კაილს (ნიკოლას კეიჯი) და სარა მილერს (ნიკოლ კიდმანი) ყველაფერი ჰქონდათ: დიდი სახლი ტბის პირას, ძვირფასი მანქანები და პოტენციური რომანის შესაძლებლობა მათ ურთიერთობაში. კაილი მივლინებიდან ახალ დაბრუნებულია (იგი ბრილიანტებით მოვაჭრეა), მისი ქალიშვილი ევერი (ლიანა ლიბერტო) კი ჩუმად წვეულებაზე გაპარვას ცდილობს, როდესაც დაცვის ფორმაში ჩაცმული ოთხი ნიღბიანი ბოროტმოქმედი მათ სახლში შევარდება. ისინი ყველაფერს წაიღებენ რაც სეიფში იყო, ფულსაც და ბრილიანტებსაც. როდესაც კაილი მათ სარას გასათავისუფლებლად დაედევნება, ცოლ-ქმრის წარსული ცოდვები და ამ ოთხი მძარცველის წარსული ამოტივტივდება...
ფილმი მოგვითხრობს როკ ჯგუფზე, რომელსაც ჰქვია „ „ამერიკელი სატანა“. ბენდი სწრაფად გახდება პოპულალური ერთი კაცის დახმარებით, მაგრამ მალევე დაეწყება პრობლემები ჯგუფის სოლისტს...
კოლეჯის ხუთი კურსდამთავრებული მიემგზავრება მოშორებულ ტყის პატარა სახლში, იმისათვის, რომ სდაისვენონ და გაერთონ. მაგრამ არდადეგების დროს დასისხლიანებული უცნობის შემოჭრამ ყველაფერი გააფუჭა...
მას შემდეგ რაც, სექსუალური თამაშისას მის ქმარს გულის შეტევა დაემართება და ჯერალდი საწოლზე მიბმული დარჩება, მისი ყველა შიში ერთად მოიყრის თავს და საძინებელი წამების საკნად გადაიქცევა...
ედიტ პიაფის ცხოვრების ყოველი დღე შერკინებას გავდა. მას უხდებოდა ბრძოლა არსებობისთვის, სიმღერისთვის და სიყვარულისთვის. პარიზის ღარიბი უბნიდან მან შეძლო ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზებამდე მიღწევა და მოყვარულთა გულების დაპყრობა.
როდესაც 2003 წელს აშშ-მ ბაღდადის ოკუპაცია მოახდინა, ოფიცერი როი მილერი და მისი სამხედრო ინსპექტორებისგან შემდგარი გუნდი მასიური განადგურების იარაღის აღმოსაჩენად გაგზავნეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ის ერაყის უდაბნოში მართლაც ინახებოდა...
ელიტარული ქალბატონი სახელად მელანი დენიელსი სან-ფრანცისკოში, ზოომაღაზიაში ადვოკატთან ფლირტს გააბამს, რის შემდეგაც იმპულსურად დაედევნება კაცს, მისსავე მშბლიურ ქალაქში, რათა მას პატარა თუთიყუში აჩუქოს. როდესაც ქალაქში ჩავა, უეცრად ჩიტები გადაირევიან და ქალაქის მაცხოვრებლებს ესხმიან თავს...
უილიამ უილბერფოსი – პოლიტიკოსი, რომელიც ცნობილია თავისი მომხიბვლელობით, ჭკუით და მიზანსწრაფულობით. თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, ის უკვე თავისი კარიერის დასაწყისში იყო ძალიან კეთილშობილ და მამაც ადამიანად აღიარებული...
მოქმედება ხდება 1859 წლის კორეაში, დინასტია ჩოსონის მმართველობის დროს. უბრალო მოკვდავთა ცხოვრება ძალიან მძიმეა: მოსავალი არ არის, შიმშილობა, ავადმყოფობა, სიღარიბე ართმევს მოსახლეობას სიცოცხლის ხალისს. მდიდრებს და მმართველ ძალას კი საერთოდ არ აინტერესებთ თუ რა ხდება დაბალ ეშელონებში; მხოლოდ კუნდო დაინტერესდება ხალხის ბედით და დაიწყებს ბრძოლას მათ დასაცავად.
რობი – თავისი საქმის ნამდვილი ფანატიკოსია, საქმე კი მუსიკალური ფირფიტების გაყიდვაა. მისი დღეები ერთფეროვნად და წყნარად გადიან, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრება გადატრიალდება: საყვარელი გოგონა სხვასთან წავიდა! ახლა მელომანს მოუწევს თავისი ცხოვრება უკან გადატრიალოს, მან ხომ სადღაც შეცდომა დაუშვა...
იზოლირებულ მიწაზე სან-ფრანცისკოდან 50 მილის მოშორებით არის ყველაზე საშიში სახლი მსოფლიოში, რომელიც სარა ვინჩესტერმა ააშენა - ეს არის სახლი რომელსაც დასასრული არ აქვს...
სტოუნების ოჯახი განსხვავდება 'იშვიათი ურთიერთობით და ურთიერთგაგებით. მაგრამ როცა საყვარელი შვილი ევერეტ სტოუნი სახლში საცოლეს მერედიტს მოიყვანს, ექსცენტრიული ოჯახი გადაწყვეტს ახალგარზრდებს განუცხადოს თავისი უარყოფითი აზრი მომავალი მოსალოდნელი მოვლენების შესახებ. ევერეტი და მერედიტი მიმართავენ ევერეტის დას ჯულის, თუმცა ეს მხოლოდ გაართულებს სიტუაციას. სიტუაციას არანაირად არ გააადვილებს ყრუ ძმა–გეი ტედიც, იმის მიუხედავადაც, რომ მხოლოდ ის, ევერეტის გარდა, არ განიცდის მერედიტის მიმართ ზიზღის გრძნობას...
ფილმი დედოფალი ელისაბედის მეფობის ადრეულ წლებზე მოგვითხრობს. კათოლიკური ეკლესია წინააღმდეგია დედოფლის და ლორდ რობერტ დადლის რომანტიკული ურთიერთობის, მათ სურთ ელისაბედი მათთვის სასურველ კანდიდატს გაჰყვეს ცოლად...
28 დღის შემდეგ, რაც სასიკვდილო ვირუსი ბრიტანული კვლევითი დაწესებულებიდან გავრცელდა, ლონდონში გადარჩენილი ადამიანები ცდილობენ თავი დაიცვან და არ დაავადდნენ. ვირუსი ადამიანებს და ცხოველებს გადააქვთ და დაავადებულებს მანიაკებად აქცევს...
როდესაც კოლეჯის სტუდენთა ჯგუფი უიქენდზე კოტეჯში შუმერულ " მიცვალებულთა წიგნს" იპოვნის, ისინი მიმდებარე ტყიდან მათდაუნებურად დემონურ ძალებს დაიხსნიან და თანდათან მხოლოდ ერთი მათგანი რჩება ეშმაკეულ სულებთან შესაბრძოლებლად.
დაქორწინებული ბედნიერი წყვილი, კაზინოში ცდის ბედს თავიანთი ოცნების სახლის შესაძენად. როდესაც მთელ თანხას წააგებენ ცოლს გაუჩნდება შანსი მილიონი დოლარი იშოვნოს, რითაც თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას შესძლებენ, მაგრამ მაშინ, მან საყვარელ ქმარს უნდა უღალატოს...
ფილმი მოგვითხრობს პირველი მსოფლიო ომის ლეგენდარულ გმირზე – ინგლისელ ჯაშუშზე თ.ე. ლოურენსზე, რომელიც არაბთა ტომებში მოქმედებდა და ითავა მათი ლაშქრობა თურქების წინააღმდეგ. ფილმი თომას ედვარდ ლოურენსის ავტობიოგრაფიის მიხედვითა გადაღებული...
სასიკვდილო ვირუსმა ბრიტანეთის ყველა მოქალაქე იმსხვერპლა. ამერიკელთა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ საფრთხე ჩავლილია და კუნძულზე ჩასვლას გაბედავს. მალე ცხადი ხდება, რომ ვირუსი კვლავ ცოცხლობს და ახალ მსხვერპლს ელის...
ალექსი გადაწყვეტს მისი ძმის კოშმარებს ბოლო მოუღოს და შექმნას სპეციალური გუნდი ,პატარა ბავშვების წარმოსახვითი მონსტრების გასანადგურებლად. საქმე წარმატებით მიდიოდა , იქამდე სანამ ერთი მონსტი რეალური და ნამდვილად საშიში არ აღმოჩნდა...
ყოფილი გამოცდილი ადვოკატი უნდა დაუბრუნდეს თავის ძველ სამუშაოს და დაამტკიცოს ერთი ქალის უდანაშაულება, რომელსაც მკვლელობაში ედება ბრალი. ეს კი საშუალებას მისცემს დაიბრუნოს მეურვეობა საკუთარ შვილზე და სამსახური...
მიმა კირიგოე მომღერალია, რომელიც მის ტრიოს ტოვებს, რათა მსახიობი გახდეს. ეს აბრაზებს მის ფანებს, რომელიც მას პოპ კერპად აღიქვამენ. მას ეჭვები გაუჩნდება. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე საკუთარი ალტერ ეგო დაჰყვება თან, რომელიც აცხადებს რომ ისაა ნამდვილი მიმა. ის სიგიჟის ზღვარზეა, რადგან თანამშრომლები სასტიკად კვდებიან მის ირგვლივ...
1944 წელი, აუშვიცის საშინელება. პატიმარი იძულებულია დაწვას თანამემამულეების გვამები. ის ცდილობს გადაარჩინოს ცეცხლში დაწვისგან ბიჭის სხეული და დამარხოს ებრაული წესების მიხედვით...
სიმპათიური, თავის თავში დარწმუნებული კონგრესმენი სტივენ კოლინზი თავისი პოლიტიკური პარტიის მომავალია. მან თავდაცვითი ხარჯების კონტროლის კომიტეტის თავმჯომარის საპატიო თანამდებობა მიიღო. მთელი ყურადღება ამომავალ ვარსკვლავზეა მიპყრობილი, ის მომავალ საარჩევნო კამპანიაში თავისი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა გახდეს, მაგრამ ამ დროს მხეცურად კლავენ მის საყვარელ ქალს და სტივენის ცხოვრებაში საიდუმლოებების გამომჟღავნების ეტაპი დგება...
პუს, ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის ისტორია. გარე სამყაროდან იზოლირებული, ის მუდამ მიისწრაფოდა დახურული ქალაქიდან. მას მთელი გზის გავლა მოუწია მწვერვალიდან უფსკრულამდე...
დრამა 1950-იან წლებში ქარიზმატულ ინტელექტუალ "მბრძანებელსა" და ახალგაზრდა მეზღვაურის ურთიერთობაზე. დემობილიზებული მეზღვაური საიდუმლო წარსულით ვერ პოულობს ადგილს ომისშემდგომ ამერიკაში. ის იცვლის სამუშაოს სამუშაოზე მანამ, სანამ არ გაიცნობს რელიგიური კულტის ქარიზმატულ შექმნელს, ცნობილ მწერალს და ფილოსოფს...
ამბავი ფრანგ მოქანდაკე კამილა კლოდელზე, რომლიც შეპყრობილია იდეებით, რომ მისი მოშურნე — ისევე, როგორც მისი ყოფილი საყვარელი, ოგიუსტ როდენი — დასდევენ მას, რამაც კამილას ოჯახი იძულებული გახადა გაეგზავნათ ის ფსიქიატრიულ კლინიკაში საფრანგეთის სამხრეთით...
ამ სამხრეთულ დრამაში,დედა შვილი რამოდენიმე წლის წინანდელი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ, რომელმაც ისინი ერთმანეთს დააშორა, ერთიანდება სასოწარკვეთილი სიტუაციის გამო...
15 წლის განმავლობაში კომაში ყოფნის შემდეგ ვამპირი სელენა იგებს, რომ მას 14 წლის ვამპირი-მაქცია ჰიბრიდი ქალიშვილი ჰყავს სახელად ნისა. ერთად მათ უნდა შეაჩერონ სუპერ მაქცია, რომელსაც ყველას დახოცვა სურს...
პოსტ–აპოკალიფსური ტრილერი, სადაც მოქმედება ხდება ახლო მომავალში. დედამიწაზე შექმნილია წყლის დეფიციტი. ბოროტმოქმედს ხელში აქვს ჩაგდებული ჭა, გაბედული 17 წლის გოგონა ცდილობს შეეწინააღმდეგოს ბოროტ ბარონს...
კარტერების ოჯახი, "ბორბლებიანი სახლით" ამერიკაში მოგზაურობს. ავარიის შემდეგ, ისინი საიდუმლო ატომურ ზონაში ხვდებიან, რომელიც ცივილიზაციას არის მოწყვეტილი...
ოთხი რეგისტრაციის არმქონე სტუდენტის ისტორია, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კლუბი მათ მასწავლებელთან ერთად და ოცნებობენ მოუგონ მასაჩუსეთსის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს საერთშორისო წყალქვეშა რობოტების კონკურსზე...
დაქირავებული მკვლელი "ელ მარიაჩი" საერთაშორისო ჯაშუშურ სქემაში ჩართული აღმოჩნდება,რომელშიც კორუმპირებული მექსიკელი გენერალი მონაწილეობს...
დიდი დეპრესიის ჩრდილში - სახელგანთქმული კრიმინალები ჯონ დილინჯერი, "ბავშვის სახიანი" ნელსონი და "ლამაზი ბიჭი" ფლოიდი დანაშაულს გეგმავენ. ედგარ ჰუვერსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროზეა დამოკიდებული მათი დამარცხება, ამ მწარე რეალობით აღსავსე კრიმინალურ დრამაში...
მორიგი პატრულირების დროს, მცირეოდენი თანხისა და ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციისას ორი ახალგაზრდა ოფიცერი ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების წევრთა სამიზნე ხდება...
ედ ვუდი ყველა დროის ყველაზე ცუდი რეჟისორია. იგი თავის მეგობრებთან ერთად ერთმანეთის მიყოლებით იღებს მცირებიუჯეტიან ფილმებს, მაგრამ პოპულარობასა და წარმატებას ვერ აღწევს. ტიმ ბარტონისა და ჯონი დეპის უცნაური, შავ-თეთრი, ერთობლივი ნამუშევარი...
ნიუ-იორკელ დეტექტივს იჩაბოდ ქრეინს "სლიფი ჰოლოუში" გააგზავნიან სერიული მკვლელობების გამოსაძიებლად. უცნაური კი ის არის, რომ ყველა მსხვერპლს თავი აქვს მოჭრილი. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ამ დანაშაულების ავტორი, თვით ლეგენდარული უთავო მხედარია...
უსახლკარო მუსიკოსი ლოს-ანჟელესიდან, რომელიც შიზოფრენიით არის ავად, უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზში დაკვრაზე ოცნებობს. ფილმი გადაღებულია მუსიკოს ნატანიელ აიერსის რეალური ისტორიის მიხედვით...
არისტოკრატი ქალები, თანამედროვე მდიდრები, პოლიტიკოსები, კრიმინალები, ჟურნალისტები, მსახიობები, კეთილშობილური ოჯახების პირმშოები, მღვდლები, მხატვრები, რეალური თუ მოჩვენებითი ინტელექტუალები… ყველა მათგანს შთანთქავს თანამედროვე ბაბილონი, მანამ სანამ ისინი ქსოვენ მყიფე ურთიერთობების ქსოვილს, მიეცემიან მოუსვენარ ცხოვრებას უძველესი სასახლეების, დიდი ვილების და ბრწყინვალე ტერასების ფონზე...
ფრანგული წინააღმდეგობის აქტივისტი ანდრე ნაცისტების მიერაა დატყვევებული. იგი გაქცევის გეგმაზე მუშაობს. იმავე დღეს, როდესაც მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ, ახალ თანამესაკნეს შეუსახლებენ. უნდა მოკლას თუ არა ანდრემ ის, თუ გარისკოს მისი გეგმის გამომჟღავნება ადამიანისათვის, რომელიც შესაძლოა გესტაპოს ინფორმატორი იყოს?..
1945 წლის მაისი. დანია ნელნელა ფხიზლდება გერმანიის ოკუპაციის შემდეგ, მაგრამ მთლიანად დასავლეთ სანაპირო დანაღმულია - ეს სიურპრიზია მოკავშირე არმიასთვის. სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებით, განაღმვა მოხდება სამხედრო ტყვეების მეშვეობით. სერჟანტ რასმუსენს კატეგორიულად არ უმართლებს. მის დაქვემდებარებაში ძალიან ახალგაზრდა გერმანელი ჯარისკაცები არიან. ბიჭები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთისგან იწერდნენ საკონტროლოზე...
1966 წელი, ვიეტნამის ომი. საიდუმლო დავალების დროს პილოტი დიტერ დენგლერის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ტყვეობაში მოხვედრისას, დიტერი არ აპირებს ფარხმლის დაყრას – ის კიდევ რამოდენიმე პატიმართან ერთად გაქცევას გეგმავს...
ამერიკელი გოგონა იტალიაში არდადაგების დროს პოულობს უპასუხოდ დატოვებულ ბარათს - "წერილი ჯულიეტას". ეს წერილი ერთ-ერთია ვერონაში, შეყვარებულთა ციხე-დარბაზის ეზოში შენახულ ბარათებს ს შორის.RN გოგონა წერილში მითითებული შეყვარებულების ძებნას იწყებს...
ფილმი რეალურ ამბავზეა, ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონ მარკ შულცზე და პარანოიდ, შიზოფრენიკ ჯონ დუპონზე, რომელმაც მარკის ძმა, აგრეთვე ოლიმპიური ჩემპიონი დეივ შულცი მოკლა...
1950 წლის ომის შემდგომი ლონდონის გლამური. დიზაინერი რეინოლს ვუდკოკი და მისი და საირილი ბრიტანული მოდის ცენტრში არიან. ვუკდოდკის ცხოვრებაში ქალები მრავლადაა, თუმცა ვუდკოკი მარტოა მანამ, სანამ ჯიუტ და ძლიერ ახალგაზრდა ქალს - ელმას არ შეხვდება, რომელიც მალე მისი ცხოვრების მუზა და სიყვარული ხდება. ოდესღაც კონტროლირებად, მკაცრ და წინასწარ დაგეგმილ ცხოვრებას ძირი სიყვარულის ძალით ეთხრება...
ეს არის თვალწარმტაცი დეპრესიული ეპოქის მელოდრამა. მონდომებული ვეტერინარი სტუდენტი ჯეიკობ იანკოვსკი ცირკში ცხოვრელების მომვლელად იწყებს მუშაობას, მაგრამ დილემის წინაშე დგება როდესაც დაქორწინებული ქალი უყვარდება...
12 წლის ანდუან დუანელი ძნელად აღსაზრდელი მოზარდია. დედამისი პირადი ცხოვრებითაა დაკავებული და არც დრო აქვს და არც სურვილი, ვაჟის პრობლემებში გაერკვიოს. მამინაცვალი - სუსტი ნებისყოფის კაცია და არც ცოლზე აქვს გავლენა და არც შვილზე. მასწავლებელი ბავშვს მხოლოდ სჯის. ანტუანი და მისი მეგობარი სულ უფრო ნაკლებად დადიან სკოლაში...
ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი ქალაქური ცხოვრების ქარ–ცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემოც თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. მარჩელო 50–იანი წლების მიწურულს რომის "ღვთაებრივ კომედიას" ადევნებს თვალყურს, ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს...
ფილმის მოქმედება ვითარდება შოტლანდიაში, სადაც ყოველდღე ედინბურგ-გლაზგოს გზატკეცილზე დადის ძვირადღირებული მანქანა მდიდარი მძღოლის თანხლებით. საჭესთან ლამაზმანია დიდი მკერდით და მწვანე თვალებით. გზად ის იყვანს მგზავრებს, ძირითადად ჯანმრთელ და ძლიერი მამაკაცებს. უცნაური ლამაზმანის მგზავრები უკან აღარ ბრუნდებიან...
მეორე მსოფლიო ომის დროს "ქართან მოსაუბრები" აშშ სამხედრო ძალების სპეციალურ დანაყოფს წარმოადგენდა. მისი წევრები საიდუმლო კოდურ ენას ფლობდნენ, რომლის გაშიფრვაც შეუძლებელი იყო.