ბელა სვონი და ვამპირი ედვარდ ქალენი დაქორწინდნენ. თაფლობის თვის გასატარებლად ისინი რიო დე ჟანეიროში მიემგზავრებიან, სადაც ბელა მალე აღმოაჩენს რომ ფეხმძიმედაა. ბავშვის გაჩენისას სიკვდილის პირას მყოფი, ის ედვარდის დახმარებით უკვდავი ხდება. მათი გოგონას დაბადება მოვლენების ჯაჭვს გამოიწვევს, რომელიც აიძულებს ქალენების კლანსა და მათ მომხრეებს ვამპირთა საბჭოს ლიდერებს დაუპირისპირდნენ...
ფილმის მთავარი გმირები ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ და სამივე მათგანს აკრძალული ჰქონდა გარე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი. დროთა განმავლობაში მეგობრები იგებენ, რომ სინამდვილეში ისინი კლონები არიან, რომლებსაც ორგანოების დონორობისთვის ზრდიდნენ...
მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის ერთ ევროპულ სოფელში. მთავარი გამირი - ვიქტორი, ბნელ ძალებს ჯოჯოხეთში მიყავთ და ცოლად იდუმალ პატარძლის გვამს ართმევინებენ, მაშინ როდესაც მის ნამდვილი საცოლე ვიქტორია ელოდება თავის საქმროს ცოცხალი ადამიანების სამყაროში. იმის მიუხედავათ, რომ მკვდრების სამეფოში ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდება, ვიდრე თავის სოფელში, ვიქტორი ხვდება, რომ თავის ნამდვილ სიყვარულს ის არაფერზე არ გაცვლის...
ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩრდილოეთ ავსტრალიაში ვითარდება. ინგლისელი არისტოკრატი ქალი,რომელიც მემკვიდრეობით რანჩოს მიიღებს, ერთერთ ადგილობრივ ფერმერს მისი საკუთრების დასაცავად დაიქირავებს. ფერმერი ქალს ნახირის გადაყვანაში უნდა დაეხმაროს და სწორედ ამ დროს, ისინი იაპონელების მიერ განხორციელებულ დაბომბვაში მოყვებიან...
40-იანი წლების კუბა. ჩიკო ახალგაზრდა პიანისტია, რომელიც ჯაზითაა შეპყრობილი. რიტა ოცნებობს გახდეს ცნობილი მომღერალი. ერთხელაც, ისინი ერთმანეთს ხვდებიან და თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია იწყება...
როდესაც აეროპორტის დაცვის მუშაკი კერკი, ულამაზეს მოლისთან იწყებს ურთიერთობას, ის ამას ვერ იჯერებს. მაშინ, როცა მეგობრები და ოჯახი ეჭვებში არიან ამ ურთიერთობის სერიოზულობასთან დაკავშირებით, კერკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოლი არ დაკარგოს...
უილიამ უილბერფოსი – პოლიტიკოსი, რომელიც ცნობილია თავისი მომხიბვლელობით, ჭკუით და მიზანსწრაფულობით. თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, ის უკვე თავისი კარიერის დასაწყისში იყო ძალიან კეთილშობილ და მამაც ადამიანად აღიარებული...
"ამერიკული ღვეზელი"-ს მეგობრები გაიზარდნენ და ამჯერად ერთერთი მათგანის ქორწილზე მოიყარეს თავი. როგორც ყოველთვის, მათი თავშეყრა მხიარული თავგადასავლების გარეშე წარმოუდგენელია...
დაქორწინებული ბედნიერი წყვილი, კაზინოში ცდის ბედს თავიანთი ოცნების სახლის შესაძენად. როდესაც მთელ თანხას წააგებენ ცოლს გაუჩნდება შანსი მილიონი დოლარი იშოვნოს, რითაც თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას შესძლებენ, მაგრამ მაშინ, მან საყვარელ ქმარს უნდა უღალატოს...
როცა მისი ყოფილი შეყვარებული დროში გადაადგილების პორტალს აღმოაჩენს და მე-19 საუკუნიდან არისტოკრატ ლეოპოლდს გადმოიყვანს, სკეპტიკოსი ქეითი გადაწყვიტავს,სტუმარს 21-ე საუკუნის სამყარო გააცნოს. RNრაც უფრო მეტ დროს ატარებს ქეითი ლეოპოლდთან, მით უფრო მეტად გრძნობს, რომ შეუყვარდა იგი. მაგრამ თუ ლეოპოლდი თავის ეპოქაში არ დაბრუნდება,შესაძლოა ისტორიის მსვლელობა შეიცვალოს...
ყოფილ პოლიციელ როლო ლის გააგზავნიან მარვუდის ზოოპარკის სამართავად, რომელიც ახალი ბიზნესია როდ მაქკეინისა. წარმატების მისაღწევად როლო მკაცრ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც გულისხმობს იმას რომ ზოოპარკში მხოლოდ ყველაზე საშიში და შთამბეჭდავი ცხოველები უნდა დარჩნენ, თუმცა ამ მოთხოვნას ყველა ენთუზიაზმით არ ხვდება...
1950 წლის ომის შემდგომი ლონდონის გლამური. დიზაინერი რეინოლს ვუდკოკი და მისი და საირილი ბრიტანული მოდის ცენტრში არიან. ვუკდოდკის ცხოვრებაში ქალები მრავლადაა, თუმცა ვუდკოკი მარტოა მანამ, სანამ ჯიუტ და ძლიერ ახალგაზრდა ქალს - ელმას არ შეხვდება, რომელიც მალე მისი ცხოვრების მუზა და სიყვარული ხდება. ოდესღაც კონტროლირებად, მკაცრ და წინასწარ დაგეგმილ ცხოვრებას ძირი სიყვარულის ძალით ეთხრება...
ეს არის თვალწარმტაცი დეპრესიული ეპოქის მელოდრამა. მონდომებული ვეტერინარი სტუდენტი ჯეიკობ იანკოვსკი ცირკში ცხოვრელების მომვლელად იწყებს მუშაობას, მაგრამ დილემის წინაშე დგება როდესაც დაქორწინებული ქალი უყვარდება...
თხუთმეტი წლის ადელს არასოდეს უკითხავს საკუთარი თავისთვის, მოსწონს თუ არა ბიჭები - ეს თითქოს თავისთავად იგულისხმებოდა. მაგრამ იმ ღამეს, როცა ადელი ლურჯთმიან გოგონას, ემას ხვდება, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება...
ტყუპები რეიჩელი და ედვარდი უძველესი სახლის ერთადერთი მემკვიდრეები არიან, რომელზეც ხმები დადის თითქოს იქ რაღაც დასახლდა, რომელიც ადამიანებს ბოროტ ზრახვებს უნერგავს. უძველესი წყევლისაგან თავის დაღწევა გიჟური იდეაა, მაგრამ პირველი სიყვარული და ლტოლვა ახალგაზრდა ჯარისკაცისადმი რეიჩელს მამაცი ნაბიჯისაკენ უბიძგებს...
ლამაზი გოა - ესაა მწვანე პეიზაჟი, მიმზიდველი ცისფერი წყალი და თბილი სინათლე. ამ დალოცვილ ადგილას დაიბადა ყველაზე დიდებული და ნიჭიერი ილუზიონისტი. ამჟამად ის რადიოს შოუს წამყვანია და მსმენელებს უნერგავს სიმხნევეს, ცხოვრების სიყვარულს და კარგ განწყობას. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ადამიანი პარალიზებულია ხერხემლის ტრამვის გამო და ვერ მოძრაობს უკვე 14 წელიწადია...
ჟურნალ «ფლეიბოის» მოდელი გოგონა თავის «მამიკოს» შორდება და კოლეჯის საერთო საცხოვრებელში გადადის საცხოვრებლად, და კურსელ გოგონებს საპირისპირო სქესთან მოქცევას ასწავლის...
ფილმის მთავარი გმირი სარეკლამო სააგენტოში მუშაობს ნიუ-იორკში. მის ცხოვრებაში მომხდარი უდიდესი ტრაგედია, მას დეპრესიაში აგდებს. კოლეგები ცდილობენ დაუბრუნონ მას ცხოვრების ხალისი და გეგმას ადგენენ ამისთვის, ამგრამ ეს გეგმა მოულოდნელ შედეგებს მოიტანს...
კეტი დიდი ხანია იტანჯება ქმრის სისასტიკით. იმის მიზეზით რომ დაკარგა სიმშვიდე, იგი გაიქცა და სიმშვიდე აღმოაჩინა პატარა და წყნარ ქალაქში, მაგრამ არის მზად კეტი ახალი ურთიერთობისთვის, ალბათ შესაძლებელია თუ საუბარი არის ასეთ მომხიბვლელ ადამიანზე, როგორიც არის ახალგაზრდა ქვრივი ალექს უიტლი. ალეკსი და კეტი მიდიან წვრილ და ამოუცნობ ყინულზე, ამის პარალელურად კეტის ქმარმა მისი ძებნა დაიწყო.
კოლეჯში ჩაბარების შემდეგ, დრეიტონს და დალასს დისტაციური ურთიერთობა უწევთ. სანამ დრეიტონი წარუმატებლობის შემდეგ კვარტერბეკის რანგში დამკვიდრებას ცდილობს, ქალი კი ცეკვის მოყვარული ხდება, ზრდასრულობის წნეხი და ახალი ნაცნობები მათ კავშირს დანგრევით ემუქრება. წყვილმა უნდა გაარკვიოს, შეძლებენ თუ არა სიყვარულის შენარჩუნებას, რადგან მათი გზები სულ უფრო და უფრო იყოფა.
შექსპირის შეუდარებელი პიესა თანამედროვე თვალთახედვით. ვერონა უზარმაზარი მეგაპოლისი გახდა, მანტეფი და კაპულეტი მაფიოზურ დაჯგუფებებად გადაიქცნენ და ცეცხლსასროლი იარაღით უპირისპირდებიან ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში.მაგრამ რომეო და ჯულიეტა მოზარდებად დარჩნენ, შექსპირის სიტვები კი ქუჩის მებრძლებისგან გაისმის და ნარკომანებისგან. დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, ნამდვილი სიყვარული კი – მარადიულია...
ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც პლანტატორი ლუისის მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა, დედასთან ერთად ბავშვიც დაიღუპა და ლუისმა სიცოცხლის ყოველგვარი სურვილი დაკარგა. ვამპირს სახელად ლესტატი მოსწონს ლუისი და სთავაზობს მას ღამის ქმნილება- ვამპირი გახდეს. ლუისი თანახმაა და ლესტატი აქცევს მას ვამპირად. ლუისმა მისგან ვამპირის ცხოვრების წესი უნდა ისწავლოს...
ჯულია ჩაილდი და ჯული პაუელი - ორივე მათგანი წერდა მოგონებებს საკუთარ ცხოვრებაზე. ისინი დროში და სივრცეში არიან დაცილებული, ორივე გარკვეული ცვლილების წინაშეა... ერთხელაც აღმოაჩენენ, რომ ვნების, უშიშრობის და კარაქის სწორი კომბინაციით ყველაფერი შესაძლებელია...
როდესაც ელიზაბეთი ჯონს ხვდება მისი გაწონასწორებული ხასიათი სადღაც ქრება. მათი სიყვარულის ვნებიანი ისტორია აიძულებს ქალს უარი თქვას საკუთარ პრინციპებზე...
ორი მუსიკოსი მკვლელობის მოწმე ხდება და ქალაქიდან გაპარვას ჩქარობს, სანამ ისინი განგსტერებს არ უპოვნიათ. ერთადერთი გამოსავალია ქალთა მუსიკალურ ჯგუფს შეუერთდნენ, რომელიც გასტროლებზე აპირებს გასვლას. ამისათვის, მათ ჯერ ისე უნდა ჩაიცვან, რომ გოგონებს დაემსგავსონ, შემდეგ თავიანთი ვინაობა საიდუმლოდ შეინახონ და შეეცადონ პრობლემებს გაუმკლავდნენ. ამასობაში, ისინი გაიცნობენ ჯაზ-ბენდის მომღერალ მიმზიდველ გოგონას და მდიდარ და დაჟინებულ თაყვანისმცემელს...
მეცხრამეტე საუკუნის დასასრული, აშშ–ს დასავლეთი. 17 წლის ბიჭის ისტორია, რომელიც შოტლანდიიდან კოლორადოში მიემგზავრება რათა შეხვდეს ქალს რომელიც უყვარს. გზად მას ბევრი ხიფათი ელის, მის დაცვას ფულის სანაცვლოდ უცნაური მოგზაური სილასი დათანხმდება...
ფილმი "აფრიკიდან" მოგვითხრობს ისტორიას დანიელი ავტორის, კარენ ბლიქსენის შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აფრიკაში გადავიდა და ახალ ცხოვრებას შეუდგა.
კაცი, რომელიც თავის მომავალ ბედისწერას შეიტყობს და ნიუ–იორკის ქუჩებში რეგულირების ბიუროს წინააღმდეგ იბრძვის. ის საკუთარ დიდებას რისკის ქვეშ აყენებს იმისათვის, რომ საყვარელ ქალთან ყოფნა შეძლოს...
წარმატებული და დაოჯახებული შავკანიანი მამაკაცს რომენი აქვს თეთრკანიან გოგონასთან სამსახურში. იგი ძალიან წუხს იმაზე, რომ რასობრივი სხვაობა მათ ურთიერთობას ტაბუს ადებს...
ედი მერფი მორიდებული, კეთილი, ჭკვიანი პროფესორის -შერმან კლამფის როლს ასრულებს. როდესაც ულამაზესი კარლა ფიურთი საუნივერსიტეტო გუნდს შეუერთდება, შერმანი მისი გულის დასაპყრობად წონაში დაკლებას გადაწყვეტს. ჯადოსნური ელექსირის მეშვეობით, ის ბადი ლავად გადაიქცევა და ნამდვილი დონ-ჟუანი გახდება...
როცა დევიდ ებოტი სან-ფრანცისკოში, თავის ახალ საცხოვრებელში გადადის, მას არასასურველი სტუმარი ეწვევა: მომხიბვლელი ელიზაბეტ მარტინსონი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბინა მას ეკუთვნის და სწრაფადვე ქრება. რადგან ელიზაბეტი თავის სურვილისამებრ ჩნდება და ქრება დეივიდს ჰგონია, რომ იგი მოჩვენებაა, თუმცა ელიზაბეტი დარწმუნებულია, რომ ცოცხალია...
ოფიციალური მივლინების დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტ მიტჩელს გულის შეტევა დაემართა. და ისეთ ცუდ დროს! ეს მოხდა მაშინ, როდესაც მიტჩელი თავის საყვარელთან ერთობოდა. პრეზიდენტის მრჩევლებმა ალან რიდმა და ბობ ალექსანდერმა მიმართეს დეივ კოვიკს. მას უნდა შეეცვალა პრეზიდენტი ავადმყოფობის დროს. საქმე იმაშია, რომ მოქმედი პრეზიდენტი და დეივი ორი წვეთი წყალივით გვანან ერთმანეთს...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. 1953 წელს ექიმი–სექსოპატოლოგი ალფრედ კინსი მილიონი ამერიკელების სექსუალური ცხოვრების და სექსუალური ფანტაზიების გამოკვლევას იწყებს. უამრავი დაკითხულის გულახდილობა მთელი ნაციის გაკვირვებას გამოიწვევს: უმეტეს ნაწილს ქორწინებამდე სექსი ჰქონდა, უამრავ პარტნიორთან, სხვადასხვა საგნებთან. მასმედიამ, მათთან ერთად კი კათოლიკურმა ეკლესიამ კინსის გამოკვლევები უარყვეს და ერთხმად გამოაცხადეს, რომ ყველა ამერიკელი ქალს სექსი მხოლოდ ქმრებთან აქვს. სკანდალი თავის მწვერვალს აღწევს, როდესაც კინსი თავისი გამოკვლევების შედეგებს სამკურნალო პრაქტიკაში დაიწყებს გამოყენებას...
სახალისო რომანტიკულ კომედიაში, მილიონერი საქმოსანი, ედვარდ ლუისი ჰოლივუდელ მეძავს, ვივიან უარდს ბიზნეს-კონტრაქტს დაუდებს და ამ საქმიან გარიგებაში თავსაც დაკარგავს. მას შემდეგ, რაც ედვარდი ვივიანს ერთი კვირით დაიქირავებს და კონკიას როლს შესთავაზებს, ვივიანი მაგნატს თავის მხრივ პრაგმატულ მსოფლმხედველობას უმსუბუქებს. შეძლებენ თუ არა, ღარიბი მეძავი და მდიდარი საქმოსანი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას?
სამეცნიერო-ფანტასტიკური დრამა სტუდენტი გოგონას და კომპოზიტორის ბედის ტრაგიკული გადაკვეთის შესახებ მეცნიერების მიერ მზის სისტემაში დედამიწის იდენტური პლანეტის აღმოჩენის ღამეს...
ნარკოტიკების ძარცვის გეგმა ჩაიშლება, რადგან ტრანსპორტირების დროს ერთერთი გადამზიდავი მძარცველს დაჭრის და გაიქცევა. პოლიციელი ვინსენტი ოპერაციის მსვლელობისას ბანდიტებს ნარკოტიკით სავსე ტომარას მოპარავს. განგსტერები გადაწყვიტავენ კოკაინის დასაბრუნებლად ვინსენტის შვილი გაიტაცონ. ახლა მას ერთი ღამე აქვს იმისათვის,რომ კოკაინი დააბრუნოს და შვილი გადაარჩინოს...
15 წლის მია სან-ფრანცისკოში ჩვეულებრივი ამერიკული ცხოვრებით ცხოვრობს. მამის გარდაცვალების შემდეგ გოგონა შეიტყობს, რომ მისი მამა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პრინცი იყო, ის კი სამოფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრეა. ახლა მია ნამდვილი პრინცესა უნდა გახდეს, ისწავლოს ეტიკეტი და სამეფო მანერები..
ფილმის გმირი ნიძლავს დებს, რომ 10 დღეში ნებისმიერ ქალს თავს შეაყვარებს, მაგრამ მან არ იცის, რომ ქალი, რომელიც ნიძლავის შესასრულებლად ამოირჩია, ჟურნალისტია და სწორედ ახლა მუშაობს სტატიაზე "როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში"...
მეხანძრეები ჩაკ ფორდი და ლარი ვალენტაინი ლოიალური მამაკაცები არიან, ამიტომაც, როცა დაქვრივებული ლარი მის მეგობარს სთხოვს თავი მოაჩვენოს თითქოს მისი გეი პარტნიორია იმისათვის, რომ ლარიმ ბავშვების მეურვეობისთვის დამატებითი შეღავათები მიიღოს, ჩაკი დათანხმდება. ყველაფერი გართულდება, როდესაც ჩაკი და ლარი იძულებულნი გახდებიან შესამოწმებლად მოსულ ბიუროკრატს მათი ოჯახური იდილია აჩვენონ...