ფილმი მოგვითხრობს რეინჰარდ ჰეიდრიხის აღზევებაზე - ნაცისტური გერმანიის საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეზე. მისი ინიციატივა იყო საბოლოოდ "გადაეწყვიტათ" ებრაელების საკითხი. იგი ინგლისელების მიერ სპეციალურად მომზადებულმა ჩეხოსლოვაკიელმა დივერსანტებმა მოკლეს...
მსოფლიოში არსებობს სამი ადამიანი, რომელსაც ნამდვილი ძალაუფლება გააჩნია – რუსეთის პრეზიდენტი, აშშ–ს პრეზიდენტი და ბირთვული წყალქვეშა ნავის კაპიტანი, რომლის ბორტზე სასიკვდილო ბირთვული იარაღია. ნებისმიერი ომის დროს არსებობს მომენტები, როდესაც ბრძანების შესრულებაზე მთელი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული, მაშინ კაპიტანის ხელშია მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.
მთავარი გმირი 11 წლის გოგონა პარვანაა, რომელიც ოჯახთან ერთად ავღანეთში ცხოვრობს. მამის დაპატიმრების შემდეგ გოგონა თმას იჭრის, ბიჭივით იცვამს და ოჯახისათვის ლუკმა-პურის საძიებლად მიდის...
ამერიკელი ჯარისკაცების საწვრთნელი ბაზა, 1968 წელი, ვიეტნამის ომის პერიოდი. სტენლი კუბრიკის ფილმი წარმოადგენს გუსტავ ჰასფორდის წიგნის ეკრანიზაციას. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე...
ვიეტნამის ომის დროს, აშშ-ს არმიის კაპიტან უილიარდს სახიფათო დავალება მისცეს. მისი მიზანია დაადგინოს მისტიური მწვანე ბერეტის, პოლკოვნიკ უოლტერ კურტსის ადგილსამყოფელი...
ამერიკელი სპეცრაზმელი აფრიკაში იყო, როდესაც დედამიწა მაღალტექნოლოგიურმა ურჩხულებმა დაიპყრეს. როდესაც იგი პირისპირ შეხვდება ურჩხულებს იგი გონებას დაკარგავს. როდესაც გაიღვიძებს აღმოაჩენს, რომ იგი მიტოვებულ პოლიციის განყოფილებაშია გამოკეტილი, თან მეხსიერებაც დაკარგა. გვერდით საკანში ექიმი ნადია ზის. ორ თეთრკანიან ადამიანს არა მარტო მკვლელ რობოტებთან მოუწევთ შერკინება.
ერაყის ომის სამი ვეტერანის ისტორია, რომლებსაც ამერიკაში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებაში დაბურნება არ შეუძლიათ. ისინი აღმოაჩენენ, რომ მათ მოგონებებს საკუთარ კედლებშიც კი შეუძლიათ მათი დაღუპვა.
კიბორგი თავიდან ყვება უკრაინის ისტორიას – 2014 წლის ლეგენდარული ბრძოლაზე დონეცკში, რუსეთის შემოჭრის პერიოდში. თავისუფლებისთვის მებრძოლებმა უკრაინული არმიის სხვადასხვა დანაყოფებიდან და ასევე მოხალისე მებრძოლებმა, 242 დღიანი შეტევა განახორციელეს რუსეთის მდარდამჭერი ბოევიკების წინააღმდეგ, სანამ აეროპორტის ტერმინალი სრულიად არ განადგურდა.
გილერმო დელ ტოროს გენიალური ფილმი. ფილმის მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მთავარი გმირი პატარა გოგონა ოფელიაა, რომლისთვისაც წიგნები და ზღაპრები ცხოვრების ნაწილია. ერთ დღეს იგი აღმოაჩენს, რომ ჯადოსნური სამყარო რეალურია და მართლაც შეაბიჯებს ამ სამყაროში. გოგონა აღმოაჩენს, რომ სხვა სამყაროში პრინცესაა. ის დესპოტი გენერლის გერია. გენერლის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება...
ფილმს საფუძვლად უდევს სამხედრო მეგან ლივისა და მისი ძაღლის მეგობრობა. ისინი ერთად მსახურობდნენ ერაყში 2004 წლიდან 2006 წლამდე, სადაც პოულობდნენ და აუვნებელყოფდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. მათ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეს...
ვარშავის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლის, ირენა სანდლერის ისტორია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 2500 ებრაელი ბავშვი სიკვდილისგან იხსნა და ვარშავის გეტოდან გააპარა.
1982 წლის ივნისი, ლიბანის პირველი ომი. ერთადერთი ტანკი და დესანტი მიემართება მტრის ბანაკისკენ. ეს იყო მარტივი მისია, რომელიც კოშმარად გადაიქცა. ჯგუფი, რომელიც ტანკს მართავს გამოუვალ სიტუაციაში ვარდება. სასოწარკვეთილებს გადარჩენის ინსტინქტი ერთვებათ და ცდილობენ რამენაირად თავი დააღწიონ ომის ქაოსს.
ფილმის მოქმედება ვითარდება 1990-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს კუნძულ ბუგენვილზე პაპუა-ახალი გვინეაში. თომას უოტსი - ერთადერთი თეთრკანიანი ადამიანი დარჩენილი კუნძულზე მთავრობის ჯარების მიერ მოქცეულ ალყაში, უკითხავს ბავშვებს სკოლაში ჩარლზ დიკენსის რომანს "დიდი იმედები”. 14 წლის მატილდა ჩაეფლობა რომანის სამყაროში, პოულობს ნუგეშს, შთაგონებას და იმედს იმ დროს, როდესაც საკუთარი სამყარო ინგრევა მის თვალწინ.
სამი სხვდასხვაგვარი მამაკაცი, სამი სხვადასხვა მსოფლიო, სამი სხვადასხვა ომი - ყველანი კვეთს თანამედროვე ომს - აირის მორალის ბნელი მსოფლიო... ყველაფერი ისე არაა როგორც ჩანს...
მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელებმა ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ფრთის მეთაური ჯეიმს რაიტი ტყვედ აიყვანეს. დამტყვევებლების გასართობად, პატიმრები იძულებულნი არიან, სასტიკ, სასიკვდილო ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა...
მოვლენები მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ვითარდება და ნათელს ჰფენს იმას, თუ რამ მისცა საიდუმლო ორგანიზაციის Kingsman-ს შექმნას ბიძგი. როდესაც კაცობრიობის ისტორიაში რამდენიმე საზარელი ტირანი და დამნაშავე გენიოსი გაერთიანდება, რათა მილიონობით ადამიანის განადგურების საშიში გეგმა განახორციელონ, მსოფლიოს ბედი მარტოხელა გმირის ხელში აღმოჩნდება
ფილიპინები. 1945 წელი. მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება. რეინჯერების მეექვსე ბატალიონმა, რომელსაც პოლკოვნიკი ჰენრი მუჩი ხელმძღვანელობს, მიიღო ბრძანება. მათ უნდა შეაღწიონ მტრის ზურგში და იქედან ამერიკელი სამხედრო ტყვეები გამოიყვანონ. მისია პრაქტიკულად შეუსრულებელია...
ახლგაზრდა ახალწვეული, კრის ტეილორი, გამოუცდელი მოხალისე ჯარისკაცია ვიეტნამში. ამ კონფლიქტის შესახებ აზრი მას შემდეგ ეცვლება, რაც მისი თანამემამულეების მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის მოწმე გახდება...
რონ კოვიჩის ბიოგრაფიული ამბავი. ვიეტნამის ომში პარალიზებული, ის ომის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური აქტივისტი გახდა რადგან იგრძნო, რომ ქვეყანამ რომლისთვისაც იგი იბრძოდა - უღალატა...