გრეგ ფაკერი მზადაა თავის შეყვარებულზე - პემზე დაქორწინდეს, მაგრამ მანამდე პემის მამის დაზვერვის ყოფილი აგენტის - ჯეკ ბერნსის კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოს. კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად ბერნსების ოჯახში გრეგის სტუმრობა კომიკური თავგადასავლებით აღსავსე აღმოჩნდება და ყველაფერ ამას ჯეკი ფხიზლად ადევნებს თვალს...
78 წლის მოხუცი კარლი, რომელიც მთელი ცხოვრება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, 8 წლის რასელთან ერთად თავგადასავლებით სავსე, საოცარ მოგზაურობაში გაემგზავრება...
გარი და ბრუქი იძულებულნი არიან მათ შორის არსებული უთანხმოების მიუხედავად, კვლავ ერთჭერკვეშ იცხოვრონ. თითოეული მათგანი ყველანაირი ხერხით ცდილობს ბინას საბოლოოდ დაეპატრონოს...
კეტრინი და იანი, ბედნიერ, მრავალწლიან ქორწინებაში იმყოფებიან. მას შემდეგ რაც იანმა გაყიდა თავისი ბიზნესი, ის ძალიან დაკავებულია ბონსაის ხეებით და დიდი ხნით ადრე დაგეგმილი მოგზაურობის გადადებას აგრძელებს. ყველაფერი უარესობისკენ მიდის, როდესაც მათი 27 წლის ქალიშვილი და მისი მეგობარი ბიჭი კარგავენ ბინას და მათ კარზე აკაკუნებენ.
გაბის, რომელსაც პარტნიორი 39-ე დაბადების დღეზე მიატოვებს, არა მარტო მარტოობის შიშებთან მოუწევს გამკლავება, არამედ იმის გააზრებასთანაც, თუ რას ნიშნავს ქალისთვის იყო მატროხელა...
დენი სანდერსი, ახალგაზრდა უმიზნო დამწყები მწერალია, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში და სოციალურ ქსელებში არ ჰყავს მეგობრები და, რაც ყველაზე ცუდია, არც გამომწერები, რომელიც ინსტაგრამისთვის ინსცენირებს მოგზაურობას პარიზში, იმ იმედით, რომ გააძლიერებს მის გავლენას სოციალურ ქსელებში. როდესაც საშინელი ინციდენტი ხდება პარიზში, დენი უნებურად კიდევ უფრო დიდ ტყუილში იძირება, ვიდრე იგი წარმოიდგენდა. შედეგად, ახალგაზრდა გმირი თავისი ოცნების ბიჭს, კოლინს გაიცნობს, და ახლა როგორც ინტერნეტის გავლენიანი ვარსკვლავი, საბოლოოდ იღებს ისეთ ცხოვრებას და აუდიტორიას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. მაგრამ ახლა როდის გაიბზარება ფასადი ეს მხოლოდ დროის საკითხია.
კომედია, სადაც ამინდის პროგნოზის ეგოცენრტრულ რეპორტიორს, ბილ მიურეის გმირს "დეჟა-ვუ" ემართება. მას ტრადიციული ზაზუნას დღის ზეიმის გასაშუქებლად პატარა ქალაქ პანქსუთაუნიში გაგზავნიან, საიდანაც მას ცოტათი უფრო მეტი რეპორტაჟის გაკეთება მოუწევს ვიდრე ეგონა. მან ერთი და იგივე რეპორტაჟი კვლავ და კვლავ უნდა იმეოროს...
ლას-ვეგასის კაზინოს მეპატრონე გადაწყვეტს მოაწყოს არალეგალური რბოლა, სადაც ჯილდოდ 2 მილიონი დოლარია, მაგრამ ეს მდიდრების გასართობი და სანაძლეო, ვინც პირველი მივა დანიშნულების ადგილზე ეს ფულიც მისი იქნება, მაგრამ ამ ფულის ხელში ჩასაგდებად რბოლის მონაწილეებს წინ ბევრი თავგადასავალი ელით...
ჯონ და ჯეინ სმიტებისთვის ქორწინება მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა, თუმცა ცოლ-ქმარმა ჯერ არ იცის, რომ ორივე მათგანი ერთნაირ გასაიდუმლოებულ სამსახურშია: ისინი დაქირავებული მკვლელები არიან. ერთმანეთისთვის საქმიანობის დამალვა მათთვის სირთულეს არასდროს წარმოადგენდა, სანამ არ აღმოჩენდნენ, რომ ორივე მათგანის მორიგი დავალება ერთმანეთის მიზანში ამოღებაა. შეძლებენ თუ არა ისინი ამ მისიის შესრულებას?
მაშველთა გუნდი წყნარი ოკეანის სანაპიროზე მუშაობს. ისინი მუდამ მზად არიან დაეხმარონ ადამიანებს. მთავარი მაშველი და მისი დამხმარე გაიგებენ, რომ მათი სანაპირო გაუჩინარების საფრთხის ქვეშაა. მსხვილი ნავთობკომპანია ფინანსური ინტერესების გამო სანაპიროს სხვა დანიშნულებით ამოყენებას აპირებს...
2013 წლის 18 აგვისტოს ღამეს, ბარსელონას ბნელ ცაზე განათდა კომეტა როზა, რომელმაც ჩაუქროლა დედამიწას და სამუდამოდ ჩაქრა. იმავე ღამეს ადამიანებს შორის გაიელვა ახალმა გრძნობებმა, ხოლო სხვებში იმავე ღამეს ისინი ქრებოდა. იმ ღამით მშვენიერი ბარსელონას ცის ქვეშ გათამაშდა ექვსი სიყვარულის ისტორია...
გენერალი სტენლი მაკკრისტალი მნიშვნელოვანი ფიგურაა აშშ-ს ტერორისტულ ოპერაციებში. წინსვლა და უდროოდ თანამდებობიდან წასვლა როლინს სტოუნის სკანდალური სტატიის შედეგად, 2010 წლის ერთ-ერთი განხილვადი მოვლენა იყო პოლიტუკურ კულუარებში.
მას შემდეგ, რაც საკუთარ დაბადების დღეზე საშინლად დამცირებულად იგრძნობს თავს, ჯენას მხოლოდ ის უნდა, რომ დაიმალოს მანამდე, სანამ 30 წლის გახდება. მისი სურვილი ახდება და ის არაჩვეულებრივი სხეულით, ულამაზესი ბინით, საოცნებო სამსახურითა და პოპულარული მეგობრებით გარშემორტყმული აღმოჩნდება. მაგრამ ჯენა ხვდება, რომ სინამდვილეში ის ერთადერთ ადამიანს ეძებს, მისი ბავშვობის საუკეთესო მეგობარს-მეტს, რომელიც ახლა გაზრდილი და ძალიან შეცვლილია..
როდესაც მან ძალაუფლებიანი მინისტრის პოზიცია დაკარგა, ვინცენტმა მიატოვა საყვარელი და ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს, პრივილიეგიებისა და ძალაუფლების გარეშე. იგი გაეცნობა ადამიანთა წრეებს, რომლებმაც იგი დიდიხანია დაივიწყეს და იგი მართლაც ახალ ცხოვრებას იწყებს.
არიანა - მოსამართლეა, სამუშაოთი დაკავებული ადამიანი, ქერა და მაღალი მორალური პრინციპებით. არანაირი მამაკაცები, არც ოჯახი და არც შვილები. მხოლოდ მუშაობა, მხოლოდ კანონი. კოშმარული ინფორმაცია და იდილიის დასასრული - ის ორსულადაა!
2019 წლის თინეიჯერული რომანტიკული კომედიის “მაღალი გოგო“ გაგრძელება საშუალო სკოლაში ყველაზე მაღალი გოგონას ჯოდის შესახებ, რომელიც მის სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართულ ბალზე შთამაგონებელი გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა გმირი აღარ არის მხოლოდ “მაღალი გოგო” – ის ახლა პოპულარული და თავდაჯერებულია, რომელსაც ჰყავს მეგობარი ბიჭი და ახლახანს მიიღო მთავარი როლი წლევანდელ სასკოლო მიუზიკლში. მაგრამ რაც უფრო ძლიერდება მისი ახლად შეძენილი პოპულარობის ზეწოლა, ძლიერდება მისი დაურწმუნებლობა, და ახალი ურთიერთობები ყალიბდება, ხოლო ძველი გამოცდის წინაშე დგება. როდესაც გოგონას მიერ აშენებული სამყარო მის ირგვლივ ნგრევას იწყებს, ჯოდი ხვდება, რომ მოთმინება მხოლოდ დასაწყისია...
მას შემდეგ, რაც ეხმარებოდა მამას თავის მშობლიურ ქალაქ ნეპტუნის დანაშაულებების გახსნაში, ვერონიკა მარსმა იცოდა, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. ნიუ-იორკში წასვლით და კარგ კომპანიაში იურისტის წოდების მიღებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ დატოვა ჩაკეტილი წრე. იგი ცდებოდა. მისი ყოფილი მეგობარი ბიჭს ბრალი ედება მისი მეგობარი გოგონას - ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავის მკვლელობაში. გადაწყვიტა რა დაეხმაროს მას, ვერონიკა ბრუნდება მშობლიურ ქალაქში და იწყებს საკუთარ გამოძიებას...
მსოფლიო დამარცხებულია შავი ჭირით და გადაშენების ზღვარზეა. მკვდრები დასეირნობენ მიწაზე და საკვებად მოიხმარენ ცოცხლებს, რომელიც დარჩენილია კატასტროფული უმცირესობით და ძლივს იცავენ თავს მათგან. ცვლილებები დაიწყება მას შემდეგ, როდესაც ერთი ზომბი, რომლის სახელი ცოცხლად ყოფნისას იწყებოდა “რ”-ზე, გადაარჩინა გოგონა, იმის ნაცვლად რომ ეჭამა...
რეალური ისტორია მარიახუანა მწეველ მეგობრებზე მაიამიდან, რომელბმაც შეძლეს და 300 მილიონ დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმეს პენტაგონთან, იარაღის მიწოდებაზე...
ეს არის ორი ადამიანის ისტორია. მოწყენილი რვა წლის მერი დინკლსი ავსტრალიაში, მელბურნის გარეუბანში ცხოვრობს. მაქს ჰოროვიცი კი 44 წლის მარტოხელა ებრაელია და ხმაურიანი ნიუ-იორკის ქაოსში ცხოვრობს. მიუხედავად ასაკის სხვაობისა და სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრებისა, მერის და მაქსს უცნაური მეგობრობა აკავშირებთ...
"ბრიჯიტ ჯონსის დღიური" - რომატიკული სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც ჰელენ ფილდინგის ბესტსელერის მიხედვითაა შექმნილი. ქაოტური ბრიჯიტი ადვოკატს - მარკ დარსის შეხვდება და სულ მალე ის ბრიჯიტის არასრულყოფილ სამყაროში შეაბიჯებს...
ფეშენებელური სახლის მენეჯერი თანამშრომლების ჯგუფს უოლსთრითელ გაიძვერასთან შესახვედრად მიუძღვება, რომელსაც მათი ვალი აქვს. გამოუცდელი თაღლითების გუნდმა უნდა შეძლოს და 20 მილიონი დოლარი იპოვოს, სანამ ქურდი მათი ვალით არ გაუჩინარებულა. როგორც მათ ჰგონიათ, ეს თანხა პენტჰაუსშია დამალული...
ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს...
სარეკლამო მენეჯერსა და მოდის ბლოგერს სიყვარულის არ სჯერათ. ასე რომ ნიძლავს დადებენ, რომ ერთი მეორეს სიგიჟემდე შეაყვარებს თავს - ეს უჩვეულო ტაქტიკის დახმარებით მოხდება...
სალვადორ კამპოდონიკო წარმატებული ესპანელი ბიზნესმენია, რომლის ოჯახი ფლობს უდიდეს სასტუმრო კორპორაციას მთელს ესპანეთში. მათი პირველი საერთაშორისო პროექტის განსახორციელებლად, ისინი აირჩევენ განსაკუთრებულ ადგილს და სწორედ აქ ხვდება სალვადორი თავგადასავლების მოყვარულ არიანას...
აგენტები ჯეი და ქეი ამჯერად წარსულში. ჯეი თავის წარსულზე გაურკვეველ ამბებს შეიტყობს. ქეის სიცოცხლე და პლანეტის ბედი კი ბეწვზე ჰკიდია, რისთვისაც ჯეიმ წარსულში უნდა იმოგზაუროს, რომ ყველაფერი გამოასწოროს. ამ პროცესში ჯეი ასევე იმ საიდუმლოსაც აღმოაჩენს, რომელსაც ქეი უმალავდა...
ვიქტორი დამწყები მწერალია, სარა კი მაგისტრი კლასიკური ლიტერატურის დარგში. მათი საერთო გატაცება ჯოისი და დოსტოევსკია. ისინი უდარდელად ცხოვრობდნენ, მაგრამ მატი შემთხვევითი შეხვედრა ბარში 45 წლიან გაგრძელებას ჰპოვებს. ერთი ოჯახის დიდი სიყვარულის ისტორია, პარიზის მზიანი ბურვალის ფონზე...
შეხედულებით საზიზღარი, მაგრამ შინაგანად კეთილი გრიუ ცდილობს მსოფლიოში ნომერ პირველი ბოროტმოქმედის სახელი დაიმკვიდროს. ამისათვის ის გადაწყვიტავს მთვარე მოიპაროს, თავისი შექმნილი მინიონების არმიის დახმარებით. საქმეს კონკურენტები ართულებენ, ყველაფერთან ერთად მას ხელს უშლის ოჯახური მდგომარეობაც - გრიუ იძულებულია სამ ობოლზე იზრუნოს...
ჩვეულებრივი თინეიჯერი ბიჭი ადამი მამამისის საძებნელად მიდის. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც გაიგებს, რომ მამამისი ლეგენდარული ტყის მცველი ბიგფუტია...
ყველასთვის საყვარელი ანიმაციის მეორე ნაწილი - გრუ და გოგონები, ექიმი ნეფარიო და ძალიან ბევრი საყვარელი მინიონი, აგრეთვე ახალი პერსონაჟები და თავგადასავალი გელოდებათ წინ...
საინვესტიციო ბანკირ ჯეკ კემპბელს სულ სხვა ცხოვრება ექნებოდა კოლეჯის შეყვარებულთან ოჯახი რომ შეექმნა. ფერარის ნაცვლად მინივენით ივლიდა და ორ ხმაურიან ბავშთან ერთად ქალაქგარეთ იცხოვრებდა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად იგი ცდილობს დააფასოს მისი ცხოვრების ამ ვერსიის ყოველი წამი.
მეუღლესთან განშორების შემდეგ, მთავარი გმირის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ის გადადის მშობლების სახლში და კარგავს ძველ მეგობრებს. თუმცა ცხოვრება მაშინ გიმზადებს საჩუქარს, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი. ტიფანის გაცნობა - ზუსტად ის შემთხვევაა...
ახალგაზრდა ინგლისელმა მწერალმა ჰენრიმ თავისი პირველი სასიყვარულო რომანი გამოაქვეყნა, რომელიც, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდება. მაგრამ მოულოდნელად მისი წიგნი ბესტსელერი ხდება მექსიკაში და ჰენრის სარეკლამო ტურში გააგზავნიან, სადაც მას უკვე გულშემატკივრების არმია ელოდება. ამ წარმატებით გაკვირვებული ჰენრი ადგილზე მისი რომანის მთარგმნელს, მარიას ხვდება და გაიგებს, რომ თარგმანის დროს მან გადაწყვიტა მისი მოსაწყენი და პრიმიტიული სიუჟეტი სიყვარულის შესახებ ეროტიკულ წიგნად გადაექცია. სწორედ ამიტომ გახდა რომანი ასეთი პოპულარული ადგილობრივ საზოგადოებაში. ჰენრი გადაწყვეტს არ გააუქმოს ტური და გაემგზავრება მექსიკაში მარიასთან ერთად, მიუხედავად მათი უთანხმოებისა და სიამაყისა.
ბრიგსი თავის ბელგიურ ნაგაზთან ლულუსთან ერთად წყნარი ოკეანის სანაპიროზე საუკეთესო მეგობრისა და მწვრთნელის დაკრძალვაზე მიდის. ერთ-ერთ მათგანს ერთი კვირის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. მეორე კი ისე ცხოვრობს, თითქოს ყოველი დღე მისთვის უკანასკნელი იყოს...
კაცობრიობას ახალი ვირუსი დაატყდა თავს. ვირუსის ზემოქმედებით ყველა ის ემოცია, რომლის კონტროლიც ადამიანს შეუძლია უმართავი ხდება: სიბრაზე, მრისხანება, შიში და მსგავსი ემოციები. რვა საათში ყველა სიმპტომი ქრება...
24 საათიანი სატელევიზიო შოუს მთავარი გმირის თრუმენ ბურბანკის ცხოვრება ყველა კუთხით არის გაშუქებული, რის შესახებ თავად არაფერი იცის. მთელი მისი ცხოვრება მსოფლიოსთვის გასართობი დაუსრულებელი საპნის ოპერაა. მის გარშემო ყველა, ცოლის და საუკეთესო მეგობრის ჩათვლით მხოლოდ დაქირავებული მსახიობები არიან...
როდესაც მშვიდობის ველი საფრთხის ქვეშაა, ზარმაცი პანდა პო აღმოაჩენს, რომ მისი ბედისწერაა იყოს "რჩეული" და ვარჯიშს იწყებს, რათა კუნგ-ფუს გმირი გახდეს, მაგრამ ადვილი როდია ზანტი უქნარადან უშიშარ მებძოლად გარდაიქმნა. ყველაფერი დამოკიდებულია ოსტატ შიფუსა და მძვინვარე ხუთეულზე - ძუ ვეფხვზე, წეროზე, ღვთისმლოცველაზე, გველგესლასა და მაიმუნზე...
2 მძარცველის ისტორია, რომლებიც სინამდვილეში სულ არ არიან ისეთები, როგორადაც ცდილობენ თავი მოაჩვენონ სხვებს. ერთი მათგანი ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების აგენტია, ხოლო მეორე დაზვერვის საიდუმლო აგენტი.
ბებია და ბაბუა დათანხმდება სამი შვილიშვილის მოვლას, როდესაც ბავშების მშობლებს ქალაქის დატოვება უხდებათ. პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც ბავშვების 21-ე საუკუნის ჩვევები იჩენენ თავს...
როცა მარტოხელა დედა და მისი ორი შვილი პატარა ქალაქში ჩამოვლენ, აღმოაჩენენ, რომ მოჩვენებებზე მონადირეებთან აქვთ კავშირიდა და რომ ბაბუასგან მათ საიდუმლო მემკვიდრეობა ერგოთ.