შეაღეთ ჟელიზა-როუზის, უჩვეულო ბავშვის ჯადოსნური სამყაროს კარი. მის სამყაროში ციყვები ლაპარაკობენ, ციცინათელებს სახელები აქვთ და უთავო თოჯინები, რომლებიც მისი მეგობრები არიან, კარადაში ცხოვრობენ...
უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ოლდმენი სამსახურს მიატოვებს. მისი კოლეგები განცვიფრებულები არიან ამ გადაწყვეტილებით და ახსნა-განმარტებებისათვის პროფესორს სახლში მიაკითხავენ. მიზეზი, რომელსაც ოლდმენი მოიშველიებს კიდევ უფრო გამაოგნებელი აღმოჩნდება. მისი მტკიცებით ის უკვდავია და იმისათვის,რომ მისი საიდუმლო არ გამოაშკარავდეს, ერთ ადგილას 10 წელზე დიდ ხანს არასოდეს ჩერდება...
ჯასთინი და მაიკლი ჯასთინის დის სახლში თავიანთ ქორწინებას აღნიშნავენ. ჯასთინის დიდი მონდომების მიუხედავად წვეულება ფიასკოთი სრულდება. ნათესავებს შორის დაძაბულობა მატულობს. ამდროს კი პლანეტა „ „მელანქოლია“ პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება...
2052 წელი, ბერლინი. ლეო ბაილერი მუნჯი ბარმენია და მას არსებობისათვის აღარანაირი მიზეზი არ აქვს - მისი საყვარელი ქალი გაქრა. ძიება მას მიწისქვეშა ქალაქში მიიყვანს, სადაც ამერიკელი ქირურგების წყვილს გაიცნობს. ლეო ვერ ხვდება ვინ არიან მისი ახალი ნაცნობები, დახმარებას უნდა ელოდოს მათგან თუ სასწრაფოდ უნდა გაექცეს მათ...
სამყაროში სადაც ოჯახს მხოლოდ ერთი შვილის გაჩენიც უფლება აქვს 7 ტყუპი და გაჩნდება. მათ კვირის დღეების სახელებს დაარქმევენ და ისინი კვირაში მხოლოდ ერთი დღე გადიან სახლიდან. ერთხელ კი ორშაბათი დაიკარგება...
გამომგონებელი მეგობრები ფარეხში ააწყობენ მოწყობილობას, რომელსაც ობიექტის მასის დაპატარავება შეუძლია, მაგრამ შემთხვევით აღმოაჩენენ გაუთვალისწინებელ შესაძლებლობებს, რისი დახმარებითაც თითქმის ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ...
ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს ბავშვობის სუბლიმირებულ მოგონებებზე წვდომას. ის პოულობს ტექნიკას, რომელიც საშუალებას აძლევს მას წარსულში დაბრუნდეს, დაიკავოს ბავშვობის სხეული და შეცვალოს ისტორია. თუმცა, მალევე აღმოაჩენს, რომ მის მიერ განხორციელებულ ყველა ცვლილებას მოულოდნელი შედეგები მოჰყვება.
რობოტებს და ადამიანებს შორის ომი გრძელდება. თითქოს კაცობრიობას სრული განადგურება ემუქრება. მაგრამ ლიდერის ჯონ კონორის დამსახურებით მათ გამარჯვების შანსი გაუჩნდებათ. რადგან რეალურ დროში მათ ჯონის მოკვლის საშუალება არ აქვთ, ეცდებიან მას წარსულში გაუსწორდნენ...
ჯეიკი და მისი მეუღლე კირა ჩინელ გოგონას მიკას იშვილებენ, და იმისთვის, რომ მიკა ჩინურ კულტურას, ენასა და ფესვებს გაეცნოს, ისინი მეორად გონიერ ანდროიდს, სახელად იანგს ყიდულობენ, რომელიც გოგონასთან ერთად იზრდება. ერთ დღეს, როდესაც ანდროიდი ფუჭდება და უბრალოდ რეაგირებას წყვეტს, ჯეიკი ხელოსანთან მიდის, რომელიც მას არავითარ იმედს არ აძლევს, მაგრამ მაინც ხსნის მოგონებებს იუნგის მკერდიდან. მთავარ გმირს ის ტექნოლოგიებისს მუზეუმში მიაქვს იმ იმედით, რომ მოიპოვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მისი სისტემის გაუმართავობა, სადაც ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი, უხსნის მას, რომ იანგის მეხსიერების ჟურნალში წვდომის მსაღებად ვირტუალური რეალობის სათვალეებია საჭირო.
ფილმის მთავარი გმირი მოუხერხებელი უცხოპლანეტელია შორეული სამყაროდან, რომელიც მასწავლებელის ნერვებს გამოცდას უწყობს. იგი ცდილობს პირველად მოიტაცოს მძინარე ფერმერი...
მას შემდეგ, რაც პრაქსისი ააფეთქებს კრონსის ერთერთ მთვარეს, რომელიც გაანადგურებს კლინგონებთან არსებობის ელემენტარულ საშუალებას, დაპირისპირება ფედერაციის და კლინგონების იმპერიას შორის დამთავრდება. დადგება მშვიდობიანი მოლაპარაკებების დრო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველას არ სურს მშვიდობა - ზოგიერთს აწყობს დაუსრულებელი ომი...
მსოფლიოში ცნობილი სერიალის მერვე ნაწილი მოგვითხრობს უშიშარ ვარსკვლავთ-მფრინავებზე შორეულ მომავალში. მტრული უცხოპლანეტური ცივილიზაციის კურიერები წარსულებში შეიჭრებიან. ლეგენდარული კოსმიური ხომალდის "ენტერპრაიზის" ეკიპაჟის და მისი მამაცი კაპიტანის პიკარდის წინ რთული და სახიფათო ამოცანა დგას – გუნდმა ხელი უნდა შეუშალოს მტრის გეგმებს და დედამიწა გადაარჩინოს...
კაპიტანი კირკი კოსმოსურ ორმოში აღმოჩნდება, სადაც დროის ცვალებადობა აბსოლუტურად განსხვავებულია. სამოცდაათი წლის შემდეგ ვარსვლავთა მოგზაურების შთამომავლები ამავე ორმოს წააწყდებიან და პირისპირ შეშლის ხვდებიან - დამანგრეველს, რომელიც დაჰქრის ვარსკვლავურ გზებზე და მარადიულობას ეძებს. კაპიტანი პიკარდი უარს ამბობს საკუთარ უკვდავებაზე მომავალი თაობების გამო და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს შეშლითან...
მეთაურის რიკის და ადვოკატის ტორის ქორწილის შემდეგ, ხომალდის "ენტერპრაიზის" ეკიპაჟი პლანეტაზე ნეიტრალური ზონის ახლოს პოზიტრონების არსებობას აღმოაჩენს. აქ ისინი იპოვიან B-9, რომლის პროტოტიპი შექმნა ექიმმა სუნგომ. ეს ამოცანა ამოუცნობი რჩება, რადგან გუნდს არ აქვს დრო გამოკვლევების ჩასატარებლად, ამავე დროს ადმირალ ჯანევეი უბრძანებს მათ ახალ ექსპედიციას რომულიუსზე ჩაუდგნენ სათავეში, სადაც სენატი გადააყენეს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად.
ადმირალი კირკი პლანეტა ალფა 5-დან შეტყობინებას იღებს. მისი ძველი მოწინააღმდეგე გამოჩნდა. ხანი გენეტიკურად შექმნილი ზეადამიანია, რომელსაც განვითარებული ინტელექტი, ფიზიკური ძალა და ამბიციები გააჩნია. 15 წლის წინ, ის თავის ხალხთან ერთად, პირველივე შემხვედრ პლანეტაზე გადასვეს, რადგანაც ”ინტერპრაიზის” ხელში ჩაგდებას ცდილობდა. ახლა ხანი თავისუფალია და მხოლოდ კირკის განადგურება სურს, რადგანაც ყველაფერში დამნაშავედ თვლის.
კაპიტან კირკმა და მისმა გუნდმა მისტერ სპოკის ნახევარძმა უნდა დაამარცხონ, რომელმაც გაიტაცა სამი დიპლომატი და ღმერთის ძიების იდეით შებყრობილმა გააკოტრა წარმოება...
კოსმიური ხომალდი "ბოინგ 747" ატლანტიკის ოკეანეში ვარდება და მის აღმოსაჩენად გაგზავნილი გუნდი ვერ აგნებს მას. ჯეიმს ბონდი დაკარგულ შატლს ეძებს და მალე იგებს, რომ ხომალდის მფლობელ ჰიუგო დრაქსს კაცობრიობის განადგურება აქვს დაგეგმილი. ლეგენდარული ბონდიანის მეთერთმეტე ფილმი.
შეერთებული შტატების ატომური წყალქვეშა ნავი "მონტანა", რომელსაც ბირთვული იარაღი გადაჰქონდა, ღია ოკეანეში ჩაიძირა. წყალქვეშა მკვლევართა ჯგუფმა უნდა დაადგინოს ტრაგედიის მიზეზი და გააუვნებელყოს იარაღი...
რას ხედავს სკანერი? გონებას? გულს? ფილიპ ქეი დიკის, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლეგენდარული ავტორის რომანის მიხედვით შექმნილი ფილმი. ცნობილი ფილმების "დანის პირზე მორბენალი", "სრული გახსენება" და "განსხვავებული აზრი"ს შემქმნელისგან. დრო: ახლო მომავალი. ადგილი: ქალაქგარეთ. სცენარი: მხიარული, ჩახლართული ისტორია სადაც მთავრობა ასევე მხიარული მეთოდებით ანადგურებს მოსახლეობას მათ უფლებებს და მათ ურთიერთობებს იმისათვის, რომ გადაარჩინოს ისინი. რობერტ დაუნი ჯუნიორი, ვუდი ჰარელსონი, უაინონა რაიდერი და რორი ქოჰრეინი ერთმანეთზე გადამტერებული მეგობრების როლში. კიანუ რივზი ასევე ერთერთი ჯაშუში-მეგობრის როლშია და მას ნელნელა პიროვნების გაორება ეწყება... ისიამოვნეთ პარანოიის ცქერით. არავინ არ გითვალთვალებთ. მართლა !...
რაკუნ-სითიში ბოროტება მძვინვარებს, უშიშარი ალისი კი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, ვისაც სურს საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოააშკარავოს ბოროტი ძალა. ვირუსი თავს ესხმის ადგილობრივ მაცხოვრებლებს და მათ უკვდავებად აქცევს. მისი კოლეგის ჯილის დახმარებით, ალისი აპირებს სიმართლეს ფარდა ახადოს, მაშინაც კი, თუ მას მოუხდება ბრძოლა ექსპერიმენტულ იარაღთან კოდური სახელით "ნემეზის"...
(4 ეპიზოდამდე 22 წლით ადრე პერიოდი) სეპარატისტული პოლიტიკური დაჯგუფება სენატორ პადმე ამიდალას მკვლელობას გეგმავს. ჯედაის რაინდები ობი-ვან კენობი და ენეკინ სქაიუოქერი კლონების გასაიდუმლოებულ ჯარებს მიაგნებენ. გალაქტიკური რესპუბლიკა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშეა...
(19 წლით ადრე მე-4-ე ეპიზოდამდე) სასტიკი ბრძოლების სამი წლის მერე, კლონების ომი დასასრულს უახლოვდება. ჯიდაები აძლევენ ობი-ვან კენობის დავალებას გენერალი გრივოსი ადგილამდე მიიყვანოს, სასტიკი დროიდების სეპარატიული ჯარების მეთაური, სამართალდამცავი ორგანოების ხელში. ამ დროს კორუსკანტზე ძლიერდება კანცლერი პალპატინის ძალაუფლება. მისი პოლიტიკური რეფორმები გარდაქმნიან ომისგან ძალაამოლეული რესპუბლიკას ძლიერ გალაქტიკურ იმპერიად. პალპატინი გაუხსნის ანაკინ სკაიუოკერს, თავის უახლოეს მოკავშირეს, უდიდესი ძალის საიდუმლოებს, იმის იმედით, რომ ის ბნელეთის მხარეზე გადმოვა...