პატარა ჯაშუშები იზრდებიან, მაგრამ მათი მოწინააღმდეგეებიც უფრო ძლიერები და მოხერხებულები ხდებიან. ახლა მათ თვით სილვესტერ სტალონესთან მოუწევთ შებრძოლება, არა მარტო თავისი სიცოცხლის, არამედ მთელი მსოფლიოს გადასარჩენად...
დათვ ბუგის და მისი მეგობრის - ირემ ელიოტის თავგადასავლების გაგრძელება. ამჯერად ბუგი მიდის თავისი პირადი ბედნიერების მოსაძებნად და ხვდება მოხეტიალე ცირკში, სადაც რუს დათვს იცნობს...
ახლადდამთავრებულთა ჯგუფი გვიან ღამით სასეირნოდ მიემგზავრება, იმ იმედით, რომ საბოლოოდ დატკბებიან შესვენებით, სანამ მათი გზები გაიყრება. ამის ნაცვლად, ისინი შემთხვევით აღმოჩნდებიან დაუსრულებელ, ორზოლიან ჯოჯოხეთში, რომელიც გარშემორტყმულია საშინელებებითა და მათთვის მიუწვდომელი კოსმოსური ძალებით. მანქანაში მოკალათებულები, სადაც უსასრულოდ გრძელი გზაა გაშლილი, ისინი არჩევანის წინაშე დგანან: მიიღონ ახალი არსებობა ან იბრძოლონ მისგან თავის დასაღწევად.
სამი ქალი ცხოვრობენ ახალ ინგლისში და ოცნებობენ დაოჯახებაზე. თავიანთ წარმოდგენაში მათ დახატული ჰყავთ მამაკAცის იდეალი, სამივეს განსხვავებული ტიპაჟის მამაკაცები მოსწონთ, მაგრამ მას შემდეგ რაც მათ ქალაქში გამოჩნდება დერილ ვან ჰორნი, სამივე ყურებამდე შეყვარებული აღმოჩნდება. ისინი გვიან მიხვდებიან თუ ვინაა მათი რჩეული და მის თავიდან მოცილებას მოინდომებენ...
დეტექტივები ქრისტოფერ დენსონი და ჰაისმითი არიან ნიუ-იორკის ყველაზე პატივცემული და საყვარელი პოლიციელები. ადამიანები მათ საპატივცემულოდ ტატუს იკეთებენ მათი გამოსახულებით. დეტექტივი გემბლი და ჰოიტცი კი უბრალოდ ჩრდილში მყოფი პოლიციელები არიან, რომლებიც საბუღალტრო სამუშაოს ასრულებენ. ერთხელაც მათ ეძლევათ შანსი თავი გამოიჩინონ.
An actor owes big bucks to the Vegas mob. He's all set to pay them off; he's conned a rich widow into marrying him. But the mobsters blow his cover because they need him for a different scam. The lost heiress to a Vegas casino fortune has been found; she's a truckstop waitress in France. The mobsters' proposition: romance the broad, and get hitched. Or else. Then the crooks can bump her off and keep the casino for themselves...
როდესაც საიდუმლო აგენტების ჯგუფს რეპუტაცია შეელახება, მეთაური უიღბლო მაგრამ მოტივირებულ ანალიტიკოსს მაქსველ სმარტს აირჩევს და მას წარმატებულ და განსაკუთრებული სტილის მქონე აგენტ 99-ს მიამაგრებს. შეძლებენ თუ არა ახლა ისინი ერთად ბოროტი გეგმების ჩაშლას და ქაოსის დამარცხებას?
"დაიჭირე ტალღა" 2007 წლის კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ანიმაციური ფილმია. მას ახმოვანებენ შია ლაბეფი, ჯეფ ბრიჯესი, ზუი დეშანელი, ჯონ ჰედერი და სხვები.RN კოდი შივერპულელი სერფინგისტი პინგვინია, რომელიც ოცნებობს გახდეს ისეთი, როგორიცაა მისი კერპი ბიგ-ზი. მოგზაურობისას იგი აღმოაჩენს, რომ მთავარი თვითონ სერფინგია და არა წარმატება და პოპულარობა...
სრულ განაკვეთზე მომუშავე დეტექტივები ნიკი და ოდრი იბრძვიან, რომ საკუთარი კერძო სააგეენტო აამუშაონ. მალე ისინი საერთაშორისო დანაშაულის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, როცა მათ მეგობარს მაჰარაჯას საკუთარი ქორწილიდან გაიტაცებენ...
გრეგორიო კორტესს და ინგრიდს ერთი და იგივე დავალება ჰქონდათ შესასრულებელი - მათ ერთმანეთი უნდა გაენადგურებინათ. პირისპირ შეხვედრას კარგი არაფერი მოუტანია: ისინი დაქორწინდნენ და მიატოვეს თავისი საქმიანობა... რამოდენიმე წლის შემდეგ შვიდი სპეცაგენტის გაუჩინარება აიძულებს მათ კვლავ დაბრუნდნენ თამაშში. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათმა ყოფილმა თანამშრობლებმა, ყველაზე კარგმა პროფესიონალებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს გაუჩინარება. კორტესები კვლავ სჭირდება სააგენტოს, რომელსაც უნდა, რომ ჯაშუშებმა ვინმე "თითის" საიდუმლო გახსნას, რომელიც ჯარს ქმნის რობოტი ბავშვებიდან. მაგრამ ისინიც გაუჩინარდებიან. ახლა კი აგენტების ბედი ბავშვების ხელშია...
მე-16 საუკუნის განსაკუთრებული ქალბატონი წიგნების მოყვარულია და სერ თომას მორის უტოპიადან ადვილად მოგიყვანთ ციტატებს. ქელქი ახტაჯანა გარეგნულად ლამაზი გოგო, რომელსაც საკმარისზე მეტი შარმი აქვს იმისთვის რომ პრინცის გული მოიგოს.
ფრედერიკ ბაკმანის ცნობილი რომანის “კაცი, სახელად უვე” ადაპტაცია, კაპრიზული, გაღიზიანებული და სასტიკად მკაცრი ქვრივი ოტოს შესახებ, რომელიც მთელ მის სამეზობლოს ქორივით თვალს ადევნებს და მათ თავისი ურყევი წესების შესაბამისად აცხოვრებს. და ზუსტად მაშინ, როდესაც იზოლირებული და გულით მარტოსული მთავარი გმირი, რომელიც ჯერ კიდევ გლოვობს ცოლის დაკარგვას და თითქმის მთლიანად დაკარგა სიცოცხლის ნაპერწკალი, სიკვდილს გადაწყვეტს, მოულოდნელად წარმოუდგენელ მეგობრობას ქმნის თავის ახალ მეზობლებთან. შედეგად, ოტო ნელ-ნელა ტრანსფორმაციას განიცდის. მაგრამ ცვლილების გზა ადვილი არ არის, როდესაც ძველი ჩვევები ძნელად კვდება...
1970-იანი წლების ბოლოს SETI-ის პროექტმა მიიღო ერთჯერადი სიგნალი გარე სივრციდან. ეს გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც ტერორისტები ფიქრობდნენ უცხოპლანეტელთა საზოგადოებასთან კავშირზე - საუბედუროდ ის არასოდეს იყო კოდირებული...1) ჩვენ ვართ მარტო 2) გალაქტიკა არის საშიში ადგილი... ესაა რის თქმაც სიგნალით სურდათ...
კოლეჯში ჩაბარების შემდეგ, დრეიტონს და დალასს დისტაციური ურთიერთობა უწევთ. სანამ დრეიტონი წარუმატებლობის შემდეგ კვარტერბეკის რანგში დამკვიდრებას ცდილობს, ქალი კი ცეკვის მოყვარული ხდება, ზრდასრულობის წნეხი და ახალი ნაცნობები მათ კავშირს დანგრევით ემუქრება. წყვილმა უნდა გაარკვიოს, შეძლებენ თუ არა სიყვარულის შენარჩუნებას, რადგან მათი გზები სულ უფრო და უფრო იყოფა.
პადინგტონი - ბრაუნების ოჯახის ბედნიერი და ადგილობრივი მოსახლეობის პოპულარული წევრი - დამატებით სამუშაოებს იღებს, რათა დეიდა ლუსის მეასე დაბადების დღეზე იდეალური საჩუქარი აჩუქოს. პადინგტონი საჩუქრის მოპარვას აპირებს...
აქსელი ბედნიერად ცხოვრობს ნიუ-იორკში, სანამ მისი არიზონელი ბიძა ქორწილში არ დაპატიჟებს. ბიძამის სურს, რომ აქსელი ოჯახურ ბიზნესში ჩართოს. არიზონაში ჩამოსული აქსელი უცნაურ დედა-შვილს გაიცნობს და ერთერთ მათგანთან სასიყვარულო ურთიერთობას წამოიწყებს...
ერთი არაფრით გამორჩეული წყვილი ფილი და კლერი შიშობენ, რომ მათ ურთიერთობას რუტინა აუფერულებს. საღამოს ყოველკვირეულ შეხვედრისას წყვილი დაუფიქრებლად მოიპარავს ვახშმის მოსაწვევს, რის გამოც სხვა პირებად გაასაღებენ თავს. როგორც ირკვევა, მოსაწვევი ორ ქურდს ეკუთვნოდა და ახლა ვიღაცეები ფილისა და კლერის მოკვლას ცდილობენ...
მუსიკოსი ძმები ბლუზები იგებენ, რომ მათ ეკლესიას დაანგრევენ, თუ თავის დროზე 5000$-ს არ შეიტანენ. ფულის საშოვნელად ცოტა დრო აქვთ - ისინი კონცერტის გამართვას აპირებენ...
მოუხერხებელი სათვალიანი ტიმ როსი მშობლების გარეშე იზრდებოდა, მას ბებია ზრდიდა. ბიჭი კეთილი გაიზრდა, ამიტომ ერთხელ გადაწყვიტა მოხუცს დახმარებოდა, რომელსაც ბნელ კუთხეში თავს დაესხნენ. მეორე დღეს გაირკვა რომ თავდამსხმელი ვამპირი იყო. აღმოჩნდება რომ ტიმს დაბადებიდან იმუნიტეტი აქვს ვამპირის ნაკბენზე, ამიტომ მას მიიწვევენ ვამპირებთან ბრძოლის დეპარტამენტში...
ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც ოჯახის შექმნას ახლა იწყებს ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებს მათი მოუსვენარი და ცელქი ლაბრადორისაგან,სახელად მარლი...
მითჩ ტორესს ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება როკ ბანაკში, რომ მან, როკ-ვარსკვლავმა შეინ გრეიმ და ჯეისონმა შეძლონ ზაფხულის გატარება მუსიკის შექმნაში და ამით დიდი სიამოვნება მიიღონ.
სიუზან კუპერი მთელი ცხოვრებაა ოცნებობს გახდეს საიდუმლო აგენტი და აი მას მიეცა შანსი გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და წინ აღუდგეს ბოროტმოქმედებს. შეძლებს კი ის საიდუმლო მისიის შესრულებას?
სამი ერთმანეთისგან გაუცხოებული ძმა, ინდოეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რომ აღადგინონ ის ურთიერთობა რაც ბავშვობაში ჰქონდათ, მაგრამ მათი მოგზაურობა მოულოდნელობებით აღსავსე თავგდასავლად გადაიქცევა.
ჰოლის და ერიკს მათი საერთო მეგობრები პიტერი და ელისონი პაემანს მოუწყობენ. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ.რამოდენიმე წლის შემდეგ, როცა ელისონი და პიტერი ავტოკატასტროფაში დაიღუპებიან, აღმოჩნდება რომ პატარა გოგონას - სოფის მეურვეებად წყვილმა ჰოლი და ერიკი შეარჩია. ისინი ცდილობენ შეასრულონ გარდაცვლილი მეგობრების ნება, მაგრამ ბავშვის აღზრდა მათი ცხოვრების წესს სამუდამოდ შეცვლის და ძალიან რთული აღმოჩნდება.
დღესასწაულები მოსწონთ ან პირიქით გაურბიან მათ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ფილმი გადაღებულია ადამიანების ფობიებზე, ეს არის საშინელებათა ფილმი არდადეგებისთვის...
მთავარი გმირი ქორწინდება მისთვის საოცნებო ქალზე, ყველაფერი მზადაა, მხოლოდ მეჯვარე ვერ მოიძებნა. ის ცდილობს დაიქირაოს ადამიანი, რომელიც ქორწილისას მეჯვარეობას გაუწევს.
ორი მუსიკოსი მკვლელობის მოწმე ხდება და ქალაქიდან გაპარვას ჩქარობს, სანამ ისინი განგსტერებს არ უპოვნიათ. ერთადერთი გამოსავალია ქალთა მუსიკალურ ჯგუფს შეუერთდნენ, რომელიც გასტროლებზე აპირებს გასვლას. ამისათვის, მათ ჯერ ისე უნდა ჩაიცვან, რომ გოგონებს დაემსგავსონ, შემდეგ თავიანთი ვინაობა საიდუმლოდ შეინახონ და შეეცადონ პრობლემებს გაუმკლავდნენ. ამასობაში, ისინი გაიცნობენ ჯაზ-ბენდის მომღერალ მიმზიდველ გოგონას და მდიდარ და დაჟინებულ თაყვანისმცემელს...
კრეგი და მაქსინი უცნაურ კარებს აღმოაჩენენ, რომლის გავლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცნობილი მსახიობის, ჯონ მალკოვიჩის სხეულში მოხვედრა. ისინი ცდილობენ ეს აღმოჩენა შემოსავლის წყაროდ აქციონ. ყველა კმაყოფილია საწყალი ჯონ მალკოვიჩის გარდა...
მიშელი და ალენი ურთიერთობის იმ ეტაპზე არიან, როცა მათგან შემდგომ ნაბიჯებს ელიან. ისინი გადაწყვეტენ, მათი მშობლები საბოლოოდ გააცნონ ერთმანეთს და გაარკვიონ, როგორია ოჯახური ცხოვრება. თუმცა აღმოჩნდება, რომ მშობლები ერთმანეთს უკვე იცნობენ, რაც ქორწინების შესახებ გაურკვეველ მოსაზრებებს აჩენს...
მაიკ ლეინი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენაზე ბრუნდება მას შემდეგ, რაც მისმა ბიზნესგარიგებამ არ გაამართლა, გაკოტრდა და ფლორიდაში ბარმენად დაიწყო მუშაობა. იმ იმედით, რომ უკანასკნელ შოუს მოაწყობს, მაიკი ლონდონში მიემგზავრება მდიდარ პროტეჟესთან ერთად, რომლის წინადადებაზეც ის უარს ვერ ამბობს. მაიკი მალევე აღმოაჩენს, თუ რა აქვს მას სინამდვილეში ჩაფიქრებული: მიაღწევენ თუ არა წარმატებას ის და მის მიერ გამოწვრთნილი ახალი სექსუალური მოცეკვავეები?
ჯესი და ჩესტერი დილას იღვიძებენ და არაფერი ახსოვთ, წინა ღამეს წვეულებაზე მანქანით იყვნენ წასულები და დილას მანქანას ვეღარ პოულობენ. მეგობრები ცდილობენ ნებისმიერ ფასად დაიბრუნონ მანქანა...
უღიმღამო ცხოვრებისგან მობეზრებული ოთხი მეგობარითავის უეცრად აღმოაჩენს, რომ მათ ქალაქში უცხოპლანეტელები დათარეშობენ. ისინი საკუთარი ქალაქისა და მსოფლიოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
“ჩემი გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ მოკვდე იქამდე, სანამ ფული გამითავდება” – ამბობს 60 წლის მანჰეტენელი გაღატაკებული ბანოვანი და ქვრივი ფრენსის პრაისი (მიშელ პფაიფერი), მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც ის გეგმავდა. როდესაც 20 წლის წინ გარდაცვლილი მისი მეუღლის ფრანკლინის უზარმაზარი მემკვიდრეობიდან აღარაფერი აღარ დარჩება, ფრენსისი უკანასკნელ ნივთს ყიდის და პარიზში ანონიმურად ნაქირავებ მოკრძალებულ ბინაში ცხოვრებას იწყებს, სადაც მას თან თავისი უმიზნო და ხელმოცარული ვაჟი მალკომი და კატა, სახელად პატარა ფრენკი მიჰყავს, რომელშიც, როგორც ის ფიქრობს, ქმრის სული ცხოვრობს...
ლარის სამსახურში კვლავ არ გაუმართლა, დროდადრო მუზეუმის სამეფოში ვიღაცეები ცოცხლდებიან. ამჯერად მას რუზველტსა და ნაპოლეონთან შეხვედრა კი არ მოუწევს, არამედ ქვესკნელში ჩასვლა, რომელიც ფარაონ ახკმენრამ გახსნა, რათა თავისი ბოროტი ძმისთვის მოეხმო...
ახალგაზრდა მეგობართა ჯგუფი ღამეს გაატარებს ტყეში უცნაური სახლის კედლებში. დახურულ კარს მიღმა, რაღაც უცნაური და საშინელი ხდება. ახალგაზრდებს აღარ ჰყოფნით იმის დრო, რომ გაარკვიონ, თუ რა ემუქრება მათ, თუმცა ერთადერთი, რაც მათ იციან ისაა, რომ მათი დრო იწურება...
სიუჟეტის მიხედვით, ისტორიის მუზეუმის უმეტეს ექსპონატს შეფუთავენ, კონტეინერებში ჩადებენ და სმიტსონიანის არქივში გადააგზავნიან ვაშინგტონში. ასევე იქვე ჩავა დაცვის თამანმშრომელი სახელად ლარი, რომლის გულს გატეხავს ისტორიული პიროვნება ემი ადამსის შესრულებით.
მუზეუმში ქაოსი მეფობს, რადგან ღამის დარაჯმა ლარი დელეიმ შემთხვევით უძველესი წყვევლა მოხსნა, რითაც ატილა ჰუნი, გლადიატორების მთელი არმია, ტირანოზავრი რექსი და მუზეუმის სხვა ექსპონატები გააცოცხლა. სასოწარკვეთილი ლარი ცდილობს დააშოშმინოს მუზეუმი, მაგრამ არაფერი გამოსდის, სანამ პრეზიდენტი ტედი რუზველტი არ ეცდება მის დახმარებას...
ტედი იუ ყოფილი საიდუმლო აგენტია. ის დარწმუნებულია, რომ თავისი წარსული უკან ჩამოიტოვა და ახლა შვილებს საბრძოლო ხელოვნებას ასწავლის, მაგრამ მომაბეზრებელი აგენტი, რომელიც დრაკონის ადგილსამყოფელს ეძებს, ყველაფერს უკან აბრუნებს...
4 ინგლისელის თავგადასავალი ლიტვაში. ლონდონში არალეგალური კაზინოს დაყაჩაღების შემდეგ ოთხეული ჯდება თვითმფრინავში და აპირებს წასვლას მალაიზიაში. თითქოს ყველაფერი გეგმიურად მიმდინარეობდა, მაგრამ არავის არ ეგონა, რომ თვითმფრინავი ვულკანის გაღვიძების გამო განახორციელებდა მალაიზიის ნაცვლად ვილნიუსში იძულებით დაჯდომას...
მონდომებული შეფ-მზარეული პედრო ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოსაა, ის გამუდმებით ოცნებობდა საკუთარ რესტორნზე, თუმცა მოულოდნელი დიაგნოზი ყველაფერს თავდაყირა აყენებს...
გარდაცვლილი გოგონას - კეტის სული, სტანჯავს რჩევებით მისი ყოფილი საქმროს, ჰენრის ახალ მეგობარ გოგონას, და აიძულებს მუდამ კონფუზურ სიტუაციაში აღმოჩნდეს...
იმისათვის, რომ მის ოცნების გოგოს სხვა არ შეუყვარდეს, ჩარლი ლოგანმა ის წყევლა უნდა მოიშოროს, რომლის გამოც იგი მარტოხელა ქალებში არანორმალური პოპულარობით სარგებლობდა - "გაატარე ერთი ღამე ჩარლისთან და პირველივე მამაკაცი რომელსაც შეხვდები, შენი ნამდვილი სიყვარული გახდება"...
ედი მერფი მორიდებული, კეთილი, ჭკვიანი პროფესორის -შერმან კლამფის როლს ასრულებს. როდესაც ულამაზესი კარლა ფიურთი საუნივერსიტეტო გუნდს შეუერთდება, შერმანი მისი გულის დასაპყრობად წონაში დაკლებას გადაწყვეტს. ჯადოსნური ელექსირის მეშვეობით, ის ბადი ლავად გადაიქცევა და ნამდვილი დონ-ჟუანი გახდება...
მოსიყვარულე მაგრამ უპასუხისმგებლო მამა, დანიელ ჰილარდი, მის განრისხებულ მეუღლეს დასცილდა და ამით საშინელი დარტყმა მიიღო: სასამართლომ შვილების მონახულების უფლება კვირაში მხოლოდ ერთხელ მისცა. როცა დანიელი შეიტყობს, რომ ყოფილ ცოლს სახლის და ბავშვების მოსავლელად მოახლე სჭირდება, იგი ქალად გადაიცვამს და მისი შვილების ინგლისელი ძიძა გახდება. მალე იგი არამარტო ბავშვების საუკეთესო მეგობარი, არამედ ისეთი მშობელი გახდება, როგორიც სჯობდა თავიდანვე ყოფილიყო.