ჰარი ბლოკი არის წარმატებული მწერალი, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიური დარღვევები, რის გამოც მის ცხოვრებაში დგება შემოქმედებითი კრიზისი. ამას ისიც ემატება, რომ მალე მას გადასცემენ ლიტერატურულ პრემიას, მაგრამ არ იცის ვისთან ერთად მივიდეს დაჯილდოების ცერემონიაზე, რადგან ყველა ახლობელმა ადამიანმა მიატოვა…
ცხრა წლის ფრენკის და მისი დედის ლიზის ისტორია, რომლებიც მუდმივად ადგილიდან ადგილზე გადადიან. დედას სურს თავისი შვილი სიმართლისგან დაიცვას, მაგრამ ბიჭის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ლიზი მოიგონებს ისტორიას – ის რეგულარულად წერს ფრენკის მამის სახელით, რომელიც თითქოს ეკზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობს. მოულოდნელად ლიზი გაიგებს, რომ "მამის" გემი მათ პორტში შემოვა რამოდენიმე დღეში. ახლა მან არჩევანი უნდა გააკეთოს – ან მოუვყეს ფრენკის სიმართლე ან შეადგინოს სასოწარკვეთილი გეგმა...
ამერიკის პრეზიდენტი ჯექსონ ივენსი, რომელიც მალე დატოვებს თეთრ სახლს, კანდიდატურად ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ქალს - ლეინ ჰენსონს აყენებს. ამ სენსაციური გადაწყვეტილებით ის მთავრობაში მძვინვარე დებატებს იწვევს. მის გადაწყვეტილებას წინააღმდეგობას უწევს კონგრესმენი შელდონ რანიონი, რომელსაც ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ყავს. ის დაუნდობელი მეთოდებით იბრძვის...
ქსავიე უკვე 30-ისაა... და მრავალრიცხოვანი რომანტიკული ისტორიებისა და იმედგაცრუებების შემდეგ ის აღმოაჩენს, რომ არავინ ჰყავს, რათა მოხუც ბაბუას გააცნოს როგორც თავისი საცოლე...
მეთევზეთა პატარა ქალაქი შეპყრობილია დაღუპული მეზღვაურების სულებით... ზუსტად ასი წლის წინ კლდიან სანაპიროსთან დაიმსხვრა მეთევზეების გემი, და ახლა ქალაქი ბნელი ბურუსითაა მოხვეული, რომელშიც წარსულის მოჩვენებები ბინდრობენ...
ფილმის მოქმედება პროფესიონალური პოკერის სამყაროში ვითარდება. ლენტის მთავარი გმირი – მოთამაშე გეკ ჩივერი, რომელიც მთელი ძალებით იბრძვის გამარჯვებისთვის და არ ერიდება რისკს. პირად ცხოვრებაში ის, პირიქით იქცევა, ფრთილად ნა ნელად მოქმედებს, გაურბის ემოციებს და ყველანაირ ვალდებულებებს...
ბენიმ თავისი ცხოვრება დის - ჯუნის მოვლას მიუძღვნა, რომელიც შიზოფრენიით არის ავად. სემი კი სიმპათიური ახალგაზრდაა, რომელიც ვერანაირად ვერ ჯდება საერთო მიღებულ ნორმებში. სემი და ჯუნი შესანიშნავად ატარებენ ერთად დროს, მაგრამ ბენი მათი რომანის შესახებ იგებს.
დაუნდობელი დრაკონი უმოწყალოდ ჭამს სამეფოს გოგონებს. ახალგაზრდა ქერა მოსწვალე დრაკონს იწვევს საბრძოლველად მისი შეყვარებულისა და სხვა ლამაზმანების გადასარჩენად...
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორია მოგვითხრობს სიკვდილმისჯილი მამაკაცის ამბავს. სიუზან სარანდონმა დაიმსახურა ოსკარი აღნიშნულ ფილმში მთავარი როლის შესრულებისათვის...
ლონდონის ერთერთ ხმაურიან ქუჩაზე სეირნობისას, მოულოდნელად საკუთარი მანქანა ნახა, რომლის საჭესთან თვითონ იჯდა... ნანახით გაოცებული, ის საიდუმლო ქალს მიყვება საკუთარ სახლამდე... ამ წუთიდან მოვლენები მოულოდნელად მოტრიალდება და ჯინა რეალობის გრძნობას კარგავს... ის მოხვდება სამყაროში, რომელიც მის ღამის კოშმარზე ბევრად საშინელია...
ისტორია საიდუმლო ეპიდემიაზე, რომელსაც უცხოპლანეტელები, ჩვენს პლანეტაზე შემოჭრილები, პატარა ქალაქს შეყრიან. ფილმის მთავარი გმირი ნიკოლ კიდმანი, ფსიქიატრი ვაშინგტონიდან, შესძლებს ამ ქალაქის მაცხოვრებლების გაუგებარი მოქცევის ცვლილებების ნამდვილი მიზეზის პოვნას...
ოთხ მოზარდს, კოლორადოდან პატარა ქალაქიდან, ტრაგიკული შემთხვევის ერთი წლის შემდეგ დამოუკიდებლობის დღეს უცნობი ატერორებს. როდესაც სულელური ხუმრობის გამო დაიღუპა ერთერთი მათი მეგობარი, და ხმების უმრავლესობით გადაწყვიტეს ეს საიდულოდ შეენახად. მკვლელობიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ ოთხივე მათგანი ანონიმურ ბარათებს იღებენ, რომელიც ამ შინაარსისაა "მე ვიცი რა ჩაიდინეთ წინა ზაფხულში". ამ დღის შემდეგ ისინი მოსვენებას კარგავენ... ჰორიზონზე მანიაკი ჩნდება, რომელსაც ახალგაზრდების სისხლი სწყურია...
ცოლის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ნიჭიერი ჟურნალისტი ჯონ კლაინი პატარა ქალაქში აღმოჩნდება დასავლეთ ვირჯინიაში. მან არ იცის , როგორ მოხდა და რას აკეთებს აქ, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის საოცარი ნაამბობები, რომლებმაც უცნაური არსება ნახეს, რომელიც გიგანტურ ადამიან-ფარვანას გავს, აიძულებს მას საკუთარი გამოძიების დაწყებას. ეს საშინელი არსება ცეცხლოვანი თვალებით, მოულოდნელად ჩნდება ღამის სიბნელეში და ყოველთვის საშჳნელი ტრაგედიის მიზეზი ხდება. ის ადამიანებს თავის სასტიკ წინასწარმეტყველებას უტოვებს, ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მას მათი გადარჩენა სურს, მაგრამ კლაინმა უნდა გაიგოს ნამდვილი მიზეზები, თავის სიკვდილამდე მისმა ცოლმაც ხომ ნახა ადამიანი-ფარვანა...
სიცოცხლისა და სიკვდილის კანონზომიერებაში ცვლილების შეტანის სურვილით შეპყრობილი ახალგაზრდა მეცნიერი ფრანკეშტაინი მზადაა ყველაფრისთვის გამოუცნობის გამისაცნობათ.თავის ლაბორატორიაში ის გარდაცვლილი ადამიანების სხვადასხვა ნაწილებს, მოპარულს მორგიდან, ერთმანეთს შეაერთებს და შეკერავს...
რეიმონდ კარვერის მოთხრობების და პოემის მიხედვით გადაღებულ ფილმში მოთხრობილია ამერიკის კულტურაზე. იუმორისტული და ემოციური ისტორიები მრავალ პერსონაჟზე და ამბავზე მოგვითხრობს...
მომხიბვლელი ექიმი ყიდულობს უჩვეულო სახლს ტბის პირას, სახლის ძველი პატრონი მას სასიყვარულო წერილებს უგზავნის. მათ უნდა სცადონ ამ მისტიკური უჩვეულო ურთიერთობის ამოხსნა, სანამ გვიანი არ იქნება...
ორი ძმის ისტორია, რომელთაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. ფულის შოვნის მიზნით, ისინი თანხმდებიან ბიძის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და დანაშაულზე მიდიან. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩაიფიქრეს და ძმები ერთმანეთის მტრები ხდებიან...
ცბიერი კატა კეტ რ. ვოული შეიტყუებს ჩვენს გმირს დასავლეთში, სადაც ის ძალებს გააერთიანებს ცნობილ ძაღლთან უაილი ბერპთან ბოროტული შეთქმულების წინააღდეგ, რომლის მიზანია არაფრის აზრზე მყოფი თაგვებისგან გამბურგერების გაკეთება!...
საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე კორეა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეად დაიყო. 1950 წელს კორეაში ომი დაიწყო, რომელიც 1953 წელს სოფელ პანმუნჟომში დადებული ხელშეკრულებით დასრულდა. სოფლიდან ორ კილომეტრში სამხრეთითაც და ჩრდილოეთითაც იყო დემილიტარიზაციის ზომა , სადაც ომი აღარ მიმდინარეობდა. 50 წლის შემდეგ სწორედ ამ ზომაში სამხრეთელსა და ჩრდილოელს შორის შეტაკება მოხდა. სიტუაციაში გასარკვევად იძახებენ ნეიტრალური ზონის წარმომადგენლებს...
მამის გარდაცვალების შემდეგ ასტრონავტი, რომელიც ნასაში მუშაობს იძლებულია განთავისუფლდეს სამსახურიდან, საოჯახო ფერმის გადასარჩენად. მაგრამ მას არ შეუძლია ბოლომდე უღალატოს თავის ოცნებას კოსმიურ ფრენებთან დაკავშირებით და თაღლითობაზე გადაწყვეტს წასვლას: ის თვითონ შექმნის რაკეტას, და გინდ ეცადოს ბოროტმა ხელისუფლებამ მას ხელი შეუშალოს მთელი ძალებით – ოცნება კოსმოსში გასვლაზე რჩება ასრულებელი, სანამ ამ ოცნების გჯერა...
1942 წელი. ბრძოლა სტალინგრადთან. გერმანელები, მაიორ კენინგს განსაკუთრებულ დავალებაზე აგზავნიან. ეს გამოცდილი პროფესიონალი, ერთადერთია, ვისაც შეუძლია რუსი ლეგენდარული სნაიპერის - ვასილი ზაიცევის დამარცხება...
უილიამ ლის ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. მას უკვე აღარაფერი უკვირს. როგორც ჩანს ადამიანების გვერდით უამრავი წარმოუდგენელი არსება ცხოვრობს. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ადამიანების დამორჩილება შეუძლიათ...
ფილმის სიუჟეტი ვითარდება მე-20 საუკუნის 40-იან წლებში. წარმატებული ბანკირი ენდი დუფრეინი ახალ ცხოვრებას იწყებს შოუშენკის ციხეში. ის ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. აქ იგი თავის ცოდნას ციხის ამორალური ზედამხედველისთვის ბუღალტრად მუშაობაში იყენებს. მისი პატიოსნების და გათავისუფლების მუდმივი იმედის გამო ციხეში ხანგრძლივი ყოფნის მანძილზე, დუფრეინს სხვა პატიმრები დაუმეგობრდებიან, მათ შორის ხანდაზმული პატიმარი სახელად რედი...
ექვსი ამერიკელი ქვეითი ჯარისკაცის ისტორია, რომლებმაც დროშა აღმართეს სურიბაჩის მთის მწვერვალზე ივოძიმას ბრძოლის მსვლელობისას. კუნძული ივოძიმას აღების ოპერაცია 1945 წლის გაზაფხულს ამერიკა-იოპონიის წყნაროკეანური კამპანიის გარდამტეხ მომენტად იქცა. ცნობილი ფოტო, რომელიც ჯო როზენტალმა გადაიღო 1945 წლის 23 თებერვალს, სწორედ ამ მოვლენას ასახავს...
ძალადობა, რასიზმი, ყოველდღიური რისკი - ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია ფილმის გმირისათვის, რომელიც ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ პატარა ქალაქში შერიფად მუშაობს. უღალატოს მეგობრებს თუ დაარღვიოს კანონი - გადაწყვეტილება მის სინდისზე იქნება დამოკიდებული...
პირველი მსოფლიო ომის დასასრულს გოგონა დაიწყებს თავისი საქმროს ძებნას, რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს,მაგრამ არ დაუხვრიტავთ. იგი დატოვეს ისეთ ზონაში, საიდანაც ცოცხალი ვერავინ გამოდის...
ეს რეალური და სამწუხარო ამბავი მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის – ჯონ მერიკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც საშინელი სენი – სხეულის დეფორმაცია ტანჯავდა...
ფილმის მთავარი გმირია ინგლისელი მოახლე სტივენსი, რომელმაც მთელი ცხოვრება ისე გაატარა, რომ თავისი საქმისთვის არ უღალატია. ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც მამულში ახალი მოახლე ქალი მისს კენტონი მოვა...
სატვირთო მანქანის მძღოლი ლინკოლნ ჰოუკი ლას–ვეგასში მიემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე არმ–რესლინგში. მას უამრავი საქმე და საფიქრალი აქვს: უნდა შეხვდეს ყოფილ ცოლს, რომელიც გულის დაავადებთ კვდება; მოინახულოს, ჭიშკარის გატეხვის და მცველების გაუვნებლების შემდეგ საყვარელი სიმამრი და ნებისმიერი ფასად დაიბრუნოს ვაჟი...
წყნარი ოკეანის თავზე სამგზავრო თვითმფრინავით მგზავრობს მკვლელობის მოწმე, რომელსაც ფედერალური აგენტები იცავენ. მკველელი ცდილობს თავიდან მოიცილოს მოწმე, რის გამოც თვითმფრინავში შხამიანი გველების მთელი კონტეინერი შეაქვს...
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტების წვრთნის პროგრამაში ჯეიმს ქლეითონი ერთადერთი ღირსეული კანდიდატია, ვისთანაც გამოცდილი ვეტერანი უოლტერ ბრუქი იმუშავებდა.თუმცა,სანამ ოფიცრის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ჯეიმსმა უნდა დაამტკიცოს რომ სადაზვერვო სამმართველოში მუშაობის ღირსია და სიფრთხილე და უნდობლობა ისწავლოს...
1942 წელს გერმანიამ საზღვაო ძალების სრული მობილიზაცია გამოაცხადა. ათასობით წყალქვეშა ნავი ყოველდღიურად მიემართებოდა ინგლისური, ამერიკული და რუსული ხომალდების გასანადგურებლად...
მკვლელობისთვის მოხდილი სასჯელის შემდეგ, ტომ ჯოადი ციხიდან საოჯახო რანჩოში ბრუნდება, რომელიც დანგრევის პირასაა მისული. ოკლაჰომაში სამუშაოს პერსპექტივის არქონის გამო, მთელი ოჯახი "აღთქმულ მიწაზე" - კალიფორნიაში მიემგზავრება. ფილმი გადაღებულია ჯონ სტეინბეკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით...
ფილმი მოგვითხრობს ღვთისმშობელი მარიამის და იოსების მძიმე მოგზაურობის შესახებ, მას შემდეგ, რაც ისინი ნაზარეთიდან განდევნეს. მოგზაურობის დროს ისინი ბედმა არაერთხელ გამოსცადა. მათი გზა მთავრდება ბეთლემში, სადაც იესო დაიბადა...
შესანიშნავი მშობლების, ბრედ და ები კერნების ისტორია, რომლებიც მშვიდად და უდარდელად ცხოვრობდნენ თავიანთ სახლში, მანჰეტენზე. ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც მათ პატარა ლილი უჩნდებათ. გოგონას ოჯახში გამოჩენის შემდეგ უფროსი შვილის - ჯოშუას ბნელი არსი ნელ-ნელა მჟღავნდება...
დევიდ ვაგნერი – ოთხმოცდაათი წლების თაობის წარმომადგენელია. თუმცა ის გატაცებულია ტელეშოუთი "ფლეზენთვილი", სადაც მოქმედება ვითარდება 50 წლებში პატარა ქალაქში იგივე სახელწოდებით, სადაც ყველა მდიდარი, მხიარული და უმანკოა, და ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. ამ უტოპიური სამყაროთი, დევიდი თავის თავს "პლეზანტვილში" წარმოიდგენს, სადაც ის ბოლოს და ბოლოს მოიშორებდა თავიდან თავის ბიჭებზე შეშლილ დას ჯენიფერს. და ერთხელ საღამოს ცხოვრება საოცრად მოტრიალდება: უცნაური ტელემასტერი დევიდს არაჩვეულებრივ დინსტანციური მართვის პულტს მისცემს, რომელიც მას დასთან ერთად პირდაპირ "პლეზანტვილში" გადააგზავნის.
ყოფილი პატიმარი ჯონი კლეი, ორი მილიონის მოპოვების იმედით, იპოდრომის ძარცვას გეგმავს. გეგმის განსახორციელებლად კი, კიდევ ოთხ ადამიანს იკრებს. მოლარე, პოლიციელი, ყოფილი ალკოჰოლიკი და ბარმენი – მისი თანამზრახველები არიან...
მხიარული კომპანია იმით ერთობა, რომ ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობენ და კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემების ტესტირებას ატარებენ გატეხვის შესაძლებლობაზე, თან ყოველთვის ამ სისტემების მეპატრონეების გაფრთხილების გარეშე...
საშინელი ავარიის შედეგად სასიკვდილო დაავადებით განწირული მათემატიკოსის, მგლოვიარე დედის და ხელახლა დაბადებული ყოფილი თაღლითის ცხოვრების გზები იკვეთება...
ესპანელი რამონ სამპედროს რეალური ისტორია, რომელიც სრულიად პარალიზებური ოცდაათი წლის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლიდან კეთილი სურვილით წასვლისთვის. მას მთელი ეს წლები ორი ქალი ეხმარებოდა: ჯულია, მისი ადვოკატი და როზა, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობდა სამპედროს დარწმუნება იმაში, რომ ცხოვრება ღირს იმისათვის, რომ იცხოვრო...
ლოს-ანჯელესი. ამერიკა ჩაფლულია უდიდესი დეპრესიის მორევში. მექსიკელი ლამაზმანი კამილა, სიღარიბეში ცხოვრობს და ოცნებობს ცოლად გაჰყვეს წარმატებულ ამერიკელს. ერთხელაც, ერთ იტალიელ ემიგრანტ მწერალს - არტურო ბანდინის გაიცნობს. და მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება სიყვარული...
"ლას-ვეგასის დატოვებისას" ლამაზი, სევდიანი ფილმია რომელშიც, აღწერილია ორი მარტოხელა ადამიანის ცხოვრება. ნიკოლას ქეიჯმა ოსკარი მოიპოვა ამ ფილმში ლოთი ბენ სანდერსონის პერსონაჟის განსახიერებისთვის.
დები ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სახლში ბრუნდებიან, სადაც მამა და დედინაცვალი ელოდებიან. სიტუაცია სახლში საკმაოდ დაძაბულია. მალე უცნაური ამბები ხდება, დებს ეჩვენებათ, რომ სახლში კიდევ არის ვიღაცა...
ორ მებრძოლს, რომლებიც მოპარულ ხმალს და სახელგანთქმულ, გაქცეულ ადამიანს დაეძებენ, კვალი დიდგვაროვანის იმპულსურ, ფიზიკურად გაწვრთნილ ახალგაზრდა ქალიშვილთან მიიყვანს, რომელიც თავისი ცხოვრების გზის გასაყარზე იმყოფება...
ლეიტენანტი ჯორდან ონილი პირველი ქალია, რომელმაც სამხედრო მომზადება უნდა გაიაროს, ფლორიდაში, "კატალანოს" ცენტრში, ელიტური პროგრამით. აშშ-ს სპეცდანაყოფების საუკეთესო წარმომადგენლები ამ ცენტრში იგზავნებიან მომზადების გასავლელად, მაგრამ მათგან 60 პროცენტი ამ ჯოჯოხეთს ვერ უძლებს. ეს არის გადარჩენის და განადგურების სკოლა...
ფილმი მოგვითხრობს კრისტოფერ გარნერის, ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ ისტორიას, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია ეგრეთწოდებულ "ძვლის სიმყიფის გამოსაკვლევ სკანერში" ჩადო. თუმცა, მოწყობილობა კარგად ვერ გაყიდა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებზე ოდნავ გაუმჯობესებული ვარიანტი აღმოჩნდა, თან გაცილებით ძვირი. სანამ გარნერი მოწყობილობის უკეთ გაყიდვას ცდილობს, ცოლი მიატოვებს, დაკარგავს სახლს, ბანკის ანგარიშებს და საკრედიტო ბარათებს. გარნერი იძულებული ხდება ბავშთან ერთად ქუჩაში იცხოვროს და სასოწარკვეთილი ეძებს სტაბილურ სამსახურს; მას ბირჟის მაკლერად აიყვანენ, მაგრამ ანაზღაურების მიღებამდე ტრეინინგისთვის და საკუთარი გამოგონების გასაყიდად ექვსი თვე სჭირდება...