წარმატებული ადვოკატი ჩამოდის მონაკოში, რათა დაიცვას მისი კლიენტი სასამართლოში, მაგრამ სამსახურზე ფიქრი არ გამოდის: მას უყვარდება ლამაზმანი მონაკოდან. უტიფარი და თავხედი მონაკოელი აქცევს მის ცხოვრებას ნამდვილ კატასტროფად. საბედნიეროდ ჩვენი ადვოკატის გვერდით არის მისი დამცველი, რომელიც დაეხმარება მის კლიენტს სამსახურზე კონცეტრირებაში, მაგრამ უნდა კი ეს ახალბედა რომეოს?...
ამერიკელი სამხედრო კორესპონდენტი გორდონი ლათინურ ამერიკაში ეძებს სენსაციას. ბედი გაუღიმებს მას! ჟურნალისტი იგებს, რომ ერთ-ერთ ღვთისგან მივიწყებულ ქალაქში ყველა მამაკაცი ერთდროულად წაიყვანეს პარტიზანთა არმიაში. ახლა მათ ცოლებს, დებს და ქალიშვილებს ლამაზმან როზალბას მეთაურობით მოუწევთ ახალი სამყაროს შენება- სამყარო მამაკაცების გარეშე...
ჯონი რიზა ახალგაზრდა რადიო წამყვანია, რომელიც ღამის სპორტულ გადაცემას უძღვება და ოცნებობს გახდეს საუკეთესო წამყვანი. მისი საცოლე კლერი კი მოითხოვს ჯონიმ უფრო სერიოზული სამუშაო მოძებნოს, რათა შეძლონ ნიუ-იორკში გადასვლა და ოჯახის შექმნა...
ფილმი მოგვითხრობს მსახიობის შესახებ, რომელიც დაიქირავეს მკვლელის როლზე, და მკვლელზე, რომელიც მკვლელობისთვის დაიქირავეს. სამეზობლო ოფისები, არეული დოკუმენტაცია, შედეგად კი მსახიობმა უნდა მოკლას მოწამლული ქოლგის წვერით გავლენიანი მეწარმე ...
მოვლენები ვითარდება 80-იანი წლების ბელფასტში, სადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი კათოლიკე კოლმი და პროტესტანტი ჯორჯი, გადაწყვეტენ გვერდზე გადადონ მათი რელიგიური შეხედულებები და ერთად დაიწყონ ბიზნესი, რაც მოსახლეობას შოკში ჩააგდებს…
ფილმში აღწერილია ბავშვთა სახლის დირექტორის და მისი ბიზნესმენი მამას ისტორია.ბიზნესმენი მამა თვლის რომ ყველგან ფულის გაკეთება შეიძლება და აქირავებს ბავშვებს...
გრეგორი მულენს არ უყვარს ფეხბურთი. ის პატარა კაცია, მორცხვი დაზღვევის აგენტი. მან არიცის თავი როგორ უნდა მოიქცეს გოგოსთან და არშეუძლია საკუტარი თავის დაცვა. მაგრამ მსოფლიო თასის ფინალის დღეს გრეგორის ცხოვრებაში გარდატეხის მომენტი...
შორეულ 3127 წელს მეცნიერები გათხრებისას აღმოაჩენენ წიგნის კარგად შენახულ ეგზემპლარს... ქალურ რომანს სახელწოდებით "აკრძალული სიყვარული"...
რობი თავის მეუღლესთან ერთად გადაწყვიტავს გემით მოგზაურობას. ერთ დღეს გემი ჩაიძირება და ამ საშინელ შემთხვევას გადაურჩება რობი, რომელასც ზღვის ტალღები უკაცრიელ კუნძულზე მიიყვანს…
ფილმი მოგვითხრობს 4 თინეიჯერის შესახებ, რომლებიც ბავშვობიდან მეგობრობენ და გადაწყვეტენ მთელი ზაფხული კის თქმაში გაატარონ. შედეგად ისინი ოცნებებს აიხდენენ ნუ, ასევე უამრავ შარს გადაეყრებიან...
ნეაპოლში, წმინდა იანუარის ტაძრის მიწისქვეშა სამარხში 30 მილიარდ ლირად შეფასებული ბრილიანტები და სხვა ძვირფასეულობები ინახება. ამერიკიდან ჩამოსული ჯეკი და მერი, ვინჩენცოს მათი მოპარვის ორგანიზებას სთავაზობენ. ვინჩენცო ამ საქმეს ახალგაზრდა ქურდს, დუდუს ავალებს...
ფეხბურთელ კევინმა ახლახანს მოაწერა მომგებიანი კონტრაქტს მადრიდის რეალთან. მან არც კი იცის, რა უნდა უყოს მასზე ჩამოვარდნილ სიმდიდრეს, მაგრამ მისმა მეგობარმა ელზამ იცის როგორ უნდა დახარჯოს კევინის მილიონები…
მიმზიდველი ქუჩის ბილიარდის მოთამაშე რამოდენიმე შულერთან ერთად ატარებდა დროს. მოგზაურობა ცხოვრების ბსკერზე, ის მტრულად განწყობილ ბოსსა და უნამუსო პოლიციელს შორის აღმოჩნდება...
სანამ ახალდაქორწინებული წყვილი საკურთხეველთან ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას პასუხობს,ქორწილში დაპატიჯებულ წყვილებს აზრად სულ სხვა კითხვები აქვთ “ჩვენ უკვე 10 წელია დაქორწინებულები ვართ,იქნებ დროა გავეყაროთ ერთმანეთს“...
მისტერ გრიმსდეილი – ხორცის მაღაზიის მეპატრონეა, რომელშიც მისტერ პიტკინი მუშაობს, ძარცვის დროს შიშისგან თავის ჯიბის საათს გადაყლაპავს. პიტკინი სასწრაფოში დარეკავს, და სანიტარებთან ერთად საავადმყოფოში მიდის, სადაც იწყება პიტკინის ძალიან სასაცილო თავგადასავლების მორიგი სერია. მისი სურვილი ყველას ასიამოვნოს, ყველგან მოასწროს, ასევე ექიმი გახდეს, საავადმყოფოს საგიჟედ გადააქცევს...
საოცრად ცნობადი და პრესტიჯული რესტორანი "კლოდ მონე" აღზევების პიკზეა. ზუსტად აქ აპირებენ ვიკა და მაქსიმი ქორწინებას. გეგმა უეცრად იცველბა როდესაც რუსეთის და საფრანგერთის პრეზიდენტები გადაწყვეტენ მოლაპარაკების ამ რესტორანში გამართვას. სამწუხაროდ ისინი სრულ ფიასკოს განიცდიან, რის გამოც მათ საფრანგეთში გაუშვებენ...
რიგითი პიტკინი, სრულიად შემთხვევით, მოწინააღმდეგის ზურგში ხვდება. ის სარგებლობს თავისი მსგავსებით გერმენელ გენერალთან და თავის მეგობრებს ტყვეობიდან ათავისუფლებს...
პროფესიონალი შულერი ზედმეტსახელად ტუზი ქორწილის დღეს გამოაცხადებს, რომ მოეშვება ამ საქმიანობას. მაგრამ მოულოდნელად ჩათრეული იქნება მნიშვნელოვან თამაშში . ახალგაზრდა ცოლი უშვებს მას ამ თამაშზე. განუწვეტელი ბლეფით, ის ბანკს მოხსნის, მაგრამ თამაში გრძელდება. მასზე ნადირობა იწყება და მას დაქირავებული მკვლელი კლავს, რის მერეც ტუზი მოჩვენებად გადაიქცევა... რომელსაც ცოლის გარდა ვერავინ ხედავს...
სლოანი ლამაზი, მოდური და საკმაოდ წარმატებულია თავის საჯარო ურთიერთობებში. მას შემდეგ რაც მისი კლიენტი კომიდან გამოდის, ის ხდება მისი პირადი შობის წარსულის, აწმყოსა და მომავლის მოჩვენება...
ბასტერი, ქუჩის ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი ოპერატორი ხდება. იგი სალის სიყვარულის მოპოვებას ცდილობს და მრავალი თავგადასავლის შემდეგ პროფესიონალად ყალიბდება...
მაროკოში დაბადებული ლამაზმანი მაია ცხოვრობს საფრანგეთში და ოცნებობს გახდეს, პარიზის მოდის სამყაროს ვარსკვლავი. ერთ საღამოს, მას პოლიცია საგზაო წესების დარღვევის გამო აჩერებს და აღმოჩნდება, რომ მის საბუთებს ვადა გაუვიდა. მაია იძულებულია დაბრუნდეს მაროკოში ოჯახთან, რომლის დავიწყებაც უნდოდა. ის ცდილობს მოაწესრიგოს საბუთები, რათა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს პარიზში და განაგრძოს ოცნებისკენ სწრაფვა...
ნორმანი ძველებურ ფერმაში მუშაობს, ახლოს იხსნება ახალი, თანამედროვე ფერმა, რომლის გამოც ძველს დახურვა ემუქრება. ნორმანი ყველანაირად ცდილობს გადაარჩინოს ფერმა...
როდესაც სამი მეგობარი, ერინი, ქეისი და სტელა გაიგებენ, რომ ბიუროკრატიული შეცდომების გამო თითოეული მათგანის ქორწინება ითვლება ბათილად, ისინი მიხვდებიან, რომ დროა შეაფასონ მათი ოჯახური ცხოვრება და «თითქმის ქმრები» ხელახლა...
ლივერპულელი ტომი და გერი წააგებენ უჩვეულო ნიძლავს, ისინი იძულებულნი არიან ადგილობრივი განგსტერის შვილი სამოგზაუროდ წაიყვანონ სტამბოლში, რათა მან შეძლოს საყვარელი გუნდის ფინალზე დასწრება...
ნორმანი მუშაობს გამყიდველად ლონდონის დიდ უნივერმაგში.მუშაობა უინტერესოა მაგრამ არის ერტი დადებითი მხარე.ირგვლივ ლამაზმანი გოგოები დადიან.ერთ ერთი გოგონა ჩვენს გმირს შეუყვარდება,შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი...
ადვოკატი დიუროკი მოინახულებს თავის კლიენტს სიკვდილმისჯილთა საკანში. უეცრად იწყება მასობრივი ჯანყი და შეშინებული ადვოკატი გარბის პატიმრებთან ერთად. პოლიციის მხრიდან დევნა, მხიარული და პიკანტური სიტუაციები, საერთო საფრთხე აახლოებს ფილმის გმირებს და ისინი იქცევიან მეგობრებად...
დიდი ქალაქიდან პატარაში გადასული პატარა ბენი შობის დღესასწაულზე მოწყენილია: მამა დაკარგა სამსახური, დედა დაკავებულია საკუთარი საკონდიტრო მაღაზიის გახსნით, ხოლო ახალ სკოლაში ის განსაკუთრებით არ მოწონთ. ერთხელაც ელჭექის დროს ციდან ვარდება სანტა-კლაუსი და ბენის ცხოვრება მთლიანად შეიცვლება…
ბიჟენერ გვიდო იგონებს განსაკუთრებულად მყარ შუშას, რომელიც აძლევს მშვიდი ძილის საშუალებას იუველური მაღაზიების მფლობელებს. მაგრამ ეს გამოგონება ძალიან არმოსწონთ ქურდებს, და ისინი აგზავნიან ულამაზეს ქალს რომ შეიტყუონ გამომგონებელი საკუთარ რიგებში...
ვერა ტელე–ვარსკვლავია, მისი საქმრო კონსტანტაინი კი პროფესიონალი ჩოგბურთელია. ისინი მალე დაქორწინებას აპირებენ. ვეტერინარი ნიკიტას და ულამაზესი ქირურგი ილონას ურთიერთობა ასევე გაოფიციალურებულია. მაგრამ ერთი მშვენიერი დილა მათ ყველა გეგმას ცვლის...
ფილმში აღწერილია ტელევიზიის ყველაზე სკანდალური ადამიანის კეროლ კამმინგსის ისტორია.საქმე მას არასდროს არ მისდის,რადგან მისი ხასიათი სულ უარყოფითია.მაგრამ დღესასწაულის წინ მას სამი სული გამოეცხადება,და შეცდომების დანახვაში დაეხმარება...
ნორმანს სურს მამის კვალს გაყვეს და პოლიციელი გახდეს, მაგრამ ჩაიჭრება ტესტირების დროს. თუმცა, ერთხელაც ის მამის ძველ უნიფორმას ამოიღებს, ჩაიცმმევს და პოლიციელით წარმოიდგენს თავს... ამ ქაოსს მხოლოდ პიტკინი თუ მოაწყობდა...
ახალგაზრდა ქალი ალექსანდრა ქმრის დაბადების დღეზე მისი ღალატის შესახებ გაიგებს. იგი მის ცხენზე დაჯდება და ორივენი დასახიჩრდებიან.როდესაც ქმარი ამას გაიგებს წავა მასთან, მაგრამ ავარიაში დაიღუპება. ფეხმოტეხილ ცხენს დააძინებენ, ალექსანდრა საავადმყოფოში მოყვება. წლების შემდეგ ალექსანდრა ერთ ფერმერთან მოხვდება , რომელსაც საყვარელი ცხენი ჰყავს. მოგონებები ალექსანდრას კვლავ ცხენზე ამხედრებას შეაძლებინებს...
სტენსლენდი უიმედო რომანტიკოსია და მას სჯერა, რომ იპოვა ნამდვილი სიყვარული მორგანის სახით. მაგრამ მორგანისათვის ის მხოლოდ იარაღია ქმარზე შურის საძიებლად. ქმარი კი ამ ყველაფერს იმით პასუხობს, რომ ცხოვრებას სტენსლენდის სახლში იწყებს...
იმისთვის, რომ საუკეთესო მეგობარი ქორწილისგან იხსნას, ის ყველაფერზეა თანახმა - დაწვას ბინა, დაკარგოს სამსახური, მოკვდეს კიდეც. მაგრამ უნდა ეს ყველაფერი მის მეგობარს?...
ახალი წლის ღამე ყოველთვის სავსეა საოცარი სიურპრიზებით. ჩვენი დროის სასწაულები კი, ხშირად ტექნიკური პროგრესის ხარჯზე ხდება. მაგრამ ამაში თოვლის ბაბუას ხელიც ურევია, რომელიც შეიძლება ”ოცნების ტელეფონის” ჩვეულებრივი გამყიდველიც აღმოჩნდეს. ანდრეიმ ახალი ტელეფონი იყიდა და ახალ წელს უცხო ნომერი აკრიფა, რათა უცხო ადამიანისთვის მიელოცა ახალი წელი! მეგობრებს ასეთი ტრადიცია ქონდათ. ასე დაურეკა მან ალიონას, რომელიც სხვა დროში აღმოჩნდა. მასთან ახლა 2009 კი არა, 2008 წელი დგებოდა...
ეს არის ფილმი რომელშიც ორი ახალგაზრდა ინდოელი გოგო და ამერიკელი ბიჭი ერთმანეთს შეხვდებიან და შეუყვარდებათ კიდეც ერთმანებთი,ამის მერე ბიჯი ჩავა ინდოეთში რათა გოგო კვლავ ნახოს,მაგრამ აქ სხვა პრობლემებს წააწყდება,ეს გოგო არის დანიშნული თავისივე ეროვნების ერთ მდიდარ და ამბიციურ პროდიუსერზე,რომელიც ასევე ძალიან ეჭვიანია... მოკლედ ძალიან საინტერესო სასიყვარული თავგადასავალია ასე რომ გადაწერეთ არ ინანებთ,თან ადვილად გასაგებია იმიტომ რომ ქართულ ენაზეა...
ფილმში აღწერილია პატარა ჩარლის ისტორია.მისი ოცნებაა მამასთან მიჩიგანში გაქცევა.შინ დაბრუნებისას ჩარლი ორ ირემს დაინახავს ,ერთი მძიმეთ დაჭრილი იყო და ჩარლი მის დახმარებას ცდილობს...
1960–იანი წლების კომედია. ამ წლებში იტალიაში ყველა ოცნებობდა სწრაფ გამდიდრებაზე. ალბერტო სორდი თამაშობს ფსევდო–ბიზნესმენს, რომელიც აკმაყოფილებს სიმდიდრის მოყვარული ცოლის ყველა სურვილს და ვარდება საშინელ ვალებში. სასოწარკვეთილი ის თანხმდება დიდი თანხის საფასურად გაყიდოს საკუთარი სხეულის ნაწილი...
ახალგაზრდა, დამწყები მომღერალი ქალი ნიუ-იორკში ნახევარძმასთან სტუმრად მემგზავრება. იქ ჩასული აღმოაჩენს, რომ მისი ძმა ბროდვეის ცნობილ კომპოზიტორთან მუშაობს მსახურად. სასიყვარული ინტრიგა მის ცხოვრებას მთლიანად ცვლის და კარიერის გაკეთებაში ეხმარება...
ეს სურათი იმის შესახებაა, თუ როგორ იღებენ ფილმს. კონფლიქტები გადასაღებ მოედანზე, წარუმატებლობა მსახიობებთან და სხვა სტუდიურ უსიამოვნებებს მოაგვარებს და გამოასწორებს ხელოვნების პროცესის მეუფე – რეჟისორი...
ჯოანა სტეიტონი ძალაუფლების მოყვარე, კაპრიზული და საშინელი ხასიათის ქალია. ის იახტის მფლობელის ცოლია. ისინი გაჩერდებიან პატარა ქალაქში იახტის შესაკეთებლად. ამ დროს ჯოანა დაიქირავებს დურგალს ფეხსაცმელების კარადის გასაკეთებლად. მაგრამ გაკეთებული სამუშაოსთვის დინს ფულს არ გადაუხდიან, ჯოანა ხომ არასოდეს არაფრითაა კმაყოფილი. ამ ჯერად მისი კაპრიზები იმით მთავრდება, რომ ის იახტიდან გადავარდება და მეხსიერებას დაკარგავს. დინი კი ამ დროს შურისძიების გეგმას განახორციელებს: ის ჯოანას თავისთან წაიყვანს და მას თავისი ოთხი მოუსვენარი ბავშვის დედად და თავის ცოლად გამოაცხადებს...
ღამით მოსკოვის ცენტრში ახალგაზრდა გოგონა ავარიაში მოყვება, რის გამოც მას აუცილებლად ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია. მისი მეგობარი კირა იპოვის დამნაშავეს, მდიდარ ცინიკოს სერგეის, რომელიც თავს დამნაშავედ არ თვლის და არ სურს დახმარება გაუწიოს გოგონას. სასოწარკვეთილი კირა მიმართავს სამ ახალგაზრდას, რომლებსაც სამივეს კირა მოსწონთ. ბიჭები გადაწყვეტენ ჯერ დაეხმარონ გოგონებს, შემდეგ კი გადაწყვიტონ ვის ეკუთვნის კირა...
ვანკა მუშაობს შვეიცარად სასტუმროში. ის ვერ იტანს სასტუმროს შეძლებულ სტუმრებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ოცნებობს მათი ცხოვრებით ცხოვრებას. მანამდე ის იძულებულია იცხოვროს მანქანაში, რომელიც იყიდა აღებული კრედიტით, რადგან ბინიდან რომელსაც ქირაობდა გამოაგდეს გადაუხდელობის გამო. ამ ისედაც რთულ მდგომარეობაში ვანკას თავზე ეცემა კოლექტორი სერგეი სერგეევიჩი, რომელმაც გადაწყვიტა მისგან ვალის გამორთმევა…
ნებისმიერი ადამიანი სიყვარულის ღირსია. ყველაზე უმაქნისო და წარუმატებელიც. ბაკალეიშიკის დამხმარეს ნორმანს ძალიან უნდოდა ყვარებდა და ვინმესთვის საყვარელი პიროვნება ყოფილიყო, მაგრამ... მეორე პუნქტში მას აშკარად არ გაუმართლა. სასოწარკვეთილებისგან ის მისი აღმატებულების სამხედრო–საზღვაო ფლოტში წავა სამსახუროდ. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო ამბები...
მიშა, რუსეთის პრეზიდენტის განცახდების შემდეგ, რომლის თანახმადაც კომპანიებში დასაქმებულთა ორი პროცენტი უნარშეზღუდული უნდა იყოს, გადაწყვეტს ეტლში ჩაჯდეს და გასაუბრებაზე ისე წავიდეს...
კომედია სამი მეგობარი გოგონას თავგადასავლების შესახებ. ისინი უკვე 15 წლისები არიან და მათ ცხოვრებაში პირველი სიყვარული შემოდის... და ყველაფერთან ერთად პირველი პრობლემებიც მოაქვს, რაც ამ ასაკში გრანდიოზულად გეჩვენება...