ლეო სასიყვარულო რომანებს წერს, მაგრამ მისი სახელი ყველასთვის უცნობია. ყველა ეს ბესტსელერი მილიონობით იყიდება. ლეო ოცნებობს, რომ სერიოზული ლიტერატურის ავტორი გახდეს...
მისის ტრეისი გაცილებულია და ემზადება კვლავ გათხოვებისთვის. მისი საქმრო მამამისის სანავთობო კომპანიის ხელმძღვანელია. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ უცებ მისი ყოფილი ქმარი გამოჩნდება...
სიბელი - 18 წლის თურქი რეივერშაა, რომელიც ჰამბურგში გაიზარდა. ის ძალზე თვითნებაა და ძალიან უყვარს სიცოცხლე, იმისათვის, რომ შეეგუოს კეთილშობილი მუსულმანი ქალის ბედს. ოჯახის მეთვალყურეობის მოსაცილებლად, ის იძულებულია ფიქტიურად თავის თანამემამულეს გაჰყვეს ცოლად..
შაი შეყვარებულია, მაგრამ ერიდება გრძნობების გამჟღავნება. ის თხოვს მეგობარს მის მაგივრად დაწეროს წერილები. ჯი–ჰაის მიმოწერის შედეგად შეუყვარდება გოგონა, მაგრამ ის ამავე დროს დედის საიდუმლოს იგებს...
რობერტო ახალგაზრდა ამბიციური ადვოკატია, რომელსაც ცოლად სარა მოჰყავს. მისი მთელი ცხოვრება იდეალურად არის დაგეგმილი. მივლინების დროს იგი მიკოლს გაიცნობს, გოგონას ტოსკანის პატარა სოფლიდან. ამის შემდეგ კი ყველაფერი რთულდება...RN ფაბიო ოცი წლის განმავლობაში იდეალური ქმარი იყო, იქამდე სანამ წვეულებაზე ელიანას გაიცნობდა, რომელიც მოულოდნელობებით აღსავსე საბედისწერო ქალია... RNადრიანი ამერიკელი ისტორიის მასწავლებელია, რომელიც განქორწინების შემდეგ რომში ჩადის. მისი მეგობარი კონსიერჟის, აუგუსტოს ქალიშვილი კი მას სიმშვიდეს ურღვევს და გულში ცეცხლს დაუნთებს.
დენისი თავის ფეხმძიმე საცოლეს ჯვრისწერისას ტოვებს და ხუთი წლის შემდეგ ხვდება, რამდენად დიდი შეცდომა ჩაიდინა. ის ხომ მისი ნამდვილი სიყვარული იყო. დაბრუნებისთვის გოგონა მეტად რთულ პირობას უყენებს. დენისმა მარათონში უნდა გაომარჯვოს...
"მოკლე შეხვედრა" ბრიტანელი რეჟისორის დევიდ ლინის კლასიკაა ორ ადამიანზე, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ და ხვდებიან რომ ერთად ვერასოდეს იქნებიან...
ლეო ყოფილი ჩემპიონი მოკრივეა. მან საფრანგეთი დატოვა და ახლა კარტაჰენაში განდეგილ ცხოვრებას ეწევა. ის ძირითადად დროს ბარში ატარებს და როდესაც ფული უმთავრდება სამუშაოს ძებნას იწყებს. მას ახალგაზრდა ქალი - მიურიელი ქირაობს, რომელიც ავტოკატასტროფის შემდეგ ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული...
ახალგაზრდა ქალი კაცს თვითმკვლელობისაგან იხსნის. ის კი სოციოპატი აღმოჩნდება და აწამებს ქალს როგორ სიტყვიერად ასევე ემოციურად.თუმცა ქალი მაინც ვერ შორდება...
ახლო მომავალი. შვიდი წლის რებეკა და ტომასი პატარა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობენ და ბავშვობიდან მეგობრობენ. სკოლის დამთავრების შემდეგ რებეკა მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და ახლა უკვე გაზრდილ ტომასთან რომანი ეწყება. რამოდენიმე თვის შემდეგ ტომასი ავტოკატასტროფაში იღუპება. სასოწარკვეთილი რებეკა ადგილს ვერ პოულობს, სანამ თავში გიჟური იდეა არ მოსდის...
როდესაც დასტინს მეგობარი გოგონა ალექსისი მიატოვებს, იგი თავის საუკეთესო მეგობარს - ტენკს დაიქირავებს, რათა მან ალექსისს ისეთი ცუდი პაემანი მოუწყოს, რომ გოგონა დასტინთან დაბრუნდეს. ტენკს მართლა შეუყვარდება ალექსისი და გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდება...
როდესაც ცნობილი მექალთანე კონორ მიდი მისი ძმის, პოლის ქორწილში მიდის, იძულებული ხდება მისი საქციელი გადააფასოს, რადგან ყოფილი, ახლანდელი და მომავალი შეყვარებულების და ასევე მისი გარდაცვლილი ბიძის მოჩვენებებთან შეხვედრა უწევს. ეს მოვლენები მის ცხოვრებას შეცვლის და კონორს მის პირველ და ნამდვილ სიყვარულთან დააბრუნებს...
ახალგაზდა მამაკაცი შედის ნარკომან გოგონასთან, რომელთანაც წინა დღეს იყო, მაგრამ ქალი ნარკო კურიერს ელოდება და იგი საერთოდ არ ახსოვს. ვიქტორი წასვლას უარობს, და მაშინ ქალი რევოლვერს იღებს ხელში. ისმის შემთხვევითი სროლის ხმა...
მარტის კატები – ეს უფროსკლასელების კომპანიაა, რომელმაც გარიგება დადეს; ყოველივე აკეთებს ყოველთვიურ შენატანებს, მთელ თანხას კი ბოლო აიღებს ვინც უცოლოდ დარჩა. რამოდენიმე წლის შემდეგ უცოლო დარჩა ორი. და ერთერთს მათგანს ფული ესაჭიროება იმისათვის, რომ მაფიასთან დაფაროს ვალები, მეორე კი ქალებს ვერ იტანს. პირველი მზადაა ფული გოგონასთან გაყოს, რომელიც მეორეს საქორწინო კონტრაქტზე დაათანხმებს, მაგრამ თვითონ შეუყვარდება. ყველაზე საინტერესო – არა გმირების ურთიერთობაა, არამედ იუმორი...
კოლეჯის ბრიტანელი სტუდენტი გოგონა ამერიკელ ბიჭს შეიყვარებს, მაგრამ ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, რადგან გოგონას დეპორტაცია ემუქრება, მის ვიზას ვადა გასდის.
ჯორჯ ბენკსი ჩვეულებრივი, საშუალო ასაკის მამაკაცია. მისი 21 წლის ქალიშვილი, ენი, მაღალი წრის საზოგადოების კაცს მიჰყვება ცოლად, თუმცა ჯორჯს ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნია საკუთარი შვილისგან შორს...
XVII-ე საუკუნის საფრანგეთი. ახალგაზრდა ანჟელიკას აქორწინებენ გრაფ დე პეიარკზე, რომელიც არის მდიდარი და მას ჯადოქარს უწოდებენ. თავიდან ანჟელიკას ეზიზღება ქმარი, მაგრამ თანდათანობით ის მიხვდება, რომ მკაცრი გარეგნობის უკან იმალება მომხიბლავი, კეთილი, გულისხმიერი და სამართლიანი ადამიანი.
შობის წინა დღეს, დოქტორი ვანესა ტერნერი მშობლიურ ქალაქში ჩადის. იქ ის იგებს, რომ მამამისი, ცნობილი ექიმი, პენსიაზე გადის. მას შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა, დაიკავოს მისი ადგილი და გააგრძელოს ექიმების ოჯახის მემკვიდრეობა.
განმარტოებულ აგარაკზე გადასვლის შემდეგ, კრიზისში მყოფი წყვილი აუხსნელ ფენომენს წააწყდება: მათი სხეულები ერთმანეთისკენ განუსაზღვრელი ძალით იწყებენ მიზიდვას. თავის გადასარჩენად, მათ ამ ადგილის საიდუმლო უნდა ამოხსნან, სანამ ერთ მთლიანობად იქცევიან.
მორგან გრანტი და მისი ქალიშვილი კლარა იკვლევენ, თუ რახდებოდა რეალურად უბედურ შემთხვევამდე, ფიქრობენ რომ ადგილი ჰქონდა ღალატს და იძულებულები არიან, ოჯახურ საიდუმლოებებს თვალი გაუსწორონ, ხელახლა განსაზღვრონ სიყვარული და ხელახლა აღმოაჩინონ ერთმანეთი.
კარლ ალენის ცხოვრება მაშინ იცვლება, როცა იგი მოხვდება პიროვნული განვითარების პროგრამაში, რომლის ლოზუნგია: უბრალოდ თქვი - დიახ. სიტყვა - "დიახ" კარლის ცხოვრებას შეცვლის, მისი სამსახურეობრივი და სასიყვარულო ცხოვრება წინ მიიწევს. მაგრამ ცოტა ხანში კარლი ხვდება, რომ ყველაფერზე დათანხმება შესაძლოა საუკეთესო გამოსავალი სულაც არ იყოს...
ეჟენი და დოდინი ნიჭიერი შეფ-მზარეულების დუეტია, რომლებიც ქმნიან დახვეწილ და უგემრიელეს კერძებს, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეულებზე შთაბეჭდილების მოხდენა. დოდინი, რომელიც დიდი ხანია შეყვარებულია ეჟენზე, გამუდმებით ცდილობს მოიგოს საყვარელი ადამიანის გული...
სარა და დევიდი ერთმანეთისთვის უცხოები იყვნენ, სანამ საერთო მეგობრის ქორწილში არ შეხვდნენ. მალე ისინი ხანგრძლივ, გაბედულ და მშვენიერ მოგზაურობას იწყებენ, სადაც წარსულში მომხდარ მნიშვნელოვან მომენტებს იხსენებენ. ეს მათ ეხმარება გაიგონ, თუ როგორ მიაღწიეს იქ, სადაც ახლა არიან და, ეს შესაძლოა, მომავლის შეცვლის შანსიც იყოს.
მოვლენები თანამედროვე ლონდონში ვითარდება. ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე, სადაც ოთხი უცნობი ერთმანეთს ხვდება, მათი წამიერი გატაცებები და შემთხვევითი ღალატი...
ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია ორ ახალგაზრდას შორის. ალმუტი, გამჭრიახი და შეუკავებელი შეფ-მზარეულია, ხოლო ტობიასი, ცოტა ხნის წინ განქორწინებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელთა მოულოდნელი შეხვედრა სამუდამოდ შეცვლის მათივე ცხოვრებას...
ჯიმუვი - ახალი ფილმები და სერიალები ქართულად უფასოდ, უახლესი თურქული სერიალები ქართულად, axali filmebi da serialebi qartulad ufasod, pilmebi qartulad online, uaxlesi turquli serialebi qartulad
ნიკ მარშალი სარეკლამო კომპანიის თვითკმაყოფილი ხელმძღვანელია. უბედური შემთხვევის შემდეგ ნიკს უჩნდება უნარი, გაიგოს თუ რაზე ფიქრობენ ქალები, რომელსაც ის თავისი ახალი ბოსის, მომხიბვლელი დარსის წინააღმდეგ იყენებს...
ოსკაროსანი ფილმი შეუდარებელი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც ორი დის – მგრძნობიარე ელინორისა და ვნებიანი მარიანას სიყვარულისა და ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს...
ტომი მოუმზადებელი აღმოჩნდა. მას მხოლოდ საღამოს გატარება სურდა ლიზასთან, სანამ მის მრისხანე შეფი მივლინებაში იყო წასული. ყველაფერი კი პირიქით აღმოჩნდა! ახლა კი დაემშვიდობე ცხოვრებას ბიჭო!
ფილმის მთავარი გმირია ინგლისელი მოახლე სტივენსი, რომელმაც მთელი ცხოვრება ისე გაატარა, რომ თავისი საქმისთვის არ უღალატია. ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც მამულში ახალი მოახლე ქალი მისს კენტონი მოვა...
ლოს-ანჯელესი. ამერიკა ჩაფლულია უდიდესი დეპრესიის მორევში. მექსიკელი ლამაზმანი კამილა, სიღარიბეში ცხოვრობს და ოცნებობს ცოლად გაჰყვეს წარმატებულ ამერიკელს. ერთხელაც, ერთ იტალიელ ემიგრანტ მწერალს - არტურო ბანდინის გაიცნობს. და მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება სიყვარული...
"ლას-ვეგასის დატოვებისას" ლამაზი, სევდიანი ფილმია რომელშიც, აღწერილია ორი მარტოხელა ადამიანის ცხოვრება. ნიკოლას ქეიჯმა ოსკარი მოიპოვა ამ ფილმში ლოთი ბენ სანდერსონის პერსონაჟის განსახიერებისთვის.
ორ მებრძოლს, რომლებიც მოპარულ ხმალს და სახელგანთქმულ, გაქცეულ ადამიანს დაეძებენ, კვალი დიდგვაროვანის იმპულსურ, ფიზიკურად გაწვრთნილ ახალგაზრდა ქალიშვილთან მიიყვანს, რომელიც თავისი ცხოვრების გზის გასაყარზე იმყოფება...
ბენი ცდილობს საკუთარ ქორწილზე ჩავიდეს სავანაში.თუმცა თვითმფრინავი, რომლითაც ის მიფრინავს კატასტროფას განიცდის. ახლა ბენი მომხიბლავ, მაგრამ ექსცენტრიულ მგზავრ სარასთან ერთად გაუთვალისწინებელი თავგადასავლებისთვის უნდა მოემზადოს...
ჯენასა და ლაიონის ქორწილი დიდი ხნის წინ დაშორებული ნოასა და ნიკს შორის ნანატრი შეხვედრის მიზეზია. ნიკის უუნარობა, აპატიოს ნოეს, გადაულახავ ბარიერად არის ქცეული. ის, ბაბუის ბიზნესის მემკვიდრეა, ჯენა კი პროფესიულ ცხოვრებას იწყობს, ეს კი მათ გრძნობების გაღვივებაში ხელს უშლის, თუმცა ახლა, როდესაც მათი გზები კვლავ გადაიკვეთა, იქნება სიყვარული წყენაზე ძლიერია?
აირისისა და აიზეკის პირველი რომანტიკული შაბათ-კვირის გატარება, წარუმატებლად მიდის. აირისი დარწმუნებულია, რომ იპოვა იდეალური მამაკაცი და რომ ის უბრალოდ დაბნეულია, ამიტომ ის სულ უფრო სასაცილოდ და ირაციონალურად იქცევა, რათა აიზეკს დაუმტკიცოს, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები.
კურიერი, რომელსაც ფული ძალიან სჭირდება, რადგან შესაძლოა სახლი დაკარგოს დათანხმდება შემოთავაზებას, რომელშიც ერთი წყვილი თავიანთი საშინლად მოუხერხებელი შვილისთვის შეყვარებულს ეძებს...
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომელიც მეგობრებთან ერთად მიემგზავრება ევროპის მოსანახულებლად, სანამ წესრიგითა და გეგმებით სავსე ცხოვრებას დაიწყებს. მაგრამ ერთ უმნიშვნელოდ ჩასახლებულ ქალაქში, ბედი მოულოდნელად შეახვედრებს ჯეკს...
მომხიბვლელი მამაკაცი ესკორტის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ის შეყვარებას იწყებს, რაც მას გამოწვევას უქმნის იმის აღმოჩენაში, თუ რა სურს და რა სჭირდება სინამდვილეში...
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას სამ ძმასა და მათ მამაზე, რომლებიც 1900-იან წლებში ამერიკაში ცხოვრობდნენ და თუ როგორ აისახა მათ ცხოვრებაში ბუნება, ისტორია, ომი და სიყვარული...
კიდევ ერთი ისტორია მეფე არტურისა და კამელოტის ლეგენდის შესახებ. არტურმა თავის სურვილის მიუხედავად ტახტი ლანსელოტს უნდა გადასცეს, გუინევრა კი თავისი ქმრის მიმართ ერთგულების და მისი მეტოქის სიყვარულს შორის იტანჯება ...
რეიფ მაკკოულისა და დენი უოკერის დიდი ხნის მეგობრობა სერიოზულ გამოცდას გადის, როცა ეს ორი უმაღლესი კლასის მფრინავი და საზღვაო ექთანი ეველინ ჯონსონი სასიყვარულო სამკუთხედში ხვდებიან. მაგრამ ეს დაპირისპირება მეტოქეებად ქცეულ მეგობრებს შორის უმალ წყდება, როდესაც ისინი 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორში იაპონელების დამანგრეველი შეტევის შუაგულში აღმოჩნდებიან...
1960 წელს ლონდონის გარეუბანში მომხდარი ისტორია მოზარდ გოგონაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება როდესაც ქალაქში ასაკით მასზე ორჯერ დიდი ფლეიბოი ჩავიდა...
ფილმში ნაჩვენებია რთული ურთიერთობები, კოლეჯის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის ანასტასიას და ახალგაზრდა ბიზნესმენის კრისტიან გრეის შორის. ის არწმუნებს გოგონას დადოს მასთან კონტრაქტი, რომელიც მისცემს მას უფლებას ფაქტიურად აკონტროლოს მთელი მისი ცხოვრება...
ჰოლანდია, მეჩვიდმეტე საუკუნე. მშვენიერი ყვავილების ბოლქვებს შეუძლია სიმდიდრე ან დამამცირებელი სიღარიბე მოიტანოს. ამსტერდამის მაცხვორებლებს მათთვის ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ: ტყუილი, ღალატი და მკვლელობაც კი. ღარიბი მხატვრის სიყვარულმა, მდიდარი კაცის მიმზიდველი ცოლისადმი შეიძლება ბევრი პრობლება შექმნას...
ბელა სვონი ფორქსში გადადის საცხოვრებლად. გოგონას პრობლემა ის არის, რომ მისი ვამპირი შეყვარებული ედვარდ კალენი ქალაქიდან გაემგზავრა. იგი შვებას ჯეიკობ ბლეკთან მეგობრობაში პოულობს. მალე ის საუკუნეების მანძილზე არსებული კონფლიქტის მონაწილე აღმოჩნდება...
ბელა სვონი საცხოვრებლად მამასთან, წყნარი ოკენის ჩრდილო-დასავლეთით, პატარა ქალაქში გადადის. ედვარდ კალენი, იდუმალი პიროვნება, მისი კლასელია, რომელიც 108 წლის ვამპირი აღმოჩნდება. ედვარდის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ბელას იგი მაინც შეუყვარდება, რაც მისი მხრიდან საბედისწერო ნაბიჯი აღმოჩნდება. იგი საფრთხეში იგდებს საკუთარ სიცოცხლეს, როდესაც სისხლისმსმელების კლანი - კალენების კლანს დაუპირისპირდება...
სიეტლში საიდუმლო მკვლელობები ხდება. შურისძიების წყურვილით გაბრუებული ვამპირი აგრძელებს ბელას ძებნას, რომელიც კვლავ აღმოჩნდა სასიკვდილო ხიფათში. ამის გარდა, მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ბელა იძულებულია არჩევანი გააკეთოს ედვარდის სიყვარულსა და ჯეიკობის მეგობრობას შორის. მან იცის, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ომი ვამპირებსა და მაქციებს შორის..