თომას ა. ანდერსონი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. დღისით ის კომპიუტერის პროგრამისტია, ღამით კი ჰაკერი სახელად - ნეო. ის გაიცნობს მორფეუსს, ლეგენდარულ ჰაკერს, რომელიც მას შოკისმომგვრელ სიმართლეს გაუმხელს ჩვენს რეალობაზე...
ექვსი თვე გავიდა პირველი მატრიცის მოვლენებიდან. ნეო, ტრინიტი და მორფეუსი აგრძელებენ ბრძოლას ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ, რომელიც დედამიწაზე ბატონობს. მატრიცის ძალაუფლებას უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღწევს თავს - ისინი საყოველთაო აჯანყებისათვის ემზადებიან. კომპიუტერული სისტემის უზარმაზარი არმია დაპროგრამებულია იპოვოს და გაანადგუროს რეალური სამყაროს უკანასკნელი ქალაქი, ზიონი.
ტეხასის შტატის ზომის ასტეროიდი პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება 22,000 მილი საათში სიჩქარით. ნასა-ს აღმასრულებელ დირექტორს დენ ტრუმენს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს, გაგზავნოს ჯგუფი ასტეროიდის გასანადგურებლად. ჯგუფში შედის საუკეთესო სპეციალისტი ჰარი ს. სტემპერი. სტემპერი და მისი ბრიგადა უნდა დაეშვას ასტეროიდზე, გაბურღოს მისი ზედაპირი და მოათავსოს ატომური ასაფეთქებელი მექანიზმი...
კომპიუტერული კორპორაციის მეცამეტე სართულზე შემუშავებულ იქნა ვირტუალური რეალობის სრულყოფილი მოდელი, რომლის შექმნას საიდუმლო მკვლელობების მთელი სერია მოჰყვა. ამოცანის ამოცნობა შეიძლება მხოლოდ სხვა განზომილებაში გადასვლისას, სადაც შეიძლება იყოს პასუხები უამრავ კითხვაზე...
რობერტ ნევილი მეცნიერია, რომელმაც ვერ შეაჩერა საშინელი, ხელოვნურად შექმნილი ვირუსის ეპიდემია. ახლა ნევილი უკანასკნელი ადამიანია რომელიც ცხოვრობს ტერიტორიაზე, რაც ნიუ-იორკისგან ან საერთოდ სამყაროსგან არის დარჩენილი. სამი წლის მანძილზე ნევილი აგზავნის შეტყობინებებს რადიოს მეშვეობით, რათა კიდევ იპოვნოს ვინმე გადარჩენილი...
გლობალური დათბობა მრავალი წლის შემდეგაც არ შესუსტებულა. სათბურის ეფექტმა მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია. კატასტროფული ქარიშხლები, ტორნადოები, ცუნამები, წყალდიდობები ყველაზე საშიშ, მომავალ გამყინვარების პერიოდს მოასწავებს. პალეოკლიმატოლოგი ჯეკ ჰოლი მსოფლიოს გადარჩენას ცდილობს და ამასთანავე თავისი შვილის სემის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. სემი ნიუ-იორკში იმყოფებოდა, როდესაც ქალაქი დიდმა გამყინვარებამ მოიცვა...
წარსულში მოვლენების ცვლილების იმედით, მე-19 საუკუნის გამომგონებელი, წარსულის ნაცვლად 800 000 წლით წინ, მომავალში აღმოჩნდება, სადაც მას ორი, ერთმანეთთან მებრძოლი რასა ხვდება...
ისტორია საიდუმლო ეპიდემიაზე, რომელსაც უცხოპლანეტელები, ჩვენს პლანეტაზე შემოჭრილები, პატარა ქალაქს შეყრიან. ფილმის მთავარი გმირი ნიკოლ კიდმანი, ფსიქიატრი ვაშინგტონიდან, შესძლებს ამ ქალაქის მაცხოვრებლების გაუგებარი მოქცევის ცვლილებების ნამდვილი მიზეზის პოვნას...
დატჩი და მისი ჯარისკაცები ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დაიქირავა, რათა ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში ჩამოვარდნილი მფრინავები, პარტიზანებისგან გადაარჩინონ. მისია საქმეს უმკლავდება, თუმცა დაბრუნებისას აღმოაჩენენ, რომ მათ რაღაც დასდევთ. თითქმის შეუმჩნეველი, ტყესთან შერწყმული, რომელიც მსხვერპლის გვამებს ნაწილებს აცლის. თანდათან მაყურებელი ხედავს, რომ ეს არის ჭკვიანი უცხოპლანეტელი მონადირე, რომელიც ადამიანებზე ნადირობს და სათითაოდ კლავს...
ფილმი მოგვითხრობს ბევრისთვის ნაცნობი პერსონაჟის, რიდიკის პირველ ეკრანიზებულ თავგადასავალს. ფილმის გმირები ხვდებიან პლანეტაზე სადაც საოცრად საშიში არსებები ბინადრობენ...
ოთხი წლის შემდეგ, რაც იურიული პერიოდის პარკის გენეტიკურად გამოყვანილი დინოზავრები გაცოფდნენ, მულტიმილიონერი ჯონ ჰამონდსი შოკში აგდებს ქაოსის თეორეტიკოს იან მალკოლმს, რომელიც გამოააშკარავებს, რომ მულტიმილიონერს კვლავ გამოჰყავს მხეცები საიდუმლო ადგილას. მალკოლმი, მისი პალეონტოლოგი შეყვარებული და ვიდეო ოპერატორი ექსპედიციას უერთდებიან, რათა ასახონ მომაკვდინებელი ხვლიკის ბუნებრივი ქცევა...
ილუზიონისტს ლას ვეგასიდან, რომელსაც შეუძლია მომავლის დანახვა, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები დასდევენ, რომლებსაც სურთ მისი უნარი ატომური ტერორისტული აქტის თავიდან ასაცილებლად გამოიყენონ...
ახალგაზრდა ბიჭი ცდილობს ბავშვობის მოგონებები აღიდგინოს. ის მიაგნებს გზას, რომლის დახმარებითაც წარსულში გადადის და კვლავ ბავშვია. მას შეუძლია მოვლენების განვითარება შეცვალოს, მაგრამ მალე ხვდება, რომ ყველა ამ ცვლილებას გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვება...
იმის გამო, რომ დოქტორ ალან გრანტს კვლევის ჩასატარებლად თანხა სჭირდება, იგი თანახმაა პოლ და ამანდა კირბისთან ერთად ნაკლებად ცნობილ კუნძულზე მოგზაურობის სანაცვლოდ დიდი თანხა მიიღოს. თუმცა სიტუაცია მოულოდნელად იცვლება და მოგზაურები იძულებულნი გახდებიან გადარჩენისთვის იბრძოლონ, რათა დინოზავრების ლუკმა არ გახდნენ...
იზოლაცია, პანიკა... ყველა კოშმარს აქვს დასაწყისი... ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, ადამიანის სასტიკი გამოგონების - კუბის ზედამხედველობა ევალება, მის ერთ-ერთ ოთახში, შემთხვევით დატყვევებულ ქალს შენიშნავს, და მიუხედავად დიდი რისკისა გადაწყვიტავს დაეხმაროს მას...
ფილმის გმირმა ახალი ვირტუალური თამაში გამოიგონა: ადამიანის სხეულს უერთდება სპეციალური ბიოდრაივერი, რომელიც გონებასთანაა დაკავშირებული და თამაში, რომელშიც ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის ფაქტიურად არ არსებობს, მთლიანად მოთამაშეთა წარმოსახვაზეა დამოკიდებული...
მას შემდეგ, რაც ძლიერი მზის აფეთქება დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ანადგურებს, რომლის შედეგადაც ცოცხალი ორგანიზმები რადიაციისა და ნალექებისგან მუტაციას განიცდიან, განძის მაძიებელი ევროპაში მიემგზავრება მონა ლიზას საპოვნელად. მალევე მიხვდება, რომ მას უფრო მნიშვნელოვანი მისია აქვს, ვიდრე უბრალოდ ნახატის პოვნაა.
იაპონური ანიმაციური საშინელება, ვამპირის შესახებ, რომელსაც ვიეტნამის ომიდან დაბრუნებისთანავე, აშშ-ს მთავრობა უკანასკნელი ვამპირის განადგურებას ავალებს...
როდესაც დედამიწას მოულოდნელი საფრთხე დაემუქრება, გლობალური უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის, S.H.I.E.L.D დირექტორი ნიკ ფური გადაწყვეტს სუპერგმირების გუნდი შეკრიბოს, რათა თავიდან აიცილოს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა...
მოზარდი სახელად ტომასი, იღვიძებს ლიფტში და არაფერი არ ახსოვს. ის აღმოჩნდება 60-მდე მოზარდთან ერთად, რომლებმაც შეძლეს ჩაკეტილ სივრცეში გადარჩენა. თვეში ერთხელ ჯგუფს ემატება ახალი მონაწილე. ბიჭები უკვე წლებია ცდილობენ გამოაღწიონ ამ ლაბირინთიდან. ერთხელაც, ახალი ბიჭის მაგივრად, გამოჩნდება გოგონა კომაში...
მეცნიერი ვილ როდმანი ცდილობს ალცჰეიმერის დაავადების განსაკურნი საშუალების გამოგონებას. ის მაიმუნებზე ცდის ახალ პრეპარატს, რომელსაც საოცარი გვერდითი მოვლენა აღენიშნება - პრეპარატი რამდენჯერმე ზრდის მაიმუნების ინტელექტს. მთავარი გმირი შიმპანზე ცეზარი აცნობიერებს რა თავის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, სხვა მაიმუნებთან ერთად აწყობს აჯანყებას ადამიანების წინააღმდეგ...
მეორე მსოფლიო ომის მოსაგებად ამერიკელები ბრუკლინელ, ფიზიკურად სუსტ სტივ როჯერსს სუპერ-ჯარისკაც "კაპიტან ამერიკად" გადააქცევენ. როჯერმა ადოლფ ჰიტლერის იარაღების მმართველი, სასტიკი "წითელი ჩონჩხი" უნდა შეაჩეროს. იგი ორგანიზაციის ლიდერია, რომელიც უდიდეს საიდუმლო ძალას ფლობს, რისი მეშვეობითაც მსოფლიოს დაპყრობაა შესაძლებელი...
ახალგაზრდა მეი ჰოლანდი, დამწყები , მაგრამ პერსპექტიული სპეციალისტი თავის სფეროში, იღებს ვაკანსიას უმსხვილეს კომპანიაშია "წრე" . კომპანიის დამაარსებელი მალევე შეამჩნევს მას და სთავაზობს მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტში, რომელიც გადაატრიალებს მილიარდობით ადამიანის წარმოდგენას პირადი თავისუფლების საზღვრებზე...
უახლოეს მომავალში, როდესაც კრივი მაღალტექნოლოგიური ხდება, ყოფილი მებრძოლი ჩარლი კენტონი, რომელმაც ფოლადის რობოტებთან შერკინება წააგო, მის ვაჟთან ერთად დაუმარცხებელი რობოტის შექმნას და გაწვრთნას გადაწყვეტს...
ამ სამეცნიერო-ფანტასტიკურ თრილერში, ტელეკინეზის და ნათელმხილვეობის უნარის მქონე, უცხოეთში მცხოვრები ამერიკელი ექსპატრიანტების ჯგუფი ამერიკის მთავრობის საიდუმლო სააგენტოს ემალება. მათ უნდა გამოიყენონ ეს ზებუნებრივი ნიჭი და გაერთიანდნენ ფინალურ ბრძოლაში, რათა სამუდამოდ დააღწიონ თავი სააგენტოს...
მოვლენები ვითარდება ახლო მომავალში. კერძო ციხეებში პატიმრებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად მოუწევთ ჭიდილი სხვა პატიმრებთან სატელევიზიო შოუში.კარლ ლუკასმა ოთხი რბოლა მოიგო და ერთიღა დარჩა თავისუფლების მოსაპოვებლად.ლუკასს და მის გუნდს სხვა ციხეში გადაიყვანენ და ახლა რბოლა მას უდაბნოში მოუწევს...
ნერვიული ჰენრი, რომელიც ცხოვრობს მეწარმეთა ქალაქში, რომელიც შედგება კვამლისგან, ხმაურისგან და ჩრდილებისგან, იძლებულია ცოლად მოიყვენოს თავისი მეგობარი გოგონა ცოლად იმის შემდეგ, რაც ის განუცხადებს, რომ ორსულადაა, და შედეგად გახდება პატარა, მუტანტი–ბავშვის მამა. ახლა ოჯახის წინ პრობლემა დგება ამ ურჩხულის მოვლასთან დაკავშირებით.
ატომური აფეთქების შემდეგ რამდენიმე გადარჩენილი ადამიანი ერთად იმალება საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში, სადაც საკვების მარაგი ნელ-ნელა ილევა და შიში ისადგურებს...
მეცნიერები, ელიზა და კლაივი უგულებელყოფენ მორალურ-ეთიკურ ნორმებს, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსს და სინთეზს უკეთებენ ადამიანის და ცხოველის დნმ-ს. ექსპერიმენტის შედეგად ქვეყანას მოევლინა გოგონა, შემდეგში ქალი-ჰიმერა. როგორც აღმოჩნდა შემქმნელებს მასთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ, რომელიც მათი სიცოცხლისთვის საშიშია...
2154 წელი, არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: ძალიან მდიდრები, რომლებიც ცხოვრობენ კოსმოსურ სადგურ ელიზიუმზე, სადაც ყველას ყველაფერი აქვს და დანარჩენები, რომლებიც დანგრეულ, დაბინძურებულ დედამიწაზე აგრძელებენ ცხოვრებას...
80 ადამიანი გაიტაცეს გაუგებარ ექსპერიმენტში გამოსაყენებლად, რომლის არსი წრეზე სირბილია. გაჩერდები - მოკვდები, გადახვალ გზიდან - მოკვდები, ჩამორჩები 2 წრით - მოკვდები. ვიღაც ცდილობს დარჩეს ადამიანად და დაეხმაროს მეგობარს, ხოლო სხვები კი მხეცებს ემსგავსებიან და უბრალოდ წინ გარბიან...
ათი წელი გავიდა გარღვევის ბრძოლიდან, მაგრამ ოკეანეებში სიმშვიდემ ჯერ კიდევ ვერ დაისადგურა. ბოლო ბრძოლის შემდეგ იეიგერის პროგრამა ჩაერთო უძლიერეს დაცვაში კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. PPDC ახლა იხმობს საუკეთსოებს, რომ აღსდგნენ და გახდნენ შემდეგი თაობის გმირები კაიჯუს წინააღმდეგ...
1928 წელს, ეგვიპტეში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, საიდუმლო იეროგლიფებით დაფარული, გიგანტური ქვის რგოლი. მის გამოსაკვლევად მოწვეულია ამერიკელი ეგვიპტოლოგი ჯექსონი, რომელიც იზიარებს თეორიას ეგვიპტის პირამიდების არამიწერი წარმოშობის შესახებ. იეროგლიფების გაშიფრვა ფარდას ხდის საიდუმლო რგოლის დანიშნულებას. ეს არის კარიბჭე სხვა სამყაროში!..
ჯერ კიდევ გუშინ ის იყო სექსუალური ქერა, მაგრამ დღეს - ყველაზე საშიში და მომაკვდინებელი იარაღია დედამიწაზე, ზებუნებრივი ძალით და ინტელექტით. ის რასაც მსოფლიოს გენიოსები თვლიდნენ ფანტასტიკურ თეორიად, მისთვის გახდა რელობა. ის სავსეა სიძულვილის და შურისძიების გრძნობით, მას ქვია ლუსი...
პარანოიკული ექშენ-თრილერი წარუმატებელი მწერლის შესახებ, რომლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება საიდუმლო აბის მიღების შემდეგ, რის დახმარებითაც ტვინის 100 პროცენტით გამოყენება და შენი თავის იდეალური ვერსიის შექმნაა შესაძლებელი. ეს არაბუნებრივი შესაძლებლობა მალე ბნელი ძალების ყურადღებას მიიპყრობს, რის გამოც მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.
ახლო მომავალში, როცა ადამიანის ხელოვნური ორგანოების ყიდვა კრედიტითაა შესაძლებელი, ერთი მამაკაცი ფულს იმ ორგანოების დაბრუნებით შოულობს, რომელთა მომხმარებლებიც ფულს ვერ იხდიან. რა მოხდება, როცა ამ ბიზნესში საუკეთესო მფატრავი თავისი საკუთარი ხელოვნური გულის საფასურს ვერ აანაზღაურებს?..
28 დღის შემდეგ, რაც სასიკვდილო ვირუსი ბრიტანული კვლევითი დაწესებულებიდან გავრცელდა, ლონდონში გადარჩენილი ადამიანები ცდილობენ თავი დაიცვან და არ დაავადდნენ. ვირუსი ადამიანებს და ცხოველებს გადააქვთ და დაავადებულებს მანიაკებად აქცევს...
ფილმის მოქმედება მომავალში ვითარდება. შოტლანდია კარანტინშია, რადგან იქ სასიკვდილო ვირუსი მძვინვარებს. როცა ვირუსი ლონდონში აღწევს, პოლიტიკოსი ლიდერები მაიორ ედენ სინკლერს შოტლანდიაში გზავნიან, რომ მან გადარჩენილ ადამიანებზე დაყრდნობით განკურნების საშუალებას მიაგნოს...
სასიკვდილო ვირუსმა ბრიტანეთის ყველა მოქალაქე იმსხვერპლა. ამერიკელთა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ საფრთხე ჩავლილია და კუნძულზე ჩასვლას გაბედავს. მალე ცხადი ხდება, რომ ვირუსი კვლავ ცოცხლობს და ახალ მსხვერპლს ელის...
მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ციხეში, ახალი თამაში იწყება: სასიკვდილო რბოლა. ამ ადრენალინით აღსავსე სისხლიანი სპორტის წესები მარტივია, მართე საჭე ან მოკვდები. როდესაც გამოსწორებული კრიმინალი კარლ ლუკასი იგებს, რომ მასზე ნადირობაა გამოცხადებული, მისი ერთადერთი იმედი ცივსისხლიანი კრიმინალებისა და კარგად აღჭურვილი მანქანების თავბრუდამხვევ რბოლაში გადარჩენაა...
რბოლებში სამგზის ჩემპიონი ჯეისონ ეიმსი, ციხეში მკვლელობისთვის ჩასვეს, რომელიც არ ჩაუდენია. ციხის უფროსი აიძულებს მას, სასტიკ დამნაშავეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს სისხლიან შეჯიბრში...
ფილმის მოქმედება ვითარდება შოტლანდიაში, სადაც ყოველდღე ედინბურგ-გლაზგოს გზატკეცილზე დადის ძვირადღირებული მანქანა მდიდარი მძღოლის თანხლებით. საჭესთან ლამაზმანია დიდი მკერდით და მწვანე თვალებით. გზად ის იყვანს მგზავრებს, ძირითადად ჯანმრთელ და ძლიერი მამაკაცებს. უცნაური ლამაზმანის მგზავრები უკან აღარ ბრუნდებიან...
სატელევიზიო პროდიუსერი მაქს პენი, რომელიც თავისი საკაბელო არხისთვის, ახალ და ორიგინალურ პორნოგრაფიას ეძებს შემთხვევით ნახულობს "ვიდეოდრომს". აქ ხდება გადაცემის ტრანსლირება სექსის და მკვლელობების შესახებ, რომლის მრავალჯერადი ყურება არამარტო ფსიქიკის, არამედ ადამიანის სხეულის გახრწნასაც იწვევს...
50 წლის შემდეგ მზე ქვრება და სიცოცხლეს დედამიწაზე არქტიკული ტემპერატურის საფრთხე ემუქრება. კაცობრიობა მთელ თავის რესურს მოუყრის თავს, რათა მზისკენ კოსმოსური ხომალდი გააგზავნოს. მისი ტვირთი - უზარმაზარი ბომბია. ამ ტიპის ხომალდი სულ ორია. პირველი მზისკენ მიმავალ გზაზე დაიკარგა...
"შიმშილის თამაშები" სამუდამოდ დასრულდა, რადგან კაპიტოლიუმს მთელი პანემი აუჯანყდა. აჯანყების მოთავე მე-13 რაიონი და მისი პრეზიდენტი კოინია, აჯანყების სიმბოლო კი – ქეთნისი, კაჭკაჭჯაფარა, რომელიც თანახმაა, აჯანყებულებს დაეხმაროს და ამით შური იძიოს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩანს ასე მარტივი...
ქეთნის ევერდინის და მისი მეგობრების თავგადასავალი გრძელდება. ამჯერად ქეთნისს და პიტას მოუწევთ კვარტალურ თამაშებში მონაწილეობა და კვლავ გადარჩენისთვის ბრძოლა...
ჯონ ანდერტონი, "პრეკრიმინალური" პოლიციის უფროსია 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში, მაშინ, როცა ტექნოლოგიას შეუძლია გამოიცნოს და გამოავლინოს დანაშაული მის ჩადენამდე. ანდერტონი თავად ხდება მსხვერპლი, როცა მკვლელობის ბრალდებით სხვა გამომძიებელი მიზანში ამოიღებს. შეძლებს თუ არა ანდერტონი იპოვოს ბზარი სისტემაში და დროულად დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა?
მეცნიერები გაოგნებული არიან 1945 წელს გაუჩინარებული თვითფრინავის უკან დაბრუნებით, ელექტროენერგიის მიწოდებაში უცნაური ხარვეზებით და მოვლენებით რომლის ახსნაც უჭირთ. ისინი სკეპტიკურად უყურებენ იმ აზრს, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი უცხოპლანეტელთა დამსახურება იყოს.
აღდგენილი რწმენითა და სუპერმენის თავდაუზოგავი ქმედებებით შთაგონებული ბრიუს უეინი და დიანა პრინცი იწვევენ მეტაადამიანების ჯგუფს, რომელიც შედგება ბარი ალენის, არტურ კურისა და ვიქტორ სტოუნისგან, რომ შეებრძოლონ სტეფენვულვისა და პარადემონების კატასტროფულ ქმედებებს...
ტომასი წინ უძღვება საკუთარ გუნდს "მორბენლები" მათი ფინალური და ყველაზე სახიფათო მისიის შესასრულებლად. იმისთვის, რომ მეგობრები გადაარჩინონ, ისინი უნდა შეიჭრნენ ლეგენდარულ "ლასთ სითიში". WCKD-ის მიერ გაკონტროლებულ ლაბირინთში, რომელიც შესაძლოა ყველაზე საშინელ ადგილად იქცეს. ყველა, ვინც ლაბირინთს ცოცხალი დატოვებს, მიიღებს პასუხს ყველა კითხვაზე, რომელიც მაშინ დაებადათ, როცა ლაბირინთში პირველად მოხვდნენ...