დრამა ქართულად

memories-of-the-sword qartulad

ხმლის მოგონებები ქართულად | Memories of the Sword qartulad

ხმლის მოგონებები ქართულად | Memories of the Sword qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი ეხება ხმლის ხმარების ხელოვნებას 3 პროფესიონალს. მათ აჯანყება მოაწყვეს კორიოს დინასტიის მოღვაწეობის ეპოქაში. დოკ კიმ უღალატა კომპანიონებს, რამაც პუნ ჩანის სიკვდილი გამოიწვია. სოლ რანს არაფერი დარჩენოდა გარდა სოლ ჰისთან ერთად გაქცევისა. გავიდა 18 წელი. დოკ კი ერთ-ერთი გავლენიანი პიროვნება გახდა ქვეყანაში, ხოლო დაბრმავებული სოლ რანი შურისძიებაზე ოცნებობს. მან სოლ ჰის ასწავლა ხმლის ხმარების ხელოვნება, იმისთვის, რომ მოღალატეზე შური იძიოს...

ridicule qartulad

დაცინვა ქართულად | Ridicule qartulad

დაცინვა ქართულად | Ridicule qartulad



მოკლე აღწერა:

ვერსალი, 1780 წელი. ლუი XVI_ს სასახლე. გრეგუარ დე პონსელუდონი თავისი პროვინციული ქონების გადატანისას ცდილობს აუდენციას მიაღწიოს და მეფეს გადააწყვეტინოს სერიოზული პრობლემა, დაჭაობებული მიწების მელიორიზაციაზე. მაგრამ სანამ ის მეფემდე მიაღწევს, მოუწევს გადალახოს რამდენიმე ბარიერი, რომელიც სასამართლოს მიერ აღიმართა. აქ მხოლოდ მიზანსწრაფვა და გამარჯვებისკენ ლტოლვა თუ გადაარჩენს მას...

submergence qartulad

ფსკერზე ქართულად | Submergence qartulad

ფსკერზე ქართულად | Submergence qartulad



მოკლე აღწერა:

აღმოსავლეთ აფრიკაში ინგლისელი ჯეიმს მური შეიპყრეს. ათასობით მილის იქით გრინლანდიის ზღვაში დენილ ფლაინდერსი ემზადება ჩასაყვინთად, რათა მიაღწიოს ოკეანის ფსკერს...

a-street-cat-named-bob qartulad

ქუჩის კატა სახელად ბობი ქართულად | A Street Cat Named Bob qartulad

ქუჩის კატა სახელად ბობი ქართულად | A Street Cat Named Bob qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი დაფუძნებული საერთაშორისო ბესტსელერ წიგნზე. ფილმი მოგვითხრობს როგორ შეიცვალა ჯემს ბოუენის ცხოვრება, როდესაც იგი წითურ კატას შეხვდა...

vagabond qartulad

უსახლკარო ქართულად | Vagabond qartulad

უსახლკარო ქართულად | Vagabond qartulad



მოკლე აღწერა:

ახალგაზრდა მოხეტიალე ქალის ისტორია,რომელიც ერთ ზამთარს, ღვინის ქვეყანა საფრანგეთში მოგზაურობს.

vivre-sa-vie qartulad

ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით ქართულად | Vivre Sa Vie qartulad

ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით ქართულად | Vivre Sa Vie qartulad



მოკლე აღწერა:

მუსიკალური ფირფიტების გამყიდველი ნანა ანებებს თავს სამსახურს, შორდება ქმარს და ბავშვს მასთან ტოვებს. კარგავს ბინას, იწყებს ამორალურ ცხოვრებას. ფილმი დაყოფილია 12 ეპიზოდად. მოქმედება ხდება კაფეში, მუსიკალური ფირფიტების მაღაზიაში, პოლიციის განყოფილებაში და პარიზის ქუჩებში...

four-weddings-and-a-funeral qartulad

ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა ქართულად | Four Weddings and a Funeral qartulad

ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა ქართულად | Four Weddings and a Funeral qartulad



მოკლე აღწერა:

ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა ბრიტანული კომედიაა ინგლისელი მამაკაცის, სახელად ჩარლისა და ამერიკელი ქალის, კერის შესახებ, რომლებიც რამოდენიმეჯერ ხვდებიან ერთმანეთს სხვადასახვა ქორწილზე, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ ნამდვილად ერთმანეთისთვის არიან შექმნილები...

dear-frankie qartulad

ძვირფასო ფრენკი ქართულად | Dear Frankie qartulad

ძვირფასო ფრენკი ქართულად | Dear Frankie qartulad



მოკლე აღწერა:

ცხრა წლის ფრენკის და მისი დედის ლიზის ისტორია, რომლებიც ადგილიდან ადგილზე გადადიან, რაც ბიჭს თავისი თავი ახსოვს. დედას სურს თავისი შვილი სიმართლისგან დაიცვას, მაგრამ ბიჭის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ლიზი მოიგონებს ისტორიას – ის რეგულარულად წერს ფრენკის მამის სახელით, რომელიც თითქოს ეკზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობს. მოულოდნელად ლიზი გაიგებს, რომ "მამის" გემი მათ პორტში შემოვა რამოდენიმე დღეში. ახლა მან არჩევანი უნდა გააკეთოს – ან მოუვყეს ფრენკის სიმართლე ან შეადგინოს სასოწარკვეთილი გეგმა.

the-battle-of-algiers qartulad

ბრძოლა ალჟირისთვის ქართულად | The Battle of Algiers qartulad

ბრძოლა ალჟირისთვის ქართულად | The Battle of Algiers qartulad



მოკლე აღწერა:

პოლიტიკური ფილმი ალჟირის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის რეალური მოვლენების შესახებ. ფილმის ჩვენება აკრძალული იყო საფრანგეთში...

wag-the-dog qartulad

კუდის ქიცინი ქართულად | Wag the Dog qartulad

კუდის ქიცინი ქართულად | Wag the Dog qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი " კუდის ქიცინი" ეს არის პოლიტიკური სატირა, სადაც გადმოცემულია მედიის მანიპულაციები და პოლიტიკა წლების განმავლობაში. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტს ბრალად ედება ახალგაზრდა გოგოსთან სექსუალური ურთიერთობა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მრჩეველები მას ალბანეთში ყალბი ომის წამოწყებას ურჩევენ...

solaris qartulad

სოლარისი ქართულად | Solaris qartulad

სოლარისი ქართულად | Solaris qartulad



მოკლე აღწერა:

ამ პლანეტის საიდუმლოება აღელვებს ხალხს უკვე მრავალი ათწლეულია... სოლარისის ოკეანე წარმოადგენს გიგანტურ ტვინს, მაგრამ ყველა ცდა უცნობ ცივილიზაციასთან დაკავშირებისა კრახით მთავრდება. კოსმოსურ სადგურზე უჩვეულო მოვლენები ხდება. ხალხი აღმოაჩენს რომ მათმა ფიქრებმა, მოგონებებმა შეიძინეს მატერიალიზირების უნარი...

barry-lyndon qartulad

ბარი ლინდონი ქართულად | Barry Lyndon qartulad

ბარი ლინდონი ქართულად | Barry Lyndon qartulad



მოკლე აღწერა:

უბრალო ირლანდიელი ბიჭის, რედმონდ ბარის ცხოვრეის ისტორია. ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდამ მან დუელზე ინგლისური ჯარის ოფიცერი მოკლა. პოლიციისგან დამალვის მიზნით მას მშობლიური სახლის მიტოვება მოუწია და ირლანდიაში მოგზაურობა. მისი მოგზაურობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. მას ყაჩაღებმა ფული, იარაღი და ცხენი წაართვეს და რაიმონდი იძლებული გახდა ინგლისური ჯარების რიგებში ჩაწერილიყო.

inside-llewyn-davis qartulad

ლუინ დევისის შინაგანი მხარე ქართულად | Inside Llewyn Davis qartulad

ლუინ დევისის შინაგანი მხარე ქართულად | Inside Llewyn Davis qartulad



მოკლე აღწერა:

ლუინ დევისი დაბნეულია. იგი ოცნებობს გახდეს მუსიკოსი. მას გარს ახვევია ცნობილი სახეები, როგორებიც არიან მისი მეგობარი ჟან ბერკლი და მისი ძმა ჯიმი, ასევე მუსიკალური პროდიუსერები და ცინიკური კოლეგები. შეუძლებელია გაუძლო ზეწოლას ყოველი მხრიდან. იგი იძულებულია წავიდეს სამოგზაუროდ...

stalker qartulad

სტალკერი ქართულად | Stalker qartulad

სტალკერი ქართულად | Stalker qartulad



მოკლე აღწერა:

უსახელო და უსახური ქალაქის ახლოს, საიდუმლოებით მოცული ადგილი მავთულხლართებითა და მოდარაჯე ჯარისკაცებით არის დაცული. იქ შეღწევას ვერავინ ბედავს, სტალკერის გარდა.

post-tenebras-lux qartulad

სინათლე წყვდიადის შემდეგ ქართულად | Post Tenebras Lux qartulad

სინათლე წყვდიადის შემდეგ ქართულად | Post Tenebras Lux qartulad



მოკლე აღწერა:

ხუანი და ნატალია - კლასიკური წყვილია ლათინური ამერიკიდან ორი მშვენიერი პატარა ბავშვით. ისინი მიდიან ევროპიდან და წარსულში ტოვებენ ბოჰემურ წვეულებებს, ეროტიკულ ექსპერიმენტებს და მათთვის ჩვეულ საზოგადოებას - მშვიდი და წყნარი ოჯახური ცხოვრებისთვის მექსიკის სახლში, რომელიც იმყოფება მთებში.

cries-and-whispers qartulad

ჩურჩული და ყვირილი ქართულად | Cries and Whispers qartulad

ჩურჩული და ყვირილი ქართულად | Cries and Whispers qartulad



მოკლე აღწერა:

რა ხდება ოჯახში, როდესაც მძიმე ავადმყოფი ადამიანი კიბოსგან კვდება? რითი შეუძლიათ ნათესავებს მისი დახმარება, თუ მათ თავად დახმარება სჭირდებათ? ან იქნებ დახმარება ამ შემთხვევაში ორმხრივი უნდა იყოს?

the-turin-horse qartulad

ტურინის ცხენი ქართულად | The Turin Horse qartulad

ტურინის ცხენი ქართულად | The Turin Horse qartulad



მოკლე აღწერა:

1889 წელი. გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე იტალიაში, ტურინში მოგზაურობს. ერთხელ ქუჩაში იგი შეესწრო როგორ სცემდა კაცი თავის ცხენს მათრახით, მან ვერ მოითბინა მივიდა ცხენთან კისერზე შემოაჭდო ხელები და ტირილი დაიწყო. ყველა გაოგნებული უყურებდა კარგად ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც თავშეუკავებლად ბღაოდა. ნიცშე მოაცილეს ცხენს და სახლში წაიყვანეს. შემდგომ გაირკვა, რომ იგი ფსიქიურად გაუწონასწორებელი იყო და საგიჟეთში მოათავსეს, სადაც ცხოვრების დარჩენილი წლები გაატარა. მაგრამ, რა მოუვიდა ცხენს და მის პატრონს? ამის შესახებ მოგვითხრობს ფილმი...

pierrot-le-fou qartulad

შეშლილი პიერო ქართულად | Pierrot le Fou qartulad

შეშლილი პიერო ქართულად | Pierrot le Fou qartulad



მოკლე აღწერა:

ფერდინანდი და მისი შვილის ძიძა მარიანა სახლიდან გარბიან და ზღვისკენ მიდიან... ფერდინანდი მდიდარ ცოლს ტოვებს, მარიანა კი ბანდიტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ისინი სამოთხისმაგვარ, განმარტოვებულ კუნძულზე ხვდებიან.

laurence-anyways qartulad

და მაინც ლოურენსი ქართულად | Laurence Anyways qartulad

და მაინც ლოურენსი ქართულად | Laurence Anyways qartulad



მოკლე აღწერა:

ლორანსი 35 წლის მასწავლებელია. ის ცდილობს დაალაგოს ურთიერთობა საცოლესთან, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. ლორანსი გადაწყვეტს სქესი შეიცვალოს და ქალი გახდეს. ახალ ამბავს არაერთგვაროვნად ხვდება მისი საცოლე. ფილმს მიღებული აქვს კანის კინოფესტივალის პრიზი "განსაკუთრებული ხედვა"...

the-man-who-wasnt-there qartulad

ადამიანი რომელიც არ არსებობდა ქართულად | The Man Who Wasn't There qartulad

ადამიანი რომელიც არ არსებობდა ქართულად | The Man Who Wasn't There qartulad



მოკლე აღწერა:

ამბავი ვნებაზე, დანაშაულსა და სასჯელზე, რომელიც 1949 წლის ზაფხულში მოხდა. კალიფორნიის პატარა ქალაქის დალაქი ედ კრეინი, უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, მაგრამ მისი ცოლის, დორისის ღალატი შანსს აძლევს შეცვალოს იგი...

one-true-thing qartulad

ჭეშმარიტი ღირებულებები ქართულად | One True Thing qartulad

ჭეშმარიტი ღირებულებები ქართულად | One True Thing qartulad



მოკლე აღწერა:

როდესაც გალდენების ოჯახში უბედურება ისადგურებს, კეტრინი და ჯორჯი დახმარებას ერთადერთ ქალიშვილს, ელენს (ნიუ-იორკის პრესიჟული ჟურნალის ამბიციური ჟურნალისტი) სთხოვენ. ქალიშვილი მსხვერპლად კარიერას სწირავს და მშობლებთან, ავადმყოფი დედის მოსავლელად მიემგზავრება. ამ პერიოდში ელენს ახალი სამყაროს შესაცნობად და მასში ადგილის დასამკვიდრებლად, გრძელი და რთული გზის გავლა უწევს...

wonder-boys qartulad

ვუნდერკინდები ქართულად | Wonder Boys qartulad

ვუნდერკინდები ქართულად | Wonder Boys qartulad



მოკლე აღწერა:

მაყურებლებმა ამ ფილმს 2000 წლის საუკეთესო ფილმი უწოდეს. უნივერსიტეტის პროფესორი ე.წ. "შუახნის კრიზისს" განიცდის, მის ნიჭიერ სტუდენტს კი ბავშვობიდან ზრდასრულობის ასაკში გარდამავალი პერიოდის სირთულეების გადალახვა უწევს.

on-the-edge qartulad

ზღვარზე ქართულად | On the Edge qartulad

ზღვარზე ქართულად | On the Edge qartulad



მოკლე აღწერა:

ერთხელ ახალგაზრდა ბიჭმა მისი ძმის ოთახიდან აიღო მამამისის ფერფლი, გაიტაცა ავტომობილი და დიდი სისწრაფით აპირებდა უფსკრულში გადავარდნას. მაგრამ სასწაულებრივი გზით იგი ცოცხალი გადარჩა. მანქანის გატაცების გამო ციხის მაგივრად მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ათავსებენ. ის თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილი პაციენტების განყოფილებაში მოხვდა. ჯონათანი ხვდება რომ ეს მისი მეორე შანსია დააფასოს ცხოვრება , რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მშვენიერია...

ordet qartulad

სიტყვა ქართულად | Ordet qartulad

სიტყვა ქართულად | Ordet qartulad



მოკლე აღწერა:

1925 წლის აგვისტოში დანიის ფერმაში პატრიარქ ბორგანს ჰყავდა სამი ვაჟი: მიკელი, კეთილგულიანი აგნოსტიკი, რომლის ცოლი ინგერი ორსულადაა, იოჰანესი, რომელსაც სჯერა, რომ ის არის იესო და ანდერსი, ახალგაზრა, უყურადღებო ყმაწვილი, რომელსაც მკერავის ქალიშვილი უყვარს. სასიყვარულო ურთიერთობასა და განსხვავებულ რწმენას შორის დაბრკოლება ჩნდება...

the-great-escape qartulad

დიდი გაქცევა ქართულად | The Great Escape qartulad

დიდი გაქცევა ქართულად | The Great Escape qartulad



მოკლე აღწერა:

ციხის ბანაკებიდან გაქცეულ პატიმართა რაოდენობამ, მათ შორის მოკავშირეთა შედარებით მცირე რიცხვმა, ნაცისტების რისხვა გამოიწვია. ისინი ომის დასრულებამდე გაძლიერებული დაცვის ბანაკებში გადაიყვანეს. პატიმრების გაბედული ჩანაფიქრი წარმოადგენს გაქცევის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ მცდელობას მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე...

new-police-story qartulad

ახალი ამბავი პოლიციელებზე ქართულად | New Police Story qartulad

ახალი ამბავი პოლიციელებზე ქართულად | New Police Story qartulad



მოკლე აღწერა:

დაპირისპირება პოლიციის ინსპექტორსა და კრიმინალურ დაჯგუფებას შორის განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედებმა რამოდენიმე პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლეს. ინსპექტორი ვინგი ახალ მეწყვილესთან ერთად ცდილობს, შური იძიოს კოლეგების მკვლელობისათვის...

the-courageous-heart-of-irena-sendler qartulad

ირენა სანდლერის მამაცი გული ქართულად | The Courageous Heart of Irena Sendler qartulad

ირენა სანდლერის მამაცი გული ქართულად | The Courageous Heart of Irena Sendler qartulad



მოკლე აღწერა:

ვარშავის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლის, ირენა სანდლერის ისტორია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 2500 ებრაელი ბავშვი სიკვდილისგან იხსნა და ვარშავის გეტოდან გააპარა.

bride-prejudice qartulad

პატარძალი და ცრურწმენა ქართულად | Bride & Prejudice qartulad

პატარძალი და ცრურწმენა ქართულად | Bride & Prejudice qartulad



მოკლე აღწერა:

ჯეინ ოსტინის კლასიკური ისტორიის ბოლივუდური ვერსია რომელშიც ქალბატონ ბაკშის მისი ქალიშვილებისათვის შესაფერისი საქმროების პოვნა სურს.როდესაც მათთან სტუმრად ორი მდიდარი მამაკაცი ბალრაჯი და დარსი ჩამოდიან, ბაქშის ოჯახში დიდი იმედი გაჩნდება. თუმცა ,სხვადასხვა გარემოებები და მოსაზრებები სიყვარულს წინ ეღობება...

talk-to-her qartulad

ესაუბრე მას ქართულად | Talk to Her qartulad

ესაუბრე მას ქართულად | Talk to Her qartulad



მოკლე აღწერა:

რეჟისორი პედრო ალმოდოვარი მარტოობის, საიდუმლოებების, ღალატის და მამაკაცებსა და ქალებს შორის რთული ურთიერთობების შესახებ გვიამბობს...

red-road qartulad

წითელი ქუჩა ქართულად | Red Road qartulad

წითელი ქუჩა ქართულად | Red Road qartulad



მოკლე აღწერა:

ჯეიკი არის სსტვ-ის ოპერატორი. ყოველ დღე ის აკვირდება სამყაროს მცირე ნაწილს, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები. ერთ დღეს მის მონიტორზე იმ კაცის სახე გამოჩნდება, რომლის ნახვის სურვილიც ჯეიკს აღარ აქვს. ახლა კი მას არჩევანი არ აქვს, მასთან პირისპირ შეხვედრა მოუწევს...

the-place qartulad

შეხვედრის ადგილი ქართულად | The Place qartulad

შეხვედრის ადგილი ქართულად | The Place qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმის მოქმედება იწყება მაშინ, როდესაც ცხრა უცხო ადამიანი ერთსა და იმავე ადგილას აღმოჩნდება. მათ არ იციან რისთვის მოვიდნენ აქ, არც იმ ადამიანის ვინაობა იციან ვინც აქ მოიყვანა. ისინი იწყებენ უცნობზე მსჯელობას. აღმოჩნდება, რომ უცნობს მათი ნებისმიერი სურვილის შესრულება შეუძლია, სანაცვლოდ კი მათ რაიმე უნდა გააკეთონ. რაც უფრო რთულად შესასრულებელია სურვილი, მით უფრო რთული დავალება ელით მათ...

annapolis qartulad

შერკინება ქართულად | Annapolis qartulad

შერკინება ქართულად | Annapolis qartulad



მოკლე აღწერა:

ჯეიკ ჰიუარდი გემთმშენებლების ოჯახიდანაა. იგი მომაკვდავ დედას შეჰპირდა, რომ ანაპოლისის საზღვაო აკადემიაში ჩააბარებდა. მიუხედავად არასტაბილური ნიშნებისა, ჯეიკმა ისე მოაბეზრა თავი კონგრესმენს, რომ მისი წყალობით, მაინც ჩაირიცხა აკადემიაში. ჩარიცხვისთანავე, ძალიან მალე, ჯეიკმა დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენა. მუდმივად რისკის ზღვარზე მყოფი ჯეიკი, ხშირად აწუხებდა მთელ ჯგუფს მისი ზღვარგადასული ქმედებებით და თითქმის უკვე მზად იყო მიატოვებინა სწავლა, რომარა მისი არაკეთილიგანწყობილი მამის გამოჩენის ფაქტორი, რამაც ჯეიკი უკან მოაბრუნა. ჯიუტი ჯეიკი, ისევე როგორც მისი მომავალი შეყვარებული, უფროსკურსელი ალი, დასაყრდენს პოულობს მეგობრებში, ხოლო ის რამაც შესაძლოა წარმატება მოუტანოს ჯეიკს - ეს არის რაზმის ღია ტურნირი კრივში ყველა რანგის სამხედრო მოსამსახურეთავთვის...

the-mission qartulad

მისია ქართულად | The Mission qartulad

მისია ქართულად | The Mission qartulad



მოკლე აღწერა:

ჯერემი აირონსი ესპანელი იეუზიტის როლში, რომელიც სამხრეთ ამერიკის ველურ მხარეში მისიაზე მიდის ინდიელების რეგიონში ცივილიზაციის შესატანად. რობერტ დე ნირო მონებზე მონადირეს თამაშობს, რომელიც აირონსს ამ მისიის შესრულებაში უერთდება. როდესაც ესპანეთი ამ კოლონიას პორტუგალიას მიჰყიდის, ისინი ყველაფერს აკეთბენ იმისთვის, რომ პორტუგალიელი აგრესორებისგან თავი დაიცვან...

the-grandmaster qartulad

ოსტატი ქართულად | The Grandmaster qartulad

ოსტატი ქართულად | The Grandmaster qartulad



მოკლე აღწერა:

მოქმედება იწყება 1936 წელს, როცა იპ მანი ჯერ კიდევ 40 წლის დარდიმანდი იყო და მშობლების მილიონებზე იჯდა. მას შემდეგ რაც იაპონია ჩინეთის ჩრდ. აღმოსავლეთ ნაწილს იპყრობს დიადი ოსტატი გონი ჩადის ფოშანში სადაც “ოქროს პავილიონში” მისი გაცილების ცერემონია უნდა ჩატარდეს. მოხუცი ოსტატი სხვადასხვე პრეტენდენტს ეჩხუბება, რომელთა შორის საუკეთესო იპ მანია. ამ დროს ჩამოდის მისი გოგო რომელიც მამის გარდა ერთადერთია ვინც ფლობს “64 ხელის” სასიკვდილო ტექნიკას. გონის და იპ მანის ორთაბრძოლა გადაიქცევა მგრძნობიარე და ელეგანტურ ცეკვად.

badlands qartulad

უნაყოფო ნიადაგი ქართულად | Badlands qartulad

უნაყოფო ნიადაგი ქართულად | Badlands qartulad



მოკლე აღწერა:

1959 წელს ახალგაზრდა ყმაწვილი სახელად კიტი და მისი არასრულწლოვანი მეგობარი გოგონა ჰოლი გარბიან სახლიდან გოგონას მამის მკვლელობის შემდეგ, რომელიც მათ შეხვედრებს უკრძალავდა. მონტანას უნაყოფო მიწებზე მგზავრობისას წყვილი დაუნდობელი მკვლელობების სერიას ჩაიდენს...

three-colors-red qartulad

სამი ფერი: წითელი ქართულად | Three Colors: Red qartulad

სამი ფერი: წითელი ქართულად | Three Colors: Red qartulad



მოკლე აღწერა:

კშიშტოფ კისლოვსკის ტრილოგიის მესამე ფილმი - წითელი, სიყვარულის შესახებ, რომელიც ხანდახან ადამიანების ბედ-იღბალს განაგებს...

albert-nobbs qartulad

ალბერტ ნობსი ქართულად | Albert Nobbs qartulad

ალბერტ ნობსი ქართულად | Albert Nobbs qartulad



მოკლე აღწერა:

ალბერტ ნობსი მეცხრამეტე საუკუნი მიწურულს ცხოვრობდა ირლანდიაში. მოქმედება ვითარდება 1898 წელს, დუბლინში, საუკეთესო სასტუმროში MORRISON’S , სადაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ: ცოლისგან გაქცეული მოხუცებული ექიმი ჰოლორანი, ფრანგი მადამ და მისიე პიგო, მურების ხელმომჭირნე ოჯახი, ჰომოეროტიული გართობებისგან არც ისე შორს მყოფი ვიკონტი იარელი და ანალოგიური პრიორიტეტების მქონე მისი მეუღლე... მიმტანი ალბერტ ნობსი ცდილობს ყველა მათგანს მოემსახუროს...

45-years qartulad

45 წელი ქართულად | 45 Years qartulad

45 წელი ქართულად | 45 Years qartulad



მოკლე აღწერა:

ქეით მერსერი და მისი მეუღლე ჯეფი იძულებული არიან, თავიანთი ქორწინების 40 წლის იუბილე გადადონ, რადგანაც ჯეფის შუნტირების ოპერაციის გადატანა უწევს. საკმაოდ უცნაურ, მემარცხენე, უშვილო, პროვინციელ წყვილს ერთი კვირა დარჩა, სანამ თავიანთი ერთად ყოფნის 45 წლის იუბილეს იზეიმებენ. კაცმა რომ თქვას, ეს კვირა მხოლოდ დაგეგმვას, ტანსაცმლის შეძენას და საზოგადოებასთან ხანმოკლე ურთიერთობას დაჭირდება. მოულოდნელად ჯეფი შვეიცარიის ხელისუფლებისგან გამანადგურებელ ინფორმაციას იღებს: მისი ყოფილი შეყვარებულის, კატიას უნაკლოდ შენახული სხეული იპოვეს 50 წლის შემდეგ, რაც ის ალპების მყინვარიდან გადაიჩეხა. ამ ინფორმაციის მიღების წამიდან, ქეითი ოთახში თანდათან კატიას სუნამოს სუნს გრძნობს და ქორწინების შესახებ მისეული ხედვა სამუდამოდ იცვლება...

the-domino-principle qartulad

დომინოს პრინციპი ქართულად | The Domino Principle qartulad

დომინოს პრინციპი ქართულად | The Domino Principle qartulad



მოკლე აღწერა:

ტაკერი მუდმივად უიღბლობით გამოირჩევა.ვიეტნამის ომის ვეტერანი სასჯელს იმ მკვლელობისთვის იხდის, რომელიც არ ჩაუდენია. ერთ დღესაც მას კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ესტუმრება.იგი მას თავისუფლებას პირდება, თუ ციხეში კონკრეტულ პირს მოკლავს...

somethings-gotta-give qartulad

სიყვარული წესების გარეშე ქართულად | Something's Gotta Give qartulad

სიყვარული წესების გარეშე ქართულად | Something's Gotta Give qartulad



მოკლე აღწერა:

არი სანბორნი, მუსიკალური ინდუსტრიის უკვე ასაკოვანი ხელმძღვანელია, რომელსაც ახალგაზრდა ქალები იზიდავს და მისი ბოლო მსხვერპლი მარინია. ყველაფერი მაშინ რთულდება, როდესაც მარინის დედის, ერიკას სახლში ჰარის გულის შეტევა მოუვა. ის ერიკას და ექიმის გარემოცვაში რჩება და ნელნელა, სასიყვარულო სამკუთხედიც იკვეთება...

ps-i-love-you qartulad

P.S. მიყვარხარ ქართულად | P.S. I Love You qartulad

P.S. მიყვარხარ ქართულად | P.S. I Love You qartulad



მოკლე აღწერა:

საყვარელი მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ ჰოლი დეპრესიაში ვარდება. ყოველ თვეს ჰოლის მოსდის უცნობი ადამიანისგან წერილები, რისი დახმარებითაც იგი ნელ-ნელა გამოდის დეპრესიიდან...

testament-of-youth qartulad

ახალგაზრდობა ქართულად | Testament of Youth qartulad

ახალგაზრდობა ქართულად | Testament of Youth qartulad



მოკლე აღწერა:

ცნობილი ინგლისელი მწერალისა და პოლიტიკოსის ვერა ბრიტენის ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაცია. ახალგაზრდობა, ოცნებები, პირველი სიყვარული... ყველაფერი ომმა დაანგრია. მისი ძმა, შეყვარებული, მეგობრები ყველანი ფრონტზე არიან. ახლა ვერავინ იქნება ისეთი ლაღი როგორც ადრე.

instructions-not-included qartulad

ინსტრუქციის გარეშე ქართულად | Instructions Not Included qartulad

ინსტრუქციის გარეშე ქართულად | Instructions Not Included qartulad



მოკლე აღწერა:

აკაპულკოელი პლეიბოის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როდესაც მას კარებთან ჩვილ ბავშვს მოუყვანენ და ეუბნებიან, რომ ეს მისი ქალიშვილია და ახლა მან უნდა მიხედოს...

fucking-berlin qartulad

დაწყევლილი ბერლინი ქართულად | Fucking Berlin qartulad

დაწყევლილი ბერლინი ქართულად | Fucking Berlin qartulad



მოკლე აღწერა:

"ბერლინი ეს ქალაქი არაა, ეს რიტმია. თუ კი ბერლინის რიტმს ვერ ჰყვები, მაშინ დაკარგული ხარ." სწორედ ამ დევიზით ცხოვრებდა ახალგაზრდა სტუდენტი სონია. ის ცავიდა ბერლინის დასაპყრობად მაგრამ უფრო ბერლინმა დაიპყრო იგი , ვიდრე პირიქით. მისი მიზანი ბერლინის უნისვერსიტეტში სწავლაა, მიზნის მისაღწევი გზა კი საროკიპე "ოაზისი"...

dhoom qartulad

ბაიკერები ქართულად | Dhoom qartulad

ბაიკერები ქართულად | Dhoom qartulad



მოკლე აღწერა:

ჯეი დიკშტასა პოლიციელია, რომელსაც ერთი წუთის სიცოცხლეც ვერ წარმოუდგენია სამსახურის გარეშე, ყოველი დილა მისთვის დანაშაულთან ბრძოლით იწყება. და აი, ჯეი ყველაზე საპასუხისმგებლო დავალებას იღებს – მან ბაიკერი ქურდები უნდა დააკავოს...

fireflies-in-the-garden qartulad

ციცინათელები ბაღში ქართულად | Fireflies in the Garden qartulad

ციცინათელები ბაღში ქართულად | Fireflies in the Garden qartulad



მოკლე აღწერა:

ნახევრად ავტობიოგრაფიოული ისტორია, სასიყვარულო სირთულეების და მოულოდნელი ტრაგედიის შედეგად, ოჯახების განშორების შესახებ...

definitely-maybe qartulad

კი, არა, ალბათ ქართულად | Definitely, Maybe qartulad

კი, არა, ალბათ ქართულად | Definitely, Maybe qartulad



მოკლე აღწერა:

როდესაც უილი ქალიშვილს მისი და დედამისის გაცნობის ისტორიას უყვება აღმოაჩენს, რომ წარსულის გადახედვა შესაძლოა სამომავლო შანსად გადაიქცეს...

arrhythmia qartulad

არითმია ქართულად | Arrhythmia qartulad

არითმია ქართულად | Arrhythmia qartulad



მოკლე აღწერა:

ოლეგი ნიჭიერი ექიმია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობს. მისთვის მნიშვნელოვანია დროულად მივიდეს გამოძახებაზე და გადაარჩინოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ამ დროს კი ოჯახი, კარიერა და საკუთარი ცხოვრება უყურადღებოდ რჩება: ცოლს განქორწინება სურს, საავადმყოფოში ახალი ხელმძღვანელი მოვიდა... რა უფრო ადვილია გადაარჩინო სხვა თუ საკუთარი თავი?

the-perfect-guy qartulad

იდეალური ბიჭი ქართულად | The Perfect Guy qartulad

იდეალური ბიჭი ქართულად | The Perfect Guy qartulad



მოკლე აღწერა:

ქალი ხვდება ხვდება კაცს. თავიდან ეს კაცი ამ ქალს მოეჩვენება იდეალურ მამაკაცად, მაგრამ ხანმოკლე, სექსით გაჯერებული რომანის შემდეგ მისთვის ნათელი გახდება იმ მამაკაცის სასტიკი ხასიათი და ქალი ყველანაირ კავშირს გაწყვეტს მასთან, მაგრამ ამ კაცის მოშორება არ არის ადვილი...

lebanon qartulad

ლიბანი ქართულად | Lebanon qartulad

ლიბანი ქართულად | Lebanon qartulad



მოკლე აღწერა:

1982 წლის ივნისი, ლიბანის პირველი ომი. ერთადერთი ტანკი და დესანტი მიემართება მტრის ბანაკისკენ. ეს იყო მარტივი მისია, რომელიც კოშმარად გადაიქცა. ჯგუფი, რომელიც ტანკს მართავს გამოუვალ სიტუაციაში ვარდება. სასოწარკვეთილებს გადარჩენის ინსტინქტი ერთვებათ და ცდილობენ რამენაირად თავი დააღწიონ ომის ქაოსს.

the-dancer-upstairs qartulad

ზევით მოცეკვავე ქართულად | The Dancer Upstairs qartulad

ზევით მოცეკვავე ქართულად | The Dancer Upstairs qartulad



მოკლე აღწერა:

სამხრეთ ამერიკელი პოლიციის დეტექტივი ცდილობს დაიჭიროს მიწისქვეშა მარქსისტული დაჯგუფების ლიდერი ევეკილა. დეტექტივი უკვე 12 წელია ცდილობს კვალზე გასვლას, ერთხელაც ის გაიცნობს ცეკვის მასწავლებელს იოლანდას, რომელიც მთელს მის ცხოვრებას ცვლის...

the-tailor-of-panama qartulad

მკერავი პანამიდან ქართულად | The Tailor of Panama qartulad

მკერავი პანამიდან ქართულად | The Tailor of Panama qartulad



მოკლე აღწერა:

ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო აგენტი პანამის არხის გარშემო წარმოქმნილი პოლიტიკური ინტრიგის ცენტრში აღმოჩნდა. მისი მოკავშირეა ადგილობრივი ელიტარული მკერავი, რომლის კლიენტებიც ფასდაუდებელი ინფორმაციის მფლობელები არიან...

jennys-wedding qartulad

ჯენის ქორწილი ქართულად | Jenny's Wedding qartulad

ჯენის ქორწილი ქართულად | Jenny's Wedding qartulad



მოკლე აღწერა:

ჯენი ფარელის კონსერვატიული ოჯახი არა ერთგვაროვნად შეხვდება იმ ფაქტს, რომ მათი ქალიშვილი აპირებს გათხოვებას გოგოზე, რომელიც უბრალოდ მისი მეზობელი და მეგობარი ეგონათ. ჯენის მრავალი სირთულის გადალახვა მოუწევს, რათა გააკეთოს ის რაც სურს...

the-flowers-of-war qartulad

ომის ყვავილები ქართულად | The Flowers of War qartulad

ომის ყვავილები ქართულად | The Flowers of War qartulad



მოკლე აღწერა:

დასავლელი იპოვის თავშესაფარს ეკლესიაში სადაც გოგონები იმყოფებიან, 1937 წელს, როდესაც იაპონია ნანკინში შეიჭრა. მამაკაცი ჯარისკაცებთან თავს მღვდლად გაასაღებს რათა ქალები დაიცვას.