ნარკოტიკებით მოვაჭრე ფრანკს დიდი უსიამოვნებები აქვს. მან 50 000 იუგოსლავიელ მომწოდებელს უნდა გადაუხადოს. ჰეროინის გაყიდვისას კი პოლიცია დაესხმევა თავს და იძულებულია მთელი საქონელი, რომელიც ვალად აქვს აღებული, ტბაში გადაყაროს...
ელიანა, კაუჩუკის პლანტაციის მდიდარი მეპატრონე გაიცნობს ახალ ჩამოსულ ოფიცერს და შეუყვარდება ის. მისი არასრულწლოვან შვილობილს კამილას შეუყვარდება მომხიბვლელი ოფიცერი, როდესაც ის გადაარჩენს მას ტერორისტისგან. მას აიძულებენ შორეულ ფორპოსტზე გამგზავრებას ჩრდილოეთში, მაგრამ ჯიუტი გოგონა გაიქცევა სახლიდან და გაემგზავრება საყვარელი ადამიანის მოსაძებნად...
უფროსკლასელმა სავანამ და ჯონ ტაირიმ ორი კვირა ერთად გაატარეს და პირველი სიყვარულის აკრძალული ხილით დატკბნენ. სახლში ცოტა ხნით ჩამოსული ჯონი, იძულებულია სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად ევროპაში დბრუნდეს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ის გადაწყვიტავს თავისი სიცოცხლე ჯარში სამსახურს მიუძღვნას და სავანასთვის მიცემულ პირობას არღვევს. გოგონა ჯონს წერილებს უგზავნის, მაგრამ ის უფრო და უფრო იშვიათად იღებს მათ...
მეძავი კაბირია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რომის რაიონში მუშაობდა, როგორც ყველა მისი დაქალი ვულგარული, ჭუჭყიანი, ჩხუბის მოყვარე და ენა მახვილია, მაგრამ თავისი უძველესი და ცინიკური პროფესიის მიუხედავად, ის ბავშვივით გულუბრყვილო და კეთილია. ის მანიაკალური მონდომებით იმედოვნებს თავისი ოცნების მამაკაცი იპოვოს და პატიოსანი ქალი გახდეს. მის გულს სწყურია სიყვარული, მაგრამ სამყარო სასტიკია.
მიუზიკლი დაფუძნებული ბიტლზის მუსიკაზე. მოვლენები 60-იანი წლების ინგლისში, ამერიკასა და ვიეტნამში ვითარდება. ლიუსის და ჯუდის სიყვარულის ისტორია 60-იანების ომის საწინააღმდეგო მოძრაობის ფონზე...
კორეელი რეჟისორის კიმ კი-დუკის ფილმი ვენეციის კინოფესტივალის 4 პრიზის მფლობელია. ტაე-სუკი ქალაქში დასეირნობს მოტოციკლით, იპარება მდიდრულ სახლებში და ცხოვრობს იქ პატრონების დაბრუნებამდე. სძინავს მათ ლოგინებში, ჭამს საჭმელს მათი მაცივრიდან და ბინის ქირის მაგივრად, რეცხავს სარეცხს ან აკეთებს მცირე რემონტს. ერთ-ერთ მორიგ სახლში ის აღმოაჩენს სასტიკად ნაცემ გოგოს, რომელიც არაფერზე არ რეაგირებს...
საზღვაო ქვეითი ლოგან ტიბო ერაყიდან უკვე მესამე მისიის შესრულების შემდეგ ბრუნდება, მას სჯერა რომ სიკვდილისგან უცნობი ქალის ფოტო იცავს. ის შეიტყობს, რომ ქალს ბეტი ჰქვია, მის მისამართსაც დაადგენს და მასთან შეხვედრას გადაწყვიტავს...
ბეკა და ჰოუი კორბეტები ქორწინებაში ბედნიერად ცხოვრობენ. უეცრად მათ ვაჟს მანქანა დაეჯახება. შვილის სიკვდილის შემდეგ ბეკა ცდილობს გადააფასოს საკუთარი ცხოვრება, რაც ჯეისონთან უცნაურ მეგობრობაში გამოიხატება. ჯეისონი სწორედ ისაა, ვინც დენის შემთხვევით დაეჯახა. ამავე დროს, ჰოუი ცდილობს წარსულში და უცხო ადამიანებთან კონტაქტში იპოვოს შვება. კორბეტების წყვილი გამაოგნებელ და სახიფათო არჩევანს გააკეთებს, რაც მათ ბედს სამუდამოდ შეცვლის.
გაიცანით ჯოელ გუდსანი - 17 წლის კოლეჯის მოსწავლე და შესანიშნავი შვილი. როცა მისი მშობლები ქალაქიდან გაემგზავრებიან ,ის გადაწყვიტავს, რომ საკმაოდ დიდხანს იყო წყნარი და დამჯერი და ახლა გართობის დრო მოვიდა. პორშეთი მგზავრობის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მან სასწრაფოდ თანხა უნდა იშოვოს ,რისთვისაც სარისკო საქმეს წამოიწყებს...
ახალგაზრდა აფრიკელი ქალი, სახელად შანდურაი, მას შემდეგ რაც მის ქმარს პოლიტიკური შეხედულებების გამო დაიჭერენ, რომში ჩამოდის. აქ ის მოსამსახურედ იწყებს მუშაობას, მდიდარ, მაგრამ განმარტოვებულ ინგლისელ პიანისტთან. კინსკი თანდათან სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს შანდურაის და შემდეგ სიყვარულშიც უტყდება...
ჯეკი მეუღლის სიკვდილის შემდეგ, 16 წლის ქალიშვილთან ერთად, კანადის სანაპიროს, ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობს. ის ყველანაირად ცდილობს როუზი დაიცვას გარე სამყაროსგან. მაგრამ ერთხელაც აღმოაჩენს, რომ სასიკვდილოდ ავად არის...
ჯონი უორიკერი დიდი ხანია რაც სადაზვერვო სამმართველო მი-5-ის ოფიცერია. თავისი საუკეთესო მეგობრის უეცარი გარდაცვალების შემდეგ ჯონი მასთან პოულობს უცნაურ დოკუმენტს, რომლის შინაარსი მთელი ორგანიზაციის სტაბილურობას ემუქრება. უორიკერი იძულებულია სამსახურიდან წავიდას, მოგვიანებით კი შეიცვალოს იერი, რათა ჭეშმარიტებას მიაკვლიოს...
1429 წელს მოზარდი გოგონა ფრანგული სოფლიდან მეფის წინაშე ღმერთისგან გადმოცემული შეტყობინების გადასაცემად წარსდგა, რის თანახმადაც იგი დაამარცხებდა მსოფლიოში უდიდეს ჯარს და გაათავისუფლებდა მის ქვეყანას პოლიტიკური და რელიგიური ანარქიისგან. ჟანა ამ მისიას თვალნათლივ ასრულებს და დაუჯერებელი წარმატებით იგებს ყველა ბრძოლას, იქამდე სანამ საბოლოოდ წამებით სიკვდილის განაჩენს გამოუტანენ...
ფილმი მოგვითხრობს დაოჯახებული მამაკაცის შესახებ, რომელიც ერთ წვიმიან საღამოს სახლში შეიფარებს ორ ულამაზეს გოგონას, რომლებიც მის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევენ...
ქალაქში სადაც ოჯახებს მცირე შემოსავალი აქვთ, თინეიჯერების ჯგუფი იწყებს საშიშ ნარკოტიკებით მოვაჭრესთან მუშაობას. ქალაქში ახალი გოგონა ჩადის, რომელსაც საიდუმლო აქვს , რომელიც ყველაზე მოახდენს გავლენას და შეცვლის მათ ცხოვრებას...
1636 წელს მტრები შეესიენ ჩასონის სამეფოს. ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმისას ტყვედ აიყვანეს ჩა ინი, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ცნობილი მეისრეების დაა. მეისრე გადაწყვეტს რადაც არ უნდა დაუჯდეს, გადაარჩინოს და.....
ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელი მიდის კანზასში , რათა შეასრულოს მამის უკანასკნელი თხოვდა - გაამჟღავნოს კოდაქრომის ფოტოლენტი. თხოვნა არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მთელ მსოფლიოში მხოლოდ ერთი კოდაკის ლაბორატორია დარჩა და ისიც მალე დაიხურება...
მოქმედება ახალ ორლეანეში ხდება. დიჯეი ზაკი, რომელმაც მთელი რიგი წარუმატებლობები განიცადა, მოპარული ავტომობილის გადაყვანაზე დათანხმდა, რათა ცოტა ფული იშოვოს. სამწუხაროდ, მას პოლიცია აჩერებს, მისი მანქანის საბარგულში კი მკვდარია. ის ციხეში ხვდება. ლუიზიანის ციხეში მის კამერაში ორი დამნაშავე ზის: ისინი განსხვავებულები არიან, მაგრამ მოუწევთ ერთმანეთს შეეგუონ...
ფილმის გმირია საშუალო ასაკის მუსიკის მასწავლებელი ქალი. შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე ხასიათი მას მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს და თვითგანადგურებისაკენ უბიძგებს.
ჩარლი ქალის ნდობაში შევა, მერე კი კლავს და ძარცვავს მას. ის ბეწვზე გადაურჩება პოლიციას და თავის ნათესავებთან მიდის სოფელში. განსაკუთრებით თბილად მას ძმისშვილი შეხვდება, რომელსაც სახელი ბიძია ჩარლის საპატივცემულოდ დაარქვეს...
17 წლის ვიოლა ფეხბურთს ნებისმიერ ბიჭზე უკეთესად თამაშობს. როდესაც გოგონების ვარჯიშები გაუქმდა, მან გიჟური ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და თავის თავს ტყუპ-ძმად სახელად სებასტიანი ასაღებს. ბიჭის ცხოვრებით ცხოვრებისას, ვიოლას თავისი ოთახის მეზობელი უყვარდება, რომელიც თავის მხრივი შეყვარებულია სტუდენტ ოლივიაზე, ოლივია კი ვიოლათია მოხიბლული. გადამწყვეტი მატჩის დროს ვიოლას ერთი რამ რჩება დაამტკიცოს, რომ ის - ნამდვილი მამაკაცია...
ფილმი 2046 წარმოადგენს ვონ კარ ვაის "სასიყვარულო განწყობის" სიკველს. ის იყო მწერალი. მას ეგონა, რომ მომავალზე წერდა, მაგრამ სინამდვილეში ეს წარსული იყო. მის რომანში იდუმალი მატარებელი მიემგზავრება 2046 წელში ისევ და ისევ. ყველას, ვინც ამ მატარებელშია ერთი ბედი ელის: დაბრუნდეს თავის დავიწყებულ მოგონებებში. ამბობენ, რომ 2046-ში არასოდეს, არაფერი არ იცვლება, მაგრამ ეს დანამდვილებით არავინ იცის. ვინც იქ წავიდა - უკან აღარ დაბრუნებულა, გარდა ერთისა. ის იქ იყო. მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო. მას უნდოდა შეეცვალა...
ეს ისტორია მოგვითხსობს ტოკი ვილიამსზე რომელმაც შექმნა კრიფსები. ლოს ალჯელესის განგსტერი. ისტორია ეხება მის განგსტერულ ცხოვრებას. მისი ციხეში ყოფნის დროს და დროს როდესაც ის ბავშვებისთვის ნოველებს წერდა...
სკოლის მასწავლებელი ნარკოტიკების მომხმარებელია. ერთ-ერთი მოწაფე მის საიდუმლოს აღმოაჩენს, რის შემდეგაც ისინი დამეგობრდებიან. საინტერესოა, რაში გადაიზრდება მათი მეგობრობა...
მთავარი გმირი სეიფების პროფესიონალი მძარცველია, ის ძალიან მხიარული და ცინიკურია, მაგრამ ამავე დროს რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. 12 წლის ციხეში გატარების შემდეგ, ის გადაწყვეტს ძველი ვალი მოითხოვოს, რომელიც მას იმისთვის ეკუთვნის, რომ მთელი 12 წელი ხმა არ ამოუღია და არავინ ჩაუშვია...
ამბავი სამ ბიჭზე, რომლებიც ღარიბ ქვეყანაში ცხოვრობენ. ისინი ძლივს ახერხებენ თავის გატანას, ნაგავში ქექვით. ერთხელაც ისინი პოულობენ ტყავის ჩანთას, რომლის შიგთავსი ჩაითრევს მათ საშინელ თავგადასავალში...
მას შემდეგ,რაც ის ბავშვთა სახლს ტოვებს სადაც მამამისმა მიიყვანა და აღარასოდეს მიუკითხავს მისთვის, გაბრიელ შანელი პროვინციულ ბარში იწყებს მუშაობას. იგი მსახიობებისათვის სამოსს კერავს და თან მომღერლობას ცდილობს. სწორედ აქ,მას კოკო შეარქვეს.RN ბარონ ბელსენთან სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ის საფრანგეთის ელიტარულ საზოგადოებაში შევა და თავის ნიჭს გამოამჟღავნებს...
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის (მერილ სტრიპი) ცხოვრების ისტორია,რომელშიც კარგად სჩანს თუ რად დაუჯდა მას ძალაუფლების მოპოვება...
ლეგენდებში არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც სხვადასხვა სურვილებს ასრულებენ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი. ამერიკაში არის ძალიან უცნაური ო.ჟ. გრანტი. ერთხელ მას შეხვდება ნეილ ოლივერი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც პასუხები სჭირდება... ერთხელ ოლივერს დაესიზმრება უცნობი გოგონა, როდესაც უცნაური გრანტი სამოგზაუროდ წასვლას შესთავაზებს. მამაკაცი ყველაფერს მიატოვებს და წავა, რადგან ძალიან უნდა სიზმარში ნანახი გოგონას პოვნა...
ლარი კროუნი, სამსახურიდან გამოშვებამდე, წარმატებული მმართველი იყო, ერთ-ერთ დიდ კომპანიაში. უსაქმურად დარჩენილი ლარი გადაწყვეტს ყველაფერი თავიდან დაიწყოს და მიდის ადგილობრივ კოლეჯში სასწავლებლად...
ფილმს საფუძვლად უდევს რეალური ისტორია. ბოტსვანას პრინცი სერეტსე ჰამა დაქორწინდება ლონდონის მაცხვორებელზე რუთ უილიამსზე. მათმა ურთიერთობამ აღაშფოთა არა მარტო მათი ოჯახები , არამედ ბოტსვანას ტომები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მთავრობები, მაგრამ მათი ოჯახი ვერაფერმა დაანგრია...
ზაფხული , ზღვა, მშობლები, პირველი სიყვარული. ანაისი და მისი უფროსი და ელენა არაფრით არ გვანან ერთმანეთს. ანაისი პუტკუნაა, ელენა კი გამხდარი და ულამაზესი. ეს პირველი სექსუალური გამოცდილების ასაკია. ანაისს ამ ყველაფრის შეცნობა მხოლოდ მისი დის დაკვირვებით შეუძლია...
ძებნაში მყოფი ბუღალტერი უილიამ ბლეიქი უცნაურ ინდიელს ხვდება, სახელად "არავინ", რომელიც მას სულების სამყაროში სამოგზაუროდ მოამზადებს...
პოლ ნიუმენის გმირი, ჭაღარათმიანი რეჯი დანლოპი მეორეხარისხოვანი ჰოკეის გუნდის მწვრთნელი და კაპიტანია. მოგების დრო დარჩა უკან, მარცხს მარცხი მოჰყვება და რეჯის გუნდი რჩება ბოლო ადგილზე...
ჯეკის და ჰენკის ოჯახები დიდი ხანია მეგობრობენ. მამაკაცები უნივერსიტეტში ასწავლიან, მათი ცოლები ამ დროს კი სახლს უვლიან. ვერავინ წარმოიდგენს, რომ ამ წყვილებს სინამდვილეში აერთიანებთ არა მეგობრული გრძნობები, არამედ სასოწარკვეთილება, ღალატი და ტყუილი. პატარა ინტრიგა ჯეკს და ედიტს შორის მალევე გადაიზრდება საიდუმლო რომანში. ისინი ოცნებობენ დიდი ხნის წინ დაკარგულ ბედნიერებაზე...
ბალტიმორის გარეუბანშ ერთ მზიან დღეს დაიკარგა ბავშვი. ორი ახალგაზრდა გოგონა ეჭვმიტანილი იყო, მიუხედავად იმისა რომ ბრალი არ დაუმტკიცდათ ქალაქმა მაინც ვერ აპატია მათ. მალე კიდევ ერთი ბავშვი უჩინარდება და ორი დეტექტივი ჩამოდის საიდუმლო საქმის გასახსნელად...
ერთხელ ზაფხულში მონა, რომელმაც თავის შეყვარებულთან გაწყვიტა ურთიერთობა, გაიცნობს ტამსინს, რომელიც პროვინციაში ჩამოდის არდადეგებზე. ორი ერთმანეთსთვის საპირისპირო ადამიანი პოულობენ ერთმანეთში რაღაცას, რაც მათ მოულოდნელად დააახლოვებს. ისინი ერთად ატარებენ ვნებიან, სასაცილო და დაუვიწყარ დღეებს!..
დამწყები მომღერალი და მუსიკოსი ჯედ კინგი ოცნებოს ლეგენდარული ქანთრი-მუსიკოსი მამის ჩრდილიდან თავის დაღწევაზე. ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე ჯედი გაიცნობს ლამაზ როუზს და მათი რომანი სწრაფად დაიწყება. მალევე ქორწილის შემდეგ ჯედი მიუძღვნის სიმღერას, რომელიც გახდება ნამდვილი ჰიტი.
იმისთვის რომ ბავშვის ჭიჭყინი აირიდოს თავიდან, დიასახლისი ბევერლი ჰილზიდან დაიქირავებს ძიძას. მარტოხელა გოგონა ტალულა, ვერ უძლებს ქალს, რომელიც სასტიკად ეპყობა ბავშვს და გადაწყვეტს ბავშვის გატაცებას...
ახალგაზრდა შოტლანდიელი ქალი უერთდება ფრანგულ წინააღმდეგობის მოძრაობას მეორე მსოფლიო ომის დროს, რათა გადაარჩინოს საქმრო, რომელიც საფრანგეთში დაიკარგა...
ცნობილი ვენეციელი საყვარელი კაზანოვა სიცოცხლის ბოლოს ყვება მისი ფილოსოფიის, მისი ცხოვრებისა და მისი "მორალის" შესახებ. შეხვედრები, კოცნები, ღვინის სმა - ეს ყველაფერი გრძელდება , მაგრამ უკვე ამის დაჯერება რთულია. იგი სამოგზაუროდ მიდის, მან არ იცის რომ დრაკულასთან შეხვედრა ელის. ერთი ლეგენდის ბედი მეორე ლეგენდის ბედს ეჯაჭვება...
ფერმერის ქალიშვილს ადანაშაულებენ იშვიათი ჯიშის არწივზე ნადირობაში. მალე ირკვევა, რომ ბანალური კანონდარღვევის უკან ბევრად სერიოზული დანაშაული იმალება...