოვნის თავის ახალ სახლში, სადაც იგი ერთი წელია გადავიდა ოჯახთან ერთად. იგი შემთხვევით ახდის ფარდას საიდუმლო მკვლელობას.
ფსიქოლოგიური თრილერი რვა წლის ბიჭის, კოულ სიარის შესახებ, რომელსაც სჯერა, რომ მკვდრების სამყაროს დანახვა შეუძლია. ბავშვთა ფსიქოლოგი, მალკოლმ ქროუ ცდილობს კოულს პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს და ხვდება, რომ ბავშვი მართლაც ხედავს გარდაცვლილთა სულებს.
პოლიციელი ფსიქოლოგი ალექს კროსი გებულობს რომ მისი ნათესავი გოგონა დაიკარგა. როგორც გაირკვა ის მანიაკის მორიგი მსხვერპლი გახდა. მანიაკი იტაცებს გოგონებს და ამწყვდევს მათ საიდუმლო მიწისქვეშა სარდაფში, სადაც მათ გარკვეული წესების დაცვას აიძულებს. მათ ვინც წესებს დაარღვევს ტყეში შებოჭილს სტოვებს და ისინი ნელი სიკვდილით იხოცებიან. ერთ-ერთი მძევალი მოახერხებს გაქეცევას. კროსი კეიტთან ერთად იწყებენ მანიაკის ძებნას...
დედამიწელი ასტრონომი კოსმოსიდან კოდირებულ სიგნალს ღებულობს. თანამშრომლებთან ერთად იგი ახერხებს გაშიფროს შეტყობინება, რომელიც შეიცავს უცხოპლანეტელებთან საკონტაქტო აპარატის შექმნის ინსტრუქციებს...
სამი სკოლის მეგობარი სუპერ შესაძლებლობებს იღებენ, მას შემდეგ რაც ჩამოვარდნილ მეტეორს ნახავენ. მალე ისინი მოვლენათა ქარბუქში მოექცევიან, რომელშიც მათი უარყოფითი მხარეები გამოჩნდება...
ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა მომავალში არსებული საზოგადოების შესახებ, სადაც ადამიანთა დანიშნულება მათი დნმ-ის მეშვეობით დგინდება. ახალგაზრდა ვინსენტ ფრიმანის ფიზიკური მონაცემები მას კოსმოსში გაფრენაში ხელს უშლის, მიუხედავად ამისა, მან მტკიცედ გადაწყვიტა გათაკას კოსმოსურ პროგრამაში შეაღწიოს...
ცივილიზაციას ეპიდემია იპყრობს, რომელიც ადაიანებს საშინელ მონსტრებად აქცევს. მამა გადარჩენის მიზნით ოჯახს მიტოვებულ სახლში დამალავს ტყეში. ერთხელ ტყესთან უცნობები გამოჩნდებიან, მაგრამ როგორ უნდა გადარჩე თუ ჯოჯოხეთი შენს შიგნითაა?
ჰენრი ჰილი დამწყები განგსტერია, რომელიც ორ მასზე უფრო ამბიციურ განგსტერთან, ჯიმი კონვეისა და ტომი დე ვიტოსთან ერთად ყაჩაღობაში მონაწილეობს. ჰენრის ამ ორმა პარტნიორმა ყველა ამ საქმეში მონაწილე დახოცა და ნელნელა მაფიის იერარქიულ კიბეზე აღმასვლა დაიწყო. გახდება თუ არა ჰენრი მათი დაცემის მიზეზი?
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ყველაზე აღიარებული ფილმი. რეჟისორ სტენლი კუბრიკს გადავყავართ მომავალში, კოსმოსური ხომალდის ბორტზე, რომელსაც კომპიუტერი "ჰალი" მართავს...
ნიკოლას ვონ ორტონი - თავად წარმატების განსახიერებაა. ის გაწონასწორებული ადამიანია და ყოველთვის აკონტროლებს სიტუაციას. დაბადების დღეზე უცნაურ საჩუქარს იღებს - ბილეთს "თამაშში" მონაწილეობისთვის. მას პირდებიან, რომ თამაში მკვეთრ შერგძნებებს დაუბრუნებს, საშუალებას მისცემს შეიგრძნოს სიცოცხლის გემო. თამაშში ჩართული, ნიკოლასი ხვდება, რომ ეს თამაში სასიკვდილოა...
როცა დაუნდობელი სიკვდილი ბილ ფერიშის სულს მოაკითხავს, შესთავაზებს სიცოცხლის რამდენიმე დღის სანაცვლოდ ბილმა მასპინძლობა გაუწიოს. ფერიში თანხმდება, და ჯო ბლექის სახელს ამოფარებული სიკვდილი მონაწილეობას იღებს ბილის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მას ბილის ქალიშვილი შეუყვარდება, თუმცა, ბლექის შვებულება მთავრდება, ისევე როგორც ფერიშის სიცოცხლე...