ახალგაზრდა ქალი, მის პატიმარ მეუღლესთან პაემანზე მიმავალ გზაზე მისი დროის სხვადასხვა გმირებს ხვდება, პოლიციელებიდან დაწყებული მეძავებით დამთავრებული...
ედ ვაკსმენს ყოველ ნაბიჯზე უიღბლობები ხვდება:საცოლემ უღალატა მას საუკეთესო მეგობართნ, უფროსმა სამსახურიდან დაითხოვა. ყველაზე მძიმე მომენტში დასახმარებლად ედის უფროსი ძმა მოდის კუპერი. ის ედის გადაკეთებას ეცდება და მის რეცეპტი ადვილია: ცოტა ღამის ცხოვრება, ცოტა აკრძალული სიამოვნება, ცოტა სახიფათო თავგადასავალი და უზომო რაოდენობის სექსი!..
დეივი და ოსტინი ყველაზე გიჟურ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ, თუ რა შეიძლებოდა გადახდომოდათ თავს, როდესაც სახლის ახლოს აუზს თხრიდნენ. მიწის სიღრმეში ისინი გაყინულ ადამიანს პოულობენ...
ამერიკელი გოგონა დაფნა, მიეშურება ევროპაში მამის სანახავად, რომელსაც არასდროს შეხვდრია.მამა ახლა დანიშნულია ქალზე, რომელიც დაფნას სიცოცხლეს უმწარებს...
ქალაქელი გოგონა ჩამოდის პატარა ქალაქში და აღმოჩნდება სახიფათო სასიყვარულო სამკუთხედში ჩათრეული, მან უნდა გააკეთოს არჩევანი სკოლის მასწავლებელსა და სიმპატიურ თანაკლასელს შორის...
ჰავაელი მიწის მეპატრონის მეტ კინგის მეუღლე საზღვაო ინციდენტის შემდეგ სიკვდილის პირასაა. მეტი მის ორ ქლიშვილს კაუაიში წაიყვანს, სადაც მისი ცოლის ყოფილ საყვარელს უნდა შეხვდეს...
მთავარი გმირები - ნაომი და მისი მეგობარი ილაი. მათ შეადგინეს სია საერთო ნაცნობებისა, რომლებთანაც არ შეიძლება ინტიმური კავშირის დამყარება და კოცნაც კი...
ფერდინანდო 40 წლის მეოჯახე მამაკაცია. მისი ქორწინება როსალიასთან უკვე 12 წელია გრძელდება. თითქოს ყველაფერი თავისი რიგით მიდის, მაგრამ მას ანჟელა შეუყვარდება და ახალგაზრდა გოგონაც პასუხობს მის გრძნობას. ფერდინანდო გადაწყვეტილებას მიიღებს დაშორდეს აუტანელ, სულელ ცოლს, რომ სამუდამოდ დარჩეს ანჟელასთან, მაგრამ როგორ უნდა გააკეთოს ეს? იტალიაში განქორწინება თითქმის შეუძლებელია. ის გადაწყვეტს, რომ უფრო ადვილია მოკლას ცოლი. ის ცბიერ გეგმას შეამუშავებს და იწყებს მის განხორციელებას...
მაშინ როდესაც სამხრეთ ამერიკაში ბუნტი იღებს სათავეს,რადიო ჟურნალისტსა და მისი ტექნიკოსს აზრად მოუვათ, რომ გაითამაშონ საკუთარი გატაცების გეგმა. სინამდვილეში კი ნიუ იორკში იმალებიან...
სიუჟეტის ცენტრშია - მარიხუანას მწეველი ჰოლივუდელი ფსიქოანალიტიკოსი, რომელიც პირადი ტრაგედიის გავლენის ქვეშაა და პაციენტების დახმარების რწმენა აქვს დაკარგული. მიუხედავად ამისი იძულებულია მიიღოს ცნობილი პაციენტები, რომელთა შორისაც არიან: რობი ვილიამსი, ლორა რემსი, ჯეკ ჰიუსტონი, გრიფინ დანი, რობერტ ლოჯია, გორ ვილანი, მარკ ვებერი და სხვები...
კლუბ ბურლესკის მეპატრონე და ყოფილი მოცეკვავე -ტესი ფინანსური სირთულეების მიუხედავად ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს დასი,რომელიც პირადი პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული. ამავე დროს მდიდარ ბიზნესმენს კლუბის შეძენა სურს და ტესმა ესეც უნდა მოაგვაროს. პარალელურად, ის,ახალგაზრდა გოგონას მიმტანად აიყვანს. გოგონას ერთადერთი ოცნება აქვს, მას სცენაზე გამოსვლა სურს. ახალი მეგობრების მხარდაჭერით ელი ბურლესკის ახალი ვარსკვლავი გახდება...
მომხიბლავი, მხიარული ალექსი (რომან დურისი) პროფესიონალი დონ ჟუანია, რომელიც ფულს შეყვარებული წყვილების დაშორებით შოულობს მის დასთან, მელანისთან ერთად (ჯული ფერიე). იმის გამო, რომ მათ ბიზნესს ცოტა ტემპი დაუვარდა, ისინი თავიანთ მთავარ პრინციპს არღვევენ – დააშორონ მხოლოდ უბედური წყვილები და დათანხმდებიან მისტერ ვან დერ ბერქზე მუშაობას. ალექსს მხოლოდ ერთი კვირა აქვს იმისათვის რომ მდიდარი კაცის ქალიშვილს, ჯულიეტს (ვანესა პარადი) გადააფიქრებინოს დაქორწინება კაცზე რომელზეც უგონოდ არის შეყვარებული. ალექსი მალე თვითონვე გაებმება საკუთარი "შეუსრულებელი მისიის" ხლართებში...
მე-20-ე საუკუნის დასაწყისში პარიზში მეგობრობდა ორი ადამიანი: ავსტრიელი ჯული და ფრანგი ჯიმი. ერთობოდნენ, საუბრობდნენ, ვარჯიშობდნენ, განიხილავდნენ გოგონებს. გოგონებთან სენტიმენტალურ ჯულის ნაკლებად უმართლებდა, ვიდრე ჯიმის. შემდეგ მათ ცხოვრებაში შემოვიდა საბედისწერო ქალი - კატრინი. ჯულის ის შეუყვარდა და ჯიმს სთხოვა ხელი არ შეეშალა მათი ურთიერთობისთვის, მაგრამ ყველაფერი მარტივად არ არის. კატრინი იქცევა ისე თითქოს მას ორი გული აქვს და ორივე მათგანთან სურს ურთიერთობა...
ჟურნალისტი კრისტი დევისი სტატიას წერს პოლიციის სამუშაოზე, დეტექტივი რუნის დახმარებით მკვლელობათა განყოფილებიდან. პირველივე დღეს ისინი დანაშაულის ადგილზე აღმოჩნდებიან, გოგონა ჩამოხრჩობილია მკერდზე კი ასო აქვს ამოტვიფრული. იქვე მდებარე შენობაში რუნი იპოვის გილიოტინას და ამოტვიფრულ ციფრებს, რომელიც მისი და ყოფილი დეტექტივი მოხუცი არჩერის სამკერდე ნიშნის ნომერს ემთხვევა...
ჯიმუვი - ახალი ფილმები და სერიალები ქართულად უფასოდ, უახლესი თურქული სერიალები ქართულად, axali filmebi da serialebi qartulad ufasod, pilmebi qartulad online, uaxlesi turquli serialebi qartulad
რომანტიკული კომედია ახალგაზრდა ბიჭზე სახელად ნეო, რომელსაც მისი ოცნების გოგონასთან შეხვედრის და მასთან იდეალური ღამის გატარების შესაძლებლობა მიეცემა. მაგრამ პირველი სექსის შემდეგ გაურკვეველი მიზეზით გოგონა, მთავარ გმირთან მხოლოდ მეგობრობას მოისურვებს. მომდევნო სამ წელს ნეო, კითხვებზე ფიქრში გაატარებს – თუ რაში შეცდა იგი – სანამ ერთ დღეს წარსულში დაბრუნების და იმ ღამის შეცვლის მოულოდნელ შანსს არ მიიღებს...
ჯონ ლიშიცკის ცრუდ დააბრალეს დანაშაულის ჩადენა და ციხეში ჩასვეს. თავისუფლებაზე გამოსვლის შემგეგ, მას შურისძიების წყურვილი კლავს მოსამართლეზე, რომელმაც მას სასჯელი მიუსაჯა...
ბრიტანელი მედიცინის დოქტორი ჩინეთის პატარა სოფელში ხოლერის ეპიდემიას ებრძვის, სადაც უიღბლო ქორწინებაში მყოფი, თავის მოღალატე ცოლთან ერთადაა გამომწყვდეული...
მორის ბუთერმარკერი ალკოჰოლიკი მუშაა და ძველი კალათბურთის მოთამაშე. მალე ის მწრთვნელი ხდება და 12 წლის ბავშვებს კალათბურთში ამეცადინებს რომ ლიგაზე გაიყვანოს...
ფრანგმა მეცნიერმა ქალმა იშვილა აზიელი ბიჭი. ცოტახანში ისინი ხვდებიან ავტოკატასტროფაში, რის შედეგადაც ბიჭი ვარდება კომაში. გერმანელი ექიმის რჩევით, რომელიც აცხადებს, რომ შეუძლია მისი ვაჟის კომიდან გამოყვანა, ქალი მიემგზავრება ბიჭის სამშობლოში, რომ ყველაფერი გაარკვიოს მისი წარსულის შესახებ...
ახალგაზრდა ბიჭი დელტონი გადაწყვეტს ფარულად რამდენიმე დღით თვითნებურად ჯარიდან გაქცევას, რათა შეხვდეს შეყვარებულს. მას შეუერთდება მეგობარი მიკი. ახალგაზრდა სტუდენტების კომპანიაში მიკი ხვდება მაცდუნებელ, ლამაზ და თავისუფლების მოყვარულ კენდის. რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან მიკი მზად არის დათმოს სამხედრო კარიერა და სიცოცხლეც...
ლეირების ოჯახის მამაკაცების ოთხი თაობის წარმომადგენელი გროვდებიან სწრაფი კვების რესტორანში, თავის ურთიერთობებში გასარკვევად. ”ჩვენ კარგი, ბედნიერი, ნორმალური ოჯახი გვაქვს”, - ასე ამბობს დიდი ბაბუა ჰენრი. მაგრამ ჰენრიმ იცის: ჯერ კიდევ ბევრ რაღაცაში უნდა გაერკვიოს, რომ გაიგოს, რა იმალება ამ ”ნორმალურობის” მიღმა. ჰენრისთვის ასევე ცნობილია, რომ შეცდომებით აღსავსე ცხოვრება შეიძლება სწორ მხარეს მოატრიალო. ის ზუსტად ამის გაკეთებას აპირებს. და მას ამასთან დაკავშირებით უკვე შედგენილი აქვს ეშმაკური გეგმა...
ჯულია ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, სწავლის დამთარების შემდეგ და ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ადამიანსგან რომლის სახელია ბლექვეი. გოგონა როცა მიხვდება, რომ პოლიცია ამ ქალაქში როგორც ასეთი არ ფუნქციონერობს, დახმარებისთვის მიმართავს მეგობრებს, (ყოფილ მეტყევეს და მის ახლობელს) ისინი მოძალადის ძებნის პროცესში მიხვდებიან, რომ ჯულია პირველი მსხვერპლი არ არის...
პეტერი ციხეში კაფეს მფლობელის მკვლელობის გამო ხვდება. ციხის ფსიქოლოგს ის ჩადენილი დანაშაულის წინაპირობებს უყვება. მშობლებისგან შევიწროვებული და დამცირებული, დაკომპლექსებული, ამავე დროს გულახდილი და კეთილი პეტერი ცდილობს ააგოს სიყვარულის და პატივისცემის საკუთარი სამყარო, მაგრამ ის ყოველთვის მოქმედებს არა როგორც გამარჯვებული, არამედ როგორც დამარცხებული... ცხოვრება მას ჩიხში აქცევს და გადაუჭრელი პრობლემის წინაშე აყენებს... შედეგად ნერვიული შეტევა ემართება...
ელიზის და დიდიეს სიყვარულის ისტორია. ელიზს საკუთარი ტატუს მაღაზია აქვს, საღამოობით ბენდში უკრავს და მშვიდად ცხოვრობს. ერთხელაც დიდიეს შეხვდება. მათ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდებათ...
ომი მიმდინარეობს და ჯადოქარი ძიძა თავის ყურედღებას ორ ოჯახს შორის ანაწილებს. ერთი ოჯახი ქალაქში ცხოვრობს, მეორე სოფელში. მამები ფრონტზე არიან, ორივე მშობლის როლი კი დედების კისერზეა...
სარას და ბრაიანს ორ შვილთან ერთად იდეალური ცხოვრება აქვთ. მაგრამ მალე ისინი საშინელ ამბავს გაიგებენ და თავიანთი ქალიშვილის გადასარჩენად რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მათი გადაწყვეტილება მორალურ და ეთიკურ კითხვებს წარმოშობს და სასამართლო პროცესიც იწყება, რომელიც ამ ოჯახის ერთიანობას შეარყევს...
მინი 15 წლის გოგონაა, 1970-იანი წლების სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. ის ძალიან ცნობისმოყვარეა, ჩვეულებრივი თინეიჯერია, მაგრამ თანატოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ დედამისის ბოიფრენდთან სძინავს...
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გატარებული 20 წლის შემდეგ, უცნაური დენის კლეგი ისტ-ენდში ბრუნდება, სახლში სადაც ბავშვობა გაატარა. ის, ობობის მსგავსად, გადაეშვება მოგონებებში, რომლებიც მის ავადმყოფურ წარმოსახვაში არსებობს... შიში და ტკივილი მისი განუყრელი მეგობრები ხდებიან და მშობლიური სახლი ჯოჯოხეთს ემსგავსება...
მორცხვი და არაფრით განსაკუთრებული ავსტრალიელი ანჯელო, იტალიელ ლამაზმანს თავისი ძმის სურათს უგზავნის. მშვენიერი როზეტა მას ცოლობაზე თანხმდება და თავის რჩეულთან მიემგზავრება, სადაც არც თუ ისე სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. ფილმში მოქმედება 1913 წელს ხდება. სოფელ ლამორნაში მცხოვრებ ორ საუკეთესო მეგობარს შეუყვარდებათ ერთი ქალი. სიყვარული მეგობრებს შორის განხეთქილების ვაშლად იქცევა. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორია სიყვარულის ბნელი მხარე და თუ როგორ შეიძლება სიყვარულმა იმოქმედოს მეგობრობაზე...
შავგვრემანი რეიჩელი და ქერა დარსი - საუკეთესო მეგობრები არიან. იმ დროს, როდესაც ჭკვიანი რეიჩელი მანჰეტენზე იურისტის კარიარეას იკეთებდა, ლამაზი დარსი - პირად ცხოვრებაზე ფიქრობდა და თავისი მეგობარი დექსტერი დაოჯახებაზე დააფიქრა. როგორ მოხდა, რომ რეიჩელი თავის დაბადების დღეზე დარსის საქმროსთან ერთად აღმოჩნდა ლოგინში, არავინ იცის. ახლოვდება ქორწილის დღე. დროა გადაწყვეტილების მიღების: სიყვარული, თუ მეგობრობა...
ლარი ფლინტი - 70-იანი წლების, სექსუალური რევოლუციის, ნარკოტიკების და კულტურული კატაკლიზმების ეპოქის გმირია. ის ხედავდა, რომ ადამიანებს რაღაც უფრო მეტი სჭირდებოდათ ვიდრე ტელევიზია და "უიკენდები" კვირის ბოლოს. ხალხს სანახაობა უნდოდა და მან გამოსცა პორნოჟურნალი...
სახლი, რომელშიც ჩვენი მეგობრები ცხოვრობენ, დანგრევას ექვემდებარება, და სახლის მაცხოვრებლების მცირე ჯგუფი - რაილების ასაკოვანი წყვილი, ყოფილი კრივის მოთამაშე გარი, ახალგაზრდა პუერტორიკელი მარისა და მხატვარი მეისონი - სასოწარკვეთილად იბრძვიან თავისი საყვარელი საცხოვრებლის გადასარჩენად. საცოდავებს მხოლოდ საოცრების იმედი რჩებათ, და ის მოხდება კიდევაც: დახმარება მოდის გონების ძმებისგან. ერთხელაც ღამით რაილების ბინას მოულოდნელი სტუმრები ეწვევა - პაწაწინა უცხო პლანეტელები...
როდესაც 13 წლის მარიას მამა დაეღუპება და ობლად დატოვებს მას, იგი იძულებულია ლონდონში გადავიდეს საცხოვრებლად, სერ ბენჯამენთან, ექსცენტრიულ ბიძასთან, რომელზეც მას ადრე არასოდეს გაუგია, მის საიდუმლო აგარაკში "მთვარის ხეობა".მარია აღოჩნდება უცნობ სამყაროში... მის გვარს ბნელ დე ნუარების გვართან უძველესი მტრობა აქვს...
როდესაც თვითფრინავი ჩამოვარდება, ბორტზე მყოფი მარშალის უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდი და მათი ფანები იღუპებიან. გუნდის ახალი მწვრთნელი და რამდენიმე გადარჩენილი წევრი ახალ გუნდს აყალიბებენ.
ყოფილ ინგლისის გუნდის კაპიტანს დენი მიჰენს "ძვლების მსხვრეველს" აქვს ყველაფერი: ძვირფასი მანქანები, ფული, პოპულარულობა. ერთხელაც იდილია იმსხვრევა და დენი ციხეში ხვდება, ციხის უფროსს დიდი თანხა აქვს ჩადებული ფეხბურთის გუნდის შესაქმნელად, მას სურს "ციხის თასის" მოგება და ყოფილი ფეხბურთელს გუნდის მწვრთნელად დანიშნავს. დენის არ სჯერა, რომ პატიმრები შეძლებენ მოგებას.
70-ნი წლები. დღეს - სკოლაში ბოლო გაკვეთილია, ხვალ კი ახალი ცხოვრება იწყება, მაგრამ ეს იქნება ხვალ, დღეს კი ახალგამომცხვარი სკოლადამთავრებულები ცხოვრებისგან ყველაფერს მიიღებენ! ისინი ბავშვობის გრანდიოზულ გაცილებას მოაწყობენ "მთავარი ატრიბუტების" მონაწილეობით - გიჟური მხიარულობის - სექსის, ნარკოტიკების და როკ-ნ-როლის.
ფილმი მოგვითხრობს მიონ რიანის ცნობილი ბრძოლაზე, რომელიც გაიმართა 1597 წელს იაპონიის კორეაში შეჭრის დროს. მაშინ საკულტო ადმირალმა ლი სუნსინუმ თავისი 13 გემით გაანადგურა იაპონიის 133 საზღვაო გემი...
ვიქტორ ჰიუგოს რომანის კლასიკური ეკრანიზაცია გამოირჩევა პირველ რიგში დეკორაციებითა და ლუდოვიკო XI მეფობის ხანის სკურპულოზული აღდგენით, ლამაზი კოსტუმებითა და სულში ჩამწვდომი თამაშით...
ელენა და ანტონიო ნამდვილად არ არიან ერთმანეთისთვის შექმნილი. ელენა - ჭკვიანი გოგონაა კარგი ოჯახიდან, ხოლო ანტონიო - უზრდელი გაუნათლებელი მექანიკოსია. ისინი სრულიად განსხვავებულები არიან - ხასიათით, ცხოვრების პრიორიტეტებით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გრძნობენ დაუძლეველ ურთიერთ მიზიდულობას და ცდილობენ ამასთან გამკლავებას...
ისტორიის მასწავლებელი ტერტულიანო მაკსიმო, რომელიც სულ დეპრესიაშია, ერთ დღესაც ქირაობს ფილმს “მიზანდასახული მონადირის თამაში”. ფილმი მას არ მოეწონება და გადაწყვეტს დაწვეს, თუმცა უცებ გამოეღვიძება რადგან გაახსენდება, რომ ფილმი არ გამოურთავს და მეორე წრეზე ჩაირთო. ამ დროს ტერტულიანომ აღმოაჩინა, რომ მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი როგორც ორი წყლის წვეთი ისე გავს მას. იგი გადაწყვეტს მოძებნოს თავისი ორეული...
ცნობილი ალპინისტის ჯო სიმპსონის ბესთსელერის ეკრანიზაცია, რომელიც მოგვითხრობს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი, რეალური ისტორიის შესახებ. წიგნში აღწერილია სიმპსონის და მისი მეგობრის საიმონ იეთსის ასვლა პერუს ანდების ერთ-ერთ მწვერვალზე, 1985 წელს. ახალგაზრდა ამბიციურმა ალპინისტებმა გადაწყვიტეს შორეული სიულ გრანდეს დასავლეთ ქედი დალაშქრონ, რომლის სიმაღლეც 7000 მეტრია. დღეს სიმპსონი და იეთსი ერთად ბრუნდებიან მოვლენების ადგილზე, რათა თავიაანთი თავგადასავალი გვიამბონ...
პოპულარული გერმანელი კლუბური მუსიკოსი – დიჯეი იკარუსი, ახალი ალბომის გამოსვლას და მისი მხარდასაჭერი ტურნეს გამართვას მოუთმენლად ელის. ის ჯერ არც კი ფიქროსბ იმაზე, რომ მისი სიხარული შეიძლება მეგობარი გოგონას ღალატმა გაანელოს...
სასაცილო ამბები მაშინ იწყება, როცა პროფესორი შერმან კლამფსი გენეტიკის პროფესორ დენიზ გეინსთან სასიყვარულო ურთიერთობას გააბამს და არაჩვეულებრივ, ადამიანის დაბერების შემაჩერებელ ფორმულას აღმოაჩენს.ამასობაში, შერმანის გამხდარი ალტერ ეგო -ბადი ლავი გამოჩნდება და ყველაფერი საბოლოოდ აირევა...
ფილმის მოქმედება ფრანგულ სასტუმროში ხდება. ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს დაარწმუნოს გოგონა, რომ წინა წელს ისინი უკვე შეხვედრიან ერთმანეთს ფრედერიკსბურგის ბაღში...
ედი და ემი - მეცნიერი და სტუდენტი, სწავლობენ სიმების თეორიას და კოსმიურ ორეულებს, სამყაროს და პარალელურ განზომილებას. ისინი - ნათესაური სულები არიან, გაჩენილები ერთმანეთისთვის. მათი სიყვარულს საზღვრები არ აქვს, მაგრამ უეცრად ედი გაქრება. მას ერთადერთი რაც დარჩა - რეგულარულად გამოგზავნილი შეტყობინებები. რა თამაშში ჩაითრიეს ემი? მეცნიერის ექსპერიმენტი, რომელმაც გადაწყვიტა დაემალოს სამყაროს? თუ უმაღლესი ძალების თამაში, რომლებიც უგზავნიან საყვარელ ადამიანს უცხო სახით? თუ ის ისევ აგრძელებს ჩამქრალი ვარსკვლავის სინათლის ყურებას?...
17 წლის ვერონიკა მილერის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მშობლები ერთმანეთს შორდებიან და მამა საცხოვრებლად ვილმინგტონში გადადის. გადის სამი წელი, მაგრამ ვერონიკას სიბრაზე ისევ აქვს გულში. მიუხედავად ამისა, საკუთარი ნების წინააღმდეგ ძაფხულში მამასთან მიემგზავრება. ვერონიკას მამა ყოფილი პიანისტია და ახლა მასწავლებლობით ირჩენს თავს. მამა-შვილს საერთო მხოლოდ მუსიკის სიყვარული აქვთ...