ორი ოჯახის წარმოუდგენელი ისტორია, რომლებიც ცდილობდნენ თავის სახლად ექციათ დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილი. თქვენ პირისპირ შეხვდებით სავანის ამ დიდებულ ხელმწიფეებს, ნახავთ მათ ნამდვილ ცხოვრებას, სიყვარულს და მიზანდასახულობას.
ფიფქიას დედა მშობიარობას გადაჰყვება,იგი პატარას და მამა ჯონს სასიკვდილოდ განწირულს ტოვებს გაყინულ მინდორში.მათ სატანის წარმომადგენელი ეწვევა, რომელიც სამი სურვილის ასრულებას ჰპირდება...
შონ კემბელი თავის შვილთან ერთად დისნეილდენდში მიემგზავრება, თუმცა სამსახურეობრივი დავალების გამო მას მგზავრობის გადადება უწევს. შონი, რომელიც ნიუ-იორკის ნავთობ-კომპანიის სპეციალისტია უფროსისგან დავალებას იღებს - მან ტბაში მუშების მიერ დაკარგული მოწყობილობა უნდა მოძებნოს...
ქმრის ძებნა ანჟელიკას ზღვის სანაპოიროსთან მიიყვანს, სადაც ჟოფრეი დე პეირაკის კვალი ქრება. სამეფო ხომალდის კაპიტანი მას დაარწმუნებს, რომ ბორტზე ავიდეს და მათ გაჰყვეს...
შოტლანდიის მთები 1700იანი წლები, რობ როი ცდილობს მართოს პატარა ქალაქი და ადგილობრივი დიდებულისგან იღებს სესხს, რათა მსხვილფეხა პირუტყვი შეიძინოს. როდესაც რობს ფულს მოპარავენ, ის იძულებული ხდება რობინ ჰუდივით იცხოვროს, რათა დაიცვას საკუთარი ოჯახი და სახელი...
მარიო და ლუიჯი, რომლებიც წყალსადენის ოსტატები არიან, აღმოაჩენენ სხვა სამყაროს, სადაც დინოზავრიებმა ევოლუცია განიცადეს. მათი ძირითადი საზრუნავი დინო დიქტატორისაგან კაცობრიობის ხსნაა...
სამოთხეშიც კი არ შეიძლება დროის სვლის გაჩერება, "ცისფერი ლაგუნას" გმირები, მრავალი წლები ბედნიერად უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრობდნენ, გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ტროპიკული სამოთხე არ დარჩა ცარიელი...
1952 წლის ფრანგული კინოფილმის რიმეიქი. საფრანგეთი ლუი XV მმართველობის პერიოდში. ფანფან ტიტას სახელით ცნობილ გულად მებრძოლსა და გამოუსწორებელ მექალთანეს ბოშა ქალმა უწინასწარმეტყველა, რომ იგი მეფის ასულზე დაქორწინდება...
დინი და სალი ბითნიკების კლასიკური წარმომადგენლები არიან. გამოცდილების მისაღებად და ცხოვრების არსის საპოვნელად მეგობრები მთელს ამერიკას მოივლიან მანქანით...
1964 წელი. 14 წლის ლილი ოუენსი დედას კარგავს, მამასთან ცხოვრება კი გაუსაძლისი ხდება. ის თავის ერთადერთ მეგობარ როზალინთან ერთად სამხრეთ კაროლინაში გარბის, რომელიც დედის საიდუმლოს ინახავს...
სნოუბორდისტი ტრევის რაისი და მისი მეგობრები გადაწყვეტენ მისიაზე წასვლას. რაისი და მისი გუნდი გამოცდიან ყველა სიმაღლეს და დაიპყრობენ მსოფლიოს ყველაზე თვალწარმტაც ხედებს...
ფილმი მოგვითხრობს მიონ რიანის ცნობილი ბრძოლაზე, რომელიც გაიმართა 1597 წელს იაპონიის კორეაში შეჭრის დროს. მაშინ საკულტო ადმირალმა ლი სუნსინუმ თავისი 13 გემით გაანადგურა იაპონიის 133 საზღვაო გემი...
ისტორია ძაღლზე, რომელიც დაეხმარა ჯარისკაცებს დაბრუნებულიყვნენ ავღანეთიდან ა.შ.შ.-ში. იმის შემდეგ რაც ძაღლმა მიიღო ტრავმა, მწვრთნელმა გადაწყვიტა ის წაეყვანა სახლში...
1789 წელს, როდესაც რევოლუცია მიდიოდა ბანდიტი, სახელად "შავი ტიტა", სოფელ როუსილონის შემოგარენს შიშში ამყოფებდა.ღარიბი ხალხი მას პატივს სცემდა, როგორც რობინ ჰუდს, რომელიც თავს რევოლუციონერად აცხადებდა...
უხსოვარ დროს როდესაც დედამიწაზე დადიოდნენ გნომები და გიგანტები ხოლო დრაკონები იტაცებდნენ მზეთუნახავებს, უშიშარი ჯადოქრები იცავდნენ ადამიანებს ურჩხულებისგან, ერთერთი მათგანი იყო დრუიდების აღზრდილი გარალტი რივიიდან ...
ემილი და ინესი ევროპაში სამოგზაუროდ მიდიან. მოგზაურობა უნდა დასრულდეს "ყველაზე მშვენიერ ადგილზე". სწორედ იქ სურს ემილის იცხოვროს "იდეალური ცხოვრებით" და იქვე დაასრულოს სიცოცხლე. მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე აღმოჩნდება არც ისე ადვილი გახდება ამ "უცნაური" გადაწყვეტილების მიღება...
XVII-ე საუკუნის საფრანგეთი. ახალგაზრდა ანჟელიკას აქორწინებენ გრაფ დე პეიარკზე, რომელიც არის მდიდარი და მას ჯადოქარს უწოდებენ. თავიდან ანჟელიკას ეზიზღება ქმარი, მაგრამ თანდათანობით ის მიხვდება, რომ მკაცრი გარეგნობის უკან იმალება მომხიბლავი, კეთილი, გულისხმიერი და სამართლიანი ადამიანი.
სკოტ ტომასმა წერილების მიმოწერით მეგობარი გაიჩინა გერმანიიდან ყველაზე პრაქტიკული მოსაზრებების გამო. მას უნდოდა მაღალი ნიშანი ყოლოდა გერმანულში, და ვინმე მიკი დაუთანხმდა მისთვის საშინაო დავალებები გადაეთარგმნა.მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ მიკი - მომხიბვლელი ქერა გოგონაა, რომელიც სულაც არ არის წინააღმდეგი შეხვდეს თავის ამერიკელ მეგობარს. გამოსაშვები გამოცდების მერე სკორი რამოდენიმე მეგობართან ერთად ევროპაში მიფრინავს. წინ მას წარმტაცი, ცოტათი ამაღელვებელი მოგზაურობა ელის ლონდონიდან ბერლინში პარიზიწს და ამსტერდამის გავლით...
როდესაც ნოთინგჰემის მხდალმა შერიფმა რობინის მამა მოკლა, ლეგენდარულმა მშვილდოსანმა დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. მისიის შესასრულებლად ის დამხმარე ძალად განდევნილ თანასოფლელებს (და სანდომიან ქალიშვილ მერიენს) შეეკვრება. ერთად ისინი ბოროტი შერიფის წინააღმდეგ იბრძვიან...
უძლეველი ადამიანი-ობობა ამჯერად ახალ ბოროტმოქმედებს უპირისპირდება. მათ შორის ქვიშისკაცს, რომელსაც გარეგნობის შეცვლის უნარი აქვს. ეს კომიქსის მიხედვით გადაღებული ბლოკბასტერის მესამე ნაწილია. როდესაც უცხოპლანეტელი ორგანიზმები, ადამიანი-ობობას სუპერძალას მიითვისებენ, მისი ალტერ ეგო, პიტერ პარკერი შურს იძიებს ედი ბრუკზე და სასიყვარულო სამკუთხედში მოხვდება...
1993 წელს, მორინის ექვსი წლის ქალიშვილი, ამინა, ყოფილმა ქმარმა ფარულად გაიტაცა. მისი პოვნის მრავალწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მორინს უცხოეთში გატაცებული ბავშვების პროფესიონალი მონადირე შეხვდა, რომელიც ამინას პოვნაში დახმარებას ჰპირდებოდა.
მისი პირველი მისია. ჯეიმს ბონდმა მსოფლიო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ლე შიფრი უნდა შეაჩეროს. ბონდმა არ უნდა მოაგებინოს მას მონტენეგროს პოკერის ტურნირი, სადაც დიდი ფსონებია დადებული.
ნოე და მისი მეგობრები ზაფხულის არდადეგებს კუნძულზე ატარებენ, თუმცა, მალევე მიხვდებიან, რომ მათ გარშემო რაღაც საეჭვო ხდება. ისინი პენსიაზე გასულ დეტექტივთან ერთად ცდილობენ გაარკვიონ რეალურად რა ხდება კუნძულზე.
გაბედული ძარცვის განსახორციელებლად, ექვსი გააფთრებული ბანდიტისგან შემდგარმა ბანდამ უპრეცედენტო რამ უნდა გააკეთოს: ენდოს ერთმანეთს და დაღლილ ჯადოქარს. ჯადოქარი თანხმდება მათთან შეერთებას, მაგრამ გეგმა სწრაფად ინგრევა, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.
პიტერ პარკერს საკუთარი თავის შეცნობის კრიზისი დაუდგა. იგი დაიღალა ადამიანი-ობობას ამპლუაში ყოფნით და გადაწყვიტა, ცოტა ხნით მაინც დაივიწყოს თავის ალტერ ეგო, რის გამოც ქალაქი ბოროტი დოქტორი ოკის მიერ განზრახული მასიური ჟლეტის პირისპირ აღმოჩნდება. ამასობაში, პარკერი ჯერ კიდევ ვერ ამჟღავნებს გრძნობებს მისი ბავშვობის სიყვარულის, მერი ჯეინ უოტსონის მიმართ...
ალექსანდრე დიუმას ამავე სახელწოდების კლასიკური რომანის კინოადაპტაცია, 19 წლის მეზღვაური ედმონდ დანტეს შესახებ, რომელიც ნიშნობისთვის მარსელში ჩადის. მაგრამ შურიანი მეგობრების მიერ გაყიდული, ახალგაზრდა გმირს ადანაშაულებენ ბონაპარტიულ შეთქმულებაში და საკუთარი ნიშნობის დღეს აკავებენ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია...
ითან ჰანტი და IMF-ის გუნდი აგრძელებენ საშიში ხელოვნური ინტელექტის ძიებას, რომელმაც მთელი მსოფლიოს სადაზვერვო ქსელებში შეაღწია, მსოფლიოს მთავრობებისა და ითანის წარსულიდან მომდინარე იდუმალი მოჩვენების კვალდაკვალ. ახალი მოკავშირეების თანხლებით ჰანტი დროსთან რბოლაშია, რათა თავიდან აიცილოს ჩვენთვის ცნობილი სამყაროს სამუდამოდ შეცვლა...
პიტერ პარკერი, ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეა, რომელიც ცდილობს დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში. ერთხელ ის აღმოაჩენს საიდუმლო ჩემოდანს, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა და მიხვდება, რომ მისი მშობლები ასე უბრალოდ არ გამქრალან. ამის შემდეგ ის ცდილობს გამოიძიოს, თუ რა მოხდა წლების წინ...
1960-იანი წლებიდან შთაგონებული, რეტრო-ფუტურისტული სამყაროს ნათელი ფონის ფონზე, Marvel-ის პირველი ოჯახი იძულებულია დააბალანსოს გმირების როლები ოჯახური კავშირის სიძლიერესთან და ამავდროულად დაიცვას დედამიწა მტაცებელი კოსმოსური ღმერთისგან, სახელად გალაქტუსისა და მისი იდუმალი მაცნის, ვერცხლისფერი სერფერისგან...
როდესაც მოწინააღმდეგე ძალის ლიდერი, მომავლის დასაცავად კაილ რიზს 1984 წელში აგზავნის, სერჟანტი რიზი უცნობი წარსულის ვერსიაში ხვდება, სადაც ახალ მოკავშირეს - ტერმინატორს ხვდება. ამჯერად მისი მთავარი ამოცანაა - შეცვალოს მომავალი...
კლარკ კენტი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჟურნალისტი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდი ძალის მქონე კრიპტონელია, რომელსაც მოუწევს არანაკლებ ძლიერ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდეს, რათა გადაარჩინოს ადგილი სადაც ის გაიზარდა, დედამიწა...
კარპატიის კუნძულზე მდებარე შორეულ სოფელში, მორცხვი ფერმერი გოგონა, სახელად იური, ოჩის სახელით ცნობილი არსებების მიმართ შიშით იზრდება. თუმცა, როდესაც იური აღმოაჩენს, რომ დაჭრილი პატარა ოჩი საკუთარ ჯგუფს ჩამორჩება, ის სახიფათო მოგზაურობაში მიემგზავრება, რათა არსება ოჯახთან გააერთიანოს...
ფილმში მოქმედება მეოთხე ეპიზოდამდე 32 წლით ადრე ხდება. გალაქტიკათაშორისი სავაჭრო ფედერაცია მშვიდობიანი პლანეტა ნაბუს დაპყრობას ცდილობს. ახალგაზრდა დედოფალი ამიდალა ჯედაის რაინდების დახმარებით იბრძვის მშობლიური პლანეტის დასაცავად.
მკვლევარი სერ ფრანსის დრეიკის მემკვიდრე ლეგენდარულ ელ დორადოს აღმოაჩენს. მისი მენტორისა და ამბიციური ჟურნალისტის დახმარებით ის ცდილობს, საიდუმლოებებს ფარდა აჰხადოს. პარალელურად კი მეკობრეებით, ვაჭრებითა და საიდუმლოებით მოცული მტრებით დასახლებულ კუნძულზე უწევს გადარჩენა...
ძმური კავშირი დაიშალა, მაგრამ ძალაუფლების ბეჭედი უნდა განადგურდეს. ფროდო და სემი იძულებულები არიან სიცოცხლე გოლლუმს მიანდონ, რომელმაც თავის თავზე აიღო მათი მორდორის კარიბჭესთან მიყვანა. უზარმაზარი სარუმანის ჯარი ახლოვდება: ძმური კავშირის წევრები მზად არიან ბრძოლა მიიღონ. ბრძოლა გრძელდება...
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ჰობიტი ფროდო ბეგინსი ბიძია ბილბოსგან მემკვიდრეობით საიდუმლოებით მოცულ ბეჭედს მიიღებს, იძულებული ხდება სახლი მიატოვოს, რათა დაიცვას იგი ბოროტი მბრძანებლის ხელში ჩავარდნისაგან. ამასობაში შეიქმნება საძმო, რომელმაც უნდა დაიცვას ბეჭედის მატარებელი წევრი და დარწმუნდეს, რომ ბეჭედი ნამდვილად არის დანიშნულების ადგილას მიტანილი. მთა დომი ერთადერთი ადგილია სადაც მისი განადგურებაა შესაძლებელი...
სარუმანის ჯარი დამარცხებულია, ციხესიმაგრე ალყაშია. ფროდო და სემი გაქცევას ახერხებენ ფარამირისაგან. მალე უნდა გადაწყდეს შუახმელეთის ბედი. საურონის ყურადღება მიმიპყრობილია გონდორისკე, რომელიც ადამიანთა ბოლო ბურჯია. დადგა დრო გონდორს სათავეში არაგორნი ჩაუდგეს. დრო არ იცდის, ახლოვდება ბრძოლა საურონის ჯართან, რომლის შედეგიც გადაწყვეტს მთელი კაცობრიობის ბედს. ამ დროს, ფროდო და სემი აგრძელებენ გზას მორდორის შუაგულისკენ, მიყვებიან სმეგოლს. მათი მომავალი გაურკვეველია...
ექვსი თვე გავიდა პირველი მატრიცის მოვლენებიდან. ნეო, ტრინიტი და მორფეუსი აგრძელებენ ბრძოლას ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ, რომელიც დედამიწაზე ბატონობს. მატრიცის ძალაუფლებას უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღწევს თავს - ისინი საყოველთაო აჯანყებისათვის ემზადებიან. კომპიუტერული სისტემის უზარმაზარი არმია დაპროგრამებულია იპოვოს და გაანადგუროს რეალური სამყაროს უკანასკნელი ქალაქი, ზიონი.
ბედს მინდობილი კაპიტან "ბეღურას", ახალგაზრდა უილ ტერნერის და ჭკვიანი, ულამაზესი ელიზაბეტ სვონის საზღვაო თავგადასავლები გრძელდება. ამჯერად ჯეკი ცდილობს გაექცეს მარადიულ წყევლას...
ამჯერად კაპიტანი ჯეკ "ბეღურა" ძველ ნაცნობ ქალბატონს ხვდება და არკვევს ეს ნამდვილი სიყვარულია თუ სასტიკ აფერისტთან აქვს საქმე, რომელიც მას იყენებს უკვდავების წყაროს მოსაძებნად. იგი აიძულებს "ბეღურას" გაემგზავროს გემით სახელად ”დედოფალი ანას შურისძიება”, რომელსაც საშინელი ბოროტმოქმედი ”შავწვერa” მართავს. კაპიტანმა ჯეკმა აღარ იცის ვისი უფრო ეშინოდეს, საშინელი ბოროტმოქმედის, თუ მისი ძველი მეგობრის...
ისტორია ახალგაზრდა ჯარისკაც ჯონი რიკოს შესახებ, რომელიც მომავალ დროში სამხედრო დანაყოფის წევრია. რიკოს დააწინაურებენ და იგი საბოლოოდ ქვედანაყოფის ოფიცრის როლში აღმოჩნდება ვარსკვლავთაშორისი ომის დროს კაცობრიობასა და არაქნოიდების ჯიშის ეგრედწოდებულ "ხოჭოებს" შორის...
როდესაც კაპიტანი ბარბოსა ყველას დიდი ხნის მკვდარი ჰგონია, იგი ბრუნდება და უილ ტერნერთან და ელიზაბეთ სვონთან ერთად სამყაროს დასალიერისკენ მიემართება. ხოლო რაც შეეხება ჯეკ "ბეღურას", ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს...
როდესაც პორტ როიალის გუბერნატორის ქალიშვილს გაიტაცებენ, მეკობრე - ჯეკ ბეღურა გადაწყვეტს გოგონას შეყვარებულს მის დაბრუნებაში დაეხმაროს, მაგრამ მათი საზღვაო მოგზაურობა რთული და თავგადასავლებით აღსავსე აღმოჩნდება...
ტეხასის შტატის ზომის ასტეროიდი პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება 22,000 მილი საათში სიჩქარით. ნასა-ს აღმასრულებელ დირექტორს დენ ტრუმენს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს, გაგზავნოს ჯგუფი ასტეროიდის გასანადგურებლად. ჯგუფში შედის საუკეთესო სპეციალისტი ჰარი ს. სტემპერი. სტემპერი და მისი ბრიგადა უნდა დაეშვას ასტეროიდზე, გაბურღოს მისი ზედაპირი და მოათავსოს ატომური ასაფეთქებელი მექანიზმი...
ბენ რენდელი, ლეგენდარული მცურავი-მაშველი რომელმაც წარსულში საშინელი კატასტროფის დროს თავისი გუნდი დაკარგა. ცხოვრებაში თავისი ადგილის საპოვნელად, და საშინელი ამბავის დასავიწყებლად, ის გადაწყვიტავს სანაპიროს დაცვაში წავიდეს, სადაც მის მოვალეობაში ახალგაზრდა მაშველების წრთვნა შედის. აქ ის შეხვდება ახალგაზრდა და ნიჭიერ მცურავს ჯეიკ ფიშერს. სწავლის პროცესის დროს ბენი ეხმარება ჯეიკს შეათავსოს თავისი რთული ხასიათი თავის ნიჭთან...