თითქმის 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სარა კონორის განადგურება მომავლიდან მოსულ კიბორგს დაევალა. ახლა კი სარას ვაჟი, ჯონი, წინააღმდეგობის მომავალი ლიდერი - გახდა სამიზნე ახალი, უფრო მომაკვდინებელი ტერმინატორისა. წინაამღდეგობის მოძრაობამ, კიდევ ერთხელ შეძლო დაებრუნებინა უკან მცველი, რათა კიდევ ეცადა ჯონისა და მისი დედის, სარას გადარჩენა.
პოსტაპოკალიპტურ მომავალში, სუპერკომპიუტერები ტელეპორტით კიბორგ მკვლელს გამოგზავნიან, რომელიც "ტერმინატორის" სახელით არის ცნობილი. ტერმინატორის მიზანია გაანადგუროს სარა კონორი, რომლის შვილი მომავალში, 21-ე საუკუნეში, მექანიკური ჰეგემონიის წინააღმდეგ აჯანყებულ ადამიანთა ლიდერი იქნება. ამავე დროს, ერთ მებრძოლს ადამიანებიც აგზავნიან სარას დასაცავად. შეძლებს თუ არა იგი ამ ვირტუალური მკვლელი მანქანის შეჩერებას?
2028 წელი. ალექს მურფი არის კარგი ქმარი, მამა და პოლიციელი, რომელიც ებრძვის კორუფციას და უსამართლობას. მას მძიმედ დაჭრიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს და "OMNICORP" გადაწყვეტს გამოიყენოს ის რობოტექნიკის ექსპერიმენტში, რათა შეუნარჩუნოს გმირს სიცოცხლე. ალექსი ბრუნდება ქუჩაში წესრიგის დასაცავად, ამჯერად განახლებული შესაძლებლობებით, მაგრამ მას უჩნდება ისეთი კითხვები, რაც არ დაბადებია ადამიანად ყოფნისას..
მია ცდილობს თავი დააღწიოს ნარკოდამოკიდებულებას. ის ძმასთან და მეგობრებთან ერთად მიდის ტყის ქოხში, სადაც მეგობრები "მიცვალებულთა წიგნს" პოულობენ...
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი საცხოვრებლად ქალაქგარეთ, საკუთარ სახლში გადადის, მათ ძილის დროს - შუა ღამისას, გაურკვეველი ხმაური აწუხებთ და ვერ ხსნიან რითია ეს ხმაური გამოწვეული...
2048 წელი. ადამიანთა რასას პლანეტის დაკარგვა ემუქრება. ყველაზე საშიში მონსტრი გოძილაა - დაუმარცხებელი ხვლიკი შხამიანი სუნთქვით. ადამიანები გადაწყვეტენ დატოვონ დედამიწა და იპოვონ ახალი სახლი. კოსმოსში მოგზაურობა 20 წელი გაგრძელდა უშედეგოდ. ჰარუო 4 წლის იყო, როდესაც ხომალდზე მოხვდა. იგი თვლის , რომ კაცობრიობა ლაჩრულად დანებდა. მისი აზრი პოპულარული გახდება და ადამიანები დედამიწაზე დაბრუნებას გადაწყვეტენ. დედამიწაზე ცივილიზაციისაგან აღარაფერია დარჩენილი, სამყაროს ურჩხულები მართავენ.
თაღლითების გუნდი უერთდება მისიას, რის მიხედვითაც უნდა მოიპარონ ხომალდ "სიკვდილის ვარსკვლავის" გეგმები და გალაქტიკაზე ახალი იმედი ჩამოიტანონ.
თქვენ გჯერათ საკუთარი თვალების, ენდობით საკუთარ გრძნობებს, თქვენ დარწმუნებულები ხართ, რომ ირგვლივ არავინააა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ სინამდვილეში მარტო ხართ. ოცნება სხეულის უჩინარებაზე დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და სახიფათო აზრად ყველა იმისგან, რაც კი კაცობრიობას აწუხებდა მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. უამრავი სიუჟეტი დაიბადა ამ უბსკრულისგან. მასს, ვინც ვერ ხედავს თავის ანარეკლს სარკეში, შეუძლია ყველაფერი.
უფროსკლასელი ტრიპი ოცნებობს დატოვოს პატარა ქალაქი, რომელშიც ცხოვრობს. იგი თავისუფალ დროს საბარგო მანქანის აწყობაში ატარებს. ერთი შემთხვევის დროს მიწიდან განთავისუფლდება რაღაც, რაც ტრიპს საშუალებას მისცემს არა მარტო ოცნება აისრულოს არამედ საუკეთესო მეგობარიც გაიჩინოს...
დოქტორ ადრიან ჰელმსლი, საერთაშორისო გეოფიზიკური ჯგუფის წევრია, რომლის მიზანია მზეზე უპრეცედენტო აფეთქებების შედეგად დედამიწაზე რადიაციის ზეგავლენის შესწავლა. ადრიანი იგებს, რომ დედამიწის ბირთვი ხურდება. იგი ამერიკის პრეზიდენტს, თომას უილსონს აცნობებს, რომ დედამიწის ქერქი არასტაბილური ხდება და სათანადო მზადების გარეშე, რაც მსოფლიოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გადარჩენას ისახავს მიზნად, კაცობრიობა განწირულია. ამავდროულად, მწერალი ჯექსონ კერტისი იგივე ინფორმაციას წააწყდება. როდესაც გარდაუვალი კატაკლიზმებისაგან გადასარჩენად მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს "კიდობნების" მშენებლობაში ეჯიბრებიან, კერტისი ცდილობს თავისი ოჯახის გადასარჩენი გზა იპოვოს...
2019 წლის ლოს-ანჯელესში, პენსიაზე გასულ რიკ დეკარდს გამოიწვევევენ, რათა მან დედამიწაზე დაბრუნებულ "რეპლიკანტებს" მიაგნოს. ისინი მათ შემქმნელს ეძებენ, რათა სიცოცხლე გაიხანგრძლივონ...
ეს ისტორია 1985 წელს, ალტერნატიულ სამყაროში ვითარდება, სადაც სუპერგმირები ცხოვრობენ, რიჩარდ ნიქსონი კვლავ პრეზიდენტია, ხოლო ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. სუპერგმირი რორჰეჩი, ყოფილი გმირის, მსახიობის მკვლელობას იძიებს. ამ პროცესში იგი სხვა სუპერგმირების დისკრედიტაციისა და მკვლელობის შეთქმულებას გამოააშკარავებს...
საუკუნეებია მცირერიცხოვანი, მაგრამ ძლიერი დამცველთა ჯგუფი სახელწოდებით მწვანე ლამპარი იცავს გალაქტიკას საფრთხისაგან. როდესაც სამყაროს განადგურებით დაემუქრება ბოროტმოქმედი პარალაქსი, მისი გადარჩენის ბედი პირველ ადამიან მწვანე ლამპარზეა დამოკიდებული...
2257 წელია. რიგითი ტაქსისტი შემთხვევით აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როცა მან უნდა გადაარჩინოს ახალგაზრდა გოგონა - თვით კაცობრიობის გადარჩენის ერთ-ერთი ნაწილი. ფილმი "მეხუთე ელემენტი" ვითარდება ფუტურისტულ მეგაპოლისში და გადაღებულია ფრანგული კომიქსის მიხედვით ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული იმპროვიზაციით...
არც ისე შორეულ მომავალში, ცხოვრებისაგან დაღლილი ლოგანი იმალება და პროფესორ იქსს უვლის მექსიკის საზღვართან, მაგრამ ლოგანს მისი წარსულის დამალვა აღარ შეუძლია. იგი ახალგაზრდა მუტანტს გაიცნობს, რომელსაც ბნელი ძალები აედევნენ...
სამყაროში მომხდარი კატასტროფის შემდეგ ამერიკა გადამწვარ უდაბნოდ გადაიქცა. უსასრულო გზებზე, რომლებიც სავსეა წყალზე და საკვებზე მონადირე ბანდებით, მოგზაურობს ბრძენი ილაი. ერთხელაც ის ყოფილი კალიფორნიის მხარეში ხვდება, რომელსაც ტირანი კარნეგი განაგებს...
ფილმი წარმოადგენს სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციას. პატარა ქალაქს ბურუსი მოიცავს, რომლიდანაც საშინელი არსებები გამოდიან და ქალაქის მცხოვრებლებს ანადგურებენ...
ორბიტის სადგურზე მორიგი გუნდი ჩადის, რათა წინა მორიგე გუნდი შეცვალოს და დედამიწის შესწავლა განაგრძოს. ამ გუნდმა ამოხსნა ეგრედ წოდებული ღვთის ნაწილაკის თეორია, რომელიც კაცობრიობას გაუადვილებს ამოცანის ამოხსნას, რატომ გაჩნდა სიცოცხლე მაინცდამაინც დედამიწაზე. ასტრონავტების მიერ შექმნილი სადგური , რომელიც ნაწილაკებს აჩქარების საშუალებას აძლევდა, რთული აგებულება ჰქონდა და აჩვენებდა როგორ ვითარდებოდა ყველაფერი. ამ რთულ მექანიზმში დაშვებული მცირე შეცდომაც კი გლობალურ კატასტროფამდე მიიყვანს დედამიწას...
დოქტორი რაიან სტოუნი პირველადაა კოსმოსურ შატლზე, მასთან ერთად ხომალდზე იმყოფება ვეტერანი ასტრონავტი მეტ კოვალსკი, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი ფრენაა პენსიაზე გასვლის წინ...
ფილმში მოქმედება მომავალში, დესპოტურ ჩიკაგოში ვითარდება. ყველა ახალგაზრდა, რომელიც 16 წლის ვალდებულია აირჩიოს ერთ-ერთი 5 ფრაქციიდან და სამუდამოდ მას შეუერთდეს. ყველა ფრაქცია განასახიერებს ერთ-ერთ თვისებას: გულწრფელობა, უშიშრობა, უარყოფა, მეგობრულობა და ერუდიცია.
ახლო მომავალში, სადაც შესაძლებელი გახდა დროში მოგზაურობა, ერთ-ერთი კორპორაცია იშორებს არასასურველ ადამიანებს და სპეციალურ პაკეტებში განთავსებულებს აგზავნის მათ წარსულში, მაგრამ ეს უკანონოდ ხდება. მიმღები მხარის მოვალეობაში კი შედის - მოკლას მსხვერპლი და მთლიანად ამოშალოს ისტორიიდან. ყველაფერი შესანიშნავად მიდის მანამ, სანამ მთავარი გმირი არ აღმოაჩენს, რომ მორიგი მსხვერპლი თავადაა გამოგზავნილი მომავლიდან...
22-ე საუკუნეში, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული ყოფილი საზღვაო ქვეითი, უნიკალური მისიის შესასრულებლად პლანეტა პანდორაზე მიემგზავრება. ის იძულებულია შეასრულოს ბრძანებები, მაგრამ ამავე დროს უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის დაცვაც მოუწევს...
უბედური შემთხვევის შემდეგ, გომი იღვიძებს კომიდან და აღმოაჩენს, რომ მის ტელეფონის ფუნქციები მის თავშია ჩადებული. მას აღარ შეუძლია დაუბრუნდეს ნორმალურ თინეიჯერულ ცხოვრებას უცნაური შესაძლებლობების გაჩენის გამო...
სპეცაგენტი მუდამ წარსულსა და მომავალს შორის იმყოფება, რათა მარადიული კარიერა გაინაღდოს. თავის უკანასკნელ მისიაზე ის წარსულიდან თავის თავს დაიხმარს და დაიჭერს დამნაშავეს, რომელიც მუდამ ხელიდან უსხლტებოდა და ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო მასზე...
ჰონკონგის ბრძოლის შემდეგ ოპტიმუს პრაინს ახალი საფრთხე ელის, რომელსაც მარტო ვერ გაუმკალვდება. ამიტომ მას უწევს ახალი მოკავშირეების ძებნა, რათა გადაარჩინოს დედამიწა და სამყარო...
თინეიჯერი სემ ვიტვიკი ძველისძველ ბრძოლაში აღმოჩნდება ჩართული, რომელიც ტრანსფორმირებადი რობოტების არაამქვეყნიურ ფრაქციებს - გმირ აუტობოტებსა და ბოროტ დესეპტიკონებს შორს მიმდინარეობს. სემი წარმოუდგენელი ძალაუფლების გასაღებს ფლობს, ამიტომ დესეპტიკონები, მის მოსაპოვებლად უკან არაფერზე დაიხევენ...
აგენტები ჯეი და ქეი ამჯერად წარსულში. ჯეი თავის წარსულზე გაურკვეველ ამბებს შეიტყობს. ქეის სიცოცხლე და პლანეტის ბედი კი ბეწვზე ჰკიდია, რისთვისაც ჯეიმ წარსულში უნდა იმოგზაუროს, რომ ყველაფერი გამოასწოროს. ამ პროცესში ჯეი ასევე იმ საიდუმლოსაც აღმოაჩენს, რომელსაც ქეი უმალავდა...
სემ ვიტვიკი ნორმალური ცხოვრებისათვის ავტობოტებს ტოვებს. მაგრამ, რადგანაც მისი გონება სავსეა უცნაური სიმბოლოებით, დესეპტიკონები მიზანში ამოიღებენ მას და კვლავ ტრანსფორმერების ომში ჩაითრევენ...
შორეული პლანეტის შესწავლისას, რომელიც გალაქტიკის მეორე მხარეს მდებარეობს, ხომალდის ეკიპაჟი მიხვდება რომ ის ადგილი, რომელიც მათ სამოთხე ეგონათ ბნელი და სახიფათო სამყაროა. მისი ერთადერთი მაცხოვრებელი დევიდია, რომელიც საექსპედიციო მისიის "პრომეთეს" შემდეგ გადარჩა ცოცხალი...
5 ჩვეულებრივი უფროსკლასელი გაიგებს, რომ მათი ქალაქი და მთელი დედამიწა უცხოპლანეტელების მიერ განადგურების საშიშროების ქვეშაა. მალე ისინი გააცნობიერებენ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ პლანეტის გადარჩენა...
გამტაცებლებისგან იმპროვიზირებული ჯავშნის საშუალებით თავის დაღწევის შემდეგ, უმდიდრესი გამომგონებელი და იარაღის შემქმნელი, თავის გამოგონებას კრიმინალთან ბრძოლის სამსახურში იყენებს...
ახლა, როდესაც მისი სუპერ ძალის საიდუმლო უკვე ყველასთვის ცნობილია, ტონი სტარკის ცხოვრება ისეთი დაძაბულია როგორც არასდროს. ყველას აინტერესებს რკინის კაცის ტექნოლოგია, ძალაუფლებისა და სარგებელის მოსაპოვებლად. მაგრამ ივან ვანკოსთვის ეს შურისძიებაა! ტონიმ კიდევ ერხელ უნდა ჩაიცვას სუპერ გმირის კოსტიუმი და დაუპირისპირდეს სახიფათო მტერს, ოღონდ ამჯერად უკვე რამოდენიმე მოკავშირესთან ერთად...
ათასობით ადამიანს სურს იურული პერიოდის სამყაროს ნახვა, მაგრამ ერთი შეხედვით, უსაფრთხო გართობა მთელი კაცობრიობისთვის დიდ საშიშროებად შეიძლება გადაიქცეს...
ისტორია ვითარდება არც თუ ისე შორეულ მომავალში, როცა უცხოპლანეტელების რასა, რომლებსაც ეძახიან მიმიკებს, თავს ესხმის დედამიწას და ანადგურებს მილიონობით ადამიანს. დედამიწის არმია აერთიანებს ძალებს, რათა წინ აღუდგეს დაუნდობელ მოწინააღმდეგეს უკანასკნელ ბრძოლაში კაცობრიობის გადასარჩენად...
გენეტიკური წარმოშობის მაიმუნების მზარდი ერი, ემუქრება დამანგრეველი ვირუსის შემდეგ გადარჩენილ ადამიანთა ჯგუფს. მათ მიაღწიეს სიმშვიდეს, მაგრამ ის აღმოჩნდა ხანმოკლე, რადგან ორივე მხარე ომის ზღვარზეა მისული. ეს ომი განსაზღვრავს ვინ დარჩება დედამიწაზე როგორც დომინანტი...
ისტორიის ცენტრშია მოლეკულარული მედიცინის ბიოლოგი და მისი ასიასტენტი. ერთად ისინი არაჩვეულებრივ აღმოჩენას აკეთებენ, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თანამედროვე საზოგადოება...
ტაილერი შედის ბიბლიოთეკაში და მაგიის წყალობით საუკეთესო საბავშო წიგნების სამყაროში აღმოჩნდება. საყვარელ გმირებთან ერთად იგი მონაწილეობას ღებულობს მულტიპლიკაციურ თავგადასავლებში...
შურისმაძიებლები კაპიტან ამერიკის ხელმძღვანელობით საერთაშორისო მაშტაბის დამანგრეველი ინციდენტის მონაწილეები გახდებიან. ამის გამო მთავრობა დაფიქრდება იმაზე, რომ დაარეგულიროს და გააკონტროლოს ყველა იმ ადამიანების ქმედება, რომლებსაც გააჩნიათ ზებუნებრივი უნარები. მათ შეიმუშავეს "სუპერგმირების რეგისტრაციის აქტი".
ასტრონავტი ბენტი რომლის ხომალდი დაჯდომისას დაზიანდა, იძულებულია დასახმარებლად მაიმუნებს მიმართოს, რომელთა ერთი ნაწილი წინააღმდეგია ადამიანების განადგურების და ისინი და ამ საბაბით ასტრონავტს დახმარებას გაუწევენ თავისი კოლეგების ძებნაში, ამ დროს ბენტი აკრძალულ ზონაში ხვდება, სადაც მიწის ქვეშ ადამიანები კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას ქალაქების ნანგრევებში...
იუბერი დე ტარტასი, მდიდარი მეწარმეა, რომელიც ბედნიერად ცხოვრობს თავის ცოლთან ედმესთან და შვილთან ერთად. მაგრამ მოულოდნელად უცნაური ამბავი მათ ცხოვრებას შეძრავს: ჩრდილოეთ პოლუსზე მისი ცოლის ბაბუა იპოვეს, რომელმაც ყინულში 65 წელი გაატარა. ბაბუა გალღვება და გაცოცხლდება, იმისათვის, კი რომ ბაბუის ფსიქიკას ზიანი არ მოაყენონ, მის ირგვლივ სცდილობენ მე–XX საუკუნის დასაწყისის ცხოვრების ინსცინირებას. თუმცა მათ გეგმებში გაუთვალისწინებელი ვითარებები შეუშლიან ხელს...
XX საუკუნის დასაწყისში პროფესორი ჩელენჯერი არაჩვეულებრივ აღმოჩენას აკეთებს - ამაზონის ჯუნგლებში, შორეულ ფერდობზე არსებობს გასაოცარი და არაჩვეულებრივი სამყარო, სადაც დღემდე არსებობენ დინოზავრები. ევოლუციის მილიონი წელიწადი მათ არ შეხებიათ. თქვენ არ ხართ საიტის წევრი, გაიარეთ რეგისტრაცია რათა გქონდეთ მეტი ფუნქციები და შესაძლებლობები!...
უსახელო და უსახური ქალაქის ახლოს, საიდუმლოებით მოცული ადგილი მავთულხლართებითა და მოდარაჯე ჯარისკაცებით არის დაცული. იქ შეღწევას ვერავინ ბედავს, სტალკერის გარდა.
როდესაც მწვანე უცხოპლანეტელები ჩვენს პლანეტას შემოესევიან, მათი შემოსვლა სულაც არ აღმოჩნდება მშვიდობიანი ამ კომედიაში, რომელიც 50-იანი და 60-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს მიუძღვნეს...
4 ასტრონავტობის მსურველს, 400 დღით სიმულაციურ კოსმოსში ჩაკეტავენ რომ ისინი კოსმოსში მოგზაურობის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში გამოსცადონ. როცა ყველაფერი აირევა, ისინი იძულებული გახდებიან გარეთ გამოვინენ. სწორედ ამ დროს მიხვდებიან რომ დედამიწაზე ყველაფერი შეიცვალა. ნამდვილია ეს თუ ისევ სიმულაცია? თუ კიდევ უფრო სხვა საფეხურზე არიან, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდნენ?