ფეშენებელური სახლის მენეჯერი თანამშრომლების ჯგუფს უოლსთრითელ გაიძვერასთან შესახვედრად მიუძღვება, რომელსაც მათი ვალი აქვს. გამოუცდელი თაღლითების გუნდმა უნდა შეძლოს და 20 მილიონი დოლარი იპოვოს, სანამ ქურდი მათი ვალით არ გაუჩინარებულა. როგორც მათ ჰგონიათ, ეს თანხა პენტჰაუსშია დამალული...
ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს...
აგენტები ჯეი და ქეი ამჯერად წარსულში. ჯეი თავის წარსულზე გაურკვეველ ამბებს შეიტყობს. ქეის სიცოცხლე და პლანეტის ბედი კი ბეწვზე ჰკიდია, რისთვისაც ჯეიმ წარსულში უნდა იმოგზაუროს, რომ ყველაფერი გამოასწოროს. ამ პროცესში ჯეი ასევე იმ საიდუმლოსაც აღმოაჩენს, რომელსაც ქეი უმალავდა...
ვიქტორი დამწყები მწერალია, სარა კი მაგისტრი კლასიკური ლიტერატურის დარგში. მათი საერთო გატაცება ჯოისი და დოსტოევსკია. ისინი უდარდელად ცხოვრობდნენ, მაგრამ მატი შემთხვევითი შეხვედრა ბარში 45 წლიან გაგრძელებას ჰპოვებს. ერთი ოჯახის დიდი სიყვარულის ისტორია, პარიზის მზიანი ბურვალის ფონზე...
შეხედულებით საზიზღარი, მაგრამ შინაგანად კეთილი გრიუ ცდილობს მსოფლიოში ნომერ პირველი ბოროტმოქმედის სახელი დაიმკვიდროს. ამისათვის ის გადაწყვიტავს მთვარე მოიპაროს, თავისი შექმნილი მინიონების არმიის დახმარებით. საქმეს კონკურენტები ართულებენ, ყველაფერთან ერთად მას ხელს უშლის ოჯახური მდგომარეობაც - გრიუ იძულებულია სამ ობოლზე იზრუნოს...
ჩვეულებრივი თინეიჯერი ბიჭი ადამი მამამისის საძებნელად მიდის. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც გაიგებს, რომ მამამისი ლეგენდარული ტყის მცველი ბიგფუტია...
ყველასთვის საყვარელი ანიმაციის მეორე ნაწილი - გრუ და გოგონები, ექიმი ნეფარიო და ძალიან ბევრი საყვარელი მინიონი, აგრეთვე ახალი პერსონაჟები და თავგადასავალი გელოდებათ წინ...
საინვესტიციო ბანკირ ჯეკ კემპბელს სულ სხვა ცხოვრება ექნებოდა კოლეჯის შეყვარებულთან ოჯახი რომ შეექმნა. ფერარის ნაცვლად მინივენით ივლიდა და ორ ხმაურიან ბავშთან ერთად ქალაქგარეთ იცხოვრებდა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად იგი ცდილობს დააფასოს მისი ცხოვრების ამ ვერსიის ყოველი წამი.
მეუღლესთან განშორების შემდეგ, მთავარი გმირის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ის გადადის მშობლების სახლში და კარგავს ძველ მეგობრებს. თუმცა ცხოვრება მაშინ გიმზადებს საჩუქარს, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი. ტიფანის გაცნობა - ზუსტად ის შემთხვევაა...
კაცობრიობას ახალი ვირუსი დაატყდა თავს. ვირუსის ზემოქმედებით ყველა ის ემოცია, რომლის კონტროლიც ადამიანს შეუძლია უმართავი ხდება: სიბრაზე, მრისხანება, შიში და მსგავსი ემოციები. რვა საათში ყველა სიმპტომი ქრება...
24 საათიანი სატელევიზიო შოუს მთავარი გმირის თრუმენ ბურბანკის ცხოვრება ყველა კუთხით არის გაშუქებული, რის შესახებ თავად არაფერი იცის. მთელი მისი ცხოვრება მსოფლიოსთვის გასართობი დაუსრულებელი საპნის ოპერაა. მის გარშემო ყველა, ცოლის და საუკეთესო მეგობრის ჩათვლით მხოლოდ დაქირავებული მსახიობები არიან...
როდესაც მშვიდობის ველი საფრთხის ქვეშაა, ზარმაცი პანდა პო აღმოაჩენს, რომ მისი ბედისწერაა იყოს "რჩეული" და ვარჯიშს იწყებს, რათა კუნგ-ფუს გმირი გახდეს, მაგრამ ადვილი როდია ზანტი უქნარადან უშიშარ მებძოლად გარდაიქმნა. ყველაფერი დამოკიდებულია ოსტატ შიფუსა და მძვინვარე ხუთეულზე - ძუ ვეფხვზე, წეროზე, ღვთისმლოცველაზე, გველგესლასა და მაიმუნზე...
2 მძარცველის ისტორია, რომლებიც სინამდვილეში სულ არ არიან ისეთები, როგორადაც ცდილობენ თავი მოაჩვენონ სხვებს. ერთი მათგანი ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების აგენტია, ხოლო მეორე დაზვერვის საიდუმლო აგენტი.
ბლუ შინაური თუთიყუშია, რომელიც ფრენას ვერ სწავლობს და მის პატრონთან და საუკეთესო მეგობართან ლინდასთან ერთად მუსის ტბაზე კომფორტულად ცხოვრობს. მათ ჰგონიათ, რომ იგი მისი ჯიშის უკანასკნელი წარმომადგენელია, მაგრამ როდესაც შეიტყობენ, რომ რიოში მეორე ასეთი თუთიყუშიც არსებობს, ისინი შორ ეგზოტიკურ მოგზაურობაში გაემგზავრებიან, რომ იპოვნონ ჯიუველი, ბლუს მეორე ნახევარი. ადგილზე ჩასვლისას, ბლუს და ჯიუველს კონტრაბანდისტ ცხოველთა ბანდა გაიტაცებს. ჯიუველისა და რამდენიმე ჭკვიანი ქალაქელი ჩიტის დახმარებით ბლუ გაიქცევა. ახალ მეგობრებთან ერთად ბლუმ უნდა იპოვოს ძალა, რომ შეძლოს ფრენა და შემდეგ დაბრუნდეს ლინდასთან, მაგრამ ამაში ხელს კონტრაბანდისტები უშლიან...
ანიმაცია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას, მოანას და მისი ბედისწერის შესახებ. ნახევრად ღმერთთან, მაუისთან ერთად მოგზაურობისას ის საოცარი მოვლენების მთავარი გმირი ხდება...
ვილი სტოუკსის მორიგი ისტორია, რომელიც ადვილი ფულის შოვნის მიზნით სანტას ფორმას იცვამს. მაგრამ შობას სასწაულები ხდება. როგორი შობა იქნება წელს ვილისთვის?
იმპულსურ მუსიკოსს, რომელიც შიზოფრენიით იტანჯება, შეუყვარდება საიდუმლოებით მოცული გოგონა, რომელიც, შესაძლოა, მხოლოდ მის გონებაში არსებობს. როცა უეცრად გოგონა გაუჩინარდება, მის მოსაძებნად მთელი ავსტრალიის გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრება. მუსიკოსის ძმა კი იძულებულია, მის გადასარჩენად გაემართოს...
ბორატი ტელეწამყვანია ყაზახეთიდან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება ამ ქვეყანაზე რეპორტაჟის გასაკეთებლად. მაგრამ ჩასვლისთანავე ირკვევა, რომ მის ვიზიტს სხვა მიზანი აქვს...
როდესაც პატარა ქალაქის პიცერიის მფლობელი და პოეტი ლონგფელო დიდსი გარდაცვლილი ბიძისგან იღებს 40 მილიარდს, ის გადადის დიდ ქალაქში საცხოვრებლად. იგი გარშემორტყმულია ისეთი სიტუაციებით, სადაც ყველა თავისი ტორტის ნაჭრისთვის იბრძვის...
წარმოგიდგენთ ნამდვილ სასიყვარულო ოთხკუთხედს, რომლის მთავარი მონაწილეები ორი ყოფილი წყვილია: სემი, რომელსაც ლინდა შორდება და მეგი და ანტონი, ასევე ახალდაშორებული წყვილი. მათი გზები ნიუ იორკში გადაიკვეთება...
დანიშნულ წყვილს ბენს და სედის ერთი სული აქვთ, ბედნიერ ახალ ცხოვრებას როდის დაიწყებენ, მაგრამ სედის ოჯახის ახლობელი მღვდელი ფრენკი არ აძლევთ მათ ოჯახის შექმნის უფლებას იქამდე, სანამ ისინი "შესაფერისი წყვილის მოწმობას" არ მიიღებენ...
23 წლის თვითკმაყოფილი ელიოტი ნიუ იორკში უდარდელი ცხოვრებით ცხოვრობს. როდესაც სულ რაღაც ერთი კვირის მანძილზე გონიერ გოგონას მიას გაიცნობს და საშინელ დიაგნოზსაც დაუსვამენ, მთელი სამყარო თავზე ენგრევა. თუმცა მათი სიყვარული მისი მკურნალობის ფონზე უფრო და უფრო ღრმავდება და ორივე მათგანი მიხვდება, რომ ელიოტის დაავადება ყველაფერი შეიძლება იყოს, გარდა მათი ურთიერთობის გამოცდისა...
ამ ისტორიის გმირები თანამედროვე ინდოეთის "მაღალი საშუალო კლასის" წარმომადგენლები არიან. პენჯაბის ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ჩვეულებრივ მოვლენად გახდა დასავლური სტილის და ძველებური ტრადიციების გადაკვეთა. 24 წლის ადიტის ქორწილში ჩამოდიან მისი ნათესავები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ჩამოაქვთ განსხვავებული აზრები ცხოვრებაზე...
დამამთავრებელი კლასის მოსწავლე დაიანა კურტი ლამაზი და ჭკვიანი გოგოა. მამა მასზე დიდი იმედებს ამყარებს და მის გაგაზავნას აპირებს ინგლისში სწავლის გასაგრძელებლად. მაგრამ გეგმებს დაიანას კლასელი შლის, რომელიც მიზნად დაისახავს ყველაზე გამორჩეული გოგონას გულის მოგებას...
რამოდენიმე ფილმის ერთიანობა, რომელიც მისი ავტორების აზრით ნათელს ჰფენს კითხვას, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში როდესმე მაინც ისმის: "რაში მდგომარეობს ცხოვრების აზრი."...
რიჩარდ სოურსი მარტოხელა მამაა, რომელიც ორი ვაჟის აღზრდითაა დაკავებული. ის სრულიად მზადაა ოჯახური ცვლილებებისთვის, თუმცა როდესაც მის ცხოვრებაში მომხიბვლელი კრისტინი შემოიჭრება, რიჩარდს პანიკა აიტაცებს. ამავე დროს მისი შვიდი წლის რობი, თავის პირველ რომანს წამოიწყებს, თუმცა ჯერ ვირტუალურს, მშვენიერ უცნობ გოგონასთან, 14 წლის პიტერი კი ისევ და ისევ მეზობელი გოგონების "საცდელი კურდღელი" გახდება...
სარა ხატინგერი დაბნეულია. ის კარგი ჟურნალისტია, მაგრამ იძულებულია გაზეთში ნეკროლოგები წეროს. ის როგორც იქნა დათანხმდა ჯეფზე გათხოვებას, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არაა უნდა თუ არა ეს. და აი სარა პასადენაში მიემგზავრება სახლში პასადენში, თავისი დის ქორწილზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას მოუწევს ბევრი დროის გატარება თავის ჩოგბურთზე შეყვარებულ ოჯახთან, რომლის წევრადაც ის თავს არასოდეს გრძნობდა. შემთხვევით ის გებულობს კარგად შენახულს საოჯახო საიდუმლოს...
ცოლ-ქმარ ოლივერ და ბარბარა როუზებს, ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება ჰქონდათ. მაგრამ ის, ხანმოკლე აღმოჩნდა. თანდათან ოჯახური უთანხმოებები ნამდვილ ომში გადაიზარდა. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია. და მათ ის გადადგეს...
როდესაც აპექს უიტმანმა გაიცნო მომხიბვლელი იზაბელი, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ვნების ღამე უკვლოდ არ გაივლის, არამედ სიყვარულის დასაწყისად იქცევა. და როდესაც იზაბელი აცნობებს, რომ მისგან ბავშვს ელოდება, ალექსი გადაწყვეტილებას მიიღებს – გოგონაზე დაქორწინდეს.ის არ იცნობს თავის შეყვარებულს – მაგრამ ამას მისთვის დიდი მნიშვნელობა არააქვს, ის ხომ დარწმუნებულია, რომ სიყვარული – ეს გრძნობა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...
ფრანგი პოლიციელი იაპონიაში მიემგზავრება, რათა თავისი ყოფილი შეყვარებულის იდუმალებით მოცული მკვლელობა გამოიძიოს, რომლისგანაც მას დარჩა 200 მილიონი დოლარი და შვილი იუმი, თუმცა იუბერმა მის შესახებ ჯერ არაფერი იცის...
თავისი ჭკუის და სილამაზის მიუხედავად, უსასრული შარლოტას კანტილინიმის მცდელობები ნამდვილი მამაკაცის ძებნაში წარუმატებელი აღმოჩნდება. და აი როგორც იქნა შეხვდა თავისი ოცნების მამაკაცს - ლამაზს, ყურადღებიანს, წარმატებულს და... თავისუფალს - ეს კევინ ფილდია. თან უამრავი თვის მერე, შარლოტა ვერ პოულობს მასში ვერანაირ ნაკლს. ნუ თუ მან ბოლოს და ბოლოს ნამდვილი მამაკაცი ნახა? ცოტა ხანში კევინი მას ხელს სთხოვს. ყველაფერი თითქოს შეუდარებელად აიწყო!...
საჰაერო ხომალდი, რომელიც მთვარეზე მიფრინავს, კატასტროფის წინაშეა. ტექნიკური პრობლემების გარდა საფრთხეს წარმოადგენს ტერორისტი, რომელიც მისი აფეთქებით იმუქრება...
იმის იმედით, რომ ამ ხერხით ის სიმწარეს გაუმკლავდება, რომელმაც მისი ცხოვრება აავსო საყვარელი ქალის სიკვდილის შემდეგ, მწერალი ფანტასტი გადაწყვეტსა იშვილოს პატარა ბიჭი. ცოტა ხანში ექვსი წლის დენისი თავის თანატოლებსგან განსხვავებულად იქცევა, და მერე საერთოდ იწყებს იმის დამტკიცებას, რომ უცხოპლანეტელის შვილია... და ამას ისე დარწმუნებით ამტკიცებს, რომ გთავარი გმირი მართლა დაიჯერებს ამას...
რომანტიული მელოდრამა ასაკში შესული ექიმ-ფსიქიატრის და მისი ახალგაზრდა პაციენტის შესახებ, რომელიც გულრწფელად თვლის საკუთარ თავს დონ-ჟუანად. მეგობრობა, რომელიც ფილმის გმირების შორის გაჩნდა ექმის სულს გაუახალგაზრდავებს, გრძნობებს და ოცნებებს განუახლებს.
არც ისე ახალგაზრდა მსახიობი, ვიხი დღეებიც ჰოლივუდის ოლიმპზე დიდი ხანი დასრულდა, მთლი ძალებით სცდილობს ბოლო შანსს შეებღაუჭოს და რაც შეიძლება დიდ ხანს გაჩერდეს ცნობილების მწვერვალზე. ის მიიღებს მეორეხარისხოვან როლს პატარა პროექტში და ეგრევე დათანხმდება. როლში კარგად შესასვლელად, ის ცოტა ხნით მიდის 'ოცნებების ფაბრიკიდან'. სახლში გზაზე მას მძღოლი მიატოვებს და მთავარ გმირს არაფერი რჩება სხვა, როგორც ენდოს ახალგაზრდა გოგონას სკარლეტს, სუპერმარკეტის გამყიდველს. ჩვეულებრივი მგზავრობა ნამდვილ მოგზაურობად იქცა, აღსავსე კურიოზული მომენტებით, შემთხვევითი შეხვედრებით და მოულოდნელობებით...
ჩიკაგო ნიუსის მთავარი რედაქტორი გაიგებს რომ მისი საუკეთესო რეპორტიორი ცოლს ირთავს და სამსახურიდან მიდის, ის კი ყველანაერი გზით ცდილობს გადააფიქრებინოს ცოლის მოყვანა და დარჩეს თუნდაც ერთი დღით სამსახურში, იმისათვის რომ გააშუქოს ჩამოხრჩობა რომელიც დილით უნდა შედგეს. თანდათან კი მოვლენები უცნაურად განვითარდება და მრავალი სიტუაცია გადაიხლართება ერთმანეთში, რაც ფილმს უფროდაუფრო საინტერესოს გახდის...
ელი ცნობილ მფრინავ ქინგ ვესტლიზე აპირებს დაქორწინებას, მამამისს კი არ მოსწონს ქალიშვილIს რჩეული, რადგან მას ერთ უსაქმურ ახალგაზრდად მიიჩნევს. მამა ელის სახლში გამოკეტავს და ნიშნობის ანულირებას ცდილობს. გოგონა კი სახლიდან გარბის და ავტობუსით ნიუ–იორკში მიემგზავრება. იმავე ტრანსპორტით სულ ახლახანს გათავისუფლებული რეპორტიორი – პიტერი მგზავრობს...
ალეკ ბოლდუინის და მეგ რაიანის გმირები – იდეალური წყვილი არიან. მათ ყველაფერი კარგად აქვთ და ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ. მაგრამ ქორწილის დროს, მოულოდნელად გაჩენილი მოხუცი ტრადიციის მიხედვით კოცნის პატარძალს და ბედნიერებას და ჯამრთელობას უსურვებს...
ფილმი მოგვითხრობს ორ ბოშა ბარონზე, რომლებიც მდინარე დუნაის აღმოსავლეთ ნაპირზე ცხოვრობენ და კონტრაბანდით შოულობენ ფულს. მათ უკვე 25 წელია ერთმანეთი არ უნახავთ, მაგრამ მაინც მეგობრებად დარჩნენ და ახლა ცდილობენ განმუხტონ დაძაბული ვითარება, რომელიც მათ შვილებს შორის წარუმატებელი ბიზნეს გარიგების შემდეგ გაჩნდა...
შვებულებების სეზონი დადგა. წყნარ საკურორტო ქალაქში ჩამოდის უამრავი ტურისტი. და ჩვენი ძველი ნაცნობები – პოლიციელებმა სერჟანტ კრუშოს სათავეში აწარმოებს ბრძოლას კანონდამრღვევ ტურისტებთან. და, აი, ერთ დღეს ის აჩერებს ჟოზეფას, რომელმაც სიჩქარეს გადააჭარბა და სიყვარულის ქსელში გაებმება პირველი დანახვისთანავე ...
გაბრიელა ამბიციური და დამოუკიდებელი ამინდის პროგნოზის წამყვანი გოგოა, რომელიც მასზე ათწლეულებით უფროს საყვარელსა და შეუპოვარ, პოტენციურად არასტაბილურ ახალგაზრდა მამაკაცს შორის იხლიჩება...
იუბერი დე ტარტასი, მდიდარი მეწარმეა, რომელიც ბედნიერად ცხოვრობს თავის ცოლთან ედმესთან და შვილთან ერთად. მაგრამ მოულოდნელად უცნაური ამბავი მათ ცხოვრებას შეძრავს: ჩრდილოეთ პოლუსზე მისი ცოლის ბაბუა იპოვეს, რომელმაც ყინულში 65 წელი გაატარა. ბაბუა გალღვება და გაცოცხლდება, იმისათვის, კი რომ ბაბუის ფსიქიკას ზიანი არ მოაყენონ, მის ირგვლივ სცდილობენ მე–XX საუკუნის დასაწყისის ცხოვრების ინსცინირებას. თუმცა მათ გეგმებში გაუთვალისწინებელი ვითარებები შეუშლიან ხელს...
პეპი იმ პოლიციელის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება, რომელმაც ის მარიხუანას გაზრდაში გამოიჭირა. გოგონა ყველაფერს აკეთებს, რომ მოძალადე გაამწაროს და მეუღლეს დააშოროს...
დანიელი ფიზიკის მასწავლებელია. მის ცხოვრებაში, როგორც წესი, არაფერი არ ხდება, მაგრამ მალე ყველაფერი იცვლება. ბეჭედმა, აცტეკების მზის სიმბოლოთი, რომელიც მან ბაზრობაზე შეიძინა, ბედნიერება უნდა მოუტანოს...