ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით, რთულ ურთიერთობებზე, რომლებიც პოეტ დილან ტომასს, მის ცოლ - კეიტლინს, მის ბავშვობის მეგობარ - ვერა ფილიპსს და მის ქმარს - ვილიამ კილიკს შორის იყო...
მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელებმა ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ფრთის მეთაური ჯეიმს რაიტი ტყვედ აიყვანეს. დამტყვევებლების გასართობად, პატიმრები იძულებულნი არიან, სასტიკ, სასიკვდილო ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა...
ბალიანი გადაწყვეტს შეუერთდეს მამის ჯვაროსნების რაზმს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მამამისი სასიკვდილო ჭრილობას მიიღებს. სიკვდილის წინ მამა მის შვილს რაინდად აკურთხებს. ამის შემდეგ ბიჭი ფიცს დადებს, რომ მთელი ცხოვრება იერუსალიმის მეფის ერთგული იქნება. მის წინააღმდეგ რამოდენიმე ადამიანი გაერთიანდება, როდესაც გაიგებენ, რომ მას მეფის და შეუყვარდა...
როდესაც ამერიკის ჯარები შეუტევენ ნორმანდიის სანაპიროებს, სამი ძმა ბრძოლის ველზე იღუპება, მეოთხე კი მტრის ზურგში არის მოქცეული. კაპიტან ჯონ მილერს შვიდ კაცთან ერთად ევალება, რომ შეაღწიოს გერმანელების კონტროლირებად ტერიტორიაზე ბიჭის დასახსნელად...
ფილმი მიუნხენელი ანტიფაშისტი სტუდენტის ბედზე გვიყვება, რომელიც ნაცისტურმა სასამართლომ სიკვდილით დასაჯა. ფილმში მოქმედებაა 1943 წლის თებერვალში ვითარდება. სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები „ „თეთრი ვარდი“ მიუნხენის უნივერსიტეტში სააგიტაციო ფურცლებს არიგებენ. და-ძმა სოფის და ჰანს შოლს აპატიმრებენ. მათ ხუთი დღის სიცოცხლე რჩებათ. სურათს საფუძვლად დაკითხვის პროტოკოლები უდევს, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი...
ფილმი ამერიკის პირველ პოლიტიკოსზე - hარვი მილკზე მოგვითხრობს, რომელმაც საკუთარი ჰომოსექსუალური ორიენტაცია საქვეყნოდ აღიარა. იგი არჩეული იქნა ქალაქის მართველობაში და ჰომოსექსუალებისა - ლესბოსელების უფლებების კანონპროექტის მიღებას ითხოვდა...
1970-80-იანი წლები, ირანის უახლესი ისტორია, რომელიც თავისუფლების მოყვარული ქალის ბედისწერას უკავშირდება, რომელიც დასავლური როკ–მუსიკითაა გატაცებული და იძლებულია ქვეყანა დატოვოს...
ფილიპინები. 1945 წელი. მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება. რეინჯერების მეექვსე ბატალიონმა, რომელსაც პოლკოვნიკი ჰენრი მუჩი ხელმძღვანელობს, მიიღო ბრძანება. მათ უნდა შეაღწიონ მტრის ზურგში და იქედან ამერიკელი სამხედრო ტყვეები გამოიყვანონ. მისია პრაქტიკულად შეუსრულებელია...
90 წუთის განმავლობაში სამ ისტორიას ერთდროულად ვისმენთ: რესპუბლიკელი სენატორი სკეპტიკურად განწყობილ ტელე-რეპორტიორს ერთსაათიან ინტერვიუს აძლევს ავღანეთში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო სტრატეგიის შესახებ; ამავე დროს, ავღანეთის მთებს შეფარებული ორი სპეციალური რაზმი ხსნას ელოდება, რადგან მათ თალიბები უახლოვდებიან; კალიფორნიის კოლეჯში კი პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი არწმუნებს სტუდენტს, არ მიატოვოს სწავლა...
1972 წლის არჩევნების დროს "ვაშინგტონ პოსტის" რეპორტიორი ბობ ვუდვარდი დემოკრატების პარტიის შტაბ-ბინის გატეხვასთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებს. რესპუბლიკელთა პარტიის დამფინანსებელთა სახელები და გვარები ნელნელა სააშკარაოზე გამოდის, ისინი ეჭვმიტანილები ხდებიან. ვუდვარდი ჟურნალისტურ გამოძიებაში კარლ ბერნსტაინს რთავს და თანდათან კვალი მათ თეთრ სახლამდე მიიყვანთ...
რეალური ისტორია, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1970-იან წლებში და მოგვითხრობს ფანტასტიკური ულვაშების მქონე გაუწონასწორებელი მწერლის, როჯერ შარპის შესახებ, რომელიც კომფორტსა და თავდაჯერებულობას პოულობს ერთ რამეში, რაც მან აითვისა: პინბოლი. როდესაც პოლიციის რეიდი ანადგურებს ერთადერთ სათამაშო აპარატს, რომელიც მან იპოვა ნიუ-იორკში, ის იგებს, რომ ახლა თამაში უკანონოა. შედეგად, როჯერი უხალისოდ აერთიანებს თავის ძალებს მუსიკისა და გართობის ასოციაციასთან, რათა გააუქმოს აკრძალვა, რა დროსაც შეუყვარდება მარტოხელა დედა ელენი. როჯერის გზა პინბოლის გადასარჩენად მთავრდება მისი გადარჩენით, რადგან ის და ელენი თავიანთი წარსულის გადალახვას და სიყვარულს სწავლას ცდილობენ. საბოლოოდ, როჯერი შეიგრძნობს რას ნიშნავს გარისკვა, და ვალდებულება.