ქარიზმატული, ახალგაზრდა ტექნიკოსის, როს ულბრიხტის რეალური ისტორია, რომელიც "დარქნეტში" ნარკოტიკებს ყიდის, ამ დროს კი ნარკო კონტროლის აგენტი რიკ ბოუდენი ფარულად მის დაჭერას ცდილობს.
გრეგის და იზაბელის მისტიური სიყვარულის ისტორია. გრეგი ახლახანს გაშორდა ცოლს, ამას სამსახურიდან გამოშვებაც დაემატა. ის ქუჩაში მცხოვრებ იდუმალ ქალს იზაბელას შეხვდება, რომელიც დარწმუნებულია, რომ მათ გარშემო დაბინძურებული და დამსხვრეული სამყარო უბრალოდ კომპიუტერული სიმულაციაა.
ოჯახში, სადაც დედა და მამა შვილების გიჟურ თხოვნებს მუდმივად ცივი უარით პასუხობენ, ამჯერად ბავშვების დრო დგება - დღე, როდესაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს!
მას შემდეგ, რაც ჩერის მისი ერთადერთი სიყვარული, ემილი მიატოვებს, ის გადაწყვეტს კოლეჯიდან პირდაპირ ერაყში, არმიაში წავიდეს. სამწუხაროდ, არმიიდან დაბრუნების შემდეგ ის სამყაროში საკუთარ ადგილს ვეღარ პოულობს...
მეცხრე საუკუნე. ირლანდიის სიღრმეებში მიმალულ, უძველეს სააბატოს ავტორიტარული ზედამხედველი ხელმძღვანელობს. მისი აღსაზრდელი - ნიჭიერი და მხიარული ბიჭია. სხვა ბერებთან ერთად ის სააბატოს კედლებს ამაგრებს, რომლებმაც ისინი ვიკინგების თავდასხმებისგან უნდა დაიცვას. ბიჭუნას ახალი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება იწყება მას შემგეგ, რაც სააბატოში სახელგანთქმული ოსტატი ჩამოდის. ანიმაციური ფილმი წარდგენილი იყო 2010 წლის ოსკარზე...
ფილმის სიუჟეტი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, კორეელი ოჯახის გარშემო ვითარდება, რომლის წევრებიც საკუთარი "ამერიკული ოცნების" ასახდენად არკანზასში გადადიან საცხოვრებლად.
რიჩი აბაზანაში წევს და თავის მოკვლას აპირებს... ისმის ტელეფონის ზარი - რიჩის და რეკავს, რომელიც სთხოვს, რომ მისი 9 წლის გოგონას მიხედოს რამოდენიმე საათით...
საიდუმლო სამსახურის აგენტი, მაიკ ბენინგი დაადანაშაულეს პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაში. ახლა, მას უწევს ბრძოლა უდანაშაულობის დასამტკიცებლად თავისი თანამშრომლებისა და FBI-ს წინააღმდეგ...
ჰაგაზუსა - ეს ბნელით მოცული ლეგენდაა ახალგაზრდა ქალსა და მის ბრძოლაზე შეინარჩუნოს სიწმინდე. იგი ცდილობს გაიგოს სად გადის საზღვარი უძველეს მაგიას, რწმენასა და სიგიჟეს შორის იმ დროში, როდესაც ჯადოქრებისა და ბუნების სულების წარმართული რწმენები შიშსა და ტერორს თესდა სოფლის მოსახლეობაში.
ფილმის მთავარი გმირი 60 წელს მიტანებული ქალბატონია, რომელიც დიდი რეცესიის დროს აბსოლუტურად ყველაფერს კარგავს. ეს მას დასავლეთ აშშ-ში მოგზაურობას გადააწყვეტინებს.
საუკეთესო მეგობრების, ბარბის და სტარის ისტორია, რომლებიც საკუთარ პატარა ქალაქს ცხოვრებაში პირველად ტოვებენ და ვისტა დელ მარსში სამოგზაუროდ მიემართებიან.
პორტალის დახმარებით ლეიტენანტი არტემისი და მისი ჯარისკაცები მეტად უცნაურ სამყაროში აღმოჩნდებიან, სადაც სამყაროს უძლიერესი ურჩხულები მართავენ. ჯარისკაცებს სახლში დასაბრუნებლად მათთან გამკლავება მოუწევთ...
ჯენი აღმოჩნდება პატარა ტროპიკულ კუნძულზე, სადაც სრულიად მარტოა. კუნძულზე ბოროტი ძალაა, რომელიც ყოველ ღამე გამოდის. ჯეინმა უნდა იზრუნოს როგორც საკვებზე, ასევე სიცოცხლის გადარჩენაზე...
ტომის და ჯერის თავგადასავალი ამჯერად ნიუ იორკის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში გრძელდება. სასტუმროს თანამშრომელი, კაილა იძულებულია ჯერი სასტუმროში გასამართ ქორწილამდე დაიჭიროს. გამოიცანით, ვის დაიხმარს ის საამისოდ?
წყნარი ამერიკული პროვინციის მაცხოვრებლები აფეთქების და უზარმაზარი ობიექტის კატასტროფის თვითმხილველები გახდებიან. რამოდენიმე დღის შემდეგ ბიჭი სახელად ჰოგარტ ჰიუზი ახლომიდამოემბში გიგანტურ რობოტს იპოვის, რომელიც დედამიწაზე შორეული კოსმოსური გალაქტიკიდან ჩამოფრინდა. მიუხედავად თავისი საშიში შესახედაობის, უცხოპლანეტელი სტუმარი ძალიან კეთილი არსება აღმოჩნდება. რობოტი და ბიჭი ნამდვილი მეგობრები გახდებიან, მაგრამ როდესაც რობოტის არსებობაზე მთავრობა და სამხედროები გაიგებენ, ისინი მის განადგურებას გადაწყვეტენ...
ფილმის სიუჟეტი ჯო დიკონის გარშემო ვითარდება რომელიც ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მოხერხებულ დეტექტივ ბაქსტერთან ერთად სერიული მკვლელის დაჭერას ცდილობს.
ფილმის სიუჟეტი 17 წლის სკოლის მოსწავლეზე მოგვითხრობს. გოგონა ყველა უნარს იყენებს საიმისოდ, რათა სკოლაში შეჭრილ შეიარაღებულ ახალგაზრდებს ხელიდან დაუძვრეს.
ფსიქიკურად არასტაბილურ კერძო გამომძიებელს პატარა ქალაქში მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად დაიქირავებენ. ის დარწმუნებულია, რომ მკვლელობა მისი ქალიშვილის გარდაცვალებასთანაა კავშირში...
კინორეჟისორი მალკომი და მისი მეგობარი გოგონა, მერი პრემიერიდან სახლში ბრუნდებიან, სადაც მათ გულახდილი საღამო, გულწრფელი საუბარი ელით საკუთარი გრძნობების და განცდების შესახებ.
მობრძანდით სანტა კლაუსთან, მიკი მაუსთან და სხვა დისნეის პერსონაჟებთან სტუმრად დღესასწაულზე და გაიგეთ, როგორ ხვდებიან ისინი შობას. ყველასთვის ნაცნობი დონალდი მთელი ძალებით ცდილობს შეეწინააღმდეგოს დღესასწაულს, იმ დროს როგორც მიკი და პლუტო მთელი სულით და გულით ერთობიან...
მიკი, მინი და მათი ყველასთვის ცნობილი მეგობრები გუფი, დონალდი და პლუტო ერთად შეგროვდებიან იმისათვის, რომ სამი საოცარი შობის ჯადოსნური ისტორია მოგვითხრონ...
ქალაქი გმირებს მოელის, სიბნელემ მოიცვა ნიუ-იორკი. ყველაფერს შრედერი და მისი ბოროტი ფუტების კლანი აკონტროლებს, დაწყებული პოლიციიდან, დამთავრებული პოლიტიკოსებით. მომავალი ბურუსითაა მოსილი მანამ, სანამ, კანალიზაციიდან არ ამოვა და თავისი მოვალეობის შესრულებას არ შეუდგება ოთხი ძმა კუ-ნინძა. კუებმა უნდა იმუშაონ უშიშარ რეპორტიორ ეიპრილთან და მის სარკასტულ ოპერატორ ვერნ ფენვიკთან ერთად, რომ ქალაქი იხსნან და გამოიცნონ შრედერის ვერაგული გეგმა…
ვექილები - ისინი არიან 90-იანი წლების გმირები. ფილმი სწორედ ამ გუნდის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ერაყში, რუსეთსა თუ გაერთიანებულ სამეფოში დიდი თავგადასავლები ელოდება.
ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს პრეისტორიული პერიოდის დედამიწის შესახებ. დაობლებული პატარა დინოზავრი მოხვდება ლემურების ტომში. ელადარი ცხოვრობს და იზრდება მათთან, სანამ მეტეორიტების წვიმამ ყველაფერი არ გაანადგურა ირგვლივ. იგი მეგობრებთან ერთად ნაყოფიერი მიწის საძებნელად მიემართება და გზად უამრავი ხიფათი ელოდება...
ბოლოსდაბოლოს სრულდება რა წელი, რომლის დასრულებაც ყველას გვსურს, ვნახოთ 2020 წლის შეშლილი დიდებულება ამ კომედიურ რეტროსპექტივაში, რომელიც "შავი სარკის" შემქმნელებს ეკუთვნით.
ბენ კარსონი მამის გარეშე იზრდებოდა სიღარიბესა და უვიცობაში, ჰქონდა ცუდი ნიშნები და მალე ბრაზდებოდა. ამავე დროს დედას მისი ყოველთვის სჯეროდა. ის მოუწოდებდა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რომელიც თვითონ არ ჰქონია, უვარჯიშებდა წარმოსახვას, ინტელექტს და რაც მთავარია იმ ნიჭის გამოყენებას რაც მისთვის ღმერთს ებოძებინა. ბავშვობაში მისი ოცნება იყო გამხდარიყო წარმატებული ექიმი. დედა მას დაეხმარა გამხდარიყო ნეიროქირურგი, რომელმაც მედიცინის ისტორიაში პირველდ ჩაატარა ოპერაცია თავით შეერთებული ტყუპების განცალკევებისა. ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს.
შავი კომედია, საშუალო სკოლის პედაგოგი მეგობრების, ისტორიის პროფესორის, ფსიქოლოგის, ეკონომისტის და ფიზიკოსის შესახებ, რომლებიც საკუთარ თავზე რევოლუციური სამეცნიერო თეორიის შემოწმებას გადაწყვეტენ. მათი აზრით დაბადებიდანვე ადამიანი სისხლში ალკოჰოლის ნაკლებობას განიცდის. დილით ღვინო, შუადღისას ლუდი, საღამოს ვისკი. თავიდან ყველაფერი მართლაც კარგად მიდიოდა, მუშაობა ყოველდღე უფრო პროდუქტიული ხდებოდა თუმცა, მალე ცხადი გახდა, რომ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის...
საუკეთესო მეგობრები ანა და ბეტი მიდიან ვიქენდის ერთად გასატარებლად, ქალაქგარეთ. ორივე მსახიობია, მაგრამ ერთს წარმატებული კარიერა აქვს, მეორეს კი არც ისე. მათ შორის დაძაბულობა ნელ-ნელა იმატებს და დაპირისპირება გარდაუვალი ხდება...
ფილმი მოგვითხრობს ბავშვთა მწერალის ბეატრის პოტერის ცხოვრების შესახებ, მის მოქმედებაზე და წინააღმდეგობის სურვილზე ვიქტორიამდელი ინლისის წინ თავის დახრაზე...
უოლ-ი ადამიანებისგან მიტოვებულ, ნაგვით სავსე დედამიწაზე დარჩენილი უკანასკნელი რობოტია. იგი 700 წლის განმავლობაში ცდილობს დედამიწის დასუფთავებას და ამასობაში ფრიად საინტერესო, ადამიანის მსგავს თვისებებს იძენს. ერთხელაც, როდესაც დედამიწაზე კოსმოსური ხომალდი ჩამოდის თანამედროვე, პრიალა რობოტთან ერთად, უოლ-ი ჩათვლის, რომ ნანატრი მეგობარი იპოვა და ხომალდის უკან გამგზავრებისას, მასთან ერთად, მალულად მიემგზავრება...
სპანჯბობის საყვარელი მეგობრის ლოკოკინა გერის გატაცების შემდეგ, ის და პატრიკი ეპიკურ თავგადასავალში ერთვებიან და გერის დასაბრუნებლად დაკარგულ ქალაქ ატლანტიდაში მიემგზავრებიან...
პატარა შეგირდი მონადირე მამასთან ერთად ირლანდიაში მიემგზავრება, რათა მგლების უკანასკნელი ხროვა ამოწყვიტოს. თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც გოგონა დაუმეგობრდება საიდუმლოებით მოცული ტომის წევრ გოგონას. გავრცელებული მითის მიხედვით ღამით ტომის წევრები მგლებად იქცევიან...
სარა კიოლნის ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში ერთადერთი ქალია, რომელიც რთულ პროგრამაში მონაწილეობს. იგი მარტოხელა დედაა, რომელიც რვა წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან მას საკმარის დროს ვერ უთმობს. მისი სიყვარული თრგუნავს, არღვევს. როდესაც სარას საზაფხულო კოსმოსურ მისიაში მონაწილეობის მისაღებად ირჩევენ, რომელსაც პროქსიმა ეწოდება, ეს ქმნის ქაოსს დედა-შვილის ურთიერთობაში...
დაფუძნებულია ჯეი დი ვენსის ბესთსელერზე - „ჰილბილის ელეგია“. ეს არის ამერიკული ოცნების თანამედროვე ახსნა. სამი თაობის აპალაჩის ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს სამართლის სასწავლებლიდან წამოსვლა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნება უწევს...
ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ, ჯიუ-ჯიცუს მებრძოლების უძველესი კლანი უერთდება ძალებს უცხოელი დამპყრობლების რასის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ როდესაც ცნობილი ომის გმირი დამარცხდება, პლანეტისა და კაცორიობის ბედი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება...
ორი წყვილი ოკეანის სანაპიროზე სახლს ქირაობს. ერთი შეხედვით იდეალური ნაქირავები სახლი ეჭვს უჩენთ, რომ მეპატრონე მუდმივად უთვალთვალებს მათ. ის რაც დასვენება უნდა ყოფილიყო ნამდვილ სისასტიკედ გადაიქცევა და ძველი ოთხი მეგობარი, სულ სხვა თვალით დაინახავს ერთმანეთს...
ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა კაცის, დინოს გარშემო ვითარდება, რომელიც ცხოვრების დიდ ნაწილს რადიკალური რელიგიური დაჯგუფების, "ვაჰაბის" სიახლოვეს ატარებს.
შეყვარებულის ოჯახთან პირველი შეხვედრა როგორც წესი რთულია, გეგმავ, თუ როგორ შეხვდე მათ და როგორ დაესწრო მათ ყოველწლიურ საშობაო ვახშამს, თუმცა შემდეგ აანალიზებ რომ გოგო ლეზბოსელია, ეს კი საქმეს უფრო ართულებს...