მონდომებული შეფ-მზარეული პედრო ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოსაა, ის გამუდმებით ოცნებობდა საკუთარ რესტორნზე, თუმცა მოულოდნელი დიაგნოზი ყველაფერს თავდაყირა აყენებს...
ედუარდ უილსონი, მამამისის თვითმკვლელობის ერთადერთი მოწმე, თავის ქალის და ძვლების ორგანიზაციის წევრი და იელის უნივერსიტეტის სტუდენტი, წესიერი და მაღალი მორალის მქონე ახალგაზრდა კაცია, რომელიც აფასებს ღირსებას და კეთილგონიერებას. საქმისადი თავდადება მას ძვირად დაუჯდება - ის იძულებულია მსხვერპლად გაიღოს იდეალები და საკუთარი ოჯახიც კი...
ედი მერფი მორიდებული, კეთილი, ჭკვიანი პროფესორის -შერმან კლამფის როლს ასრულებს. როდესაც ულამაზესი კარლა ფიურთი საუნივერსიტეტო გუნდს შეუერთდება, შერმანი მისი გულის დასაპყრობად წონაში დაკლებას გადაწყვეტს. ჯადოსნური ელექსირის მეშვეობით, ის ბადი ლავად გადაიქცევა და ნამდვილი დონ-ჟუანი გახდება...
მოსიყვარულე მაგრამ უპასუხისმგებლო მამა, დანიელ ჰილარდი, მის განრისხებულ მეუღლეს დასცილდა და ამით საშინელი დარტყმა მიიღო: სასამართლომ შვილების მონახულების უფლება კვირაში მხოლოდ ერთხელ მისცა. როცა დანიელი შეიტყობს, რომ ყოფილ ცოლს სახლის და ბავშვების მოსავლელად მოახლე სჭირდება, იგი ქალად გადაიცვამს და მისი შვილების ინგლისელი ძიძა გახდება. მალე იგი არამარტო ბავშვების საუკეთესო მეგობარი, არამედ ისეთი მშობელი გახდება, როგორიც სჯობდა თავიდანვე ყოფილიყო.
ირანელი ემიგრანტი ყიდულობს ბუნგალოს კალიფორნიაში, რათა შეაკეთოს და გაყიდოს, მოგებული ფულით კი ვაჟს კოლეჯში სწავლის თანხა გადაუხადოს. ბუნგალო იურიდიულად ყოფილი ნარკომანის კეიტის მფლობელობაშია. მას შემდეგ რაც ქალი კარგავს სახლს სახელმწიფოსთან იურიდიული გარჩევისას, მას წასასვლელი არ აქვს. ბუნგალოს დაბრუნების მიზნით კეიტი იურისტს ქირაობს. კანონი არ დაურღვევია არც კეიტს და არც ბეჰრანს, ორივე ცდილობს სახლის მისაკუთრებას, ამისათვის მათ რთულ სიტუაციასთან გამკლავება უწევთ...
მომაკვდავი მამის გადასარჩენად ახალგაზრდა ველოსიპედისტმა და ტრიუკების ოსტატმა ჯონი ბლეიზმა მეფისტოფელს სული მიჰყიდა და სევდიანად დაშორდა თავისი ცხოვრების სიყვარულს, გულწრფელ როქსანა სიმფსონს. წლების შემდეგ ჯონის და როქსანას (აწ უკვე ენერგიული ჟურნალისტის) გზები კვლავ იკვეთება. აქვე ჩნდება მეფისტოფელიც, რომელიც ჯონს სულის გათავისუფლებას ჰპირდება, თუკი იგი ცეცხლოვანი მრბოლელი აჩრდილი გახდება.
პეიშინს ფილიპსი, მორიდებული მხატვარია, რომელიც უდიდეს კოსმეტიკურ კომპანიაში დიზაინერად მუშაობს. მისი კომპანია გამაახალგაზრდავებელი ელექსირის გამოსაშვებად ემზადება. მოულოდნელად პეიშენი კორპორაციის საიდუმლოს იგებს და უნებლიედ ეხვევა შეთქმულიბაში.
ახალ გაცნობილი კრიმინალის დასაცავად, გმირი იძულებული ხდება FBI-ს აგენტებისა და რუსი ბანდიტების წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში ჩაებას. ის რომ გადამდგარი სპეცნაზელი არ ყოფილიყო, რომელმაც ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება გადაწყვიტა, ამ ომის ფინალი დრამატული იქნებოდა...
როცა დევიდ ებოტი სან-ფრანცისკოში, თავის ახალ საცხოვრებელში გადადის, მას არასასურველი სტუმარი ეწვევა: მომხიბვლელი ელიზაბეტ მარტინსონი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბინა მას ეკუთვნის და სწრაფადვე ქრება. რადგან ელიზაბეტი თავის სურვილისამებრ ჩნდება და ქრება დეივიდს ჰგონია, რომ იგი მოჩვენებაა, თუმცა ელიზაბეტი დარწმუნებულია, რომ ცოცხალია...
ფილმი მოგვითხრობს ორ მეგობარ პოლიციელზე, რომლებიც მოულოდნელად გადაწყვეტენ რომ გახდნენ პოპულარულები, რაც მათ წარმატებას მოუტანს, მაგრამ მოულოდნელად ისინი აღმოჩნდებიან ჩართული ნამდვილ კრიმინალურ ისტორიაში...
1947 წელი, ჰოლივუდი, მულტფილმების მოძულე დეტექტივი ანიმაციური კურდღლის, როჯერის ერთადერთი იმედია, მას უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს მკვლელობაში. ანიმაციური და რეალური პერსონაჟების ერთობლივი მონაწილეობა ფილმს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.
მდიდარი ბიზნესმენი შექმნის საიდუმლო პარკს დინოზავრებისთვის, რომლებიც პრეისტორიული ხანის დნმ-ის გამოყენებით არიან შექმნილნი. გახსნამდე ერთი დღით ადრე, იგი მოიწვევს ექსპერტთა ჯგუფს და თავის ორ შვილიშვილს, რომ პარკი დაათვალიერონ და აღელვებული ინვესტორების დამშვიდებაში მიეხმარონ. თუმცა, აღმოჩნდება, რომ ეს პარკი ყველაფერია, გასართობის გარდა, რადგან უსაფრთხოების სისტემა მწყობრიდან გამოდის და დინოზავრები გარბიან...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. 90-იან წლებში პატარა ქალაქ მაკფარლანდში, პროფესიონალმა მწრთვნელმა შექმნა მძლეოსანთა გუნდი ჩვეულებრივი ადგილობრივი ხულიგნებისგან და გუნდი სპორტული ოლიმპის მწერვალზე აიყვანა...
ერთადერთი რაც ტესს სურს მშვიდი ცხოვრება ბოიფრენდთან, დეტექტივ დიკ ტრეისისთან ერთად, მაგრამ ქალაქს თავზეხელაღებულების ბანდა მართავს, რომლებსაც ვერავინ ვერ აჩერებს. ერთადერთი ვისაც ეს შეუძლია – მამაცი გამომძიებელი დიკ ტრეისია და ის უკან არ დაიხევს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის გზაზე მაფიის ბოსი აღოჩნდება...
მოქმედება 17 საუკუნის ესპანეთში ვითარდება. მამაცი კაპიტანიი ალატრისტე იბრძვის მისი მეფის არმიის რეგიონში. მისი საუკეთესო მეგობარი ბალბოა იღუპება და კაპიტანს მის ბოლოს სურვილის შესრულებას სთხოვს, რომ გაზარდოს მისი შვილი ინდიგო როგორც მეომარი. ამის შემდეგ ალატრისტე მადრიდში ბრუნდება...
თინეიჯერი გაემგზავრება კუნძულზე, სადაც მან უნდა გადაარჩინოს ობოლი ბავშვების ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ, მათი შემქმნელების განზრახვისაგან გაანდგუროს ისინი.
ოფიციალური მივლინების დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტ მიტჩელს გულის შეტევა დაემართა. და ისეთ ცუდ დროს! ეს მოხდა მაშინ, როდესაც მიტჩელი თავის საყვარელთან ერთობოდა. პრეზიდენტის მრჩევლებმა ალან რიდმა და ბობ ალექსანდერმა მიმართეს დეივ კოვიკს. მას უნდა შეეცვალა პრეზიდენტი ავადმყოფობის დროს. საქმე იმაშია, რომ მოქმედი პრეზიდენტი და დეივი ორი წვეთი წყალივით გვანან ერთმანეთს...
ძმებმა მათი სახლის სარდაფში მისტიური თამაში აღმოაჩინეს და ბნელი კოსმოსის სიღრმეში ამოყვეს თავი. ამ ფანტასტიურ მოგზაურობაში მათ ასტრონავტი უერთდებათ. ისინი ახლა მრავალ კოსმიურ ბრძოლას უნდა გადაურჩნენ. მანამდე კი სანამ თამაშს დაამთავრებენ და პლანეტა ზატურას მიაღწევენ, არსებობს საშიშროება, რომ ისინი სამუდამოდ დარჩებიან კოსმოსში...
საშინელი ინფექცია შემოიჭრა ჩვენს სამყაროში. ვირუსი, რომელიც ადამიანებს საშინელ ტანჯვებში კლავს, მომენტალურად და გლობალურად გავრცელდა საჰაერო–წვეთოვანი გზით ადამიანებს შორის. ოთხ მეგობარს ამ ეპიდემიამ გზაში წაასწრო. მუდმივი გადაადგილება მათთვის გადარჩენის ერთადერთ გზად იქცა. ისინი ცდილობენ გაექცნენ კონტაქტს სხვა ადამიანებთან და დატოვონ დაინფიცირებული ტერიტორია...
აშშ-ს დაქვრივებულ პრეზიდენტ ენდრიუ შეპარდს, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს, შეუძლია ყველაფერი ჰქონდეს რასაც კი მოისურვებს. მას პლანეტის გარემოს დაცვის საბჭოს წევრი, ანეტ ბენინგი უყვარდება და მასზე ზრუნვას იწყებს. ამ სიყვარულს მისი პოლიტიკური მეტოქე წინასაარჩევნო კამპანიაში იყენებს...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. 1953 წელს ექიმი–სექსოპატოლოგი ალფრედ კინსი მილიონი ამერიკელების სექსუალური ცხოვრების და სექსუალური ფანტაზიების გამოკვლევას იწყებს. უამრავი დაკითხულის გულახდილობა მთელი ნაციის გაკვირვებას გამოიწვევს: უმეტეს ნაწილს ქორწინებამდე სექსი ჰქონდა, უამრავ პარტნიორთან, სხვადასხვა საგნებთან. მასმედიამ, მათთან ერთად კი კათოლიკურმა ეკლესიამ კინსის გამოკვლევები უარყვეს და ერთხმად გამოაცხადეს, რომ ყველა ამერიკელი ქალს სექსი მხოლოდ ქმრებთან აქვს. სკანდალი თავის მწვერვალს აღწევს, როდესაც კინსი თავისი გამოკვლევების შედეგებს სამკურნალო პრაქტიკაში დაიწყებს გამოყენებას...
გავიდა 10 წელი მას შემდეგ რაც პერსეუსმა დაამარცხა უზარმაზარი წყლის უჩხული კრაკენი, ახლა ის ცხოვრობს მეთევზის მშვიდი ცხოვრებით და ზრდის თავის 10 წლის შვილს. იმ დროისთვის კი მიმდინარეობს ომი ღმერთებსა და ტიტანებს შორის. ღმერთები კი სულ უფრო და უფრო სუსტდებიან, რადგან მათ მოაკლდათ სიყვარული და ნდობა ადამიანების მხრიდან. ღმერთები კარგავენ კოტროლს ციხეში გამომწყვდეულ ტიტანებსა მათ ლიდერზე კრონოსზე. პერსეუს არ შეუძლია დარჩეს გულგრილი, როდესაც აიდი ზევსის შვილთან ერთად დებს გარიგებას კრონოსთან, რათა გაანადგურონ ზევსი. ამიტომაც პერსეული ანდრომედასთან, აგენორთან და გეფესტომთან ერთად მიდის საშიშ მოგზაურობაში, რათა გადაარჩინოს ზევსი და გაანადგუროს ტიტანები.
ღმერთად დაბადებულ და ადამიანად აღზრდილ პერსევსს არ ძალუძს საკუთარი ოჯახი, შურისმაძიებელი მიწისქვეშეთის ღმერთის, ჰადესისგან დაიცვას. რადგან დასაკარგი აღარაფერი აქვს, პერსევსი მოხალისედ მიდის, რათა ჰადესის დამარცხების სახიფათო მისიას უხელმძღვანელოს, სანამ ჰადესი ზევსის ძალას არ დაპატრონებია და დედამიწაზე ჯოჯოხეთი არ მოუწყვია. უწმინდურ დემონებთან და საშინელ მხეცებთან ბრძოლაში პერსევსი და მისი მეომრები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებიან, თუ პერსევსი ღმერთის ძალას მიიღებს, ბედისწერას არ შეეპუება და საკუთარ ბედს თვითონვე შექმნის...
ფილმი გადაღებულია რობერტ ირვინ ჰოვარდის მოთხრობების მიხედვით. სოლომონ კეინი - მე-16 საუკუნის ინგლისელი ჯარისკაცია, რომელმაც გაიაზრა, რომ მისი არაადამიანური და სასტიკი საქციელის გამო, მისი სული სამუდამოდ დაწყევლილია. ცოდვების გამოსყიდვის იმედით, ის ფიცს დებს, რომ მშვიდობიანი ცხოვრებით იცხოვრებს. მაგრამ როდესაც დედამიწაზე შავბნელი ძალები ჩამოდიან, ის იძულებულია ბრძოლაში ჩაებას...
კუნგ-ფუს სიყვარულით შეპყრობილ ამერიკელ მოზარდს ჩინეთში აგზავნიან, სადაც იგი აღმოსავლური ორთაბრძოლების დაჯგუფებას შეუერთდება. მათი მიზანი დატყვევებული მაიმუნების მეფის გათავისუფლებაა...
ოკეანის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადამღები ზისუ გამოივლის ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, აგრეთვე ცხოვრებისეულ კრიზისსაც, როცა იგი შეეცდება გადაიღოს ფილმი იმ არსების შესახებ, რომელმაც მას ტკივილი მიაყენა...
სამი მოზარდი ჯო, პატრიკი და ექსცენტრული ბიაჯო გადაწყვეტენ სახლიდან გაიქცნენ ტყეში და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყონ. ისინი ქოხს ააშენებენ და თავისუფლად ცხოვრობენ, ასე იწყება მათი დაუვიწყერი ზაფხული...
მომავალში ადამიანები იზოლაციაში იცხოვრებენ და ერთმანეთთან მხოლოდ სუროგატი რობოტების მეშვეობით დაამყარებენ ურთიერთობას. პოლიციელს (ბრიუს უილისი) მრავალი წლის განმავლობაში პირველად უწევს სახლიდან გასვლა სუროგატის მკვლელობის გამოსაძიებლად.
მისტერ ჩარჩი კვლავ შეკრიბავს "შეუჩერებლების" გუნდს, მაგრამ როდესაც ერთ-ერთ მათგანს საქმის შესრულების დროს მოკლავენ, შურისძიების მისიის შესრულების დროს ისინი მტრების ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან.
უცხოპლანეტელთა ტექნიკის გამოყენებით დედამიწელებმა შეჰქმნეს სპეციალური პროგრამა პლანეტის დასაცავად, მაგრამ ჩვენი დაცვა არაფერს შეუძლია კიდევ უფრო მძლავრი უცხოპლანეტელთა შემოსევისაგან, რამოდენიმე ადამიანის გმირული საქციელის გარდა.
2 ივლისს უცხოპლანეტელთა უზარმაზარი ხომალდი დედამიწის ორბიტაზე შემოვა და რამდენიმე თეფშის ფორმის გამანადგურებელ კოსმოსურ ხომალდს განათავსებს, რომლებიც უცებ გაანადგურებენ დედამიწის მთავარ ქალაქებს. 3 ივლისს შეერთებული შტატები წარმართავენ კოორდინირებულ კონტრშეტევას, რაც მარცხით სრულდება. 4 ივლისს შეიქმნება გეგმა, რომ განხორციელდეს უცხოპლანეტელების ძირითად ხომალდში შეჭრა და მასში ბირთვული ნაღმის ჩადება.
ჰალუცინოგენური თავგადასავალი. სპორტული ჟურნალისტის რაულ დიუკის და მისი სამოელი ადვოკატის, დოქტორი გონზოს სამდღიანი აყალმაყალი ლოს–ანჯელესიდან ლას–ვეგასისკენ მიმავალ გზაზე....
გადარეული მკვლელი ბობი ციხიდან გარბის და თან მიყავს პატარა თაღლითები ნედი და ჯიმი. შემთხვევითი ლტოლვილები სულაც არ ოცნებობდნენ ასე მალე აღმოჩენილიყვნენ გარეთ, მაგრამ ციხეში დაბრუნებაც არ სურდათ. ანაფორებში გადაცმული მეგობრები კანადის საზღვარზე გადასვლას ცდილობენ...
ფილმი ბრუკლინელ პოლიციელებზე, ქალაქის სისასტიკით ცნობილ ნაწილში, ბრაუნსვილში ვითარდება. ნიუ-იორკის პოლიციის განყოფილების სამოცდამეხუთე უბანში. სამი პოლიციელი ცდილობს შეინარჩუნოს ზღვარი "დაშვებულ" და "დაუშვებელ" ქმედებას შორის.
სახალისო რომანტიკულ კომედიაში, მილიონერი საქმოსანი, ედვარდ ლუისი ჰოლივუდელ მეძავს, ვივიან უარდს ბიზნეს-კონტრაქტს დაუდებს და ამ საქმიან გარიგებაში თავსაც დაკარგავს. მას შემდეგ, რაც ედვარდი ვივიანს ერთი კვირით დაიქირავებს და კონკიას როლს შესთავაზებს, ვივიანი მაგნატს თავის მხრივ პრაგმატულ მსოფლმხედველობას უმსუბუქებს. შეძლებენ თუ არა, ღარიბი მეძავი და მდიდარი საქმოსანი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას?
ბარნი როსი დაქირავებულ პროფესიონალთა გუნდის მეთაურია, რომელშიც შედის: დანების მოყვარული ლი ქრისტმასი, საბძოლო ხელოვნების ექსპერტი, მძიმე საბრძოლო ტექნიკის სპეციალისტი, ამფეთქებელი და თავზეხელაღებული სნაიპერი. როდესაც გუნდი, ვინმე მისტერ ჩერჩისგან, სამხრეთ ამერიკის პატარა კუნძულის დიქტატორის ლიკვიდაციის დავალებას მიიღებს, ბარნი და ლი მითითებულ ადგილას ჩადიან, რათა დაზვერონ მოწინააღმდეგე მხარე და აღმოაჩინონ ქალაქის დაღუპვის ნამდვილი მიზეზი.
ჯულიუს და ვინსენტ ბენედიქტები ექსპერიმენტის შედეგად გაჩდნენ. ამ ექსპერიმენტის მიზანი, სრულყოფილი ბავშვის შექმნა იყო. ჯულიუსი ათლეტურ პროპორციებს მიაღწევს, ვინსენტი კი ტანდაბალი დარჩება. ვინსენტი ბავშვთა სახლში გაიზარდა, ჯულიუსი- ფილოსოფოსების ოჯახში. ვინსენტს მევალეები დასდევენ და სიკვდილით ემუქრებიან...
საყვარელი როკ–ჯგუფის კონცერტზე დასასწრებად ოთხი ახალგაზრდა ლას–ვეგასში მიემგზავრება. ისინი დიდ შეცდომას დაუშვებენ. ახალგაზრდებს მანქანა გაუფუჭდებათ და მოპარული მანქანით განაგრძობენ გზას, რომლის პატრონიც იქაური სადისტი სოციოპატი, მეტსახელად "ჟანგიანი ფრჩხილია"...
ფრენკლინ ჰეტჩეტი – გამოცდილი თაღლითია. პოლიციელის სიკვდილში თანამონაწილეობა მას მოულოდნელად სკანდალურად ცნობილს ხდის. მას ახლა მთელი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიცია ეძებს. ერთადერთი, ვისაც მისი დახმარება შეუძლია, ეს ხელმოცარული ჟურნალისტი ჯეიმს რასელია. ძებნილ დამნაშავეთა შორის ისინი პირველნი არიან სიაში...
ბუნებრივი კატაკლიზმის შემდეგ, მოყინულ ზედაპირზე, რომელმაც დაფარა დედამიწა, ცოცხლად დარჩენილი ხალხი შეიკრიბა მე-7 კოლონიაში და ცდილობენ გადარჩნენ. მათ აქვთ მე-5 კოლონიასთან კავშირი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათთან კონტაქტი იკარგება, მეძებართა ჯგუფი მიემგზავრება საშიშ ექსპედიციაში, რათა გააარკვიონ, რა დაემართათ მათ მეზობლებს...
სამეცნიერო-ფანტასტიკური დრამა სტუდენტი გოგონას და კომპოზიტორის ბედის ტრაგიკული გადაკვეთის შესახებ მეცნიერების მიერ მზის სისტემაში დედამიწის იდენტური პლანეტის აღმოჩენის ღამეს...
სანამ საბოლოოდ ჩაქვრებოდა მზე იმდენად გადიდდა, რომ დედამიწა გადაბუგა. დედამიწა საცხოვრებლად უმაქნისი გახდა. მცირერიცხოვან გადარჩენილთა შორის არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც მთებში მიდის საკვების და წყლის მოსაძებნად, თუმცა გზაში ისინი სხვა გადარჩენილებს გადეყრებიან, რომლებიც არც თუ კარგად არიან განწყობილნი...