ალეკ ბოლდუინის და მეგ რაიანის გმირები – იდეალური წყვილი არიან. მათ ყველაფერი კარგად აქვთ და ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ. მაგრამ ქორწილის დროს, მოულოდნელად გაჩენილი მოხუცი ტრადიციის მიხედვით კოცნის პატარძალს და ბედნიერებას და ჯამრთელობას უსურვებს...
მთავარი გმირი ბავშვთა ფსიქოლოგი, დაქვრივებული ქალია, რომელიც სოფელში ცხოვრობს. საშინელი ქარბუქისას, მას მოუწევს გადაარჩინოს ბიჭის სიცოცხლე, რომელიც საფრთხეშია...
ფილმი ჯეკ კეჩმანის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული და ენით აღუწერელი ტანჯვისა და წამების შესახებ მოგვითხრობს. მოზარდი გოგონას ისტორია, რომელიც დეიდასთან მისი მეურვეობის ქვეშ ცხოვრობს და საშინელ ტანჯვას განიცდის. დესპოტი ქალბატონი მოზარდებზე ძალადობს...
მაქს დემბო ციხიდან 7 წლის შემდეგ გამოდის. თუ მას უკან ციხეში დაბრუნება არ უნდა აუცილებლად მასზე მეთვალყურე ოფიცერს უნდა დაემორჩილოს, რაც არც თუ მარტივი საქმეა...
პაკისტანელი ახალგაზრდა, კასიმ ხანი, ორმაგ ცხოვრებას ეწევა. სახლში ის პატივს სცემს მშობლებს, არ ეწინააღმდეგება მათ გადაწყვეტილებას - პაკისტანელ ჟასმინთან ქორწინების შესახებ, მშობლების სახლის გარეთ კი გლაზგოს პოპულარულ ღამის კლუბში დიჯეია, ლაპარაკობს ინგლისურად და სექსუალურ კავშირშია ირლანდიელ როსინთან...
საფრანგეთი 1672 წელი. მისი აღმატებულება ლუი XIV დედოფალთან ერთად გამოთქვამს სურვილს სამი დღე გაატაროს პრინც დე კონდეს სასახლეში. პრინცს უხარია, მაგრამ თან ეშინია კიდეც, რადგან მისი სასახლე საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. პრინცის ერთადერთი იმედი - მისი ერთგული მსახურთუფროსი ფრანსუა ვატელია. იგი უდგება მსახურთა არმიას სათავეში, რათა დაუვიწყარი დღეები გაატარებინოს მეფეს...
J.R. is a typical Italian-American on the streets of New York. When he gets involved with a local girl, he decides to get married and settle down, but when he learns that she was once raped, he cannot handle it. More explicitly linked with Catholic guilt that Scorsese's later work, we see what happens to J.R. when his religious guilt catches up with him.
სერიული მკვლელი მარსელს ატერორებს და მის კვალს პოლიციის კომისარი ლუი შნეიდერი მიუყვება.ამ უდაოდ საუკეთესო პოლიციელის ნორმალურ ცხოვრებას წარსულის აჩრდილები და ალკოჰოლის სიყვარული უშლის. წარსულის კოშმარები ჟიუსტინასაც აწუხებენ – 25 წლის წინ პატარა გოგონას თვალწინ შარლ სუბრმა მისი მშობლები მოკლა.მორიგი სკანდალის შემდეგ შნეიდერს სამსახურიდან ანთავისუფლებენ,მაგრამ იგი მკვლელის ძიებას განაგრძობს.შარლ სუბრს კი საბეჯითო ქცევისათვის ციხიდან გამოუშვებენ,რის შედეგადაც ჟიუსტინას და შნეიდერის გზები აუცილებლად გადაიკვეთება...
ეს არის ახალგაზრდა და ნაზი სიყვარულის ისტორია, რომელიც მოულოდნელმა დარტყმამ თბილი და ჰარმონიული სიყვარულის სამყაროდან სისასტიკის ქაოსში გადაისროლა. მათი შვილის - ადამის ავადმყოფობის გამო, ახალგაზრდა წყვილი მძიმე გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა ახალგაზრდები არ ნებდებიან და ბოლომდე იბრძვიან შვილის გადასარჩენად. ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს...
ჟანა – მწერალია, გათხოვილია და ყავს ორი შვილი. ის შეამჩნევს მის სახლში უცნაურ ცვლილებებს. მისი სხეული ტრანსფორმაციას განიცდის. მაგრამ არავინ, მის ირგვლივ თითქოს ვერ ამჩნევს ამას. ოჯახი ჟანას შიშებს, სტრეს აბრალებს, რომელიც მისი პირველი წიგნის გამოსვლას უკავშირდება, მაგრამ თვითნ ის ხვდება, რომ საქმე სხვა რამეშია...
ისტორია სამი მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ოჯახებშიც ქალი სხვადასხვა მიზეზით არ არის. იზი – ინტრიგების ხლართვას განაგრძობს, ბიგლი –მოზარდ გოგონას ხვდება, რომელიც ნევროლოგიური დაავადებით „ „ფრიდრეიხის მემკვიდრეობითი ატაქსიით“ იტანჯება. გაი კი, ურთიერთობის დალაგებას ცდილობს...
რა ხდება თუ ვერც ერთ ნივთს ვერ ეხები გარე სამყაროდან? რა ხდება თუ არ შეგიძლია სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო და მზის სხივმა შენი სახე გაათბოს... მეზობლის ბიჭს კი არ შეუძლია გაკოცოს.RN18 წლის მედის სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია. მედის დაავადების გამო არ შეუძლია მისი ჰერმენტული ოთახიდან გასვლა. მას მეზობელი ოლი შეუყვარდება. მეგის სურს სრულად შეიგრძნოს პირველი სიყვარული , მას არ სურს შუშები გამოოფდეს გარე სამყაროსგან . მეგი და ოლი ყველაფრის მიუხედავად მაინც დაახლოვდებიან და ყველაფრისთვის მზად არიან , მთავარია ერთად იყვნენ...
ჩადენილია საშინელი დანაშაული - მოკლულია ახალგაზრდა ქალი. მთავარი ეჭვმიტანილია - მდიდარი მშობლების ჭირვეული შვილი, ჯეიმს უოლტერ უეილანდი. მაგრამ, არის კი ის ნამდვილი მკვლელი...
ჯეფი და კელი ერთად ბედნიერები არიან და ზრდიან პატარას. კაცი - რეჟისორია, ქალი - მწერალი. როგორც ჩანს, ეს ნათელი შემოქმედებითი კავშირი განკუთვნილია საინტერესო გაჯერებული ცხოვრებისთვის, სავსე საინტერესო შეხვედრებით და მოგზაურობებით. მაგრამ ყოველდღიურობამ, ბავშვზე შფოთვამ როგორც ჩანს, ჩააქრეს ოდესღაც მეუღლეებს შორის გაღვივებული ვნება ...
ლიზა ჰარინგტონი - კოლუმბიის უნივერსიტეტის მიმღები კომისიის წევრია. მისი ცხოვრება გაწონასწორებული და წარმატებულია... მაგრამ მის ცხოვრებასაც აქვს შავი ლაქები. ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი თავდაყირა დგება. აბიტურიენტებს შორის ლიზა ახალგაზრდა ბიჭს - თავისი პირველი შეყვარებულის ორეულს ხვდება. ლიზას წარსულის ვნებები რეალობა ხდება, მაგრამ სად არის გარანტია, რომ მისი სიყვარული ორმხრივია? შესაძლოა ეს ისტორია მისი შეყვარებულისთვის - უბრალოდ შანსია გახდეს ...
პიერ ლანშე მდიდარი და წარმატებულია, ჰყავს ულამაზესი ცოლი და მშვენიერი 10 წლის ქალიშვილი. მაგრამ, როცა პიერი გაიცნობს ნიკოლს, მიხვდება, რომ სიყვარულის გამო შეუძლია ყველაფერი დათმოს, ოჯახიც კი დაანგრიოს...
ფილმი გადაღებულია ვლადიმირ ნაბოკოვის რომანის მიხედვით. ის – გენიალური შამატისტია, მისი ცხოვრება – თამაშია. მაგრამ შეხვედრა ნატალიასთან გაუხსნის მას ახალ, ამოუცნობ და შიშის მომგვრელს სამყაროს. ჭადრაკის დაფა – საზვარი ორი რეალობის შორის, ქალის მიმართ სიყვარული – ერთადერთია, რაც მას სამყაროსთან აკავშირებს...
პოლიციამ ნარკომანი მამის ოთახში მეძუძური ბავშვი აღმოაჩინა. ის სიცოცხლისთვის არახელსაყრელ პირობებში იმყოფებოდა, ამიტომ მან ბავშვი მეუღლესთან ერთად იშვილა. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ბავშვი მოიტაცეს, პოლიციელის ოჯახი ადგილს ვერ პოულობს. ახალგამომცხვარი მამა ყველაფერს აკეთებს მის მოსაძებნად. პირველი ეჭვი რა თქმა უნდა ბიოლოგიურ მშობლებზეა...
ჯონ ლეტური - ნარკოდილერი მუშაობს გლამურულ წყვილზე, რომელიც გეგმავს კაპიტალის ჩადებას კოსმეტიკურ ბიზნესში. თავად ლეტური ოცნებობს, რომ თავი დაანებოს თავის საქმეს...
თინეიჯერი გოგონა ლუსი უკვე აღარ ჰგავს ბიჭს, არც საქციელით არც ჩაცმით. ლუსის მშობლებთან იდეალური ურთიერთობა აქვს, ამთ შორის ასაკობრივი სხვაობა მცირეა, რადგან ისინი თინეიჯერები იყვნენ, როცა მშობლები გახდნენ. გაზრდილი გოგონა ამჩნევს მშობლების ურთიერთობაში დაძაბულობას და გაერკვეს რა ხება...
ვირტუოზი პიანისტის ისტორია, რომელიც მის მთელ ცხოვრებას ოკეანეში ლაინერზე ატარებს. იგი დაბადებული და გაზრდილია ამ გემზე, მისი სახელია 1900. რადგან თვითონ ხმელეთზე ფეხი არასდროს დაუდგამს გარე სამყაროს შესახებ ამბებს მგზავრებთან ურთიერთობით იგებს. მრავალი წლის შემდეგ გემი უნდა დაშალონ, მათი გუნდის ყოფილ წევრს კი ეჭვი აქვს რომ 1900 შეიძლება კვლავ გემზე იმყოფება, რადგან გემიდან ჩამოსვლის ეშინია...
მონა ხვდბა კლემენტს მორცხვ მსახიობს. მონას მოსანუსხად კლემენტი მას მეგობარს აცნობს - აბელს და დახმარებას სთხოვს. როდესაც მონა უფრო მეტად ინტერესდება აბელით, კომფლიქტი იწყება ორ მეგობარს შორის. ამ დროს კი მონა ცდილობს თავისი წარსული საიდუმლოდ შეინახოს...
რეალური მოვლენების მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ლეიტენანტი მაიკლ სტრებლის მოგზაურობის შესახებ. ის ვაიომინგის პატარა ქალაქში, ცხრამეტი წლის ახალგაზრდას მიასვენებს, რომელიც ერაყში დაიღუპა...
უილიამ ფებერი საგადასახადო მრჩეველია. უცნობი ქალის ვიზიტი მისთვის ნამდვილი სურპრიზია. ანა დელამბრი, რომელსაც მისი ოფისი ფსიქოანალიტიკოსის კაბინეტში აერია, მას თავისი ცოლ-ქმრობის ინტიმური ცხოვრების სირთულეებს ანდობს. გულახდილი საუბრით მოჯადოებული ფებერი ვერ ბედავს ანას გამოუტყდეს, თუ სინამდვილეში ვინ არის...
ფილმი მოგვითხრობს ტომ სტარკზე, მატარებლის მემანქანეს შესახებ, რომელიც რკინიგზის რელსებზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. ინციდენის გამო საჭესთან მჯდარი ქალი დაიღუპება, მისი გადარჩენილი შვილი კი მომხდარში მხოლოდ მემანქანეს ადანაშაულებს. ტომი და მისი ცოლი მეგანი გადაწყვეტენ იშვილონ ობოლი...
სისხლიანი ომის შემდეგ, კორეა ორ შეურიგებელ ბანაკად გაიყო, რამაც მშვიდობიან მოსახლეობას შიში, ტანჯვა და სიღარიბე მოუტანა. სწორედ ამ გარემოებებმა გააერთიანა, ამერიკის ბაზასთან მდებარე პატარა ქალაქის სამი მცხოვრები- უბედური გოგონა, მორცხვი მხატვარი და ამერიკელი ჯარისკაცის შვილი...
ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში ჩინეთი დიდ და პატარა სამთავროებად დაქუცმაცებლ მხარეს წარმოადგენდა, რომლებიც ერთმანეთთან გამუდმებით აწარმოებდნენ ომებს. ლიანგი პატარა სამთავროა, სადაც 4000 ადამიანი ცხოვრობს. ის ჩჟაოს დინასტიის 100 000-იანი არმიის გზაზე აღმოჩნდა, რომელსაც ზიანგ იანგჩჟონგი მეთაურობს. ლიანგის მთავარი მხედართმთავრად გე ლის ქირაობს...
კარინა - მოცეკვავეა, რომელსაც თუ კლიენტს სურვილი გააჩნია, შეიძლება ნომერშიც აყვეს. ორი ახალგაზრდა ბიჭი მასზე ჭკუას კარგავს: დეკო და ნალდინიო. ისინი ძმაკაცები არიან, მაგრამ მათმა ვნებამ ბოლო შეიძლება არა მარტო მათ მეგობრობას მოუღოს, არამედ ერთ-ერთის სიცოცხლესაც... ბიჭები ხომ იქ გაიზარდნენ, სადაც ნებისმიერი კომფლიქტი დანების დახმარებით იჭრება...
თუ სადაზღვეო კომპანიას მიმართავთ სიცოცხლის დაზღვევის მიზნით და აზღვევთ სიცოცხლეს ერთ მილიონ დოლარად, ყოველთვის აღიძვრება საქმე. როდესაც მილიონიანი დაზღვევისათვის ასაღებად კომპანიას მიმართავენ დაღუპულის ადვოკატები, მაშინ კომპანია მათთან აგზავნის გაუტეხელ და ჭკვიან დეტექტივს რათა ყველაფერი გამოარკვიონ...
ფილმი მოგვითხრობს მომავლის შესახებ სადაც მოსახლეობამ პლანეტა იმდეანდ გადატვირთა, რომ ადამიანებს მოსახლეობის შემცირება მოუწიათ, ჩვენ ვიხილავთ, როგორ მიმდინარეობს გადარჩევა...
რამოდენიმე წელი გატეხილი გულით ცხოვრების შემდეგ პოლი გადაწყვეტს შეუერთდეს ჯგუფს, რომლის მიზანიც გონების მომწამვლელი ნივთიერებებისა და აზრებისგან გაწმენდაა. მაგრამ აღმოჩნდება , რომ ასე წმენდა სხეულიდან ბევრად მეტს ათავისუფლებს...
გოგონას ისტორია, რომელიც უკვე 14 წლის ასაკში ჰიპ ჰოპის დედოფალი გახდა. როკსანა შანტე ღარიბ რაიონში ცხოვრობს დედასთან და სამ დასთან ერთად. ერთადერთი შვება და ფულის გამომუშავების გზა იმ დროისათვის ჰიპ ჰოპია...
სატელევიზიო ჯგუფი ორკესტრის რეპეტიციის ჩაწერას მოაწყობს, მაგრამ უხალისო სამუშაო მოულოდნელად წინააღმდეგობაში გადაიზრდება. ფრედერიკო ფელინის ნამდვილი შედევრი შესანიშნავი ნინო როტის მუსიკით...
მედეას და იასონის სიყვარულის ისტორია: შეხვედრა, სიყვარული და განშორება. მიტოვებულ და გაძევებულ მედეას არ შეუძლია ყოფილ სატრფოს აპატიოს, რომელმაც ის მეფე კრეონის ქალიშვილთან ქორწინებაზე გაცვალა. მედეა შურისძიებას იწყებს თავისი მაგიური ძალების დახმარებით. ფილმის გადაღებები კაბადოკიაში მიმდინარეობდა, მიტოვებული ქრისტიანული მამათა მონასტერი კი, წარმოდგენილია, როგორც კოლხური დასახლება და მეფის სასახლე. საოპერო მომღერალმა მარია კალასმა ამ ფილმში თავისი ერთადერთი როლი შეასრულა და არ უმღერია არცერთი სიმღერა...
ნიუ-იორკის მსხვილი კორპორაციის გაყიდვების მენეჯერი ტედ რაიკერი თანაშემწედ აიყვანს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მალე ვნებიან ურთიერთობას გააბამს ტედის საცოლესთან...
ახალგაზრდა ქალი იბრძვის ცხოვრების შესაცვლელად განთქმული ფოლკლორის მომღერალი ქმრის სიკვდილის შემდეგ. ნიუ-იორკელი მწერალი აიძულებს ქალს დაუპირისპირდეს ქმრის დანაკარგს და მისი სიკვდილის ბუნდოვან გარემოებებს...
გაბრიელა ამბიციური და დამოუკიდებელი ამინდის პროგნოზის წამყვანი გოგოა, რომელიც მასზე ათწლეულებით უფროს საყვარელსა და შეუპოვარ, პოტენციურად არასტაბილურ ახალგაზრდა მამაკაცს შორის იხლიჩება...
ვიქტორ ჰიუგოს მეორე ქალიშვილის, ადელ ჰიუგოს ბიოგრაფია. იგი მამასთან ერთად წავიდა ინგლისში ემიგრაციაში. იქ კი ინგლისელი ოფიცერი შეუყვარდა. მასთან ერთად იგი გადავიდა კანადაში, შემდეგ კი აშშ-ში. ადელი მარტოსულია სამყაროში, სადაც მისთვის ადგილი არ მოიძებნა...
ფრანსისი და მარი უახლოესი მეგობრები არიან. ერთხელ ისინი შეხვდებიან ნიკოლს - ახალგაზრდა სოფლელ ბიჭს, რომელიც ახალი ჩამოსულია ქალაქში. მათი ყოველი შეხვედრა მძიმდება რეალური და წარმოსახვითი ნიშნებით, და ორი მეგობარი ფანტაზიებით შეპყრობილი ხდება. სახიფათო სასიყვარულო ორთაბრძოლა მათ ისეთ მეგობრობას ემუქრება, რომელიც მკვიდრი ეგონათ.
A mysterious young woman materializes in the middle of the southwestern desert, where each step teaches her about her new world and her new body. As she assumes her new life, she discovers she has a twin with whom she shares more than just an outward appearance.
ჟან გაბენის სიტყვაძვირი და უშიშარი გმირი ყოფილ დამნაშავეებს ეხმარება. ამჯერად მისი დახმარების ობიექტი ჯუნოა, რომელსაც ის არაერთხელ დაეხმარა. მაგრამ მას პოლიციაში დაუმარცხებელი მტერი დარჩა, რომელიც გასაქანს არ მისცემს...