ცენე, ბაბუამისი, მათი ძროხა და სკოლის მასწავლებელი - სულ ეს არის ვინც ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს... ერთ მშვენიერ დღეს ბაბუა ეუბნება ცენეს, რომ უკვე გრძნობს სიკვდილის მოახლოვებას და ამიტომ სთხოვს ანდერძის შესრულებას: წავიდეს ქალაქში გაყიდოს ძროხა, იმ ფულით იყიდოს ხატი, კიდევ რაიმე რაც უნდა და ბოლოს მოძებნოს თავისთვის ცოლი...
ფილმის გმირები ვერ შეეწყვნენ ხასიათიებით. ნება-შეუდრეკელი, სასტიკი, მბრძანებელი ცხოვრებასა და ბედზე... რკინის, გულისა და გონებისადმი დაუმორჩილებელი ხასიათი...არც ერთი ნაბიჯი დასახული მიზნის საწინააღმდეგოდ, არც იოტისოდენა გარიგება საკუთარ სინდისთან...
ვის არ შეხვდები მოსკოვის რესტორნებში! თქვენ ფიქრობთ - ადამიანები მოდიან აქ, რათა დატკბნენ გემრიელი საჭმელით ან არომატული ყავით, სიგარეტით? სულაც არა… ისინი მიდიან რესტორნებში, იმიტომ, რომ იქ დუღს მძვინვარე ცხოვრება!...
ფილმი მოგვითხრობს საშიშ დამნაშავეების დაჯგუფებაზე სამხრეთ საფრანგეთში, რომელიც 70-იანი წლების დასაწყისში მარტივად და მოხერხბულად ძარცვავდა ბანკებს და სხვა უამრავ დანაშაულს ჩადიოდა...
მას მერე, რაც კაცობრიობა განადგურდა, დელი სამყაროში მარტო დარჩა. ის პატარა და ცარიელ ქალაქში ცხოვრობს სრულიად მარტო მანამ, სანამ გრეისს შეხვდება - გოგონას გაურკვეველი წარსულითა და მოტივებით.
"ნოტორიუსი" არის ფილმი კრისტოფერ უოლასის შესახებ. წარმოუდგენელი ნიჭით დაჯილდოებული და დიდი მონდომების შედეგად უოლასი ბრუკლინელი ნარკოტიკის რეალიზატორიდან,(ერთდროს იგი კრეკს ფეხმძიმე ქალებზეც ყიდდა) ის ყველა დროის ერთერთ უდიდეს რეპერად "ნოტორიუს ბი–აი–ჯიდ" ჩამოყალიბდა. მისი ელვისებური აღმავლობის, წარმატებისა და სახელის მოხვეჭის ისტორია, თავდაუზოგავი ბრძოლა იმედებისთვის და "ამერიკული ოცნების" ახლებური ხედვა...
ლერაბის ოჯახში მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მოხდეს – უმცროსი ძმის ქოწილი. პატარძლის მზითვი მისცემს ძმებს საშუალებას მონოპოლისტები გახდნენ კომუნიკაციის ბაზარზე, მაგრამ ყველა გეგმა იშლება, როდესაც პარიზიდან ლამაზმანი საბრინა ბრუნდება...
7 წელი გავიდა ფილმის პირველი ნაწილის მოვლენების შემდეგ და ამჯერად «ინფიცირებული ზონები» გავრცელდნენ მთელს მსოფლიოში. ახლა მთლიანად კაცობრიობა იბრძვის გადარჩენისთვის…
სამი ახალგაზრდა გადაწყვეტს ყალბი გატაცების ორგანიზებას.თუმცა ყველაფერი არასწორად წარიმართება, რადგან ნამდვილი ბანკის ძარცვა უკვე დაგეგმილი იყო ორი ტიპის მიერ...
კომედია 30-იანი წლების ჰოლივუდის, მაღალი წრის საზოგადოების და სამსახურიდან დათხოვილი გუვერნანტის შესახებ, რომელიც თავისი გონებამახვილობის შედეგად ამ მდიდარ სამყაროში აღმოჩნდება...
ისტორია საკუთარ თავში ჩაკეტილი ქალის შესახებ, რომელიც შეიტყობს რომ კიბოთია დაავადებული. მას შემდეგ კი, როცა თავის შესაფერის მამაკაცს შეხვდება, იგი სიკვდილზე მეტად უფრო იმაზე დარდობს , რომ არ შეუყვარდეს ეს მამაკაცი...
ძალიან სასაცილო და ამავე დროს სევდიანი ისტორია ოჯახზე. მამის საიდუმლო გაუჩინარების შემდეგ სამი და ბრუნდება მშობლიურ სახლში შეყვარებულებთან ერთად, რათა დაეხმაროს დედას მამის მოძებნაში...
ჟურნალისტი ლოუდო, რომელსაც რვა თვის პატიმრობა შეუფარდეს, განთავისუფლებულია გამოსაცდელ ვადაზე პირობით, რომ ის აუცილებლად გაივლის შრომის–ტერაპიის კურსებს. მას მოუწევს სამასი საათი იმუშავოს ადგილობრივ საბავშვო ბაღში...
ელემენტარული ნაწილაკები წარმოადგენს მიშელ უელბეკის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციას.ბრუნო და მიქაელი ნახევარ ძმები არიან. მათ ჰიპი დედას მხოლოდ სექსუალური სიამოვნება აინტერესებდა, რამაც შედეგად ბიჭების ცხოვრებაზეც იქონია გავლენა. მიკრობიოლოგი მიქაელი ოცნებობს ადამიანების ახალი რასის - ანდროიდების შექმნაზე, ამ უკანასკნელს გენებთან ურთიერთობა უკეთ გამოსდის ვიდრე ქალებთან. ბრუნო კი საროსკიპოების ხშირი სტუმარია. მიუხედავად ამისა ორივე ნახულობს თავის ნამდვილ სიყვარულს. მიქაელი ყოფილ კლასელს - ანაბელს, ბრუნო კი სექსუალურ კრისტინას, რომელიც კურორტზე გაიცნო...
პიანისტი ღამით სახლისაკენ მიდის, რათა ნივთები შაგროვოს და ქალაქიდან წავიდეს, რათა დილით მოსალოდნელ დუელს აარიდოს თავი. მას მსახური წერილს აწვდის, რომელიც ქალისგანაა, ქალისგან, რომელსაც იგი მთელი ცხვორება უყვარდა, პიანისტმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა...
ჯენა ორსული, სამხრეთელი, უიღბლოდ დაქორწინებული მიმტანია. იგი მათ ქალაქში ახალჩამოსულ მამაკაცთან იწყებს ურთიერთობას, რაც მისი საბოლოო მცდელობაა ბედნიერების მოსაპოვებლად...
მოქმედება ვითარდება სასტუმროში, სადაც მიმდინარეობს მოლაპარაკება თვითმხილველის დაცვასა და ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით მთავარ ეჭვმიტანილთან. იგი თანახმაა ითანამშრომლოს პოლიციასთან თუ მის სამ პირობას შეასრულებენ: მოუყვანენ ყოფილ შეყვარებულს, მოუტანენ ყუთის შიგთავსს, რომელიც მან დამალა, და მისი საყვარელი რესტორანიდან ქათამს ტომატის სოუსში...
ნარკოტიკებით მოვაჭრე ფრანკს დიდი უსიამოვნებები აქვს. მან 50 000 იუგოსლავიელ მომწოდებელს უნდა გადაუხადოს. ჰეროინის გაყიდვისას კი პოლიცია დაესხმევა თავს და იძულებულია მთელი საქონელი, რომელიც ვალად აქვს აღებული, ტბაში გადაყაროს...
ელიანა, კაუჩუკის პლანტაციის მდიდარი მეპატრონე გაიცნობს ახალ ჩამოსულ ოფიცერს და შეუყვარდება ის. მისი არასრულწლოვან შვილობილს კამილას შეუყვარდება მომხიბვლელი ოფიცერი, როდესაც ის გადაარჩენს მას ტერორისტისგან. მას აიძულებენ შორეულ ფორპოსტზე გამგზავრებას ჩრდილოეთში, მაგრამ ჯიუტი გოგონა გაიქცევა სახლიდან და გაემგზავრება საყვარელი ადამიანის მოსაძებნად...
უფროსკლასელმა სავანამ და ჯონ ტაირიმ ორი კვირა ერთად გაატარეს და პირველი სიყვარულის აკრძალული ხილით დატკბნენ. სახლში ცოტა ხნით ჩამოსული ჯონი, იძულებულია სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად ევროპაში დბრუნდეს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ის გადაწყვიტავს თავისი სიცოცხლე ჯარში სამსახურს მიუძღვნას და სავანასთვის მიცემულ პირობას არღვევს. გოგონა ჯონს წერილებს უგზავნის, მაგრამ ის უფრო და უფრო იშვიათად იღებს მათ...
მეძავი კაბირია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რომის რაიონში მუშაობდა, როგორც ყველა მისი დაქალი ვულგარული, ჭუჭყიანი, ჩხუბის მოყვარე და ენა მახვილია, მაგრამ თავისი უძველესი და ცინიკური პროფესიის მიუხედავად, ის ბავშვივით გულუბრყვილო და კეთილია. ის მანიაკალური მონდომებით იმედოვნებს თავისი ოცნების მამაკაცი იპოვოს და პატიოსანი ქალი გახდეს. მის გულს სწყურია სიყვარული, მაგრამ სამყარო სასტიკია.
მიუზიკლი დაფუძნებული ბიტლზის მუსიკაზე. მოვლენები 60-იანი წლების ინგლისში, ამერიკასა და ვიეტნამში ვითარდება. ლიუსის და ჯუდის სიყვარულის ისტორია 60-იანების ომის საწინააღმდეგო მოძრაობის ფონზე...
კორეელი რეჟისორის კიმ კი-დუკის ფილმი ვენეციის კინოფესტივალის 4 პრიზის მფლობელია. ტაე-სუკი ქალაქში დასეირნობს მოტოციკლით, იპარება მდიდრულ სახლებში და ცხოვრობს იქ პატრონების დაბრუნებამდე. სძინავს მათ ლოგინებში, ჭამს საჭმელს მათი მაცივრიდან და ბინის ქირის მაგივრად, რეცხავს სარეცხს ან აკეთებს მცირე რემონტს. ერთ-ერთ მორიგ სახლში ის აღმოაჩენს სასტიკად ნაცემ გოგოს, რომელიც არაფერზე არ რეაგირებს...
საზღვაო ქვეითი ლოგან ტიბო ერაყიდან უკვე მესამე მისიის შესრულების შემდეგ ბრუნდება, მას სჯერა რომ სიკვდილისგან უცნობი ქალის ფოტო იცავს. ის შეიტყობს, რომ ქალს ბეტი ჰქვია, მის მისამართსაც დაადგენს და მასთან შეხვედრას გადაწყვიტავს...
ბეკა და ჰოუი კორბეტები ქორწინებაში ბედნიერად ცხოვრობენ. უეცრად მათ ვაჟს მანქანა დაეჯახება. შვილის სიკვდილის შემდეგ ბეკა ცდილობს გადააფასოს საკუთარი ცხოვრება, რაც ჯეისონთან უცნაურ მეგობრობაში გამოიხატება. ჯეისონი სწორედ ისაა, ვინც დენის შემთხვევით დაეჯახა. ამავე დროს, ჰოუი ცდილობს წარსულში და უცხო ადამიანებთან კონტაქტში იპოვოს შვება. კორბეტების წყვილი გამაოგნებელ და სახიფათო არჩევანს გააკეთებს, რაც მათ ბედს სამუდამოდ შეცვლის.
გაიცანით ჯოელ გუდსანი - 17 წლის კოლეჯის მოსწავლე და შესანიშნავი შვილი. როცა მისი მშობლები ქალაქიდან გაემგზავრებიან ,ის გადაწყვიტავს, რომ საკმაოდ დიდხანს იყო წყნარი და დამჯერი და ახლა გართობის დრო მოვიდა. პორშეთი მგზავრობის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მან სასწრაფოდ თანხა უნდა იშოვოს ,რისთვისაც სარისკო საქმეს წამოიწყებს...
ახალგაზრდა აფრიკელი ქალი, სახელად შანდურაი, მას შემდეგ რაც მის ქმარს პოლიტიკური შეხედულებების გამო დაიჭერენ, რომში ჩამოდის. აქ ის მოსამსახურედ იწყებს მუშაობას, მდიდარ, მაგრამ განმარტოვებულ ინგლისელ პიანისტთან. კინსკი თანდათან სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს შანდურაის და შემდეგ სიყვარულშიც უტყდება...
ჯეკი მეუღლის სიკვდილის შემდეგ, 16 წლის ქალიშვილთან ერთად, კანადის სანაპიროს, ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობს. ის ყველანაირად ცდილობს როუზი დაიცვას გარე სამყაროსგან. მაგრამ ერთხელაც აღმოაჩენს, რომ სასიკვდილოდ ავად არის...
ჯონი უორიკერი დიდი ხანია რაც სადაზვერვო სამმართველო მი-5-ის ოფიცერია. თავისი საუკეთესო მეგობრის უეცარი გარდაცვალების შემდეგ ჯონი მასთან პოულობს უცნაურ დოკუმენტს, რომლის შინაარსი მთელი ორგანიზაციის სტაბილურობას ემუქრება. უორიკერი იძულებულია სამსახურიდან წავიდას, მოგვიანებით კი შეიცვალოს იერი, რათა ჭეშმარიტებას მიაკვლიოს...
1429 წელს მოზარდი გოგონა ფრანგული სოფლიდან მეფის წინაშე ღმერთისგან გადმოცემული შეტყობინების გადასაცემად წარსდგა, რის თანახმადაც იგი დაამარცხებდა მსოფლიოში უდიდეს ჯარს და გაათავისუფლებდა მის ქვეყანას პოლიტიკური და რელიგიური ანარქიისგან. ჟანა ამ მისიას თვალნათლივ ასრულებს და დაუჯერებელი წარმატებით იგებს ყველა ბრძოლას, იქამდე სანამ საბოლოოდ წამებით სიკვდილის განაჩენს გამოუტანენ...
ფილმი მოგვითხრობს დაოჯახებული მამაკაცის შესახებ, რომელიც ერთ წვიმიან საღამოს სახლში შეიფარებს ორ ულამაზეს გოგონას, რომლებიც მის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევენ...
ქალაქში სადაც ოჯახებს მცირე შემოსავალი აქვთ, თინეიჯერების ჯგუფი იწყებს საშიშ ნარკოტიკებით მოვაჭრესთან მუშაობას. ქალაქში ახალი გოგონა ჩადის, რომელსაც საიდუმლო აქვს , რომელიც ყველაზე მოახდენს გავლენას და შეცვლის მათ ცხოვრებას...
1636 წელს მტრები შეესიენ ჩასონის სამეფოს. ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმისას ტყვედ აიყვანეს ჩა ინი, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ცნობილი მეისრეების დაა. მეისრე გადაწყვეტს რადაც არ უნდა დაუჯდეს, გადაარჩინოს და.....
ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელი მიდის კანზასში , რათა შეასრულოს მამის უკანასკნელი თხოვდა - გაამჟღავნოს კოდაქრომის ფოტოლენტი. თხოვნა არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მთელ მსოფლიოში მხოლოდ ერთი კოდაკის ლაბორატორია დარჩა და ისიც მალე დაიხურება...
მოქმედება ახალ ორლეანეში ხდება. დიჯეი ზაკი, რომელმაც მთელი რიგი წარუმატებლობები განიცადა, მოპარული ავტომობილის გადაყვანაზე დათანხმდა, რათა ცოტა ფული იშოვოს. სამწუხაროდ, მას პოლიცია აჩერებს, მისი მანქანის საბარგულში კი მკვდარია. ის ციხეში ხვდება. ლუიზიანის ციხეში მის კამერაში ორი დამნაშავე ზის: ისინი განსხვავებულები არიან, მაგრამ მოუწევთ ერთმანეთს შეეგუონ...
ფილმის გმირია საშუალო ასაკის მუსიკის მასწავლებელი ქალი. შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე ხასიათი მას მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს და თვითგანადგურებისაკენ უბიძგებს.
ჩარლი ქალის ნდობაში შევა, მერე კი კლავს და ძარცვავს მას. ის ბეწვზე გადაურჩება პოლიციას და თავის ნათესავებთან მიდის სოფელში. განსაკუთრებით თბილად მას ძმისშვილი შეხვდება, რომელსაც სახელი ბიძია ჩარლის საპატივცემულოდ დაარქვეს...
17 წლის ვიოლა ფეხბურთს ნებისმიერ ბიჭზე უკეთესად თამაშობს. როდესაც გოგონების ვარჯიშები გაუქმდა, მან გიჟური ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და თავის თავს ტყუპ-ძმად სახელად სებასტიანი ასაღებს. ბიჭის ცხოვრებით ცხოვრებისას, ვიოლას თავისი ოთახის მეზობელი უყვარდება, რომელიც თავის მხრივი შეყვარებულია სტუდენტ ოლივიაზე, ოლივია კი ვიოლათია მოხიბლული. გადამწყვეტი მატჩის დროს ვიოლას ერთი რამ რჩება დაამტკიცოს, რომ ის - ნამდვილი მამაკაცია...
ფილმი 2046 წარმოადგენს ვონ კარ ვაის "სასიყვარულო განწყობის" სიკველს. ის იყო მწერალი. მას ეგონა, რომ მომავალზე წერდა, მაგრამ სინამდვილეში ეს წარსული იყო. მის რომანში იდუმალი მატარებელი მიემგზავრება 2046 წელში ისევ და ისევ. ყველას, ვინც ამ მატარებელშია ერთი ბედი ელის: დაბრუნდეს თავის დავიწყებულ მოგონებებში. ამბობენ, რომ 2046-ში არასოდეს, არაფერი არ იცვლება, მაგრამ ეს დანამდვილებით არავინ იცის. ვინც იქ წავიდა - უკან აღარ დაბრუნებულა, გარდა ერთისა. ის იქ იყო. მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო. მას უნდოდა შეეცვალა...
ეს ისტორია მოგვითხსობს ტოკი ვილიამსზე რომელმაც შექმნა კრიფსები. ლოს ალჯელესის განგსტერი. ისტორია ეხება მის განგსტერულ ცხოვრებას. მისი ციხეში ყოფნის დროს და დროს როდესაც ის ბავშვებისთვის ნოველებს წერდა...