როდესაც გალდენების ოჯახში უბედურება ისადგურებს, კეტრინი და ჯორჯი დახმარებას ერთადერთ ქალიშვილს, ელენს (ნიუ-იორკის პრესიჟული ჟურნალის ამბიციური ჟურნალისტი) სთხოვენ. ქალიშვილი მსხვერპლად კარიერას სწირავს და მშობლებთან, ავადმყოფი დედის მოსავლელად მიემგზავრება. ამ პერიოდში ელენს ახალი სამყაროს შესაცნობად და მასში ადგილის დასამკვიდრებლად, გრძელი და რთული გზის გავლა უწევს...
ერთხელ ახალგაზრდა ბიჭმა მისი ძმის ოთახიდან აიღო მამამისის ფერფლი, გაიტაცა ავტომობილი და დიდი სისწრაფით აპირებდა უფსკრულში გადავარდნას. მაგრამ სასწაულებრივი გზით იგი ცოცხალი გადარჩა. მანქანის გატაცების გამო ციხის მაგივრად მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ათავსებენ. ის თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილი პაციენტების განყოფილებაში მოხვდა. ჯონათანი ხვდება რომ ეს მისი მეორე შანსია დააფასოს ცხოვრება , რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მშვენიერია...
ამანდა პირსი ჩვეულებრივი გოგონაა, იგი ოთხ სუპერმოდელთან ერთად გადადის საცხოვრებლად აპარტამენტში, მოდელები მას გააუმჯობესებენ და მომხიბლავს გახდიან, ამანდა ამის მერე ურთიერთობას იწყებს მეზობელ ბიჭთან ჯიმ ვინსტონთან...
"ბერლინი ეს ქალაქი არაა, ეს რიტმია. თუ კი ბერლინის რიტმს ვერ ჰყვები, მაშინ დაკარგული ხარ." სწორედ ამ დევიზით ცხოვრებდა ახალგაზრდა სტუდენტი სონია. ის ცავიდა ბერლინის დასაპყრობად მაგრამ უფრო ბერლინმა დაიპყრო იგი , ვიდრე პირიქით. მისი მიზანი ბერლინის უნისვერსიტეტში სწავლაა, მიზნის მისაღწევი გზა კი საროკიპე "ოაზისი"...
თვრამეტი წლის ჯეინი ტროპიკულ კურორტზე მუშაობს. მოულოდნელად ის იგებს, რომ კუნძულზე მისი საყვარელი როკ-მომღერალი ჯეისონ მასტერსი ჩამოდის. ჯეინი უბედნიერესი ადამიანია, რადგან მას ოცნება უხდება და ფავორიტთან შეხვედრის შანსი ეძლევა...
წარმატებული და მშვენიერი აღმასრულებელი მგელი კოსმეტიკის ინდუსტრიის ტომას ფუენტესია, მას ჰყავს სამი სექსუალური ლათინი მეგობარი გოგონა: მაიამიში მიმტანი სისი; ჩიკაგოში, ინტელექტუალი ადვოკატი ლორენა და ნიუ-იორკში,"მამიკოს" გოგო პატრისია. როცა სამი ქალი გადაწყვეტს ესტუმროს ტომასს ლოს ანჯელესში. ტომასს დიდი პრობლემა უჩნდება.
მას შემდეგ რაც ბეგობარმა ბიჭმა უღალატა, მან საგაზეთო სტატია დაწერა სექსისტურ თემაზე სადაც მამაკაცები მატყუარებად გამოიყვანა, რამაც მას ეროვნული აღარება მოუტანა...
კარისთვის და კორმასისთვის ინგრიდიენტების ყიდვის დროს, სან–ფრანცისკოს გარეუბანში მდებარე სუნელების მაღაზიის კლიენტები შეიძენენ რაღაცას ბევრად უფრო ფასეულს – სანუკვარი სურვილების ასრულებაში დახმარებას. ინდიელი ლამაზმანი ტილო, მაღაზიის მეპატრონე, მაგიური ნიჭითაა დაჯილდოვებული, მას ადამიანების წარსულის და მომავლის დანახვა შეუძლია და მათ ბედისწერის შეცვლა, განსაკუთრებული სუნელების შერჩევით. მაგიური ნიჭის შესანარჩუნებლად, ტილო სამ მკაცრ წესს იცავს: არასოდეს ტოვებს მაღაზიას, არ ეკარება ადამიანებს და მხოლოდ ბალახებს ემსახურება. ანუ მას არანაირი პირადი ცხოვრება არააქვს. მაგრამ ერთხელაც მომხიბვლელი არქიტექტორი მისი მაღაზიის კარებთან ავარიაში მოყვება. ამ დღიდან მისი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება. ის ვერ ეწინააღმდეგება გრძნობებს და ყველა წესს დაარღვევს.
გენიალური ვენ უაილდერი კოლეჯში უკვე მეშვიდე წელია სწავლობს და არც აპირებს მის დამთავრებას. აქ ხომ ის ძალზედ პოპულარულია. მის გართობას კი თითქოს ბოლო არ უჩანს.
შუა თვითმფრინავში ტრაილერი იწვის. შეყვარებული წყვილის გვამებია ნაპოვნი. ამ შემზარავ მოვლენამდე და მის შემდეგ ნაჩვენები ოჯახური სცენები და უცნაური კავშირი მათ შორის. რა არის მათი საიდუმლო?
რიზვან ხანი, ბორივალელი მუსლიმია, რომელიც ასპერგერის სინდრომით, ძლიერად გამოხატული აუტიზმის ფორმით არის დაავადებული. სრულწლოვანი რიზვანი სან-ფრანცისკოში მადირას, ინდუს მარტოხელა დედას მოიყვანს ცოლად. თერთმეტი სექტემბრის შემდეგ მუსულმანების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება და მის ავადმყოფობას ხელისუფლების წევრები ეჭვქვეშ აყენებენ.
მოქიშპე ოჯახების ნების წინააღმდეგ რომეო მონტეკისა და ჯულიეტა კაპულეტის ერთმანეთი შეუყვარდებათ. ვნებას მინდობილი ახალგაზრდა წყვილი ბედისწერის გაურბის და იპარება, რაც მხოლოდ ტრაგედიით სრულდება. ფილმმა ორი ოსკარი მიიღო.
ქალი ნაპირზე გამორიყულ ბოთლში რომანტიკულ წერილს აღმოაჩენს და მისი ავტორის პოვნას გადაწყვიტავს. გზავნილის ავტორი ქვრივი მამაკაცი აღმოჩნდება,რომლის მეუღლეც ტრაგიკულად დაიღუპა. წყვილს ერთმანეთი იზიდავს და მამაკაცი წარსულთან განშორებასა და ბედნიერად ცხოვრებას ცდილობს...
ქენდი - ახალგაზრდა, ლამაზი მხატვარია, დენი კი პოეტი. მათი მათრობელა სიყვარული, უსასრულო სიამოვნებისკენ მიისწრაფის. შესაძლებლობის საზღვრების გაფართოვებაში მათ ჰეროინი ეხმარება. როდესაც ერთად არიან მომავლის არ ეშინიათ. მათთვის სიყვარული განუყოფელად არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე.
70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი და დღემდე ყველა ასაკის მაყურებელთა რჩეული მელოდრამა, ორი ახალგაზრდას სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მდიდარი ოჯახიშვილის და ღარიბი გოგონას ენით აუწერელი ბედნიერება და სევდით სავსე სიყვარული...
საკუთარ დაბადების დღეზე 16 წლის სამანტა ბეიკერი თავს გრძნობს ყველაზე უბედურ ადამიანად. დის ქორწილის გამო არავის გახსენებია მისი დაბადების დღე და ამასთან ერთად მომაბეზრებელი ბებია და ბაბუა აძალებენ სკოლის საღამოზე წასვლას უცნობ ჩინელთან ერთად, რომელსაც სამანტა სიგიჟემდე უყვარს. მიუხედავად ყველაფრისა გულის სიღრმეში მას მაინც სჯერა, რომ ბიჭი რომელზეც ოცნებობს აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას...
ფილმის სიუჟეტის მიხედვით მთავარი მოქმედი გმირი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა და უკვე 100 წელია ცოცხლობს და არც ბერდება. ხანგრძლივი სიცოცხლის მიუხედავად მან ვერ მოძებნა საყვარელი ადამიანი, მაგრამ აი, გამოჩნდა ის მამაკაცი, რომლის გამოც ადელაინი მზადაა გახდეს მოკვდავი...
ჯორჯი და ანა 80 წელს მიტანებული ცოლ-ქმარი არიან. ისინი მუსიკის მასწავლებლები არიან, ისევე როგორც მათი ქალიშვილი. ერთ დღეს ანას შეტევა მოუვა, წყვილის სიყვარული და გრძნობები გამოცდას გადის.
დეკემბერში დაბადებული ოთხი ობოლი ბიჭის ამბავი. ყოველ წელს მათი გაშვილების იმედი თვალსა და ხელს შუა დნება. და აი ისინი ახალგაზრდა უშვილო წყვილს ხვდებიან და კვლავ უჩნდებათ მშობლების შეძენის იმედი. მაგრამ წყვილს მხოლოდ ერთი მათგანის აყვანა შეუძლია...
მშობლების გაშორების შემდეგ გულგატეხილი ტაილერ ჰოუკინსი ცხოვრების აზრს მაშინ იბრუნებს, როდესაც გულახდილ მშვენიერ ელი კრეიგს შეხვდება. ისიც ასევე ტრამვირებულია, რადგან დედა მის თვალწინ გარდაიცვალა. ტაილერი და ელი დაახლოვდებიან და მალე ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ ტრაგედია, რომელიც მათ ცალცალკე გადახდათ ამ სიყვარულზე მოქმედებს...
მოქმედება ვითარდება თანამედროვე მანჰეტენზე. ახალგაზრდა სტუდენტი კაილ კინგსონი ფიზიკურად ძალიან ლამაზია, თუმცა საოცრად მახინჯი შინაგანი სამყარო აქვს. მან მოახერხა და ერთხელაც გააბრაზა ჯადოქარი გოგონა - კენდრი, რომელმაც იგი დაწყევლა და დაამახინჯა. წყევლა რომ მოიხსნას მან უნდა იპოვოს სიყვარული. მისი სიყვარული ხდება, გოგონა სახელად - ლინდი ტეილორი.
ახალდაქორწინებული წყვილი პეიჯი და ლეო ბედნიერად ცხოვრობენ. ავტოავარიის შედეგად პეიჯი კომაში ჩავარდება. გამოღვიძების შემდეგ მას არაფერი ახსოვს ბოლო ხუთი წლის შესახებ, ქორწილის და იმ ყველაფრის ჩათვლით რაც მის საყვარელ ლეოსთან აკავშირებდა, ასევე მშობლებთან გაურკვეველი ურთიერთობა და მისი ყოფილი საქმროს ისტორია. ყველაფრის მიუხედავად ლეო ცდილობს მისი ცოლის გული ხელახლა მოიგოს და თავიდან შექმნას მასთან ერთად ოჯახი...
როდესაც ელიტარულ მკვლელს ცოლად მოჰყავს მშვენიერი ქალიშვილი, ის გვერდით დებს იარაღს და თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად მშვიდად ცხოვრებას იწყებს. ერთხელაც აღმოჩნდება, რომ მის მოკვლაზე კონტრაქტია გაფორმებული, მშვიდი ცხოვრება კი სწორედ აქ მთავრდება...
1930-იანი წლები. ფილმის მთავარი გმირი საშუალო ასაკის ინტრიგანი ქალბატონია, რომელიც ორ ახალგაზრდა მამაკაცს თავის წარსულს უმალავს. ისინი ვერც კი ამჩნევენ, ვისთან აქვთ საქმე.
30 წლის მამაკაცის ცხოვრებაში ყველაფერი წაღმა მიდის – იგი სამსახურს კაგრავს, ცოლს ბავშვის ყოლა ამოუჩემებია და აბეზარა დედამისი კი მასთან საცხოვრებლად გადადის...
მოზარდი გოგონა, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, მოგზაურობს და ყიდის ჟურნალის გამოწერებს. ის დაუფიქრებლად შეიყვარებს მამაკაცს და მასთან ერთად მოხვდება სამყაროში, სადაც სუფევს ნარკოტიკები, სპირტიანი სასმელი და კრიმინალი.
იმისათვის, რომ ზაკიმ და ვინსიმ, მოიგონ ახალი ქერა თანამშრომლის გული, საჭიროა მოიპოვონ სტატუსი "დღის თანამშრომელი", ერთმანეთის მეტოექობა და ბრძოლა ახალი თანამშრომლის გულის მოსაგებად კი უამრავ კომიკურ სიტუაციას ქმნის. ვნახოთ ვინ მიაღწევს დასახულ მიზანს...
განებივრებულ ევროპელ პრინცესას, რომელიც ჩუმად რომში გაიპარება, ყვითელი პრესის ჟურნალისტი ჯო პეკი და ფოტოგრაფი ირვინ რადოვიჩი შეიფარებენ. პრინცესას ჰგონია, რომ ბიჭები ვერ ხვდებიან ვინ არის იგი სინამდვილეში, მაგრამ ჟურნალისტებს სენსაცია სჭირდებათ და ამისათვის ცდილობენ გამოპარული პრინცესა ანას უკან დაბრუნება შეაფერხონ...
რომანტიკული კომედია დექსტერისა და ემას ურთიერთობის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს პირველად 1998 წელს შეხვდნენ ბანკეტზე. ფილმი მოგვითხოვს იმაზე თუ რას აკეთებენ ყოველ წელს 15 ივლისს...
სლავა კოლოტილოვი სკოლის მასწავლებელია ერთ-ერთ ზღვისპირა ქალაქში. იგი მოსკოვში თავისი ხელნაწერით ჩამოვიდა ქალაქის დასაპყრობად. მოსკოვის ნაცვლად, მან ლამაზი ნადიას გული დაიპყრო, რომელსაც მალე ქორწილი აქვს. უკვე ახლოვდება ქორწილი, რესტორანი დაჯავშნულია, სტუმრები დაპატიჟებულია. სლავა კი იძულებულია თავის მშობლიურ ქალაქში ბავშვთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელობაზე დათანხმდეს...
წყვილები, პიერი და ემი და ერიკი და პენელოპა დიდი ხნის მეგობრები არიან. პიერი და პენელოპა საყვარლები გახდებიან. სიტუაციის აუტანლობის გამო ისინი გადაწყვეტენ შეხვედრები შეწყვიტონ, მაგრამ ღამის შემდეგ, რომელიც მათი ერთად ყოფნის ბოლო ღამე უნდა ყოფილიყო ისინი ერთმანეთის სხეულებში გაიღვიძებენ...
ფეხმძიმე, განათლებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქორწინებაში არ იმყოფება, იძულებულია მამის გავლენით დაქორწინდეს მაორტოხელა ფერმერზე. დრამა მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს...
ჯეკ უაილი - მოთამაშეა. პროფესიონალი, რომელიც არასოდეს აქცევს ყურადღებას წვრილმანებს და ყოველთვის მსხვილ თანხაზე თამაშობს. ჯეკი კარიბის კუნძულზე "დიდი" თამაშის ორგანიზებას გეგმავს. მან ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს. მას ერთი მთავარი წესი აქვს - არავის ენდოს, მაგრამ იგი საბედისწერო ქალს ხვდება, რომელიც მთელ მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
დოუ კინი კონსტრუქტორია და მას დაძაბული ცხოვრება აქვს. ცოლის, ლორას და მისი ქალიშვილი ჯენიფერის მიმართ მოვალეობების მოხდის შემდეგ, მას თავისი თავისთვის ცოტა დრო რჩება. დოქტორ ოუენ ლიდსი მას პრობლემის საკმაოდ უცნაურ გადაყწვეტას სთავაზობს...
მსოფლიო კინოკლასიკის წამყვანი რეჟისორების თვალით დანახული სამი დაუვიწყარი ისტორია ეროტიკასა და სურვილზე, სამყაროში სადაც სიყვარული განურჩევლად მართავს ადამიანებს...
ქორწილის დროს თავადის ასულს მირასლავს მოიტაცებს დრაკონი და წაიყვანს თავის ციხესიმაგრეში, რომელიც განთავსებულია კუნძულზე. წარსულს ჩაბარდა შინაურები, საქმრო... ვინ არის ეს ადამიანი-დრაკონი? როდის დასახლდა კუნძულზე? მირას შეუყვარდება დრაკონი. ეს სიყვარული მას დაანახებს მწარე სიმართლეს - სიყვარული საშიშია...
სიყვარულის ნაპერწკალი იფეთქებს არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლის და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის, როდესაც ისინი სამი ნაცრისფერი ვეშაპის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც ყინულის ქვეშ ხაფანგში მოჰყვნენ...
ორი თორმეტი წლის დაქალი მთელ თავისუფალ დროს ატარებენ კლუბში ზღვის სანაპიროზე. ერთხელაც შტორმის შემდეგ კლუბის აუზში ისინი შემთხვევით პოულობენ ქალთევზას სახელად აკვამარინი. მოკლე დროში ქალთევზას უყვარდება ახალგაზრდა ბარმენი და სთხოვს გოგონებს შეხვედრა მოუწყონ მასთან...
ახალგაზრდა სარეკლამო კომპანიის დირექტორის ცხოვრება საშინლად აირევა, მას შემდეგ რაც ბოსის მოხიბვლის მიზნით მოიტყუება რომ დანიშნულია კაცზე, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შეხვდა.
ლიზ გილბერტს ჰქონდა ყველაფერი, რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა. მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად მანაც აღმოაჩინა, რომ იგი დაკარგული და დაბნეულია.ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში, იგი რისკავს ყველაფერს რათა შეცვალოს თავის ცხოვრება. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს.იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს მოულოდნელად შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვნის კუნძულ ბალიზე...
რომანტიული დრამა, რომელიც 1930 წელს ინგლისში, პარიზსა და ესპანეთში ვითარდება. ჯილდა ბესი პარიზში, ირლანდიელ სკოლის მასწავლებელთან გაი მალიონთან და ესპანეთიდან ლტოლვილ მიასთან ერთად ცხოვრობს. როდესაც ომის პერიოდი დგება მას ეს არ ანაღვლებს, იგი ფოტოგრაფის კარიერას მიყვება. გაი და მია კი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გადაწყვეტენ, რის გამოც ეს სამი მეგობარი ერთმანეთს დაშორდება.
კეტრინ ანა უოტსონის ისტორია. ფემინისტი მასწავლებელი, რომელმაც კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა 1953 წელს, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში გაემგზავრა ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად...
აკის ძალიან უყვარს ფეხბურთი და სურს წარმატებას მიაღწიოს გოგონათა ფეხბურთის გუნდში. ერთხელ მას ცხვირიდან სისხლი წამოუვა, გამოკვლევის შედეგად გაირკვევა, რომ მას ლეიკემია აქვს...
ფილმის მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებულნი. მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ეჭვებს მეუღლეების ერთგულების შესახებ.
ცხრა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სტუდენტმა, ჯესიმ მატარებელში მომხიბლავი ფრანგი გოგონა, სელინი გაიცნო და მასთან ერთად ერთი დაუვიწყარი დღე გაატარა ვენაში. ამ ხნის მანძილზე ორივე ბევრი რამ შეიცვალა და აი, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს...