1999 წელს, თინეიჯერი დები, სელესტა და ელეონორი გადაურჩნენ სეისმურ, ძალადობრივ ტრაგედიას. დები ქმნიან და ასრულებენ სიმღერას თავიანთი გამოცდილების შესახებ, აკეთებენ რაღაც სასიამოვნოს და ცდილობენ გათავისუფლდნენ მოგონებებისგან, ამავდროულად, სელესტა სწრაფად მიისწრაფვის ვარსკვლავობისკენ. 2017 წლისთვის, სელესტა უკვე თინეიჯერი გოგოს დედაა და იბრძვის რომ სკანდალებთან ერთად, წარმართოს თავისი კარიერა, როდესაც კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი მის ყურადღებას მიიქცევს.
სიუჟეტი ვითარდება 1990-იანი წლების ლოს-ანჯელესში. იმის ნაცვლად, რომ მომავალზე ფიქრობდეს, 13 წლის სტივენი სკეიტბორდზე კატაობითა და მეგობრებთან ერთად გართობით არის დაკავებული. სწორედ ქალაქის ქუჩებში მიიღებს პირველ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს და იპოვის საკუთარ თავს...
განთქმული, თუმცა, დეპრესიული მხატვარი, სახელად ვან გოგი თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს ატარებს სფრანგეთში, სადაც ქმნის ნამუშევრებს - გარემომცველი ყოველდღიურობისა...
გელერტ გრინდელვალდი დაპატიმრებას გადაურჩა და მისი მიმდევრების შეკრება დაიწყო, რადგან ჯადოქრების აღზევება იწყება. მისი შეჩერება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია, ჯადოქარს - რომელსაც ერთ დროს ის ყველაზე ახლობელ მეგობრად მიიჩნევდა – ალბუს დამბლდორს. თუმცა მას მოუწევს დახმარება სთხოვოს კიდევ ერთ ადამიანს, რომელმაც ოდესღაც გრინდელვალდს რაღაც დაუშავა, ეს მისი ყოფილი სტუდენტი ნიუტ სკამანდერია...
15 წლის ასაკში მოპარული 5 დოლარის გამო ჰენრის მაქსიმუმ ცხრამეტი დღე უნდა გაეტარებინა გისოსებს მიღმა, თუმცა მისი ალკატრასის ციხეში ყოფნის ვადა წლებად იქცა, რადგან მან ციხიდან გაქცევა სცადა. მას ასევე დაბრალდა ტუსაღის მოკვლა, რომელმაც იგი ჩაუშვა, რის გამოც მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ჰენრის ერთ შეხედვით უიმედო საქმეს ხელს ჰკიდებს ახალგაზრდა ადვოკატი...
აგუსტინი გაიგებს თავისი ტყუპი ძმის გარდაცვალების შესახებ და გადაწყვეტს მიისაკუთროს მისი ცხოვრება. მაგრამ მან არ იცის, რა კრიმინალური წარსული ჰქონდა მის ძმას...
მამის გარდაცვალების შემდეგ, აარონ ჰამონდი მშობლიურ ქალაქში, განადგურებული დედის დასახმარებლად და ცუდ მოგონებებთან დასაპირისპირებლად ბრუნდება. მამის ნივთების დათვალიერებისას, მოულოდნელად, მისტიურ ნივთს გადააწყდება, რომელიც გაცილებით დიდი ძალის მატარებელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს...
მარია სტიუარტი, ბევრის მხრიდან ინგლისის ტახტის ერთადერთ ლეგიტიმურ მემკვიდრედ აღიარებული ქალი, ცდილობს საკუთარი ბიძაშვილის - დედოფალი ელიზაბეტ პირველის ტახტიდან ჩამოგდებას...
მე-18 საუკუნის დასაწყისი - ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ამის მიუხედავად, გაცხარებული მიმდინარეობს იხვების შეჯიბრი და ანანასსაც არავინ იკლებს. ტახტზე ავადმყოფი დედოფალი ანა ზის, ხოლო ქვეყანას მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს. როდესაც ახალი მოახლე, ებიგაილი ჩამოდის, სარა მისით იხიბლება. სარა მასზე ზრუნავს და ებიგაილსაც უჩნდება შესაძლებლობა, რომ თავის არისტოკრატულ ფესვებს დაუბრუნდეს. სარა ომისგან დაღლილია და ამ დროს ებიგაილი მას სიცარიელეს უვსებს, როგორც დედოფლის კომპანიონი...
1920 წლის პარიზი. მარგარიტა დამონთი მდიდარი ქალბატონია, რომელიც მუსიკისა და ოპერისადმი ლტოლვას განიცდის. წლების განმავლობაში ის მართავდა რეგულარულად პერფორმანსებს სტუმრებისთვის. ის მღერის ტრაგიკულ ტონალობაში. მისი ქმარი და ახლო მეგობრები ყოველთვის ამხნევებდნენ ქალს თავის ილუზიებში...
ერთი ამერიკელი იპოქონდრიკი, რომელიც კეიპთაუნის აეროპორტში ბარგის მტვირთავად მუშაობს, იძულებულია თავის შიშებს როგორღაც გაუმკლავდეს, როდესაც განუკურნებელი დაავადების ბოლო სტადიაზე მყოფი - ბრიტანელი თინეიჯერი თავის ექსცენტრული სურვილების შესრულებაში დახმარებას სთხოვს...
1975 წლის 31 ოქტომბერი. ირგვლივ სისხლიანი მკვლელობები ხდება. ეს კი მანიაკი მაიკლ მაიერსის დამსახურებაა. იგი დაბრუნდა ჰელოუინზე, რათა დაასრულოს დაწყებული საქმე...
გაიძვერა აგენტს გაბრიელ შიარს გადაწყვეტილი აქვს ნარკოტიკების გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის საიდუმლო ანგარიშიდან 9 მილიარდი დოლარი აიღოს. მას ტერორიზმთან საბრძოლველად ნაღდი ფული სჭირდება, მაგრამ სათანადო კომპიუტერული ცოდნა არ აქვს, რომ სახელმწიფოს სისტემაში შეაღწიოს. ის სტენლი ჯობსონს შეურთდება, შიფრის ექსპერტს, რომელსაც ნებისმიერი პროგრამის გატეხვა შეუძლია...
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე მათი ურთიერთობა იძაბება, როდესაც ისინი არჩევანის გაკეთების აუცილებლობის წინაშე დგებიან. მათი არჩევანი კი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია...
1970 წელს მექსიკაში მცხოვრები საშუალო კლასის ოჯახის ისტორია. ორი სახელმწიფო მოსამსახურე ოთხშვილიან დედას ეხმარება, რომლის ქმარიც ოჯახი გაურკვეველი დროით მიატოვა...
მოქმედება ვითარდება 1840 წელს, როდესაც კიდევ ერთი გემი შეეჯახება კლეებს, უდაბნოდ ქცეულ კუნძულზე, რომელიც მდებარეობს შოტლანდიაში. შეჯახებას სამი მეზღვაური გადაურჩება, რომლებიც მაშველების გამოჩენას ელოდებიან. თუმცა, ამასობაში მათ ადგილობრივები წაიყვანენ და გადარჩენილები ცდილობენ ერთ დროს სიცოცხლითსავსე კუნძულის უცნაური წარსული გამოიკვლიონ...
როდესაც ყელაზე გაყიდვადი ბიოგრაფი ავტორი, ლი იზრაელი ვეღარ აქვეყნებს თავის შემოქმედებას, რადგან აღარ შეესაბამება თანამედროვე გემოვნებას, ის გადაწყვეტს, რომ თავისი ნიჭი სხვა გვარად გამოიყენოს, რაც საბოლოოდ მის წინააღმდეგ შემოტრიალდება...
ფილმი მოგვითხრობს ამბავს მეფეზე, რომელიც ცდილობს უხელმძღვანელოს სამშობლოდან გამოძევებულ საკუთარ ხალხს და მათ შესახებ, ვინც თამაშობს გარკვეულ როლს მის მისტიურ გეგმებში...
ობოლი და-ძმის ისტორია რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება, თუ როგორია ტოკიოს დაბომბვის შედეგად იაპონიის სოფელში ბავშვების ბრძოლა შიმშილთან, სიძნელეებთან, სიამაყესთან და საკუთარ თავთან...
ოცი წლის უოლესმა და შანტრიმ გაიცნეს ერთმანეთი წვეულებაზე და მაშინვე, მათ შორის ნაპერწკალმა გაირბინა. ახალგაზრდები დაიწყებენ ურთიერთობას და აღმოჩნდება, რომ ისინი - სულით თანამოაზრეები არიან, რომლებსაც ბევრი საერთო აქვთ...
მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული უფროსკლასელი კოისო კენჯი, თანატოლი გოგონასგან მოწვევას იღებს და მასთან ერთად მიემგზავრება. ბიჭი ვერც კი წარმოიდგენს თუ რა თავგადასავლები ელის წინ...
მარსზე მისიის დროს მომხდარი შტორმის შემდეგ, მარკ უოტნი ჩამორჩა ეკიპაჟის წევრებს. ყველას ჰგონია რომ ის მოკვდა, მაგრამ უოტნი გადარჩა და მთელს პლანეტაზე მარტო აღმოჩნდა. ის ცდილობს გადარჩეს და დედამიწაზე დაბრუნდეს. ენდი უირის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია.
ინდოეთი, მე-19 საიკუნე: ერთი ღარიბი სოფლის ტუმბადას განაპირას ცხოვრობს ამ სოფლის ბატონის თავნება უკანონო შვილი ვინაიაკი, რომელსაც აკვიატებად ექცა წინაპართა მითიური საგანძურის ხელში ჩაგდება. ეჭვი აქვს, რომ ამის შესახებ ყველაფერი მისმა გრძნეულმა დიდმა ბებიამ იცის. ბებიასთან დაპირისპირება საბოლოოდ საგანძურის მცველამდეც - ბოროტ სულამდე მიიყვანს. ყველაფერი რამოდენიმე ოქროს მონეტით იწყება, მაგრამ ვინაიაკის სიხარბეს ზღვარი არ აქვს. საბოლოოდ, განკითხვის დღეც დგება...
ახალგაზრდა ბიჭი ლუკი და მისი ბებია საკუთარ სასტუმროში დიდ შეკრებას ელოდებიან, ალქაჯების საერთაშორისო შეკრებას, რომელზეც მთავარი ალქაჯიც უნდა ჩამოვიდეს, ის გეგმავს ყველა ბავშვი თაგვად აქციოს...
ჰანსელი და გრეტელი გერმანელ მწერლებს ძმებ გრიმებს ეკუთვნის, რომელიც პირველად 1812 წელს გამოქვეყნდა. ზღაპარი მოგვითხრობს პატარა და-ძმა ჰანსელზე და გრეტელზე, რომლებიც დაიკარგნენ უღრან ტყეში. მათ ბოროტი კუდიანი კანიბალი დასდევს მოსაკლავად, თუმცა და-ძმა მას ჭკუაში აჯობებენ და ცოცხლები გადარჩებიან...
ქალი ბრუნდება მის ორთოდოქსულ ებრაულ ოჯახში მამამისის, რავინის გარდაცვალების შემდეგ. საზოგადოების აღშფოთებას იწვევს მისი ინტერესი, რომელიც ბავშვობის მეგობრისადმი გაუჩნდება...
ტბის პირა სახლში დასასვენებლად წასული დედა 2 პატარა ქალიშვილთან ერთად, ვერც კი წარმოიდგენს რამხელა გასაჭირი ელის წინ. ისინი ნიღბიანი ფსიქოპატის დაგებულ მახეს უნდა გადაურჩნენ...
პლასტიკური ქირურგიის გენიოსმა, ექიმმა ლედგარდმა, გენეტიკური ექსპერიმენტების გზით, შექმნა ხელოვნური ადამიანის კანი. ის აწარმოებს ნადირობას იმ ნაძირალაზე, რომელმაც დიდი ხნის წინ მისი ქალიშვილი გააუპატიურა. მის სისასტიკეს და შურისძიების სურვილს საზღვარი არ აქვს...
მოქმედება თანამედროვე ჩიკაგოში, არეულობის პერიოდში ხდება, ოთხი ქალისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ, გარდა თავიანთი გარდაცვლილი მეუღლეების კრიმინალური წარსულისა, ბედისწერის სადავეებს ხელში იღებს და შეთქმულებას აწყობს.
ახალგაზრდა ქალი უკვალოდ გაქრა ქორწილის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავ დღეს. საეჭვო ქცევის და ტყუილების გამო ყველას ეჭვმიტანილად მისი მეუღლე ნიკი მიაჩნია...
ჰელოუინის ღამეს საშინელებათა პარკში, კოსტიუმირებული მკვლელი რიგრიგობით სასტიკად კლავს უდანაშაულო სტუმრებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მხიარულობების შემადგენელი ნაწილია...
ტყეში მიტოვებულ ქოხში ნაპოვნი იქნა ორი გოგონა. იდუმალი გზით ისინი ცხოვრობდნენ ცარიელ სახლში 5 წელი. ისინი მიჰყავთ ერთადერთ ნათესავებს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს. მაგრამ გოგოები მარტონი არ არიან, მათ ყავთ დედა და ის გამოდის წყვდიადიდან...
ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალისტს უწევს მნიშვნელოვანი მემკვიდრის დაცვა. შემზარავი გატაცების შემდეგ ორივეს სიცოცხლე საფრთხეშია, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მოახერხონ გაქცევა...
მთელი მხიარულება მაშინ იწყება, როდესაც მარტოხელა ქვრივი - ობოლ მელიის შვილს სახელად ტოდს აიყვანს. იგი მალე საყვარელ ლეკვ კუპერს შეხვდება. ისინი ერთად იზრდებიან ტყეში და განუყრელი მეგობრები ხდებიან. მაგრამ მალე მოვა ის დღე, როდესაც მათი მეგობრობა სასწორზე დაიდება...
ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, "ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება, მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა: მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს, ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს...
ორმოცს გადაცილებულ კალ ვივერს მისი ოცნების სამსახური, ლამაზი სახლი და მშვენიერი შვილები ჰყავს, ცოლი კი ჯერ კიდევ კოლეჯის ასაკიდან შეუყვარდა. მაგრამ კალი იგებს რომ ემილიმ, მისმა ცოლმა უღალატა და ამიტომ განქორწინება სურს, მისი "იდეალური" ცხოვრება კი ნელნელა ინგრევა...
ამ ჩახლართულ სასიყვარულო ისტორიაში, კაცი ხანგრძლივი ძიების შემდეგ მიაკვლევს უცნობს, რომელსაც შეუძლია წარსულის მრავალი სატანჯველიდან განწმენდაში დაეხმაროს. თუმცა მისი გეგმები ჩაიშლება, შეხვდება რა ქალს, რომელსაც სულ სხვა გეგმები აქვს...
ახალბედა პოლიციელი ამელია დონაჰი უერთდება ლინკოლნ რაიმს, ყოფილ დეტექტივს, რომელიც პარალიზირებულია ხერხემლის დაზიანების გამო. მათ "ძვლების შემგროვებლის" სახელით ცნობილი საშინელი სერიული მკვლელი უნდა დაიჭირონ. მკვლელს თავისებური ხელწერა აქვს, იგი დანაშაულის ადგილას ორაზროვან მინიშნებებს ტოვებს...
ყოფილი გემის კაპიტანი, ბარონ ფონ ტრაპი, ამჯერად ქვრივი თავის შვიდ შვილთან ერთად ზალცბურგის მახლობლად ცხოვრობს. სახლში დისციპლინა და წესრიგი სუფევს, მაგრამ ის მაინც გადაწყვიტავს ბავშვებს აღმზრდელი დაუქირაოს. ყველაფერი იცვლება, როდესაც სახლში მარია გამოჩნდება...
16 წლის ლინა ვიკასის ამბავი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ბალტიისპირეთიდან ციმბირში გადაასახლეს. გულანთებული ხელოვანი სულისშემძვრელ გზას თავის ნახატებთან ერთად გადის...
ახალგაზრდა მოცეკვავე ნომი ცდილობს ლას–ვეგასში წარმატების მიღწევას, ბრწყინვალე სამყაროში მოხვედრა და ყველაზე წარმატებულ შოუში მონაწილეობა მისი ოცნებაა. პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ის დათანხმდება ერთადერთ იმ მომენტისთვის რეალურ სამუშაოზე – სტრიპტიზ ბარში, შემდეგ კი ის გაიცნობს ლას–ვეგასის სცენის დედოფალს კრისტალს. თავისი გავლენის გამოყენებით, კრისტალი მოაწყობს ნომის თავის შოუში და შეიყვანს მას ნამდვილ ლას–ვეგასის შოუ–ბიზნესის სამყაროში – ღალატის და ინტრიგების სამყაროში, რომელშიც სექსი ძალაუფლების დონეზეა.
დრაივერმა 10 წელი ციხეში გაატარა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის ძმის მკვლელზე შურისძიებას გეგმავდა. ახლა როცა ის თავისუფალია, მისი გეგმის განხორციელებას ორი ადამიანი ეღობება წინ:პოლიციელი და და დაქირავებული მკვლელი. ამასობაში საიდუმლო, რომლითაც დრაივერის ძმის მკვლელობაა მოცული სულ უფრო და უფრო ღრმავდება.
1980-იანი წლების პატარა ქალაქი მონტანა .14 წლის ჯო ჯენეტისა და ჯერის (დიასახლისისა და გოლფის პროფესიონალი მოთამაშის) ერთადერთი შვილია. მათთან ახლოს, კანადის საზღვართან ტყეში უმართავი ხანძარი მძვინვარებს. ჯერი, რომელიც სამსახურს კარგავს, და მასთან ერთად, ცხოვრების მიზანსაც, გადაწყვეტს ხანძართან მებრძოლთა არმიას შეუერთდეს, ცოლს და შვილს კი თავიანთი თავის ანაბარად ტოვებს.
ლოს-ანჯელესი 1949 წელი, ბრუკლინში დაბადებული განგსტერთა მეფე მიკი კოენი ქალაქს განაგებს. ყველაფერი მის კონტროლს ექვემდებარება. პატარა საიდუმლო დანაყოფი, რომელიც რამდენიმე პოლიციელისგან შედგება ცდილობს განსხვავებული გზებით ებრძოლოს დანაშაულებრივ დაჯგუფებას.
ამ ფილმში ყოფილი დეტექტივი შეეცდება უკაცრიელ კუნძულს მიაღწიოს, სადაც ციხეა საშიში დამნაშავეებითვის. მის მიზანს კი ოჯახის მკვლელობისთვის შურისძიება წარმოადგენს...
დაუდგენელმა ადამიანმა სოციალური მედიის საშუალებით პირდაპირ ეთერში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს კადრებს, თუ როგორ მოიტაცა ორი უცნობი და როგორ განიზრახა ერთ-ერთის მოკვლა დღის ბოლომდე. მისი განზრახვაა, რომ კაპიტალური "სასამართლო" ჩაატაროს. ხელისუფლებისთვის აშკარა გახდა, რომ ონლაინ საზოგადოებამ მოსამართლისა და ჟიურის როლი უნდა შეითავსოს...
ლიზა კონროი არის გენერალური მენეჯერი გზატკეცილზე მდებარე სპორტული ბარისა, სახელად Double Whammies. ის ზრუნავს და იცავს თავის თანამშრომლებს ყველაფრის ფასად - მაგრამ ერთ დღეს, მისი ოპტიმიზმი ყველა მიმართულებით შეილახა ... Double Whammies ყიდის დიდ, უცნაურ ამერიკულ ფანტაზიას, მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც რეალობა სააშკარაოზე გამოვა?...