ადამიანების გულახდილი საუბრები დედამიწაზე ცხოვრების ერთ დღეზე. ცალკეული ადამიანების მონაყოლი,თავიანთ პირად ცხოვრებაზე, აერთიანებს და გვაჩვენებს მსოფლიო საზოგადოების ყოფას. სასაცილო და სევდიან, ტრაგიკულ და ოპტიმისტურ მონათხრობებს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ბევრი საერთო აქვს, მიუხედავად უზარმაზარი გეოგრაფიული დაშორებებისა. კადრები აწყობილია მოქმედი გმირების პასუხებით იმ კითხვებზე, რომელთაც მათ უსვამენ: რა გაქვთ ჯიბეში? რისი გეშინიათ? რა გიყვართ და ა.შ.
ლიზ გილბერტს ჰქონდა ყველაფერი, რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა. მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად მანაც აღმოაჩინა, რომ იგი დაკარგული და დაბნეულია.ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში, იგი რისკავს ყველაფერს რათა შეცვალოს თავის ცხოვრება. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს.იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს მოულოდნელად შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვნის კუნძულ ბალიზე...
რომანტიული დრამა, რომელიც 1930 წელს ინგლისში, პარიზსა და ესპანეთში ვითარდება. ჯილდა ბესი პარიზში, ირლანდიელ სკოლის მასწავლებელთან გაი მალიონთან და ესპანეთიდან ლტოლვილ მიასთან ერთად ცხოვრობს. როდესაც ომის პერიოდი დგება მას ეს არ ანაღვლებს, იგი ფოტოგრაფის კარიერას მიყვება. გაი და მია კი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გადაწყვეტენ, რის გამოც ეს სამი მეგობარი ერთმანეთს დაშორდება.
ფილმი "კაკუნი სამოთხის კარზე" მოგვითხრობს ისტორიას კიბოთი დაავადებული ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ უკანასკნელად გაერთონ. ტეკილათი დათრობის შემდეგ მანქანას იპარავენ და საავადმყოფოდან გარბიან. მოპარული მანქანა განგსტერების საკუთრებაა, მათ მანქანის საბარგული აინტერესებთ...
ცნობილი მწერალი, ვირჯინია ვულფი მორიგი რომანის, "მისის დელოუეის” წერას იწყებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მარტო მწერლის, არამედ მკითხველთა ცხოვრებაშიც - ფილმის ძირითადი სიუჟეტის პარალელურად მაყურებელს შესაძლებლობა აქვს თვალყური ადევნოს ამ რომანის გავლენას 50-იანი წლებისა და თანამედროვე დროის ორ მკითხველ ქალზე...
ახალგაზრდა გოგონას ასტრიდისა და მისი დედის ინგრიდეს უდარდელი და ბედნიერი კალიფორნიული ცხოვრება მას შემდეგ აირევა, რაც ინგრიდის ცხოვრებაში იდუმალი მამაკაცი – ბარი კოლკერი გამოჩნდება. მათი რომანის დასრულება ინგრიდეს გულგატეხილს ტოვებს და შურისძიების სურვილი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს... ის თავის საყვარელს თეთრი ოლეანდრის შხამით მოწამლავს.
კეტრინ ანა უოტსონის ისტორია. ფემინისტი მასწავლებელი, რომელმაც კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა 1953 წელს, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში გაემგზავრა ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად...
კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბენჟამენ ბრედოკი ქალბატონ რობინსონთან ერთად სიყვარულის მახეში გაებმება. შემთხვევით იგი მამამისის ბიზნეს-პარტნიორის ცოლი აღმოჩნდება და ბენჟამენი აღმოაჩენს, რომ ამჯერად მას ქალბატონ რობინსონის თინეიჯერი ქალიშვილი, ელაინი უყვარს.
მეგი გეგმავს ბავშვის გაჩენას, რაც საფრთხეს უქმნის, როცა დაქორწინებული კაცი ჯონი უყვარდება. არამყარი ქორწინების ნგრევა დიდებული და შეუძლებელია ჯორჯიტისთვის....
აკის ძალიან უყვარს ფეხბურთი და სურს წარმატებას მიაღწიოს გოგონათა ფეხბურთის გუნდში. ერთხელ მას ცხვირიდან სისხლი წამოუვა, გამოკვლევის შედეგად გაირკვევა, რომ მას ლეიკემია აქვს...
მარკოსი გენერლის ოჯახის მძღოლია, მისმა მეუღლემ თავის დროზე მოიტაცა ბავშვი ფულის გამოძალვის მიზნით, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მარკოსი ცდილობს სინდისის დამშვიდებას და ამ ამბავს გენერლის ქალიშვილს უყვება, რომელიც ფარულად ბორდელში მუშაობს.
ჰოლი პარკერი ცხოვრობს მზიან კალიფორნიაში ყველაზე შესანიშნავ მამასთან ერთად მთელ ქვეყანაზე, მისი თანატოლი ენი ჯეიმსი კი – ლონდონში მშვენიერ მოსიყვარულე დედასთან. პირველი ოცნებობს დედაზე, რომლის გარეშეც მას ძალიან უჭირს, მეორე კი ოცნებობს მამა ყავდეს. როდესაც გოგონები შემთხვევით შეხვდებიან საზაფხულო ბანაკში, მათ აქვთ, რა გაუზიარონ ერთმანეთს...
ფილმის მთავარ გმირს პოლ ტომპსონს სურს გადაცუროს მდინარე ჰუდსონი რომელიც 150 მილია. ეს მისი ბოლო შანსია, ამიტომაც იგი ეპატიჟება თავის ბავშვობის მეგობრებს - ჯეფს და ლიზის. მათ წინ სამ კვირიანი თავგადასავალი ელოდებათ.
ფილმის მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებულნი. მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ეჭვებს მეუღლეების ერთგულების შესახებ.
ცხრა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სტუდენტმა, ჯესიმ მატარებელში მომხიბლავი ფრანგი გოგონა, სელინი გაიცნო და მასთან ერთად ერთი დაუვიწყარი დღე გაატარა ვენაში. ამ ხნის მანძილზე ორივე ბევრი რამ შეიცვალა და აი, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს...
ჯეკ ფოული ყაჩაღია. მის სახელზე ორასამდე ბანკის დაყაჩაღებაა. ერთხელაც ციხიდან გამოქცეული ჯეკი მიხვდება, რომ ფულზე და ქონებაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა. ეს მნიშვნელოვანი კი კარენ სისკოს გულის მონადირებაა... ის ჭკვიანი და მომხიბვლელი ქალია, მაგრამ სამწუხაროდ პოლიციის ოფიცერია...
ჯასთინი და მაიკლი ჯასთინის დის სახლში თავიანთ ქორწინებას აღნიშნავენ. ჯასთინის დიდი მონდომების მიუხედავად წვეულება ფიასკოთი სრულდება. ნათესავებს შორის დაძაბულობა მატულობს. ამდროს კი პლანეტა „ „მელანქოლია“ პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება...
ორი აფრიკელი ბიჭი, თეთრი რინო და შავკანიანი ზულუ მეგობრები არიან. 25წლიანი განშორების შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან ერთმაეთს. იხსენებენ ბავშვობას, გაიტაცებენ ნახევარ მილიონ დოლარს და ცდილობენ დაემალონ პოლიციას...
ჩარლი ჩაპლინის პირველი მუნჯი ფილმი, მას შემდეგ რაც მან ხმოვან კინოში თავი დაიმკვიდრა. ისტორია ღატაკ მამაკაცზე, რომელსაც ყვავილების გამყიდველი ქალი შეუყვარდება. ფილმს დიდი წარმატება მოჰყვა და დღესდღეობით საკულტო კლასიკად არის მიჩნეული...
აფროდიტა, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი, ტულა პორტოკალოსის მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. ის უკვე 30 წელს გადასცდა და ჯერ კიდევ გაუთხოვარია. სათვალეებში და მოუვლელი თმით, ის კლიენტებს ემსახურება თავისი მრავალრიცხოვანი ნათესავების საოჯახო რესტორანში და გაქცევას ნატრობს ყველა ამ დეიდებისგან, ბიძიებისგან და ბებიებისგან.
ქმარი ორ ადამიანს ქირაობს, რომლებმაც მისი ცოლი უნდა გაიტაცონ და შემდეგ მამამისს გამოსასყიდი მოსთხოვონ. ეს ფაქტი სისხლიანი მოვლენების მთელ ჯაჭვს იწვევს, დამკვეთის, შემსრულებლის და გატაცებულის მამის სულელობის, სიხარბის და უიღბლობის გამო.
ისტორია მაიკლ ბერგზე, გერმანელ ადვოკატზე, რომელსაც 50-იან წლებში, მასზე უფროს ქალთან, ჰანასთან ჰქონდა ურთიერთობა. ჰანა წლების განმავლობაში გამქრალი იყო და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, ომის კრიმინალური დანაშაულების სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სახით გამოჩნდა, როგორც საკონცენტრაციო ბანაკის მცველი. მხოლოდ მაიკლი ხვდება, რომ ჰანას კითხვა არ შეუძლია და შესაძლოა მალავდეს ამას, საკუთარი თავისუფლების ფასად.
კომედია ქალაქელ ინტროვერტ ლარსზე. მას ახალი შეყვარებული გოგონა ყავს, რომელიც თავისიანებსაც გააცნო და მშვენივრადაც უგებს. მხოლოდ ერთი პრობლემაა - გოგონა არ არის ნამდვილი...
იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკელ მძევალს ათავისუფლებენ თანამესაკნის დახმარებით. გათავისუფლებული ჯარისკაცი იწყებს პატივისცემის მოხვეჭას და უბრუნებს ვალს კრიმინალურ სამყაროს...
ფილმში დეტალურადაა აღწერილი მთავარი გმირის, კეინის ამბავი და მისი ზაფხული იმ წელს, როდესაც მან სკოლა დაამთავრა. ეს ისტორია დაწვრილებით აღწერს ქალაქში ცხოვრების დღევანდელ უხეშ რეალობას...
დაფუძნებულია იაპონურ ისტორიაზე. კორეელი ცნობილი პოპ მომღერალი რომელსაც სინამდვილეში სიმღერა არ შეუძლია. მას შემდეგ რაც მის საიდუმლოს გაიგებენ ჰან ნა ცდილობს მისი ადგილი დაიკავოს.
11 წლის ვეიდა სალტენფასი მამასთან და ბებიასთან ერთად დიდ სახლში ცხოვრობს. მის მამას დამკრძალავი ბიურო აქვს, რომლის ოფისიც მათ სახლშია განთავსებული. დაკრძალვის ატმოსფერო, რომელიც სახლში მეფობს დამთრგუნველად მოქმედებს გოგონაზე.
ფილმი მოგვითხრობს ინგლისელი ბიჭის ისტორიას, რომელიც მშობლებთან ერთად შანხაიში ცხოვრობს. პერლ ჰარბორზე იერიშის შემდეგ, იაპონელებმა შანხაიში მცხოვრები უცხოელების დასახლება დაიკავეს და ჯიმი ამ არეულობაში მშობლებს დაკარგავს...
ნიუ-იორკელი ინტელექტუალი მწერალი ბარტონ ფინკი ჩადის ჰოლივუდში სცენარისტად სამუშაოდ. მას მალე უფორმებენ ხელშეკრულებას, მაგრამ დაკვეთით მუშაობა არ გამოსდის.
ჩუნ შიკი მუშაობდა ტატუსოში, ბაბუის ფერმაში, სანამ კორეა იყო იაპონიის კოლონია. მისი ოცნება იყო, რომ მონაწილეობა მიეღო ტოკიოს სირბილის მარათონში. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.
წყნარი და მორიდებული მამაკაცი მონსტრ ქალზეა დანიშნული. მოულოდნელად ის თავის ნამდვილ სიყვარულს იპოვნის და ყველანაირად ცდილობს გამონახოს გზა, რომ მასთან ერთად იყოს.
ტომ რიპლი ცდილობს მეგობარი დაარწმუნოს დაბრუნდეს სახლში, დაანებოს თავი მოგზაურობას და ფულის ხარჯვას. ტომის ოცნებაა ჰქონდეს ბევრი ფული და საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. სიმდიდრისგან გაზულუქებული მეგობრისგან თავგაბეზრებული ტომი გადაწყვეტს მოიცილოს ის თავიდან. მას გადაწყვეტილი აქვს თავად დაეპატრონოს ყველაფერს რაც მეგობარს ეკუთვნის.
ჯიუტი ხასიათის ნიჭიერი ტანმოვარჯიშე მთელ თავის დროს ვარჯიშს უთმობს. მწვრთნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ ერთხელაც მას ყველაფერი მობეზრდება...
ეს ამბავი მოგვითხრობს ჰასმეტის სიყვარულზე - ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა არაფრად ჩააგდოს აღმოსავლეთ დაუწერელი კანონები - და იამუნზე - გულუბრყვილო და უცოდველი გოგონას, რომელმაც პრაქტიკულად არაფერი იცის ცხოვრების მწარე და მკაცრი რეალობის შესახებ...
სევდიანი და სარკაზმული ისტორია ტაქსას მოგზაურობაზე ერთი პატრონიდან შემდეგ პატრონამდე. მან ოთხი პატრონი გამოიცვალა და ყველასთან სხვადასხვა როლის შესრულება მოუწია. იგი მთელი სპექტრი ადამიანური ემოციების მოწმე გახდა.
კრივი, ეს ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი - ეს ბიზნესი და ტოტალიზატორია. ჩემპიონის მენეჯერი ფრედი ფიქრობს რომ გამდიდრებისათვის ყველა გზა გამართლებულია, ჩემპიონისათვის ღირსეული მეტოქის მოძიებისათვის კი მას სკანდალი სჭირდება...
ფილმის მთავარი გმირი იტალიელი ჯემა, მიემგზავრება თავის 16 წლის ვაჟთან ერთად პიეტრო სარაევოში. მას უნდა ანახოს შვილს მშობლიური ქალაქი და მოუყვეს მამამისი დიეგოს შესახებ, რომელსაც ბიჭი საერთოდ არ იცნობდა და რომელიც ბოსნიის კონფლიქტის დროს დაიღუპა...
ბილი, პედი, არჩი და სემი მთელი ცხოვრებაა მეგობრობენ. ბილი, როგორც იქნა გადაწყვეტს ცოლი მოიყვანოს და ქორწინებამდე წვეულების გასამართავად მეგობრებთან ერთად გასართობად მიემგზავრება ლას-ვეგასში...
კერი, შარლოტა და მირანდა დაოჯახებულები არიან, მაგრამ კვლავ არ კარგავენ ხალისს და ძველებურად მეგობრობენ. სამანტას ეძლევა შანსი დაუვიწყარ მოგზაურობაში წავიდეს, სადაც მეგობრებიც მიჰყავს. უსასარულო მხიარულება, მოდა და ნამდვილი მეგობრობა: "სექსი დიდ ქალაქში–2" კვლავ გვჩუქნის ამას...
უოლტერ სპაროუ საიდუმლოებით მოცული წიგნით შეპყრობილი ხდება. როგორც აღმოჩნდება, ეს წიგნი მის ცხოვრებაზეა დაფუძნებული. როდესაც ის წიგნს გადაფურცლავს, მაშინვე წაკითხულსა და საკუთარ ცხოვრებას შორის პარალელებს იპოვნის. მას შიში შეიპყრობს,რომ წიგნში აღწერილი მკვლელობა შესაძლოა სინამდვილეში მოხდეს...
ოსკარ უაილდის თხზულების მიხედვით გადაღებული ფილმი, პატივმოყვარე ფლეიბოის შესახებ ლონდონიდან, რომელმაც უკვდავი სილამაზის შესანარჩუნებლად სული გაყიდა. ლორდ ჰენრი უოტონის ცხოვრების წესით ცდუნებული ლამაზი, ახალგაზრდა არისტოკრატი დორიან გრეი ახალგაზრდობის შენარჩუნების სურვილით შეპყრობილი ხდება და სპეციალურად ახატინებს პორტრეტს, რომელიც ჟამთასვლას თავის თავზე იღებს, ხოლო თავად სამუდამოდ ახალგაზრდა რჩება...