სოფია, ოლიგარქი არისტიდ ლეონიდისის შვილიშვილი, დაიქირავებს დეტექტივს, რათა ბაბუამისის მკვლელობა გამოიძიოს. სოფია დარწმუნებულია, რომ ბაბუა რომელიღაც ოჯახის წევრმა მოწამლა. გამოძიების დაწყების შემდეგ დეტექტივისათვის ნათელი ხდება, რომ მოტივი ყველას ჰქონდა, თვით სოფიასაც კი...
ფილმში მოვლენები ვითარდება 1880 წელს. ლაიმჰაუზში მკვლელობები ხდება. ყველას ჰგონია რომ მკვლელობების მიზეზი გოლემია, მითოლოგიური არსება, რომელიც მაგიის დახმარებით გაცოცხლდა...
ლოს-ანჯელესში, 50-იანი წლების კორუმპირებულ და სასტიკ პოლიციაში, სამი დეტექტივი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს იმის გასარკვევად, თუ რა იმალება სადღეღამისო სასადილოში ჩადენილი მკვლელობების უკან...
სტიგ ლარსონის ინგლისურად ადაპტირებული შვედური რომანი, მოგვითხრობს დათხოვნილი ჟურნალისტის მაიკლ ბლომკვისტის შესახებ, რომელიც პატრიარქის ძმისწულის გაუჩინარების საქმეს იძიებს. მას პირსინგიანი და სვირინგებიანი პანკი კომპუტერების ჰაკერი - ლიზბეტ სალანდერი ეხმარება. გამოძიების პროცესში ბლომკვისტი და სალანდერი წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციას ახდიან ფარდას...
ვირჯილ ოლდმენი, მსოფლიოში ცნობილი ანტიკვარიატის ექსპერტი და აუქციონების წამყვანია. მას არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა, ცდილობს დისტანცია დაიცვას და განმარტოებით ცხოვრობს. ერთხელაც მას მდიდრული ვილის მფლობელი, უცანური დაავადებით შეპყრობილი გოგონა დაიქირავებს ქონების შესაფასებლად...
ბავშვობაში ნატანი სიკვდილს გადაურჩა, როდესაც გოგონა გადაარჩინა. ის ძლივს გამოვიდა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობიდან. დროთა განმავლობაში მან დაივიწყა ეს საშინელი შემთხვევა. ნატანმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა კარიერას და ნიუ-იორკის წარმატებული იურისტი გახდა. ერთ დღეს ნატანი უცნაურ მამაკაცს ხვდება, რომელმაც ნებისმიერი ადამიანის სიკვდილის დღე იცის.
ორი ახალგაზრდა ბიჭი მოკლავს თავის კლასელს, მის გვამს კი საკუთარ ბინაში დამალავენ. ამ ყველაფრის შემდეგ გადაწყვეტენ ოჯახის წევრები და მეგობრები წვეულებაზე დაპატიჟონ, რათა გამოსცადონ თავიანთი იდეალურად შესრულებული კრიმინალური დანაშაულის ფარულობა...
ასტრონავტი ბენტი რომლის ხომალდი დაჯდომისას დაზიანდა, იძულებულია დასახმარებლად მაიმუნებს მიმართოს, რომელთა ერთი ნაწილი წინააღმდეგია ადამიანების განადგურების და ისინი და ამ საბაბით ასტრონავტს დახმარებას გაუწევენ თავისი კოლეგების ძებნაში, ამ დროს ბენტი აკრძალულ ზონაში ხვდება, სადაც მიწის ქვეშ ადამიანები კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას ქალაქების ნანგრევებში...
მკვლელობა ყოველთვის საშინელებაა. განსაკუთრებით თუ მოკლულია ახალგაზრდა და ლამაზი ქალია. თან თუ ეს ქალი – აშშ–ს შეიარაღებული ძალების ოფიცერია და ცნობილი სახელგანთქმული გენერლის ქალიშვილი. ამერიკულ ჯარში ყველა შინაგანი პრობლემა დახურული კარების მიღმა იჭრება. ამიტომაც ამ საიდუმლო მკვლელობის გამოძიება დაავალეს სამხედრო გამომძიებელს პოლ ბრენერს – გამოცდილ პროფესიონალს...
მაიკალ არმსსტრონგი, ცნობილი ფიზიკიკოსი და , თავის საცოლესთან სარასთამ ერთად მიემგზავრება აღმოსავლეთ გერმანიაში. ცივი ომის როს ასეთი პროფესიის ადამიანის მოგზაურობა გარშემომყოფების ყურადღებას ამახვილებს, და სარა მიხვდება, რომ მისმა მომავალმ მეუღლემ მტრის მხარეს გადასვლა გადაწყვიტა. მაგრამ რატომ ნიჭიერი და სამშობლოში აღიარებული მეცნიერი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თავისი ქვეყნისთვის ადამიანი ასეთ საშინელ გადაწყვეტილებას მიიღებს? და როგორ უნდა დაუმტკიცო საბჭოთა კავშირის და გერმანელების კონტრდაზვერვას, და ასევე საკუთარ საცოლეს, რომ შენ გადაწყვიტე მტრებში "შენიანი გახდე "? და რისი გულისთვის?...
შარლი კილერი, წარსულში ცნობილი პიანისტი, მუშაობს აკომპანიატორად პატარა კაფეში. ის თავისი ძმის გამო კრიმინალურ სამყაროში მოხვდება. იგი მალე შეეჩვია, რომ ის და მისი ძმა მუდამ ვიღაცის სამიზნეა, მაგრამ ვერასდროს იფიქრებდა, რომ გასროლილი ტყვია მის შეყვარებულს მოხვდებოდა...
მილანის ერთ-ერთ მდიდარ ოჯახში სტუმარი მოდის. ის ოჯახის ყველა წევრთან აბამს სასიყვარულო ურთიერთობას და მიდის. ბურჟუაზიული ოჯახის დალაგებული ცხოვრება კი, ძირფესვიანად ინგრევა...
ჯარის ლეიტენანტი ფრედერიკ მანაიონი დააპატიმრეს ბარის მფლობელის ბარნი ქუილის მკვლელობისთვის. ის ამტკიცებს, რომ ბარმენმა ცემა და გააუპატიურა მისი ცოლი ლაურა. და, იმის მიუხედავად, რომ ლაურა თავისი ქმრის ვერსიას ადასტურებს, სასამართლოექსპერტი ვერ აღმოაჩენს მისი გაუპატიურების დამამტკიცებელ სამხილებს...
ოფიცრების ეკიპაჟი თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, როდესაც იწყებენ, მათი კომპანიის გაძარცვას, როგორც ჩანს გეგმა არც ისე რთული აღმოჩნდება, ისინი შეასრულებენ ყველაფერს ისე, რომ ზიანს არავის მიაყენებენ, მაგრამ როცა მოულოდნელი მოწმე ერევა საქმეში, მაშინ საქმე სწრაფად იხსნება...
პედრო ალმადოვარის ეს ფილმი არის სექსუალურ გადაცდომაზე 1960-იანი წლების კათოლიკურ ეკლესიაში, ესპანეთში. ფილმი ორი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც საშინლად ექცევიან კათოლიკურ სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაშიც ისინი ბევრ წინააღმდეგობას ხვდებიან თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო...
ჯონ კლუტის მეგობარი გაუჩინარდა. ჯონი გადაწყვეტს დაუკავშირდეს მისი მეგობრის შეყვარებულს, ბრიი დანიელს და სთხოვოს მას დაეხმაროს მეგობრის მოძებნაში. სანამ კლუტი მეგობრის ძებნითაა დაკავებული, ბრიის ვიღაცა უთვალთვალებს...
კორეელი რეჟისორის კიმ კი-დუკის ფილმი ვენეციის კინოფესტივალის 4 პრიზის მფლობელია. ტაე-სუკი ქალაქში დასეირნობს მოტოციკლით, იპარება მდიდრულ სახლებში და ცხოვრობს იქ პატრონების დაბრუნებამდე. სძინავს მათ ლოგინებში, ჭამს საჭმელს მათი მაცივრიდან და ბინის ქირის მაგივრად, რეცხავს სარეცხს ან აკეთებს მცირე რემონტს. ერთ-ერთ მორიგ სახლში ის აღმოაჩენს სასტიკად ნაცემ გოგოს, რომელიც არაფერზე არ რეაგირებს...
11 წლის ვიკტორი ოჯახთან ერთად გადადის ბიძის ბნელ სახლში. თავიდან ერთ-ერთ ოთახში სარკის უკან ის ამჩნევს საიდუმლო ფიგურებს, ხოლო შემდეგ ძველი ნივთების ქვეშ პოულობს მრავალი წლის წინ საიდუმლო ვითარებაში დაღუპული ბიძაშვილის სესილის დღიურს.
ჯონი უორიკერი დიდი ხანია რაც სადაზვერვო სამმართველო მი-5-ის ოფიცერია. თავისი საუკეთესო მეგობრის უეცარი გარდაცვალების შემდეგ ჯონი მასთან პოულობს უცნაურ დოკუმენტს, რომლის შინაარსი მთელი ორგანიზაციის სტაბილურობას ემუქრება. უორიკერი იძულებულია სამსახურიდან წავიდას, მოგვიანებით კი შეიცვალოს იერი, რათა ჭეშმარიტებას მიაკვლიოს...
ჩარლი ქალის ნდობაში შევა, მერე კი კლავს და ძარცვავს მას. ის ბეწვზე გადაურჩება პოლიციას და თავის ნათესავებთან მიდის სოფელში. განსაკუთრებით თბილად მას ძმისშვილი შეხვდება, რომელსაც სახელი ბიძია ჩარლის საპატივცემულოდ დაარქვეს...
ტონი ვენდისი, ყოფილი პლეიბოი და ჩოგბურთის ვარსკვლავი, რომელიც თავისი ლამაზმანი ცოლის, მარგოს ფულის ფლანგვითაა დაკავებული, დანაშაულის ჩადენას გადაწყვეტს, როდესაც გაიგებს, რომ მილიონების დაკარგვა ემუქრება, რადგან მარგომ ამერიკელ დეტექტივების მწერალთან მარკ ხოლიდეითან გააბა რომანი. ტონი იდეალური მკვლელობის გეგმას შეადგენს, იპოვის საიმედო შემსრულებელს და უმწიკვლო ალიბს შეიქმნის. ის ყველაფერს გაითალისწინებს, მარგოს უჩვეულო მოქცევის და მარკის ანალიტიკური ნიჭის გარდა...
ლეგენდებში არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც სხვადასხვა სურვილებს ასრულებენ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი. ამერიკაში არის ძალიან უცნაური ო.ჟ. გრანტი. ერთხელ მას შეხვდება ნეილ ოლივერი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც პასუხები სჭირდება... ერთხელ ოლივერს დაესიზმრება უცნობი გოგონა, როდესაც უცნაური გრანტი სამოგზაუროდ წასვლას შესთავაზებს. მამაკაცი ყველაფერს მიატოვებს და წავა, რადგან ძალიან უნდა სიზმარში ნანახი გოგონას პოვნა...
კშიშტოფ კისლოვსკის ტრილოგიის პირველი ფილმი - ლურჯი. ახალგაზრდა ქალის ამბავი, რომელიც სასწაულით გადარჩა კატასტროფაში, რომელშიც ქმარი და ხუთი წლის შვილი დაკარგა...
ბალტიმორის გარეუბანშ ერთ მზიან დღეს დაიკარგა ბავშვი. ორი ახალგაზრდა გოგონა ეჭვმიტანილი იყო, მიუხედავად იმისა რომ ბრალი არ დაუმტკიცდათ ქალაქმა მაინც ვერ აპატია მათ. მალე კიდევ ერთი ბავშვი უჩინარდება და ორი დეტექტივი ჩამოდის საიდუმლო საქმის გასახსნელად...
ლარსონის ორი უკანასკნელი რომანის გმირი – ელისაბეტ სალანდრი, შვედეთის ერთ–ერთ ქალაქის საავადმყოფოში ინტენსიური დაკვირვების თერაპიას გადის. ის იბრძვის სიცოცხლისთვის არამარტო ფიზიკური გაგებით: როდესაც იგი თავს საკმაოდ კარგად იგრძნობს, მას სამი მკვლელობისთვის და ერთი მკვლელობის მცდელობისთვის სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. თავისი მეგობრის დახმარებით, ჟურნალისტის მიკაელ ბლომკვისტის მას მოუწევს თავისი უდანაშაულობის დამტკიცება.
ფერმერის ქალიშვილს ადანაშაულებენ იშვიათი ჯიშის არწივზე ნადირობაში. მალე ირკვევა, რომ ბანალური კანონდარღვევის უკან ბევრად სერიოზული დანაშაული იმალება...
ამ პლანეტის საიდუმლოება აღელვებს ხალხს უკვე მრავალი ათწლეულია... სოლარისის ოკეანე წარმოადგენს გიგანტურ ტვინს, მაგრამ ყველა ცდა უცნობ ცივილიზაციასთან დაკავშირებისა კრახით მთავრდება. კოსმოსურ სადგურზე უჩვეულო მოვლენები ხდება. ხალხი აღმოაჩენს რომ მათმა ფიქრებმა, მოგონებებმა შეიძინეს მატერიალიზირების უნარი...
ყოფილი საზღვაო ქვეითი ბობ ლი სვაგერი, პროფესიონალი სნაიპერია, რომელიც უკვე სამი წელია რაც გადამდგარია. თავისი ნების წინააღმდეგ ის ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობის ორგანიზებაში აღმოჩნდა ჩათრეული. ახლა ის უნდა გაიქცეს, რათა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ნამდვილი მკვლელი იპოვოს და გაარკვიოს ვინ დგას ამ საქმის უკან.
ჟურნალისტი დევიდ ლოკი ჩადის ჩრდილოეთ საჰარაში მასალების შესაგროვებლად, მაგრამ სამუშაო არ მისდის. მომდევნო რთული–ცხელი დღე უსიამოვნო სიურპრიზს მოუტანს: კვდება მამაკაცი, რომელიც ცხოვრობს მეზობელ ნომერში. ლოკი მოულოდნელ გადაწყვეტილებას მიიღებს: ის წაიღებს გარდაცვლილის ტანსაცმელს, პასპორტში სურათებს ადგილებით შეცვლის და მიემგზავრება...
4 ასტრონავტობის მსურველს, 400 დღით სიმულაციურ კოსმოსში ჩაკეტავენ რომ ისინი კოსმოსში მოგზაურობის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში გამოსცადონ. როცა ყველაფერი აირევა, ისინი იძულებული გახდებიან გარეთ გამოვინენ. სწორედ ამ დროს მიხვდებიან რომ დედამიწაზე ყველაფერი შეიცვალა. ნამდვილია ეს თუ ისევ სიმულაცია? თუ კიდევ უფრო სხვა საფეხურზე არიან, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდნენ?
21 წლის ჯინ-სეოკი ახალ სახლში გადადის ოჯახთან ერთად. იგი შიზოფრენიით იტანჯება, მაგრამ ოჯახის მზრუნველობა უმსუბუქებს ამ მდგომარეობას. მისი უფროსი ძმა ჯინ-სეოკისათვის მისაბაძი მაგალითია. ერთ ღამეს ჯინ-სეოკის თვალწის მის ძმას იტაცებენ. 19 დღის შემდეგ იგი უკან ბრუნდება, მაგრამ არაფერი ახსოვს. ჯინ-სეოკს ჰგონია, რომ დაბრუნებული ადამიანი მისი ძმა არაა.
ფილმში მრბოლელი მოჩვენება: შურისძიების სული - ნიკოლას ქეიჯი კვლავ ჯონი ბლეიზის როლს ასრულებს. ამ გმირის მამაცი ხასიათის ახალებური წარმოჩენით, ჯონი კვლავ ეშმაკის წყევლას ებრძვის, რამაც იგი დაქირავებულ მკვლელად აქცია. იგი ყველაფერს რისკავს, როდესაც მეამბოხე ბერთა ჯგუფის ლიდერს შეეკვრება, რათა პატარა ბიჭი ეშმაკისგან დაიფაროს და თან შესაძლოა თვითონაც სამუდამოდ გათავისუფლდეს ეშმაკის წყევლისგან...
ფილმში ნაჩვენებია პირველი 40 დღე, ქრისტეს აღდგომის შემდეგ. მთავარი პერსონაჟია ათეისტურად განწყობილი რომაელი ცენტურიონი, რომელსაც პონტი პილატე გააგზავნის გაიგოს რასთანაა დაკავშირებული ჭორები ქრისტეს აღდგომის შესახებ და ასევე ეცადოს იპოვნოს მესიის სხეული...
ეილული ლამაზი,მხიარული და საინტერესო გოგოა.იგი ცხოვრებისაგან იმას იღებს, რასაც მოისურვებს.ერთხელ მას რაღაც დაემართება. იგი ვერ იხსენებს ბოლო თვეს.მეგობრები აწყნარებენ, რომ ყველაფერი კარგადაა და პრობლემა არაა.თუმცა ეილულს ესმის რომ რაღაც ისე ვერ წავიდა.მეხსიერების დასაბრუნებლად იგი კუნძულზე მიდის, იქ კი უცნაურ ადამიანს ხვდება...
პარიზი, 1930. ცნობილი დეტექტივი ვიდოქი ალქიმიკოსი მკვლელის მსხვერპლი გახდა. მისი ახალგაზრდა მეგობარი შურისძიების მიზნით გამოძიებას საკუთარ თავზე იღებს.
ისტორია ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტოგრაფის, რომელიც ქალაქის პარკში მუშაობს და იღებს ადამიანებს, რომლებიც მოსწონს. ლონდონი თავისი ფეშენებელური ცხოვრებით, პოპ მუსიკა, მარიხუანა და მარტივი სექსი არის მისი ცხოვრება. ერთხელ მას ახალგაზრდა წყვილი დააინტერესებს. თავიდან შეყვარებული წყვილი ჰგონია, მაგრამ მალე ირკვევა კრიმინალური დეტალები...
ფილმი მოგვითხრობს საიდუმლო დამნაშავეზე, რომელის ერთადერთი მიზანია დაწყებული საქმის დასრულება. ამ საქმის მიზანი ბუნდოვანია, იგი არავის ენდობა. მისი მოგზაურობა ესპანეთში სიზმარს ემსგავსება, თუმცა ექვემდებარება კონკრეტულ მარშრუტს. მოგზაურობისას მას უხდება გადალახოს უცნობი ქვეყანა და ჩაეშვას საკუთარი ცნობიერების სიღრმეებში.
ХIV საუკუნე, ინგლისი. მღვდელი ნიკოლასი იძულებულია შეუერთდეს მოხეტიალე არტისტების ჯგუფს იმისათვის, რომ დადევნებისგან დაიმალოს. სოფელში ჩამოსვლისას, სადაც ცოტახნის წინ ბიჭის მკვლელობა მოხდა, მსახიობებს ახალგაზრდა ყრუმუნჯი ქალი შეხვდებათ, რომელსაც ჯადოქრობას აბრალებენ და სიკვდილი მიუსაჯეს მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მსახიობთა ჯგუფის ლიდერი მოიხიბლება ამ ქალის სილამაზით და მის დახმარებას გადაწყვეტს. და იმის მაგივრად, რომ სპექტაკლი ბიბლიურ თემაზე დადგან, მსახიობები მომხდარი დანაშაულის ნამდვილი ფაქტების აღდგენას და ნამდვილი მკვლელის გამოაშკარავებას ეცდებიან...
სიგარეტის სუნით გაჟღენთლ ოფისში დღე და ღამე მიმდინარეობს ბრძოლა ძვირფასი კლიენტებისთვის, რომლებსაც სურთ მიწის შეძენა. ფირმაში შემოდიან ახალი და ახალი წინადადებები, მაგრამ პრიზი შეხვდება მხოლოდ საუკეთესოებს. კონკურენცია იზრდება, მაგრამ როდესაც უცნობი დამნაშავეები ოფისში შედიან და საჭირო დოკუმენტებს იტაცებენ, სიტუაცია გაურკვეველ სახეს ღებულობს. ახლა ხომ ყველა ეჭვის ქვეშაა.
ვიდია ლონდონიდან კალკუტაში ჩადის დაკარგული მეუღლის მოსაძებნად. შვიდი თვის ფეხმძიმე ქალი მარტოა და რეალურად არავისგან ელის დახმარებას. გარშემომყოფნი ცდილობენ მის დარწმუნებას, რომ მისი ქმარი საერთოდ არ არსებობს...
ფილმის მთავარი გმირი პოლი ავღანეთში იბრძვის. ბრძოლაში ერთ-ერთი შეჯახებისას იგი გონს კარგავს და გმირს ვიწრო და ბნელ ადგილას ეღვიძება. იგი ანთებს სანთებელას და აღმოაჩენს, რომ კუბოში წევს. მას ბევრი ტანჯვის გადატანა მოუწევს თავისუფლების მოსაპოვებლად და გადასარჩენად.
ყოფილ პოლიციელს სთხოვენ, მისი ძველი მეგობრის ცოლით დაინტერესდეს, რომელსაც მოჩვენებები აწუხებს. ჰიჩკოკის კლასიკა, სიმაღლის შიშით შეპყრობილი მამაკაცისა და იმ ქალის შესახებ, რომელსაც მამაკაცი საუბედუროდ სიმაღლისკენ უნდა გაჰყვეს...
ჯეფერისს ფეხი თაბაშირში აქვს, კვირების განმავლობაში უსაქმოდაა და თავს ფანჯრიდან მეზობლების ცქერით იქცევს. ამ თვალთვალისას მას ეჩვენება, რომ მკვლელობის მოწმე გახდა. თავის მეგობარ გოგონა ლიზასთან და მომვლელთან ერთად ისინი ცდილობენ საიდუმლოს და შესაძლო მკვლელობის გახსნას.
ვერმონტის შტატის პოლიციელები - ტონი, მაკი, რებოტი, ფოსტერი და ფავა უდარდელად ცხოვრობენ, მაგრამ ბიუჯეტს ამცირებენ, რაც მათ ჯიბეს საკმაოდ დაეტყობა და მეგობრები ერთიანდებიან გადარჩენისათვის ბრძოლაში. ყველაფრის კალაპოტში დასაბრუნებლად მათ მკვლელობის საქმე უნდა გახსნან და ყველა შესაძლო ნარკოტიკი მოძებნონ...
ქმარი ორ ადამიანს ქირაობს, რომლებმაც მისი ცოლი უნდა გაიტაცონ და შემდეგ მამამისს გამოსასყიდი მოსთხოვონ. ეს ფაქტი სისხლიანი მოვლენების მთელ ჯაჭვს იწვევს, დამკვეთის, შემსრულებლის და გატაცებულის მამის სულელობის, სიხარბის და უიღბლობის გამო.