ლონდონელი ვებ-დიზაინერი თავის ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ შეყვარებულს სიმპათიურ და საიდუმლოებით მოცულ ალპინისტს ამჯობინებს. დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობა სახიფათო ხასიათს იღებს...
ახალგაზრდა მორიდებული მუშაკი კრისტოფი დიდი ხანია შეყვარებულია მის უფროსზე, პროფესორ კვინერზე. ექსპერიმენტისათვის მას ადამიანი სჭრიდება, პრეპარატის გამოსაცდელად. კრისტოფი საკუთარ კანდიდატურას შესთავაზებს. მისცემს კი ეს საყვარელ ადამიანთან დაახლოვების საშუალებას?...
ბიზნეს–ლედი ქეითი საქმიანი ქალების მუდმივი პრობლემის გადაჭრას ცდილობს. მას ბავშვის გაჩენაც უნდა და ამავე დროს წარმატებული კარიერის გაგრძელების შანსიც არ სურს დაკარგოს.დიდი ხნის ფიქრის შემდეგ იგი გადაწყვეთს სუროგატი დედების სააგენტოს მიმართოს...
იურიდიულმა გუნდმა შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს, რადგან გაერკვნენ სახურავზე არსებული ნაძვის ხის საქმეში და სახლის მფლობელი კვლავ ციხეში ჩაჯდომას გადაარჩინონ...
ახალგაზრდა მიუ-იორკელი ექიმი შოკისმომგვრელ ამბებს იგებს, იმაზე თუ როგორ ექსპერიმენტებს ატარებდა მისი უფროსი და ცდილობს გამოამჟღავნოს ის. შედეგად ის კარგავს სამსახურს, მაგრამ მაინც არ იხევს უკან...
კომიკოსი, რომელიც მთელი ცხოვრება ართობს პუბლიკას პოლიტიკური სატირით, გადაწყვიტავს კარდინალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება და საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ყველასთვის მოულოდნელად იმარჯვებს. მაგრამ ცოტა ხანში პროგრამისტი ქალი გაარკვევს, რომ ეს საარჩევნო პროგრამის შეცდომა იყო...
ტრილოგიის მეორე ფილმი, შეთხზულ ტამპლიერების შვედ რაინდზე არნ მაგნასონზე. მისი ცხოვრების ისტორია წმინდა მიწაზე ვითარდება სალადინის დროს, ხატინის ბრძოლის და სხვა მოვლენების, რომლებიც იერასულიმის სამეფოში ხდებოდა იმ რთულ დროს. ყველა სირთლეების შემდეგ, განცდების და გამოცდების, არნი დატოვებს იერასულიმს სულ სხვა ადამიანად, ბრუნდება შვეიცარიაში, რომელიც ფეოდალური რეჟიმითაა გატანჯული, უბრუნდება თავის ოჯახს და ახალგაზრდობის სიყვარულს სესილიას, რომელსაც 20 წლის წონ გაშორდა...
ნიუ-იორკის პოლიციის ვეტერანის ბეისბოლის ბარათი მოპარულია. ეს მისი უკანასკნელი ძვირფასი ნივთი იყო და ბოლო იმედი, რომ ქალიშვილისთვის ქორწილი გადაეხადა. მისი ნივთის უკან დასაბრუნებლად იგი მის ძველ პარტნიორს სთხოვს დახმარებას...
უოლტერ დევისი - მშრომელი ახალგაზრდა მამაკაცია, და ბუნებრივია, რომ მთელ თავის თავისუფალ დროს ის სამსახურს უთმობს და არა პირად ცხოვრებას ან გარეგნობას. ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრისთვის რესტორანში ახალ პარტნიორთან იაპონიიდან, უოლტერს დასჭირდა თანამგზავრი ქალი. მისმა ძმამ ურჩია თან ნადია წაეყვანა, მისი ცოლის ბიძაშვილი. მაგრამ არსებობს ერთი რამ: ნადიასთვის ერთი ყლუპის სასმელის დალევაც არ შეიძლება!.. სამწუხაროდ უოლტერმა ამ გაფრთხილებას ყური არ დაუგდო...
მიუხედავად იმისა, რომ მომხიბვლელი ტრიპი უკვე გადასცილდა 30, ვერაფრით ბედავს დატოვოს მშობლიური სახლი და საკუთარი ოჯახი შექმნას. ერთხელაც ტრიპის მშობლები თვითონ გადაწყვეტენ ტრიპის ცხოვრება მოაწყონ. ისინი დაიქირავებენ ლამაზ და ნიჭიერ გოგონას, იმის იმედით, რომ მათ შვილს ის შეუყვარდება და ბოლოს და ბოლოს წავა მათი სახლიდან...
ორი კინოვარსკვლავი ერთმანეთს სკანდალით დაშორდა... სტუდიის წარმომადგენელი ცდილობს გააკონტროლოს სიტუაცია, რომელიც სულ უფრო და უფრო იძაბება, რადგან წყვილის მონაწილეობით გადაღებული ფილმის ერთადერთ ასლს ფილმის რეჟისორი იტაცებს...
ფილმის პერსონაჟები - ევა, ჯიმი, ემილი და მო - თინეიჯერი მეგობრები, ჩათში იცნობენ უილიამს, რომელიც სწრაფად ახერხებს მათ მოხიბვლას. ისინი უილიამს მიიღებენ როგორც მეგობარს, თუმცა უილიამისთვის მათთან ურთიეთობა ერთგვარი თამაშია, რომელსაც ის კატა-თაგვობანას ეძახის. თითქოს მას სურს დაეხმაროს ჯიმის უარი თქვას ანტიდეპრესანტებზე, სინმადვილეში კი იგი მას თვითგანადგურებისკენ უბიძგებს...
შვებულების დროს გატარებული შესანიშნავი დღეების შემდეგ ფელიცია და შარლი დაკარგავენ ერთმანეთის მისამართებს და ტელეფონებს. გადის წლები ფელიცია 4 წლის გოგონას ზრდის, რომლის მამა შარლია. მას ორი საყვარელი ჰყავს, მაგრამ არც ერთი არ უყვარს. ფელიციამ ნამდვილი სიყვარული ხუთი წლის წინ შარლთან განიცადა, ახლა ის ყველა გამვლელში ცდილობს მის პოვნას...
იაპონელები ამ მიწას ჰასიმას ეძახდნენ. ექვსი ჰექტარი მიწა და ბეტონი 15 კილომეტრზე სანაპიროდან. აქ მეცხრამეტე საუკუნის მეშახტეები ნახშირის მოპოვებით იყვნენ დაკავებულნი. როდესაც ომი დაიწყო მეშახტეები ჩინელმა ტყვებმა და კორეელმა ემიგრანტებმა შეცვალეს...
კოსმოსი - ეს ადამიანია, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. იგი მოხვდება სოფელში, სადაც "დრო გაჩერდა". იგი გადაარჩენს დამხრჩვალ ბიჭს და მისი შესაძლებლობების შესახებ ყველა გაიგებს. კოსმოსი საოცარი ადამიანია: მას შეუძლია არ ჭამოს, არ დალიოს, არ დაიძინოს, შეახორცოს იარები და ხეებზე უცნაური მეთოდით ავიდეს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად იგი ადამიანურად გამოიყურება. იგი ემოციებსა და გრძნობებს ყვირილის საშუალებით გამოხატავს. ფილმის მოქმედება მისი არაორდინალური პიროვნების გარშემო ვითარდება...
დაკარგული მობილური დიანასთვის ხდება მიზეზი გაიცნოს არაჩვეულებრივი ადამიანი სახელად ალექსანდრე. ის ჭკვიანი და საოცრად მიმზიდველია. იდეალური იუმორის გრძნობა აქვს და თითქოს არანაირი ნაკლი არ აქვს ერთის გარდა. მის სიმაღლე ის ერთ მეტზე ოდნავ მაღალია. ეს ხდება პრობლემა დიანასთვის. მაგრამ სიყვარულს შეუძლია დაამარცხოს ყველაფერი, რათქმაუნდა თუ ეს ნამდვილი სიყვარულია...
ცხოვრება პატარა პროვინციულ ქალაქში ჰგავს სტეპებში ხანგრძლივ მოგზაურობას: სულ ელოდები, რომ შემდეგი ბორცვს იქით დაინახავ რაღაც ახალს და განსხვავებულს, მაგრამ ხედავ თითქმის იგივეს...
ფინალური ჩხუბის შემდეგ ფილმის პირველ ნაწილში ვესტ ხემის რამოდენიმე წევრი და უამრავი მილუოლის მებრძლი ციხეში აღმოჩნდება. მთავარი გმირები მალე მიხვდებიან ციხის ცხოვრების მთელ სისატიკეს, ისინი იქ მუდამ ხვდებიან თავის მტრებს მილუოლიდან, რომლებიც ბევრად მეტნი არიან. ფეხბურთი ციხეში არანაკლებ პოპულარულია, ვიდრე თავისუფლებაზე, და გამარჯვება ან დამარცხება თამაშებში გამარჯვეულებს ანიჭებს დამატებით საშალებებს. მაგალითად გამარჯვებულებს დამატებით შეუძილათ შხაპის მიღება ან სტუმრების მიღების დღე ემატებათ. წაგებულებს კი პირიქით…
წარმატებულ ადვოკატ ანტუანს ქალების ყურადღება არასოდეს მოკლებია. ერთხელაც ის საქმეზე ნიუ-იორკიდან პარიზში გაემგზავრება, თვითმფრინავში მას ყოფილ მეგობარ ჯულის მეზობლად მოუწევს მგზავრობა. ისინი იძულებულები არიან ერთად 7 გრძელი საათი გაატარონ, რომლის განმავლობაშიც ასწრებენ ძველი ამბების გახსენებას...
ყოფილი პოლიციელი ნარკოკონტროლის განყოფილებიდან აპირებს შური იძიოს ცრუმოწმესა და მისი მეწყვილის მკვლელზე. გამოძიების ძაფები დენის სხვა იდუმალ მკვლელობამდე და მასშტაბურ სამთავრობო შეთქმულებამდე მიიყვანს...
სარეკლამო სააგენტოდან გათავისუფლების შემდეგ ბილ რაგო სამხედრო ბანაკში იწყებს მუშაობას და ცდილობს განავითაროს ჯარისკაცების ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები...
1931 წელი. დაქვრივებული და უმუშვარი მამა ქალიშვილს დეიდასთან აგზავნის დოვერვილში და ჰპირდება მას, რომ შობას მასთან ჩავა. იქ ემა მეგობრებთან ერთად იწყებს ბრძოლას უსახლკარო ძაღლების თავშესაფრის გადასარჩენად...
ღამით მოსკოვის ცენტრში ახალგაზრდა გოგონა ავარიაში მოყვება, რის გამოც მას აუცილებლად ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია. მისი მეგობარი კირა იპოვის დამნაშავეს, მდიდარ ცინიკოს სერგეის, რომელიც თავს დამნაშავედ არ თვლის და არ სურს დახმარება გაუწიოს გოგონას. სასოწარკვეთილი კირა მიმართავს სამ ახალგაზრდას, რომლებსაც სამივეს კირა მოსწონთ. ბიჭები გადაწყვეტენ ჯერ დაეხმარონ გოგონებს, შემდეგ კი გადაწყვიტონ ვის ეკუთვნის კირა...
სამი მეგობრის - ემბერის, ბრენდისა და კესის ისტორია. ისინი დასახლდებიან სახლში , სადაც მოჩვენებაა, ის მათ ისეთ რამეს გაუკეთებს, რის შემდეგაც გოგონებს უჩნდებათ კითხვა: სჭირდებათ კი მათ საპირისპირო სქესი?...
ორ პარალელურ სამყაროს - თანამედროვე ლონდონსა და ფუტურისტულ, ბედისწერით მართულ მეტროპოლისს - მინუაილ სითის შორის, ფრანკლინი შეთხზავს ზღაპარს ოთხი ადამიანის შესახებ, ხოლო თითოეული მათგანის ცხოვრება, ბედისწერით, რომანტიზმითა და ტრაგედიით ერთმანეთშია გადახლართული. როდესაც ეს სამყაროები ერთმანეთს შეეჯახება, მხოლოდ ერთი ტყვია გადაწყვეტს ოთხივე პერსონაჟის ბედს.
22 წელი - ცხოვრების დიდი ნაწილი. ამდენი წელი გრძელდებოდა ბრძოლა იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში უდანაშაულო ბრალდებულისთვის ბრალი მოეხსნათ. მთელი ეს პერიოდი მთავარი გმირი კელვინ უილისი ციხეში იჯდა. ვის ეყოფოდა ძალა მთელი ეს დრო შებრძოლებოდა სისტემას? ჯანეტ გრეგორი არც ადვოკატი იყო და არც კელვინის ნათესავი. მას უბრალოდ სჯეროდა სამართლიანობის...
ოთხ წლიანი განშორების შემდეგ, აჰმადი ბრუნდება პარიზში, რათა მეუღლესთან განქორწინების საკითხი საბოლოოდ მოაგვაროს. დროთა განმავლობაში ის ამჩნევს მეუღლის და ქალიშვილის უცნაურ ურთიერთობას...
ლილა მარტოხელა დედაა, რომელიც შვილის მკვლელობის შემდეგ დეპრესიაშია. ის მხარდაჭერის ჯგუფში დადის, სადაც გაიცნობს ევას, რომელიც სთავაზობს შური იძიოს ვაჟის მკვლელებზე…
ჩვენ ისევ შევხვდებით ჯესის და სელინს კიდევ 9 წლის შემდეგ საბერძნეთში. თითქმის ორი ათწლეული გავიდა მათი პირველი შეხვედრიდან მატარებელში, რომელიც ვენაში მიდიოდა...
ეს არის დენიზის და ოცგურის ისტორია, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ, ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან სტამბულში. ერთი მათგანი დამწყები მსახიობია, მეორე კი წარმატებული ფოტოგრაფი. ბავშვობაში ისინი ერთმანეთზე იყვნენ შეყვარებულნი და აი, 25 წლის ასაკში კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და ბავშვური გრძნობაც ბრუნდება...
წლების მანძილზე მზურნველობას მოკლებული თინეიჯერი გოგონა ბროუნსვილიდან გადაწყვეტს შეუერთდეს ბიჭების ჭიდაობის გუნდს, რადგან ეს ერთადერთი გზაა რითიც დაუბრუნდება ჩამოშორებულ მამას...
პროფესიონალი ბეისბოლის მოთამაშის ისტორია, რომელსაც შეეძლო ბევრისთვის მიეღწია, მაგრამ დანებდა ნარკოტიკების ცდუნებას. ის ხვდება, რომ მარტო ვერ გაუმკლავდება პრობლემას, რომელიც ანადგურებს მის კარიერის და წვება კლინიკაში რეაბილიტაციისთვის თავის მშობლიურ ქალაქში...
შეყვარებული წყვილი ფრენკი და სონია პატიჟებენ თავიანთ მეგობრებს ბრაზილიაში, მდიდრულ სასტუმროში. იგეგმებოდა, რომ ეს დასვენება იქნებოდა უმშვენიერესი და ფრენკი სთხოვდა სონიას ხელს, მაგრამ ყველა მცდელობა მიეღო მამისგან თანხმობა დამთავრდა ფიასკოთი. ისეთი მეგობრებით, როგორებიც ფრენკს ჰყავს, მტრებიც კი არ არის საჭირო!...
ავანტიურისტი ირენი ოტელის მორცხვ მუშაკ ჟანს შემთხვევით მილიონერად მიიღებს. შეცდომის აღმოჩენისთანავე ირენი სტოვებს მას, მაგრამ ჟანი უკვე შეყვარებულია...
ჯერ კიდევ ბავშვობაში მაქსიმომ გადაწყვიტა რომ არ იმუშავებდა. ათ წელში მან ჩანაფიქრი აისრულა. ცოლად მოიყვანა მილიონერი , რომელთან ერთადაც 25 წელი იცხოვრა. მაგრამ მოულოდნელად მილიონერი ქალბატონი ქმრის შეცვლას გადაწყვეტს, მაქსიმოს კი გარეთ გამოაგდებს. იგი დასთან გადავა საცხოვრებლად და ახალ მილიონერზე ნადირობას დაიწყებს...
სამი ჰაკერი-სტუდენტი მოულოდნელად მიიღებენ საიდუმლო შეტყობინებებს უცნობისგან სახელად NOMAD (მაწანწალა). მაგრამ ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ საქმე აქვთ არა ადამიანთან, არამედ არამიწიერ გონებასთნა. მთელი რიგი აუხსნელი ინციდენტების შემდეგ მეგობარი გარბიან საშიში ხაფანგიდან, მაგრამ მაშინვე გახდებიან «ადამიანი შავებში»-ის სამიზნეები, რომლებიც თვლიან, რომ კონტაქტის შემდეგ ჰაკერები შეუძლება წარმოადგენდნენ საფრთხეს მთელი კაცობრიობისთვის…
მწერლისა და სცენარისტის, შეინ მედოუს საკუთარი ბავშვობის მოგონებებზე დაფუძნებული ფილმი - "ეს ინგლისია". 1983 წელი. სკოლაში მეცადინეობები დამთავრდა. 12 წლის შონი - მარტოხელა ბიჭია, რომელიც სანაპირო ქალაქში ცხოვრობს. შონის მამა რამოდენიმე თვის წინ ფოლკლენდის ომში დაიღუპა. საზაფხულო არდადეგების დროს ის ახალ მისაბაძ ობიექტს პოულობს. შონი ადგილობრივ მოზარდ სკინჰედებს უმეგობრდება. აქ ის რასისტ-სკინჰედ კომბოს ხვდება, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა ციხიდან...
ნიუ იორკის კეთილმოწობილი სასტუმროდან განთავისულფების შემდეგ, ელი არც ისე დიდი სიხარულით თანმხდება პატარა გოგონას მომვლელობას. გოგონას მშობლები ერტ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანები არიან ევროპაში, რომელბიც ნამდვილ კოშკში ცხოვრობენ...
საახალწლო კომედიაში მოქმედება 11 ქალაქში ხდება: კალინინგრადში, კაზანში, პერმში, უფეში, ბავლახში, ეკატერინბურგში, კრასნოიარსკში, იარკუტსკში, ნოვოსიბირსკში, სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში.ფილმის გმირები არიან: ტაქსისტი, პოპ-დივა, ბიზნესმენი, მსახიობი, სნოუბორდისტი, მოთხილამურე, სტუდენტი, პენსიონერი, მეხანძრე, დირექტორი, ქურდი, პოლიციელი და რუსეთის პრეზიდენტი. ისინი ყველა ახალი წლის ღამეს ხვდებიან რთულ სიტუაციაში, საიდანაც თავის დაღწევაში მხოლოდ სასწაული დაეხმარებათ...
ფილმში მოთხრობილია პატარა ბერძენი ბიჭის ისტორია, რომელიც სტამბულში იზრდება. მისი ბაბუა ცნობილი კულინარი და მასწავლებელია. ფანისი იზრდება და ცნობილი მზარეული ხდება. 35 წლის ასაკში ის საბერძნეთიდან სტამბულში ბურნდება რათა თავის პირველ სიყვარულს შეხვდეს...