ევან ბაქსტერი, რომელსაც ყოველშემძლე ბრიუსმა ყველანაირი სისულელეების ლაპარაკი აიძულა ახალი ამბების პირდაპირ ეთერში, მიდის ტელევიზიიდან. თუმცა მისი ცხოვრება მხოლოდ წინ წავიდა: ის კონგრესმენი გახდა და აქ კვლავ გაჩნდა უფალი, რომელმაც ევანის წინ მომავლის საშინელებები გაამხილა და თხოვა სასწრაფოთ შემდგარიყო კიდობანის აშენებისთვის, ნოეს მაგალითზე.
სკოლაში ცუდად სწავლის გამო, მშობლები აგზავნიან14 წლის გოგონას მთელი ზაფხულით სოფელში მკაცრ ბებიასთან. თუმცა წიგნებთან ჯდომის მაგივრად მან სხვა გასართობი გამონახა. მოშორებულ ბეღელში ის აღმოაჩენს ველურ ულაყს, სახელად -"აღმოსავლეთის ქარი"…
ახირებული მოხუცი გერი თამაშობს ჭადრაკს პარკში. იგი აგებს მოწინააღმდეგესთან, მაგრამ როდესაც თამაში დასასრულს უახლოვდება გერი შედეგების შეცვლას ახერხებს...
ფილმის მთავარი გმირი მოუხერხებელი უცხოპლანეტელია შორეული სამყაროდან, რომელიც მასწავლებელის ნერვებს გამოცდას უწყობს. იგი ცდილობს პირველად მოიტაცოს მძინარე ფერმერი...
საშინელი ამბები დაატყდა ადამსების ოჯახს თავს: ყველაზე ასაკოვანებმა ბაბუამ და ბებიამ გაუგებარი გზით მონსტრების გარეგნობის დაკარგვა დაიწყეს... უბედურების თავიდან ასაცილებლად, ადამსები გროვდებიან საოჯახო თათბირზე, სადაც ადამსების ოჯახი კვლავ ერთადაა!
ორი სრულიად განსხვავებული ქმნილება, რომლებსაც საუცხოო კავშირი აერთიანებთ... დამოუკიდებელი ქუჩის კატა და პიდბული ერთად გამოცდიან მეგობრობას ცხოვრებაში პირველად...
ოსკარის მფლობელი იაპონური ანიმაცია 10 წლის გოგონას ამბავს მოგვითხრობს. ჩიჰირო ცდილობს დაეხმაროს მშობლებს, რომლებიც ბოროტმა ჯადოქარმა ღორებად გადააქცია...
კიბოში, ყველა მოჩვენების მმართველი, გადაწყვეტს, რომ კასპერმა შობამდე მინიმუმ ერთი ადამიანი უნდა შეაშინოს.კასპერი ესტუმრება კრისს, მასაჩუსეტსში, სადაც შეხვდება ჯოლიმორის ოჯახს და შეუდგება დავალების შესრულებას. ჩვეულებრივ გულკეთილ კასპერს ძნელად შეუძლია ვინმეს შეშინება, ამიტომ მალულად დაიქირავებენ მის მსგავს ბიძაშვილს სპუკის, რათა მან წარმატებით შეასრულოს მისია...
2058 წელს დედამიწაზე სიცოცხლის გაგრძელების პერსპექტივა არცთუისე სახარბიელო სჩანს. რობინსონებს კოსმოსში აგზავნიან, რათა მათ მოახდინონ გალაქტიკაში იმ ერთადერთი პლანეტის - ალფა პრიმას კოლონიზაცია, რომელზედაც გარდა დედამიწისა, დასახლება შეიძლება. ხომალდზე შემთხვევით ამოპარული "უბილეთო მგზავრი" მის განადგურებას ეცდება, რობინსონები გრუხუნით მიფრინავენ უკიდეგანო, უცნობ სივრცეში...
ცნობილი ილუზიონისტი პრესტო ემზადება პოპულარული ფოკუსის შესრულებას კურდღელითა და ქუდით. კურდღელი კი ამ დროს გალიაში ზის მშიერი და მოწყენილი, საოცნებო სტაფილო კი ისე ახლოსაა...
ფილმში აღწერილია ახალგაზრდა თერძის ისტორია,რომელმაც სახელი გაითქვა ერთდროულად შვიდი ბუზის დახოცვის გამო.მან დაიწყო სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა .მის ქამარზე ახალი წარწერა გამოჩნდა (ერთი დარტყმით შვიდი კვლელობა)...
ცხოვრობდა ერთი მეფე ,მას ყავდა შვიდი ქალიშვილი.ძილის წიმ მეფე კეტავდა კარებს,დილით გაკვირვებული ხედავდა გაცვეთილ საცეკვაო ფეხსაცმელებს.ის ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს ამბავი...
დიდი გადასახადების გამო ,მეფემ ყველა უფროსი წაიყვანა სასახლეში.მათ ვალის დასაბრუნებლად ბევრი მუშაობა მოუწევთ.ამ დროს პატარები სიღატაკეში ცხოვრობენ და ელოდებიან მშობლების დაბრუნებას სახლში...
ათი წლის ლიუისი მშობლების გარეშე იზრდება და ოცნებობს თავისი ოჯახის პოვნას. საბედნიეროდ, ლიუის დიდი წარმოსახვის უნარი აქვს და ფანტასტიური გამოგონების საოცარი ნიჭი. სხვადასხვა ხელში მოხვედრილ ნაწილებისგან ის ქმნის მოგონებების აღსადგენ მოწყობილობას, იმისათვის რომ დედის სახე მაინც ნახოს, რომელმაც ის ჯერ კიდევ თოთო ბავშვად თავშესაფარში დატოვა.მაგრამ სკოლის გამოფენაზე, სადაც ლიუისმა უნდა წარმოადგინოს მოქმედებაში თავისი მახსოვრობის სკანერი, დაუჯერებელი რამ ხდება. თავიდან ლიუისი ეცნობა თავის თანატოლს უილბერს, რომელიც წარმოედგინება, როგორც მომავლიდან ჩამოფრენილი "დროის კონტროლის სამსახურის" თანამშრომელი. შემდეგ კი კიდევ ერთი უცნაური ვინმე, ბოროტი ტიპი, გაიტაცებს ლიუისის გამოგონებას და გამოფენაზე სრულ ქაოსს მოაწყობს. იმისათვის რომ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდეს, ბიჭები მომავალში მიემართებიან, სადაც ლიუისს უამრავი წარმტაცი თავგადასავლები ელის. მან იმგზავრა დროის მანქანით, დაუმეგობრდა რობოტ კარლს, მონაწილეობა მიიღო დინოზავრთან ბრძოლაში, გადაარჩენს მთელ სამყაროს ბოროტმოქმედისგან, ყველაზე მთავარი კი – გაიცნობს დიდ, მეგობრულ და მხიარულ რობინსონების ოჯახს, და მათი სახით ნანატრ ნათესავებს შეიძენს...
დედამისის გარდაცვალების შემდეგ, ზუჩინის კეთილი პოლიციის ოფიცერი დაუმეგობრდება. იგი მას ახალ სახლამდე მიაცილებს, სადაც მასთან ერთად სხვა ობლებიც ცხოვრობენ. აქ იგი მის ახალ მეგობრებთან ერთად ისწავლის როგორ ენდოს და უყვარდეს...
უპოვარ და დაუნდობელ ჰოკეისტ დერეკ ტომასს კბილის ფერიას ეძახია, მოწინააღმდეგებისათვის ჩამტვრეული კბილების გამო. სულ მალე კი მას ნამდვილ კბილის ფერიად მოუწევს მუშაობა...
სამეფოს კატასტროფა ემუქრება. მეფის არასამართლიან დას ტახტის ხელში ჩაგდება სურს. შეთანხმების თანახმად, მეფემ ტახტი სამოცდამეათე დაბადების დღეზე უნდა დატოვოს. მისი ვაჟიშვილი ტახტზე ვერ ავა თუ ცოლს არ მოიყვანს. უფლისწულს კი მხოლოდ სიყვარულით სურს ცოლის მოყვანა და არჩევანის გაკეთება უჭირს...
როდესაც ბოროტი დედინაცვალი გაიგებს , რომ ფიფქია მასზე ლამაზია, მსახურს მის ტყეში წაყვანას და მოკვლას დაავალებს. მსახურს ფიფქია შეეცოდება და არ მოკლავს. ფიფქია ერთ სახლს შეაფარებს თავს, სადაც 7 ჯუჯა ცხოვრობს. როდესაც დედინაცვალი სარკეში ჩაიხედავს და სარკე კვლავ ეუბნება, რომ ფიფქია მასზე ლამაზია, იგი ძლიერ განრისხდება...
ფილმში აღწერილია წყვილის ისტორია.მათ არ ყავდათ შვილი.მეუღლემ სთხოვა ქმარს მეზობლის ბაღიდან რაპუნცელის მოტანა .რასპუნცელი კი ბოროტი ჯადოქრის ბაღში იზრდება...
პიტერი ობოლი ბიჭია, რომელიც მეგობრებთან ერთად ფულს წვრილ-წვრილი ქურდობით შოულობს. ჯიმი ჰუკი ასეთ ბავშვებს აგროვებს და დავალებას აძლევს: მოიპარონ ჯადოსნური განძი, რომლის მეშვეობითაც სხვა სამყაროში, ნევერლენდში მოხვედრაა შესაძლებელი. ამ სამეფოში სხვადასხვა დროის ხალხი ხვდება. იქ XVIII საუკუნის მეკობრეები და ინდიელები ცხოვრობენ. მეკობრეების მეთაური ელიზაბეტ ბონნია, ხოლო ინდიელები მისგან სულების ხის დაცვას ცდილობენ. მათ შორის უკვე დიდი ხანია ბრძოლა მიმდინარეობს. ამ სამეფოში მთავარი გმირებიც ხვდებიან ჰუკი, პიტერი და მისი მეგობრები.