მეექვსე წელი ჰოგვარტსის ჯადოქრობის სკოლაში ჰარი პოტერისთვის საინტერესოდ დაიწყო, როცა მან უნებლიედ იდუმალებით მოცულ წიგნს მიაკვლია, რომელიც ბოროტი ლორდ ვოლდემორტის ბინძურ ცხოვრებას ნათელს ჰფენს. გარდაუვალი ბრძოლისთვის მზადების პროცესში, ჰარი და დამბლდორი პროფესორ ჰორას სლაგჰორნს მიმართავენ, რომ მათ ვოლდემორტის სისუსტეების დადგენაში დაეხმაროს...
საუკუნეებია მცირერიცხოვანი, მაგრამ ძლიერი დამცველთა ჯგუფი სახელწოდებით მწვანე ლამპარი იცავს გალაქტიკას საფრთხისაგან. როდესაც სამყაროს განადგურებით დაემუქრება ბოროტმოქმედი პარალაქსი, მისი გადარჩენის ბედი პირველ ადამიან მწვანე ლამპარზეა დამოკიდებული...
ტრილოგიის მესამე ნაწილში არქეოლოგი რიკ ო'კონელი ჩადის ჩინეთში, სადაც ხვდება 2,000 წლის წინანდელი დინასტიის მბრძანებელს. იგი მკვდრეთით აღსდგა, რათა თავისი მსოფლიო ბატონობის გეგმა ბოლომდე მიიყვანოს. ამჯერად ო'კონელს მისი ოჯახი, ცოლი და ვაჟიშვილი ეხმარება ეგრედწოდებული "დრაკონების იმპერატორის" დამარცხებაში, რათა დაიცვან სამყარო ზებუნებრივი ძალების არასწორი გამოყენებისგან...
2257 წელია. რიგითი ტაქსისტი შემთხვევით აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როცა მან უნდა გადაარჩინოს ახალგაზრდა გოგონა - თვით კაცობრიობის გადარჩენის ერთ-ერთი ნაწილი. ფილმი "მეხუთე ელემენტი" ვითარდება ფუტურისტულ მეგაპოლისში და გადაღებულია ფრანგული კომიქსის მიხედვით ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული იმპროვიზაციით...
ამ დამაბოლოებელი სერიის მეორე ნაწილში ჰარი და მისი მეგობრები, რონი და ჰერმიონა აგრძელებენ თავიანთ თავგადასავალს ბოროტი ვოლდემორტის საბოლოოდ დასამარცხებლად. როდესაც უკვე ახალგაზრდა ჯადოქრებს ყველაფერი უიმედოდ ეჩვენებათ, ჰარი მაგიური ნივთების სამეულს აღმოაჩენს. ეს მას ისეთ ძალას შესძენს, რაც ვოლდემორტის დაუძლეველ შესაძლებლობებსაც აღემატება.
დასასრული იწყება: ჰარი, რონი და ჰერმიონა სასწავლო წლის ბოლოს ჰოგვარტსიდან მიდიან, რომ ვოლდემორტის უკვდავებას ბოლო მოუღონ, მაგრამ ჰარის საყვარელი დამბლდორის გარეშე და ვოლდემორტის თავზეხელაღებული მსახურების გარემოცვაში სამყარო დიდი საშიშროების წინაშე დგას...
მრავალი წლის წინ, ძველ ეგვიპტეში, მეფე მორიელი საზარელ არმიას მეთაურობდა, მაგრამ როდესაც მან თავისი სული ანუბისს მიჰყიდა, ის ისტორიამ წაშალა. ამჟამად იგი მხოლოდ მითია, თუ არც კი? რიკი და ეველინ ო'კონელები, თავიანთ 8 წლის ვაჟთან ალექსთან ერთად კვლავ ახალ ექსპონატებს ეძებენ. ისინი აღმოაჩენენ ანუბისის სამაჯურს, მაგრამ ვიღაც სხვაც მიჰყვება სამაჯურის კვალს. უმაღლესი ქურუმი იმჰოტეპი კვლავ აღსდგა მკვდრეთით და სამაჯური სურს, რათა მეფე მორიელის არმია მართოს. მაგრამ ეს ერთადერთი პრობლემა როდია. იმჰოტეპს რომელსაც ახლა ალექსი ჰყავს და სამაჯურიც მასთანაა, დიდი დღე არ უწერია...
მამა და მისი ვაჟი გადამწვარ ამერიკაში ეულად მიაბიჯებენ, ირგვლივ სიცარიელეა, არაფერი იძვრის, ქარის მოტანილი ფერფლისა და წყლის გარდა. სიცივისგან ქვებიც კი დასკდა, ნაცრისფერად თოვს. ცა მუქია. ისინი სამხრეთისკენ მიდიან, სადაც უფრო თბილა, თუმცა არ იციან რა ელით იქ, ან თუ საერთოდ ელით რამე...
ფილმი ”ევერესტი” ეფუძნება რეალურ მოვლენებს და მოგვითხრობს 1996 წლის ექსპედიციის შესახებ, როდესაც მთამსვლელების ორმა ჯგუფმა სცადა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა.
ფილმი მოგვითხრობს მაიას ცივილიზაციის შესახებ, სადაც ადამიანის იდილიურ ყოფას უხეშად არღვევს ძალადობა. შიშით და ჩაგვრით მართულ ქვეყანაში, ფილმის გმირი ცდილობს გადაარჩინოს საყვარელი ქალი და ოჯახი.
ბოროტმა ჯადოქარმა 18 წლის გოგონა სოფი მოხუცებული ქალის სხეულში ჩაამწყვდია. ადამიანის ძებნისას, ვისაც მისთვის ჩვეულებრივი გარეგნობის დაბრუნება შეუძლია, სოფი გაიცნობს ჯადოქარ ჰაულს და მის დემონს კალციფერს. კალციფერი უნდა ემსახუროს ხალს გარიგების თანახმად, რომლის პირობებს ის ვერ ამბობს. გოგონა და დემონი გადაწყვეტენ დაეხმარონ ერთმანეთს...
ნიუ-იორკელი სტუდენტები პერუს ჯუნგლებში მიემგზავრებიან, ისინი აქტივისტები არიან და პროტესტის გამართვას გეგმავენ. მოგზაურობისას ისინი კანიბალების ტომს გადეყრებიან...
ყველა ბავშვს სჯერა, რომ როდესაც ის თავის სათამაშოებს მარტო ტოვებს, ისინი ცოცხლდებიან და თავის საქმეებს აკეთებენ. ეს ანიმაციური ფილმი მათ თავიანთ აზრებში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს...
"მოტოციკლისტის დღიური" კუბის რევოლუციის ლიდერის, ჩე გევარას დღიურებზეა დაფუძნებული. მოგონებებში ის თავის საუკეთესო მეგობართან ალბერო გრანადოსთან ერთად სამხრეთ ამერიკაში მოტოციკლით მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს.
ვუდი, ბაზი და ენდის დანარჩენი სათამაშოები უკვე წლებია თაროზე აწყვია. ენდი გაიზარდა და კოლეჯში მიდის, სათამაშოები კი შეცდომით საბავშვო ბაღში აღმოჩნდებიან. მეგობრებმა ერთად უნდა მოახერხონ გაქცევა და ენდისთან დაბრუნება..
ნინძაგო სითი დასახმარებლად ახალგაზრდა ლოიდსა და მის მეგობრებს მოიწვევს. წინამძღოლი კუნგ ფუს ოსტატი ბუს დამხარებით მათ უნდა შეაჩერონ ყველაზე ბოროტი დიქტატორი ჰარმანოდი, რომელიც ლოიდის მამა აღმოჩნდება...
მდიდარი ოჯახიდან იტაცებენ შესანიშნავ ჩვილს, რომელსაც ძალიან უყვარს წიგნი ნახატებით პაწაწინა ბავშვზე სახელად ბუ. ბოროტმოქმედები უზარმაზარ გამოსასყიდს ითხოვენ, მაგრამ პაწაწინას დაკარგავენ უიღბლო გამტაცებლები...
ფილმი მოგვითხრობს ბილბო ბაგინსის მოგზაურობაზე, რომელიც ერთვება გრანდიოზულ საომარ მოძრაობაში, რომლის მიზანიცაა გნომების დაკარგული ქალაქის ერებორის წართმევა დრაკონისთვის. მოულოდნელად მას უკავშირდება ჯადოქარი გენდალფი. ასე პოულობს ბილბო საკუთარ თავს, რომელიც უერთდება ცამეტი ლეგენდარული მებრძოლი გნომებისგან შემდგარ გუნდს. მათ მოუწევთ მოგზაურობა ველურ მხარეებში, გობლინებისა და ორკების დასახლებაზე, რათა მიაღწიონ მიზანს და გაანადგურონ ბოროტი დრაკონი...
ბოროტი ჯადოქარი გარგამელისგან თავის საშველად გაქცეული პატარა სმურფები საკუთარი ჯადოსნური ქვეყნიდან აღმოჩნდებიან ჩვენს სამყაროში, კონკრეტულად კი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში. ახლა პატარა სმურფებს მოუწევს შინისაკენ გზის პოვნა...
უძველესი ბრძოლა გიგანტებსა და ადამიანებს შორის განახლდა მას შემდეგ, რაც ჯეკი - ახალგაზრდა ფერმერი იწყებს ბრძოლას სამეფოსა და პრინცესას სიყვარულისთვის. ეს ყოველივე კი ორ სამყაროს შორის დამაკავშირებელ კარს აღებს...
78 წლის მოხუცი კარლი, რომელიც მთელი ცხოვრება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, 8 წლის რასელთან ერთად თავგადასავლებით სავსე, საოცარ მოგზაურობაში გაემგზავრება...
გამაოგნებელი საიდუმლოს შეტყობის შემდეგ, ნაადრევად დაობლებული ლირა ბელაკუა, კოლეჯის ოთახებში ხეტიალს და უდარდელ არსებობას, შორეულ ჩრდილოეთში წასვლას და თავგადასავლებში გაბმას ამჯობინებს. იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ ესაა მისი ბედისწერა...
ფილმში მოქმედება მომავალში, დესპოტურ ჩიკაგოში ვითარდება. ყველა ახალგაზრდა, რომელიც 16 წლის ვალდებულია აირჩიოს ერთ-ერთი 5 ფრაქციიდან და სამუდამოდ მას შეუერთდეს. ყველა ფრაქცია განასახიერებს ერთ-ერთ თვისებას: გულწრფელობა, უშიშრობა, უარყოფა, მეგობრულობა და ერუდიცია.
ლას-ვეგასის კაზინოს მეპატრონე გადაწყვეტს მოაწყოს არალეგალური რბოლა, სადაც ჯილდოდ 2 მილიონი დოლარია, მაგრამ ეს მდიდრების გასართობი და სანაძლეო, ვინც პირველი მივა დანიშნულების ადგილზე ეს ფულიც მისი იქნება, მაგრამ ამ ფულის ხელში ჩასაგდებად რბოლის მონაწილეებს წინ ბევრი თავგადასავალი ელით...
აგენტი ითან ჰანტი, კომპიუტერის გენიოს ლუთერ სტიკელთან და მომხიბლავ, ქურდ ქალბატონთან ერთად მთელ ავსტრალიასა და ესპანეთში დაჰქრის, რათა შეაჩეროს ყოფილი შეუსრულებელი მისიის აგენტის მიერ, გენეტიკურად გამოყვანილი ბიოლოგიური იარაღის - ქიმერას წარმოება...
22-ე საუკუნეში, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული ყოფილი საზღვაო ქვეითი, უნიკალური მისიის შესასრულებლად პლანეტა პანდორაზე მიემგზავრება. ის იძულებულია შეასრულოს ბრძანებები, მაგრამ ამავე დროს უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის დაცვაც მოუწევს...
ითანი და მისი გუნდი ყველაზე რთულ შეუსრულებელ მისიას იწყებს, მათ უნდა გაანადგურონ დაჯგუფება - სინდიკატი, რომლის წევრებსაც, ზუსტად ისეთივე უნარ-ჩვევები გააჩნიათ, როგორიც ითანის გუნდს...
"შეუსრულებელი მისიის" მეოთხე ნაწილში ჰანტი და მისი გუნდი საშიშ ტერორისტ ჰენდრიკსს დასდევენ, რომელმაც რუსეთის ატომური იარაღის ბაზაში შეაღწია და ამერიკას ემუქრება...
სუპერ-ჯაშუში ითან ჰანტი სამსახურიდან წამოვიდა და ახლა ახალმოსულ აგენტებს ავარჯიშებს. მაგრამ მალე მისი სამსახურში დაბრუნება საჭირო ხდება, რადგან საქმე აქვს ოუენ დავიანთან, ყველაზე საშიშ ბოროტმოქმედთან ვისაც კი აქამდე შეხვედრია. ახლა ჰანტი მის ძველ მეგობარ ლუთერ სტრიკელთან, ტრანსპორტირების ექსპერტ დეკლანთან, ოპერატიულ მუშაკ ზენთან და ახალბედა ლინდსისთან ერთიანდება...
სადაზვერვო სამსახურის გუნდის ლიდერის ითენ ჰანტის ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და მას ეჭვი გაუჩნდა, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში ჯაშუშია შემოპარული, ამ დროს კი იგი იგებს რომ პირველი ეჭვმიტანილი თვითონ არის. მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ახლა მან უნდა გამოიძიოს ნამდვილი ჯაშუშის ვინაობა და თავისი პატიოსანი სახელი აღადგინოს .
1850 წელი, კალიფორნიის მოსახლეობა შეერთებულ შტატებში შესვლის საკითხს წყვეტს. "ლეგენდა ზოროზე" 1998 წელს გამოსული ფილმის, "ზოროს ნიღაბის" სიქველია.
ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში ლეგენდარული ზოროს სახელით დონ დიეგო დე ლა ვეგა ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდა. ციხიდან გაქცევის შემდეგ, იგი ბანდიტ ალეხანდროს მისი საქმის გამგრძელებლად აქცევს, რომ მისი დახმარებით ტირანი დონ რაფაელ მონტეროს გეგმები ჩაშალოს. ეს არის ადამიანი, რომელმაც მას თავისუფლება, ცოლი და ძვირფასი ქალიშვილი ელენა წაართვა...
მეფე შტორმს სურს წაართვას პონებს მისი მაგიური შესაძლებლობები. ბოროტმოქმედის შესაჩერებლად პონები ტოვებენ მშობლიურ მხარეს და სამოგზაუროდ მიდიან. მათ საინტერესო თავგადასავალი ელით წინ...
ჰონკონგის ბრძოლის შემდეგ ოპტიმუს პრაინს ახალი საფრთხე ელის, რომელსაც მარტო ვერ გაუმკალვდება. ამიტომ მას უწევს ახალი მოკავშირეების ძებნა, რათა გადაარჩინოს დედამიწა და სამყარო...
საუკუნეების მანძილზე ხალხს მაგია და ხელშეუხებელი კედლები იცავდა ნებისმიერი თავდასხმისაგან.თუმცა ათასწლეულების წინ დამარხული და დავიწყებული ბოროტება - იღვიძებს...
კორპორაცია "მირანდომ" შექმნა უჩვეულო ჯიშის გოჭები, რომლებიც მთელს მსოფლიოს ფერმერებს დაურიგა. ათი წლის მანძილზე უდიდესი ზომის ღორი გოგონა მიჯას საუკეთესო მეგობარი იყო. მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელდა. კორპორაციამ მისი საკუთრება უკან წაიყვანა. რა თქმა უნდა მამაცი გოგონა არ ნებდება და მეგობრის გადასარჩენად მიდის, მაგრამ სამყარო ბევრად უფრო სასტიკი აღმოჩნდება, ვიდრე მას ეგონა...
ფილმი მოგვითხრობს მწერალ ნიუტ სკამანდერის თავგადასავალზე ნიუ იორკის გრძნეულთა საზოგადოებაში 70 წლით ადრე, სანამ ჰარი პოტერი მის წიგნს წაიკითხავდა სკოლაში...
მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში, "ნაძირლების" სახელით ცნობილი ებრაული წარმოშობის ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი იმისთვის შეიქმნა, რომ მესამე რაიხს შიშის ზარი დასცენ. ძალის საჩვენებლად, ისინი ნაცისტებს სკალპებს ხდიან და სასტიკად კლავენ. ლეიტენენტი ალდო რაინის მეთაურობით, ისინი პარიზის ერთერთი კინოთეატრის მფლობელ ფრანგ-ებრაელ მოზარდ გოგონას შეხვდებიან...
თინეიჯერი სემ ვიტვიკი ძველისძველ ბრძოლაში აღმოჩნდება ჩართული, რომელიც ტრანსფორმირებადი რობოტების არაამქვეყნიურ ფრაქციებს - გმირ აუტობოტებსა და ბოროტ დესეპტიკონებს შორს მიმდინარეობს. სემი წარმოუდგენელი ძალაუფლების გასაღებს ფლობს, ამიტომ დესეპტიკონები, მის მოსაპოვებლად უკან არაფერზე დაიხევენ...
უცნობ ობოლ ბიჭს აღზრდის დიდგვაროვანი, კაი - ასე უძახიან ბიჭს, ძალიან მამაცია და ცდილობს თავისი აღმზრდელის ერთგული იყოს. მის ბატონს მაგიით მოაჯადოებენ და სიკვდილს მიუსჯიან, რის შემდეგაც მისი სამურაები რონინები ხდებიან, კაი მათ შეუერთდება რათა შური იძიოს და აკრძალული სიყვარული დაიცვას. ფილმი გადაღებულია ცნობილი ლეგენდის მიხედვით, რომელშიც მოთხრობილია 47 რონინის ისტორია...
სემ ვიტვიკი ნორმალური ცხოვრებისათვის ავტობოტებს ტოვებს. მაგრამ, რადგანაც მისი გონება სავსეა უცნაური სიმბოლოებით, დესეპტიკონები მიზანში ამოიღებენ მას და კვლავ ტრანსფორმერების ომში ჩაითრევენ...