ღმერთმა საბოლოოდ დაკარგა ყველანაირი იმედი კაცობრიობის და სიკვდილის ანგელოზები გაგზავნა დედამიწაზე საკუთარი ქმნილების მოსასპობად... ადამიანებს მხოლოდ მთავარანგელოზი მიქაელი გამოექომაგა...
ერაყის ომის სამი ვეტერანის ისტორია, რომლებსაც ამერიკაში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებაში დაბურნება არ შეუძლიათ. ისინი აღმოაჩენენ, რომ მათ მოგონებებს საკუთარ კედლებშიც კი შეუძლიათ მათი დაღუპვა.
მამინაცვალი ახალგაზრდა გოგოს საგიჟეთში გამოკეტავს, 5 დღეში გოგონას ლობოტომია უნდა ჩაუტარონ. ბეიბი დოლი სხვა 4 გოგოსთან ერთად ცდილობს საკუთარი წარმოსახვის დახმარებით ფსიქიატრიულიდან გაქცევას, მანამ სანამ გვიანი არ იქნება.
კიბორგი თავიდან ყვება უკრაინის ისტორიას – 2014 წლის ლეგენდარული ბრძოლაზე დონეცკში, რუსეთის შემოჭრის პერიოდში. თავისუფლებისთვის მებრძოლებმა უკრაინული არმიის სხვადასხვა დანაყოფებიდან და ასევე მოხალისე მებრძოლებმა, 242 დღიანი შეტევა განახორციელეს რუსეთის მდარდამჭერი ბოევიკების წინააღმდეგ, სანამ აეროპორტის ტერმინალი სრულიად არ განადგურდა.
ლამაზმანი ლორა ბერნი, ქმრის მარტინის ეჭვიანობისგან და აგრესიულობისგან სიგიჟის ზღვრამდეა მისული. მან არ იცის როგორ გაექცეს ქორწინებას, რომელიც მისთვის წამებად იქცა. ის სარისკო ინტრიგას გეგმაქვს... გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი სიკვდილი გაითამაშოს...
1950-იანი წლების ტეხასი, ოჯახი რომლის ისტორიაც გადმოცემულია უფროსი ვაჟის ჯეკის თვალსაწიერიდან. სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, სიძულვილი - ყველაფერი ამის გააზრება და საკუთარ თავთან შეგუება უწევთ ფილმის გმირებს.
ფილმს მაყურებელი გადაჰყავს მოშორებულ სასტუმროში, სადაც ჯეკ ტორენსმა, მისმა ცოლმა და ვაჟმა ზამთარში უნდა იცხოვრონ. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფილმი რეალობას ისე აურევს, რომ იზოლაციაში ყოფნას ფსიქოლოგიურ კოშმარად აქცევს...
უილიამ შექსპირის უკვდავი ნაწარმოების ეკრანიზაცია. სურათში მოქმედება მაკბეტის გარშემო ვითარდება. იგი ცბიერი შოტლანდიელი ლორდია, რომელიც არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან, რათა გახდეს მეფე…
ამბავი ეხება ნამდვილი მსოფლიოს რელიგიურ კულტებს და მასობრივ სუიციდს. იწყება 30 წლის წინ, როცა რელიგიური კულტის წევრები სამოთხის ვუალად ცნობილნი ისაკუთრებენ საკუთარ ცხოვრებას. სიმართლე დამარხულია ღრმად ერთადერთი გადარჩენილის მეხსიერებაში. 5 წლის გოგონა, რომელიც ბრუნდება გუნდთან ერთად უკვე მოზარდია. ისინი მალე აღმოაჩენენ რაღაცას, რაც უფრო საშიშია, ვიდრე ყველაფერი რისი წარმოდგენაც შეუძლიათ...
ყველამ იცის, რომ თქვენი ცხოვრება ისტორიაა, მაგრამ თუ ისტორია თქვენი ცხოვრებაა? ჰაროლდ კრიკი აღმოაჩენს, რომ რომანის პერსონაჟია. ის ცდილობს იპოვოს ავტორი და დაარწმუნოს იგი შეცვალოს დასასრული...
ბობ მუნროს სამსახურში პრობლემები აქვს. მას პრეზენტაციის ჩატარება დაავალეს კოლორადოს კლდოვან მთებში, მაგრამ ბობი ოჯახთან ერთად, ჰავაიზე გამგზავრებას აპირებდა. მას მოუწევს გეგმების შეცვლა ისე, რომ სამსახურიც შეინარჩუნოს და ოჯახთან ერთადაც გაატაროს დრო.
ბერძენი გენერალი თემისტოკლე ცდილობს, რომ მთელი საბერძნეთი გააერთიანოს და იპყრობს სპარსულ ძალებს, რითაც უპირისპირდება არტემისას და შურისმაძიებელ სპარსელების მეთაურს ქსერქსეს...
ფილმის მოქმედება ხდება გასული საუკუნის 50-იან წლებში. პროვინციალურ ქალაქში განათლებული და მოწესრიგებული ოჯახი ცხოვრობს. ერთ დღეს სახლში უცხო დამიანი შეიჭრება და ქალს მოკლავს. ნიკი დედის გარეშე რჩება. მეორე დღესვე ოჯახში გარდაცვლილის და ჩამოდის რომელიც ცდილობს დაეხმაროს ოჯახს ტრაგედიის გადატანაში. დროთა განმავლობასი ნიკი მამას უცნაურ ქმედებებს ამჩნევს და უნდა გაერკვეს რა ხდება...
ცნობილი მსახიობის ოჯახში უბედურება დაისადგურებს – მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი არაადეკვატურად დაიწყებს მოქცევას. ექიმები ფსიქიკურ დაავადებას ეჭვობენ და დიაგნოზს ვერ უსვამენ. სპეციალურად მოწვეული მღვდელი კი ფიქრობს, რომ გოგონა ეშმაკითაა შებყრობილი.
დედამიწაზე დაბრუნებისას კომერციული კოსმოსური ხომალდი დაიჭერს სიგნალს შორეული პლანეტიდან. როდესაც ამ პლანეტაზე ეკიპაჟის სამი წევრი აღმოაჩენს სათავსოს ათასობით კვერცხით, ერთერთი კვერცხიდან გამოჩეკილი უცხო არსება მკვლევარს თავს დაესხმევა. ეკიპაჟი ვერ აცნობიერებს კარზე მომდგარ კოშმარს - იმას, რომ მათთან უხცოპანეტელი პარაზიტი უნდა დაიბადოს...
ახალგაზრდა წყვილმა თავი ტყის სახლში შეაფარა. ასე ჰგონიათ, რომ მთელ სამყაროში არავინ იცის მათი არსებობის შესახებ, გარდა სამი ნიღბიანი დაუპატიჟებელი სტუმრის.
თითქმის 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სარა კონორის განადგურება მომავლიდან მოსულ კიბორგს დაევალა. ახლა კი სარას ვაჟი, ჯონი, წინააღმდეგობის მომავალი ლიდერი - გახდა სამიზნე ახალი, უფრო მომაკვდინებელი ტერმინატორისა. წინაამღდეგობის მოძრაობამ, კიდევ ერთხელ შეძლო დაებრუნებინა უკან მცველი, რათა კიდევ ეცადა ჯონისა და მისი დედის, სარას გადარჩენა.
არტურ ბიშოპს დიდიხანია მისი მკვლელობებით აღსავსე ცხოვრება დავიწყებული აქვს, მაგრამ მას მოუწევს დაუბრუნდეს წარსულ ცხოვრებას, როდესაც მის სიყვარულს მოიტაცებენ. მის გამოსახსნელად კი სამი მკვლელობის ჩადენაა საჭირო, ისე რომ ყველას უბედური შემთხვევა ეგონოს...
პოსტაპოკალიპტურ მომავალში, სუპერკომპიუტერები ტელეპორტით კიბორგ მკვლელს გამოგზავნიან, რომელიც "ტერმინატორის" სახელით არის ცნობილი. ტერმინატორის მიზანია გაანადგუროს სარა კონორი, რომლის შვილი მომავალში, 21-ე საუკუნეში, მექანიკური ჰეგემონიის წინააღმდეგ აჯანყებულ ადამიანთა ლიდერი იქნება. ამავე დროს, ერთ მებრძოლს ადამიანებიც აგზავნიან სარას დასაცავად. შეძლებს თუ არა იგი ამ ვირტუალური მკვლელი მანქანის შეჩერებას?
მაკკენის ჩხუბისთავი და თავზე ხელაღებული ბანდის წევრები დასდევენ ჰემს, რომელსაც უნდა დაშორდეს და დაიწყოს ახალი ცხოვრება. ის თავისი ლამაზი ცოლის ჯეინის რანჩოში იმალება. ჯეინი დასახმარებლად მიმართავს იმ ადამიანს ვისი დანახვაც ყველაზე ნაკლებად უნდა (თავის ყოფილ საყვარელს). ჯეინმა უნდა დაივიწყოს წარსული, უნდა გახდეს ძლიერი და უკომპრომისო, რომ გადაარჩინოს ოჯახი...
ბონდის ბოლო მისია ცუდად დამთავრდა და მთელი მსოფლიოს აგენტები ფეხზე დადგნენ, მი–6–ს საფრთხე ემუქრება, რის გამოც ემი იძულებულია მისი ადგილმდებარეობა შეცვალოს. ახლა მას მხოლოდ ერთი მოკავშირე დარჩა ვისაც შეუძლია რომ ენდოს და ეს არის ბონდი. 007 ახლა იდუმალებით მოცულ და ჯერ უცნობი მოტივების მქონე ვინმე სილვას კვალს მიყვება.
2028 წელი. ალექს მურფი არის კარგი ქმარი, მამა და პოლიციელი, რომელიც ებრძვის კორუფციას და უსამართლობას. მას მძიმედ დაჭრიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს და "OMNICORP" გადაწყვეტს გამოიყენოს ის რობოტექნიკის ექსპერიმენტში, რათა შეუნარჩუნოს გმირს სიცოცხლე. ალექსი ბრუნდება ქუჩაში წესრიგის დასაცავად, ამჯერად განახლებული შესაძლებლობებით, მაგრამ მას უჩნდება ისეთი კითხვები, რაც არ დაბადებია ადამიანად ყოფნისას..
საცოლის მკვლელობის შემდეგ, მიტჩ რაპი ცივი ომის ვეტერანი სტან ჰარლის ინსტრუქციით ვარჯიშს იწყებს. ისინი შემდგომში იძიებენ აშკარა და შემთხვევითი თავდასხმების ტალღს სამოქალაქო და სამხედრო სექტორზე...
იქამდე, სანამ მას აფრიკის სახელმწიფოს სასამართლოს გადასცემდნენ, ეს ცნობილი ბელგიელი კრიმინალი 24 საათის განმავლობაში მარსელის პოლიციას ჰყავს ჩაბარებული, მაგრამ ცბიერი დამნაშავე დაბნეულ პოლიციელ ემილიენს მოატყუებს, რომ იგი ბელგიის საელჩოს თანამშრომელია და ცნობილმა დამნაშავემ გახლართა ამ სიტუაციაში...
მია ცდილობს თავი დააღწიოს ნარკოდამოკიდებულებას. ის ძმასთან და მეგობრებთან ერთად მიდის ტყის ქოხში, სადაც მეგობრები "მიცვალებულთა წიგნს" პოულობენ...
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი საცხოვრებლად ქალაქგარეთ, საკუთარ სახლში გადადის, მათ ძილის დროს - შუა ღამისას, გაურკვეველი ხმაური აწუხებთ და ვერ ხსნიან რითია ეს ხმაური გამოწვეული...
მაკედონიის მეფე ალექსანდრე, თავის ლეგიონს სპარსეთის იმპერიისკენ მიუძღვება. სპარსელთა ჯარის დამარცხების შემდეგ ის თავის მეომრებს მაშინდელი მსოფლიოს გავლით ინდოეთამდე მიიყვანს.
ფილმი მოგვითხრობს კონორის ისტორიაზე, რომელსაც უკიდეგანო ფანტაზია აქვს. ღამით, როდესაც ყველა იძინებს ხე მის ფანჯარასთან ცოცხლდება და მონსტრად გადაიქცევა, რომელიც ისტორიებს უყვება...
ფილმის სიუჟეტი ვითარდება ძველი დროის ჩინეთში დინასტია იუანის მმართველობის დროს. რომაელი მეთაური ლუციუსი აღმოჩნდება ჩინეთის ტერიტორიაზე. ამავე დროს დასავლეთის ჰო ანის დაცვის მეთაური ღალატის შედეგად გახდება მონა. ზუსტად ამ ორ მეომარს მოუწევს შეხვედრა დასავლეთის უდაბნოში, სადაც განვითარდება ეპიკური ბრძოლა.
ანჟელა გრეის საქმის გამოძიების დროს, დეტექტივი ბრიუს კინერი მიმართავს ფსიქოლოგს, ანჟელას მივიწყებული მოგონებების გასახსენებლად. რეგრესიული გიპნოზის ჩატარების დროს გამოვლინდება საშინელი ფაქტები - ღამის საათებში მამის თანხმობით გოგონაზე ტარდებოდა სატანური რიტუალები. იმის გამო, რომ დეტექტივის სურვილია დაიცვას გოგონა გასაიდუმლოებული ბოროტული გაერთიანებისგან, ის ჩათრეული იქნა საშინელ ოკულიზმის სამყაროში. ის, რაც ეწინაამღდეგება მას, ჭეშმარიტების ზღვარს მიღმაა...
სერ ლოურენს ოლივერი იღებს ფილმს ლონდონში. ახალგაზრდა კოლინ კლარკი - სტუდენტი კინორეჟისურის ფაკულტეტზე, ცდილობს ჩაერთოს გადაღების პროცესში. ფილმში ნაჩვენებია მერლინ მონროს და სერ ლოურენს ოლივიეს მუშაობა ფილმზე "პრინცი და მოცეკვავე".
ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ახალგაზრდა ქალი იხიბლება მისტიკური უცნობი მამაკაცით, რომელიც ცხოვრობს ყველასათვის საშიშ სახლში. სახლზე უამრავი ლეგენდაა გავრცელებული, რომლებსაც აქამდე არ სძინავთ...
მერი და მისი მეგობარი კოლინვუდის ტბისკენ მიმავალ გზაზე ჩერდებიან, სადაც გაქცეული დამნაშავისა და მისი გუნდის ბრჭყალებში აღმოჩნდებიან. მერი ახლოს მცხოვრებ მშობლებთან გარბის. საიმედო სამალავის მაძიებელ დამნაშავეებსაც სწორედ მათი სახლი იზიდავთ.
2048 წელი. ადამიანთა რასას პლანეტის დაკარგვა ემუქრება. ყველაზე საშიში მონსტრი გოძილაა - დაუმარცხებელი ხვლიკი შხამიანი სუნთქვით. ადამიანები გადაწყვეტენ დატოვონ დედამიწა და იპოვონ ახალი სახლი. კოსმოსში მოგზაურობა 20 წელი გაგრძელდა უშედეგოდ. ჰარუო 4 წლის იყო, როდესაც ხომალდზე მოხვდა. იგი თვლის , რომ კაცობრიობა ლაჩრულად დანებდა. მისი აზრი პოპულარული გახდება და ადამიანები დედამიწაზე დაბრუნებას გადაწყვეტენ. დედამიწაზე ცივილიზაციისაგან აღარაფერია დარჩენილი, სამყაროს ურჩხულები მართავენ.
დეტექტივი ერიკ მაისონი, ბუნების წიაღში მომხდარი სისხლიანი ინციდენტის ადგილს იკვლევს. ის ხვდება, რომ ეს სისასტიკე გრიზლიმ კი არა ადამიანმა ჩაიდინა და ეს ადამიანი სერიული მკვლელია, ზედმეტსახელად "ხერხი".
ადამი და გორდონი გონზე მოვიდნენ, როდესაც მიტოვებულ შენობაში მილებზე იყვნენ მიჯაჭვულები. მათ შორის დასისხლიანებული გვამი ეგდო. არც ერთმა მათგანმა არ იცის როგორ მოხვდა აქ ან როგორ გავიდეს აქედან. ისინი სერიული მკვლელის მსხვერპლნი არიან. მათ ან უნდა მოკლან ან თვითონ მოკვდნენ - მკვლელს ასეთი მანერა აქვს...
როდ კომბლი თვითნასწავლი კასკადიორია. ის დარწმუნებულია, რომ სიმამაცე სისხლში აქვს. მას სჯერა, რომ სახელგანთქმული კასკადიორის ეველ კნიველის შვილია, რომელიც ტრიუკების შესრულებისას დაიღუპა. როდს გადაწყვეტილი აქვს მამის გზა გააგრძელოს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მას არც არაფერი გამოსდის.
გონებაარეულმა მწერალმა დაკარგა შთაგონება და ვერანაირად ვერ ახერხებს ახალი სცენარის დაწერას. ის უნებლიედ ხდება ჩათრეული ძაღლის გატაცების ამბავში რომელიც მისმა ექსენტრიულმა მეგობრებმა განიძრახეს. შემდეგ გამოირკვევა, რომ გატაცებული ძაღლი არის ადგილობრივი განგსტერის, რომელიც დაადგება გამტაცებლების კვალს და იწყებს ნადირობას მათზე.
ნიკისთვის, კურტისთვის და დეილისთვის ყოველდღიურობა უფრო ასატანი რომ გახდეს მათი აუტანელი ბოსები უნდა გაანადგურონ. სამსახურიდან წასვლა გამორიცხულია, ამიტომ სასმელისა და ყოფილი პატიმრის რამოდენიმე რჩევის დახმარებით ეს სამი მეგობარი ჩახლართულ გეგმას დასახავენ და ერთი შეხედვით ეს სულელური გეგმა მათ ეხმარებათ აუტანელი ბოსების სამუდამოდ თავიდან მოცილებაში...
"სანტა კლაუსის ბანდის" სახელით ცნობილი ქურდების ჯგუფი გარშემო ყველაფერს აოხრებს. პოლიციის კაპიტან გილბერტს ჩინელი რეპორტიორი აშინებს, რომელიც მისი გუნდის შესახებ სტატიას წერს, ტაქსისტ დენიელს კი პირადი ურთიერთობების კრიზისი აქვს. მას შემდეგ, რაც ქურდების ბანდა პოლიციას არაერთხელ აუბნევს თავგზას, დენიელი და მისი სუპერ–ტაქსი ისევ ბრუნდებიან.
იაპონიის ელჩი მარსელში, ქალაქის კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ მებრძოლი პოლიციის მუშაობას უნდა დააკვირდეს. ამ სტუმრობის დროს მას იაკუძას დაჯგუფება გაიტაცებს. ახალგაზრდა ოფიცერი ემილიენი ძალებს არ იშურებს იმისათვის, რომ აღადგინოს მათი განყოფილების ღირსება და გადაარჩინოს ელჩი და ოფიცერი პეტრა (მისი მეგობარი გოგონა), რომელიც ასევე იაკუძას მიერ არის მოტაცებული. ისევ და ისევ იგი დასახმარებლად სიჩქარეზე გაგიჟებულ, ტაქსისტ დენიელს იძახებს.
ჩარლი ჩაპლინი ორ პერსონაჟს ასრულებს ფილმში, ებრაელი დალაქის და დიდი დიქტატორის ჰინკელის (იგივე ადოლფ ჰიტლერი). ფილმი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ჩაპლინის გენიას.
თაღლითების გუნდი უერთდება მისიას, რის მიხედვითაც უნდა მოიპარონ ხომალდ "სიკვდილის ვარსკვლავის" გეგმები და გალაქტიკაზე ახალი იმედი ჩამოიტანონ.
ამბიციური ადამიანების იმედები და ოცნებები მაშინ ინგრევა, როდესაც ისინი ნარკოტიკებზე დამოკიდებულები ხდებიან. ფილმი გვაჩვენებს თუ როგორ ანგრევს ადამიანს გონებრივად და ფიზიკურად ნარკოტიკებზე მიჯაჭვულობა.
ფილმი "სახიფათო კავშირები" შოდერლო დე ლა კლოს თხზულების მიხედვითაა გადაღებული და მოქმედება მე-18–ე საუკუნეში ვითარდება. მარკიზა დე მერტელი ვიკონტ დე ვალმონს სთხოვს მისი ყოფილი საყვარლის საცოლე შეაცდინოს, სამაგიეროდ კი მასთან ღამის გატარებას ჰპირდება. თავდაპირველად ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და სასიყვარული სამკუთხედიც იკვრება.
ფილმში მოთხრობილია რონ ვუდრუფის რეალური ამბავი, ის ტეხასელი ელექტრიკი იყო, რომელსაც 1986 წელს შიდსი დაუდგინეს. ექიმებმა უთხრეს, რომ 6 თვე ქონდა დარჩენილი, თუმცა რონი არ შეეგუა სასიკვდილო განაჩენს და ალტერნატიული მეთოდებით დაიწყო მკურნალობა, მან საგრძნობლად გაიხანგრძლივა სიცოცხლე და ბიზნესიც კი ააწყო, დაიწყო რა მედიკამენტის, რომელსაც თავად იღებდა სხვა პაციენტებზე გაყიდვა.
ფილმი მოგვითხრობს უფროსკლასელის ისტორიას, რომელმაც ერთი წელი გაატარა საკრამენტოში. მთავარი გმირი ცდილობს გაიქცეს მისი პატარა მშობლიური ქალაქიდან, მისი უფროსი ნახევარძმის დახმარებით...
ეს არის ბიოგრაფიული ფილმი აშშ-ს მეთექვსმეტე პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის შესახებ, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩრდილოეთელების გამარჯვებაში სამოქალაქო ომის დროს.
შობის დღესასწაულის დღის წინ ტერორისტების ჯგუფმა საერთაშორისო აერაპორტში შეიჭრა და ახლა ათასობით მგზავრი მძევლად ყავთ აყვანილი. ტერორისტების მიზანი ნარკობარონიუს გადარჩენაა. ბანდა მზადაა ყველანაირი მოულოდნელობისთვის, ერთის გამოკლებით - ჯონ მაკლეინთან შეხვედრისთვის. ბრიუს უილისი ბრუნდება სუპერგმირი-პოლიციელის როლში, რომელიც ებრძვის არა მარტო ტერორისტებს, არამედ აეროპორტის პოლიციის არაკომპეტენტურ შეფს, ანტიტერორისტული განყოფილების სულელ უფროსს და საშინელ თოვლის ქარიშხალს.