როდესაც 2003 წელს აშშ-მ ბაღდადის ოკუპაცია მოახდინა, ოფიცერი როი მილერი და მისი სამხედრო ინსპექტორებისგან შემდგარი გუნდი მასიური განადგურების იარაღის აღმოსაჩენად გაგზავნეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ის ერაყის უდაბნოში მართლაც ინახებოდა...
1928 წელს, ეგვიპტეში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, საიდუმლო იეროგლიფებით დაფარული, გიგანტური ქვის რგოლი. მის გამოსაკვლევად მოწვეულია ამერიკელი ეგვიპტოლოგი ჯექსონი, რომელიც იზიარებს თეორიას ეგვიპტის პირამიდების არამიწერი წარმოშობის შესახებ. იეროგლიფების გაშიფრვა ფარდას ხდის საიდუმლო რგოლის დანიშნულებას. ეს არის კარიბჭე სხვა სამყაროში!..
სარეკლამო აგენტ ბინს, დასაკარგი არაფერი აქვს. გარდა თავისი ლამაზი ცოლისა. რომელსაც თავის უფროსთან ლოგინში მიუსწრებს. გულგატეხილი ჯდება მანქანაზე და მიდის გაურკვეველი მიმართულებით. მაგრამ უსიამოვნებები მისთვის მხოლოდ იწყება, რადგან სწორედ ამ დროს სხვა უიღბლო ეძებს თავის მსხვერპლს...
რიგითი ჯო ბაუერსი, პენტაგონმა აირჩია ზესაიდუბლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ათასწლიანი ძილიდან გამოფხიზლებული ხვდება ცივილიზაციაში, სადაც ადამიანების ინტელექტუალური დონე გაცილებით დაბალია მის დონესთან შედარებით. შედეგად, ის პლანეტაზე ყველაზე ჭკვიანი ადამიანია...
როდესაც კორალინი ძველ სახლში გადავა საცხოვრებლად, უაზროდ და მშობლებისგან მიტოვებულად გრძნობს თავს. იგი პოულობს საიდუმლო კარს სადაც აგურის ბილიკია. ღამე იგი ამ ბილკის დაადგება და პარალელურ სამყაროს იპოვნის, სადაც ყველას ღილები აქვთ თვალების მაგივრად, სადაც იგი მშობლებთან ერთად არის და ყველა მისი ოცნება ხდება. როდესაც მისი "დედა" კორალინს ამ სამყაროში სამუდამოდ დარჩენას შეთავაზებს, გოგონა უარს იტყვის და მალე ხვდება, რომ ეს ალტერნატიული რეალობა მისთვის მოწყობილი ხაფანგია...
წინასწარი მოლაპარაკების თანახმად, ორწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, კომპიუტერული პროგრამების შემქმნელმა ჯენინგსმა 5 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს თავისი სამუშაოსთვის, თუმცა ჩეკის მაგივრად ბანკის თანამშრომელი მას შვიდ უცნაურ საგანს გადასცემს. ჯენინგსი გაოგნებულია. მას სურს გაიგოს, ვინ დართო ნება ამის გასაკეთებლად, და მიიღებს უცნაურ პასუს: მან თვითნ! ამ მომენტიდან ჯენინგსის ცხოვრება მუდმივ გამოძებად გადაიქცევა. გამოძების მთავარი ობიექტი – ის თვითნაა და მისი წარსული. მან უნდა იპოვოს არა მარტო საიდუმლო ადამიანი, რომელიც მას კვალდაკვალ მოსდევს, არამედ შვიდი საგნის მიხედვით მიხვდეს რაზე მუშაობდა ის ორი წლის განმავლობაში. თმცა ეს გამოძება მას სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეს...
რევოლუციური ტექნოლოგიის საშუალებით, რომელსაც მემკვიდრული ინფორმაციის გათავისუფლება შეუძლია, კალუმ ლინჩი გამოცდის მისი წინაპრის თავგადასავლებს მეთხუთმეტე საუკუნეში.
როდესაც ბრიუს უეინი დაინახავს, რომ მისი მშობლიური ქალაქი გოთჰემ სითი კრიმინალმა მოიცვა, ის გადაწყვეტს გაიდაიქცეს ბეტმენად. გმირად, რომელიც გოთჰემს ასე ძალიან სჭირდება...
სიუჟეტი მოგვითხრობს ჩარლზ მორდეკაის ისტორიას, რომელიც არტდილერი და თაღლითია. ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და თავისი შეუდარებელი შარმის წყალობით ცდილობს დააბრუნოს მოპარული სურათი...
ამჯერად მთავრ გმირს მოგზაურობა მოუწევს დროში, მოულოდნელობებით სავსე და ბრწყინვალე აღმოჩენების სამყაროში, მან უნდა გადაარჩინოს მეგობარი - შეშლილი მექუდე...
ყველა ადგილზეა: პიტერ ქვილი, სიტყვაძუნწი დრაქსი, მწვანეკანიანი ჰამორა, ცოცხალი ხე გრუტი და მოლაპარაკე ენოტი. გმირები ჩვეულ რიტმს არ ღალატობენ: ეხვევიან გაუგებარ სიტუაციებში და საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების გარეშე პოულობენ გამოსავალს. ამჯერად მათ ყველაზე დიდი საიდუმლოს ამოხსნა მოუწევთ. მათ უნდა გაიგონ, თუ ვინ არის პიტერ ქვილის მამა...
1966 წელი, ვიეტნამის ომი. საიდუმლო დავალების დროს პილოტი დიტერ დენგლერის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ტყვეობაში მოხვედრისას, დიტერი არ აპირებს ფარხმლის დაყრას – ის კიდევ რამოდენიმე პატიმართან ერთად გაქცევას გეგმავს...
ბონდი მაიამიში ისვენებს, როცა M-სგან გოლდფინგერზე თვალთვალის დავალებას იღებს. ბონდი გოლდფინგერის მეგობარ გოგონას ჯილ მასტერსონს იტაცებს, მაგრამ თავდასხმის შემდეგ გონებაზე მოსული აღმოაჩენს, რომ ჯილი მკვდარია და მისი სხეული ოქროს საღებავითაა დაფარული. ლონდონში დაბრუნების შემდეგ ბონდს გამოძიების გაგრძელებას დაავალებენ, მაგრამ გააფრთხილებენ, რომ ეს დავალება მის ვენდეტად არ უნდა იქცეს. ბონდი გოლდფინგერს ვერ დაუმეგობრდება, მას თვალთვალში გამოიჭერენ და დატყვევებულს ამერიკაში წაიყვანენ. ის გოლდფინგერის გეგმის შესახებ შეიტყობს, რომელსაც კოდური სახელი "დიდი სლემი" ჰქვია, რაც ფორტ ნოუზე თავდასხმას და გოლდფინგერის ოქროს მარაგის გაზრდას გულისხმობს. შეძლებს თუ არა ბონდი გოლდფინგერის შეჩერებას?
ატომური ომებისგან განადგურებულ სამყაროში, უდაბნოდ ქცეულ მიწაზე, საკუთარი მოტოციკლით მოძრაობს და ცდილობს გადაურჩეს სიკვდილს - ბიჭი სახელად ტურბო კიდი...
ჯეიმს ბონდმა ამჯერად ერთერთი საიდუმლო აგენტის მკვლელობა უნდა გამოიძიოს. ის საერთაშორისო სკანდალს ახდის ფარდას,რომელშიც რუს გენერალს ახალი მსოფლიო ომის წამოწყება სურს. RNბონდიანის მე-13 ფილმი, როჯერ მურის მონაწილეობით...
დაუნდობელ უდაბნოში დიად სამარხში ფარაონის ქალიშვილი განისვენებს. აი დადგა დღე და ის ბრუნდება, რათა დაიბრუნოს ის რაც მას ეკუთვნის. სამყაროს ღმერთები და მონსტრები მართავენ.
მეცამეტე ათასწლეული. ატომური ჰოლოკოსტის შემდეგ რამოდენიმე ათასი წელია გასული. ღამის წყვდიადში კვლავ ვამპირები მეფობენ, მაგრამ მათი დღეები დათვლილია, რაოდენობაც იკლებს. ვამპირი მაიერ ლინგომი, ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის ქალიშვილს იტაცებს. მის მოსაძებნად, ვამპირებზე მონადირე ნახევარსისხლა ვამპირი - დი მიდის. გატაცებული გოგონას კვალს, ძმები მარკუსებიც მიჰყვებიან...
ლეგენდარული ამერიკელი პილოტის ამელია ერჰარტის ცხოვრება, რომელიც 1937 წელს მსოფლიოს გარშემო ფრენის მცდელობისას წყნარ ოკეანეზე გადაფრენისას გაუჩინარდა...
ობოლი ბიჭის ისტორია, რომელიც მაგიურ ნევერლენდში მოხვდა. ფილმში მოთხრობილია ცნობილი პიტერ პენის შესახებ, მანამდე სანამ ის სწორედ ის ბიჭი გახდებოდა, რომელსაც ჩვენ ზღაპრიდან ვიცნობთ...
ბიძაშილები ბო და ლიუკ დუკები სამხრეთელები არიან. ბო და ლიუკი მათ ბიძა ჯესის და მიმზიდველ ბიძაშვილ დეიზის ეხმარებიან ბიზნესის წარმართვაში, შერიფ როსკო კოლტრეინთან კი მუდამ პრობლემები ექმნებათ, რადგან სტაფილოსფერ მანქანას "ორენჯ ლის" აქეთ-იქით გიჟებივით დააქროლებენ...
ავტობიოგრაფიული ისტორია ცნობილი ფრანგი მეცნიერის და მკვლევარის ჟაკ ივე კუსტოს შესახებ. თითქმის მთელი თავისი ცხოვრება მან მიუძღვნა მსოფლიო ოკეანეების შესწავლას, გახსნა წყალქვეშა სამყაროს უმრავი საიდუმლო და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მსოფლიო მეცნიერებაში...
ფრენკ მილერის რომანის ეკრანიზაცია "300" ეხება ძველი წელთაღრიცხვით 480 წელს მომხდარ თერმოპილის ბრძოლას, სადაც სპარტის მეფე თავის ჯარს შემოჭრილ სპარსელთა წინააღმდეგ მიუძღვება.
"შიმშილის თამაშები" სამუდამოდ დასრულდა, რადგან კაპიტოლიუმს მთელი პანემი აუჯანყდა. აჯანყების მოთავე მე-13 რაიონი და მისი პრეზიდენტი კოინია, აჯანყების სიმბოლო კი – ქეთნისი, კაჭკაჭჯაფარა, რომელიც თანახმაა, აჯანყებულებს დაეხმაროს და ამით შური იძიოს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩანს ასე მარტივი...
მაშინ როდესაც რომის იმპერია დაცემის პირზეა, ახალგაზრდა რომულუს აუგუსტუსი ქალაქიდან იპარება და ბრიტანეთში მიემართება, რომ მისი მხარდამჭერების ლეგიონი შეკრიბოს...
მოქმედება მიმდინარეობს თანამედროვე ამერიკაში. კაპიტანმა კაუჭამ მოიტაცა ბავშვები გოგონა და ბიჭი, ბავშვები მისი ძველი მტრის პიტერ პენის შვილები არიან. პიტერი გაიზარდა და ახლა უკვე პიტერ ბენინგომია და ისე დაკავებულია თავისი ბიზნესით, რომ საერთოდ დრო არ რჩება საკუთარი ბავშვებისათვის. მას საერთოდ დავიწყებული აქვს, რომ ბავშვობაში ის პიტერ პენი იყო. შვილების დასაბრუნებლად კი ყველაფერი უნდა გაიხსენოს.
ქეთნის ევერდინის და მისი მეგობრების თავგადასავალი გრძელდება. ამჯერად ქეთნისს და პიტას მოუწევთ კვარტალურ თამაშებში მონაწილეობა და კვლავ გადარჩენისთვის ბრძოლა...
ყოფილი სპეცდანიშნულების რაზმის წევრი მონაწილეობას იღებს ექსპერიმენტში, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს მიიღოს წარმოუდგენელი ძალა, სისწრაფე და უნარი სწრაფი განკურნებისა...
აღდგენილი რწმენითა და სუპერმენის თავდაუზოგავი ქმედებებით შთაგონებული ბრიუს უეინი და დიანა პრინცი იწვევენ მეტაადამიანების ჯგუფს, რომელიც შედგება ბარი ალენის, არტურ კურისა და ვიქტორ სტოუნისგან, რომ შეებრძოლონ სტეფენვულვისა და პარადემონების კატასტროფულ ქმედებებს...
არც თუ ისე შორეულ მომავალში ადამიანები თავის მსგავს რობოტებს ქმნიან. დევიდი –რობოტი ბიჭუნაა, რომელსაც ნამდვილი გრძნობები და ემოციები აქვს და ოცნებობს ნამდვილ ადამიანად იქცეს.
არც თუ ისე შორეულ მომავალში ადამიანები თავის მსგავს რობოტებს ქმნიან. დევიდი რობოტი ბიჭუნაა, რომელსაც ნამდვილი გრძნობები და ემოციები აქვს და ოცნებობს ნამდვილ ადამიანად იქცეს.
ერთ ღამეს,როდესაც დიდი ფანტაზიის პატრონი თინეიჯერი სარა, რომელსაც ყოველ უიკენდზე ბავშვის მოვლა მობეზრდა, საყვარელი წიგნის "ლაბირინთის" გობლინს თხოვს მისი ნახევარ-ძმა წაიყვანოს, პატარა ტობი მართლაც გაქრება და სარა იძულებული ხდება ზღაპრულ ქვეყანაში გადავიდეს რომ ბიჭი იპოვნოს...
ყველასათვის საყვარელი ანიმაციის "გამყინვარების პერიოდი"–ს მთავარი გმირების ცხოვრებაში ცვლილებები მოხდა. მამონტი მანფრედი და ელი პატარა პირმშოს დაბადებას ელიან: ვეფხვი დიეგო ფიქრობს მეგობრების წრეში ზედმეტად "მსუბუქწონიანი" ხომ არ გახდა. ზანტი სიდი საკუთარი ტომის შექმნაზე ოცნებობს და ხელში დინოზავრის სამი კვერცხს პოულობს...
ეს ამბავი ჩრდილოეთ ამერიკაში მოხდა, ჯერ კიდევ "ფერმკრთალი" დამპყრობლების მოსვლამდე. ინდიელების ტომის ბელადი დათვთან ბრძოლაში დაიღუპა. მის განრისხებულ შვილებს შურისძიება უნდათ. უფროსი ძმა გადაწყვიტავს ეს მარტომ გააკეთოს, მაგრამ ტყის ძალა ჯადოსნური ხერხით მას თავად გადააქცევს დათვად. ახლა ის სამყაროს სხვა თვალით უყურებს და მის შესახებ ბევრ ახალს იგებს...
9 წლის ბიჭის ისტორია, სახელად მაილო. ჭამო საზიზღარი საჭმელები, გაიტანო ნაგავი, ადრე დაწვე დასაძინებლად - ვის სჭირდება დედა, რომელიც ამ ყველაფრის გაკეთებას გვაიძულებს? ასე ფიქრობდა იგი, სანამ არ აღმოაჩინა, რომ დედა უცხოპლანეტელებმა მოსტაცეს. მას სხვა პლანეტაზე უწევს გამგზავრება, რომ იპოვოს დედა...
პარიზი 1910 წელი. ემილი და რაული მონსტრთან იბრძვიან, რომელიც ატერორებს მოქალაქეებს. მონსტრი კი ძალიან გულჩვილი და ბუნების მოყვარული დიდი რწყილი აღმოჩნდება...
ერთხელ პატარა ჯეიმსი იხსნის ერთი ობობის სიცოცხლეს. მადლიერების ნიშნად, ის ჩუქნის ბიჭს ჯადოსნურ წამალს, რომლის დახმარებით პატარა ატამი მოულოდნელად გიგანტურ ხილად იქცევა. მის შიგნით იმალება მთელი მსოფლიო. შესაძე~ლებელია ისიც, რომ ჯეიმს იმ ადგილას ნამდვილი მეგობრები დახვდნენ, რომლებიც დაეხმარებიან მას აისრულოს თავისი ყველაზე სანუკვარი ოცნებები...
როგორც ეკუთვნის ნამდვილ მეფეს, იმპერატორი კუსკო – ძალზე დაკავებული ადამიანია. თუმცა მისმა ბოლო საქმემ შეიძლება ბევრი უსიამოვნება შექმნას: მმართველმა გადაწყვიტა თავისთვის წყლის პარკი აეშენებინა, წინასწარ კი სამეფოს ერთერთი სოფელი დაენგრია. ეს გეგმა აუცილებლად შესრულდებოდა, რომ არა უსიამოვნება, რომელიც თვით იმპერატორს შეექმნა: მტრებმა ის ლამად აქიეს!
ნიუ-იორკში უცნაური ამბები ხდება: ვინმე სწავლული მარკ უინტერსი, აპირებს მონსტრების არმია შექმნას, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ეს მიზანი სამყაროს გადატრიალებაა...
პატარა ჯაშუშები იზრდებიან, მაგრამ მათი მოწინააღმდეგეებიც უფრო ძლიერები და მოხერხებულები ხდებიან. ახლა მათ თვით სილვესტერ სტალონესთან მოუწევთ შებრძოლება, არა მარტო თავისი სიცოცხლის, არამედ მთელი მსოფლიოს გადასარჩენად...
ჯუნიმ და მისმა უფროსმა დამ კარმენიმ ჯერ კიდევ თავისი ძველი თავგადასავლებით დაამტკიცეს, რომ მათ არა მხოლოდ დახმარების გაწევა შეუძლიათ თავისი აგენტი-მშობლებისთვის, არამედ დამოუკიდებლად შეუძლიათ ნამდვილად ღირსეული ჯაშუშების საქმეები გააკეთონ.
რაჩეტი და კლანკი გმირები არიან რადგან ცდილობენ შეაჩერონ უცხოპლანეტელი სახეელად ჩეარმენ დრეკი. რომელიც ყველა პლანეტას ანადგურებს. ამ ორმა თავიანთი ძალები გალაქტიკის რეინჯერებთან უნდა გააერთიანონ რომ დაიცვალ პლანეტა. ამავდროულად ისინი სწავლობენ გმირობას, მეგობრობას...
მისტერ პიბოდი – ბიზნესმენია, გამომგონებელი, მეცნიერი, ნობელის ლაურიატი, გურმანი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და გენიოსი… რომელიც გარდა ყველაფრისა არის ძაღლი. თავისი ყველაზე არაორდინალური გამოგონების დახმარებით – მანქანა ვეიბეკი – მისტერ პიბოდი და მისი ნაშვილები შერმანი წამიერად გადაადგილდებიან წარსულში, სადაც ხდებიან მოწმეები ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ამბების და ურთიერთობენ ცნობილ ისტორიულ პერსონაჟებთან...
გრეგორიო კორტესს და ინგრიდს ერთი და იგივე დავალება ჰქონდათ შესასრულებელი - მათ ერთმანეთი უნდა გაენადგურებინათ. პირისპირ შეხვედრას კარგი არაფერი მოუტანია: ისინი დაქორწინდნენ და მიატოვეს თავისი საქმიანობა... რამოდენიმე წლის შემდეგ შვიდი სპეცაგენტის გაუჩინარება აიძულებს მათ კვლავ დაბრუნდნენ თამაშში. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათმა ყოფილმა თანამშრობლებმა, ყველაზე კარგმა პროფესიონალებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს გაუჩინარება. კორტესები კვლავ სჭირდება სააგენტოს, რომელსაც უნდა, რომ ჯაშუშებმა ვინმე "თითის" საიდუმლო გახსნას, რომელიც ჯარს ქმნის რობოტი ბავშვებიდან. მაგრამ ისინიც გაუჩინარდებიან. ახლა კი აგენტების ბედი ბავშვების ხელშია...
ზღაპრული ქვეყნის მთბი,გამოქვაბულები და სასახეები, დრაკონები და ამულეტები, შელოცვები და წინასწარმეტყველება, ბოროტები და კეთილები – ახალ სათავგადასავლო ანიმაციურ ფენტეზი–საგაში ჯადოსნურ ქვეყანაზე...
ჩექმებიანი კატა, ანიმაციური ფილმ "შრეკის" საყვარელი გმირი, თავის მეგობრებთან ერთად მიდის ბატის მოსაპარად, რომელიც ოქროს კვერცხებს დებს.
პადინგტონი - ბრაუნების ოჯახის ბედნიერი და ადგილობრივი მოსახლეობის პოპულარული წევრი - დამატებით სამუშაოებს იღებს, რათა დეიდა ლუსის მეასე დაბადების დღეზე იდეალური საჩუქარი აჩუქოს. პადინგტონი საჩუქრის მოპარვას აპირებს...