ფილმი მოგვითხრობს მატყუარა ბიჭის ისტორიას რომელიც ერთ დღესაც თავად აღმოჩნდება ტყუილის მსხვერპლი რაც მას ძალიან გააბრაზებს. ის ყველაფერს იზამს სამართლიანობის აღსადგენად...
მამიკოები ჩარლი ხიტონი და ფილ რაიერსონი თავის თავზე აიღებენ საბავშვო საზაფხულო ლაგერის ხელმძღვანელობას. ამ დროს კი არანაირი წარმოდგენა არააქვთ იმაზე, როგორ უნდა იცხოვრონ უღრან ტყეში, გაარემონტონ ძველი და ნახევრად დანგრეული აგებულებები და მოექცნენ ოუსვენარ პატარებს, ჩარლი და ფილი მალევე დაკარგავენ კონტროლს სიტუაციაზე. იმისათვის ომ ყველაფერი ბოლომდე არ გააფუჭონ და სამუშაო არ დაკარგონ, ჩარლი დასახმარებლად თავის მამას დაუძახებს, პოლკოვნიკ ბაკ ხინტონს, რომელმაც უკვე დიდი ხანია მასთან ყველანაირი კავშირი დაკარგა. და ახლა უკვე სამმა მამამ ბანაკში წესრიგი უნდა დაამყაროს, კოლექტივი დააახლოვოს და ასწავლოს ბავშვებს პატიება...
ბეტ ენდრიუ მარტოხელა დედაა, რომელმაც ცხოვრება შვილს და კარიერას მიუძღვნა. მას დიდი ხანია სიყვარულის და სასწაულის არ სჯერა, მაგრამ შვილმა საშობაო საჩუქრად ახალი მამა თხოვა... ნიკი კი ნიუ-იორკში ჩამოვიდა, რათა პენსიაზე გასული მამა შეცვალოს... მაგრამ მამამისი სანტა–კლაუსია და ამისათვის ის აუცილებლად უნდა დაქორწინდეს...
მაია დულიტს, რომელსაც მამის მსგავსად ცხოველებთან ლაპარაკი შეუძლია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკავშირდება და მას სპეცილური დავალების შესასრულებლად იწვევს...
ქურდების წყვილმა მოიპარა ალმასები და დამალა მატი ძაღლის საყელოში, მაგრამ ძაღლი გაიქცა და იმალება. მამაცი ბიჭი ოუენი ცდილობს დაიცვას ძაღლი და ალმასები ქურდებისაგან...
სარა საზაფხულო არდადეგების გატარებას ბიძია ფრედისთან გადაწყვეტს, ამის შემდეგ მის ცხოვრებაში თავგადასავლები იწყება.ძაღლი ამოთხრის საიდუმლო განძის გასაღებს და მთელი ქალაქი დაიწყებს ბრძოლას განძის ხელში ჩასაგდებად.მაგრამ მათ მოუწევთ შეხვედრა მოჩვენებებთან,რომლებიც იცავენ განძს...
ცამეტი წლის სკოლის მოსწავლე ლიზი მაგუაიერი და მისი მეგობრები გორდო, კეიტი და ესანი აპირებენ მაგარი დროის გასატარებლად მათი იტალიაში გამგზავრების დროს...
დევიდი ბავშვობიდან სწავლობდა ადამიანებისადმი უნდობლობას. და როგორი უნდა ყოფილიყო ის, როდესაც ბანაკის კედლებში იყო გამოკეტილი? როდესაც არ იცი ვის შეიძლება ენდო და ვის არა, როდესაც ზედამხედველებს შეუძიათ შენი ცხოვრება ყოველდღიურ კოშმარად აქციონ. თუმცა ბედისწერის გზა ამოუცნობია, და დევიდს შანსი მიეცემა თავისუფლების დაბრუნების. და აი, ის მარტოა, უზარმაზარ და მისთვის უცნობ სამყაროში. თან ბიჭს მხოლოდ პური და კომპასი აქვს წამოღებული, ასევე წერილი, რომელიც მან კოპენგაგენში უნდა ...
რიოტა არც ისე პოპულარული მწერალია, რომელმაც ლიტერატურული ჯილდო მოიგო 15 წლის წინ. ახლა რიოტა დეტექტივად მუშაობს. იგი განქორწინებულია და 11 წლის ვაჟი შინგო ჰყავს. ერთ დღეს რიოტას, მის ყოფილ მეუღლეს, მის ვაჟს რიოტას დედასთან ერთად დედამისის სახლში მოუწევთ ღამის გატარება ტაიფუნის გამო...
1931 წელი. დაქვრივებული და უმუშვარი მამა ქალიშვილს დეიდასთან აგზავნის დოვერვილში და ჰპირდება მას, რომ შობას მასთან ჩავა. იქ ემა მეგობრებთან ერთად იწყებს ბრძოლას უსახლკარო ძაღლების თავშესაფრის გადასარჩენად...
დეივი და ოსტინი ყველაზე გიჟურ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ, თუ რა შეიძლებოდა გადახდომოდათ თავს, როდესაც სახლის ახლოს აუზს თხრიდნენ. მიწის სიღრმეში ისინი გაყინულ ადამიანს პოულობენ...
ომი მიმდინარეობს და ჯადოქარი ძიძა თავის ყურედღებას ორ ოჯახს შორის ანაწილებს. ერთი ოჯახი ქალაქში ცხოვრობს, მეორე სოფელში. მამები ფრონტზე არიან, ორივე მშობლის როლი კი დედების კისერზეა...
სახლი, რომელშიც ჩვენი მეგობრები ცხოვრობენ, დანგრევას ექვემდებარება, და სახლის მაცხოვრებლების მცირე ჯგუფი - რაილების ასაკოვანი წყვილი, ყოფილი კრივის მოთამაშე გარი, ახალგაზრდა პუერტორიკელი მარისა და მხატვარი მეისონი - სასოწარკვეთილად იბრძვიან თავისი საყვარელი საცხოვრებლის გადასარჩენად. საცოდავებს მხოლოდ საოცრების იმედი რჩებათ, და ის მოხდება კიდევაც: დახმარება მოდის გონების ძმებისგან. ერთხელაც ღამით რაილების ბინას მოულოდნელი სტუმრები ეწვევა - პაწაწინა უცხო პლანეტელები...
კოლეჯის კალათბურთის გუნდის მწვრთნელი თავშეუკავებლობის გამო სამსახურს კარგავს. ახლა იგი იძულებულია სკოლის გუნდის მწვრთნელი გახდეს, მაგრამ ის არ ნებდება - იგი ნამდვილი ძლიერი გუნდის შექმნას გეგმავს...
ჰეიტ ჯონსონი ხელიდან არ უსებს შანსს, დაალაგოს ურთიერთობა მეუღლესთან და შვილებთან, როდესაც მას ოჯახურ წვეულებაზე დაპატიჟებენ მისურში. ისინი გადაწყვეტენ სამოგზაუროდ წასვლას, თითქმის მთელი ქვეყნის გავლით, ნაქირავები ავტომობილით. RNმოგზაურობისას ისინი უხერხულ სიტუაციებში ხვდებიან. შეძლებენ კი ისინი მისურამდე ჩასვლას?..
ზვიგენთა მაფიოზური კლანის მეთაურის შვილის მკვლელობამ მთელი წყალქვეშა სამყარო შეძრა. მთავარი ეჭვმიტანილი, ოსკარი, დაუნდობელ შურისმაძიებელთა სასტიკი დევნის ობიექტი გახდა...
დიასახლისი მამა ბრაიანი იღებს მოწვევას კიდევ ერთი დიასახლისი მამის ბავშვთა წვეულებაზე, მაგრამ ყველაფერი სრულიად ცუდად მიდის და ქაოსში იზრდება ჩხუბით, განგსტერებით, სროლითა და აფეთქებებით.
სტივი და მისი პატარა ძმა, ელიოტი, ქვიშის კაცის საპოვნელად ჯადოსნურ მოგზაურობას იწყებენ სიზმრების სამყაროში. მხოლოდ მას შეუძლია მათი სანუკვარი სურვილის ასრულება - მშობლების გაერთიანება. თუმცა, მოგზაურობა სავსე იქნება განსაცდელებით, საოცრებებითა და მუსიკალური მაგიით.
2003 წლის კომედიის “გიჟური პარასკევი” გაგრძელება, ანასა და ტესის შესახებ, რომლებმაც ოცი წლის წინ ურთიერთგაგება ყველაზე ფანტასტიურად იპოვეს. ერთ დილას ერთმანეთის სხეულში გაიღვიძეს და სრულიად გიჟური პარასკევი გაატარეს, რომელიც არამარტო ორივესთვის წარმოუდგენელ გამოცდად იქცა, არამედ მათი ურთიერთობაც გადაარჩინა. წლების შემდეგ, ტესის და ანას ოჯახი, რომლებსაც საკუთარი შვილები ჰყავთ, კვლავ თავგადასავლების ცენტრში აღმოჩნდებიან. როგორც ჩანს, ეს პარასკევი კიდევ უფრო გიჟური გახდება.
როდესაც ორი წარმოუდგენლად საზიზღარი ბოროტმოქმედი პატარა ქალაქს დაიპყრობს, ორი მამაცი ბავშვი ჯადოსნური ცხოველების ოჯახთან ერთად გაერთიანდება მათ დასამარცხებლად.
ყველამ იცის, რომ კატებს ცხრა სიცოცხლე აქვთ. ასევე ამბობენ, რომ კატები ზარმაცები, კაპრიზები და საკმაოდ აგრესიულები არიან სხვების მიმართ, აი ეს კატა კი განსაკუთრებით სანამ როუზს არ გაიცნობს მაგრამ მალე მისი ყოველდღიური ცხოვრება შეიცვლება და მას სხვადასხვა ცხოველის ტყავში მოუწევს ყოფნა...
კარპატიის კუნძულზე მდებარე შორეულ სოფელში, მორცხვი ფერმერი გოგონა, სახელად იური, ოჩის სახელით ცნობილი არსებების მიმართ შიშით იზრდება. თუმცა, როდესაც იური აღმოაჩენს, რომ დაჭრილი პატარა ოჩი საკუთარ ჯგუფს ჩამორჩება, ის სახიფათო მოგზაურობაში მიემგზავრება, რათა არსება ოჯახთან გააერთიანოს...
ემილი ცდილობს, ოჯახსაც მოერგოს და სკოლასაც, ამ დროს ის აღმოაჩენს პატარა წითელ ლეკვს, რომელიც მის საუკეთესო მეგობრად იქცევა. როდესაც კლიფორდი მაგიური ძალებით უზარმაზარი ძაღლი ხდება და გენეტიკის კომპანიის ყურადღებას იპყრობს, ემილი და ბიძამისი ქეისი იძულებულები ხდებიან, მთელ ნიუ იორკში გაიქცნენ. გზაში კლიფორდი ყველას ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას მის გარშემო და ემილის და ბიძამისს მიღებისა და უპირობო სიყვარულის ჭეშმარიტ მნიშვნელობას ასწავლის.
როდესაც პორტ როიალის გუბერნატორის ქალიშვილს გაიტაცებენ, მეკობრე - ჯეკ ბეღურა გადაწყვეტს გოგონას შეყვარებულს მის დაბრუნებაში დაეხმაროს, მაგრამ მათი საზღვაო მოგზაურობა რთული და თავგადასავლებით აღსავსე აღმოჩნდება...
ნეკრომატს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს,მაგრამ მოულოდნელად დასჯა არ შედგა და ნეკრომატი სიკვდილით დასჯას გადაურჩა.იგი ეხლა 25 წელიწადში ერთხელ ერთი სხეულიდან მეორეში გადადის.მან უნდა შეძლოს წიგნის ნაწილების შეგროვება,რის შემდეგაც იგი თავისუფლებას მოიპოვებს...
მოქმედება ვითარდება ჯადოსნურ ქვეყანაში ალაგეზიაში, რომელიშიც ელფები, ჯუჯები და სხვა ზღაპრული პერსონაჟები ცხოვრობენ. ფილმის მთავარი გმირი - 17-წლის სოფლელი ბიჭია სახელად ერაგონი, ის უკანასკნელი გვარის წარმომადგენელია, როდესღაც ძლევამოსილი დრაკონების მხედდრებიდან. ერთხელ ერაგონი იპოვის დრაკონის კვერცხს. ერაგონს ბედზე უწერია დრაკონი - საფვირას გაზრდა და მოვლა; დიდ ომში მონაწილეობის მიღება; ელფების ქალაქის ელესმერას ძიებაში უნახავ მიწებზე გავლა, რომლებიც ავსებულები არიან საფრთხით და სილამაზით; შეებრძოლება ჯადოქრებთან და ურჩხულებთან; ჩასვლა მთის შუა გულში ჯუჯების სამეფოში, იმისათვის რომ გახდეს პირველი თავისუფალი მებრძოლი, რომელიც არაა დამოკიდებული არც მხედართა მეფეზე, არც ვარდენების წინამძღოლზე...
მისტერ ბინი კანში მოგზაურობას იგებს, სადაც იგი მოულოდნელად პატარა ბიჭს მამას დააშორებს.ახლა მან უნდა დააკავშიროს ისინი. პროცესში ის საფრანგეთს აღმოაჩენს...
პატარა ლუსი მოულოდნელად მძიმედ ავადდება და შობის წინ საავადმყოფოში აღმოჩნდება, ის გადაწყვეტს, თავისი უსაზღვრო სიყვარული ყველას გაუზიაროს, ვისაც შეხვდება — მათ შორის, ჯიუტ პატიმარს, რომელიც თირკმლის უკმარისობით იტანჯება და ოჯახთან გაწყვეტილი ურთიერთობის ტკივილს განიცდის. მათ შორის წარმოიქმნება მოულოდნელი მეგობრობა, რომელიც უამრავ რამეს ცვლის.
ქვის ხანა და უფრო გვიანდელი ცივილიზაციები ჩვენი ველური წინაპრები არიან, მაგრამ როგორ გვგავდნენ ისინი ჩვენ... მათაც საკმარისზე მეტი ნათესავები ჰყავდათ, მამაკაცები კი თავგამოდებით იბრძოდნენ საყვარელი ქალისთვის. ისინიც გიჟდებოდნენ ძვირფასეულობაზე, თამაშობდნენ ტყავის ბურთით და ყველა მათგანი მისსწრაფოდა გამხდარიყო პირველი...
ახალგაზრდა ბოშა ქალი ესმერალდა ცეკვებით ირჩენს თავს. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ არაკეთილმოსურნეებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ, რომ ის ციხეში ხვდება. ღვთისმშობლის ტაძრის მნათე - კვაზიმოდო ესმერალდას გაქცევას მოუწყობს. შემდეგ კი, გამძვინვარებული ეპისკოპოსი ფროლოსგანაც გადაარჩენს, რომელსაც მისი მოკვლა სურს. ვ.ჰიუგოს ცნობილი რომანისგან განსხვავებით ამ ანიმაციას ბედნიერი დასასრული აქვს...
მასხარების პრინცი ბრუნდება მისი უნიკალური განადგურების და აოხრების სტილით. სანამ ბეტმენი ცდილობს ჯოკერის თავსატეხებს ახადოს ფარდა, ტერი მაკჯინისი უდიდეს საიდუმლოებებს აღმოაჩენს, თუ რა მოხდა ჯოკერთან ბრძოლის ბოლო ღამეს...
ანიმაციური ფილმი სმაილ-გმირებზე, რომლებიც თანამედროვე გაჯეტების ციფრულ სამყაროში ცხოვრობენ. თითოეული სმაილი მხოლოდ ერთ ემოციას გადმოსცემს, ჯინას გარდა , რომელიც მუდმივად იცვლის ემოციას. მას სურს გახდეს ნორმალური სმაილი და მიდის სამოგზაუროდ სხვა პოპულარ პროგრამებში...
როდესაც კორალინი ძველ სახლში გადავა საცხოვრებლად, უაზროდ და მშობლებისგან მიტოვებულად გრძნობს თავს. იგი პოულობს საიდუმლო კარს სადაც აგურის ბილიკია. ღამე იგი ამ ბილკის დაადგება და პარალელურ სამყაროს იპოვნის, სადაც ყველას ღილები აქვთ თვალების მაგივრად, სადაც იგი მშობლებთან ერთად არის და ყველა მისი ოცნება ხდება. როდესაც მისი "დედა" კორალინს ამ სამყაროში სამუდამოდ დარჩენას შეთავაზებს, გოგონა უარს იტყვის და მალე ხვდება, რომ ეს ალტერნატიული რეალობა მისთვის მოწყობილი ხაფანგია...
მაქსი წარმოიდგენს, რომ დედას გაექცა და შორეული კუნძულისკენ გაემგზავრა, სადაც დიდი მოლაპარაკე ურჩხულები მას თავიანთ მეფედ აღიარებენ,ისინი აშენებენ ციხესიმაგრეებს და საიდუმლო გასასვლელებს ეძებენ...
ოთხი რეგისტრაციის არმქონე სტუდენტის ისტორია, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კლუბი მათ მასწავლებელთან ერთად და ოცნებობენ მოუგონ მასაჩუსეთსის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს საერთშორისო წყალქვეშა რობოტების კონკურსზე...
ამჯერად მთავრ გმირს მოგზაურობა მოუწევს დროში, მოულოდნელობებით სავსე და ბრწყინვალე აღმოჩენების სამყაროში, მან უნდა გადაარჩინოს მეგობარი - შეშლილი მექუდე...
ობოლი ბიჭის ისტორია, რომელიც მაგიურ ნევერლენდში მოხვდა. ფილმში მოთხრობილია ცნობილი პიტერ პენის შესახებ, მანამდე სანამ ის სწორედ ის ბიჭი გახდებოდა, რომელსაც ჩვენ ზღაპრიდან ვიცნობთ...
ფილმი ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის ცენტრშია ორი და - პატარა რამონა და მისი უფროსი და ბეატრისი ზედმეტსახელად ბიზუსი. ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც მათი მამა, რობერტი შემცირებაში ყვება. ნათესავებს შორის ურთიერთობები იძაბება...
კარიგან კრიტენდენს აინტერესებს რატომ დაუტოვა მამამ სასახლე და არა მილიონები და მზად არის შენობას ცეცხლი წაუკიდოს, როცა რუქას იპოვნის. მისი დახმარებით სახლში დამალული განძი უნდა აღმოაჩინოს. განძის მოსაძებნად, ძველ სასახლეში შესულს სულების ტალღა შეაშინებს. თუმცა არ დანებდება და თერაპისტს დოქტორ ჯეიმს ჰარვეის სთხოვს სულები სახლიდან განდევნოს. ჰარვეი და მისი შვილი კეტი სახლში შევლენ, სულ მალე კი კეტი კასპერს - ყველაზე კეთილ მოჩვენებას - შეხვდება. სამწუხაროდ მისი ბიძები, სტრეჩი, ფეტსო და სთინქი ასეთივე მეგობულები არ აღმოჩნდებიან...
ლეგენდის მიხედვით თუ ჰელოუნის ღამეს დები სანდერსონების სახლში უმანკო გოგონა აანთებს სანთელს, ალქაჯები გაიღვიძებენ და ქალაქში ყველა ბავშვს გადასანსლავენ...
ისე არაფერი აშფოთებს ტემპერამენტიან, მეოცნებე ლოკოკინას სახელად ტურბოს, როგორც აუჩქარებელი ცხოვრება, შენელებული ლაპარაკი და უჭკუო მეზობლები. მოდი ვთქვათ, რომ ჩვენი გმირი გამოიყურება ექსცენტრიულად ამ მდორე სამყაროსთან შედარებით. თუნდაც იგი მიდიოდეს ბუნების წინააღმდეგ. მაგრამ როდესაც გული ხურს, ხოლო სულს სჯერა სასწაულების, მას არ ააქვს უფლება რომ არ ასრულდეს...
დოროთი ჯადოსნური ხერხით კვლავ გადაადგილდება ოზის სამყაროში, რათა გადაარჩინოს მისი მაცხოვრებლები. მაგრამ აღმოჩნდება, რომ დოროთის ძველი მეგობრები - საფრთხობელა, რკინის ტყის მცველი და მამაცი ლომი - გაუჩინარდნენ. მეგობრების ძიებაში ქვეყანაში მოგზაურობისას, დოროთი შეხვდება ახალ თანამგზავრებს.
ერთ ღამეს,როდესაც დიდი ფანტაზიის პატრონი თინეიჯერი სარა, რომელსაც ყოველ უიკენდზე ბავშვის მოვლა მობეზრდა, საყვარელი წიგნის "ლაბირინთის" გობლინს თხოვს მისი ნახევარ-ძმა წაიყვანოს, პატარა ტობი მართლაც გაქრება და სარა იძულებული ხდება ზღაპრულ ქვეყანაში გადავიდეს რომ ბიჭი იპოვნოს...
ანიმაციური გმირები: ბაგს ბანი და დაფი დაკი – რეალურ ცხოვრებაში! დაკარგული ადამიანის და უზარმაზარი მითიური ალმასის ძებნას ბაგსი და დაფი ჯერ ლას–ვეგასში, შემდეგ კი აფრიკის გაუვალ ჯუნგლებში ცდილობენ.