ამერიკა, მეოცე საუკუნის დასაწყისი. ფილმის მთავარი გმირია სილია. მისი სწრაფვა იპოვოს თავისი თავი სამყაროში, სისასტიკის ტრიუმფში გადაიზრდება, რომელსაც სიყვარული გადალახავს. ის 14 წლისა ფეხმძიმდება, საკუთარი მამისგან. სილიას მრავალი უბედურების გადალახვა მოუხდა ცხოვრების გზაზე, სანამ თავისუფლება მოიპოვა...
2010-2019 წლების ამავე სახელწოდების კრიმინალური სერიალის სრულმეტრაჟიანი ეპიკური გაგრძელება უფროსი დეტექტივი-ინსპექტორის, ჯონ ლუთერის შესახებ. საშინელი სერიული მკვლელი ატერორებს ლონდონს, იმ დროს, როდესაც ბრწყინვალე, მაგრამ შერცხვენილი დეტექტივი ჯონ ლუთერი გისოსებს მიღმა ზის. მთავარი გმირი გადაწყვეტს გაიქცეს ციხიდან და დაასრულოს საქმე ყველა საჭირო საშუალებით.
საშუალო სკოლის ორი სრულიად განსხვავებული მოსწავლე, გადაწყვიტავს ფარულად წავიდეს მუსიკალურ მოსმენაზე, რაც მთელ მათ ცხოვრებას და სკოლასაც თავდაყირა აყენებს!
ისტორიულ მოვლენაზე, 1972 წლის ზაფხულში მუნჰენის ოლიმპიადაზე მომხდარ ტრაგედიაზე დაფუძნებული პოლიტიკური თრილერი, სადაც ოლიმპიადის მონაწილე 11 ებრაელი წევრი გაიტაცეს და მოკლეს. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ მოქმედებდა ისრაელის საიდუმლო სამსახური ამ დროს.
ნოე, მტანჯველი გამოცხადებებით, სამყაროს აღსასრულის შესახებ, ცდილობს გონს მოიყვანოს ცოდვაში მცხოვრები ხალხი, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ მონანიების გზას დაადგნენ, პირიქით, განდევნიან წინსწარმეტყველს. და ნათელმხილველის ოჯახი, რომლის ხმაც არ მოისმინეს, მიემართება უდაბნოსკენ. სადაც უფლის ნებით კიდობანს აშენებს.
ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც ოჯახის შექმნას ახლა იწყებს ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებს მათი მოუსვენარი და ცელქი ლაბრადორისაგან,სახელად მარლი...
ჩარლზ სენფორდი იგივე ჩარლი ბაბიტი ლოს-ანჯელესელი ავტოდილერია. თინეიჯერობისას მან მამამისის 1948 წლის ბიუიკი მოიპარა და ორი დღე ციხეში გაატარა, რადგან მამას მანქანა დაკარგული ეგონა... ჩარლი იგებს, რომ მამამისი გარდაიცვალა, სამი მილიონი დოლარი კი ვიღაც რეიმონდს ერგო, ჩარლის უცნობ ძმას, რომელიც აუტიზმითაა დაავადებული და საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი ცხოვრობს.
ჯულია ჩაილდი და ჯული პაუელი - ორივე მათგანი წერდა მოგონებებს საკუთარ ცხოვრებაზე. ისინი დროში და სივრცეში არიან დაცილებული, ორივე გარკვეული ცვლილების წინაშეა... ერთხელაც აღმოაჩენენ, რომ ვნების, უშიშრობის და კარაქის სწორი კომბინაციით ყველაფერი შესაძლებელია...
კოსმოსურ სადგურზე მომუშავე მამამ მხოლოდ სატელიტური ტელეფონებისა და კამერების გამოყენებით უნდა გადაარჩინოს თავისი 15 წლის ქალიშვილი მას შემდეგ, რაც დედამიწაზე მეტეორიტების წვიმა დაიწყება...
ნიუ იორკი, 1933 წელი. ამბიციური კინო პროდიუსერი მის გუნდსა და დაქირავებული გემის ეკიპაჟს თავის ქალის საიდუმლო კუნძულზე გამგზავრებას აიძულებს, სადაც ისინი შეხვებიან კონგს, უზარმაზარ მაიმუნს, რომელსაც მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონი ანა დაროუ იმწამსვე გონს დააკარგვინებს.
სამი ერთმანეთისგან გაუცხოებული ძმა, ინდოეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რომ აღადგინონ ის ურთიერთობა რაც ბავშვობაში ჰქონდათ, მაგრამ მათი მოგზაურობა მოულოდნელობებით აღსავსე თავგდასავლად გადაიქცევა.
ჰოლის და ერიკს მათი საერთო მეგობრები პიტერი და ელისონი პაემანს მოუწყობენ. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ.რამოდენიმე წლის შემდეგ, როცა ელისონი და პიტერი ავტოკატასტროფაში დაიღუპებიან, აღმოჩნდება რომ პატარა გოგონას - სოფის მეურვეებად წყვილმა ჰოლი და ერიკი შეარჩია. ისინი ცდილობენ შეასრულონ გარდაცვლილი მეგობრების ნება, მაგრამ ბავშვის აღზრდა მათი ცხოვრების წესს სამუდამოდ შეცვლის და ძალიან რთული აღმოჩნდება.
მარტოხელა დედა ტელი პარეტი ეძებს თავის 8 წლის ვაჟიშვილს, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიკარგა. სტრესის გადასატანად ის ფსიქოანალიტიკოსს მიმართავს, რომელიც მხარდაჭერის ნაცვლად ცდილობს დააჯეროს, რომ შვილი მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი და ფსიქიკის მოშლილობის ბრალია. ტელი პოულობს ადამიანს ანალოგიური პრობლემებით, რომელმაც ქალიშვილი დაკარგა. ახლა მათ ერთად უნდა დაამტკიცონ, რომ მათი მოგონებები არ არის ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფი...
როდესაც ელიზაბეთი ჯონს ხვდება მისი გაწონასწორებული ხასიათი სადღაც ქრება. მათი სიყვარულის ვნებიანი ისტორია აიძულებს ქალს უარი თქვას საკუთარ პრინციპებზე...
კრეგი და მაქსინი უცნაურ კარებს აღმოაჩენენ, რომლის გავლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცნობილი მსახიობის, ჯონ მალკოვიჩის სხეულში მოხვედრა. ისინი ცდილობენ ეს აღმოჩენა შემოსავლის წყაროდ აქციონ. ყველა კმაყოფილია საწყალი ჯონ მალკოვიჩის გარდა...
მაიკ ლეინი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენაზე ბრუნდება მას შემდეგ, რაც მისმა ბიზნესგარიგებამ არ გაამართლა, გაკოტრდა და ფლორიდაში ბარმენად დაიწყო მუშაობა. იმ იმედით, რომ უკანასკნელ შოუს მოაწყობს, მაიკი ლონდონში მიემგზავრება მდიდარ პროტეჟესთან ერთად, რომლის წინადადებაზეც ის უარს ვერ ამბობს. მაიკი მალევე აღმოაჩენს, თუ რა აქვს მას სინამდვილეში ჩაფიქრებული: მიაღწევენ თუ არა წარმატებას ის და მის მიერ გამოწვრთნილი ახალი სექსუალური მოცეკვავეები?
ბრიტანელი მხატვრის ლუის უეინის რეალური ისტორია, რომლის ნახატებმაც სამუდამოდ შეცვალეს საზოგადოების წარმოდგენა კატებზე. მოვლენები მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდება და შთამაგონებელი, შეუმჩნეველი მთავარი გმირის წარმოუდგენელი თავგადასავალების შესახებ მოგვითხრობს...
ფილმში ასახულია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოვლენები - ჯარისკაცებისათვის, რომლებიც მხარდამხარ იბრძვიან, სამყარო კარგავს მნიშვნელობას და ბრძოლის მიზანი მხოლოდ საკუთარი თავისა და მეგობრების სიცოცხლის გადარჩენა ხდება.
შიში, ტყუილი და ცინიზმი – სასამართლო დრამის მთავარი თემებია. ჩიკაგოელი არქიეპისკოპოსის მკვლელობაში ბრალს ახალგაზრდა ბიჭს სდებენ, რომელიც მის მიმართ არსებული ყველა მტკიცებულების მიუხედავად, ბრალდებას უარყოფს და ადვოკატს თავის უდანაშაულობაში არწმუნებს. სიტუაცია თანდათან იძაბება. სასამართლო პროცესის დროს საქმეში ყოფილი საყვარლების გვარები ამოტივტივდება. ესენი არიან პროკურორი ჯენეტ ვიეიბლი და ადვოკატი მარტინ ვეილი.
დღე თინეიჯერების ცხოვრებიდან, რომლებიც მანხეტენის გარეუბნებში დაეხეტებიან. სექსი და ნარკოტიკები, ბინძური გინება და მგრძნობიარე დაუცველობა... მოზარდების კომპლექსები და ამბიციები, ბავშვობის სილამაზე და ტრაგედია. დაუმორჩიებელი ახალგაზრდობის, მთელი 90-ნი წლების სიგიჟე...
საუკუნეების მანძილზე ვამპირები და მაქციები ღამის ომს აწარმოებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მდედრი, მებრძოლი ვამპირი სახელად სელენა, სახელგანთქმული თავისი სიძლიერითა და მაქციებზე ნადირობით, იხიბლება მშვიდობისმოყვარე მაქცია მაიკლით, რომელსაც ომის დასრულება სურს...
ელ სიმონსი თავისმა მეთაურმა მოკლა მორიგი მისიის შესრულების დროს. ჯოჯოხეთში მოხვედრისას ის ეშმაკთან ხელშეკრულებას დებს. სატანა აძლევს მას ძალას, საჭურველს და იარაღს. კიდევ ერთხელ თავისი ცოლის ნახვის სანაცვლოდ, თავისუფლებაზე აღმოჩენილი, ის ანადგურებს ხელშეკრულებას.
ფილმი "აფრიკიდან" მოგვითხრობს ისტორიას დანიელი ავტორის, კარენ ბლიქსენის შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აფრიკაში გადავიდა და ახალ ცხოვრებას შეუდგა.
ნამდვილი ამბავი დებზე, რომლებიც მოულოდნელად საჯარო საცურაო აუზში ხაფანგში აღმოჩდებიან, მას შემდეგ, რაც აუზს მოძრავი გადასაფარებლით დაკეტავენ. ახლა მათ როგორმე უნდა გაუძლონ სიცივეს და ერთმანეთს დაეხმარონ, რათა გადარჩნენ ამ მტანჯველ და უიმედო ღამეში…
ოჯახში, რომელმაც ომში შვილი და ძმა დაკარგა, უცნობი მიდის. მან თავი გააცნო თითქოს გარდაცვლილთან ერთად მსახურობდა და სთხოვა რამოდენიმე დღით დარჩენა, რათა ახლოს გაეცნო ისინი...
დაჭრილი ლეკვის გადარჩენა ბობ საგინოვსკისთვის კეთილი საქმის ნაცვლად, დიდ პრობლემებში გარევის დასაწყისად იქცა: პატრონისთვის, ბარის გიჟი მეპატრონისთვის, რომელშიც ბობი მუშაობს, უბედური ცხოველის დაბრუნება, ძაღლის უთუო სიკვდილს ნიშნავს. არ დაბრუნება – ნიშნავს გარჩევებს, არა მხოლოდ ბოსთან, არამედ მაფიასთან, რომელიც ბარს თავისი ბინძური მიზნებისთვის იყენებს. გარდა ამისა, აქვეა იდუმალი ნადია, რომელმაც ლეკვის ტანჯვა გულთან ახლოს მიიტანა და რომელიც აშკარად თავისი ბნელი წარსულის დაფარვას ცდილობს...
როზმარის ჩვილი რომან პოლანსკის მიერ გადაღებული კლასიკური ფსიქოლოგიური თრილერია. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის. მალე როზმარი ხვდება, რომ მისი ახალშობილი ბავშვი დაუცველია უცნაური მეზობლების გარემოცვაში...
ჰარვარდის უნივერსიტეტიდან უსამართლოდ გარიცხვის შემდეგ, ამერიკელი მეთ ბაკნერი ინგლისში, დასთან ჩადის. აქ იგი მომხიბლავ, მაგრამ საშიშ სიძეს, პიტ დუნჰამს დაუმეგობრდება, რომელიც მას ბრიტანული ფეხბურთის ხულიგან გულშემატკივრებს გააცნობს. მეგობრების დახმარებით მეთი სწავლობს, როგორ გაძლიერდეს და როგორ იცხოვროს ძალადობით აღსავსე სამყაროში. "მწვანე ქუჩის ხულიგნები" არის ისტორია ერთგულებაზე, ნდობასა და ზოგჯერ სასტიკ შედეგებზე, რაც ხიფათიან ცხოვრებას ახლავს...
ფილმი, ძირითადად ვაშინგტონ პოსტის სტატიაზე დაფუძნებით, მოგვითხრობს მსახურთუხუცესზე იუჟენ ალენზე, რომელიც მუშაობდა თეთრ სახლში და ემსახურებოდა 8 ამერიკის პრეზიდენტს.
რეჟისორ რონ ჰოვარდის მიერ რეალური ისტორიის მიხედვით გადაღებული ფილმი, აპოლო 13-ის მთვარის მისიის ასტრონავტ ჯიმ ლოველისა და მისი ეკიპაჟის თავს გადამხდარი ტექნიკური პრობლემების შესახებ, რომელიც შეუსრულებელი მისიიდან ჟრუანტელის მომგვრელ გმირობამდე ვითარდება. დედამიწიდან 200 000 მილით დაშორებული ასტრონავტები დედამიწის მართვის ჯგუფთან ერთად გააფრთებულნი ცდილობენ ტრაგედიის თავიდან აცილებას...
წარმატებული და დაოჯახებული შავკანიანი მამაკაცს რომენი აქვს თეთრკანიან გოგონასთან სამსახურში. იგი ძალიან წუხს იმაზე, რომ რასობრივი სხვაობა მათ ურთიერთობას ტაბუს ადებს...
წარმატებული, თუმცა გართულებების გარეშე ჩატარებული ძარცვის შემდეგ, პროფესიონალი ქურდი პარკერი და მისი რაზმი ნადავლის გასაყოფად ემზადებიან. მოულოდნელად, ერთ-ერთი მძარცველი, ახალგაზრდა ქალი სახელად ზენი, ჯგუფს ესვრის და დაჭრილი პარკერი სასწაულებრივად გადარჩება...
“ჩემი გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ მოკვდე იქამდე, სანამ ფული გამითავდება” – ამბობს 60 წლის მანჰეტენელი გაღატაკებული ბანოვანი და ქვრივი ფრენსის პრაისი (მიშელ პფაიფერი), მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც ის გეგმავდა. როდესაც 20 წლის წინ გარდაცვლილი მისი მეუღლის ფრანკლინის უზარმაზარი მემკვიდრეობიდან აღარაფერი აღარ დარჩება, ფრენსისი უკანასკნელ ნივთს ყიდის და პარიზში ანონიმურად ნაქირავებ მოკრძალებულ ბინაში ცხოვრებას იწყებს, სადაც მას თან თავისი უმიზნო და ხელმოცარული ვაჟი მალკომი და კატა, სახელად პატარა ფრენკი მიჰყავს, რომელშიც, როგორც ის ფიქრობს, ქმრის სული ცხოვრობს...
ნამდვილი ამბავი, სენატორის ძმაზე და ყველაზე სასტიკ კრიმინალზე სამხრეთ ბოსტონის ისტორიაში. ის გახდა FBI-ის ინფორმატორი იმისთვის, რომ გაენდგურებინა მაფიის კლანი.
ჯენი და სტივი რომანტიკული დღეების გასატარებლად ედემის ტბის სანაპიროსკენ მიდიან. მათ დაქორწინება აქვთ გადაწყვეტილი. ოცნებობენ, რომ დიდი ხანი ბედნიერად იცხოვრონ და ერთ დღეს გარდაიცვალონ. მათ წარმოდგენაც არა აქვთ, რომ სიკვდილის დღე ასე ახლოსაა. აგრესიული მოზარდები ტყეში დაწრწიან თავგადასავლების ძებნაში, რომლებიც შემთხვევით გადააწყდებიან შეყვარებულების ადგილსამყოფელს...
ფბრ-ის საიდუმლო ლაბორატორიაში ექიმებმა შეიმუშავეს პრეპარატი, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს გაუმკლავდეს ნებისმიერ განუკურნებელ დაავადებას. სპეცსამსახურები ამ წამლის მიღებას სთავაზობენ ყოფილ სპეცაგენტს, ითან რანერს, რომელსაც ექიმებმა სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ სამაგიეროდ მან უნდა შეასრულოს კიდევ ერთი დავალება რომელზეც მისი სიცოცხლე იქნება დამოკიდებული.
საპირისპირო წევა – ეს პროფესიონალი მეხანძრეების ტერმინია. ამ წევის შედეგად დაიღუპება ბრაიანის და სტივენის მამა. სტივენისგან განსხვავებით, ბრაიანი უარს იტყვის მეხანძრეს კარიერაზე, მაგრამ ბედისწერა ისე განკარგავს, რომ ძმები ერთ ჯგუფში აღმოჩნდებიან. მათ შორის დაძაბული ურთიერთობებია. მალევე უმცროსი ძმა წავა გუნდიდან, იმისათვის რომ გამომძიებელს მანიაკი დააჭერინოს...
თამაშში ყოველთვის რამდენიმე ფიგურა მონაწილეობს. ერთერთი მათგანი ჯეისონ ბორნია, მეორე–სრულყოფილი აგენტი– კენეტ კიტსონი. მათი შესაძლებლობები უსაზღვროა. მაგრამ იდელაური იარაღიც კი გამოდის ზოგჯერ მწყობრიდან...
მონდომებული შეფ-მზარეული პედრო ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოსაა, ის გამუდმებით ოცნებობდა საკუთარ რესტორნზე, თუმცა მოულოდნელი დიაგნოზი ყველაფერს თავდაყირა აყენებს...
ედუარდ უილსონი, მამამისის თვითმკვლელობის ერთადერთი მოწმე, თავის ქალის და ძვლების ორგანიზაციის წევრი და იელის უნივერსიტეტის სტუდენტი, წესიერი და მაღალი მორალის მქონე ახალგაზრდა კაცია, რომელიც აფასებს ღირსებას და კეთილგონიერებას. საქმისადი თავდადება მას ძვირად დაუჯდება - ის იძულებულია მსხვერპლად გაიღოს იდეალები და საკუთარი ოჯახიც კი...
მოსიყვარულე მაგრამ უპასუხისმგებლო მამა, დანიელ ჰილარდი, მის განრისხებულ მეუღლეს დასცილდა და ამით საშინელი დარტყმა მიიღო: სასამართლომ შვილების მონახულების უფლება კვირაში მხოლოდ ერთხელ მისცა. როცა დანიელი შეიტყობს, რომ ყოფილ ცოლს სახლის და ბავშვების მოსავლელად მოახლე სჭირდება, იგი ქალად გადაიცვამს და მისი შვილების ინგლისელი ძიძა გახდება. მალე იგი არამარტო ბავშვების საუკეთესო მეგობარი, არამედ ისეთი მშობელი გახდება, როგორიც სჯობდა თავიდანვე ყოფილიყო.
ირანელი ემიგრანტი ყიდულობს ბუნგალოს კალიფორნიაში, რათა შეაკეთოს და გაყიდოს, მოგებული ფულით კი ვაჟს კოლეჯში სწავლის თანხა გადაუხადოს. ბუნგალო იურიდიულად ყოფილი ნარკომანის კეიტის მფლობელობაშია. მას შემდეგ რაც ქალი კარგავს სახლს სახელმწიფოსთან იურიდიული გარჩევისას, მას წასასვლელი არ აქვს. ბუნგალოს დაბრუნების მიზნით კეიტი იურისტს ქირაობს. კანონი არ დაურღვევია არც კეიტს და არც ბეჰრანს, ორივე ცდილობს სახლის მისაკუთრებას, ამისათვის მათ რთულ სიტუაციასთან გამკლავება უწევთ...