ჰენრის სურს დარჩენილი დღეები სრულ სიმშვიდეში გაატაროს. საამისოდ, ის საცოლესა და ოჯახურ ბიზნესზე უარს იტყვის, მაგრამ ახალი მეზობლის ხელში ჰენრის სიმშვიდე არ უწერია.
ფილმის სიუჟეტი ნიუ იორკელი მხატვრის, ჯონ ჰოლერის გარშემო ვითარდება, რომელიც თავის ფეხმძიმე ცოლთან ერთად დიდი ხნის შემდეგ ნიუ იორკს უბრუნდება, ქალაქს რომელსაც დიდი ხნის წინ გაექცა.
ორი სკოლის მოწაფე ობოლ ლეკვს - ბენჯის დაუმეგობრდება. როდესაც ბავშვებს მძარცველები მოიტაცებენ და სერიოზული საფრთხე დაემუქრებათ, ბენჯი მის მეგობართან ერთად მათ მხსნელად მოევლინებათ...
საშუალო ზომის დარბაზი. ერთი მაგიდა, თორმეტი სკამი. თორმეტ ნაფიც მსაჯულს განაჩენი გამოაქვს 18 წლის ჩეჩენი მოზარდისთვის, რომელსაც ბრალად ედება თავისი მამობილის მკვლელობა, რომელიც რუსი ოფიცერი იყო. ყველა სამხილი მსჯავრდებულის წინააღმდეგაა და თერთმეტი მსაჯული მზადაა ბიჭი გაასამართლოს. მხოლოდ ერთი მსაჯულია დარწმუნებული, რომ ყველაფერი ისე ცალსახად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და კოლეგებს სთავაზობს კიდევ უფრო დაფიქრებულად გადახედონ საქმეს...
ქლოიას ადგილობრივი საშობაო გამოფენის ორგანიზებას შესთავაზებენ, სადაც ევანს გაიცნობს. სამწუხაროდ ევანს სამსახურის გამო სხვა ქვეყანაში მოუწევს გამგზავრება. რა მოხდება ოთხი წლის შემდეგ? მათი ცხოვრება კვლავ ძველებურად მიედინება?
ბავშვობის სამ მეგობარს, სარას, რაილის და კეტის, განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებთ სარას სახლთან, რომელშიც ერთად მრავალი შობა გაატარეს. უკვე ზრდასრულები, ისინი კვლავ შეიკრიბნენ, რათა გადაარჩინონ სარას სახლი, იმ იმედით, რომ იქ კიდევ მრავალ დღესასწაულს გაატარებენ ერთად.
ექიმი გელას დრამატული ისტორია: იგი მრავალი წლის განმავლობაში ცდილოს შექმნას წამალი კიბოს წინააღმდეგ. ფილმის მოქმედება ხდება მეოცე საუკუნის უაღრესად გაჭირვებულ პერიოდში. გელამ თითქმის მიაღწია თავის საწადელს, მაგრამ მას მთელი თავისი სიცოცხლის შრომა წყალში თავისსავე შვილმა ჩაუყარა, გოგონას მამა ფანატიკოსად ეჩვენებოდა და თავისი მოქმედებით იგი მამის "სენისგან" განკურნებას ცდილობდა. ციხიდან გამოსული დათო, ექიმის შვილი, ოჯახის დახმარებას ცდილობს და ფულის საშოვნელად ყაჩაღობს...
ოპერის თეატრის ორკესტრანტი გია, ერთი შეხედვით, ნიჭიერი, გულისხმიერი და საქმიანი კაცია – უამრავ ადამიანს იცნობს, ცდილობს ყველას დაეხმაროს, მუდამ სადღაც ეჩქარება, ვიღაცას რაღაცას პირდება – ძმა-ბიჭებს, გოგონებს, მოხუცებს, სტუმრებს, უცნობს თუ ნაცნობს, მაგრამ კვალს არსად ტოვებს, მნიშვნელოვანს არაფერს ქმნის. მოფუსფუსე ახალგაზრდის ცხოვრება უქმად, წვრილმანებში იხარჯება, ვერც საკუთარ თავს რგებს, ვერც სხვას...
19 წლის ბენ ბერნსი შობის დილას მოულოდნელად თავის სააგარაკო სახლში ბრუნდება. ბენის დედის, ჰოლისთვის, ეს ერთგვარად შვების მომგვრელი და სასიხარულოცაა, თუმცა სადარდებელიც, რადგან არ იცის, რამდენად „ „სუფთად“ გამოძვრება ბენი. 24 დაძაბული საათის შემდეგ, სიმართლე გარკვეულწილად გამჟღავნდება, ხოლო დედის სიყვარული მისი ვაჟისადმი გამოცდას გადის - მან შვილის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გააკეთოს...
დიდი ხნის შეყვარებულთან დაშორების შემდეგ კაილი უკავშირდება მისი სკოლისდროინდელ მეგობარ ნიკს. აღდგენილი მეგობრობის დახმარებით კაილი იყენებს ნიკის რესტორანს, რათა გაიმარჯვოს კოჭას კაცუნების ცხობის კონკურსში, რომელიც მას საკუთარი საცხობის გახსნაში დაეხმარება...
როდეოს ამომავალი ვარსკვლავი და ნიჭიერი ცხენების მწვრთნელი იძულებულია კარიერა მიატოვოს თავის სერიოზული ტრამვის გამო. მშობლიურ მხარეში, პაინ-რიჯში დაბრუნების შემდეგ, იგი ვერ ხედავს მისი წარსული ცხოვრების ვერანაირ ალტერნატივას. ბრედი გადაწყვეტს დაიწყოს ახალი ცხოვრება და შეიგრძნოს, როგორია იყოს ჩვეულებრივი ადამიანი ამერიკის გულში...
ფილმი მოგვითხრობს გოგონას ისტორიას, რომელიც სახლში დაბრუნდება მას შემდეგ რაც მის დაბადების ადგილს ქალაქზე გაცვლის. იქ მას ისევ საკთარი სახლი და ხელგაშლილი ოჯახი დახვდება...
საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV სიცოცხლით ტკბება და დარწმუნებულია საკუთარ ძალაუფლებაში, ქვეყანა კი სიღატაკის ზღვარზე დგას. ყოფილი მუშკეტერები ათოსი, პართოსი და არამისი ეცდებიან გადაარჩინონ საიდუმლო პატიმარი, რომელიც შეიძლება საფრანგეთის აყვავების ერთადერთი იმედი აღმოჩნდეს. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: დაეხმარებათ მათ თუ არა ერთგული მეგობარი, დარტანიანი...
ერთი ჩინელი ოჯახი გაიგებს, რომ მათ ბებიას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და ისე, რომ არაფერი იცის, დაგეგმავს ქორწილს, რათა ერთად შიკრიბონ, მის გარდაცვალებამდე...
ვიოლეტისა და თეოდორის ამბავი, რომლებმაც ერთმანეთის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ისინი წარსულის ემოციური და ფიზიკური იარებით იტანჯებიან, თუმცა აღმოაჩენენ, რომ პატარა ადილებსაც და მცირე მომენტებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს...
ამერიკელი არტისტი ცხოვრობს ბოჰემური ყოფით პარიზში, ტომ ვორშოუ ცდილობს მიხვდეს მისი მწუხარე მოზრდილობის ეტაპის არსს, რამაც აირეკლა მისი ექსტრაორდინალური ბავშვობა...
ფილმი მოგვითხრობს სამი ჟურნალისტის ისტორიას, რომლებსაც დაავალებენ ერთი არასტანდარტული ადამიანისგან ინტერვიუს მიღებას, რომელმაც განაცხადა, რომ ეძებს მეწყვილეს დროში სამოგზაუროდ...
ფილმი მოგვითხრობს მოციქული პავლეს ცხოვრების ისტორიაზე. მან ქრისტიანების დევნით დაიწყო და როგორც ქრისტიანული ეკლესიის ეკლესიის დამაარსებელმა, ისე დაასრულა სიცოცხლე ციხეში...
ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც თავის ალკოჰოლიკ დას 150000 დოლარი უნდა ჩაუტანოს. პრობლემა იმაშია, რომ მან დის არსებობის შესახებ მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო. თუმცა, ის არც მისი გაცნობის შემდეგ ეუბნება ნათესავური კავშირის შესახებ.
ბენ ქრეინი თვლის, რომ სერიოზული ტრავმის მიუხედავად დოღის ცხენი კიდევ ერთ შანსს იმსახურებს. ბენი და მისი ქალიშვილი კეილი თავის თავზე აიღებენ ცხენის მოვლას...
სიმღერის შექმნის ისტორია, რომელიც ჯგუფის ლიდერმა მამას მიუძღვნა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სიმღერა მთელ სამყაროს მოივლიდა და მილიონობით ადამიანს აჩუქებდა იმედს...
ფრენბურთის ვარსკვლავის - კაროლინის - ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, სკოლის გოგონათა დამწუხრებული გუნდი ერთ მუშტად შეიკვრება მათი მკაცრი, მაგრამ საყვარელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით იმ იმედით, რომ ჩემპიონატს მოიგებენ...
ჯეკ პაუელი იტანჯება ავადმყოფობით, რომლის გამოც ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ჩვეულებრივი ბავშვი, ამიტომ 10 წლის ჯეკი გამოიყურება როგორც 40 წლის კაცი...
იდეალური ოჯახი: ქმარი, ლამაზი ცოლი, ორივეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო აქვს, ამას ემატება სამი ულამაზესი შვილი. ერთი შეხედვით ცხოვრებაში ყველაფერი აქვთ, რასაც ახალგაზრდა ოჯახი ინატრებდა, მაგრამ ყველაფერი მაინც არაა ისე, როგორც მათ უნდათ...
ჩარლზ დიკენსის ნახევრად ავტობიოგრაფიული შედევრის ახალი და განსხვავებული ეკრანიზაცია - დევიდ კოპერფილდის პირადი ისტორია. მოქმედება 1840-იან წლებში ხდება. ფილმი აღწერს საკულტო პერსონაჟის ცხოვრებას, რომელიც ქაოსურ სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. უბედური ბავშვობიდან წერის ნიჭის აღმოჩენამდე დევიდის მოგზაურობა დიდებული და ტრაგიკულია, თუმცა ამავდროულად სიცოცხლით, მრავალფეროვნებითა და ადამიანობით სავსე.
„ „პომპონები“ კომედიაა ქალების ჯგუფის შესახებ, რომლებიც პენსიაზე გასვლის შემდეგ მხარდამჭერთა გუნდს ჩამოაყალიბებენ, რათა დაამტკიცონ, რომ ცეკვისთვის გვიანი არასდროს არაა...
მელინდა სორდინო გარიყულია საკუთარ კლასში. ყოფილი მეგობრები მას ერთი რაღაცის გამო ვერ იტანენ, მელინდა კი საკუთარი თავის დაცვასაც არ ცდილობს. ის ჩუმად, ცრემლების გარეშე უძლებს დამცირებას და ცდილობს სიმშვიდე ხატვაში ნახოს...
პოლიციელები ალი და ბრაიანი იძიებენ თეთრკანიანი გოგონას სასტიკ მკვლელობას, რომელიც გამოიწვია ახალმა არალეგალური ნარკოტიკული საშუალების ხელმისაწვდომობამ და ეს ყოველივე როგორღაც დაკავშირებულია შავი ქუჩის ბავშვების გაუჩინაებასთან...
გოგონას თავის საქმროსთან განშორების გადატანა მოუწევს, როდესაც მისი ღალატის შესახებ გაიგებს. ერთი ახალგაზრდა ვნებიანი მამაკაცი დაეხმარება ყველაფრის გადატანაში, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა არსებობს გარემოებები, რაც მათ ერთად ყოფნას ხელს უშლის...
ელისას სულ რაღაც 40 წლის ასაკში, სიკვდილი თავის ქმარსა და ქალიშვილს დააშორებს. მისი გულის გაჩერების შემდეგ, ელისა ქალიშვილთან ახლოს ყოფნის გზას იპოვის: საჩუქარს ყოველ წელს, სანამ მისი შვილი 18 წლის არ გახდება. ასე, რომ მას თავისი შვილისთვის 18 საჩუქარი აქვს გასაკეთებელი...
ფილმის სიუჟეტი 1939 წლის დიდ ბრიტანეთში, ენი კისის გარშემო ვითარდება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება. ენის ხელში საიდუმლო მასალები ჩაუვარდება რომელიც ინგლისის და გერმანიის საერთო შეთქმულებას ადასტურებს.
ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. სიუჟეტი სერჯიო ვიაირა დე მელოს გარშემო ვითარდება რომელმაც მთელი საკუთარი ცხოვრება დედამიწის გარშემო მშვიდობის დამყარებას მოანდომა. ის გადაწყვეტს საყვარელ ქალთან ერთად მშვიდი ცხოვრება დაიწყოს, თუმცა საამისოდ წინ კიდევ ერთი დიდი მისია აქვს შესასრულებელი ბაღდადში.
ქუჩის მოცეკვავე ენდი მერილენის ხელოვნების სკოლაში ჩააბარებს. იქ მეცადინეობით, მას სურს დაამტკიცოს, რომ არაფრით ჩამოუვარება სხვა სტუდენტებს. სკოლის საუკეთესო მოსწავლის - ჩეიზის გაცნობის შემდეგ, ენდი შექმნის კოლექტივს, რომელმაც არალეგალურ "ქუჩის" საცეკვაო შეჯიბრში უნდა მიიღოს მონაწილეობა...
პეკინში სხვადასხვა სოციალური კლასების ახალგაზრდები იკრიბებიან, ჩინეთის საუკეთესო საცეკვაო გუნდის შესაქმნელად და იმის გასაგებად, რომ გაიგონ რას ნიშნავს ოჯახში ყოფნა...
ქვრივი რომელიც სამ ბავშვთან ერთად ცხოვრობს დაზიანებული სახლის შესაკეთებლად ხელოსანს დაიქირავებს, რომელიც ქალს საკუთარ ფილოსოფიას - პოზიტივიზმს აზიარებს.
ჯოზი ეიმსი, მას შემდეგ რაც ქმარს გაშორდა, სამუშაოს საძებნელად მშობლიურ ჩრდილოეთ მინესოტაში ბრუნდება. მას ორი შვილი ჰყავს და მათ უზრუნველსაყოფად იძულებულია ადგილობრივ მაღაროში იმუშაოს.
უმუშევარი მაიკ ალვარეზი ყველანაირი ძალებით ცდილობს რამენაირი შემოსავალი მაინც ნახოს. ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში ახალი გადაყვანილი ჯიმ დევიდი კი, თავის მძიმე სამუშაოს ეწევა ქალაქის ქუჩებში. მეგობრები ორი დღე ლოს-ანჟელესის ქუჩებში დაკატაობენ და უკან პრობლემებს ტოვებენ, რაც შემდეგ უკან უბრუნდებათ...
ორი მფრინავი, ვიეტნამის ომის დროს მონაწილეობს ცრუ-ს კონტრაბანდულ ოპერაციებში ლაოსში. ისინი მზად არიან მიიტანონ ტვირთი ნებისმიერ ადგილას, ამისთვის კი მხოლოდ ფული გადახდაა საჭირო.
ალფა კენტავრზე მისიით გამგზავრებულ მილუტინს ქალი კიბორგი - ნიმანი 1345 - შეუერთდება, რომელიც ყველა მისი საჭიროების მოსაგვარებლად სპეციალურად შეიქმნა. თავდაპირველად სებასტიანი შეშფოთებულია, რადგან არ იცის რამდენად გააკონტროლებს მას. შემდეგ კი მობეზრდება კიდევაც ყველა მისი სურვილის ასე ადვილად შესრულება. ადამიანურ სიახლოვეს მოწყურებული, ნიმანის დაპროგრამებულ პასუხებს შეცვლის, მაგრამ ამით მისიის (და თავის საკუთარ) უსაფრთხობას რისკის ქვეშ აყენებს...
ჯოდი, სკოლაში ყველაზე მაღალი გოგონა, ყოველთვის უხერხულად გრძნობდა თავს საკუთარი სიმაღლის გამო. წლების მანძილზე მოხრილი დადიოდა და დაცინვის ობიექტიც იყო. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ არ შეემჩნიათ. თუმცა, წლები გავიდა და ჯოდიმაც საბოლოოდ თავის თავში რწმენა იპოვნა...
აფრიკის „ „საფარი“-ში გამგზავრების წინა საღამოს, ქმრისგან უეცრად მიტოვებული ქალი მარტო მოგზაურობს კონტინენტზე, სადაც სპილოების დამცველს შხვდება...
აშშ-ს არმიის სერჟანტი უილ მონტგომერი დაბრუნდა ერაყიდან და ახალი მოვალეობა გაუჩნდა - მან დაღუპული ჯარისკაცების ქვრივებს პირადად უნდა აცნობოს, რომ მათი მეუღლეები ფრონტიდან ცოცხლები ვეღარ დაბრუნდებიან. ძნელია "სიკვდილის მოციქულის" ეთიკური დილემის წარმოდგენა, რადგან სერჟანტ მონგომერის ერთ-ერთი ქვრივის მიმართ გრძნობები გაუჩნდა...
ენცო, მეძებარი ძაღლი, თავის პატრონთან, ფორმულა ერთის მძღოლ დენისთან განსაკუთრებული კავშირის საშუალებით ისწავლის, რომ ტექნიკა, რაც საჭიროა სარბოლო ტრასაზე, შეიძლება მანაც გამოიყენოს თავისი ცხოვრების გზაზე...
ერთი წლის თავზე, მას შემდეგ რაც ამბერი რიჩარდს ტახტის დაცვაში დაეხმარა, ისინი გადაწყვეტენ ბედი საშობაო ქორწილში დაუკავშირონ ერთმანეთს. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა ამბერი თავის გადაწყვეტილებაში ვერ ერკვევა...
მას შემდეგ, რაც ჯადოქარი შუა საუკუნეების რაინდს სადღესასწაულო სეზონის დროს ოჰაიოს აწმყოში ამოაყოფინებს თავს, იგი უმეგობრდება ჭკვიან და კეთილშობილ ბრუკს, სიყვარულში გულნატკენ მეცნიერს, რომელიც ეხმარება მას თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავებაში და ასევე მთავარი მიზნის მიღწევაში - იპოვოს შინ დასაბრუნებელი გზა. თუმცა დრო გადის და ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, რაც დააფიქრებს სერ კოოლს იმის თაობაზე სურს თუ არა უკან დაბრუნება...
კეტრინი ექიმია, დევიდი პროფესორი, მათ მშვენიერი ვაჟი ჰყავთ. ერთი შეხედვით, ეს იდეალური ოჯახია. მაგრამ ერთხელ დევიდი თვითმფრინავზე აგვიანებს, როს გამოც თავისი დაბადების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე ვერ ხვდება...
ბავშვებს მშობლების არჩევა რომ შეეძლოთ, ყველა 30 წლის სანის აირჩევდა. ის ხომ ყველაფრის უფლებას მოგცემდათ. ჭამე რამდენიც გინდა კეტჩუპი, სადაც გინდა იქ გადააფურთხე, თუ გინდა ქუჩაში ლასტებით იარე, არ დაიძინო, ხელებსაც ნუ დაიბან და საწოლიც არ გაასწორო...