სულისშემძვრელი და ემოციურად დატვირთული ისტორია ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდ ბრიტანეთში გადიყვანეს რეაბილიტაციისთვის. ახალ მიწაზე ყველაფერი შიშითა და გაურკვევლობით დაიწყო, თუმცა თანდათან იმედის, კეთილი ნების, დიდი მეგობრობისა და ბედნიერების ტრიუმფად იქცა, რასაც ისინი ასე აფასებენ და უფრთხილდებიან...
1942 წლის ნაცისტების მიერ ოკუპირებული ევროპა. ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა ბელგიელის გარშემო ვითარდება, რომელიც თავს სპარსად ასაღებს, რათა ებრაული წარმოშობა დამალოს. ყველაფერი მაშინ ირევა, როდესაც მას ერთ-ერთი ნაცისტისთვის სპარსულის სწავლებას დაავალებენ.
კომედია უბრალო ფრანგული ქალაქიდან წამოსულ გოგონაზე, რომელიც ჩადის ლონდონში, ის ეხმარება საომარ ძალას პარაშუტით გერმანიის მიერ ოკუპირებული საფრანგეთიდან გაიტაცონ მნიშვნელოვანი გერმანელი გენერალი...
1944 წელს რუსი სამხედროების გაბედულმა ჯგუფმა შეძლო გაქცევა გერმანიის ტყვეობიდან ნახევრად განადგურებული ლეგენდარული T-34 ტანკით. ეს იყო დრო დაუვიწყარი სიმამაცის, სასტიკი ბრძოლის, შეუცვლელი სიყვარულისა და ლეგენდარული სასწაულების...
აშშ-ს არმიის მსახურებიდან დაბრუნების შემდეგ, ჩაპლინ დარენ ტერნერი კრიზისს განიცდის ოჯახთან და ღვთისამდი რწმენასთან მიმართებაში. თუმცა, მას მეგობრები დაეხმარებიან ამ ყოველივეს დაბრუნებაში...
24 საათი სირიელების ცხოვრებიდან ბინაში, რომელშიც სამოქალაქო ომის დროს ოუმ იაზანმა ჰავანა მოაწყო ოჯახისა და მეზობლებისათვის. ეს ქალი ცდილობს განაგრძნოს ჩვეული ცხოვრება და ბინის გარეთ მომხდარი მოვლენები არ შეიმჩნიოს. მაგრამ ადრე თუ გვიან მასაც მოუწევს რეალობის მიღება...
ფილმი მოგვითხრობს სირიელი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების კოლექტივზე, რომელიც იბრძვის ადამიანთა უფლებების დასაცავად და ებრძვის დეზინფორმატორ კომპანიებს საკუთარ ქვეყანაში...
ერიჰ მარია რემარკის იგივე სახელობის ანტისამხედრო რომანის ეკრანიზაცია, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში პირველი სამხედრო დრამა გახდა და პრემია ”ოსკარით” დაჯილდოვდა. თავის დროისთვის ეს ძალიან თამამი ფილმი იყო, რომელმაც დასაბამი დაუდო ანტისაომარი კინოს ჟანრს და მსოფლიო კინემატოგრაფიის და ფილოსოფიის მთელ რიგ მიმართულებებს. ”დაკარგული თაობის” პრობლემა - გუშინდელი სკოლის მოსწავლეების, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის საშინელებას შეეჯახნენ, მრავალი წლის განმავლობაში გახდა კინემატოგრაფისტების, მწერლების და ფილოსოფოსების შემოქმედების მთავარი თემა...
ბუდაპეშტში 1944 წელს მესაათე, წიგნის გამყიდველი და დურგალი სვამენ ბარში მეპატრონესთან ერთად. მათ უცნობი უერთდება, რომელიც ეკითხება ჰიპოთეკურ შეკითხვას, რაც მათ ცხოვრებას შეცვლის...
ორი საბჭოთა პარტიზანი ტოვებს მათ მოშიმშილე ბანდას მარაგის მისაღებად ახლო ფერმიდან. გერმანელები აღწევენ ფერმასთან პირველები, წყვილმა უნდა გააგრძელოს მოგზაურობა ღრმად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეს არის ღრმად მოგზაურობა ასევე მათ სულებში...
2009 წლის თებერვალი,დოკუმენტური ფილმების ჯგუფი იანუს მეტსონის ხელმძღვანელობით, ჩადის ნატოს სამხედრო ბაზაზე, რომელიც ავღანეთში მდებარეობს. ექვსი თვის მანძილზე გადამღები ჯგუფი აკვირდებოდა ჯარისკაცების ცხოვრებას, რომელბსაც ცხელ წერტილებში გზავნიდნენ, რათა დახმარებოდნენ აფრიკელ ხალხს...
1980იანი წლების ელ სალვადორი, პატარა ბიჭუნა დრამატული მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება, ომის გამო მას საერთოდ აღარ აქვს ბავშვობა, ის იძულებულია გარემო პირობებს შეეგუოს...
ახალგაზრდა კენტარო საეკმა ვერ ჩააბარა გამოცდა და გარიცხეს სასწავლებლიდან. ახლა ის ადვოკატი ვეღარ გახდება. მისი და მწერალია, კენტარო გადაწყვეტს დას დაეხმაროს მოიძიოს ინფორმაცია მათი ბაბუის შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა...
გასული საუკუნის 30-იანი წლების დასასრული იაპონიაში - ეკონომიკური კრიზისის ჟამია, საშინელი უმუშევრობის და სიღარიბის, პოლიტიკური არასტაბილურობის. ქვეყანა განუხრელად მიემართება ომისკენ. ადმირალი იამამოტო საიმპერატორო საზღვაო ფლოტის მეთაურია, ის იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც თვლიდა, რომ ა.შ.შ.-სთან ომის დაწყება არ შეიძლება. მისი პოზიცია იწვევდა ზიზღს ნაციონალისტებში და მილიტარისტებში. მათ სძულდათ იამამოტო და ემუქრებოდნენ მას...
ახალგაზრდა ინგლისელმა ჟურნალისტმა ჯორჯ ჰოგტმა და ავსტრალიელმა მედდამ ლი პირსონმა, იაპონელების ჩინეთში შემოჭრის დროს, ობლად დარჩენილი ბავშვები სიკვდილისგან უნდა იხსნან. მათ 60 ბავშვი, ლიუ პან შანის მთების გავლით, უსაფრთხო ადგილას უნდა გადაიყვანონ...
მამის გარდაცალების შემდეგ ხუთსულიანმა ოჯახმა უნდა განაგრძოს ცხოვრება ირანისა და ერაყის საზღვარზე პატარა სოფელში. სიტუაცია რთულდება მას შემდეგ , რაც 12 წლის აიოუბი, ოჯახის ახალი უფროსი, გაიგებს რომ მის ინვალიდ ძმას სიცოცხლის შესანარჩუნებლად სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოჯახს დაუჯერებელის გაკეთება მოუწევს გადარჩენისათვის. ცხენებს სპირტს ასმევენ, რათა მათ მუშაობა შეძლონ ...
იტალია, 1943 წელი. ახალგაზრდა ქვრივი ჩეზირა მაღაზიას ტოვებს და როზეტასთან ერთად, სან-ლორენცოდან მშობლიურ სოფელში გარბის. დამღლელი მოგზაურობის შემდეგ დედა-შვილი ადგილობრივი ფერმერის შვილს - მიშელს ხვდება, რომელიც პატარა როზეტას უყვარდება... მიშელს კი, გოგონას მშვენიერი დედა უვარდება გულში...
ორი დის ისტორია, ესპანეთში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ პერიოდში. უმცროსი და გაემგზავრება მადრიდში, რადგან მის უფროს დასთან ახლოს იყოს. იგი ციხეშია და თან ფეხმძიმედაა...
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ებრაელი ბიზნესმენის ისტორია, რომელიც იძულებულია მისი ოჯახის უსაფრთხო გადაყვანისათვის გერმანიაში , საკუთარი ბიზნესი გადასცეს ნაცისტებს...
რიგითი პიტკინი, სრულიად შემთხვევით, მოწინააღმდეგის ზურგში ხვდება. ის სარგებლობს თავისი მსგავსებით გერმენელ გენერალთან და თავის მეგობრებს ტყვეობიდან ათავისუფლებს...
მთავარი გმირები, გიო (ლევან დობორჯგინიძე) და გოგლიკო (მიხეილ მესხი) მეგობრის თხოვნით მიემგზავრებიან აზერბაიჯანში, საქართველოში ნარკოტიკების ჩამოსატანად. გზად ყველაფერი იბნევა და ისინი აღმოჩნდებიან სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ეპიცენტრში. დაჭრილი გოგლიკო რჩება აზერბაიჯანელებთან, ხოლო გიო გადადის სომხების მხარეს...
ფილმი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროს ორი ჩეხოსლოვაკელი ჯარისკაცის ნამდვილ ისტორიას და ერთ-ერთ ყველაზე ბოროტ ნაცისტ დამნაშავეზე რაინჰარდ ჰაიდრიხზე, რომელსაც მეტსახელად - პრაღის ჯალათი უწოდეს...
ომის საშინელებები, სხვადასხვა აზრები, დიდი ხნის მეგობრები, რომლებიც ომის სხვადასხვა ფრონტზე არიან, სარაევოს სამოქალაქო ომის დროს. ერთი მარქსისტია, მეორე თავისუფალი მებრძოლი...
ახალთწვეულთა ომისთვის მოსამზადებლად ვიეტნამში, 1971 წელს ააგეს ყველაზე სრულყოფილი ცენტრი, ფორტ პოლკი. ეს ადგილია, რომელიც თავისი განსაკუთრებული კანონებით არსებობს, და ცუდი რეპუტაცია აქვს. ყველა ვინც კი იქ აღმოჩნდა, ნანობს იმის შესახებ, რომ საერთოდ დაიბადა. ეს ჯოჯოხეთური ფაბრიკაა, სადაც ახალგაზრდა ბიჭებს საბრძოლო მანქანებად, დაუნდობელ მკვლელებად აქცევენ, რომლებიც მზად არიან დაუფიქრებლად შეასრულონ ნებისმიერი ბრძანება...
ეს არის რვა წლის ბიჭის ბედი, გაქცეული ვარშავის გეტოდან, რომელმაც დაკარგა მთელი ოჯახი. იგი მოხვდება კეთილი პოლონელის სახლში. ქალი გადაწყვეტს მის შეფარებას და დაარწმუნებს, რომ მისივე უსაფრთხოებისთვის მან თავი ობოლ პოლონელად უნდა გაასაღოს. დრამატული ვითარების გამო, ბიჭი იძულებული გახდა დაეტოვებინა სტუმართმოყვარე სახლი და წასულიყო თავგადასავალებით სავსე სახიფათო გზაზე, ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანის გავლით. პოლონელი ოჯახების დახმარების წყალობით, ის ცდილობს გადაურჩეს ოკუპაციის კოშმარს...
იაპონელები ამ მიწას ჰასიმას ეძახდნენ. ექვსი ჰექტარი მიწა და ბეტონი 15 კილომეტრზე სანაპიროდან. აქ მეცხრამეტე საუკუნის მეშახტეები ნახშირის მოპოვებით იყვნენ დაკავებულნი. როდესაც ომი დაიწყო მეშახტეები ჩინელმა ტყვებმა და კორეელმა ემიგრანტებმა შეცვალეს...
სარეკლამო სააგენტოდან გათავისუფლების შემდეგ ბილ რაგო სამხედრო ბანაკში იწყებს მუშაობას და ცდილობს განავითაროს ჯარისკაცების ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები...
ფილმი მოგვითხრობს მიონ რიანის ცნობილი ბრძოლაზე, რომელიც გაიმართა 1597 წელს იაპონიის კორეაში შეჭრის დროს. მაშინ საკულტო ადმირალმა ლი სუნსინუმ თავისი 13 გემით გაანადგურა იაპონიის 133 საზღვაო გემი...
ამერიკელი სნაიპერი აღმოჩნდება ხაფანგში კედელთან. იგი სამიზნეში მის მოწინააღმდეგეს ყავს ამოღებული. გმირი ირანულ რადიოტალღას დაიჭერს და მოწინააღმდეგეს ესაუბრება. ცოცხალი ბრძოლის ველიდან მხოლოდ ერთი წავა...
ომის დროს მისი ოჯახის წევრების სასტიკად დახოცვის შემდეგ, „კაცი, რომელიც სიკვდილზე უარს ამბობს“ სახლში ბრუნდება, მას სატვირთო მანქანაზე ტვირთავს და გადაწყვეტილი აქვს, უსაფრთხო ადგილას ააშენოს, თუმცა მისი ოჯახის წევრების მკვლელი მეთაური მის მოკვლას ცდილობს და იწყება დაუნდობელი, თვალისმომჭრელი დევნა ქვეყნის მასშტაბით.
ჯგუფ "ზღვის კატების" რთული სამუშაო დღეების ისტორია, რომლებსაც დავალებული აქვთ ტყვეობიდან დაიხსნან საიდუმლო აგენტები. დავალების შესრულების დროს, მებრძოლები გზადაგზა ანადგურებენ ტერორისტულ ჯგუფს, რომელთა გეგმაშიც შედიოდა მაშტაბური იერიში აშშ-ზე...
რიპერი - აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დრონის პილოტია, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო მხარდაჭერას სპეციალიზირებული რაზმის დელტას მიერ ხმელეთზე წარმოებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას სამხრეთ ფილიპინებში ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის აბუ საიაფის წინააღმდეგ. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისია საშინლად არასწორად წარიმართება, JTAC-ის ახალგაზრდა ოფიცერი კეინი, რაზმთან ერთად აღმოჩნდება ხაფანგში მაღალი ფსონების ევაკუაციის ოპერაციის შუაგულში, რომლებსაც არ აქვთ იარაღი და კომუნიკაციის საშუალება, გარდა ცაში მყოფი დრონისა. ახლა რიპერის აქვს 48 საათი, რათა გამოასწოროს ის, რაც გახდა ველური სამაშველო მისია, რომელთა გადარჩენის ერთადერთი შანსი დამოკიდებულია მხოლოდ მთავარი გმირის უნარებზე...
შეერთებული შტატების მიმართულებით ბირთვული რაკეტა გაისროლეს, სიტუაციის პარალელურად იწყება გამოძიება თუ ვინ დგას ამის უკან და როგორ უნდა უპასუხოს შეერთებულმა შტატებმა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ახალგაზრდა ავსტრალიელი ჯარისკაცების ჯგუფი ტიმორის ზღვას კვეთს, ამ დროს მათ გემს იაპონიის საჰაერო ძალები დაესხმება და გემი ჩაიძირება. რამდენიმე მათგანი სამაშველო ტივით გაქცევას ახერხებს. მცხუნვარე მზის ქვეშ და უსაზღვრო ოკეანის გარემოცვაში, მათ არა მხოლოდ წყურვილსა და შიშს, არამედ ერთმანეთისადმი შუღლს უნდა გაუმკლავდნენ. თუმცა, ნამდვილი საშინელება ჯერ კიდევ წინ არის - ოკეანის სიღრმეებში სასიკვდილო მტერი იმალება, დიდი თეთრი ზვიგენი, რომლისთვისაც მათი ტივი ახალ სამიზნედ იქცევა.
1942 წელი. გერმანულების წყალქვეშა ნავები ატლანტიკაში. რადიოწერილების მოსმენა მოკავშირეებს არაფერს აძლევს: მოწინააღდეგეების შეტყობინებების გაშიფრვა ვერ ხერხდება.და მაშინ ამერიკელი მეზღვაურები საიდუმლო დავალებას მიღებენ: მტრების სუბმარინას U-571 დაესხნან თავს და ხელში ჩაიგდონ დამშიფრავი მანქანა ენიგმა...
ცხრა წლის ფრენკის და მისი დედის ლიზის ისტორია, რომლებიც მუდმივად ადგილიდან ადგილზე გადადიან. დედას სურს თავისი შვილი სიმართლისგან დაიცვას, მაგრამ ბიჭის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ლიზი მოიგონებს ისტორიას – ის რეგულარულად წერს ფრენკის მამის სახელით, რომელიც თითქოს ეკზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობს. მოულოდნელად ლიზი გაიგებს, რომ "მამის" გემი მათ პორტში შემოვა რამოდენიმე დღეში. ახლა მან არჩევანი უნდა გააკეთოს – ან მოუვყეს ფრენკის სიმართლე ან შეადგინოს სასოწარკვეთილი გეგმა...
საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე კორეა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეად დაიყო. 1950 წელს კორეაში ომი დაიწყო, რომელიც 1953 წელს სოფელ პანმუნჟომში დადებული ხელშეკრულებით დასრულდა. სოფლიდან ორ კილომეტრში სამხრეთითაც და ჩრდილოეთითაც იყო დემილიტარიზაციის ზომა , სადაც ომი აღარ მიმდინარეობდა. 50 წლის შემდეგ სწორედ ამ ზომაში სამხრეთელსა და ჩრდილოელს შორის შეტაკება მოხდა. სიტუაციაში გასარკვევად იძახებენ ნეიტრალური ზონის წარმომადგენლებს...
ბიოგრაფიული ფილმი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. მოქმედება ხდება 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომისათვის მზადებისას. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ გადაწყვეტილება მიიღო არ ჩართულიყო ომში და ნეიტრალური მდგომარეობა ეჭირა. მოქმედება ხდება ნიდერლანდებში, რომლის მთავრობაც გადაწყვეტილებას იღებს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი. მიუხედავად ამ პოზიციისა 1940 წელს ქვეყანას დაიპყრობენ. ქვეყანა გერმანიის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდება. ებრაელებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიან, ადგილობრივი მთავრობა კი ნაცისტებთან თანამშრომლობას იწყებს. სიუჟტის ეპიცენტრში აღმოჩნდება მოხერხებული კაცი, რომელიც ცდილობს ორივე მხარე დაიჭიროს მეტი სარგებელის მიღების მიზნით...
ის ექსპერტია საკუთარი სხეულის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის. ის ადამიანია, რომელსაც ასწავლეს არ ეგრძნო ტკივილი და ამინდის პირობები. ომში ის გმირი იყო, სამშობლოში კი არავის სჭირდებოდა. მშვიდ ცხოვრებას მიუჩვეველი რემბო ავტოსტოპით მოგზაურობს ამერიკის ქალაქებში და თანამებრძოლებს ხვდება. მოგზაურობას ერთი პროვინციის შერიფი შეწყვეტს, რომელსაც მაწანწალები ეზიზღება. რემბოს ცრუ ბრალდებით ციხეში მოხვდება და ის იგრძნობს თუ რას ნიშნავს ადმინისტრაციის მხრიდან დამცირება, რემბო ომს გამოაცხადებს...
პოლკოვნიკი ტრაუტმანი სრულიად საიდუმლო, სახიფათო მისიისთვის ყოფილ მწვანე ჩაფხუტიანს,ჯონ რემბოს დაიქირავებს. თავისუფლებისთვის მებრძოლ ქო ბაოსთან ერთად რემბო ვიეტნამში გაემგზავრება,რომ ამერიკელი ჯარისკაცები ტყვეობიდან გაათავისუფლოს. მისი გუნდისგან მიტოვებული, იგი მტრების გარემოცვაში მარტოდმარტო დარჩენილი, ჯუნგლებში გადარჩენისთვის იბრძვის...
ვიეტნამის ომის ვეტერანი ჯონ რემბო, რომელიც დაიღალა თავისი სამხედრო და სამოქალაქო გმირობებისგან, ბუდისტების მონასტერში დასახლდება. თუმცა მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრება მას დიდ ხანს არ გამოუვა. ტყვედაა აყვანილი მისი ყოფილი მეთაური. და რემბო მის გადასარჩენად გაემგზავრება...
ფრანგული წინააღმდეგობის აქტივისტი ანდრე ნაცისტების მიერაა დატყვევებული. იგი გაქცევის გეგმაზე მუშაობს. იმავე დღეს, როდესაც მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ, ახალ თანამესაკნეს შეუსახლებენ. უნდა მოკლას თუ არა ანდრემ ის, თუ გარისკოს მისი გეგმის გამომჟღავნება ადამიანისათვის, რომელიც შესაძლოა გესტაპოს ინფორმატორი იყოს?..
ბერლინი 1940 წელი. მუშათა კლასის ოჯახი გაიგებს, რომ მათი ერთადერთი შვილი ბრძოლის ველზე დაეცა და გადაწყვეტენ თავად შეწინააღმდეგონ ნაცისტურ რეჟიმს. მალე გესტაფო იწყებს ამ "საფრთხეზე" ნადირობას...
ფრენკ მილერის რომანის ეკრანიზაცია "300" ეხება ძველი წელთაღრიცხვით 480 წელს მომხდარ თერმოპილის ბრძოლას, სადაც სპარტის მეფე თავის ჯარს შემოჭრილ სპარსელთა წინააღმდეგ მიუძღვება.
მაშინ როდესაც რომის იმპერია დაცემის პირზეა, ახალგაზრდა რომულუს აუგუსტუსი ქალაქიდან იპარება და ბრიტანეთში მიემართება, რომ მისი მხარდამჭერების ლეგიონი შეკრიბოს...