ფილმის მოქმედება ვითარდება ფილმის "ნემსზე" დამთავრებიდან ათი წლის შემდეგ. ისტორია მოგვითხრობს როგორ ცდილობენ მთავარი გმირები პორნობიზნესში თავის დამკვირებას...
1920-იანი წლები, კოპენჰაგენი. ილუსტრატორი და მხატვარი გერდა ვეგენერი სთხოვს მეუღლეს ეინერ ვეგენერს ნატურის ადგილის დაიკავოს და ქალის ფორმაში გამოეწყოს. პორტეტი პოპულარობას იხვეჭს და ქალი აგრძელებს მეუღლის ამ ფორმით გამოსახვას. მალე ეინერი ხვდება რომ მოსწონს საკუთარი თავი როგორც ქალი და ის ხდება პირველი ადამიანი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა სქესის შესაცვლელად...
55 წლის უიმბლდონის ჩემპიონის ბობი რიქსისა და 29 წლის ტენისის მოთამაშე ქალის ბილი ჯინ კინგის დაპირისპირების ისტორია. ლეგენდარულმა მატჩმა , რომელიც 1973 წელს ჩატარდა ტელეეკრანებთან 50 მილიონი მაყურებელი შეკრიბა და დაამტკიცა, რომ პროფესიონალი ქალი ტენისის მოთამაშეები უთანაბრდებიან მამაკაც მოთამაშეებს...
უცნობ ობოლ ბიჭს აღზრდის დიდგვაროვანი, კაი - ასე უძახიან ბიჭს, ძალიან მამაცია და ცდილობს თავისი აღმზრდელის ერთგული იყოს. მის ბატონს მაგიით მოაჯადოებენ და სიკვდილს მიუსჯიან, რის შემდეგაც მისი სამურაები რონინები ხდებიან, კაი მათ შეუერთდება რათა შური იძიოს და აკრძალული სიყვარული დაიცვას. ფილმი გადაღებულია ცნობილი ლეგენდის მიხედვით, რომელშიც მოთხრობილია 47 რონინის ისტორია...
ფილმის მოქმედება 1945-1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს...
ჯონ უიკი - ყოფილი დაქირავებული მკვლელი - ცხოვრობს ზომიერი ცხოვრებით, როდესაც ბოროტმოქმედი იპარავს მის საყვარელ1969 წლის MUSTANG-ს და გზად კლავს ძაღლს დეიზის, რომელიც მისი გარდაცვლილი მეუღლის ერთადერთი ცოცხალი შეხსენება იყო. ჯონს შურისძიების წყურვილი იპყრობს...
მეამბოხე ჯეიკ ტაილერს ახალ სკოლაში არალეგალურ ქუჩის ბრძოლებში ჩაითრევენ. მას შემდეგ რაც მას მეგობრების და ოჯახის მისამართით მუქარას შემოუთვლიან, ჯეიკი გადაწყვეტს, ჩხუბი ვეტერან მებრძოლთან ისწავლოს, რომელიც მას ავარჯიშებს საფინალო, სასტიკი, დაუნდობელი ბრძოლისთვის წესების გარეშე თავის მოსისხლე მტერთან და ადგილობრივი საომარი ხელოვნების ჩემპიონთან, რაიან მაკკართისთან...
ვიქტორი დამწყები მწერალია, სარა კი მაგისტრი კლასიკური ლიტერატურის დარგში. მათი საერთო გატაცება ჯოისი და დოსტოევსკია. ისინი უდარდელად ცხოვრობდნენ, მაგრამ მატი შემთხვევითი შეხვედრა ბარში 45 წლიან გაგრძელებას ჰპოვებს. ერთი ოჯახის დიდი სიყვარულის ისტორია, პარიზის მზიანი ბურვალის ფონზე...
სოფია, ოლიგარქი არისტიდ ლეონიდისის შვილიშვილი, დაიქირავებს დეტექტივს, რათა ბაბუამისის მკვლელობა გამოიძიოს. სოფია დარწმუნებულია, რომ ბაბუა რომელიღაც ოჯახის წევრმა მოწამლა. გამოძიების დაწყების შემდეგ დეტექტივისათვის ნათელი ხდება, რომ მოტივი ყველას ჰქონდა, თვით სოფიასაც კი...
1964 წელს დაწერილი იგივე სახელწოდების რომანის ადაპტაცია. ფილმი ჯორჯ ფელკონერის ცხოვრებიდან ერთ დღეს აღწერს. იგი კოლეჯის პროფესორია, რომელსაც ცოტა ხნის წინ საყვარელი მოუკვდა, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. ამ ტრამვამ ჯორჯი სასოწარკვეთილბაში ჩააგდო და ახლა მისი ახლო მეგობარი ჩარლისგან ნუგეშს ელის, ის კი თავად იტანჯება ცხოვრების აზრის პოვნის პროცესში...
18 წლის ასაკში ტახტზე ასვლის შემდეგ ვიქტორია გახდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი, მოგვიანებით კი ინდოეთის იმპერატორიც. აბდული არსაიდან გამოჩნდა და საკმაოდ დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანად იქცა. მისი შურდათ, მის წინააღდეგ იყო ინგტიგებიც, მისი და დედოფლის ურთიერთობაზე კი არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთელს მსოფლიოში საუბრობდნენ...
ჩარლი სან-კლაუდი წყნარ ქალაქში ცხოვრობს. იგი დაკავებულია სპორტით და პრესტიჟულ უნივერსიტეტში სასწავლებლად ემზადება. თუმცა ხდება ტრაგედია - ავარიაში იღუპება მისი უმცროსი ძმა სემი და ჩარლის ცხოვრება მკვეთრად იცვლება. ის მომხდარში თავის თავს ადანაშაულებს. წარსული მოსვენებას არ აძლევს...
შუახნის ასაკობრივ კრიზისში მყოფი ლესტერ ბერნჰემი რიგითი მოქალაქე და მამაა, რომელიც გადაწყვეტს მისი მოუწესრიგებელი ცხოვრება, საკუთარი ქალიშვილის მეგობართან ფლირტის გაბმით გამოაცოცხლოს...
ფილმი მოგვითხრობს თინეიჯერებზე - ზაკზე და ჯოშიზე, რომლებიც მთელი ცხოვრება მეგობრები არიან. ისინი კვლავ განაგრძნობდნენ მეგობრობას, რომ არა ერთი უბედური შემთხვევა, რომლის დამალვაც გადაწყვიტეს...
ახალგაზრდა კატის მომხიბვლელი , მაგრამ უცნაური რობერ დასტი უყვარდება. რაც დრო გადის ის ხვდება, რომ მათი ქორწინება უცნაური, ბნელი და შემაშფოთებელი ხდება.
საინვესტიციო ბანკირ ჯეკ კემპბელს სულ სხვა ცხოვრება ექნებოდა კოლეჯის შეყვარებულთან ოჯახი რომ შეექმნა. ფერარის ნაცვლად მინივენით ივლიდა და ორ ხმაურიან ბავშთან ერთად ქალაქგარეთ იცხოვრებდა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად იგი ცდილობს დააფასოს მისი ცხოვრების ამ ვერსიის ყოველი წამი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, უდანაშაულო მამაკაცს უსამართლოდ მიუსჯიან ციხეში 7 წლიან პატიმრობას. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, განგსტერად ქცეული მთავარი გმირი, იძულებულია უხელმძღანელოს სამხრეთ კალიფორნიულ სასტიკ ბანდას...
გერმანელი ჯარიკაცი ცდილობს გაიგოს, ჰყავს თუ არა ჰოლანდიას ჯაშუში, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. მაგრამ გამოძიების დროს მას ახალგაზდა გერმანელი ებრაელი ლამაზმანი უყვარდება...
ლოს-ანჯელესში, 50-იანი წლების კორუმპირებულ და სასტიკ პოლიციაში, სამი დეტექტივი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს იმის გასარკვევად, თუ რა იმალება სადღეღამისო სასადილოში ჩადენილი მკვლელობების უკან...
ფილმი მოგვითხრობს მოსმენებს შორის ყავის დამტარებელისა და ღარიბი ჯაზ-მომღერლის სიყვარულის ისტორიას. მათი ერთობლივი წარმატება მათ ურთიერთობას გამოცდას უწყობს...
სტიგ ლარსონის ინგლისურად ადაპტირებული შვედური რომანი, მოგვითხრობს დათხოვნილი ჟურნალისტის მაიკლ ბლომკვისტის შესახებ, რომელიც პატრიარქის ძმისწულის გაუჩინარების საქმეს იძიებს. მას პირსინგიანი და სვირინგებიანი პანკი კომპუტერების ჰაკერი - ლიზბეტ სალანდერი ეხმარება. გამოძიების პროცესში ბლომკვისტი და სალანდერი წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციას ახდიან ფარდას...
მეუღლესთან განშორების შემდეგ, მთავარი გმირის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ის გადადის მშობლების სახლში და კარგავს ძველ მეგობრებს. თუმცა ცხოვრება მაშინ გიმზადებს საჩუქარს, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი. ტიფანის გაცნობა - ზუსტად ის შემთხვევაა...
ჩარლი სიმსი კერძო უნივერსიტეტის ღარიბი სტუდენტია. იმისათვის, რომ შობაზე სახლში, გრეშემში დასაბრუნებელი ფული იშოვნოს ჩარლი დროებით სამსახურს იწყებს, რაც პენსიაზე გასული ყოფილი ლეიტენანტის, ფრენკ სლეიდის მოვლაში მდგომარეობს...
24 საათიანი სატელევიზიო შოუს მთავარი გმირის თრუმენ ბურბანკის ცხოვრება ყველა კუთხით არის გაშუქებული, რის შესახებ თავად არაფერი იცის. მთელი მისი ცხოვრება მსოფლიოსთვის გასართობი დაუსრულებელი საპნის ოპერაა. მის გარშემო ყველა, ცოლის და საუკეთესო მეგობრის ჩათვლით მხოლოდ დაქირავებული მსახიობები არიან...
ფილმი მოგვთხრობს რეალური გმირის, კოკაინის კონტრაბანდისტი ჯორჯ იანგის შესაბ. იგი სიღარიბეს თავს აღწევს და ამერიკის ერთერთი უდიდესი ნარკოტიკებით მოვაჭრე ხდება...
პატარა ბრაიონი 13 წლის ასაკში შეუქცევადად ცვლის რამოდენიმე ადამიანის ცხოვრებას, როდესაც იგი უფროსი დის შეყვარებულს ცილს დასწამებს. ფილმს საფუძვლად უდევს იან მაკუენის რომანი...
2 მძარცველის ისტორია, რომლებიც სინამდვილეში სულ არ არიან ისეთები, როგორადაც ცდილობენ თავი მოაჩვენონ სხვებს. ერთი მათგანი ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების აგენტია, ხოლო მეორე დაზვერვის საიდუმლო აგენტი.
ამ სექსუალურ და უცნაურ მოგზაურობაში ნიუ იორკის გალერეის მფლობელი ბრუკი და მისი მეუღლე ოუენი განსაკუთრებული ცდუნებების წინაშე აღმოჩნდნენ, მოულოდნელი შედეგებით.
არისტოკრატ ვარდ ალენის 1900-იანი წლების რეალური ამბავი, რომელმაც დაარსა საქმიანი პარტნიორობა გათავისუფლებულ მონასთან კრისმას მოულტრესთან ერთად, ქვეყანაში აფროამერიკელების მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების ფონზე.
შესანიშნავი ადვოკატი ცვლის საკუთარ სხეულს და სიჩუმის ფიცს დებს, რომ არ იყოს უიმედოდ იქამდე, სანამ არ გამოიძიებს, თუ ვინ მოკლა მისი ცოლ-შვილი და რევანშს აიღებს...
გენეტიკური წარმოშობის მაიმუნების მზარდი ერი, ემუქრება დამანგრეველი ვირუსის შემდეგ გადარჩენილ ადამიანთა ჯგუფს. მათ მიაღწიეს სიმშვიდეს, მაგრამ ის აღმოჩნდა ხანმოკლე, რადგან ორივე მხარე ომის ზღვარზეა მისული. ეს ომი განსაზღვრავს ვინ დარჩება დედამიწაზე როგორც დომინანტი...
სამოქალაქო ომი დამთავრდა, თუმცა ყველასთვის არა. დაქირავეული მსროლელების პატარა რაზმი, რომელსაც კონფედერატების ჯარის პოლკოვნიკი კარვერი უდგას სათავეში, ჩრდილოეთელების ჯარის ექს-კაპიტანზე გამოაცხადებს ნადირობას...
ისტორიის ცენტრშია მოლეკულარული მედიცინის ბიოლოგი და მისი ასიასტენტი. ერთად ისინი არაჩვეულებრივ აღმოჩენას აკეთებენ, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თანამედროვე საზოგადოება...
ვირჯილ ოლდმენი, მსოფლიოში ცნობილი ანტიკვარიატის ექსპერტი და აუქციონების წამყვანია. მას არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა, ცდილობს დისტანცია დაიცვას და განმარტოებით ცხოვრობს. ერთხელაც მას მდიდრული ვილის მფლობელი, უცანური დაავადებით შეპყრობილი გოგონა დაიქირავებს ქონების შესაფასებლად...
ფილმი მოგვითხრობს ინდოელი ბიჭის, სახელად პი-ს ისტორიას. იგო ზოოპარკის მეპატრონის ვაჟია. წყნარი ოკეანის გადაცურვისას გემი, რომელზეც ბიჭი მშობლებთან და ზოოპარკის ცხოველებთან ერთად იმყოფება შტორმში მოყვება. პი აღმოჩნდება ერთ ნავში აფთართან, ზებრასთან, გორილასთან და ვეფხვთან ერთად. მას წინ დიდი თავგადასავალი ელის...
სახიფათო თამაშების წყურვილის დასაკმაყოფილებლად ქეთრინი მისი დედინაცვლის შვილს, სებასტიანს ნიძლავს დაუდებს ზაფხულის ბოლომდე მათი დირექტორის ქალიშვილის ცდუნებაზე. თუ სებასტიანი მოიგებს, მისი ჯილდო ქეთრინთან ღამის გატარებაა. მაგრამ თუ წააგებს მან ქეთრინს უნდა გადასცეს ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია...
ვილი სტოუკსის მორიგი ისტორია, რომელიც ადვილი ფულის შოვნის მიზნით სანტას ფორმას იცვამს. მაგრამ შობას სასწაულები ხდება. როგორი შობა იქნება წელს ვილისთვის?
ბავშვობაში ნატანი სიკვდილს გადაურჩა, როდესაც გოგონა გადაარჩინა. ის ძლივს გამოვიდა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობიდან. დროთა განმავლობაში მან დაივიწყა ეს საშინელი შემთხვევა. ნატანმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა კარიერას და ნიუ-იორკის წარმატებული იურისტი გახდა. ერთ დღეს ნატანი უცნაურ მამაკაცს ხვდება, რომელმაც ნებისმიერი ადამიანის სიკვდილის დღე იცის.
პრინცესა დიანა - მეოცე საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი, სიცოცხლეში ე.წ. "ადამიანების გულების პრინცესა". მან მოიგო მილიონობით ადამიანის გული, მას სიყვარულს უხსნიდა ყველა - დაწყებული ინგლისის პრინცისგან ძლევამოსილი მილიარდერებამდე… მაგრამ ვინ უყვარდა მას?
განგაშის ხმა მოიცავს მძინარე ქალაქს. რისიც ეშინოდათ სეისმოლოგებს, ახდა - უძლიერესმა ტექტონიკურმა გადაადგილებამ გამოიწვია დიდი მთის მასივის ჩამოშლა და ამის გამო გიგანტური ცუნამი მოდის პირდაპირ ქალაქისკენ...
იმპულსურ მუსიკოსს, რომელიც შიზოფრენიით იტანჯება, შეუყვარდება საიდუმლოებით მოცული გოგონა, რომელიც, შესაძლოა, მხოლოდ მის გონებაში არსებობს. როცა უეცრად გოგონა გაუჩინარდება, მის მოსაძებნად მთელი ავსტრალიის გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრება. მუსიკოსის ძმა კი იძულებულია, მის გადასარჩენად გაემართოს...
ამ კრიმინალური თრილერის მოქმედება დეტროიტში მიმდინარეობს. სამი წვრილმანი ქურდი, რომელთაც ახლომდებარე ლომბარდის მეპატრონე გაქურდეს და ბეისბოლის ბარათების ძვირფასი კოლექცია მოიპარეს, აღმოაჩენენ რომ ბევრად უფრო საშინელი რამ მიუშვეს ნებაზე.