იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკელ მძევალს ათავისუფლებენ თანამესაკნის დახმარებით. გათავისუფლებული ჯარისკაცი იწყებს პატივისცემის მოხვეჭას და უბრუნებს ვალს კრიმინალურ სამყაროს...
ფილმში დეტალურადაა აღწერილი მთავარი გმირის, კეინის ამბავი და მისი ზაფხული იმ წელს, როდესაც მან სკოლა დაამთავრა. ეს ისტორია დაწვრილებით აღწერს ქალაქში ცხოვრების დღევანდელ უხეშ რეალობას...
დაფუძნებულია იაპონურ ისტორიაზე. კორეელი ცნობილი პოპ მომღერალი რომელსაც სინამდვილეში სიმღერა არ შეუძლია. მას შემდეგ რაც მის საიდუმლოს გაიგებენ ჰან ნა ცდილობს მისი ადგილი დაიკავოს.
11 წლის ვეიდა სალტენფასი მამასთან და ბებიასთან ერთად დიდ სახლში ცხოვრობს. მის მამას დამკრძალავი ბიურო აქვს, რომლის ოფისიც მათ სახლშია განთავსებული. დაკრძალვის ატმოსფერო, რომელიც სახლში მეფობს დამთრგუნველად მოქმედებს გოგონაზე.
ფილმი მოგვითხრობს ინგლისელი ბიჭის ისტორიას, რომელიც მშობლებთან ერთად შანხაიში ცხოვრობს. პერლ ჰარბორზე იერიშის შემდეგ, იაპონელებმა შანხაიში მცხოვრები უცხოელების დასახლება დაიკავეს და ჯიმი ამ არეულობაში მშობლებს დაკარგავს...
ნიუ-იორკელი ინტელექტუალი მწერალი ბარტონ ფინკი ჩადის ჰოლივუდში სცენარისტად სამუშაოდ. მას მალე უფორმებენ ხელშეკრულებას, მაგრამ დაკვეთით მუშაობა არ გამოსდის.
ჩუნ შიკი მუშაობდა ტატუსოში, ბაბუის ფერმაში, სანამ კორეა იყო იაპონიის კოლონია. მისი ოცნება იყო, რომ მონაწილეობა მიეღო ტოკიოს სირბილის მარათონში. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.
წყნარი და მორიდებული მამაკაცი მონსტრ ქალზეა დანიშნული. მოულოდნელად ის თავის ნამდვილ სიყვარულს იპოვნის და ყველანაირად ცდილობს გამონახოს გზა, რომ მასთან ერთად იყოს.
ტომ რიპლი ცდილობს მეგობარი დაარწმუნოს დაბრუნდეს სახლში, დაანებოს თავი მოგზაურობას და ფულის ხარჯვას. ტომის ოცნებაა ჰქონდეს ბევრი ფული და საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. სიმდიდრისგან გაზულუქებული მეგობრისგან თავგაბეზრებული ტომი გადაწყვეტს მოიცილოს ის თავიდან. მას გადაწყვეტილი აქვს თავად დაეპატრონოს ყველაფერს რაც მეგობარს ეკუთვნის.
ჯიუტი ხასიათის ნიჭიერი ტანმოვარჯიშე მთელ თავის დროს ვარჯიშს უთმობს. მწვრთნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ ერთხელაც მას ყველაფერი მობეზრდება...
ეს ამბავი მოგვითხრობს ჰასმეტის სიყვარულზე - ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა არაფრად ჩააგდოს აღმოსავლეთ დაუწერელი კანონები - და იამუნზე - გულუბრყვილო და უცოდველი გოგონას, რომელმაც პრაქტიკულად არაფერი იცის ცხოვრების მწარე და მკაცრი რეალობის შესახებ...
სევდიანი და სარკაზმული ისტორია ტაქსას მოგზაურობაზე ერთი პატრონიდან შემდეგ პატრონამდე. მან ოთხი პატრონი გამოიცვალა და ყველასთან სხვადასხვა როლის შესრულება მოუწია. იგი მთელი სპექტრი ადამიანური ემოციების მოწმე გახდა.
კრივი, ეს ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი - ეს ბიზნესი და ტოტალიზატორია. ჩემპიონის მენეჯერი ფრედი ფიქრობს რომ გამდიდრებისათვის ყველა გზა გამართლებულია, ჩემპიონისათვის ღირსეული მეტოქის მოძიებისათვის კი მას სკანდალი სჭირდება...
ფილმის მთავარი გმირი იტალიელი ჯემა, მიემგზავრება თავის 16 წლის ვაჟთან ერთად პიეტრო სარაევოში. მას უნდა ანახოს შვილს მშობლიური ქალაქი და მოუყვეს მამამისი დიეგოს შესახებ, რომელსაც ბიჭი საერთოდ არ იცნობდა და რომელიც ბოსნიის კონფლიქტის დროს დაიღუპა...
ბილი, პედი, არჩი და სემი მთელი ცხოვრებაა მეგობრობენ. ბილი, როგორც იქნა გადაწყვეტს ცოლი მოიყვანოს და ქორწინებამდე წვეულების გასამართავად მეგობრებთან ერთად გასართობად მიემგზავრება ლას-ვეგასში...
კერი, შარლოტა და მირანდა დაოჯახებულები არიან, მაგრამ კვლავ არ კარგავენ ხალისს და ძველებურად მეგობრობენ. სამანტას ეძლევა შანსი დაუვიწყარ მოგზაურობაში წავიდეს, სადაც მეგობრებიც მიჰყავს. უსასარულო მხიარულება, მოდა და ნამდვილი მეგობრობა: "სექსი დიდ ქალაქში–2" კვლავ გვჩუქნის ამას...
უოლტერ სპაროუ საიდუმლოებით მოცული წიგნით შეპყრობილი ხდება. როგორც აღმოჩნდება, ეს წიგნი მის ცხოვრებაზეა დაფუძნებული. როდესაც ის წიგნს გადაფურცლავს, მაშინვე წაკითხულსა და საკუთარ ცხოვრებას შორის პარალელებს იპოვნის. მას შიში შეიპყრობს,რომ წიგნში აღწერილი მკვლელობა შესაძლოა სინამდვილეში მოხდეს...
ოსკარ უაილდის თხზულების მიხედვით გადაღებული ფილმი, პატივმოყვარე ფლეიბოის შესახებ ლონდონიდან, რომელმაც უკვდავი სილამაზის შესანარჩუნებლად სული გაყიდა. ლორდ ჰენრი უოტონის ცხოვრების წესით ცდუნებული ლამაზი, ახალგაზრდა არისტოკრატი დორიან გრეი ახალგაზრდობის შენარჩუნების სურვილით შეპყრობილი ხდება და სპეციალურად ახატინებს პორტრეტს, რომელიც ჟამთასვლას თავის თავზე იღებს, ხოლო თავად სამუდამოდ ახალგაზრდა რჩება...
ბავშვობის მეგობრების, ებისა და სემის ისტორია. ისინი რვა წლის ასაკიდან მეგობრობენ, მაგრამ ცხოვრება მათ განშორებას უწყობს. ების ასწავლის სემს, როგორ უნდა იცხოვროს მის გარეშე, მაშინ როდესაც სემი ასწავლის ების, როგორ უნდა მოკვდეს.
ფილმში მოქმედება ვითარდება უახლოეს მომავალში, როდესაც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობა მეცნიერულად დადასტურდა. მეცნიერს რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა სინდისი აწუხებს. მილიონობით თვითმკვლელობა – ეს აშკარად ის შედეგი არ არის, რომელსაც ბრწყინვალე მეცნიერი ელოდა. მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი შემდეგი მსხვერპლი შეიძლება მისი საკუთარი შვილი აღმოჩდეს, რომელსაც იდუმალი გოგონა შეუყვარდა…
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი მოგვითხრობს სმენადაქვეითებულთა სკოლის შესახებ, სადაც მასწავლებლები დიდი ხნის განმავლობაში სექსუალურ ძალადობას ახდენდნენ მოსწავლეებზე...
დიდი ხნის დაქორწინებული წყვილი, რომელმაც ერთად გაატარეს სიცოცხლე ნიუ იორკის აპარტამენტში, გადაწყვეტენ სახლიდან გადასვლას. ისინი ზედმეტად გადაიტვირთებიან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხებითა და პირადი პრობლემებით...
კოსმოსური სადგური "სალუტ 7" ორბიტაზე იმყოფება უპილოტო რეჟიმში. იგი მოულოდნელად შეწყვეტს კავშირს ფრენის მართვის ცენტრთან. მიღებულია გადაწყვეტილება ორბიტაზე დამხმარე ეკიპაჟის გაგზავნის შესახებ. ეკიპაჟი ხვდება რომ დედამიწაზე დაბრუნების შანსი არც ისე დიდია. მათ არა მხოლოდ უნდა იპვოონ სადგური, არამედ უნდა გააცოცხლონ კიდეც ის. შეძლებს კი ორი ადამიანი თავიდან აიცილოს კატასტროფა და გადაარჩინოს დედამიწა სადგურის დაცემისაგან? ორბიტაზე ნამდვილი დეტექტივი განვითარდება. ფილმი გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. 1985 წელს ორბიტაზე გაფრენა ყველაზე რთულ ფრენად ითვლება კოსმონავტიკის ისტორიაში...
ძველი ტრაგედია და მტრობა კვლავ იფეთქებს, როდესაც მარკოსი ბრუნდება შინ, რათა დამარხოს მამის ფერფლი. თან სურს დაარწმუნოს მისი ძმა, სალვადორი, რომელიც ტყეში მარტო ცხოვრობს, გაყიდოს მიწა...
მონსტრების მეჯლისი მოგვითხრობს რასისტი თეთრკანიანი მამაკაცის ისტორიას, რომელსაც შავკანიანი ქალი შეუყვარდება. ჰენკი ციხის ჯალათია, ისევე როგორც მისი შვილი სონი. ლეტიციას ქმარი კი ერთ-ერთი სიკვდილმისჯილია...
ადგილობრივი შეშლილი შედის ცარიელ სახლებში, ცხოვრობს გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ ქვაბში ისაქმებს და ისე ტოვებს სახლს. მას პოლიციის გარდა სერიოზულად არავინ აღიქვამს...
ქალაქელი თინეიჯერი მიემგზავრება მონტანაში, რათა მამასთან ერთად სანადიროდ წავიდეს. მაგრამ ნადირობა გადარჩენისათვის ბრძოლაში გადაიზრდება, როდესაც ისინი გზად გრიზლის შეხვდებიან...
15 წლის წინ ახალგაზრდა უნა მასზე უფროს რეისთან ერთად გაიქცა სახლიდან. წლების შემდეგ მას ჟურნალში უკვე ყოფილის სურათი ხვდება: მას ახალი ცხოვრება, ახალი ოჯახი და ახალი სახელი აქვს. მათი მოულოდნელი შეხვედრა არა მხოლოდ მოგონებებს, არამედ ფარულ ვნებებსაც გააღვიძებს, რომლებიც მათ ცხოვრებას დანგრევით ემუქრება...
ვიეტნამში საზღვაო ქვეითებში მსახურებიდან 30 წლის შემდეგ ლარი შეპერდი კვლავ ხვდება მის მეგობრებს სალ ნილონს და რიჩარდ მიულერს, რათა დაკრძალოს მისი ვაჟი, რომელიც ერაყის ომში მოკლეს...
მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო...
მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ხდება. ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი - მისტერ ბინგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. ფილმი წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას...
რა მოხდება თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას? ჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას...
ჰარი და სალი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ. ისინი ერთად სწავლობდნენ, დადიან ერთმანეთის დასახმარებლად სხვადასხვა რთული სიტუაციების დროს, ახლობელი ადამიანს ძებნაში ეხმარებიან ერთმანეთს. მაშინაც, როდესაც ცხოვრება მათ დააშორებს, ბედისწერა კვლავ შეახვედრებს. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან თითქოს ათასი წელია. ორივეს ტანჯავს ერთი და იგივე კითხვა: იქნებ მეგობრებზე მეტი უნდა გახდნენ ერმანეთისთვის?
40 წლის გაუთხოვარი ქალი ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაორსულდება. 7 წლის შემდეგ იგი საუკეთესო მეგობარს შეხვდება, რომელიც აქამდე საიდუმლოს მალავდა: ბავშვის მამა სწორედ ის არის...
ამბავი მოზარდების ჯგუფზე და მათ მშობლებზე, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, თუ როგორ შეცვალა ინტერნეტმა მათი ურთიერთობა, კავშირი, თვითშეფასება და ერთმანეთის სიყვარული...
ნადერი და სიმინი ირანიდან წასვლას აპირებენ, რათა უკეთესი ცხოვრება მოძებნონ. ბოლო მომენტში ნადერი ავადმყოფ მამასთან დარჩენას გადაწყვეტს. სიმინს იმედი აქვს, რომ მათ 11 წლის ქალიშვილთან ერთდ გაემგზავრება, მაგრამ ის სასამართლო საქმეს აგებს. შვილს სურს, რომ დედა გონს მოეგოს და დაბრუნდეს...
კრისი მეგობრებთან ერთად ავტოკატასტროფაში ხვდება. კომაში გატარებული 4 წლის შემდეგ ნერვიული მოშლილობის კომპლექსებით იტანჯება. სამუშაოდ ბანკში დამლაგებლად ეწყობა. კრისს თავდაჯერებულობას ახალი მეგობარი გარი ჰმატებს, მაგრამ არ არის გამორიცხული ის სპეციალურად შედიოდეს ნდობაში ინვალიდთან, რათა ბანკთან უფრო ახლოს მივიდეს...
მარტი 1965 წელი. ცივი ომი. ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი პირველობისთვის იბრძვიან კოსმოსურ რბოლაში. ჯერჯერობით საბჭოთა კავშირი ლიდერობს. შემდეგი სვლა ღია კოსმოსში ადამიანის შესვლაა. გაფრენამდე ორი კვირით ადრე სატესტო ხომალდი ფეთქდება. მაგრამ ყოყმანის დრო არაა, რისკების მიუხედავად საბჭოთა კავშირს ლიდერობის დაკარგვა არ შეუძლია. ორი ადამიანის ისტორია , რომელმაც შეუძლებელი უნდა შეძლოს, კოსმოსში გაფრენა სატესტო ფრენის გარეშე.
დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს... თუ არა ?
საუკეთესო მეგობრები ჯულიენი და სოფი ზრდასრულებიც განაგრძობენ მათი ბავშვობის თამაშს – ვინ უფრო საშიშ საქციელს ჩაიდენს. ეს თამაში მათ ეხმარებათ აარიდონ თავი იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში ერთმანეთისათვის არიან შექმნილები.
1930 წელს მაღალჩინოსანი მოხელე სოლალსი ნაციისლიგიდან ჩამოდის ჟენევაში. იქ ის გაიცნობს გათხოვილ არისტოკრატ ქალბატონს არიანას და ცოტახანში ისინი გააბამენ ვნებიან რომანს...