მერი ფიორეს, სან ფრანცისკოს საქორწინო ცერემონიების წამყვან ორგანიზატორს, შემთხვევით მისი ოცნების მამაკაცი, პედიატრი სტივ ედისონი გადაარჩენს, მაგრამ მალევე გაირკვევა, რომ იგი მისი კლიენტის, მდიდარი ფრენ დონოლის საქმროა. სანამ მერი აგრძელებს საქორწინო ცერემონიის მზადებას, ის და სტივი იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ...
ისტორია მაიკლ ბერგზე, გერმანელ ადვოკატზე, რომელსაც 50-იან წლებში, მასზე უფროს ქალთან, ჰანასთან ჰქონდა ურთიერთობა. ჰანა წლების განმავლობაში გამქრალი იყო და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, ომის კრიმინალური დანაშაულების სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სახით გამოჩნდა, როგორც საკონცენტრაციო ბანაკის მცველი. მხოლოდ მაიკლი ხვდება, რომ ჰანას კითხვა არ შეუძლია და შესაძლოა მალავდეს ამას, საკუთარი თავისუფლების ფასად.
ეს ამბავი მოგვითხრობს ჰასმეტის სიყვარულზე - ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა არაფრად ჩააგდოს აღმოსავლეთ დაუწერელი კანონები - და იამუნზე - გულუბრყვილო და უცოდველი გოგონას, რომელმაც პრაქტიკულად არაფერი იცის ცხოვრების მწარე და მკაცრი რეალობის შესახებ...
ფილმის მთავარი გმირი იტალიელი ჯემა, მიემგზავრება თავის 16 წლის ვაჟთან ერთად პიეტრო სარაევოში. მას უნდა ანახოს შვილს მშობლიური ქალაქი და მოუყვეს მამამისი დიეგოს შესახებ, რომელსაც ბიჭი საერთოდ არ იცნობდა და რომელიც ბოსნიის კონფლიქტის დროს დაიღუპა...
ჯეკი მღელვარე, იპოჰონდრიკი ნიუ-იორკელია რომელიც მის თავისფლებისმოყვარე და მსუბუქი ხასიათის მქონე პარიზელ შეყვარებულთან მარიონთან ერთად დასასვენებლად ევროპაში ჩადის. მაგრამ როდესაც მათ მარიონის მშობლიურ ქალაქში 2 დღით გაჩერება მოუწევთ, ეს რომანტიული მოგზაურობა სხვა რაღაცას ემსგავსება, რადგან ჯეკი მარიონის სექსუალურ გარყვნილებას და მის უცნაურ ოჯახს აღმოაჩენს...
ფილმში მოქმედება ვითარდება უახლოეს მომავალში, როდესაც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა მეცნიერულად დადასტურდა. მეცნიერს რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა სინდისი აწუხებს. მილიონობით თვითმკვლელობა – ეს აშკარად ის შედეგი არ არის, რომელსაც ბრწყინვალე მეცნიერი ელოდა. მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი შემდეგი მსხვერპლი შეიძლება მისი საკუთარი შვილი აღმოჩდეს, რომელსაც იდუმალი გოგონა შეუყვარდა…
რა უნდა მოიმოქმედო იმ შემთხვევაში, თუ შენი საყვარელი შენივე ქორწილის ორგანიზატორია? ილოცო, რომ ის შენს საცოლეს არ დაუმეგობრდეს. მატიასს ძალიან ცოტა დრო დარჩა, რათა ორიდან ერთი აირჩიოს...
მონსტრების მეჯლისი მოგვითხრობს რასისტი თეთრკანიანი მამაკაცის ისტორიას, რომელსაც შავკანიანი ქალი შეუყვარდება. ჰენკი ციხის ჯალათია, ისევე როგორც მისი შვილი სონი. ლეტიციას ქმარი კი ერთ-ერთი სიკვდილმისჯილია...
მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ხდება. ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი - მისტერ ბინგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. ფილმი წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას...
რა მოხდება თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას? ჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას...
1594 წელი. ახალგაზრდა დრამატურგი უილიამ შექსპირი კრიზისში იმყოფება: მუზამ ის მიატოვა, ფული აღარ აქვს, თეატრის მეპატრონე ავტორისგან პიესას ითხოვს უმოკლეს დროში. თითქოს, მწერალს არანაირი შანსი არ რჩება ახალი შთაგონებისთვის, სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში გამოჩნდება თვით სიყვარული მომხიბვლელი არისტოკრატი გოგონას ვიოლას სახით...
1930 წელს მაღალჩინოსანი მოხელე სოლალსი ნაციისლიგიდან ჩამოდის ჟენევაში. იქ ის გაიცნობს გათხოვილ არისტოკრატ ქალბატონს არიანას და ცოტახანში ისინი გააბამენ ვნებიან რომანს...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ულამაზესი ციხესიმაგრეების, გამოქვაბულების, უკიდეგანო ოკეანეების, ტყეების და მთების სამყაროში. შეყვარებულის გადასარჩენად, მამაცი გმირი წარმოუდგენელ დაბრკოლებებს გადალახავს...
"ფრანგული კოცნა" რეჟისორ კასდანის საუკეთესო ნამუშევარია კინოფილმ "პირადი მცველის" შემდეგ. სიუჟეტი ეხება შეყვარებულ წყვილს და ქალს, რომელიც პარიზში გაფრენას ცდილობს, რათა მისი საქმრო საქმიანი მოგზაურობიდან დააბრუნოს და ცოლად გაჰყვეს მას. გზად, მისდა უნებურად, ის ძვირფასი კონტრაბანდის გადამტანი ხდება, რის გამოც ქურდი მამაკაცი მთელი მოგზაურობის მანძილზე აედევნება.
ფილმი მოგვითხრობს გამოჩენილი ჰოლანდიელი მხატვრის იოჰანეს ვერმერის ყველაზე ცნობილი და იდუმალი ნახატის - "გოგონა მარგალიტის საყურით" შექმნის ისტორიას...
კონკრეტული გეგმა, რომელიც ქალმა თავისი შეყვარებულის მიმართ შეიმუშავა და რომელიც ირლანდიური ტრადიციის მიხედვით ქალისგან ქორწინების შეთავაზებას მხოლოდ ნაკიან დღეს გულისხმობს, შესაძლოა ჩაიშალოს ამინდის გამო. ფრენა დუბლინის მიმართულებით მოსალოდნელია გადაიდოს. თუმცა, სასტუმროს მეპატრონის დახმარებით საბოლოოდ ანას მაინც უჩნდება შანსი სასურველ შედეგს მიაღწიოს და დაინიშნოს...
ინტერნეტი და რამოდენიმე თავისუფალი წუთი, სულ ესაა საჭირო 21-ე საუკუნეში ახალი ნაცნობობისათვის და მათთვის ვისაც იზიდავს სექსი ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. გაბიმ და მარტინამ ერთმანეთი აპლიკაციის დახმარებით გაიცნეს. არც ერტი მათგანი არ იყო მზად სერიოზული ურთიერთობისათვის, მაგრამ ყველაფერი მათგან დამოუკიდებლად მოხდა...
60-იანი წლების პარიზიდან ლონდონის 21-ე საუკუნემდე მადლენი და მისი ქალიშვილი ვერა, ვერ ეშვებიან მათ ცხოვრებაში მამაკაცების გამოჩენას და გაქრობას. დრო გადის და მათ სასიყვარულო ცხოვრებაში სტაბილურობა არ ჩნდება. ხვდებიან, რომ მარტივი და ძალდაუტანებელი ურთიერთობები კარგია, მაგრამ არა ყოველთვის...
ნელსონი არის კაცი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა. ერთ დღეს, როდესაც მანქანის მართვის გამოცდაზე გადიოდა მან სარა გაიცნო. ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი ქალებისგან ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. ნელსონი აიძულებს სარას ტესტი გააცდინოს და მოგვიანებით, იმავე დღეს სარა მას თვითონ მოძებნის. საბოლოოდ ნელსონი საცხოვრებლად სარასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს მასთან გაატარებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის...
ლინდსის შობამდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები: დარჩეს მის პატარა მშობლიურ ქალაქში და ცოლად გაჰყვეს მის შეყვარებულს, თუ სწავლა გააგრძელოს კოლეჯში ქვეყნის მეორე ნაწილში. რა უნდა გააკეთოს? საბედნიეროდ მას აქვს ჯადოსნური საშუალება ნახოს რა მოხდება მომავალ სამ წელში, რომელიმე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში...
სუზი ცოტა ხნის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან და ის საჭიროებს სადღეღამისო ზრუნვას. მისი ქმარი დუნკანი გადაწყვეტს, რომ საუკეთესო წამალი სიუზისთვის და საშობაო საჩუქარი, რომელიც მას არასოდეს დაავიწყდება, ეს გამგზავრება ეშმაკის ბორბალით, რომელიც იმყოფება მათ საკუთარ სახლში. რატომ ეშმაკის ბორბალი? იმიტომ, რომ მის კაბინაში მრავალი წლის წინ დუნკანმა სიუზანს ხელი სთხოვა...
ისტორია ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც განსხვავებული სამყაროებიდან არიან. ისინი თავიანთ პირველ დიდ სიყვარულს პოულობენ. ბაბი საშუალო ფენის წარმომადგენელი, განათლებული, საკმაოდ შეძლებული გოგონაა, ჰაჩე კი იმპულსური, რისკის და საშიშროებების მოყვარული მეამბოხე ბიჭი, რომელიც გარეულია დაუსრულებელ ქუჩის ჩხუბებსა და არალეგალურ რბოლებში...
რომის ცენტრში ორი ახალგაზრდა ქალბატონი ათენებს ღამეს სასტუმროში. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ ერთმანეთს უყვებიან თავიანთი ცხოვრების საიდუმლოებებს...
ფილმი მოგვითხრობს ნიჭიერი მუსიკოსი გოგონასა და სოლისტი ბიჭის სიყვარულის შესახებ. მოვლენების განვითარება რადიკალურად შიეცვლება როდესაც გოგონა თავის ოჯახთან ერთად მოხვდება ავარიაში...
ფილმი მოგვითხრობს ნიჭიერი მუსიკოსი გოგონასა და სოლისტი ბიჭის სიყვარულის შესახებ. მოვლენების განვითარება რადიკალურად შიეცვლება როდესაც გოგონა თავის ოჯახთან ერთად მოხვდება ავარიაში...
რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს კლასიკადაა ქცეული. ომარ შარიფი და ჯული კრისტი ორ მთავარ გმირს განასახიერებენ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ...
სანამ კეთილშობილი რობინ ჰუდი ერთგულად ემსახურება ბრიტანეთის ტახტს, მის ქალიშვილს, მომხიბვლელ ახალგაზრდა გვინს არ სურს სახლში ჯდომა. მამისგან მალულად მან მშვილდით სროლა და ცხენზე მყარად ჯდომა ისწავლა. რიჩარდის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ცბიერი პრინცი ჯონი ციხეში რობინ ჰუდს ჩასვავს და უბრძანებს თავის ხალხს ტახტის მემკვიდრე ფილიპის მოკვლას. მას ნებისმიერ ფასად სურს გვირგვინის ხელში ჩაგდება...
1959 წლის ზაფხულში, როცა ზღვის სანაპიროზე დენი ზუკო არდადეგებზე მყოფ სენდი ოლსონს შეხვდა მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. "რიდელ"-ის სკოლაში სემესტრის დასაწყისია. დენი "თი-ბერდსის" წევრია, რომლის შემადგენლობაა: მისი საუკეთესო მეგობარი კენიკი, დუდი, პუტცი და სონი. ამასობაში "ფინქ ლეიდის" ჯგუფიც გამოჩნდება. ბეტი რიზო, ჯანეტი და მართი, სკოლის წამყვანი სამეგობროა. მას შემდეგ რაც სენდის მშობლები გადაწყვეტენ უკან ავსტრალიაში აღარ დაბრუნდნენ, იგი "რიდელის სკოლაში" გადავა სასწავლებლად, სადაც "ფინქ ლეიდის" წევრ ფრენჩის დაუმეგობრდება, რომელიც სკოლას მიატოვებს იმისთვის რომ კოსმეტოლოგი გახდეს. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დენიც და სენდიც "თი-ბერდს" და "ფინქ ლეიდის" მოუყვებიან მათი ხანმოკლე რომანის დეტალებს...
ალბათ ყველას წაგიკითხავთ ჟიულ ვერნის სათავგადასავლო ნაწარმოები: "80 დღე დედამიწის გარშემო"... სადაც ფილიას ფოგს სანაძლეო აქვს დადებული მასზედ, რომ დედამიწას 80 დღეში შემოუვლის გარშემო... თამაშში თქვენც იგივეს გაკეთება მოგიწევთ... ოღონდ ანსახიერებთ დიდი ფოგის ძმიშვილს... რომელმაც იგივე გზა უნდა განვლოს უამრავი თავსატეხებითა და აღმოჩენებით...
კარლ პიტერსონის საუკეთესო მეგობარი რენდი დიუპრე სამსახურს დაკარგავს, რის შემდეგაც მთელ დროს ახალდაქორწინებულ წყვილთან სახლში ატარებს და სამუდამოდ ჩაუსახლდება მათ. მაგრამ რაც უფრო დიდ დროს ატარებს იგი პატარძალთან, მოლისთან, კარლი მით უფრო რწმუნდება რომ მისი საუკეთესო მეგობარი მათი სახლიდან სასწრაფოდ უნდა გადავიდეს...
ჯერ კიდევ გონს არ იყო მოსული გამოსაშვებ საღამოზე ჩაშლილი პაემანის შემდეგ, როცა, ახალგაზრდა კაცს კვლავ მიეცა შანსი თავისი ძველი, მეწყვილე გოგონა მოეძებნა. იგი გოგონას სხვა თაყვანისმცემლებს გადაეყრება, მათ შორის საეჭვო რეპუტაციის დეტექტივს, რომელიც მანვე დაიქირავა შეყვარებულის მოსაძებნად.
34 წლის, მარტოხელა ქალი, ნენსი - გადაღლილი თავის მეგობრების მიერ მოწყობილი დაუსრულებელი პაემნებისგან, მშობლების ბედნიერი ქორწინების 40 წლის თავის აღსანიშნად მიდის და გზად 40 წლის კაცს, ჯეკს გადაეყრება. ამ უკანასკნელს კი ნენსი მისი 24 წლის ბრმა პაემანზე დაპატიჟებული გოგო ჰგონია. სწორედ აქედან იწყება თავგადასავალი, რომლის დავიწყებას ვერცერთი შეძლებს...
მწერალი ჰარი სტიტი ფეხშია დაჭრილი, მისი ჭრილობა სასიკვდილოა. ის კილიმანჯაროს მთასთანაა კარავში, მწერალი იხსენებს განვლილ ცხოვრებას. ფილმი წარმოადგენს ერნესტ ჰემინგუეის რომანის ეკრანიზაციას.
ბევრს უნდა ცოლად ლამაზი გოგონა მოიყვანოს. ზოგიერთს კი საერთოდ არ უნდა დაქორწინება! ჯიმი შენონი ერთერთი თავისუფლების მოყვარულთთაგანია. და მიუხედავად იმისა, რომ მის კომპანიაში დღითიდღე მცირდება უცოლოთა რაოდენობა, ჯიმი მაინც არხეინადაა და მორიგ გოგონასთან ერთობა...
ჯორჯ უეიდი ახალგაზრდა, სიმპათიური და საკუთარ თავზე შეყვარებული მილიონერია, რომელსაც ადვოკატის რჩევის გარეშე ისიც კი ვერ გადაუწყვეტია, თუ რა ჩაიცვას. მისი ადვოკატი კი მომხიბლავი და ნიჭიერი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სულაც არ მოსწონს ძიძის მოვალეობის შესრულება.
რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დრამა ორი არც ისე ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკა მეუღლესთან ერთად აიოვაში ჩადის. ქალს ფოტორეპორტიორი - რობერტი შეუყვარდება. მერილ სტრიპმა ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის ოსკარი დაიმსახურა...
მელ კოლინი, რომელიც თავად ნაშვილებია, ახლა მამა გახდა.იგი ფიქრობს, რომ მას არ შეუძლია მისცეს თავისი გვარი შვილს, სანამ არ გაიგებს, თუ ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები.მელი განიზრახავს მათ მოძებნას.იგი მოგზაურობაში მეუღლესთან და შვილად აყვანის აგენტთან ერთად მიეშურება...
სიუჟეტი ვითარდება შანხაიში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს მისტერ იის თავდავიწყებით შეუყვერდა თავისი ახალგაზრდა ცოლის დაქალი. მათი ურთიერთობა იმდენად ნაზი და მთრთოლვარეა, რომ ჩვეულებრივ ძალიან ფრთხილი იი, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვანგი სულ სხვა ადამიანია!...
ჩვენს წინაშეა ხუთი სცენა ორის მონაწილეობით. ფილმის სიუჟეტი უკუღმა მიმდინარეობს. დასაწყისი ბოლოდან. ფინალში ვხედავთ ახლადგაცნობილ შეყვარებულ წყვილს, დასაწყისში კი გაშორების სცენას. თუმცა მოვლენების მიმდინარეობა, არც ისე მნიშვნელოვანია…
ფილმი მოგვითხრობს რუსი მწერლის, ანდრეი გორჩაკოვის შესახებ, რომელიც მუსიკოს სასნოვსკის ბიოგრაფიული მონაცემების მოსაძიებლად იტალიაში მიემგზავრება. მუსიკოსის ცხოვრების დეტალებით მწერლის დაინტერესების მიზეზი უცნობია...
როდესაც მეტ სალივანს მისი შეყვარებული მიატოვებს, ის აღთქმას დადებს, რომ ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის განმავლობაში ყოველგვარი სექსუალური ურთიერთობისაგან თავს შეიკავებს. თუმცა, როცა ულამაზეს ერიკა სათონს გაიცნობს, ამ დანაპირების შესრულება სულ უფრო და უფრო რთული გახდება...
როდესაც ნოუ იორკის ფსიქიატრი ბილ კაპა ლოს ანჯელესში ჩადის რომ შეუერთდეს თავის კოლეგებს და იპოვნოს მკვლელი, აღმოაჩენს რომ თავიდან ბოლომდე მისტიურ ამბავშია გახვეული...