სამხედრო ვეტერანი მომავალში მიდის, სადაც საკუთარ სიკვდილს განსჭვრეტს, მაგრამ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებსაც შეუძლიათ მისი და მისი საყვარელი ადამიანების გადარჩენა...
ბიოლოგიის მასწავლებლის ოჯახური იდილია ირღვევა მაშინ, როდესაც მის ქალიშვილს ფიზიკურად გაუსწორდებიან ჯაგანი და მისი ბანდა. დაელოდება დევკი კანონის აღსრულებას თუ თავად გადაწყვეტს სამართლიანობის აღდგენას?...
რა უნდა ქნა, როდესაც ყველაფერი შენს წინააღმდეგაა? როდესაც პოლიცია არ აპირებს შენი ქმრის მკვლელის პოვნას? ყველაფერი შენს ხელში უნდა აიღო და არ აქვს მნიშვნელობა, თუ შენ თვითონ აღმოჩნდები ციხის კარის მიღმა, არ აქვს მნიშვნელობა იმასაც, რომ შენი ზედამხედველი შენთვის ყველაზე ახლო ადამიანი გახდება ქვეყანაზე, მთავარია – ის უნდა გააკეთო, რასაც შენგან არავინ ელის!...
ახალგაზრდა წყვილი იტალიის ზღაპრულ, მშვიდ ადგილას მიემგზავრება, რათა დანგრევის პირას მისული ურთიერთობა გადაარჩინონ. მათ წარმოდგენაც არ აქვთ მასპინძლის ბოროტი განზრახვის შესახებ...
რთული მოზარდი კიტ გორდი ვერ ეგუება მამის გარდაცვალებას უკვე რამოდენიმე წელია. გოგონას მისი საქიელის გამო ბლექვუდის სკოლა-პანსიონში აგზავნიან. მასთან ერთად სკოლაში ოთხი გოგოც მოხვდება. სკოლის დირექტორი მადამ დიურე ცდილობს გოგონებში დაფარული ნიჭი გამოააშკარავოს. გოგონები მარტლაც გამოავლენენ ნიჭს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ კიტი ხვდება რომ ყველაფერი რიგზე არაა...
რიჩარდის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. იგი თავის ქალიშვილს მინდის ეძებს. ხვდება საშას, მოტივირებულ მსახიობს, რომელიც დახმარებას დაჰპირდება. მაგრამ სწრაფი ფულის შოვნის იმედი 24 საათი სცენაზე დგომით საბოლოოდ სისხლიანი გარცევით სრულდება...
მას შემდეგ რაც ძარცვა, რომელშიც მონაწილეობდა წარუმატებლად დასრულდა, რიკიმ ძმასთან და მის უფროსთან ლატიფთან ბარში მუშაობა დაიწყო. ლატიფმა მისი დაწინაურება, ბანდაში გაწევრიანება გადაწყვიტა. ახალი სამუშაო მშვიდად და უხმაუროდ მიედინებოდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჰორიზონტზე პოლიციის ახალი ოფიცერი დიანა გამოჩნდა...
დაჯავშნული მანქანის ძარცვა ქალაქის ყველაზე ხმაურიან ახალ ამბად იქცა. მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა - სად არის გადამალული მოპარული ფული - ერთადერთ გადარჩენილს შეუძლია, თუმცა მან მეხსიერება სრულად დაკარგა. გამოძიების პროცესი უჩვეულოდ წარიმართება, რადგან დანაშაულის კვალი ექპერიმენტალურ ნარკოტიკის საქმესთან იკვეთება.
მოსიყვარულე მამა სპეციალურად ვაჟის დაბადების დღისთვის პოულობს ჯამბაზის კოსტუმს, მაგრამ მან არ იცის, რომ ეს კოსტუმი დაწყევლილია, ის თავის მფლობელს აქცევს მკვლელად...
გოგონა ზედმეტსახელით "ფუმფულა" სილამაზის კონკურსში იღებს მონაწილეობას, რათა თავი მოაწონოს რჩეულ ბიჭს და სკოლელ გოგონებს ჭკუა ასწავლოს. ფილმის როლს ასრულებს ჯენიფერ ანისტონი, ოდიას რუსი და დევრო კამერონი...
ირანში რევოლუციაა, ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს სპეციალისტს ევალება საკუთარი სიცოცხლის ფასად გაათავისუფლოს ამერიკის საელჩოს ექვსი თანამშრომელი, რომლებმაც თავი კანადის საელჩოს შეაფარეს.
ებენიზერ სკრუდჯი მთელს ცხოვრებას მარტოობაში ატარებს, მას ბევრი ფული აქვს, მაგრამ ფულის დახარჯვა არ უყვარს, ძალიან მომჭირნედ ცხოვრობს. თუმცა ერთ შობას მისი ცხოვრება იცვლება...
სამშენებლო კომპანიის მფლობელი ჯონ მეთიუზი იგებს, რომ მისი ვაჟი ჯეისონი ნარკოტიკების გადატანისთვისაა დაკავებული. მამა ყველა ღონეს ხმარობს, რომ შვილი განსაცდელისაგან იხსნას...
ახალგაზრდა ნიუ-იორკელი წყვილის სიყვარულის ისტორია რომელიც ასახავს კოლეჯში დაწყებული ურთიერთობის რომანში გადაზრდას, შემდგომ ქორწინებას და პირევლი ბავშვის დაბადებას. მათი თანაცხოვრება სხვადასხვა კონტინენტებზე ათწლეულებს ითვლის, რაც მეტ ხიბლს სძენს ლამაზ სასიყვარულო ამბავს...
ავსტრალია 1920-იანი წლები. აბორიგენი სემი კლავს თეთრკანიან მიწათმფლობელს, რათა თავი გადაირჩინოს. როდესაც მასზე ნადირობა იწყება, სემი მთავრობას ჩაბარდება, მისი ორსული ცოლის უსაფრთხოების გამო. სემს მხოლოდ სასამართლოს სამართლიანობის იმედი აქვს...
1942 წელი, ბრიტანელი ჯარისკაცი ხვდება იაპონელების სატუსაღო ბანაკში. ბანაკის ხელმძღვანელი იონოი მკაცრად იცავს დისციპლინას, ის ტრადიციების დამცველია და თვლის რომ ტყვეები მხდალები არიან, რადგან ურჩევნიათ ტყვედ ჩავარდნა თვითმკვლელობას...
როცა პროფესორი და კლდის ფსკერი შეთანხმდებიან შექმნან მსოფლიოში უდიდესი ქარბუქი, რათა დაანგრიონ შობა. კატა ფელიქსი და პოინდექსტერი წავლენ ჩრდილოეთ პოლუსზე სანტა კლაუსის დასახმარებლად და შობის გადასარჩენად...
დღესასწაულის დროა როცა ნიუ- იორკში ხმაურია წმინდა დღეების აღნიშვნასთან დაკავშირებით, ვარდისფერი ავაზა კი უბედურებაში ეხვევა. ყველას აქვს იმედი რომ იპოვის თბილ გულს და თბილ საჭმელს. ბოლოს ავაზა იგებს შობისა და მეგობრობის მნიშვნელობას...
ერაყის ომის გმირი, სერჟანტი ბრენდონ კინგი, სახლში ბრუნდება. ის ცდილობს ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ძია სემი არ აძლევს ამის შესაძლებლობას და კვლავ იწვევს ერაყში. მაგრამ ამჯერად ბრენდონს აღარ აქვს ხელში იარაღის აღების სურვილი...
მაქციების ჯგუფი ეძებს გოგონას, რომელიც მათი გადმოცემის მიხედვით ყოველ 2000 წელში ერთხელ თავიდან იბადება. მას აქვს მათი გადარჩენის ერთადერთი საშუალება. ვინც წინ აღუდგება მაქციებს, ცოცხალი ვერ გადარჩება...
Paris, Summer 1979. Anne produces third-rate gay porn. After her editor and lover Loïs leaves her, she tries to win her back by shooting her most ambitious film yet with her trusted, flaming sidekick Archibald. But one of her actors is brutally murdered and Anne gets caught up in a strange investigation that turns her life upside-down.
შობა ნიუ-იორკში - ყველაზე კარგი დრო მთელი წლის განმავლობაში. მთელს ქალაქში ათასობით ნაძვის ხე დგას, რომლებიც მშვიდობისა და სიხარული განწყობას გვიქმნიან. მაგრამ ზოგიერთები შობისგან უფრო მეტს ელიან, რაღაც არაჩვეულებრივ და ფანტასტიკურ მოვლენას...
მაიორი კადირავანი არმიის სტაჟიანი მსახურია. ამ წლების განმავლობაში მან სამართლიანი, პატიოსანი პიროვნების რეპუტაცია გამოიმუშავა. გმირი ყოველთვის განსაკუთრებით რთულ დავალებებს ასრულებდა, თუმცა ცხოვრების ურთულესი მომენტი დაუდგა მაშინ, როდესაც მისი პირადი საბანკო ანგარისიდან სრული თანხა გაქრა...
ორი მრავალშვილიანი, უნიკალური, სრულიად განსხვავებული ოჯახის ამბავი. ისინი იცინიან, უსმენენ მუსიკას, ეძებენ სიყვარულს და პასუხს კითხვაზე: როგორია იყო, არც თუ ისე ნორმალური, ამერიკული ოჯახი ოცდამეერთე საუკუნის ამერიკაში?...
წარმატებული მოციგურავე ტონია ჰარდინგი შტატების ფიგურული სრიალის ჩემპიონატზე წარსდგება, თუმცა მისი მომავალი ეჭვქვეშ დგება, როდესაც მისი ყოფილი ქმარი გამოჩნდება...
მას შემდეგ, რაც ბოროტი ფილისტიმერი პრინცი მის შეყვარებულს მოკლავს, ახალგაზრდა ჰებრიუ, რომელსაც ზებუნებრივი ძალები აქვს, იცავს საკუთარ ხალხს, სწირავს ყველაფერს, რათა გადაარჩინოს სიყვარული, ხალხი და რწმენა...
მე-20 საუკუნის 70-იანი წლები. “ფორმულა 1″-ის ოქროს ხანა: სარბოლო ავტომობილების გამარტივებული ფორმები, სასტიკი მრბოლელები ტრეკებზე და ჩვეულებრივები ცხოვრებაში, სექსუალური გულშემატკივრები, შამპანიური გამარჯვებულისთვის ფინიშზე. ორი შეურიგებელი მოწინააღმდეგე ფორმულა 1-ის ისტორიაში - მომხიბლავი ინგლისელი ფლეიბოი ჯეიმს ჰანტი და დისციპლინირებული ავსტრიელი ნიკი ლაუდა - ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა ფინიშთან პირველები მივიდნენ.
გერმანია 70-იანი წლები. რადიკალურად განწყობილი ყოფილი ნაცისტების შთამომავლები, რომლებსაც ანდრეა ბაადერი ხელმძღვანელობს, ყოფილი ჟურნალსტი ულრიკე მაინჰოფი და გუდრუნ ენსლინი იბრძვიან იმის წინააღმდეგ, რასაც ისინი ფაშიზმის სახეს უწოდებენ: აშშ–ს პოლიტიკის წინააღმდეგ ვიეტნამში, ახლო აღმოსავლეთში და მესამე სამყაროს ქვეყნებში, რომლებსაც მხარს უჭერს გერმანის პოლიტიკური ელიტა.
მოქმედება ესტონურ სოფელში ხდება, სადაც მაქციები, მოჩვენებები და უცნაური არსებები ბინადრობენ. ახალგაზრდა გლეხის გოგონა უიმედოდ შეყვარებულია ჰანცზე. ჰანცს კი მშვენიერი ბატონის ქალიშვილი მოსწონს...
ბრუკლინში მცხოვრები მოსადის ყოფილი აგენტი კერძო დაკვეთებზე მუშაობს. კარიერის დასასრულს სოფის ხვდება და არღვევს ცხოვრებისეულ პრინციპს: უყვარდება ის. სანამ გვიანი არ არის, უნდა გაანადგუროს მკვლელი საკუთარ თავში და გახდეს ადამიანი, რომელიც სიყვარულის ღირსია...
მამის მკვლელობისა და ამ კვლელობაში ეჭვმიტანილი დედის დაპატიმრების შემდეგ, ჰარლი ალტმაიერი ცდილობს გაუმკლავდეს სამი მცირეწლოვანი დის აღზრდას. იგი იწყებს სასიყვარულო ურთიერთობას გათხოვილ, ორი შვილის დედასთან, მაგრამ ყველაზე რთული პერიოდი უდგება მაშინ, როდესაც იგი მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი ხდება...
ნათანი პირველი მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა, მისი აჩრდილი კი უცნაურმა კოლექციონერმა ჩაიგდო ხელთ, რომელმაც მას კიდევ ერთი შანსი მისცა საყვარელ ქალს შეხვედროდა. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე...
ფილმი მოგვითხრობს ტყუპებზე - ჯაი, ლავა და კუშაზე. ისინი გარეგნობით გვნანა მაგრამ სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვთ. ისინი ჯერ კიდევ ჩვილობაში დააშორეს ერთმანეთს და სრულიად განსხვავებულ გარემოში შეხვდნენ ერთმანეთს...
ჩიკაგოს მოშორებულ კვარტლებში დადის ლეგენდა ამოუცნობ სერიულ მკვლელზე სახელად ქენდიმენზე, რომელიც პარალელურ სამყაროში ბინადრობს. მას არ სჭირდება არანაირი იარაღი ჭრილობების მისაყენებლად, ამისათვის კაუჭის ფორმის ხელის პროთეზიც საკმარისია...
საუკუნეების წინ ადამიანთა მოდგმა განადგურების პირას იდგა, მათი მთავარი მტერი ტიტანები იყვნენ, რომლებიც უბრალოდ გართობის მიზნით ანადგურებდნენ ადამიანებს. გადარჩენილი ადამიანების მცირე ჯგუფი მაღალი კედლით შემოსაზღვრულ ქალაქში ცხოვრობს, მაცხოვრებლებს არ უნახავთ ტიტანები უკვე ას წელზე მეტია...
XVI საუკუნეში, დაიბადა აბეგარი. იგი იყო ღმერთების რჩეული, რომლებმაც აჩუქეს მას უკვდავება და ღრუბლებში ფრენის უნარი. უშიშარ მეომარს თავისი ძალები უნდა გამოეყენებინა ხალხის გადასარჩენად...
რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული სამი ებრაული ოჯახის ისტორია. მთავარი გმირები, 1942 წლის 16-17 ივლისს მომხდარი მოვლენების ცენტრში აღმოჩნდნენ, როდესაც ფრანგმა პოლიციელებმა 12 ათასზე მეტი ებრაელი დააკავეს. ისინი ველ-დ ’ივის სტადიონზე ჰყავდათ ჩაკეტილი. ასამდე ტყვემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ხოლო ვინც გაქცევას ცდილობდა ადგილზევე ხვრეტდნენ. ექვსი დღის შემდეგ ებრაელები ფრანგულ ბანაკებში გადაიყვანეს რის შემდეგაც ისინი გერმანულ სიკვდილის ბანაკებში აღმოჩნდნენ...
როდესაც ბრუკლინში ავტობუსი ფეთქდება და ნიუ-იორკის ქუჩებში სისხლიანი ტერორი იწყება, ხაბ ხაბატი, ფედერალური ბიუროს ანტიტერორისტული ქვედანაყოფის მეთაური ბრძანებას იღებს, რომ დააკავოს დამნაშავეები. ელიზა კრაფტი კი ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს საიდუმლო აგენტია. ხაბი და ელიზა ერთიანდებიან ტერორიზმთან ბრძოლაში, მაგრამ ეს საკმარისი არაა.
ფილმის მთავარი გმირი სახელად ხვა-ი ჯერ კიდე ბავშვობაში გაიტაცა ხუთ წევრიანმა ბანდამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტე-სოკომი. იგი აღზრდის მას საკუთარი ვაჟივით და ამავე დროს დაარწმუნებს, რომ ის არის მისი შვილი. ბიჭი გაიზარდა და გახდა ნამდვილი მკვლელი, წარმოუდგენლად გამოცდილი ქილერი, რომელსაც ნებისმიერი მისიის შესრულება შეუძლია...
ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ცნობილი პიანისტისა და მისი გაცილებით ახალგაზრდა საყვარლის 6 წლიანი ურთერთობის შესახებ...
1982 წელი, ანდრე ბანბერსჯუ გაიგებს მისი 14 წლის ქალიშვილის, კალინკას შესახებ. გოგონა დედასთან და მამინაცვალთან ერთად დასასვენებლად იყო წასული გერმანიაში. ანდრეს ეჭვი აქვს, რომ მისი ქალიშვილის სიკვდილი შემთხვევითობა არ იყო და იგი გამოძიებას იწყებს...
ფილმს საფუძვლად უდევს ბეტანი ჰამილტონის რეალური ამბავი. ბეტანი ბავშვობიდან იყო ამ სპორტით დაკავებული, მაგრამ 13 წლის ასაკში კაუაის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მას ზვიგენი დაესხა თავს, რის შედეგადაც ბეტანიმ მარცხენა ხელი დაკარგა და ძლივს გადარჩა. ამ ყველაფრის მიუხედავად იგი კვლავ დადგა დაფაზე და დაიწყო შეჯიბრებში მონაწილეობის მიღება...
1945 წელი, ნაცისტი მშობლების დაპატიმრების შემდეგ ბავშვები მიდიან ბებიასთან, რომელიც გერმანიის მეორე ბოლოს ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე უფროსი ლორე იძულებულია 4 უმცროსს ძმაზე იზრუნოს და მშვიდობიანად მიაღწიოს ბებიის სახლამდე...
თუ გინდა იყო უსწრაფესი, უნდა გარისკო. ფილმი ადამიანების შესახებ, რომლებიც არ უშინდებიან საფრთხეს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სარისკო სპორტს მისდევენ. ისინი სასწორზე დებენ სიცოცხლეს გამარჯვებისთვის...
ფილმი ეფუძნება ჰოფმანის სამ ზღაპარს, რომლის მთავარი გმირი თვითონ ჰოფმანია. კერძოდ, ის ყურადღებას გაამახვილებს მისი ნაწერების ორბუნებიანობაზე - გამოგონილ და რეალურ სამყაროებზე...