ფილმის სიუჟეტი 25 წლის მამაკაცის, გასპარის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც უკვე დიდი ხანია რაც მის ოჯახთან არანაირი კავშირი აღარ აქვს. ახლა მამამისი მეორედ ქორწინდება, ის კი იძულებულია მათთან საერთო ენა გამონახოს...
ჩარლი ბრონსონი, ყოფილი დამნაშავე მართლმსაჯულებასთან გარიგებაზე წავიდა და ამის წყალობით, ახლა ის დიდებულად ცხოვრობს ენისთან ერთად. ყველაფერი მაშინ ირევა, როდესაც სამსახურის გამო ენი მას კანონის დარღვევას სთხოვს.
ვალერია, სიყვარულისგან იმედგაცრუებული, ლამაზი და მიზანდასახული ქალი მარტოხელა მამაკაცების შებმის ოსტატი ხდება. ერთ დღესაც ის ჯულიოს გაიცნობს, რომელიც მისი დახმარებით ყოფილ შეყვარებულთან შერიგებას ცდილობს.
როცა ნერვიული სახელგანთქმული მწერალი მის შეყვარებულს სხვა კაცთან შეუსწრებს, საშინელი დეპრესია შეიპყროს. უამრავი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ კი იმედს ანტიკვარული წიგნების უჩვეულო გამყიდველთან იპოვის.
მას შემდეგ, რაც უშვილო წყვილი ეზოში ყუთს დამარხავს, სადაც მათი ყველა ოცნება იყო შვილის შესახებ, დედამიწას ტიმოთი გრინი მოევლინება, მაგრამ არის კი ის ვინც ერთი შეხედვით ჩანს?!
რეალური ისტორია ჯიმი ადამსზე, რომელმაც დაკარგა თავისი სამსახური, ვაფლის მაღაზიაში. ის უმეგობრდება ედვარდს, ყოფილ მოვაჭრეს, რომელმაც გამოსცადა მძიმე ცხოვრებისეული გაკვეთილები...
მას შემდეგ რაც შეიტყობს, რომ მას მხოლოდ თვეები აქვს დარჩენილი, ტომი მიზნად ისახავს დარწმუნდეს, რომ მისი წასვლის შემდეგ მის მეუღლესა და 8 წლის ქალიშვილზე იზრუნებენ...
15 წლის ემილიას ცხოვრების ერთადერთი ბედნიერება, საყვარელი გოგონა ვენეციაში დაპატიჟებს არდადეგებზე. თითქოს ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ემილიას თან მშობლებიც მიყვებიან, რაც მოგზაურობას ნამდვილი სიყვარულის ისტორიით აბოლოებს.
75 წლის დაქვრივებული პიერი გადაწყვეტს ონლაინ-გაცნობის საიტით ისარგებლოს და საამისოდ მისი შვილიშვილის მეგობრის, ალექსის სურათს გამოიყენებს. მალე პიერი ინტერნეტში ფლორას იცნობს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მას ალექსი უნდა შეხვდეს და არა ის.
ძმები ზეფი და რონი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პარიზში, ზეფის ცოლის დაკრძალვის დრო ემთხვევა ზუსტად იმ დროს, როდესაც რონის ქალიშვილი ქორწინდება. ზეფის ქალიშვილი უნებურად შეყვარებულია რონის ქალიშვილის საცოლეზე...
ენი, კაილა, მიშელი და სტეფანი სკოლის ბოლო წლის გრანდიოზულად ჩამთავრებისთვის ემზადებიან. ისინი მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ და "გოგოების ძალას" ბოლომდე მისცენ გასაქანი.
ფილმი სიუზანის, ახალგაზრდა ადვოკატის და მის მეტად უცნაური კლიენტის შესახებ მოგვითხრობს რომელიც ონლაინ გასაცნობ საიტს იმის გამო უჩივის, რომ ის მომხმარებელს გარანტირებულ სიყვარულს ჰპირდება.
როდესაც გაირკვევა, რომ კვინ აკერმანისთვის საოცნებო კოლეჯში მოხვედრა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენს თავს ცეკვის შეჯიბრზე, იგი სახელდახელო მოცეკვავეთა ჯგუფს შექმნის - სკოლის საუკეთესო გუნდს რომ დაუპირისპირდეს. ახლა მთავარია ცეკვა ისწავლოს...
რიკი ბეიკერი ქალაქელი ხულიგანია. სოციალურმა სამსახურმა იგი საცხოვრებლად ერთადერთ ახლობელ ნათესავთან, ბელასთან, და მის ქმართან გადაიყვანა. ბელას სიკვდილის შემდეგ, რიკი ტყეში გაიქცა, ბელას ქმარი ჰეკი მას დაედევნება. სოციალური სამსახურის თანამშრომელი პოლა დარწმუნებულია რომ რიჯი ჰეკმა მოიტაცა და მათზე ძებნას გამოცხადებს...
აბე 12 წლის უბრალო ბიჭია რომელიც ბრუკლინში ცხოვრობს და მზარეულობაზე ოცნებობს. აბე ნახევრად ებრაელია, ოჯახის ეს ნაწილი მას ავრაამს უწოდებს, ხოლო ოჯახის მეორე ფესვები აბეს პალესტინური აქვს. ის მათთვის აბრაამია.
ბორატი ტელეწამყვანია ყაზახეთიდან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება ამ ქვეყანაზე რეპორტაჟის გასაკეთებლად. მაგრამ ჩასვლისთანავე ირკვევა, რომ მის ვიზიტს სხვა მიზანი აქვს...
ფილმის მთავარი გმირი, ალისა, ვუდი ალენის დიდი გულშემატკივარია. პიერს ღამის კლუბში ხვდება და უმალვე უყვარდება ის, მაგრამ როცა პიერი ალისას დას ნახულობს, ყველაფერი ირევა.
როდესაც პატარა ქალაქის პიცერიის მფლობელი და პოეტი ლონგფელო დიდსი გარდაცვლილი ბიძისგან იღებს 40 მილიარდს, ის გადადის დიდ ქალაქში საცხოვრებლად. იგი გარშემორტყმულია ისეთი სიტუაციებით, სადაც ყველა თავისი ტორტის ნაჭრისთვის იბრძვის...
ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ, გასარუჯად წასული ახალგაზრდები სახლში დაბრუნებას გადაწყევეტენ, მაგრამ როგორც ჩანს მათ ეს არ შეუძლიათ. სახლში დაბრუნების ერთადერთი გზა მიუზიკლის კიდევ ერთხელ დადგმაა, თუმცა ჯგუფს წევრები აკლია...
ფილმში განქორწინებული წყვილის როლს იზაბელა როსელინი და უილიამ ჰარტი ასრულებენ. ისინი 60-ს გადაცილებულნი არიან, ორივეს ცალ-ცალკე უკვე ჰყავს შვილები და შვილიშვილები, თუმცა ახლა გადაწყვეტენ, რომ ხასიათში განხვავების მიუხედავად კვლავ ერთად იყვნენ...
ყოველ შვებულებაზე გამუდმებით მარტო ყოფნით დაღლილი ორი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანის ისტორია. ისინი გადაწყვეტენ პლატონურ სიყვარულში ჩაებან და ამასთან ერთად არც სხვა პარტნიორებზე თქვან უარი.
პატარა კონსერვატიულ ინდიანაში, თეატრის ვარსკვლავების ჯგუფი საშუალო სკოლის გოგონას მხარდასაჭერად შეიკრიბა, რომელსაც სურს შეყვარებული გამოსაშვებ საღამოზე წაიყვანოს...
როცა ჰერცოგინია მარგარეტი მოულოდნელად მონტენატოს სამეფო ტახტს მიიღებს, მან სწრაფად უნდა იმოქმედოს, სანამ წვეულებების მოყვარული ფიონა ყველა გეგმას ჩაუშლის...
ექვსი მეგობარი უკვე ხუთი წელია ერთმანეთს არ შეხვედრია. ბობი, იგივე „მამა ბობი“ მეგობრებს შეხვდება და თამაშს შესთავაზებს, სადაც გამარჯვებული 150 000 დოლარს მოიგებს.
როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლეები იწყებენ აუხსნელ აფეთქებას, უფროსები მარა და დილანი იბრძვიან გადარჩენისთვის იმ სამყაროში, სადაც ყოველი მომენტი შეიძლება უკანასკნელი იყოს. როდესაც მათ შორის მოულოდნელი რომანი აღმოცენდება, მარა და დილანი მიხვდებიან, რომ როდესაც ხვალინდელი დღე გარანტირებული არ არის, აწმყოთი ტკბობა უნდა დაიწყონ...
გარკვეულ წილად დევიდის და ჯულსის ურთიერთობა არაფრით განსხვავდება მამისა და 16 წლის გოგონას ურთიერთობისან. მამა ცდილობს შვილს გაუგოს, შვილი ლაპარაკზე უარს ამბობს. მამას უნდა, რომ მისი ცხოვრების ნაწილი იყოს, შვილს თავისუფალი სივრცე სჭირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ დევიდი და ჯულსი გამოყოფილები არიან საზოგადოებისგან. ჯულსის დედისა და დევიდის ცოლის ავტოსაგზაო შემთხვევაში გარდაცვალების შემდეგ, ორივე მათგანი სერიოზულ დანაკლისს განიცდის. ჯულსი გადაწყვეტს, რომ მამამისის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს და დევიდს რამდენიმე გასაცნობ ინტერნეტ ვებ-გვერდზე დაარეგისტრირებს. მას უნდა, რომ პარტნიორი იპოვოს მამამისისთვისაც და თავისი თავისთვისაც, ვიღაც ისეთი, ვისთან დალაპარაკებასაც შეძლებს...
უკვე ასაკში მყოფი მუსიკალური პროდიუსერი კარიერის გადასარჩენად გადაწყვეტს დაეხმაროს ახალგაზრდა გოგოს ავღანეთიდან, რომელსაც მისი აზრით შესანიშნავი ხმა აქვს...
An 11-year old boy believes that he is the best detective in town and runs the agency Total Failures with his best friend, an imaginary 1,200 pound polar bear.
მას შემდეგ, რაც მოდის სფეროთი გატაცებული ვიოლეტა IT-ით შეშლილ ჟან-რენს ხვდება, ვიოლეტას გოგონასთვის, ლოლოსთვის ერთადერთ მიზნად ვიოლეტას და ჟანის დაშორება იქცევა.
ჰენრის სურს დარჩენილი დღეები სრულ სიმშვიდეში გაატაროს. საამისოდ, ის საცოლესა და ოჯახურ ბიზნესზე უარს იტყვის, მაგრამ ახალი მეზობლის ხელში ჰენრის სიმშვიდე არ უწერია.
ფილმის სიუჟეტი ნიუ იორკელი მხატვრის, ჯონ ჰოლერის გარშემო ვითარდება, რომელიც თავის ფეხმძიმე ცოლთან ერთად დიდი ხნის შემდეგ ნიუ იორკს უბრუნდება, ქალაქს რომელსაც დიდი ხნის წინ გაექცა.
ტომასი უბრალოდ წარმოუდგენლად უპასუხისმგებლოა. ამის გამო ის შეყვარებულს კარგავს და თუ რაოდენ დიდი დანაკარგია ეს ტომასის ცხოვრებაში, ის ამას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ხვდება.
ოპერის თეატრის ორკესტრანტი გია, ერთი შეხედვით, ნიჭიერი, გულისხმიერი და საქმიანი კაცია – უამრავ ადამიანს იცნობს, ცდილობს ყველას დაეხმაროს, მუდამ სადღაც ეჩქარება, ვიღაცას რაღაცას პირდება – ძმა-ბიჭებს, გოგონებს, მოხუცებს, სტუმრებს, უცნობს თუ ნაცნობს, მაგრამ კვალს არსად ტოვებს, მნიშვნელოვანს არაფერს ქმნის. მოფუსფუსე ახალგაზრდის ცხოვრება უქმად, წვრილმანებში იხარჯება, ვერც საკუთარ თავს რგებს, ვერც სხვას...
დიდი ხნის შეყვარებულთან დაშორების შემდეგ კაილი უკავშირდება მისი სკოლისდროინდელ მეგობარ ნიკს. აღდგენილი მეგობრობის დახმარებით კაილი იყენებს ნიკის რესტორანს, რათა გაიმარჯვოს კოჭას კაცუნების ცხობის კონკურსში, რომელიც მას საკუთარი საცხობის გახსნაში დაეხმარება...
მაქსი მაჩოა, მარტოხელა რეტრივერის ჯიშის პოლიციის ძაღლი, რომელსაც უბრძაბენებენ, რომ გამოიძიოს ძაღლების შოუ. თავის პარტნიორ ადამიანთან ერთად, ის ცდილობს თავიდან აირიდოს მომავალი უბედურება...
ერთი ჩინელი ოჯახი გაიგებს, რომ მათ ბებიას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და ისე, რომ არაფერი იცის, დაგეგმავს ქორწილს, რათა ერთად შიკრიბონ, მის გარდაცვალებამდე...
როზ პამფილე 21 წლისაა და ცდილობს თავი დააღწიოს მობეზრებულ გარემოს. როზი მუშაობას იწყებს დაზღვევის სააგენტოში, რომლის ქარიზმატული უფროსი იმედოვნებს, რომ მისი ახალი თანამშრომელი მანქანაზე სწრაფად ბეჭდვის ტურნირში გაიმარჯვებს.,,
ავიაკატასტროფის ზღვარზე ემა საკუთარ საიდუმლოებებს უცნობ ადამიანს გაუზიარებს. ან იქნებ ეს ადამანი უცნობი არც იყო? მოგვიანებით ის მისი კომპანიის ახალგაზრდა დირექტორს - ჯეკს ხვდება, რომელმაც მისი ცხოვრების ყოველი დამამცირებელი დეტალი იცის. დაფუძნებულია „ „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესთსელერზე.
ამერიკელი არტისტი ცხოვრობს ბოჰემური ყოფით პარიზში, ტომ ვორშოუ ცდილობს მიხვდეს მისი მწუხარე მოზრდილობის ეტაპის არსს, რამაც აირეკლა მისი ექსტრაორდინალური ბავშვობა...
ფილმი მოგვითხრობს სამი ჟურნალისტის ისტორიას, რომლებსაც დაავალებენ ერთი არასტანდარტული ადამიანისგან ინტერვიუს მიღებას, რომელმაც განაცხადა, რომ ეძებს მეწყვილეს დროში სამოგზაუროდ...