გადამდგარი პოლკოვნიკი მატრიქსი მის 10 წლის გოგონასთან ერთად სოფელში ცხოვრობს. იმისათვის, რომ მატრიქსს ერთერთი ლათინოამერიკული ქვეყნის პრეზიდენტის მოკვლა აიძულონ, მის შვილს მოიტაცებენ. პოლკოვნიკს ძალიან ცოტა დრო აქვს ქალიშვილის გასათავისუფლებლად...
ერთხელ 10 წლის გოგონა სახელად მეარი მის შავ კატას გაჰყვება, რომელიც მას უცნაურ ყვავილთან მიიყვანს, რომლის გვერდით ცოცხი აგდია. ყვავილის სურნელის შესუნთქვის შემდეგ, მეარი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მას ცოცხით ფრენა შეუძლია. ცოცხს იგი მაგების სკოლაში მიჰყავს, სადაც გოგონა გალიაში გამოკეტილ უბედურ ცხოველებს აღმოჩენს. იგი მათ გადაარჩენს, მაგრამ მას შეამჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ მეარი გაქცევას ახერხებს, მისი შავი კატა ტყვედ ვარდება…
მე-18 საუკუნის საფრანგეთში შევალიე დე ფონსაკს და მის ამერიკელ მეგობარს - მანის, მეფე გევოდანის პროვინციაში გაგზავნის,რომ ასობით ადამიანის იდუმალებით მოცული მკვლელობა გამოიძიონ...
ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი ჯგუფი G.I. JOE, პრეზიდენტის ბრძანებით დაითხოვეს, მაგრამ ისინი მაინც ებრძვიან ბოროტმოქმედს ზარტანს, მის თანამზრახველებს და მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ იმყოფებიან.
16 წლის გოგონა ჰანა რომელიც მამამ ტყეში გაზარდა სრულყოფილი მკვლელია. იგი სპეციალური ოპერაციის შესასრულებლად არის გაგზავნილი ევროპაში, რათა შური იძიოს მამის ძველ დამსაქმებლებზე.
ნოე, მტანჯველი გამოცხადებებით, სამყაროს აღსასრულის შესახებ, ცდილობს გონს მოიყვანოს ცოდვაში მცხოვრები ხალხი, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ მონანიების გზას დაადგნენ, პირიქით, განდევნიან წინსწარმეტყველს. და ნათელმხილველის ოჯახი, რომლის ხმაც არ მოისმინეს, მიემართება უდაბნოსკენ. სადაც უფლის ნებით კიდობანს აშენებს.
ნიუ იორკი, 1933 წელი. ამბიციური კინო პროდიუსერი მის გუნდსა და დაქირავებული გემის ეკიპაჟს თავის ქალის საიდუმლო კუნძულზე გამგზავრებას აიძულებს, სადაც ისინი შეხვებიან კონგს, უზარმაზარ მაიმუნს, რომელსაც მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონი ანა დაროუ იმწამსვე გონს დააკარგვინებს.
ეგვიპტის უდაბნოებიდან პოლარულ ყინულოვან მწვერვალებამდე, ელიტარული გუნდი ახალი თაობის ჯაშუშებს და სამხედრო შეიარაღებას იყენებს, რათა იარაღით მოვაჭრე კორუმპირებულ ბარონს, დესტროს და საიდუმლო ორგანიზაცია "კობრასგან" მოსალოდნელ ხიფათს შეებრძოლოს...
ელ სიმონსი თავისმა მეთაურმა მოკლა მორიგი მისიის შესრულების დროს. ჯოჯოხეთში მოხვედრისას ის ეშმაკთან ხელშეკრულებას დებს. სატანა აძლევს მას ძალას, საჭურველს და იარაღს. კიდევ ერთხელ თავისი ცოლის ნახვის სანაცვლოდ, თავისუფლებაზე აღმოჩენილი, ის ანადგურებს ხელშეკრულებას.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოზარდი ჯონ სმიტი სინამდვილეში შორეული პლანეტის ერთ-ერთი უკანასკნელი გადარჩენილია. ჯონი იძულებულია საშიშ მტერს დაემალოს, რომელიც მის მოსაკლავად არის გამოგზავნილი. ის გამუდმებით იცვლის სახელს და საცხოვრებელს თავის მეურვე ჰენრისთან ერთად. მაგრამ ერთხელაც ის "სახლს" და სიყვარულს პოულობს...
ლარის სამსახურში კვლავ არ გაუმართლა, დროდადრო მუზეუმის სამეფოში ვიღაცეები ცოცხლდებიან. ამჯერად მას რუზველტსა და ნაპოლეონთან შეხვედრა კი არ მოუწევს, არამედ ქვესკნელში ჩასვლა, რომელიც ფარაონ ახკმენრამ გახსნა, რათა თავისი ბოროტი ძმისთვის მოეხმო...
სიუჟეტის მიხედვით, ისტორიის მუზეუმის უმეტეს ექსპონატს შეფუთავენ, კონტეინერებში ჩადებენ და სმიტსონიანის არქივში გადააგზავნიან ვაშინგტონში. ასევე იქვე ჩავა დაცვის თამანმშრომელი სახელად ლარი, რომლის გულს გატეხავს ისტორიული პიროვნება ემი ადამსის შესრულებით.
მუზეუმში ქაოსი მეფობს, რადგან ღამის დარაჯმა ლარი დელეიმ შემთხვევით უძველესი წყვევლა მოხსნა, რითაც ატილა ჰუნი, გლადიატორების მთელი არმია, ტირანოზავრი რექსი და მუზეუმის სხვა ექსპონატები გააცოცხლა. სასოწარკვეთილი ლარი ცდილობს დააშოშმინოს მუზეუმი, მაგრამ არაფერი გამოსდის, სანამ პრეზიდენტი ტედი რუზველტი არ ეცდება მის დახმარებას...
მომაკვდავი მამის გადასარჩენად ახალგაზრდა ველოსიპედისტმა და ტრიუკების ოსტატმა ჯონი ბლეიზმა მეფისტოფელს სული მიჰყიდა და სევდიანად დაშორდა თავისი ცხოვრების სიყვარულს, გულწრფელ როქსანა სიმფსონს. წლების შემდეგ ჯონის და როქსანას (აწ უკვე ენერგიული ჟურნალისტის) გზები კვლავ იკვეთება. აქვე ჩნდება მეფისტოფელიც, რომელიც ჯონს სულის გათავისუფლებას ჰპირდება, თუკი იგი ცეცხლოვანი მრბოლელი აჩრდილი გახდება.
მდიდარი ბიზნესმენი შექმნის საიდუმლო პარკს დინოზავრებისთვის, რომლებიც პრეისტორიული ხანის დნმ-ის გამოყენებით არიან შექმნილნი. გახსნამდე ერთი დღით ადრე, იგი მოიწვევს ექსპერტთა ჯგუფს და თავის ორ შვილიშვილს, რომ პარკი დაათვალიერონ და აღელვებული ინვესტორების დამშვიდებაში მიეხმარონ. თუმცა, აღმოჩნდება, რომ ეს პარკი ყველაფერია, გასართობის გარდა, რადგან უსაფრთხოების სისტემა მწყობრიდან გამოდის და დინოზავრები გარბიან...
თინეიჯერი გაემგზავრება კუნძულზე, სადაც მან უნდა გადაარჩინოს ობოლი ბავშვების ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ, მათი შემქმნელების განზრახვისაგან გაანდგუროს ისინი.
გავიდა 10 წელი მას შემდეგ რაც პერსეუსმა დაამარცხა უზარმაზარი წყლის უჩხული კრაკენი, ახლა ის ცხოვრობს მეთევზის მშვიდი ცხოვრებით და ზრდის თავის 10 წლის შვილს. იმ დროისთვის კი მიმდინარეობს ომი ღმერთებსა და ტიტანებს შორის. ღმერთები კი სულ უფრო და უფრო სუსტდებიან, რადგან მათ მოაკლდათ სიყვარული და ნდობა ადამიანების მხრიდან. ღმერთები კარგავენ კოტროლს ციხეში გამომწყვდეულ ტიტანებსა მათ ლიდერზე კრონოსზე. პერსეუს არ შეუძლია დარჩეს გულგრილი, როდესაც აიდი ზევსის შვილთან ერთად დებს გარიგებას კრონოსთან, რათა გაანადგურონ ზევსი. ამიტომაც პერსეული ანდრომედასთან, აგენორთან და გეფესტომთან ერთად მიდის საშიშ მოგზაურობაში, რათა გადაარჩინოს ზევსი და გაანადგუროს ტიტანები.
ღმერთად დაბადებულ და ადამიანად აღზრდილ პერსევსს არ ძალუძს საკუთარი ოჯახი, შურისმაძიებელი მიწისქვეშეთის ღმერთის, ჰადესისგან დაიცვას. რადგან დასაკარგი აღარაფერი აქვს, პერსევსი მოხალისედ მიდის, რათა ჰადესის დამარცხების სახიფათო მისიას უხელმძღვანელოს, სანამ ჰადესი ზევსის ძალას არ დაპატრონებია და დედამიწაზე ჯოჯოხეთი არ მოუწყვია. უწმინდურ დემონებთან და საშინელ მხეცებთან ბრძოლაში პერსევსი და მისი მეომრები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებიან, თუ პერსევსი ღმერთის ძალას მიიღებს, ბედისწერას არ შეეპუება და საკუთარ ბედს თვითონვე შექმნის...
ფილმი გადაღებულია რობერტ ირვინ ჰოვარდის მოთხრობების მიხედვით. სოლომონ კეინი - მე-16 საუკუნის ინგლისელი ჯარისკაცია, რომელმაც გაიაზრა, რომ მისი არაადამიანური და სასტიკი საქციელის გამო, მისი სული სამუდამოდ დაწყევლილია. ცოდვების გამოსყიდვის იმედით, ის ფიცს დებს, რომ მშვიდობიანი ცხოვრებით იცხოვრებს. მაგრამ როდესაც დედამიწაზე შავბნელი ძალები ჩამოდიან, ის იძულებულია ბრძოლაში ჩაებას...
კუნგ-ფუს სიყვარულით შეპყრობილ ამერიკელ მოზარდს ჩინეთში აგზავნიან, სადაც იგი აღმოსავლური ორთაბრძოლების დაჯგუფებას შეუერთდება. მათი მიზანი დატყვევებული მაიმუნების მეფის გათავისუფლებაა...
მისტერ ჩარჩი კვლავ შეკრიბავს "შეუჩერებლების" გუნდს, მაგრამ როდესაც ერთ-ერთ მათგანს საქმის შესრულების დროს მოკლავენ, შურისძიების მისიის შესრულების დროს ისინი მტრების ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან.
უცხოპლანეტელთა ტექნიკის გამოყენებით დედამიწელებმა შეჰქმნეს სპეციალური პროგრამა პლანეტის დასაცავად, მაგრამ ჩვენი დაცვა არაფერს შეუძლია კიდევ უფრო მძლავრი უცხოპლანეტელთა შემოსევისაგან, რამოდენიმე ადამიანის გმირული საქციელის გარდა.
2 ივლისს უცხოპლანეტელთა უზარმაზარი ხომალდი დედამიწის ორბიტაზე შემოვა და რამდენიმე თეფშის ფორმის გამანადგურებელ კოსმოსურ ხომალდს განათავსებს, რომლებიც უცებ გაანადგურებენ დედამიწის მთავარ ქალაქებს. 3 ივლისს შეერთებული შტატები წარმართავენ კოორდინირებულ კონტრშეტევას, რაც მარცხით სრულდება. 4 ივლისს შეიქმნება გეგმა, რომ განხორციელდეს უცხოპლანეტელების ძირითად ხომალდში შეჭრა და მასში ბირთვული ნაღმის ჩადება.
ბარნი როსი დაქირავებულ პროფესიონალთა გუნდის მეთაურია, რომელშიც შედის: დანების მოყვარული ლი ქრისტმასი, საბძოლო ხელოვნების ექსპერტი, მძიმე საბრძოლო ტექნიკის სპეციალისტი, ამფეთქებელი და თავზეხელაღებული სნაიპერი. როდესაც გუნდი, ვინმე მისტერ ჩერჩისგან, სამხრეთ ამერიკის პატარა კუნძულის დიქტატორის ლიკვიდაციის დავალებას მიიღებს, ბარნი და ლი მითითებულ ადგილას ჩადიან, რათა დაზვერონ მოწინააღმდეგე მხარე და აღმოაჩინონ ქალაქის დაღუპვის ნამდვილი მიზეზი.
ფრენკლინ ჰეტჩეტი – გამოცდილი თაღლითია. პოლიციელის სიკვდილში თანამონაწილეობა მას მოულოდნელად სკანდალურად ცნობილს ხდის. მას ახლა მთელი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიცია ეძებს. ერთადერთი, ვისაც მისი დახმარება შეუძლია, ეს ხელმოცარული ჟურნალისტი ჯეიმს რასელია. ძებნილ დამნაშავეთა შორის ისინი პირველნი არიან სიაში...
სიუჟეტი მოგვითხრობს იუპიტერ ჯონსზე. ყველაფერი იმას წინასწარმეტყველებდა, რომ გოგონას დიადი მიღწევები ელოდა. იუპიტერი გაიზარდა და ყოველ ღამე სიზმარში ხედავდა ვარსკვლავებს, მაგრამ იღვიძებდა მკაცრ რეალობაში, სადაც ის მუშაობდა დამლაგებლად და რეცხავდა ტუალეტებს. თავისი გენეტიკური მახასიათებლებით იუპიტერი ხდება წარმოუდგენელი მემკვიდრეობის კანდიდატი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყაროს ბალანსი...
როცა სიყვარული მიდის, ულამაზესი ქალის გული გადაიქცევა ყინულად. არცერთ სამეფოს არ შეუძლია მისი მრავალრიცხოვანი არმიის დამარცხება, მხოლოდ მონადირეს არ ეშინია მისი. დაწყევლილი ტყის გავლით, ის თავის ბედთან შესახვედრად მიემართება.
მას შემდეგ რაც ბოროტი დედოფალი მეფეს გაჰყვება ცოლად, ის მეფის წინააღმდეგ სასტიკ შეთქმულებას მოაწყობს. მეფე დაიღუპება, ფიფქიას კი დაატყვევებენ. დიდი ხნის შემდეგ, დედოფალს უკვდავებისათვის ფიფქიას გული დასჭირდება. ფიფქია სასახლიდან გაიქცევა და დედოფალი მას მონადირეს დაადევნებს.
დემონი სუპერგმირის ისტორიის გაგრძელებაში ბოროტი ელფი დაარღვევს უძველეს სამშვიდობო ხელშეკრულებას ადამიანებსა და არსებებს შორის და გამოაცხადებს ომს. იგი აპირებს გამოუშვას "ოქროს არმია", მომაკვდინებელ მებრძოლ მანქანათა ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ გაანადგურონ ადამიანების რასა. მაშინ როცა დედამიწას ჯოჯოხეთი ელის, ჰელბოი და მისი რაზმი მიდიან ბოროტი პრინცის დასამარცხებლად...
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი როჯერ ფერისი ტერორისტების ერთ-ერთ ლიდერს გამოავლენს, სადაზვერვო მონაცემებზე მუშაობისას კი იგი აღმოაჩენს, რომ უნდა უფრთხილდეს ამერიკაში მყოფი უფროსის ორმაგ თამაშს...
ოთხი უფულოდ დარჩენილი გულადი ბიჭი ლათინური ამერიკის ცენტრში მძიმე სამუშაოს ეწევა. 1000 დოლარის საფასურად, მათ 2 ნიტროგლიცერინით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ქალაქიდან 300 მილზე დაშორებულ ნავთობის ჭაბურღილამდე უნდა მიიყვანონ...
მენსიკი და იან-ჰე არ არიან დარწმუნებულები, რომ დაშორებით მიღებულ იარებს გადაიტანენ, ამიტომ აგრძელებენ ერთად ყოფნას. ფილმში ცუნამი წარმოადგენს კონფლიქტს ადამიანებს შორის. როგორც ცუნამი ტოვებს მის შემდეგ ნანგრევებს, ასევე ტოვებს კონფლიქტიც წყვილის ურთიერთობაზეც იარებს.
იაპონიაში მიმავალი რობის გამოსამშვიდობებელ საგამოს საზარელი ამბავი არღვევს - რაღაც გაურკვეველი დაესხა თავს ნიუ-იორკს. არმია უძლურია გიგანტური მონსტრის წინაშე. მანჰეტენი დახურულ ზონადაა გამოცხადებული, მაგრამ ცენტრალური პარკის მახლობლად რობის შეყვარებულია გასაჭირში...
ძველ წყალქვეშა ნავ "აქუატიკაზე" მეცნიერთა ჯგუფი ალცჰეიმერის დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატის დასამზადებელ ექსპერიმენტებს ატარებს. დოქტორ სიუზან მაკალესტერი (საფრონ ბაროუზი) სამკურნალო წამლის დასამზადებლად გენური ინჟინერიით სამ ახალი ჯიშის ზვიგენს შექმნის, რომელთა ტვინის მოცულობა ბევრად დიდია. ეს ზვიგენები ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ჭკვიანები, სწრაფები და საშიშები არიან."აქუატიკას" სპონსორები სკეპტიკურად უყურებებ ამ საკითხს და შედეგები უფრო აინტერესებთ, რისთვისაც მათთან კომპანიის აღმასრულებელ მენეჯერს (სემუელ ელ ჯექსონს) გაგზავნიან...
პატარა ქალაქის პოლიცია იძულებულია საქმე სასიკვდილო ვირუსის მსხვერპლებთან დაიჭიროს, რომელიც ადამიანებს ზომბებად აქცევს. მებრძოლთა გაერთიანებას ჩერი უდგას სათავეში, რომელსაც ფეხის პროტეზის მაგივრად ავტომატი აქვს ჩადგმული...
სკრატი, მოუხელთებელი რკოს დევნის დროს შემთხვევით კატაპულტირდება პირდაპირ კოსმოსში, სადაც გამოიწვევს კოსმოსურ მოვლენებს. ზუსტად ეს მოვლენები შეცვლიან მთელ სამყაროს. იმისთვის, რომ გადარჩნენ სიდი, მენი, დიეგო და სხვა ცხოველები, მათ უნდა დატოვონ თავიანთი სახლები და გაემართნონ სამოგზაუროდ ეგზოტიკურ ახალ მიწებზე სადაც შეხვდებიან მრავალ ახალ პერსონაჟს...
მას შემდეგ, რაც სამ შეუთავსებელ არსებას - მენის - ბეწვიან მამონტს, დიეგოს- ბასრკბილებიან ვეფხვსა და სიდს - ზარმაცას თავს დაატყდებათ მოსალოდნელი გამყინვარება, ისინი დაობლებულ ჩვილს იპოვნიან და გადაწყვეტენ დაუბრუნონ იგი თავის მშობლებს. ამასობასში, ეს უცნაური მოკავშირეები დამეგობრდებიან და როცა მათ თავს მტერი დაესხმება მათი ქმედება კიდევ უფრო კეთილშობილურ მიზნებში გადაიზრდება...
სიდის კვერცხების გამოჩეკვის ახალი ბიზნესი კარგად ვითარდება, მაგრამ როცა სულმდაბალმა ბოცვერმა - პირატმა სკვინტმა კვერცხები მოიპარა, ჩვენი საყვარელი ანიმაციის - დიდი გამყინვარების გმირები სკრეტი, სიდი, მენი, დიეგო და სხვები გადაეშვებიან თავბრუსდამხვევ თავგადასავალში. მათ უნდა დაგეგმონ შეუპოვარი გადარჩენის ოპერაცია, რომელიც ისტორიაში შევა როგორც პირველი ბრძოლა კვერცხების გადარჩენისთვის...
კონვერტი გაურკვეველი შიგთავსით - ირლანდიელი ტერორისტებისა და რუსული მაფიის სამიზნე - კრიმინალებს ჩაუვარდებათ ხელში. ირლანდიული კავშირი შეკრებს დაქირავებულ, საბრძოლო რაზმს, სახელწოდებით - "რონინს". მაგრამ ჯგუფში, რომლის ლიდერიც ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო აგენტია, ერთმანეთის მიმართ უნდობლობაა...
მიწისქვეშეთის თავგადასავლის შემდეგ გავიდა შვიდი წელი, მოხდა კონტინენტების გადაადგილება. შეწუხებული მულტფილმის მთავარი გმირები იძულებულნი იქნებიან აისბერგი გამოიყენონ პლატოდ. ისინი გადალახავენ ოკეანეს და მოხვდებიან მათთვის უცნობ მიწაზე რომელიც ეგზოტიკური ცხოველებითა და მეკობრეებითაა სავსე. ციყვი მიიღებს თავის საოცნებო რკოს, მაგრამ ისიც ხვდება ახალ მიწაზე...
დიეგო, მენი და სიდი ბრუნდებიან ცნობილი ანიმაციური ფილმის "დიდი გამყინვარები" გაგრძელებაში. დიდი გამყინვარება მთავრდება და ყინული გადნობას იწყებს.. გარდაუვალი საშიშროება უბიძგებს მათ რომ გაერთიანდნენ და დანარჩენი ცხოველებიც გააფრთხილონ ამ საგანგაშო სიტუაციის შესახებ...
მეცნიერთა ჯგუფი დედამიწაზე კაცობრიობის წარმოშობის საიდუმლოს მიაგნებს. ამისათვის ისინი დედამიწის ყველაზე ბნელ ადგილებში მოგზაურობენ, სადაც სასტიკ ბრძოლაში მონაწილეობა უწევთ, ადამიანთა მოდგმის მომავლის გადასარჩენად...
ეს ისტორია სამ მეგობარზეა დიდი ქალაქიდან, რომლებიც მიემართებიან დაკარგული 200 ათასი დოლარის საძებნელად, თუმცა ეს არც თუ ისეთი იოლი საქმეა. მდინარე და ველური ბუნება ხომ საფრთხით და თავგადასვლებითაა სავსე...
მეგობარი გოგონები მორიგ საიუბილეო ლაშქრობაში მიემგზავრებიან. ყველაფერი კარგადაა, სანამ ისინი გამოქვაბულში არ ეშვებიან. აქ მოულოდნელად ქვები ცვივა და გასასვლელს კეტავს. გამოსავალი მხოლოდ სხვა გასასვლელის მოძებნაა. ამისათვის ისინი კატაკომბების სიღრმეში ეშვებიან...
მთავარი გმირი – ჯონ სმიტი გემით ევროპიდან მიემგზავრება. კაპიტნის განცხადებით, ეკიპაჟი ბედნიერებასთან, წარმატებასთან და დიდებასთან შესახვედრად მიემგზავრება. თავად კაპიტანი მზადაა ოქრო მოიპოვოს. ამერიკაში კი ინდიელები ცხოვრობენ და ზღაპარიც პრინცესა პოკაჰონტასზე მოგვითხრობს...
ვამპირებზე მონადირე, ექსტრაორდინალური დოქტორი ვან ჰელსინგი აღმოსავლეთ ევროპის მისტიურ რეგიონში მიემგზავრება, რათა დაამარცხოს დიდი სამეული - გრაფი დრაკულა, მგელ-კაცი და ფრანკენშტეინის ურჩხული. ვან ჰელსინგს უშიშარი ანა ეხმარება, ოჯახის მემკვიდრე, რომელიც თავდადებით ცდილობს გრაფის დაჭერას და განადგურებას.
დინ-დინსა და მის მეგობრებს ყოველთვის ეშინოდათ ზამთრის ტყის საზღვრების გადაკვეთა, რადგან ლეგენდის მიხედვით იქ ძალიან საშიში იყო. ერთ მშვენიერ დღეს ის ცნობისმოყვარეობის გამო მიუახლოვდება ტყეს და ხედავს, რომ მისი ფრთები ბრყწინვას იწყებს. გაოცებული დინი გადაწყვეტს გაიგოს ჯადოსნური ფრთების საიდუმლო და ტყის სიღრმეში შედის, სადაც მას საოცარი თავგადასავალი ელის...
ამ პაროდიული ხასიათის ჯაშუშურ ტრილერში როუენი მთავარი გმირის როლს ასრულებს. მოქმედების განვითარებისას თვალ-ყურს ვადევნებთ ჩვენს გმირს, რომელიც მარტოდმარტო ცდილობს გადაარჩინოს ქვეყანა, რათა დესპოტს ხელში არ ჩაუვარდეს...
ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მეტეოროლოგი ფრენდი მიაღწევს ოკეანეში მიკარგულ კუნძულს. კუნძულზე მხოლოდ შუქურის გუშაგი დახვდება. ფრენდი ხვდება რომ გუშაგი რაღაცას მალავს და კუნძული მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს დაუსახლებელი.