მე-18 საუკუნის ინგლისში განვითარებული ვნებიანი და მღელვარე ისტორია. მას შემდეგ, რაც ჰითკლიფსა და ქეთრინ ერნშოუს ერთმანეთი უყვარდებათ, საფუძველი ეყრება ნამდვილ ტრაგედიას...
ფილმის მთავარი გმირი, საიმონი - მორიდებული და ბეჯითი პიროვნებაა. სამსახურში მას არ ამჩნევენ, ოცნების გოგო კი ყურადღებასაც არ აქცევს. როგორც ჩანს, ეს გაგრძელდება სამუდამოდ, მაგრამ ერთხელ ოფისში გამოჩნდება ჯეიმსი - გარეგნულად საიმონის ორეული, მაგრამ ხასიათით განსხვავებული - თავჯარებეული, ქარიზმატული ფლეიბოი...
კოლეჯის ბრიტანელი სტუდენტი გოგონა ამერიკელ ბიჭს შეიყვარებს, მაგრამ ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, რადგან გოგონას დეპორტაცია ემუქრება, მის ვიზას ვადა გასდის.
ახალგაზრდები მაიკი და ემა თავიანთი ურთიერთობების დასალაგებლად მიდიან მთაში, ტურისტებისგან თავისუფალ ადგილას. დანიშნულების ადგილზე მისვლისას ისინი ხვდებიან, რომ ერთადერთი და თან იშვიათად ვისაც შეიძლება აქ გადაეყარო არის მონადირე. ისინი ავტომობილს აჩერებენ და გზას განაგძობენ, მანქანა მალე ფუჭდება და მთავარი თავგადასავალი იწყება...
ჟულიენის ოჯახი მისმა მუდმივმა დაკავებულობამ დაანგრია. ერთ-ერთ მივლინებაში ყოფნისას ის იგებს, რომ მისი შვიდი წლის ვაჟი დაიკარგა. იგი თავად მიემგზავრება შვილის საძებნელად...
აგატა კრისტის რომანის ერთერთი პირველი ეკრანიზაცია საუკეთესო კინოვარსკვლავების მონაწილეობოთ. მოქმედება ხდება 30-იან წლებში. ერკიულ პუარო და ყველა ეჭვმიტანილი, მატარებელში იმყოფება. მაყურებელი, გამომძიებელთან ერთად არკვევს, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული.
ორი სიმპატიური ახალგაზრდა თავაზიანად მიაკაკუნებს ქალაქგარეთა სახლის კარზე უმანკო თხოვნით - და ისინი აღარ წავლენ. კარის გაღებისას პატრონს დიდი შეცდომა მოუვიდა. სახლის მაცხოვრებლების დაცინვის, წამების და სადისტური განადგურების ჯაჭვი იწყება...
დედა და შვილი პატარა ფრანგულ ქალაქში ჩამოდიან და შოკოლადის მაღაზიას ხსნიან. მორალურად და რელიგიურად მკაცრ მაცხოვრებლებს ისინი არ მოსწონთ, რადგან ზედმეტად თავისუფლად აზროვნებენ და იქცევიან. ამ დროს ქალაქს ბოშების გემი მოადგება და ქალაქის მერის ცრურწმენა კრიზისს გამოიწვევს...
მიშელ პუაკარი - ცხოვრების ნამდვილი გამფლანგველი, რომელიც ფულს შოულობს ძვირიანი მანქანების გატაცებით. ის არასოდეს არ დაფიქრებულა თავისი კრიმინალური გამოხტომების შედეგებზე – უბრალოდ ცხოვრობს ისე, როგორც მას უნდა, არავისი იმედი არ გააჩნია, და არც არავის აზრს ითვალისწინებს. ეტყობა იმიტომ, რომ ახალგაზრდაა და საკუთარი თავის ძალიან დიდი იმედი აქვს.
წყვილი სიუ და დაიანი საფრანგეთის სამხრეთით მიემგზავრებიან დასასვენებლად. თუმცა, მათი შვებულება იცვლება, როდესაც სასტუმროში პოპულარული ბრიტანელი ინფლუენსერი შარლოტა ჩნდება. გადაცევებები, მკვლელობები...
შობის წინა დღეს, დოქტორი ვანესა ტერნერი მშობლიურ ქალაქში ჩადის. იქ ის იგებს, რომ მამამისი, ცნობილი ექიმი, პენსიაზე გადის. მას შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა, დაიკავოს მისი ადგილი და გააგრძელოს ექიმების ოჯახის მემკვიდრეობა.
მე-20 საუკუნის დასაწყისი. ხე-ტყის მჭრელი და რკინიგზის მუშა რობერტ გრანიერი სახლიდან თვეების განმავლობაში მუშაობს: ხეებს ჭრის, რკინიგზის კავშირებს აგებს და ხიდების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას. ის მომსწრეა, თუ როგორ იცვლება ცხოვრება მონუმენტური ცვლილებების ეპოქაში.
გრეისი და ჯექსონი ნიუ-იორკიდან მონტანას მთებში გაიქცნენ, რომ ახალი ცხოვრება დაიწყონ. თუმცა, ვნება თანდათან აკვიატებას უთმობს ადგილს. მათი განმარტოებული სამოთხე კოშმარად იქცევა, სადაც სიყვარული და სიგიჟე ერთმანეთში ირევა.
ქურდი, რომელიც ძვირადღირებულ ჯიპს ტეხავს, გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებს და ხვდება, რომ მფლობელის ფსიქოლოგიური თამაშში აღმოჩნდა, რომელსაც სამართლიანობის აღდგენა სურს...
ბრიუს ნოლანი ნიუ-იორკის შტატის, ბუფალოს ტელევიზიის ენერგიული ჟურნალისტია. მიუხედავად მაღალი პროფესიული რეიტინგისა და ულამაზესი მეგობარი გოგონა გრეისისა, ბრიუსი მაინც უკმაყოფილოა. მისი ცხოვრების ერთ საშინელ დღეს, ის ღმერთს დასცინებს, ხოლო პასუხად, ყოვლისშემძლე უფალი მას ღვთიურ ძალას მიანიჭებს...
კრისტი მარტინის, 1990-იანი წლების ყველაზე წარმატებული ქალი მოკრივის, ისტორია, რომელმაც თამამად შეაბიჯა მამაკაცთა კრივში და შეცვალა ქალთა კრივის შესახებ წარმოდგენა.
2003 წლის შემოდგომის ერთ საღამოს ჰარვარდის სტუდენტი, პროგრამირების გენიოსი - მარკ ცუკერბერგი ახალ იდეაზე მუშაობას იწყებს. ბლოგერობისა და პროგრამირების აურზაურში მეგობრებისათვის შექმნილი საიტი, ყველაზე პოპულარული გლობალური სოციალური ქსელი გახდა. ცუკერბერგი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად იქცა, მაგრამ მის წარმარმატებას პირადი და ლეგალური პრობლემები დაერთო...
კოლეჯის პროფესორი პირად და პროფესიულ გზაჯვარედინზე აღმოჩნდება, როდესაც მისი ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი მის ერთ-ერთ კოლეგას ბრალს დებს და მისივე წარსულიდან ბნელი საიდუმლოს გამჟღავნებით ემუქრება.
2021 წლის საშინელებათა ფილმის “შავი ტელეფონი“ გაგრძელება, რომელიც წარმოადგენს 2004 წლის ჯო ჰილის ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციას, სადაც მოვლენები ვითარდება სერიული მანიაკის ალბერტ შოუს გარშემო, რომელიც იტაცებს და კლავს მცირეწლოვან ბავშვებს. პირველ ფილმში მოზარდი ფინი სერიული მკვლელის კლანჭებში მოხვდა, რომელმაც მოახერხა დაღუპული ბავშვების – შოუს ყოფილი მსხვერპლის – აჩრდილების დახმარებით განთავისუფლება. ფილმი ცოტათი უღრმავდება ბოროტმოქმედის ისტორიას, ასევე მოგვითხრობს ფინის დის, გვენის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე...
ოლი კროსი ახალგაზრდა პარამედიკოსია, რომელიც ნიუ-იორკში ღამის ცვლაში მუშაობს უკომპრომისო და გამოცდილ პარტნიორ ჯინ რუტკოვსკისთან ერთად. 911-ზე თითოეული ზარი ხშირად სახიფათო და გაურკვეველია, ისინი ყოველდღიურად საფრთხეში აგდებენ სიცოცხლეს სხვების დასახმარებლად....
მორგან გრანტი და მისი ქალიშვილი კლარა იკვლევენ, თუ რახდებოდა რეალურად უბედურ შემთხვევამდე, ფიქრობენ რომ ადგილი ჰქონდა ღალატს და იძულებულები არიან, ოჯახურ საიდუმლოებებს თვალი გაუსწორონ, ხელახლა განსაზღვრონ სიყვარული და ხელახლა აღმოაჩინონ ერთმანეთი.
1943 წელს, ბროდვეის პოპულარულ რესტორან „სარდისში“, მუსიკალური კომპოზიტორი ლორენც ჰარტი ცდილობს რეპუტაციის შენარჩუნებას და აღნიშნავს თავისი ყოფილი პარტნიორის, რიჩარდ როჯერსის წარმატებას მისი ჰიტად ქცეულ მიუზიკლის, „ოკლაჰომა!“-ს პრემიერაზე, რამაც იგი თავის ახალ მწერალ პარტნიორთან, ოსკარ ჰამერშტაინთან გააერთიანა.
შერონ სტოუნი – სექსუალური ლამაზმანის მეის როლში, რომელსაც რთული წარსულითს. მან დაიფიცა განგსტერებზე შური იძიოს, რომლებმაც მიი მშობლები მოკლეს, და უკვე ამოირჩია ხერხი, როგორ უნდა გაუსწორდეს მათ, და მოძებნა ადამიანი, რომელიც ამას გააკეთებს: შესახედავად აუშფოთველი ყოფილი ექსპერტი – ცენტრალური ბიუროს ამფეთქებელი. მაიამი, კურორტი უმდიდრესი ადამიანებისთვის, გადაიქცევა სანადირო ტერიტორიაში, სადაც მეი მკვლელებს იტყუებს, რეი კი პროფესიონალურად აფეთქებს და ფერფლად აქცევს...
როდესაც პოლი იდუმალ ყუთს იღებს უცხო ქალბატონისგან, რომელიც საკმაოდ დაბნეულია, თუმცა ეუბნება პოლის, რომ ღამით ის მოკვდება თუ არ დაემორჩილება ყუთის წესებს: ,მან უნდა მოათავსოს ის, რაც სჭირდება, რაც სძულს და რაც უყვარს. თუ ამას არ გააკეთებს, ყუთი შთანთქავს ყველაფერს - და ყველას - ვისაც კი ოდესმე იცნობდა.
მილიონერ მეწარმეს, სტივენ ტეილორს, ყველაფერი აქვს გარდა მისთვის ყველაზე სასურველისა: თავისი ცოლის სიყვარული და ერთგულება. ნიუ-იორკის ფინანსური სამყაროს ფრიად წარმატებული საქმოსანი, მეუღლეს მის ყველაზე ძვირფას შენაძენად თვლის. მაგრამ ქალს ბრჭყვიალა აქსესუარის როლში ყოფნაზე მეტი სჭირდება...
მეხსიერებადაკარგული ყოფილი გამომძიებელი მკვლელობათა განყოფილებიდან (რასელ ქროუ) იძულებულია, ამოხსნას სასტიკი მკვლელობა, რა დროსაც შოკისმომგვრელ საიდუმლოებებს იგებს საკუთარი წარსულიდან...
მარია კალასი, მსოფლიოს უდიდესი ოპერის მომღერალი, სიცოცხლის ბოლო დღეებს 1970-იანი წლების პარიზში ატარებს, სადაც საკუთარ ვინაობასა და ცხოვრებას უპირისპირდება.
ჰედა წარსული სიყვარულის მტანჯველ ლტოლვასა და ამჟამინდელი მომგვუდელი ცხოვრების შორის გახლეჩილია. ერთ დაძაბულ ღამეს, დიდი ხნის განმავლობაში ჩახშობილი სურვილები და ფარული კონფლიქტები იფეთქებს, რაც მას და მის გარშემო ყველას მანიპულირების, ვნებისა და ღალატის მორევში ითრევს.
ყოფილი არმიის რეინჯერი, მაკდონალდსის რესტორნებს ძარცვავს სახურავებში ნახვრეტების გაკეთებით, მას მეტსახელად „სახურავის კაცი“ შეარქვეს. ციხიდან გაქცევის შემდეგ, ის ექვსი თვის განმავლობაში ფარულად სათამაშოების მაღაზიაში ცხოვრობს...
კოსმოსური მისიიდან დაბრუნებული ნასა-ს ასტრონავტისა და მისი მეუღლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, რადგან ფრენის დროს ხომალდის ეკიპაჟმა 2 წუთით დედამიწასთან კონტაქტი დაკარგა. ის, რაც ამ 120 წამის განმავლობაში მოხდა, სამუდამოდ შეცვლის წყვილის ურთიერთობებს...
გაბედული ძარცვის განსახორციელებლად, ექვსი გააფთრებული ბანდიტისგან შემდგარმა ბანდამ უპრეცედენტო რამ უნდა გააკეთოს: ენდოს ერთმანეთს და დაღლილ ჯადოქარს. ჯადოქარი თანხმდება მათთან შეერთებას, მაგრამ გეგმა სწრაფად ინგრევა, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.
ახალგაზრდა აგენტი ყველაფერს ტოვებს, ის ცდილობს თავი ეტას წევრად გაასაღოს და სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, რომ სამხრეთ საფრანგეთში ტერორისტების სამალავი აღმოაჩინოს.
ალექსანდრე დიუმას ამავე სახელწოდების კლასიკური რომანის კინოადაპტაცია, 19 წლის მეზღვაური ედმონდ დანტეს შესახებ, რომელიც ნიშნობისთვის მარსელში ჩადის. მაგრამ შურიანი მეგობრების მიერ გაყიდული, ახალგაზრდა გმირს ადანაშაულებენ ბონაპარტიულ შეთქმულებაში და საკუთარი ნიშნობის დღეს აკავებენ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია...
ეჟენი და დოდინი ნიჭიერი შეფ-მზარეულების დუეტია, რომლებიც ქმნიან დახვეწილ და უგემრიელეს კერძებს, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეულებზე შთაბეჭდილების მოხდენა. დოდინი, რომელიც დიდი ხანია შეყვარებულია ეჟენზე, გამუდმებით ცდილობს მოიგოს საყვარელი ადამიანის გული...
ოქლენდის ბეისბოლის გუნდის მენეჯერის ბილი ბინის ისტორია, რომელიც ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ანალიტიკოსს დაიქირავებს, რათა კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით თამაშის ზუსტი მათემატიკური გათვლები გააკეთონ.
მამის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, ისააკი ახალგაზრდა დედინაცვალთან რჩება. სანამ ის გლოვობს და გადაწყვეტს, მოითხოვოს თუ არა მეურვეობა, ტყეში, გარდაცვლილის სახის მქონე არსება ჩნდება.
ელექსირი სოფელში გარდაცვლილების აღდგომას იწვევს. ერთმანეთთან დაპირისპირებული ოჯახი უნდა გაერთიანდეს და გადარჩენისთვის იბრძოლოს, როდესაც მათი მშობლიური ქალაქი ინგრევა.
ერთგული ძაღლი ინდი თავის პატრონ ტოდთან ერთად ძველ აგარაკზე გადადის საცხოვრებლად, სადაც მალევე ბოროტი ზებუნებრივი ძალები იჩენენ თავს. მამაცი ინდი ბოროტებას ებრძვის, რათა დაიცვას მსოფლიოში მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი.
გარეუბანში მცხოვრები წყვილი, კეიტლინი და მიგელ მორალესი, ახალშობილ ბავშვზე ზრუნვისთვის ერთი შეხედვით საყვარელ ძიძა პოლის ქირაობენ. თუმცა, პოლის ნამდვილი მოტივები იავნანას სიმღერასთან ნაკლებად არის დაკავშირებული - რაც წყვილისთვის ნადვილ კომარად იქცევა.
მინესოტაში თოვლის ქარბუქში მოქცეული დაქვრივებული მეთევზე ქალი ხელს უშლის მოზარდი გოგონას გატაცებას და მალევე მიხვდება, რომ ის ახალგაზრდა მსხვერპლის ერთადერთი იმედია.
რეი მრავალი წელია მარტო ცხოვრობს ჩრდილოეთ ინგლისში, პატარა ქოხში. ერთ დღეს მისი ძმა, ჯემი, სტუმრად მოდის და რეის სახლში დაბრუნება სურს. ისინი ერთად იხსენებენ ბავშვობას და იმ ტრავმებს, რომლებმაც ამ ქოხში მიიყვანა.
აივისა და თეოს იდეალური ქორწინება და წარმატებული კარიერა მხოლოდ ზედაპირულია. როდესაც თეოს კარიერა ინგრევა და აივის წარმატება იზრდება, მათ შორის მწარე მეტოქეობა იფეთქებს.
პარანორმალური მოვლენების გამომძიებლები, ედ და ლორეინ უორენები, ყველაზე შემაძრწუნებელ საქმეს იძიებენ, რაც კი ოდესმე უნახავთ. ოჯახი საცხოვრებლად საოცნებო სახლში გადადის, მაგრამ მალევე მათ სახლში დემონური მოქმედების ნიშნები იწყება, რაც მათ ცხოვრებას კოშმარად აქცევს.
ბრაზილია, 1971 წელი. ქვეყანაში ექვსი წელია სამხედრო დიქტატურა მძვინვარებს. ინჟინერი რუბენს პაივა, მრავალშვილიანი მამა და მოსიყვარულე ქმარი, რიო-დე-ჟანეიროში ცდილობს ოჯახისთვის უზრუნველყოფილი ცხოვრება შექმნას, მაგრამ ჯარისკაცები ჩამოდიან და რუბენსი დაკითხვაზე მიჰყავთ, საიდანაც ის აღარასდროს ბრუნდება. მისი ცოლი, იუნისი, სიმართლისთვის ბრძოლას იწყებს და საყვარელი ადამიანის დაბრუნებას ცდილობს.
მუტანტი ობობის ნაკბენის შემდეგ, კოლეჯის მორცხვი მოსწავლე პიტერ პარკერი ზებუნებრივი ძალით დაჯილდოვდება. თავიდან, იგი ამ ძალას უბრალოდ რესლინგის მატჩის მოსაგებად გამოიყენებს, საბოლოოდ კი, ბოროტ მწვანე გობლინთან შებრძოლება მოუწევს. პიტერს ეს უნარი მისი ოცნების გოგოს გულის დაპყრობაშიც ეხმარება, მაგრამ ოჯახური ტრაგედია და საუკეთესო მეგობრის საეჭვო საქციელი მას ემოციურად დაცლის...