ფილმის მოქმედება 1939 წლის ზაფხულში იწყება ვოლინის ტერიტორიაზე. პოლონელ გოგონას ზოსიასა და უკრაინელ ბიჭს პეტროს შორის სიყვარული იფეთქებს, მაგრამ მშობლები ზოსიას ძალდატანებით მდიდარ ქვრივს გააყოლებენ ცოლად. მალე მეორე მსოფლიო ომი იწყება და ზოსიას ქმარი ომში მიდის, მას კი ბავშვებთან ერთად სახლში ტოვებს...
ნარკოტიკებთან ბრძოლის ოფიცერი მოკლულია, საქმის გამოძიება კი წინ ვერ მიდის და ამიტომ დეტროიტის პოლიცია ნიკ თელისს აბრუნებს, რომელიც 18 თვის წინ სამსახურიდან დაითხოვა. თელისი ჰენრი ოაქსს,აგრესიულ პოლიციელს შეუერთდება და ერთად ისინი ამ ჩახლართულ საქმეს იძიებენ...
შავი კომედია მატარებლით მოსაწყენ მგზავრობაზე, სადაც ასაკოვანი კაცი, რომლის ცოლიც დილით გარდაიცვალა, გადაეყრება უცნაურ და სავარაუდოდ ფსიქოპატ ახალგაზრდას...
ახალგაზრდა ცოლქმარი ბაგამებზე დასასვენებლად მიემგზავრება. სიუზანი და დენიელი კატერზე წავლენ სასეირნოდ, რომელიც გათვალისწინებულია ყვინთვის მოყვარულთათვის, მაგრამ მშვენიერი ჩაყვინთვა კოშმარით სრულდება როდესაც მთავარი გმირები აღმოაჩენენ, რომ მათი კატერი მათ გარეშე წავიდა და ისინი ღია ზღვაში დატოვა, სანაპიროდან 15 კილომეტრის მოშორებით...
შესაძლებელია თუ არა თამაშმა შეცვალოს ქალის ცხოვრება? კორსიკის სასტუმროს თავმდაბალი მოახლე ელენი, ვერ წარმოიდგენდა, თუ სადამდე მიიყვანდა შემთხვევითი გატაცება ცნობილი სამაგიდო თამაშით...
მასწავლებელთან პირდაპირ სკოლაში ინტიმური კავშირის შედეგად თინეიჯერი მამა ხდება, ხოლო "მისი ქალი" კი ხვდება ციხეში მცირეწლოვანის შეცდენის გამო. ახლა ახალაგაზრდა, მარტოხელა მამა იძულებულია მიხედოს შვილს მის სრულწლოვანებამდე, შემდეგ კი ის წარმატებით გაუჩინარდება. და აი მრავალი წლის შემდეგ, ექსცენტრიული მამიკო კვლავ შემოიჭრება ვაჟის ცხოვრებაში და ყველაფერს თავდაყირა დააყენებს...
ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია რეალურ შემთხვევაზე, ერთ ევროპულ ოჯახზე. ცოლ-ქმარმა სამ შვილთან ერთად გადაწყვიტა საშობაო დღესასწაულის ტაილანდის თბილ ადგილებში გატარება, რომელიც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა...
ბიძაშვილები კრეიგი და დეი-დეი მშობლებისაგან ცალკე, ერთ ბინაში ცხოვრობენ, სადაც მუდამ მხიარულობაა. შობას, როცა მათთან სადღესასწაულო განწყობა სუფევს, მათთან მოდის სანტა-კლაუსი, რომელიც მოიპარავს არ მარტო ყველა საშობაო საჩუქარს, არამედ ბინის ქირის ფულსაც...
ფილმი მოგვითხრობს ოჯახის დესპოტ მამაზე, რომელიც თავის შვილებს ზრდის იზოლაციაში და უნერგავს მათ საზოგადოების სიძულვილს. ამბავი გადმოცემულია 11 წლის ბიჭის მიერ, რომელიც განსჯის მამამისის რადიკალურ შეხედულებებს ცხოვრებაზე...
უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ოლდმენი სამსახურს მიატოვებს. მისი კოლეგები განცვიფრებულები არიან ამ გადაწყვეტილებით და ახსნა-განმარტებებისათვის პროფესორს სახლში მიაკითხავენ. მიზეზი, რომელსაც ოლდმენი მოიშველიებს კიდევ უფრო გამაოგნებელი აღმოჩნდება. მისი მტკიცებით ის უკვდავია და იმისათვის,რომ მისი საიდუმლო არ გამოაშკარავდეს, ერთ ადგილას 10 წელზე დიდ ხანს არასოდეს ჩერდება...
ორი ძმა უჩვეულო მოვლენების მოწმე გახდება, ამერიკის მიდამოებში მოგზაურობისას. ერთი შეხედვით უდარდელი მოგზაურობა ჩახლართულ და ბნელ სიმართლეს ახდის ფარდას...
ალექსი უკრაინელი იმიგრანტია, რომელიც ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად, რათა უკეთესი შესაძლებლობები ჰქონოდა. იგი მის მშობლებს ინტერნეტ მაქინაციებით ინახავს...
ვიქტორიანული ინგლისი. ქეთრინი, ლამაზი და ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც მზითვების გარეშე ათხოვებენ მდიდარ და უკვე საკმაოდ ასაკოვან მიწათმფლობელზე. ამ ყველაფრის შედეგი მძიმე იქნება, რადგან ახალგაზრდა პატარძალი – მომავალში ნამდვილი ლედი მაკბეტი გახდება, რომელმაც უსიყვარულო ქორწინებაში ყოფნისას გაუძლო ყველა დამცირებას და წყენას, იგი იწყებს სასტიკი და უმოწყალო მეთოდებით გზის გაკვალვას, საკუთარი ქალური ბედნიერებითვის…
დაუსახლებელი კუნძულის სანაპიროზე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების გადარჩენილი წევრები, ერთდროულად ველურ ბუნებასა და ირგვლივ მყოფთა ფსიქიკის განადგურებას ეჯახებიან.
საყვარელი და ცინიკური ფილმი მწერალ ფელტონ დილეინზე, რომელიც ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქში და გაუფრთხილებლად ეწვევა ყველას, ვინც ოდესღაც მიატოვა: მშობლები, და და ყოფილი შეყვარებული…
ტემნიკოვი მოცეკვავეა, რომელმაც ოცი წლის წინ ტრამვა მიიღო. ამ ტრამვის შედეგად იგი მალე სიარულს ვეღარ შეძლებს. მას არავის გვერდში დგომა და დახმარება არ სურს.
სამი სხვდასხვაგვარი მამაკაცი, სამი სხვადასხვა მსოფლიო, სამი სხვადასხვა ომი - ყველანი კვეთს თანამედროვე ომს - აირის მორალის ბნელი მსოფლიო... ყველაფერი ისე არაა როგორც ჩანს...
ფილმი მოგვითხრობს თანამედროვე მოსკოვში მაცხოვრებელ ოჯახზე, რომელიც მტკივნეულ განქორწინებას განიცდის. მთავარი გმირები ჯერ კიდევ დაქორწინებულები არიან, მაგრამ ორივემ დაიწყო ახალი ცხოვრება და სურთ მალე მოაგვარონ ფორმალობები. მათი კონფლიქტები გავლენას ახდენს მათ 12 წლის შვილზე. მორიგი კონფლიქტის შემდეგ ბავშვი ქრება...
სიყვარულის ნაპერწკალი იფეთქებს არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლის და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის, როდესაც ისინი სამი ნაცრისფერი ვეშაპის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც ყინულის ქვეშ ხაფანგში მოჰყვნენ...
პატარა მაწანწალას არ სურს უბრალო უმნიშვნელო ნაწილი იყოს წარმოების უზარმაზარ მეგა-მანქანაში, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ადამიანთა საზოგადოებას. ჩარლი ებრძვის სულელ მდიდრებს, ყოვლისშემძლე პოლიციელებს, წარმოების უსულო უფროსებს...
ფინლანდიიდან გაქცევის შემდეგ იუსი კეტოლა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ახალმა რეჟიმმა იგი არჩევანის წინაშე დააყენა - მთავრობასთან თანამშრომლობა თუ ახალი სახელით მშვიდი ცხოვრება. იუსი ბევრი სირთულის გამოვლის შემდეგ მოახერხებს ახალ ადგილზე დამკვიდრებას, მაგრამ პოლიტიკური მდგომარეობა მოულოდნელად იცვლება...
ადამიანების გულახდილი საუბრები დედამიწაზე ცხოვრების ერთ დღეზე. ცალკეული ადამიანების მონაყოლი,თავიანთ პირად ცხოვრებაზე, აერთიანებს და გვაჩვენებს მსოფლიო საზოგადოების ყოფას. სასაცილო და სევდიან, ტრაგიკულ და ოპტიმისტურ მონათხრობებს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ბევრი საერთო აქვს, მიუხედავად უზარმაზარი გეოგრაფიული დაშორებებისა. კადრები აწყობილია მოქმედი გმირების პასუხებით იმ კითხვებზე, რომელთაც მათ უსვამენ: რა გაქვთ ჯიბეში? რისი გეშინიათ? რა გიყვართ და ა.შ.
ლიზ გილბერტს ჰქონდა ყველაფერი, რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა. მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად მანაც აღმოაჩინა, რომ იგი დაკარგული და დაბნეულია.ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში, იგი რისკავს ყველაფერს რათა შეცვალოს თავის ცხოვრება. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს.იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს მოულოდნელად შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვნის კუნძულ ბალიზე...
რომანტიული დრამა, რომელიც 1930 წელს ინგლისში, პარიზსა და ესპანეთში ვითარდება. ჯილდა ბესი პარიზში, ირლანდიელ სკოლის მასწავლებელთან გაი მალიონთან და ესპანეთიდან ლტოლვილ მიასთან ერთად ცხოვრობს. როდესაც ომის პერიოდი დგება მას ეს არ ანაღვლებს, იგი ფოტოგრაფის კარიერას მიყვება. გაი და მია კი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გადაწყვეტენ, რის გამოც ეს სამი მეგობარი ერთმანეთს დაშორდება.
ფილმი "კაკუნი სამოთხის კარზე" მოგვითხრობს ისტორიას კიბოთი დაავადებული ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ უკანასკნელად გაერთონ. ტეკილათი დათრობის შემდეგ მანქანას იპარავენ და საავადმყოფოდან გარბიან. მოპარული მანქანა განგსტერების საკუთრებაა, მათ მანქანის საბარგული აინტერესებთ...
ცნობილი მწერალი, ვირჯინია ვულფი მორიგი რომანის, "მისის დელოუეის” წერას იწყებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მარტო მწერლის, არამედ მკითხველთა ცხოვრებაშიც - ფილმის ძირითადი სიუჟეტის პარალელურად მაყურებელს შესაძლებლობა აქვს თვალყური ადევნოს ამ რომანის გავლენას 50-იანი წლებისა და თანამედროვე დროის ორ მკითხველ ქალზე...
ახალგაზრდა გოგონას ასტრიდისა და მისი დედის ინგრიდეს უდარდელი და ბედნიერი კალიფორნიული ცხოვრება მას შემდეგ აირევა, რაც ინგრიდის ცხოვრებაში იდუმალი მამაკაცი – ბარი კოლკერი გამოჩნდება. მათი რომანის დასრულება ინგრიდეს გულგატეხილს ტოვებს და შურისძიების სურვილი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს... ის თავის საყვარელს თეთრი ოლეანდრის შხამით მოწამლავს.
კეტრინ ანა უოტსონის ისტორია. ფემინისტი მასწავლებელი, რომელმაც კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა 1953 წელს, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში გაემგზავრა ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად...
კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბენჟამენ ბრედოკი ქალბატონ რობინსონთან ერთად სიყვარულის მახეში გაებმება. შემთხვევით იგი მამამისის ბიზნეს-პარტნიორის ცოლი აღმოჩნდება და ბენჟამენი აღმოაჩენს, რომ ამჯერად მას ქალბატონ რობინსონის თინეიჯერი ქალიშვილი, ელაინი უყვარს.
მეგი გეგმავს ბავშვის გაჩენას, რაც საფრთხეს უქმნის, როცა დაქორწინებული კაცი ჯონი უყვარდება. არამყარი ქორწინების ნგრევა დიდებული და შეუძლებელია ჯორჯიტისთვის....
აკის ძალიან უყვარს ფეხბურთი და სურს წარმატებას მიაღწიოს გოგონათა ფეხბურთის გუნდში. ერთხელ მას ცხვირიდან სისხლი წამოუვა, გამოკვლევის შედეგად გაირკვევა, რომ მას ლეიკემია აქვს...
მარკოსი გენერლის ოჯახის მძღოლია, მისმა მეუღლემ თავის დროზე მოიტაცა ბავშვი ფულის გამოძალვის მიზნით, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მარკოსი ცდილობს სინდისის დამშვიდებას და ამ ამბავს გენერლის ქალიშვილს უყვება, რომელიც ფარულად ბორდელში მუშაობს.
ჰოლი პარკერი ცხოვრობს მზიან კალიფორნიაში ყველაზე შესანიშნავ მამასთან ერთად მთელ ქვეყანაზე, მისი თანატოლი ენი ჯეიმსი კი – ლონდონში მშვენიერ მოსიყვარულე დედასთან. პირველი ოცნებობს დედაზე, რომლის გარეშეც მას ძალიან უჭირს, მეორე კი ოცნებობს მამა ყავდეს. როდესაც გოგონები შემთხვევით შეხვდებიან საზაფხულო ბანაკში, მათ აქვთ, რა გაუზიარონ ერთმანეთს...
ფილმის მთავარ გმირს პოლ ტომპსონს სურს გადაცუროს მდინარე ჰუდსონი რომელიც 150 მილია. ეს მისი ბოლო შანსია, ამიტომაც იგი ეპატიჟება თავის ბავშვობის მეგობრებს - ჯეფს და ლიზის. მათ წინ სამ კვირიანი თავგადასავალი ელოდებათ.
ფილმის მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებულნი. მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ეჭვებს მეუღლეების ერთგულების შესახებ.
ცხრა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სტუდენტმა, ჯესიმ მატარებელში მომხიბლავი ფრანგი გოგონა, სელინი გაიცნო და მასთან ერთად ერთი დაუვიწყარი დღე გაატარა ვენაში. ამ ხნის მანძილზე ორივე ბევრი რამ შეიცვალა და აი, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს...
ჯეკ ფოული ყაჩაღია. მის სახელზე ორასამდე ბანკის დაყაჩაღებაა. ერთხელაც ციხიდან გამოქცეული ჯეკი მიხვდება, რომ ფულზე და ქონებაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა. ეს მნიშვნელოვანი კი კარენ სისკოს გულის მონადირებაა... ის ჭკვიანი და მომხიბვლელი ქალია, მაგრამ სამწუხაროდ პოლიციის ოფიცერია...
ჯასთინი და მაიკლი ჯასთინის დის სახლში თავიანთ ქორწინებას აღნიშნავენ. ჯასთინის დიდი მონდომების მიუხედავად წვეულება ფიასკოთი სრულდება. ნათესავებს შორის დაძაბულობა მატულობს. ამდროს კი პლანეტა „ „მელანქოლია“ პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება...
ორი აფრიკელი ბიჭი, თეთრი რინო და შავკანიანი ზულუ მეგობრები არიან. 25წლიანი განშორების შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან ერთმაეთს. იხსენებენ ბავშვობას, გაიტაცებენ ნახევარ მილიონ დოლარს და ცდილობენ დაემალონ პოლიციას...
ჩარლი ჩაპლინის პირველი მუნჯი ფილმი, მას შემდეგ რაც მან ხმოვან კინოში თავი დაიმკვიდრა. ისტორია ღატაკ მამაკაცზე, რომელსაც ყვავილების გამყიდველი ქალი შეუყვარდება. ფილმს დიდი წარმატება მოჰყვა და დღესდღეობით საკულტო კლასიკად არის მიჩნეული...
აფროდიტა, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი, ტულა პორტოკალოსის მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. ის უკვე 30 წელს გადასცდა და ჯერ კიდევ გაუთხოვარია. სათვალეებში და მოუვლელი თმით, ის კლიენტებს ემსახურება თავისი მრავალრიცხოვანი ნათესავების საოჯახო რესტორანში და გაქცევას ნატრობს ყველა ამ დეიდებისგან, ბიძიებისგან და ბებიებისგან.
ქმარი ორ ადამიანს ქირაობს, რომლებმაც მისი ცოლი უნდა გაიტაცონ და შემდეგ მამამისს გამოსასყიდი მოსთხოვონ. ეს ფაქტი სისხლიანი მოვლენების მთელ ჯაჭვს იწვევს, დამკვეთის, შემსრულებლის და გატაცებულის მამის სულელობის, სიხარბის და უიღბლობის გამო.
ისტორია მაიკლ ბერგზე, გერმანელ ადვოკატზე, რომელსაც 50-იან წლებში, მასზე უფროს ქალთან, ჰანასთან ჰქონდა ურთიერთობა. ჰანა წლების განმავლობაში გამქრალი იყო და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, ომის კრიმინალური დანაშაულების სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სახით გამოჩნდა, როგორც საკონცენტრაციო ბანაკის მცველი. მხოლოდ მაიკლი ხვდება, რომ ჰანას კითხვა არ შეუძლია და შესაძლოა მალავდეს ამას, საკუთარი თავისუფლების ფასად.
კომედია ქალაქელ ინტროვერტ ლარსზე. მას ახალი შეყვარებული გოგონა ყავს, რომელიც თავისიანებსაც გააცნო და მშვენივრადაც უგებს. მხოლოდ ერთი პრობლემაა - გოგონა არ არის ნამდვილი...