კლერკებს ცუდი დროება დაუდგათ - მათი მაღაზია დაიწვა. რა უნდა ქნან? მაგრამ გამოსავალი არსებობს: ფული შეიძლება ოჯახურ რესტორან "მუბიში" იშოვონ. ჯეი და ბობიც მათთან ერთად არიან...
ბევრს უნდა ცოლად ლამაზი გოგონა მოიყვანოს. ზოგიერთს კი საერთოდ არ უნდა დაქორწინება! ჯიმი შენონი ერთერთი თავისუფლების მოყვარულთთაგანია. და მიუხედავად იმისა, რომ მის კომპანიაში დღითიდღე მცირდება უცოლოთა რაოდენობა, ჯიმი მაინც არხეინადაა და მორიგ გოგონასთან ერთობა...
ჯორჯ უეიდი ახალგაზრდა, სიმპათიური და საკუთარ თავზე შეყვარებული მილიონერია, რომელსაც ადვოკატის რჩევის გარეშე ისიც კი ვერ გადაუწყვეტია, თუ რა ჩაიცვას. მისი ადვოკატი კი მომხიბლავი და ნიჭიერი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სულაც არ მოსწონს ძიძის მოვალეობის შესრულება.
მშვენიერ ამერიკელ ქალბატონ პეგი ლამბერტს ქმართან გაშორებაზე განცხადება შეაქვს და კურორტზე მიემგზავრება, სადაც მიმზიდველ პიტერ ჯოშუას გაიცნობს. პარიზში დაბრუნებულ პეგის საზარელი ამბავი ხვდება: მისი ქმარი მოკლულია, მთელი ოჯახის დანაზოგი კი, ბანკის ანგარიშიდან არის მოხსნილი და გატაცებული...
იანი, პიტერი და ჯული ყველაზე რომანტიკულ და სახიფათო ასაკში არიან, რომელიც სავსეა რევოლუციური იდეალებით. მათ ქვეყნის გადატრიალება სურთ, ღარიბები გაამდიდრონ, მდიდრები კი ხელგაშლილები გახადონ. მოკლედ, უდარდელს მათ ცხოვრების ამ პერიოდს ვერ დაარქმევ. სამეული სახლებს აყაჩაღებს და მძევალიც კი აიყვანეს. მეგობრები სასიყვარულო პრობლემებისგანაც იტანჯებიან: იულია ერთნაირი სინაზით არის განწყობილი ორივე მეგობრის მიმართ.
ენდრიუ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. მას ნერვოზი აწუხებს, მუდამ დეპრესიის საწინააღმდეგო წამლებს სვამს, მორჩილად მიჰყვება ცხოვრების დინებას და არ ცდილობს რაიმე შეცვალოს, მაგრამ მისი შინ დაბრუნება, დედის დაკრძალვაზე, იმედის ნაპერწკალს უსახავს, მშვენიერ სემთან შეხვედრა კი, მის გულს ახლებურად ააძგერებს...
საიუველიროს გაძარცვა ადვილი საქმე არაა, ნადავალის გაყოფა კი კიდევ უფრო ძნელია! როცა არამზადების ხელში სამკაულები ვარდება, მეგობრებს შორის დამოკიდებულება იცვლება...
იტალიური წარმოშობის ამეირკელს, პიცერიის მფლობელს, რთულია ვუწოდოთ კეთილშობილი ადამიანი. მას გამოსდის დამალვა ცოლისგან თავისი სასიყვარულო თავგადასავლების. მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს... ეჭვიანობის ნიადაგზე, მოტყუებული ცოლი ჩაიდენს რამდენიმე მცდელობას ქმრის მოკვლის...
მოღალატე მამაკაცებთან ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ ,ლოს -ანჯელესელმა ამანდამ და ლონდონელმა აირისმა გადაწყვეტეს სახლები გაცვალონ. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ეს გაცვლა სასიყვარულო რომანების საწინდარი გახდებოდა...
ავტოკატასტორფაში დაღუპული შვილის, ესტებანის ტანსაცმლის დალაგებისას, მანუელა საიდუმლო ჩანაწერებს აღმოაჩენს. ბიჭი, რომელიც არასოდეს იცნობდა თავის მამას, თურმე ყოველთვის ოცნებობდა მის პოვნაზე. ტანჯვისგან გაგიჟებული დედა გადაწყვეტს თავისი შვილის ბოლო ნება შეასრულოს და თავისი წარსულის საძებნელად მიემგზავრება. რა სიურპრიზები ელის მას წინ? მისი ბოლო შეხვედრა ესტებანის მამასთან ოცი წლის წინ შედგა...
მელ კოლინი, რომელიც თავად ნაშვილებია, ახლა მამა გახდა.იგი ფიქრობს, რომ მას არ შეუძლია მისცეს თავისი გვარი შვილს, სანამ არ გაიგებს, თუ ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები.მელი განიზრახავს მათ მოძებნას.იგი მოგზაურობაში მეუღლესთან და შვილად აყვანის აგენტთან ერთად მიეშურება...
ის საყვარელმა მიატოვა, მისი ცოლი არ აძლევს მას გასავალს, დაქალმა საქმე ტერორისტებთან დაიკავა, ადვოკატი კი ჩვეულებრივი არამზადა აღმოჩნდა. შეიძლება ამ ყველაფრის გადატანა და სრულ ჭკუაზე დარჩენა?...
ფსიქიატრიულის ყოფილი პაციენტი, 23 წლის რიკი, ოჯახის შექმნის მიზნით, იტაცებს ნარკომან კინომსახიობ მარინას. ეს ხდება გადაღების ბოლო დღეს. ის ცდილობს დაარწმუნოს ქალი გახდეს მისი მეუღლე...
კეთილმოწყობილი ცხოვრება, ერთგული ცოლი და უმშვენიერესი ქალიშვილი. ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რაღაცა მაინც აკლია. ყოველ საღამოს, სამუშაოდან მატარებლით დაბრუნებისას, მან მშვენიერი ქალი შენიშნა ერთერთი შენობის ფანჯარაში. და ერთხელ ჩამოვიდა კიდევაც ამ გაჩერებაზე....
როდესაც მეტ სალივანს მისი შეყვარებული მიატოვებს, ის აღთქმას დადებს, რომ ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის განმავლობაში ყოველგვარი სექსუალური ურთიერთობისაგან თავს შეიკავებს. თუმცა, როცა ულამაზეს ერიკა სათონს გაიცნობს, ამ დანაპირების შესრულება სულ უფრო და უფრო რთული გახდება...
ერთ მშვენიერ დღეს ჯეკი და კაილი შეხვდნენ ერთმანეთს და გადაწყვიტეს, რომ უნდა გადაატრიალონ ისტორია თავისი მუსიკალური ნიჭის გაერთიანებით. მაგრამ როდესაც წარმატება არ მოვიდა, ისინი პოულობენ "ბედის არჩევანს" – სპეციალურ მედიატორს, რომელსაც ლეგენდის მიხედვით ჯადოსნური ძალა აქვს და შეუძლია ნებისმიერი უიღბლოს როკ-ვარსკლავად ქცევა...
მამაკაცი ცდილობს ძველისძველი იარაღი სახელად "მექსიკელი", რომელიც გადმოცემის თანახმად დაწყევლილია, საზღვარზე გადმოიტანოს.ამასობაში, მისი შეყვარებული აიძულებს, რომ ამ კრიმინალურ საქმიანობას ჩამოშორდეს...
ყველაზე არაკეთილშობილური საქმე საიდუმლო სამსახურის აგენტისთვის – ქალის დაცვაა. განსაკუთრებით, თუ ეს ქალი – აშშ–ს პრეზიდენტის ყოფილი ცოლია. იმ დროს როცა დაგ ჩეზვიკის კოლეგები ტერორისტების ტყვიების ქვეშ სიცოცხლით რისკავენ, ის ტესის დაცინვების მიზანი ხდება. მაგრამ მათი პრობლემები სრულდება, როდესაც დაგის დაცვის ობიექტს მოულოდნელად გაიტაცებენ. თამაშები დასრულდა. მოვიდა ნამდვილი მამაკაცური სამსახურის შესრულების დროც...