ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე. ვარშავის ზოოპარკის თანამშრომლები ნაცისტებისაგან მალავდნენ ასობით ებრაელს ზოოპარკის ცარიელ გალიებსა და საკუთარ სახლში.
„ „მე ვარ ქალი“ არის ისტორია ჰელენ რედის შესახებ, რომელიც 1966 წელს 3 წლის ქალიშვილთან ერთად ნიუ იორკში ჩავიდა, მხოლოდ ერთი ჩემოდნითა და 230 დოლარით ჯიბეში. რამდენიმე კვირის განმავლობაში უსახსროდ ცხოვრობდა. რამდენიმე თვეში შეუყვარდა. რამდენიმე წელიწადში კი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სუპერვარსკვლავი და 70-იანი წლების ფემინისტური მოძრაობის სიმბოლო გახდა. მან დაწერა სიმღერა, რომელიც ქალებს დიდი ცვლილებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებდა.
ბერნი მედოფის ისტორია, რომელმაც უდიდესი ფინანსური პირამიდა ააშენა, რომელიც საინვესტიციო ფონდის სახელით შენიღბა. მას 150 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მისი ფინანსური მოღვაწეობა კი მთელი ოჯახისათვის კატასტროფად იქცა...
ჰარვარდის სწავლულმა და პროფესორმა უილიამ მარსტონმა მისი კვალი დატოვა ისტორიაში სიცრუის დეტექტორისა და ფემინიზმის თეორიით. კომიქსების შემქმნელმა მარკს ჰეინსმა მას შესთავაზა სუსტი სქესის სუპერგმირი გამოეგონა...
ტრევის ბიკლი - დიდი ქალაქის დეგრადაციისა და ამორალურობის წინააღმდეგ ამბოხებული ვიეტნამის ომის ვეტერანი, რომელიც ღამის ცვლის ნიუ-იორკელ ტაქსისტს განასახიერებს...
ფილმი გვიყვება ლეონარდის, ინგლისელი მკერავის, ისტორიას, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ლონდონის სევილ როუსთვის კოსტიუმებს კერავდა. თუმცა პირადი ტრაგედიის შემდეგ ის აღმოჩნდება ჩიკაგოში, სადაც პატარა სამკერვალოს გახსნის ქალაქის გაჭირვებულ ნაწილში. ის ლამაზ ტანსაცმელს კერავს მხოლოდ იმ ხალხისთვის, ვისაც მათი ყიდვა შეუძლია - სასტიკი განგსტერების ოჯახისთვის...
სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს. გაცრეცილი უბის წიგნაკიდან, მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს...
ფილმი სამ ნაწილად, რომელიც მოგვითხრობს აფროამერიკელი ჰირონის ისტორიას ბავშვობისას, მოზარდობისას და ზრდასრულ ასაკში. მის განცდებსა და კონფლიქტებზე თანატოლებთან და საკუთარ თავთან მისი ორიენტაციის გამო...
რენტონი ოცნებებით ცხოვრობს და მისი ოცნება ჰეროინია. ფილმში ნაჩვენებია, როგორ იტანჯებიან რენტონი და მისი შეუჩერებელი მეგობრები აგონიისა და ექსტაზის მდგომარეობით. სასმელი, ჩხუბი, სექსი და შოტლანდიის ყველაზე საზიზღარი ტუალეტი...
მთავარი გმირები მონა და მისი საუკეთესო მეგობარი გლადიატორი არინ . მონა მილოს და ულამაზესი დიდგვაროვანის ქალიშვილის - ფლავიას ლამაზი და ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, ვეზუვის ამოფრქვევის ფონზე ვითარდება, ტრაგედიის რომელმაც სამუდამოდ წაშალა დედამიწის ზედაპირიდან რომაული ქალაქი პომპეი...
როდესაც ბერლინში დასასვენებლად წასული ფოტოჟურნალისტი კლერი ბერლინელ ქარიზმატულ ბიჭს - ენდის გაიცნობს, მათ შორის ურთიერთმიზიდულობა წარმოიქმნება. ქუჩებში სეირნობისა და ერთად გატარებული ღამის შემდეგ კლერი აღმოაჩენს, რომ ენდი სამსახურში წავიდა კარი კი ჩაკეტილი დატოვა. თითქოს ეს შემთხვევითობაა, მაგრამ სამწუხაროდ იგი მის გაშვებას არც აპირებს...
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის დედა, ავტოვარიის შედეგად კომაშია. ბიჭი ქუჩაში მამინაცვალს ახალგაზრდა გოგონასთან ერთად ხედავს და ეს მას ჭკუიდან შლის. იგი გადაწყვეტს დედამისის სახელით იძიოს შური და მკვლელობას გეგმავს...
ტონი ადვოკატისაგან წერილს იღებს, იდუმალი მემეკვიდრეობის შესახებ. გარემოებების შესწავლის შემდეგ, ტონი მიხვდება, რომ წარსული არც ისე ცოტა სიურპრიზს მალავს...
ფილიპი ძალიან მიჯაჭვულია მის მამობილ ემბროუზზე. იტალიაში მოგზაურობის დროს ემბროუზი დაქორწინდება და მალევე გარდაიცვლება. ფილიპი დარწმუნებულია, რომ მისი მამობილი რეიჩელმა მოკლა, ქონების მისათვისებლად. შურისძიების დაგეგმვისას ფილიპს რეიჩელი თავალ შეუყვარდება...
ფილმი მოგვითხრობს სასოწარკვეთილ კონიზე, რომელიც ბანკის გაძარცვას გადაწყვეტს. ჩანაფიქრის განსახორციელებლად მას მეწყვილე სჭირდება, ამისათვის ერთადერთი კანდიდატი მისი ძმაა, რომელიც გონებრივად შეზღუდულია. ძარცვისას ძმა პოლიციის ხელში აღმოჩნდება. კონი გადაწყვეტს რადაც არ უნდა დაუჯდეს გამოიყვანოს ძმა ციხიდან...
კორპორაცია "მირანდომ" შექმნა უჩვეულო ჯიშის გოჭები, რომლებიც მთელს მსოფლიოს ფერმერებს დაურიგა. ათი წლის მანძილზე უდიდესი ზომის ღორი გოგონა მიჯას საუკეთესო მეგობარი იყო. მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელდა. კორპორაციამ მისი საკუთრება უკან წაიყვანა. რა თქმა უნდა მამაცი გოგონა არ ნებდება და მეგობრის გადასარჩენად მიდის, მაგრამ სამყარო ბევრად უფრო სასტიკი აღმოჩნდება, ვიდრე მას ეგონა...
ფილმს საფუძვლად უდევს სამხედრო მეგან ლივისა და მისი ძაღლის მეგობრობა. ისინი ერთად მსახურობდნენ ერაყში 2004 წლიდან 2006 წლამდე, სადაც პოულობდნენ და აუვნებელყოფდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. მათ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეს...
მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში, "ნაძირლების" სახელით ცნობილი ებრაული წარმოშობის ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი იმისთვის შეიქმნა, რომ მესამე რაიხს შიშის ზარი დასცენ. ძალის საჩვენებლად, ისინი ნაცისტებს სკალპებს ხდიან და სასტიკად კლავენ. ლეიტენენტი ალდო რაინის მეთაურობით, ისინი პარიზის ერთერთი კინოთეატრის მფლობელ ფრანგ-ებრაელ მოზარდ გოგონას შეხვდებიან...
სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში, დაუმორჩილებელი პატრიკ მაკმერფი მის მეგობარ პაციენტებს, მთავარი მედდის - მილდრედ რეტჩიდის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ აამხედრებს...
ფილმის მოქმედება ვითარდება ფილმის "ნემსზე" დამთავრებიდან ათი წლის შემდეგ. ისტორია მოგვითხრობს როგორ ცდილობენ მთავარი გმირები პორნობიზნესში თავის დამკვირებას...
1920-იანი წლები, კოპენჰაგენი. ილუსტრატორი და მხატვარი გერდა ვეგენერი სთხოვს მეუღლეს ეინერ ვეგენერს ნატურის ადგილის დაიკავოს და ქალის ფორმაში გამოეწყოს. პორტეტი პოპულარობას იხვეჭს და ქალი აგრძელებს მეუღლის ამ ფორმით გამოსახვას. მალე ეინერი ხვდება რომ მოსწონს საკუთარი თავი როგორც ქალი და ის ხდება პირველი ადამიანი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა სქესის შესაცვლელად...
55 წლის უიმბლდონის ჩემპიონის ბობი რიქსისა და 29 წლის ტენისის მოთამაშე ქალის ბილი ჯინ კინგის დაპირისპირების ისტორია. ლეგენდარულმა მატჩმა , რომელიც 1973 წელს ჩატარდა ტელეეკრანებთან 50 მილიონი მაყურებელი შეკრიბა და დაამტკიცა, რომ პროფესიონალი ქალი ტენისის მოთამაშეები უთანაბრდებიან მამაკაც მოთამაშეებს...
უცნობ ობოლ ბიჭს აღზრდის დიდგვაროვანი, კაი - ასე უძახიან ბიჭს, ძალიან მამაცია და ცდილობს თავისი აღმზრდელის ერთგული იყოს. მის ბატონს მაგიით მოაჯადოებენ და სიკვდილს მიუსჯიან, რის შემდეგაც მისი სამურაები რონინები ხდებიან, კაი მათ შეუერთდება რათა შური იძიოს და აკრძალული სიყვარული დაიცვას. ფილმი გადაღებულია ცნობილი ლეგენდის მიხედვით, რომელშიც მოთხრობილია 47 რონინის ისტორია...
ფილმის მოქმედება 1945-1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს...
ჯონ უიკი - ყოფილი დაქირავებული მკვლელი - ცხოვრობს ზომიერი ცხოვრებით, როდესაც ბოროტმოქმედი იპარავს მის საყვარელ1969 წლის MUSTANG-ს და გზად კლავს ძაღლს დეიზის, რომელიც მისი გარდაცვლილი მეუღლის ერთადერთი ცოცხალი შეხსენება იყო. ჯონს შურისძიების წყურვილი იპყრობს...
მეამბოხე ჯეიკ ტაილერს ახალ სკოლაში არალეგალურ ქუჩის ბრძოლებში ჩაითრევენ. მას შემდეგ რაც მას მეგობრების და ოჯახის მისამართით მუქარას შემოუთვლიან, ჯეიკი გადაწყვეტს, ჩხუბი ვეტერან მებრძოლთან ისწავლოს, რომელიც მას ავარჯიშებს საფინალო, სასტიკი, დაუნდობელი ბრძოლისთვის წესების გარეშე თავის მოსისხლე მტერთან და ადგილობრივი საომარი ხელოვნების ჩემპიონთან, რაიან მაკკართისთან...
ვიქტორი დამწყები მწერალია, სარა კი მაგისტრი კლასიკური ლიტერატურის დარგში. მათი საერთო გატაცება ჯოისი და დოსტოევსკია. ისინი უდარდელად ცხოვრობდნენ, მაგრამ მატი შემთხვევითი შეხვედრა ბარში 45 წლიან გაგრძელებას ჰპოვებს. ერთი ოჯახის დიდი სიყვარულის ისტორია, პარიზის მზიანი ბურვალის ფონზე...
სოფია, ოლიგარქი არისტიდ ლეონიდისის შვილიშვილი, დაიქირავებს დეტექტივს, რათა ბაბუამისის მკვლელობა გამოიძიოს. სოფია დარწმუნებულია, რომ ბაბუა რომელიღაც ოჯახის წევრმა მოწამლა. გამოძიების დაწყების შემდეგ დეტექტივისათვის ნათელი ხდება, რომ მოტივი ყველას ჰქონდა, თვით სოფიასაც კი...
1964 წელს დაწერილი იგივე სახელწოდების რომანის ადაპტაცია. ფილმი ჯორჯ ფელკონერის ცხოვრებიდან ერთ დღეს აღწერს. იგი კოლეჯის პროფესორია, რომელსაც ცოტა ხნის წინ საყვარელი მოუკვდა, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. ამ ტრამვამ ჯორჯი სასოწარკვეთილბაში ჩააგდო და ახლა მისი ახლო მეგობარი ჩარლისგან ნუგეშს ელის, ის კი თავად იტანჯება ცხოვრების აზრის პოვნის პროცესში...
18 წლის ასაკში ტახტზე ასვლის შემდეგ ვიქტორია გახდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი, მოგვიანებით კი ინდოეთის იმპერატორიც. აბდული არსაიდან გამოჩნდა და საკმაოდ დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანად იქცა. მისი შურდათ, მის წინააღდეგ იყო ინგტიგებიც, მისი და დედოფლის ურთიერთობაზე კი არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთელს მსოფლიოში საუბრობდნენ...
ჩარლი სან-კლაუდი წყნარ ქალაქში ცხოვრობს. იგი დაკავებულია სპორტით და პრესტიჟულ უნივერსიტეტში სასწავლებლად ემზადება. თუმცა ხდება ტრაგედია - ავარიაში იღუპება მისი უმცროსი ძმა სემი და ჩარლის ცხოვრება მკვეთრად იცვლება. ის მომხდარში თავის თავს ადანაშაულებს. წარსული მოსვენებას არ აძლევს...
შუახნის ასაკობრივ კრიზისში მყოფი ლესტერ ბერნჰემი რიგითი მოქალაქე და მამაა, რომელიც გადაწყვეტს მისი მოუწესრიგებელი ცხოვრება, საკუთარი ქალიშვილის მეგობართან ფლირტის გაბმით გამოაცოცხლოს...
ფილმი მოგვითხრობს თინეიჯერებზე - ზაკზე და ჯოშიზე, რომლებიც მთელი ცხოვრება მეგობრები არიან. ისინი კვლავ განაგრძნობდნენ მეგობრობას, რომ არა ერთი უბედური შემთხვევა, რომლის დამალვაც გადაწყვიტეს...
ახალგაზრდა კატის მომხიბვლელი , მაგრამ უცნაური რობერ დასტი უყვარდება. რაც დრო გადის ის ხვდება, რომ მათი ქორწინება უცნაური, ბნელი და შემაშფოთებელი ხდება.
საინვესტიციო ბანკირ ჯეკ კემპბელს სულ სხვა ცხოვრება ექნებოდა კოლეჯის შეყვარებულთან ოჯახი რომ შეექმნა. ფერარის ნაცვლად მინივენით ივლიდა და ორ ხმაურიან ბავშთან ერთად ქალაქგარეთ იცხოვრებდა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად იგი ცდილობს დააფასოს მისი ცხოვრების ამ ვერსიის ყოველი წამი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, უდანაშაულო მამაკაცს უსამართლოდ მიუსჯიან ციხეში 7 წლიან პატიმრობას. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, განგსტერად ქცეული მთავარი გმირი, იძულებულია უხელმძღანელოს სამხრეთ კალიფორნიულ სასტიკ ბანდას...
გერმანელი ჯარიკაცი ცდილობს გაიგოს, ჰყავს თუ არა ჰოლანდიას ჯაშუში, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. მაგრამ გამოძიების დროს მას ახალგაზდა გერმანელი ებრაელი ლამაზმანი უყვარდება...
ლოს-ანჯელესში, 50-იანი წლების კორუმპირებულ და სასტიკ პოლიციაში, სამი დეტექტივი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს იმის გასარკვევად, თუ რა იმალება სადღეღამისო სასადილოში ჩადენილი მკვლელობების უკან...