ოპერაცია სახელად "შოკი და შიში". ფილმი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ წამოწყებულ აშშ-ის სამხედრო კამპანიის შესახებ მოგვითხრობს ერაყში შეჭრაზე, 2003 წელს.
კეტრინი მანჰეტენელი მხატვარია, რომელიც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჰუძონის ხეობაში, ერთ-ერთ ისტორიულ სოფელში გადადის, მაგრამ ახალ სახლში სიმშვიდის მოპოვება ძალიან ურთულდება...
დისკრედიტებულ საზღვაო ფლოტის სამხედრო მოსამსახურეს შეინ ვულფს ახალი ფუნქცია აქვს: უნდა დაიცვას პლამერების ხუთი შვილი მათი ახალგარდაცვლილი მამის მტრებისგან. მათი მამა მთავრობაზე მომუშავე მეცნიერი იყო, რომლის საიდუმლო ექსპერიმენტი დამალულია მისივე სახლში სადაც შვილები ცხოვრობენ...
მამის გარდაცვალების შემდეგ კეტრინს საგვარეულო ქონება დარჩება მემკვიდრეობით ნორვეგიაში. როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები კეტრინს უცნაურ გაუჩინარებებსა და შესაძლო მკვლელობებზე უამბობენ, იგი ხვდება რომ მას ოჯახის ბნელ წარსულთან მოუწევს შეხვედრა...
ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით. ის მოგვითხრობს მასწავლებლის შესახებ, რომელიც პატარა ტეხასური უნივერსიტეტის ერთ ჯგუფს, სტუდენტური დებატებისთვის ამზადებს. დიდი შრომის შედეგად, ფინალში ისინი ჰარვარდელებს შეხვდებიან...
ფილმის მთავარი გმირი ცნობილი მწერალია, რომელიც შემოქმედებით კრიზისს განიცდის. ის ახალგაზრდა, გულუბრყვილო ქალს დაიქირავებს ტყუპი შვილების მოსავლელად. მალე ზღვარი მის ნაწარმოებსა და მის რეალურ ცხოვრებას შორის ირღვევა...
ფილმის მთავარ გმირს შეუსრულებელი მისია აკისრია - იმისთვის, რომ ვალები დაფაროს, მან უნდა მოკლას "ჰითმენი", პროფესიონალი ქილერი, რომლის შესახებაც მხოლოდ ის იცის, თუ სად და როდის გამოჩნდება...
ქარიზმატული, ახალგაზრდა ტექნიკოსის, როს ულბრიხტის რეალური ისტორია, რომელიც "დარქნეტში" ნარკოტიკებს ყიდის, ამ დროს კი ნარკო კონტროლის აგენტი რიკ ბოუდენი ფარულად მის დაჭერას ცდილობს.
სცენარისტი ალპებში, შორეულ სახლში მიემგზავრება ოჯახთან ერთად, რათა საკუთარი ფილმის გაგრძელება დაასრულოს, თუმცა მას შემდეგ რაც შემოქმედებითი სტაგნაციის სასტიკი პერიოდი დაუდგება, თავის გადაწყვეტილებას ინანებს...
ვიეტნამის ომის გმირის, უილიამ პიტსენბარგერ უმცროსის რეალური ისტორია, რომელსაც ბრძოლის ველზე ჩადენილი გმირობისთვის პატივი გარდაცვალებიდან 35 წლის შემდეგ მიაგეს...
ფილმის სიუჟეტი ერთი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლის, ლეოს გარშემო ვითარდება, რომლის ცხოვრებაც ვარსკვლავგოგონა ქერევეისთან შეხვედრის შემდეგ იცვლება. ამის შემდეგ ლეო მაგიურ გრძნობათა კორიანტელში ეხვევა!
პორტალის დახმარებით ლეიტენანტი არტემისი და მისი ჯარისკაცები მეტად უცნაურ სამყაროში აღმოჩნდებიან, სადაც სამყაროს უძლიერესი ურჩხულები მართავენ. ჯარისკაცებს სახლში დასაბრუნებლად მათთან გამკლავება მოუწევთ...
რიჩი აბაზანაში წევს და თავის მოკვლას აპირებს... ისმის ტელეფონის ზარი - რიჩის და რეკავს, რომელიც სთხოვს, რომ მისი 9 წლის გოგონას მიხედოს რამოდენიმე საათით...
საიდუმლო სამსახურის აგენტი, მაიკ ბენინგი დაადანაშაულეს პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაში. ახლა, მას უწევს ბრძოლა უდანაშაულობის დასამტკიცებლად თავისი თანამშრომლებისა და FBI-ს წინააღმდეგ...
ჰაგაზუსა - ეს ბნელით მოცული ლეგენდაა ახალგაზრდა ქალსა და მის ბრძოლაზე შეინარჩუნოს სიწმინდე. იგი ცდილობს გაიგოს სად გადის საზღვარი უძველეს მაგიას, რწმენასა და სიგიჟეს შორის იმ დროში, როდესაც ჯადოქრებისა და ბუნების სულების წარმართული რწმენები შიშსა და ტერორს თესდა სოფლის მოსახლეობაში.
მას შემდეგ, რაც ჩერის მისი ერთადერთი სიყვარული, ემილი მიატოვებს, ის გადაწყვეტს კოლეჯიდან პირდაპირ ერაყში, არმიაში წავიდეს. სამწუხაროდ, არმიიდან დაბრუნების შემდეგ ის სამყაროში საკუთარ ადგილს ვეღარ პოულობს...
გრეგის და იზაბელის მისტიური სიყვარულის ისტორია. გრეგი ახლახანს გაშორდა ცოლს, ამას სამსახურიდან გამოშვებაც დაემატა. ის ქუჩაში მცხოვრებ იდუმალ ქალს იზაბელას შეხვდება, რომელიც დარწმუნებულია, რომ მათ გარშემო დაბინძურებული და დამსხვრეული სამყარო უბრალოდ კომპიუტერული სიმულაციაა.
მეგობრის გაუჩინარებიდან 6 თვის შემდეგ, ამანდა ახალ ოთახის მეზობელს, ჰეილის იცნობს. როგორც აღმოჩნდება, ჰეილის მამა ამანდას სექსუალური ექს-შეყვარებულია...
მოვლენათა ეპიცენტრში ახალგაზრდა პილოტია, რომლის თვითმრფინავსაც ბერლინი-პარიზის ფრენის დროს ტერორისტები დაეხსნენ თავს. ის მგზავრების სიცოცხლის გადასარჩენად მზადაა ყველაფერზე წავიდეს...
ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიებს როალდ ამუნდსენის, ცნობილი პოლარული მკვლევარის ცხოვრებიდან. მოგვითხრობს როგორც მის ცხოვრებისეულ, ასევე ჩრდილოეთ პოლუსისაკენ მიმავალ სახიფათო გზაზე...
ჯენი აღმოჩნდება პატარა ტროპიკულ კუნძულზე, სადაც სრულიად მარტოა. კუნძულზე ბოროტი ძალაა, რომელიც ყოველ ღამე გამოდის. ჯეინმა უნდა იზრუნოს როგორც საკვებზე, ასევე სიცოცხლის გადარჩენაზე...
ფილმის მთავარი გმირი 60 წელს მიტანებული ქალბატონია, რომელიც დიდი რეცესიის დროს აბსოლუტურად ყველაფერს კარგავს. ეს მას დასავლეთ აშშ-ში მოგზაურობას გადააწყვეტინებს.
ფილმის სიუჟეტი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, კორეელი ოჯახის გარშემო ვითარდება, რომლის წევრებიც საკუთარი "ამერიკული ოცნების" ასახდენად არკანზასში გადადიან საცხოვრებლად.
შავი კომედია, საშუალო სკოლის პედაგოგი მეგობრების, ისტორიის პროფესორის, ფსიქოლოგის, ეკონომისტის და ფიზიკოსის შესახებ, რომლებიც საკუთარ თავზე რევოლუციური სამეცნიერო თეორიის შემოწმებას გადაწყვეტენ. მათი აზრით დაბადებიდანვე ადამიანი სისხლში ალკოჰოლის ნაკლებობას განიცდის. დილით ღვინო, შუადღისას ლუდი, საღამოს ვისკი. თავიდან ყველაფერი მართლაც კარგად მიდიოდა, მუშაობა ყოველდღე უფრო პროდუქტიული ხდებოდა თუმცა, მალე ცხადი გახდა, რომ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის...
კინორეჟისორი მალკომი და მისი მეგობარი გოგონა, მერი პრემიერიდან სახლში ბრუნდებიან, სადაც მათ გულახდილი საღამო, გულწრფელი საუბარი ელით საკუთარი გრძნობების და განცდების შესახებ.
ფილმის სიუჟეტი ჯო დიკონის გარშემო ვითარდება რომელიც ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მოხერხებულ დეტექტივ ბაქსტერთან ერთად სერიული მკვლელის დაჭერას ცდილობს.
ფილმის სიუჟეტი 17 წლის სკოლის მოსწავლეზე მოგვითხრობს. გოგონა ყველა უნარს იყენებს საიმისოდ, რათა სკოლაში შეჭრილ შეიარაღებულ ახალგაზრდებს ხელიდან დაუძვრეს.
ვექილები - ისინი არიან 90-იანი წლების გმირები. ფილმი სწორედ ამ გუნდის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ერაყში, რუსეთსა თუ გაერთიანებულ სამეფოში დიდი თავგადასავლები ელოდება.
საუკეთესო მეგობრები ანა და ბეტი მიდიან ვიქენდის ერთად გასატარებლად, ქალაქგარეთ. ორივე მსახიობია, მაგრამ ერთს წარმატებული კარიერა აქვს, მეორეს კი არც ისე. მათ შორის დაძაბულობა ნელ-ნელა იმატებს და დაპირისპირება გარდაუვალი ხდება...