დრამა ქართულად

american-history-x-qartulad qartulad

ამერიკული ისტორია X ქართულად American History X

ამერიკული ისტორია X ქართულად American History X



მოკლე აღწერა:

სკინჰედების ადგილობრივი ბანდის ლიდერი - დერეკ ვინიარდი, თავის რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის სიმართლეში დარწმუნებული, სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც თეთრი ფერის კანი არ აქვს. დერეკის დამოუკიდებლობა და გამბედაობა მის უმცროს ძმაში დენის აღტაცებას იწვევს, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მაგრამ ორი შავკანიანი ბიჭის, მხეცური სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, რომელიც დერეკმა ჩაიდინა, ძმების გზები ერთმანეთისგან მოაშორა: დერეკი ციხეში აღმოჩნდება, დენი კი გააგრძელებს ძმის საქმეს მანამ, სანამ ძმების გზები კვლავ არ გადაიკვეთება...

whats-eating-gilbert-grape-qartulad qartulad

რა აწუხებს გილბერტ გრეიფს ქართულად WHATS EATING GILBERT GRAPE

რა აწუხებს გილბერტ გრეიფს ქართულად WHATS EATING GILBERT GRAPE



მოკლე აღწერა:

გილბერტმა თავის ავადმყოფ ძმას, არნის და ჭარბი წონის მქონე დედას უნდა მოუაროს, რაც გილბერტის ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ხელს უშლის...

prestige-qartulad qartulad

პრესტიჟი ქართულად The Prestige

პრესტიჟი ქართულად The Prestige



მოკლე აღწერა:

რობერტი და ალფრედი – ილუზიონისტები არიან, რომლებიც ლონდონში XIX და XX საუკუნეების ზღვარზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ . წლების განმავლობაში მათი მეგობრული კონკურენცია ნამდვილ პროფესიონალურ ომში გადაიზრდება. ისინი მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ ერთმანეთის საიდუმლოების გასაგებად და ხელის შესაშლელად. მათი მტრობა იმდენად დაუნდობელი ხდება, რომ გარშემომყოფი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს...

babiloni-babel qartulad

ბაბილონი / The Babel

ბაბილონი / The Babel



მოკლე აღწერა:

ფილმის მოქმედება ვითარდება მოროკოში, მექსიკასა და იაპონიაში. სიუჟეტის საწყის წერტილად კი ტრაგედია იქცევა, რომელიც ცოლ-ქმარს რიჩარდსა და სიუზანს შეემთხვევათ მოროკოში ტურისტული მოგზაურობის დროს. სიუზანი ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდება, რომელიც ტურისტულ ავტობუსს ორმა ადგილობრივმა ბიჭმა ესროლა. ამავე დროს რიჩარდის და სიუზანის ბავშვები, რომლებიც მექსიკელ ძიძას დაუტოვეს, მასთან ერთად მექსიკაში მიემგზავრებიან მისი შვილის ქორწილზე. და ეს მოგზაურობაც ძალიან რთული აღმოჩნდება... ბოლოს და ბოლოს, ტოკიოში მძიმედ გადატანილი დედის თვითმკვლელობის შემდეგ ყრუმუნჯი სტუდენტი გოგონა ჩიეკო გამომწვევად იქცევა და მამასთან კომფლიქტში შედის...

trance qartulad

ტრანსი ქართულად | Trance qartulad

ტრანსი ქართულად | Trance qartulad



მოკლე აღწერა:

კოლექციონერი ვერ უძლებს ცდუნებას და ქირაობს ქურდებს ხელოვნების ძვირფასი ნიმუშის მოსაპარად, რომლის ფასიც მილიონობით დოლარია. ქურდობა ისე სუფთად და მარტივად ვერ მოხდება, როგორც იყო დაგეგმილი. თავში ჩარტყმის შედეგად კოლექციონერს ამნეზია ემართება...

careful-what-you-wish-for qartulad

უფრთხილდი სურვილებს ქართულად | Careful What You Wish For qartulad

უფრთხილდი სურვილებს ქართულად | Careful What You Wish For qartulad



მოკლე აღწერა:

ბანკირის მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმისას ახალგაზრდა ბიჭს არც უფიქრია თუ რამხელა უსიამოვნებაში გაეხვეოდა. მალე ბანკირი კვდება იდუმალ ვითარებაში, მისი სიცოცხლე კი დიდ თანხაზე იყო დაზღვეული. საქმეში პოლიცია ერთვება...

whats-left-of-you qartulad

ყველაფერი რაც შენგან დამრჩა ქართულად | What's Left of You qartulad

ყველაფერი რაც შენგან დამრჩა ქართულად | What's Left of You qartulad



მოკლე აღწერა:

ოზპორი უდარდელი ცხოვრებით ცხოვრობს, ის ხომ მდიდარი ბაბუას შვილიშვილია. მაგრამ ბაბუას ანდერძში ერთი პირობაა. იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ფულს, თუ იმ სოფელში დაამთავრებს სკოლას, სადაც ის დაიბადა...

ingrid-goes-west qartulad

ინგრიდი მიდის დასავლეთში ქართულად | Ingrid Goes West qartulad

ინგრიდი მიდის დასავლეთში ქართულად | Ingrid Goes West qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი მოგვითხრობს ფსიქიურად გაუწონასწორებელი გოგონას, ინგრიდის, ისტორიას, რომელიც მანიაკალურად ადევნებს თვალს სოციალური ქსელის ვარსკვლავს, ტეილორ სლოუნს. ინგრიდი მიდის ლოს-ანჯელესში, რათა დაუმეგობრდეს მის კუმირს, მაგრამ რაც უფრო ახლოსაა მისი მიზანი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება მისი ქმედება...

fight-club-qartulad qartulad

მებრძოლთა კლუბი ქართულად Fight Club

მებრძოლთა კლუბი ქართულად Fight Club



მოკლე აღწერა:

ქრონიკული უძილობით დატანჯული და საშინლად მოსაწყენი ცხოვრებიდან თავის დაღწევის უამრავი მცდელობის შემდეგ კლერკი შეხვდება ტაილერ დარდენს, ქარიზმატულ საპნის გამყიდველს გარყვნილი ფილოსოფიით. ტაილერი დარწმუნებულია, რომ საკუთარი თავის სრულყოფილება – უძლურთა საქმეა, თვითგანადგურება კი ერთადერთია რის გულისთვისაც ღირს ცხოვრება...

sweet-november-qartulad qartulad

ტკბილი ნოემბერი ქართულად Sweet November (2001)

ტკბილი ნოემბერი ქართულად Sweet November (2001)



მოკლე აღწერა:

ელსონი არის კაცი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა. ერთ დღეს, როდესაც მანქანის მართვის გამოცდაზე გადიოდა მან სარა გაიცნო. ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი ქალებისგან ვისაც კი როდესმე შეხვედრია. ნელსონი აიძულებს სარას ტესტი გააცდინოს და მოგვიანებით, იმავე დღეს სარა მას თვითონ მოძებნის. საბოლოოდ ნელსონი საცხოვრებლად სარასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს მასთან გაატარებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. ტკბილი ნოემბერი, Sweet November

titanic-qartulad qartulad

ტიტანიკი ქართულად Titanic (1997)

ტიტანიკი ქართულად Titanic (1997)



მოკლე აღწერა:

ახალგაზრდა შეყვარებულები ჯეკი და როუზი ერთმანეთს პოულობენ პირველ და უკანასკნელ ჩაუძირავი' ტიტანიკის ზღვაონობაში. რა იცოდნენ ახალგაზრდებმა, რომ მდიდრული ლაინერი ჩრდილოეთი ატლანტიკის ყინულოვან წყალში აისბერგს შეეტაკება, და მათი ვნებიანი სიყვარული სიკვდილთან ბრძოლაში

cast-away qartulad

Cast Away / გარიყული ქართულად

Cast Away / გარიყული ქართულად



მოკლე აღწერა:

ამ ფილმის გმირი, ჩაკ ნოლანი, - საფოსტო სამსახურის 'ფედერალ ექსპრესის' თანამშრომელია. ჩაკი - გამოუსწორებელი პედანტია. ნოლანის ცხოვრება, მაღალთანამდებობიანი ინსპექტორის ისეთი გადატვირთულია, რომ არც პირად ცხოვრებაზე რჩება დრო, არც საყვარელი ქალისთვის... მაგრამ დაუნობელმა ბედისწერამ აიძულა ნოლანი სხვანაირად შეხედოს თავის სიცოცხლეს... თვითმფრინავი, რომლითაც მიფრინავს ჩაკი, ოკეანეში ჩავარდება. ჩაკი, ერთადერთი გადარჩენილი კატსტროფიდან, უკაცრიელ კუნძულზე ხვდება. აქ ნოლანს მოუწევს დიდი ხნის გატარება სასტიკ ბრძოლაში სიცოცხლის გადასარჩენად...

if-i-stay-qartulad qartulad

თუ დავრჩები ქართულად If I Stay

თუ დავრჩები ქართულად If I Stay



მოკლე აღწერა:

ფილმი მოგვითხრობს ნიჭიერი მუსიკოსი გოგონასა და სოლისტი ბიჭის სიყვარულის შესახებ. მოვლენების განვითარება რადიკალურად შიეცვლება როდესაც გოგონა თავის ოჯახთან ერთად მოხვდება ავარიაში...

leon-qartulad qartulad

ლეონი ქართულად Leon

ლეონი ქართულად Leon



მოკლე აღწერა:

ლეონი, ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი მკვლელი, უნებურად 12 წლის გოგონას, მატილდას მეურვე ხდება. მატილდას, რომლის ოჯახიც ამოწყვიტეს, შურისძიება სურს და ცდილობს ლეონისაგან ბევრი რამ ისწავლოს...

the-devils-advocate-qartulad qartulad

ეშმაკის ადვოკატი ქართულად The Devil's Advocate

ეშმაკის ადვოკატი ქართულად The Devil's Advocate



მოკლე აღწერა:

ამბიციური ადვოკატი საქმიანი გარიგებიდან მოსალოდნელზე მეტს იღებს, როდესაც აცნობიერებს, რომ მისი ბოსი, არც მეტი არც ნაკლები, თვით ლუციფერია. The Devils Advocate 1997

the-usual-suspects-qartulad qartulad

ეჭვმიტანილები ქართულად The Usual Suspects

ეჭვმიტანილები ქართულად The Usual Suspects



მოკლე აღწერა:

ყველა დანაშაულს აქვს მოტივი. ჩვეულებრივ თუ ტარდება ამოცნობის პროცედურა ესეიგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი დანაშაული... ხუთი დამნაშავე ერთ უცნაურ ადგილას შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვიტეს ერთი საქმის გაკეთება. მაგრამ ერთ ვინმეს, რომელსაც მათზე მეტი ძალა და ძალაუფლება გააჩნია, ვისი სახელიც მთელი მსოფლიოს დამნაშავეებს აშინებს, სურს, რომ ამ ხუთეულმა მასზე იმუშაოს... ეს არ იყო ჩვეულებრივი დანაშაული და ისინი – არ არიან უბრალოდ ეჭვმიტანილები...

moby-dick qartulad

მობი დიკი ქართულად | Moby Dick qartulad

მობი დიკი ქართულად | Moby Dick qartulad



მოკლე აღწერა:

გემის კაპიტანი ცდილობს ყველა ძალა იხმაროს, რათა დაიჭიროს თეთრი ვეშაპი - მობი დიკი, კაპიტანი შეპყრობილია ვეშაპის განადგურების იდეით...

the-apartment qartulad

ბინა ქართულად | The Apartment qartulad

ბინა ქართულად | The Apartment qartulad



მოკლე აღწერა:

მაქსი არის ფლეიბოი, რომელმაც გადაწყვიტა გადასულიყო საცხოვრებლად მურელთან - მის საყვარელთან. თუმცა ბიზნეს მოგზაურობის დროს, ის თვალს მოკრავს თავის დაკარგულ სიყვარულს. ის არჩევანის წინაშე დგება...

after-yang qartulad

იანგის შემდეგ ქართულად | After Yang qartulad

იანგის შემდეგ ქართულად | After Yang qartulad



მოკლე აღწერა:

ჯეიკი და მისი მეუღლე კირა ჩინელ გოგონას მიკას იშვილებენ, და იმისთვის, რომ მიკა ჩინურ კულტურას, ენასა და ფესვებს გაეცნოს, ისინი მეორად გონიერ ანდროიდს, სახელად იანგს ყიდულობენ, რომელიც გოგონასთან ერთად იზრდება. ერთ დღეს, როდესაც ანდროიდი ფუჭდება და უბრალოდ რეაგირებას წყვეტს, ჯეიკი ხელოსანთან მიდის, რომელიც მას არავითარ იმედს არ აძლევს, მაგრამ მაინც ხსნის მოგონებებს იუნგის მკერდიდან. მთავარ გმირს ის ტექნოლოგიებისს მუზეუმში მიაქვს იმ იმედით, რომ მოიპოვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მისი სისტემის გაუმართავობა, სადაც ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი, უხსნის მას, რომ იანგის მეხსიერების ჟურნალში წვდომის მსაღებად ვირტუალური რეალობის სათვალეებია საჭირო.

pieces-of-a-woman qartulad

ქალის ნამსხვრევები ქართულად | Pieces of a Woman qartulad

ქალის ნამსხვრევები ქართულად | Pieces of a Woman qartulad



მოკლე აღწერა:

მარტა და შონი ბოსტონელი წყვილია, რომლებიც სადაცაა მშობლები უნდა გახდნენ, და რომელთა ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვლება, როდესაც ბავშვის შინ გაჩენა წარმოუდგენელი ტრაგედიით მთავრდება. ასე იწყება ერთწლიანი ოდისეა მარტასთვის, რომელმაც მწუხარება უნდა გადაიტანოს, იმ ფონზე როდესაც ქმართან ფიცხი ურთიერთობა აქვს, მბრძანებლური დედის ატანა უწევს და სასამართლოში კიდევ საქვეყნოდ ნაძაგებ ბებიაქალს უნდა დაუპირისპირდეს. ძალიან პირადული, მტკივნეული ისტორია ქალისდ, რომელმაც ისწავლა თავის უდიდეს დანაკარგთან ერთად ცხოვრება...

noise qartulad

ხმაური ქართულად | Noise qartulad

ხმაური ქართულად | Noise qartulad



მოკლე აღწერა:

დევიდ ოუენს ყველაფრით მოსწონს ნიუ-იორკი, გარდა ხმაურისა. უწყვეტ ხმაურს დევიდი მდგომარეობიდან გამოყავს. მას არაფრის კეთება აღარ შეუძლია. და ყველაზე საშინელია ამ ხმაურის მოშორების შეუძლებლობა. მისი პირველი მსხვერპლი ავტომობილია ჩართული სიგნალიზაციით...

the-immortal qartulad

უკვდავი ქართულად | The Immortal qartulad

უკვდავი ქართულად | The Immortal qartulad



მოკლე აღწერა:

ჩიროს სხეული ნელა იძირებოდა ნეაპოლის ყურეში. ფსკერთან ახლოს მოგონებები აიშალნენ. 1980 წელი, დედამიწა ირხევა და შენობები ინგრევა. ნანგრევების ქვეშიდან ბავშვის ტირილი ისმის. ათი წლის შემდეგ ბავშვი მოზარდ ბიჭად იქცა, რომელიც დამოუკიდებლად იკვალავს გზას ნეაპოლის ქუჩებში.

the-karate-kid qartulad

კარატისტი ბიჭუნა ქართულად | The Karate Kid qartulad

კარატისტი ბიჭუნა ქართულად | The Karate Kid qartulad



მოკლე აღწერა:

ლოს–ანჯელესის ერთერთ სკოლაში ახალი მოსწავლე ჩნდება – თინეიჯერი სახელად დენიელი. ის ჩამოვიდა აღმოსავლური სანაპიროდან თავის დედასთან ერთად. რთულია მეგობრების შეძენა ახალ ადგილას, სადაც შენ არავის იცნობ, მითუმეტეს სკოლაში, სადაც კარატისტების სასტიკ ბანდას მიჰყავს პარადი. ასაკის მიუხედავად, ბანდის წევრები ძალიან სახიფათოები არიან...

the-curious-case-of-benjamin-button qartulad

ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი ქართულად | The Curious Case of Benjamin Button qartulad

ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი ქართულად | The Curious Case of Benjamin Button qartulad



მოკლე აღწერა:

ეს ისტორია მოგვითხრობს ბენჯამინ ბატონზე, ადამიანზე, რომელიც იმის მაგივრად რომ დროთა განმავლობაში გაიზარდოს პირიქით, დაბერებული იბადება და თანდათან ახალგაზრდავდება!

doctor-zhivago qartulad

ექიმი ჟივაგო ქართულად | Doctor Zhivago qartulad

ექიმი ჟივაგო ქართულად | Doctor Zhivago qartulad



მოკლე აღწერა:

რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს კლასიკადაა ქცეული. ომარ შარიფი და ჯული კრისტი ორ მთავარ გმირს განასახიერებენ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ...

american-gigolo qartulad

ამერიკელი ჟიგოლო ქართულად | American Gigolo qartulad

ამერიკელი ჟიგოლო ქართულად | American Gigolo qartulad



მოკლე აღწერა:

ჯულიანი სარფიანად ცხოვრობს, ასაკით დიდ ქალბატონთან - მიშელთან ერთად ლოს ანჯელესში. იგი ნამდვილი ჟიგოლოა. ის უპრობლემოდ ლაპარაკობს ექვს ენაზე, ძალიან მომხიბლველი და მაცდუნებელია. მაგრამ ერთხელაც მის ერთ-ერთ კლიენტ ქალბატონს გარდაცვლილს პოულობენ, მას კი მკვლელობაში სდებენ ბრალს...

ready-to-wear qartulad

მაღალი მოდა ქართულად | Ready to Wear qartulad

მაღალი მოდა ქართულად | Ready to Wear qartulad



მოკლე აღწერა:

პარიზის მოდის კვირეულზე როგორც ყოველთვის ბევრი ხალხი იკრიბება: დიზაინერები, რეპორტიორები, მოდელები, ჟურნალის რედაქტორები, ფოტოგრაფები. პატარა ისტორიები სხვადასხვა პერსონაჟებზე, რომლებიც მოდის სამყაროს ცნობილი ფიგურის მკვლელობის გამო იკვეთებიან...

krabat qartulad

კრაბატი ქართულად | Krabat qartulad

კრაბატი ქართულად | Krabat qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმში მოქმედება მე-17 საუკუნის გერმანიაში ვითარდება. 30 წლიანმა ომმა და ჭირმა 13 წლის ბიჭი, სახელად კრაბატი, ობლად დატოვა. თავშესაფრის ძებნაში ის წისქვილში აღმოჩნდება, სადაც მისი მეპატრონის მოსწავლე ხდება...

bambi qartulad

ბემბი ქართულად | Bambi qartulad

ბემბი ქართულად | Bambi qartulad



მოკლე აღწერა:

ერთ მშვენიერ დილას, გაზაფხულის მზით გამთბარ მინდორზე პატარა ირემი იბადება. მის სანახავად ტყის ყველა ბინადარი მოდის. პატარას ბემბის არქმევენ...

30-days-of-night qartulad

30 დღიანი ღამე ქართულად | 30 Days of Night qartulad

30 დღიანი ღამე ქართულად | 30 Days of Night qartulad



მოკლე აღწერა:

ალიასკაზე ზამთარში დღე და ღამე დიდად არ განსხვავდება - სულ სიბნელეა, და ასე გრძელდება მთელი თვე. ამ ყველაფერში არ იყო არაფერი გასაკვირი, მანამდე სანამ, სიბნელიდან არ გამოჩნდნენ ბოროტი ძალები, ვამპირები, რომლებიც შიშს თესავდნენ პატარა ქალაქ ბაროუში...

august-rush qartulad

ავგუსტ რაში ქართულად | August Rush qartulad

ავგუსტ რაში ქართულად | August Rush qartulad



მოკლე აღწერა:

დრამა ზღაპრული ელემენტებით, სადაც ობოლი მუსიკალური ვირტუოზი მის ნიჭს იყენებს იმისათვის, რომ ნამდვილი მშობლები იპოვნოს...

girl-interrupted qartulad

შეწყვეტილი ცხოვრება ქართულად | Girl, Interrupted qartulad

შეწყვეტილი ცხოვრება ქართულად | Girl, Interrupted qartulad



მოკლე აღწერა:

სიუზანი აღმოჩნდება ფსიქიატრიულ კლინიკაში დიაგნოზით სასაზღვრო მდგომარეობა. ის ბალანსირებს საზღვარზე სიგიჟის და ნორმალურ მდგომარეობას შორის. გოგონა გადაწყვეტს დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და სასოწარკვეთილ ნაბიჯს გადადგავს, ის გაიქცევა. მაგრამ მხოლოდ თავისი ციხისგან შორს ის მიხვდება, რომ ნამდვილი გიჟები საავადმყოფოს კედლების მიღმა ცხოვრობენ...

kingdom-of-heaven qartulad

ზეციური სამეფო ქართულად | Kingdom of Heaven qartulad

ზეციური სამეფო ქართულად | Kingdom of Heaven qartulad



მოკლე აღწერა:

ბალიანი გადაწყვეტს შეუერთდეს მამის ჯვაროსნების რაზმს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მამამისი სასიკვდილო ჭრილობას მიიღებს. სიკვდილის წინ მამა მის შვილს რაინდად აკურთხებს. ამის შემდეგ ბიჭი ფიცს დადებს, რომ მთელი ცხოვრება იერუსალიმის მეფის ერთგული იქნება. მის წინააღმდეგ რამოდენიმე ადამიანი გაერთიანდება, როდესაც გაიგებენ, რომ მას მეფის და შეუყვარდა...

the-reaping qartulad

მკა ქართულად | The Reaping qartulad

მკა ქართულად | The Reaping qartulad



მოკლე აღწერა:

ყოფილი მისიონერი - კეტრინ უინტერი, რომელმაც ოჯახის წევრების ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ღმერთის რწმენა დაკარგა, საქვეყნოდ ცნობილი სპეციალისტი გახდა ჩახლართული რელიგიური მითების გახსნაში. ერთხელ ის მორიგი გამოძიებისთვის ლუიზიანას პატარა ქალაქში ჩამოდის...

basic-instinct qartulad

ძირითადი ინსტინქტი ქართულად | Basic Instinct qartulad

ძირითადი ინსტინქტი ქართულად | Basic Instinct qartulad



მოკლე აღწერა:

ეროტიკული თრილერი სექსზე გაგიჟებულ მკვლელსა და პოლიციის ოფიცერზე, რომელიც სახიფათოდ დაუახლოვდება ეჭვმიტანილ მწერალ ქალს, რომლის როლსაც ბრწინვალედ ასრულებს შერონ სთოუნი. მისმა გმირმა კარგად იცის, რომ თავისი გარეგნობის წყალობით შეძლებს პასუხისმგებლობას თავი აარიდოს და წიგნზე მუშაობაც დაასრულოს...

10-things-i-hate-about-you qartulad

ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი ქართულად | 10 Things I Hate About You qartulad

ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი ქართულად | 10 Things I Hate About You qartulad



მოკლე აღწერა:

შექსპირი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორები გახდებოდნენ მისი გმირები რამოდენიმე საუკუნის შემდეგ. თანამედროვე რომეო უკვე აღარ ჰგავს რომენტიულ ახალგაზრდას, ახლა მასთან შეხვედრებისთვის ფულს იხდიან. ჯულიეტა მამაკაცებს ზედმიწევნით კარგად იცნობს და ახლოს არ იკარებს. მას სძულს თავისი რჩეული, რისთვისაც 10 მიზეზი აქვს. მაგრამ მისი სიძულვილის ძირითადი მიზეზი - სიყვარულია.

the-others qartulad

სხვები ქართულად | The Others qartulad

სხვები ქართულად | The Others qartulad



მოკლე აღწერა:

გრეისი რელიგიური ქალია, რომელიც ძველ ჩაბნელებულ სახლში ცხოვრობს მისი შვილების ენი და ნიკოლასის გამო, რომელთაც იშვიათი მგრძნობელობა აქვთ დღის შუქზე. როდესაც ოჯახი ეჭვს აიღებს რომ სახლში მოჩვენებებია, გრეისი ცდილობს ნებისმიერ ფასად დაიცვას მისი შვილები და ამ დროს უცნაურ მოვლენებს და შემაშფოთებელ ფაქტებს აწყდება.

the-orphanage qartulad

ბავშვთა სახლი ქართულად | The Orphanage qartulad

ბავშვთა სახლი ქართულად | The Orphanage qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი ”ფავნის ლაბირინთის” შემქმნელებისგან. ლაურამ თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები სანაპიროზე, ობოლთა თავშესაფარში გაატარა. საყვარელმა აღმზრდელებმა მშობლები შეუცვალეს, მეგობრებმა კი დები და ძმები. 30 წლის შემდეგ ლაურა თავისი ბავშვობის სახლში ბრუნდება, ქმართან და შვიდი წლის ბიჭთან ერთად...

what-lies-beneath qartulad

რას მალავს სიცრუე ქართულად | What Lies Beneath qartulad

რას მალავს სიცრუე ქართულად | What Lies Beneath qartulad



მოკლე აღწერა:

ერთი წლის წინ ექიმმა ნორმან სპენსერმა თავის ლამაზმან მეუღლეს კლერს უღალატა. მაგრამ ურთიერთობა არ გაგრძელდა და სპენსერის ოჯახი გადარჩენილია დანგრევისგან, კლერს ამის შესახებ არაფერი არ გაუგია. მაგრამ მალე კლერი ქმარს მოყოლას დაუწყებს საიდუმლოებით მოცული ქალის შესახებ, რომელიც მათ სახლში ჩნდება ხოლმე, ქმარი ცოლის დარწმუნებას ცდილობს რომ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვაა. კლერი მალე მიხვდება რომ მოჩვენება გაქრობას არ აპირებს ის ექიმისა და მისი ცოლის წასაყვანად მოვიდა...

the-good-german qartulad

კარგი გერმანელი ქართულად | The Good German qartulad

კარგი გერმანელი ქართულად | The Good German qartulad



მოკლე აღწერა:

მოქმედება ვითარდება ბერლონში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნანგრევებად იყო თითქმის ქცეული. ამერიკელი სამხედრო კორესპოდენტი ჯეიკ გეისმარი აღმოჩნდება ჩათრეული პოლიტიკურ თამაშებში თავისი ყოფილი საყვარლით ლენა ბრანდტით, ვისი უგზო–უკვლოდ დაკარგული ქმარი ძებნის ობიექტად ხდება, როგორც ამერიკული, ასევე საბჭოთა კავშირის არმიით. სიტუაცია იძაბება იმასთან ერთად, როგორც ჯეკი სცდილობს გაარკვიოს, რას მალავს ლენა, რომელიც სდილობდა ქმართან ერთად ბერლინიდან გაქცევას. ის გეგმავს გამოიყენოს ჯეიკის პირადი მძღოლის კონტაქტებით სარგებლობას, ამერიკული ჯარის ჯარისკაცის ტალის, რომელსაც შავ ბაზარში აქვს გასასვლელები. ოღონდ არანაირი გარანტია არარის, რომ შედეგად ისინი არ აღმოჩნდებიან უფრო დიდ მახეში გაბმულები...

zodiac qartulad

ზოდიაქო ქართულად | Zodiac qartulad

ზოდიაქო ქართულად | Zodiac qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი დაფუძნებულია ჩადენილი დანაშაულის რეალურ მასალებზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი, გაუხსნელი საქმეა ამერიკაში. "ზოდიაქო" არის ამბავი სერიულ მკვლელზე, რომელიც სან-ფრანცისკოს სანაპირო ზოლს ატერორებდა და შიფრებით და წერილებით პოლიციას თავგზას უბნევდა. ამ საქმის გამო ოთხი პოლიციელი შეპყრობილი ხდება, მათი ცხოვრება და კარიერა ვითარდება და ინგრევა დაუსრულებელი მინიშნებების ფონზე...

lost-highway qartulad

დაკარგული გზატკეცილი ქართულად | Lost Highway qartulad

დაკარგული გზატკეცილი ქართულად | Lost Highway qartulad



მოკლე აღწერა:

რეჟისორი დევიდ ლინჩი წარმოგვიდგენს ფსიქოლოგიურ ტრილერს, რომლისთვისაც განსაზღვრების პოვნა რთულია. მაყურებლის თვალწინ ერთმანეთშია ახლართული კოშმარი, ძალადობა, სექსი, რეალობა, ქვეცნობიერი და სიგიჟე. მაყურებელმა ფილმის მისეული ინტერპრეტაცია თავად უნდა შექმნას...

dreamcatcher qartulad

სიზმრებზე მონადირე ქართულად | Dreamcatcher qartulad

სიზმრებზე მონადირე ქართულად | Dreamcatcher qartulad



მოკლე აღწერა:

ოთხი მეგობარი მამაკაცი სანადიროდ მიემგზავრება, მაგრამ უღრან და უკაცრიელ ტყეში თავად ხდებიან შემზარავი და სასტიკი არამიწიერი მონადირის მსხვერპლნი...

our-house qartulad

ჩვენი სახლი ქართულად | Our House qartulad

ჩვენი სახლი ქართულად | Our House qartulad



მოკლე აღწერა:

ახალგაზრდა გენიოსი შემთხვევით გამოიგონებს მოწყობილობას, რომლის დახმარებითაც მისი ოჯახის სახლში პარანორმალურ აქტივობას ზრდის. რაც საშუალებას აძლევს მისი მშობლების სულებს დაბრუნდნენ ...

on-her-majestys-secret-service qartulad

მისი აღმატებულობის საიდუმლო სამსახურში ქართულად | On Her Majesty's Secret Service qartulad

მისი აღმატებულობის საიდუმლო სამსახურში ქართულად | On Her Majesty's Secret Service qartulad



მოკლე აღწერა:

ბონდი თავის მოსისხელე მტერს ერნსტ ბლოფელდს დასდევს, რომელიც მთის მწვერვალზე ლამაზი შეიარაღებული ქალების არმიას წვრთნის. ბონდს იტალიელი ტრეისი დრაკო მოეწონება და ბლოფელდთან დაახლოების მიზნით ცოლად მოიყვანს. ამასობაში იგი ბლოფელდის ადგილსამყოფელს აღმოაჩენს ალპებში...

saving-private-ryan qartulad

რიგითი რაიანის გადასარჩენად ქართულად | Saving Private Ryan qartulad

რიგითი რაიანის გადასარჩენად ქართულად | Saving Private Ryan qartulad



მოკლე აღწერა:

როდესაც ამერიკის ჯარები შეუტევენ ნორმანდიის სანაპიროებს, სამი ძმა ბრძოლის ველზე იღუპება, მეოთხე კი მტრის ზურგში არის მოქცეული. კაპიტან ჯონ მილერს შვიდ კაცთან ერთად ევალება, რომ შეაღწიოს გერმანელების კონტროლირებად ტერიტორიაზე ბიჭის დასახსნელად...

run-lola-run qartulad

გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი ქართულად | Run Lola Run qartulad

გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი ქართულად | Run Lola Run qartulad



მოკლე აღწერა:

ლოლას ურეკავს შეყვარებული, რომ მას დარჩა 100,000 მეტროში. ეს ფული ბოროტმოქმედის საკუთრებაა. ლოლას აქვს 20 წუთი, რათა ფული დაიბრუნოს, სხვა შემთხვევაში მანი მაღაზიას გაქურდავს.

sophie-scholl-the-final-days qartulad

სოფი შოლი: უკანასკნელი დღეები ქართულად | Sophie Scholl: The Final Days qartulad

სოფი შოლი: უკანასკნელი დღეები ქართულად | Sophie Scholl: The Final Days qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი მიუნხენელი ანტიფაშისტი სტუდენტის ბედზე გვიყვება, რომელიც ნაცისტურმა სასამართლომ სიკვდილით დასაჯა. ფილმში მოქმედებაა 1943 წლის თებერვალში ვითარდება. სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები „ „თეთრი ვარდი“ მიუნხენის უნივერსიტეტში სააგიტაციო ფურცლებს არიგებენ. და-ძმა სოფის და ჰანს შოლს აპატიმრებენ. მათ ხუთი დღის სიცოცხლე რჩებათ. სურათს საფუძვლად დაკითხვის პროტოკოლები უდევს, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი...

the-assassination-of-jesse-james-by-the-coward-robert-ford qartulad

როგორ მოკლა მხდალმა რობერტ ფორდმა ჯესი ჯეიმსი ქართულად | The Assassination of Jesse James by the Coward Robert Ford qartulad

როგორ მოკლა მხდალმა რობერტ ფორდმა ჯესი ჯეიმსი ქართულად | The Assassination of Jesse James by the Coward Robert Ford qartulad



მოკლე აღწერა:

მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ამერიკაში ჯესი ჯეიმსს ყველა იცნობდა. ის ქვეყნის ყველაზე ცნობილი დამნაშავე და ძებნილი იყო, ისევე როგორც გმირი, რომელსაც რობინ ჰუდს ადარებდნენ. რობერტ ფორდის შესახებ კი არავინ არაფერი იცოდა მანამ, სანამ 19 წლის ასაკში მან ჯეიმსთან დამეგობრება და მის ბანდაში გაწევრიანება არ გადაწყვიტა. თუ ეს მას დიდებას არ მოუტანს, ის კიდევ უფრო სახიფათო გზას აირჩევს...

the-dark-knight qartulad

შავი რაინდი ქართულად | The Dark Knight qartulad

შავი რაინდი ქართულად | The Dark Knight qartulad



მოკლე აღწერა:

ბეტმენი კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ფსონებს მაღლა სწევს. ლეიტენანტ ჯიმ გორდონთან და პროკურორ ჰარვი დენტთან ერთად იგი ცდილობს ქალაქის ქუჩებში კრიმინალური ფორმირებების თარეში აღმოფხვრას. ეს პარტნიორობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მანამდე, სანამ ისინი ქაოსში არ აღმოჩნდებიან. ამ ქაოსს გენიოსი კრიმინალი, ქალაქ გოთჰემის დამწიოკებელი ჯოკერი გამოიწვევს...

dont-look-now qartulad

არ გამოიხედო ქართულად | Don't Look Now qartulad

არ გამოიხედო ქართულად | Don't Look Now qartulad



მოკლე აღწერა:

ჯონ ბაქსტერი მეუღლესთან ერთად მიემგზავრება ვენეციაში, მას შემდეგ რაც მათი ქალიშვილი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპება. კაცი ძველი მონასტრის რეკონსტრუქციაში იღებს მონაწილეობას, სადაც ორი მონაზონი მას უმტკიცებს, რომ მისი დამხრჩვალი ქალიშვილი ეცხადებათ. ჯონს თავიდან არ სჯერა, მაგრამ ერთხელაც ის თავად ხედავს პატარა წითელ მოსასხამიან გოგონას...

54-hours qartulad

გლადბეკი ქართულად | 54 Hours qartulad

გლადბეკი ქართულად | 54 Hours qartulad



მოკლე აღწერა:

Based on the true story that shocked a nation in the summer of 1988 and revealed the scandalizing amount of errors committed by the media and the police in a half-baked attempt to rescue hostages.

milk qartulad

მილკი ქართულად | Milk qartulad

მილკი ქართულად | Milk qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი ამერიკის პირველ პოლიტიკოსზე - hარვი მილკზე მოგვითხრობს, რომელმაც საკუთარი ჰომოსექსუალური ორიენტაცია საქვეყნოდ აღიარა. იგი არჩეული იქნა ქალაქის მართველობაში და ჰომოსექსუალებისა - ლესბოსელების უფლებების კანონპროექტის მიღებას ითხოვდა...

attila qartulad

ატილა დამპყრობელი ქართულად | Attila qartulad

ატილა დამპყრობელი ქართულად | Attila qartulad



მოკლე აღწერა:

უძველესი თქმულება ირწმუნება, რომ ოდესღაც გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეძლებს დაუნდობელი მეომრების ტომების გაერთანებას და დაუმარცხებელი რომის იმპერიის გამოწვევის მიღებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ანტიკურ სამყაროს მართავს. ამ ადამიანის სახელი ლეგენდად იქცა და კაცობრიობის ისტორიაში შევიდა. ატილა - გუნების უშიშარი მმართველი. ფილმი მოგვითხრობს ორი უძლიერესი მებრძოლის და მათი ჯარის დაპირისპირების შესახებ: ატილასა და რომის სახელგანთქმული გენერალს ფლავიას...

the-cotton-club qartulad

კოტონ კლუბი ქართულად | The Cotton Club qartulad

კოტონ კლუბი ქართულად | The Cotton Club qartulad



მოკლე აღწერა:

"კოტონ კლუბი" ჰარლემის ცნობილი ღამის კლუბი იყო. ისტორია ხალხზე, რომელიც ამ კლუბში დადიოდა, და მათზე ვისაც იგი ეკუთვნოდა. ფილმი,რომელიც მასში აჟღერებულმა ჯაზმა გახადა ცნობილი...

the-spirit-of-the-beehive qartulad

ულიას სული ქართულად | The Spirit of the Beehive qartulad

ულიას სული ქართულად | The Spirit of the Beehive qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი - მოგვითხრობს პატარა ანაზე რომელიც შთაბეჭდილებების ქვეშაა ცნობილი "ფრანკენშტეინის" და საშინელებათა ფილმების ყურების შემდეგ, ასევე ფიქრობს სულებზე, რომელთა შესახებაც უფროსმა დამ მოუყვა ღამე, ძილის წინ. ის ჯიუტად მიდის ხოლმე მიტოვებულ სახლში იმ იმედით, რომ როდისმე ნახავს აჩრდილს, მოჩვენებას...